IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მოკლე ლოცვა
qeta
პოსტი Oct 14 2006, 11:13 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 14-October 06
წევრი № 274



ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ, სერიოზული ცოდვაა,როდესაც ლოცვებს უკვე დიდი ხანია ვერ კიტხულობ სრულად და მხოლოდ დილა-საგამოს მოკლე ლოცვას კიტხულობ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A L U B A L A
პოსტი Nov 25 2006, 11:07 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 24-November 06
წევრი № 519



ეგ მეც ძალიან მაინტერესებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Nov 27 2006, 07:28 PM
პოსტი #3


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ლოცვა – ადამიანის სულიერი ცხოვრების საზომიცაა და საწინდარიც. ლოცვის ძალას და კადნიერებას უფალი გვაძლევს. ჩვენი ცხოვრების წესი უნდა გამოხატავდეს იმისაკენ სწრაფვას, რასაც ვითხოვთ ლოცვაში. როცა ირღვევა ერთობა ლოცვისა და ცხოვრებისა, ლოცვა გვენგრევა. ასეთ შემთხვევაში პირველ ყოვლისა უნდა დავფიქრდეთ, ვცხოვრობთ ისე, რომ ლოცვის კადნიერება გვქონდეს? იქნებ ისეთ რამეს ვიწყნარებთ, რაც ანგრევს ლოცვას?

არის თუ არა ლოცვის შემოკლება ცოდვა? ასე ვიტყოდი: არა იმდენად ცოდვა, რამდენადაც ცოდვის შედეგი და შემდგომი დაცემის წინაპირობა. შეიძლება სულაც არ უძღოდეს ლოცვის მოშლას რაიმე სასიკვდინე ცოდვა. ხშირად მცირეოდენი დაუდევრობაც კი საკმარისი ხდება ამისთვის. განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ლოცვის მოკლება, როცა ადამიანი ნებსით თანხმდება თუნდაც მცირეოდენ ცოდვას, მიდის კომპრომისზე.

მსგავს შემთხვევაში უნდა ვეცადოთ დავფიქრდეთ მიზეზებზე. მეტისმეტად ხომ არ ჩავეფალით გრძნობადში, ხორ არ მივუშვით თავი ისეთი რამეს საყურებლად, მოსასმენად, სალაპარაკოდ, რაც შეიცავდა ცოდვას. განსაკუთრებით ანგრევს ლოცვას განკითხვა, უჯერო სიცილი, ოცნებობა. არაფერს ვამბობ სასიკვდინე ცოდვებზე. ერთი სიტყვით გვჭირდება სერიოზული გადახედვა ცხოვრებისა და უსწრაფესად მომზადება დაწვრილებითი აღსარებისათვის.

ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის აღდგენისათვის საჭიროა გულმოდგინება. გამოვნახოთ დრო ლოცვისათვის, დილით ცოტათი უფრო ადრე ავდგეთ; ლოცვის დაწყებამდე დავმშვიდდეთ, მივატოვოთ ფიქრი მიწიერ საზრუნავებზე; თუ მოხერხდა, ცოტა წავიკითხოთ წმიდა წერილიდან ან მამათა სიტყვებიდან; ლოცვის პირველი სიტყვებისთანავე ვეცადოთ მთელი ყურადღება ჩაიკეტოს ლოცვის სიტყვებში, არაფერზე ვიფიქროთ, რაოდენ წმიდა აზრებიც არ უნდა მოგვდიოდეს; ლოცვა ვიკითხოთ აუჩქარებლად, დაბალ ხმაზე, რომ ჩვენ თვითონვე გვესმოდეს; აჩქარებით, მოსწრებაზე ლოცვის კითხვას აჯობებს შევამოკლოთ, მაგრამ მშვიდად წავიკითხოთ. არ შეგვაშინოს გამფანტველი აზრების შემოტევამ, – ეს ბოროტი ცდილობს მოგვწყვიტოს ლოცვას. მას კი სწორედ ლოცვით გავექცევით. ცალკეულ ლოცვებს შორის შეიძლება რამოდენიმე იესუს ლოცვის თქმაც, – დაგვეხმარება ყურადღების მოკრეფაში. ლოცვის შემდეგ კი უმალ არ ჩავეპლოთ წუთისოფლის საქმეებში, თუ ამის დრო გვაქვს.

ძალიან საჭიროა წმიდა წერილის და მამათა სწავლების ყოველდღიური კითხვა. ერთი სიტყვით, ზოგადი სულიერი დისციპლინირება – ლოცვის მძლავრი საყრდენია.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 12:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი