IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბერად აღკვეცილი ქართველი მეფეები და მათი ოჯახი წევრები, ბაგრატიონთა გვარიდან
marine
პოსტი Nov 1 2007, 05:45 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,884
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



1. დემეტრე (დიმიტრი I), - დავით აღმაშენებლის ძე, მეფობდა 1125-1155 წწ. ბერად შედგა დანიელის სახელით, მონოზონობაში დაჰყო ერთი წელი, გარდაიცვალა 1156 წ.

წყაროები: ნიკორწმინდის სულთა მატიანეში იკითხება: "დიმიტრი მართლმადიდებელისა მეფისა, რომელმან მონაზონობისა ღვაწლთა შემოსვითა სრულყო საწუთო ესე. საუკუნოს იყავნ ხსენება." ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე: "წარვლო ცხოვრება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა, შეიმოსა ჩოხა და იკურთხა სქემითა, დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა."

2. თამარი, დავით აღმაშენებლის ასული, დაი კატაისი (ბიზანტიის იმპერატორის შვილის ბრიენის მეუღლე, და დიმიტრი I მეფისა, ცოლყოფილი აღსართან შირვან შაჰისა, ააშენა თიღვის ეკლესია.
შემონოზონდა თომას სახელით, საფიქრებელია თიღვის მონასტერში. გარდაიცვალა 1156 წ.

ნიკორწ. სულთა მატ.: "თამარ თომაი დასა დედოფლისა და მეფისა, მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა საუკუნოს იყავნ." ქართლის ცხოვრება: "ამასვე წელსა მეფე დემეტრე მოკუდა და დაი დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა და დაი მისი კატაი დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო."

3. ალექსანდრე I დიდი, კონსტანტინე I-ის ძე, მეფობდა 1412 - 1443. ბერად შედგა 1443 წ. აბრაჰამის სახელით მცხეთას, სადაც ააშენა სადგომად სახლი მისი სამარხის, მთავარანგელოზის ეკვდერთან.

ნიკორწ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ-მეფისა ალექსანდრე ყოფილისა აბრაამისი საუკუნოს იყავნ."

ქართლის ცხ.: "ქორონიკონსა რლ (1443)... ხოლო თვით მეფემან ალექსანდრე სახე მონაზონებისა შეემოსა და უწოდეს სახელად ათანასე, და აღაშენა მისთვის სენაკნი და სახლნი დიდნი ქვიტკირისანი მცხეთას მისგან აშენებულს მთავარანგელოზის ეკუდერთან, და მუნ დადგა ვიდრემდის ცხოვრობდა სასოებით და მოღუაწებითა."

ზემომოტანილ წყაროებში ალექსანდრეს მონოზნობის სახელი სხვადასხვაა: "აბრაჰამი და ათანასე, როგორც ექ. თაყაიშვილიც ფიქრობს, ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ აბრაჰამი. რადგან ეს ცნობა დოკუმენტური ხასიათისაა და უფრო ადრინდელიც, ვიდრე "ახალი ქართლის ცხოვრების" მეორე ტექსტი.

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 5 2023, 09:47 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,884
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა დედათა დასში ასევე გამორჩეული სიწმინდითა და სიმდაბლით მოღვაწეობდა წმიდა ანასტასია. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, შემორჩენილია მისი საერო სახელი - ბევრელი. იგი მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, უაღრესად შეეწეოდა მერეს დედათა მონასტერს. მეფე ადანარნასეს მიერ დედოფლის უკანონოდ მოძულების შემდეგ ბევრელი დედათა მონასტერში მივიდა და იქ აღიკვეცა ანასტასიას სახელით.

წმიდა ანასტასია მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, მარადჟამ ძაძა ემოსა, თავისი ხელით ეზიდებოდა შეშას ტყიდან და გამუდმებით ლოცულობდა.

წმიდა ანასტასიას ყოფილი მეუღლე, მეფე ადარნასე მოულოდნელად დასნეულდა. მან მოციქულები გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც იმ დროს წმიდა ანასტასია მოღვაწეობდა და შენდობა ითხოვა წმიდანისაგან. წმიდა ანასტასიამ ილოცა დასნეულებული მეფისთვის: "ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ხორცით", რის შემდეგაც ადარნასე "მსწრაფლ ხოლო განიკურნა".

სიწმინდითა და სიმდაბლით გაბრწყინებული წმიდა ანასტასია სიცოცხლის ბოლომდე ფერსათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. სიცოცხლეში სასწაულთქმედებით ცნობილი წმიდანი მიცვალების შემდგომაც სასწაულებით განაბრწყინა ღმერთმა, მის საფლავთან განიკურნენ მისი დასნეულებული შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი, რამაც დასაბამი მისცა სხვადასხვა სნელებებით შეპყრობილთა განკურნებას წმიდა ანასტასიას საფლავთან".

/"კანდელი" N7, 2022, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ბერად აღკვეცილი ქართველი მეფეები და მათი ოჯახი წევრები   Nov 1 2007, 05:45 PM
t.l.   marine ძალიან საინტერე...   Nov 1 2007, 06:12 PM
solomony   მეც მაინტერესებს ე...   Nov 1 2007, 06:23 PM
ლილიანა   ძალიან საინტერესო...   Nov 1 2007, 06:31 PM
marine   t.l. solomony ლილიანა პირი...   Nov 2 2007, 11:33 AM
ქავთარაძე   ამათი დიდი ნაწილი ...   Nov 2 2007, 11:37 AM
marine   ამათი დიდი ნაწილი ...   Nov 2 2007, 11:42 AM
ქავთარაძე   marine არა მე ინფო არ მა...   Nov 2 2007, 11:49 AM
marine   6. დავითი, კონსტანტი...   Nov 2 2007, 01:04 PM
marine   გიორგი IX ქართლის მ...   Dec 7 2007, 05:02 PM
ketino   მაინტერესებს სად ...   Nov 2 2007, 04:52 PM
marine   ხოდა, თუ ვინმემ უფრ...   Nov 2 2007, 05:07 PM
staywhite   marine არა მე ინფო არ მ...   Nov 2 2007, 07:01 PM
marine   მაინტერესებს ასეთ...   Dec 7 2007, 03:57 PM
marine   თეიმურაზ I იყო ფრია...   Dec 12 2013, 10:40 AM
marine   "ქორონიკონსა რლ, ...   Apr 3 2015, 03:36 PM
marine   "თავდაპირველად ა...   Oct 10 2016, 01:00 PM
marine   "ესოდენ დიდებული ...   Oct 27 2016, 02:54 PM
marine   "მწირ ცნობებზე და...   Apr 17 2017, 04:50 PM
marine   "ნიკოლოზ კათოლიკ...   Aug 16 2017, 11:38 AM
marine   "1603 წელს თინათინი...   Sep 5 2017, 06:44 PM
marine   "დიდებულთათვის უ...   Sep 6 2017, 06:31 PM
marine   "ბავშვობიდან მოყ...   Sep 14 2017, 10:27 AM
marine   1615-1716 წლებში მეფობდნ...   Sep 19 2017, 09:47 PM
marine   სამცხის ათაბაგ-ჯაყ...   Sep 30 2017, 10:40 AM
marine   "ბაგრატიონი ბაგრ...   Feb 6 2018, 12:40 PM
marine   "ის, რომ "არა ხოლ...   Jul 18 2018, 09:50 PM
marine   "1525 წელს ქართლის მ...   Aug 3 2019, 09:19 PM
marine   "ალექსანდრე მეფე...   Apr 5 2021, 08:48 PM
marine   "[აშოთან მუხრანბა...   Jun 20 2022, 07:05 PM
marine   "თამარ ბაგრატიონ...   Jun 20 2022, 07:30 PM
marine   "ცნობილია რომ თინ...   Jun 21 2022, 02:12 PM
marine   "უკანასკნელი ანდ...   Jun 22 2022, 11:50 AM
marine   "მარიამი [ასული ა...   Jun 23 2022, 12:56 PM
marine   "წმიდა დედათა დას...   Apr 5 2023, 09:47 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2024 - 05:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი