IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რეინკარნაცია
ზურაბი
პოსტი Oct 4 2006, 11:01 PM
პოსტი #1


აბდალა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 662
რეგისტრ.: 25-September 06
მდებარ.: tbilisi!!!xiliani!!!
წევრი № 218



მამაო რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?


--------------------
,,ავსიტყვაობა და ზიზღი განთავისუფლებული მონის თვისებაა"

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A L U B A L A
პოსტი Nov 25 2006, 10:58 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 24-November 06
წევრი № 519



როგორ მაინტერესებს.....ძალიან საინტერესო თემა გახსენი,მაგრამ ქრისტიანობა როგორც ვიცი რეინკარნაციის არსებობას უარყოფს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NaNuKa
პოსტი Nov 28 2006, 01:22 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 17-November 06
წევრი № 489



მეც ძალიან მაინტერესებს რეინკარნაციის შესახებ. ამბობენ ბუდიზმის რელიგიას წამს რეინკარნაციის. და ქრისტიანობას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Nov 30 2006, 10:11 PM
პოსტი #4


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



აცნობიერებს თუ არა ადამიანი თავისი სულის უკვდავებას, გულის სიღრმეში ის ხვდება, რომ სულის არსებობა არ შეიძლება შემოიფარგლოს მიწიერი ცხოვრების მოკლე სარბიელით. ჭეშმარიტებას განშორებული ადამიანი ცდილობს სულის სიღრმიდან მომოვალი ეს ხმა შემოსოს კაცობრივი ბრძნობით თუ ეშმაკისეული შეგონებით შექმნილ ფილოსოფიურ ცრუსარწმუნოებრივ შეხედულებში. ერთ–ერთი ასეთი მცდელობა არის რეინკარნაციის, ანუ მეტაფსიქოზის იდეა. ამ იდეის თანახმად ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ გადადის მიწიერი ცხოვრების სხვა ფორმაში – კვლავ იბადება ადამიანად, ცხოველად, მცენარედ, – იმისდამიხედვით, თუ როგორ განვლო მან წინანდელი ცხოვრება, როგორ მიუახლოვდა სრულყოფილებას. მსგავს შეხედულებებს მიმდევრები ჰყავს როგორც ფილოსოფიაში (პითაგორა), ასევე სხვადასხვა რელიგიაში. რეინკარნაციას აღიარებს ინდუიზმი, ისლამის ცალკეული განშტოება (ალავიტები), თალმუდიზმის ზოგიერთი წარმომადგენელი, კაბალა. რეინკარნაციის მსგავსი იდეა არის ბუდიზმში, ოღონდ იქ საუბარია არ ადამიანის სულზე, რომელსაც ბუდიზმი არ ცნობს, არამედ ცნობიერებაზე. აქვს თუ არა მეტაფსიქოზს რამე საერთო ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან?

წმიდა წერილში არსად არ არის მინიშნება რეინკარნაციის შესაძლებლობაზე. ბიბლიის თანახმად, ადამიანის ცხოვრება უნიკალურია, არ მეორდება. მიწიერი ცხოვრების შემდეგ კი მას ელოდება მისაგებელი გატარებული ცხოვრების და სულის მდგომარეობის შესაბამისად. რეინკარნაციის იდეა უაზრობად წარმოაჩენს სასუფევლის და ჯოჯოხეთის არსებობას. მართლაც, თუ ადამიანს ძალუძს ისევ და ისევ დაბრუნება სხვა სახით და აქვს მუდმივი შესაძლებლობა გახდეს უფრო სრულყოფილი, მაშ ვინ იმკვიდრებს ჯოჯოხეთს? რისგან გვიხსნა უფალმა, თუ ჩვენ თვითონვე შეგვეძლო ამოგვესყიდა წინა ცხოვრების ცოდვები შემდეგ ცხოვრებებში? ან როდის უნდა მოხდეს ნაწინასწარმეტყველები აღსასრული სოფლისა?

მავანს უჭირს გაგება იმისა, რატომ იტანჯებიან ერთის შეხედვით უცოდველი ადამიანები, ბავშვები, და ამის ახსნას წინანდელ ცხოვრების ცოდვილობაში ეძებს.

ზოგიერთი ცდილობს დაინახოს მეტაფსიქოზის მოვლენის მტკიცებულობა წმიდა წერილში. ყველაზე ხშირად არგუმენტებად გვესმის წმიდა იოანე ნათლისმცემელზე თქმული მაცხოვრის სიტყვები: ”და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს" (მთ. 11,14) და "გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა" (მთ. 17,12). ცნობილია, რომ უფლის დიდებით მოსვლას წინ უძღვის ელია წინასწამეტყველის მოსვლა. მაგრამ ეს დიდებით მოსვლას. ხოლო განკაცების ჟამს წინამორბედის ფუნქციას აღასრულებდა იოანე ნათლისმცემელი. ამაზე მიუთითა ანგელოზმა მართალ ზაქარიას, როცა ბრძანა: "და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული" (ლკ. 1.17). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელია წინასწარმეტყველი ცოცხლად იქნა აღტაცებული ზეცად, რეინკარნაცია კი ერთი სიცოცხლის შემდეგ მერორეში გარდასვლას გულისხმობს, და არა ერთი სულის მიერ ორის სხეულის ერთდროულად ფლობას.

მეტაფსიქოზის იდეა იმდენად უცხოა ქრისტეანობისათვის, რომ წმიდა მამები ამ თემაზე არ წერდნენ საგანგებო შრომებს. მასზე საუბარი უფრო ბოლო დროის ინტელიგენციის ფენაში აღიძრა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან დიდი ნაწილი მიწიერ მეცნიერებებში განსწავლული, მაგრამ ქრისტესაგან განდგომილი ადამიანებისა მოიხიბლა ინდუიზმით, ბუდიზმით და ოკულტიზმით. საქართველოში ამ იდეის გავრცელებას ხელი შეუწყო შტაინერის მოძღვრების გავრცელებამაც.

ასე, რომ რეინკარნაციას არაფერი აქვს საერთო ბიბლიისეულ ჭეშმარიტებასთან. მეტიც, ეწინააღმდეგება მიწიერი ცხოვრების არსის ქრისტეანულ გააზრებას.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 05:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი