ეკლესიის არქიტექტურა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესიის არქიტექტურა |
geller04 |
Apr 9 2007, 10:24 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 10-February 07 მდებარ.: UNITED STATES წევრი № 1,048 |
დამლოცეთ მამაო
მაინტერესებს შეიძლება თუ არა მართლმადიდებლური ეკლესიის ან ტაძრის რომაული, გოთიკური ან ბაროკოს სტილით აშენება -------------------- ქართველი ამერიკელი
|
Mama Daviti |
Apr 9 2007, 06:14 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 53 რეგისტრ.: 25-February 07 წევრი № 1,188 |
ღმერთმა დაგლოცოთ!
არ შეიძლება! მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობას, მის იერ-სახეს და სტილს განსაზღვრავს სპეციალური სახუროთმოძღვრო კანონიკა, რომელიც არ შეესაბამება თქვენს მიერ დასახელებულ სტილებს. ანუ მართლმადიდებლური დოგმატი, სწავლება არ ჯდება და ვერ ჩაჯდება სხვა კონფესიათა სწავლებაში. ტაძარი პირველ რიგში ღვთის სახლია და თავისი არქიტექტურითაც (მართლმადიდებლურად) ამაზე მეტყველებს! |
მნათე |
Apr 9 2007, 06:29 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ტაძარი პირველ რიგში ღვთის სახლია და თავისი არქიტექტურითაც (მართლმადიდებლურად) ამაზე მეტყველებს! დამლოცეთ თქვენო უპატიოსნესობავ, კრძალვით გილოცავთ უფლის აღდგომას - ქრისტე აღდგგა! საინტერესოა, ბათუმის საკათედრო ტაძრის მართლმადიდებლური კანონიკა, იგი ხომ მთლიანად კათოლიკურია? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Apr 9 2007, 07:27 PM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რომაული აქ დავაზუსტებდი სანამ მამაო გასცემდეს პასუხს, რომაული სტილი ფაქტობრივად არის ბაზილიკა, სწორედ ისეთი როგორიც ჩვენ გვაქვს ანჩისხატში ან ბოლნისის სიონში, ოღონდ რათქმაუნდა გაცილებით უზარმაზარი ზომების, ძირითადში სამეფო პალატები გადაკეთდა ეკლესიებად, თავად წმ. კონსტანტინე დიდის დროს და მის მიერვე გადაეცა ეკლესიას, ასე დაარსდა, ცნობილი წმიდათა იოანე მახარებლისა წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდიდესი ბაზილიკა რომში... რაც შეეხება მნათეს კითხვას, ჩვენ უცხოეთში მყოფები, ხშირად, მართლმადიდებლური ტაძრის უქონელნი, წირვებს სპეციალური ლოცვების შემდეგ კათოლიკურ (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ირლანდია) ან პროტესტანტულ ( დანია, შვედეთი, გერმანია) ტაძრებში ვატარებთ, ასე რომ ბათუმის, ქუთაისის და სხვა ყოფილი კათოლიკური ტაძრები ისეთივე წმიდა ტაძრებია, როგორც სხვანი, უბრალოდ ბაროკოს სტილით ან იგივე გოთიკური სტილით არ ვაშენებთ, ხოლო თუკი ვინმე გვაჩუქებს, დიდი მადლობით მივიღებთ... ბოდიში ჩარევისათვის ქრისტე აღსდგა! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Mama Daviti |
Apr 13 2007, 09:02 AM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 53 რეგისტრ.: 25-February 07 წევრი № 1,188 |
საინტერესოა, ბათუმის საკათედრო ტაძრის მართლმადიდებლური კანონიკა, იგი ხომ მთლიანად კათოლიკურია? ღმერთმა დაგლოცოს მნათე! ფაქტიურად შენს კითხვაზე კაიროსმა გიპასუხა! რისთვისაც მას გულწრფელ მადლობას ვუხდი! კიდევ დავამატებ, რომ სოფელ უდეში, ასეთივე ტიპის ანუ კათოლიკური არქიტქტურის მქონე ეკლესიაში მართლმადიდებლური ტაძარია განთავსებული, მაგრამ ეს გამონაკლისებია და არა მსგავსი ქმედების აუცილებლობა. ხოლო რაც შეეხება ბაზილიკის რომაულ სტილს, იგი სრულიად შესაბამება მართლმადიდებლურ სტილს, რადგან როდესაც იგი წარმოიშვა, არსებობდა ერთი განუყოფელი ქრისტეს ეკლესია, რომელსაც ერთი დოგმატი და ერთიანი სწავლება ჰქონდა. მისტიურად კი ბაზილიკა, ნოეს კიდობანს განასახიერებს. ქრისტე აღსდგა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი