IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

48 გვერდი V « < 27 28 29 30 31 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
marine
პოსტი May 22 2017, 08:02 PM
პოსტი #561


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ".

/ილია მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 1 2017, 09:48 PM
პოსტი #562


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, რომ არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ვინმე ამის ღირსიც იყოს".

/წმ. იოანე ოქროპირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 3 2017, 08:41 PM
პოსტი #563


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სხეული იმდენად იფურჩქნება, რამდენადაც სული სუსტდება, ხოლო სული მაშინ ხარობს, ოდეს სხეული ინავლება".

/ღირსი დანიელ სკიტელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 7 2017, 11:07 AM
პოსტი #564


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველაფერი ისე აკეთე და ყველაზე იმგვარად იფიქრე, რომ ღმერთს სათნოეყო; ხოლო თუ არ იქმ ამას და არ ისურვებ, ღმერთს სათნოეყო, ყველა შენი საქმე დაკარგავს თავის ღირებულებას".

/წმ. ეფრემ ასური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2017, 11:05 AM
პოსტი #565


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანი ახალ სახლს რომ ააშენებს, ლოცვის ძალით განამტკიცებს და აკურთხებს მას".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2017, 11:50 AM
პოსტი #566


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კურთხევა არის ერთობა ქრისტესთან. წმინდა იოანე ოქროპირი კურთხევას სულიერ იარაღს უწოდებს და ამბობს, რომ იგი ქრისტიანს ყოველი მხრიდან იცავს და იფარავს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2017, 10:28 PM
პოსტი #567


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითად, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს მის სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდნას, რათა სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმა-ჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვრდეს უფალს მონანული გულით. "

/წმ. იოანე დამასკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 24 2017, 10:52 AM
პოსტი #568


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავის მართლებას არაფერი აქვს საერთო სულიერ ცხოვრებასთან. როცა თავს იმართლებ, თითქოს კედელს აგებ შენსა და ღმერთს შორის, და ამგვარად წყვეტ მასთან ყოველგვარ კავშირს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2017, 09:59 PM
პოსტი #569


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუკი უფლის ერთგულ შვილთა მიმდევრობა გვსურს, მაშინ არასოდეს დავივიწყოთ უფლისადმი მადლობის შეწირვა".


"მორწმუნენი ჰმადლობენ უფალს და უფლისმიერი ძალით იმოსებიან; ასეთები აღვსილნი არიან სიხარულით, ეს კი ის ძალაა, მტრის ისრებს რომ მედგრად დაუდგება".

/წმ. ათანასე დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2017, 11:24 AM
პოსტი #570


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ადამიანი შინაგანად შეიგრძნობს მარადიულ ნათელს, გონება უსუფთავდება და გრძნობისმიერი წარმოდგენები არაწმინდა კი არ ექნება, არამედ სიკეთით სავსე.
ის მზად არის მიწის გულშიც კი ჩავიდეს, ოღონდ არ დაკარგოს ჭეშმარიტი სიკეთე - ღმერთი".

/ღირსი სერაფიმე საროველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2017, 10:58 AM
პოსტი #571


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი - ეს სამების უწმინდესი ბრწყინვალებაა... მეორე ნათელი - ანგელოზები არიან, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათლისა, მესამე ნათელი კი ადამიანია".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2017, 01:58 PM
პოსტი #572


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის, რაც საღმრთო განგებულებას ექვემდებარება, ან ღვთის ნებით ხდება, ანდა მისი დაშვებით. ღვთის ნებით აღესრულება ყოველივე ის, რაც უდავოდ კარგია, კეთილია, ხოლო ღვთის დაშვებით ხშირად ისეთი რამეც ხდება, რაც არ არის უდავოდ კარგი და კეთილი. ასე, მაგალითად, ზოგჯერ ღმერთი დაუშვებს მართალი მორწმუნის განსაცდელში შთავარდნას, იმას, რომ კეთილმსახურმა ადამიანმაც ჭირი, უბედურება და მწუხარება დაითმინოს, რათა ამგვარად სხვა ადამიანებსაც დაანახოს მათში დაფარული სათნოებანი.

სწორედ ღმერთისმიერი ამგვარი დაშვებით აღსრულდა მართალი იობის თავს დატეხილი უბედურებანი და მრავალი ვნება. ზოგჯერაც ღმერთი რაღაც უცნაურ, ყოვლად საკვირველ საქმეთ დაუშვებს, რათა ასეთი აშკარად შეუსაბამო მოქმედებით დიდი და საოცარი რამ აღასრულოს. ასე, მაგალითად, ღმერთმა ჯვრის მეშვეობით აღასრულა ადამიანთა ხსნის საკვირველი საქმე. სხვა შემთხვევაში ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ წმინდა ადამიანიც ევნოს და უმძიმესი სნეულებანი დაითმინოს, რათა არ მოაკლდეს კეთილსინდისიერება ანდა მონიჭებულ ღვთაებრივ ძალთა და მადლთა მიზეზით ამპარტავნებით არ აღივსოს. ასე დაემართა, მაგალითად, წმინდა პავლე მოციქულს, რომელიც მთელი ქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იქენჯნებოდა "საწერტელთა ხორცთაითა", რათა არ აღემაღლებინა თავი (II კორინთ. 12,7-9). "

/წმ. იოანე დამასკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2017, 02:52 PM
პოსტი #573


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხოლოდ ის არ კარგავს არაფერს ძვირფასს, ვისთვისაც ყველაფერი ძვირფასია".

/ნეტარი ავგუსტინე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 12:10 PM
პოსტი #574


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც უყურადღებოა მოვალეობის მიმართ, მას ღმერთი სჯის".

/ღირსი პიმენ მრავალვნებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2017, 11:09 AM
პოსტი #575


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ არსებობს ასპიტისა და ვასილისკოს შხამზე უფრო ძლიერი შხამი და არ არსებობს თავისმოყვარეობაზე აღმატებული ბოროტება".

/წმ. ისიხი იერუსალიმელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2017, 08:52 PM
პოსტი #576


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტე აჯილდოებს არა მათ, ვინც კარგად დაიწყო საქმე, არამედ ვინც კარგად დაასრულებს".

/წმ. მოწამე ანდრია სტრატილატი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2017, 05:56 PM
პოსტი #577


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ შეიძლება სიმართლე დაეტიოს ერთ ადამიანში, ისევე, როგორც სიწმინდე და მადლი, ისიც იღვრება, ეფინება ხალხს".

/ილია მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2017, 01:26 PM
პოსტი #578


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანება და სევდა - ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა".

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2017, 10:36 PM
პოსტი #579


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამები ბარსანოფი და იოანე ამბობდნენ: "სამჯერ უთხარი სხვას საკუთარი აზრი და თუ მოსმენას არ მოინდომებს, თავი დაანებე, რადგან კამათი არ არის კარგი საქმე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2017, 10:48 PM
პოსტი #580


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადრე ევროპელებს როცა რაიმე უბედურება შეემთხვეოდათ, სიტყვა "სასჯელს" ხმარობდნენ "კრიზისის" ნაცვლად. ახლა "სასჯელი" - "კრიზისით", გასაგები სიტყვა ნაკლებ გასაგებით შეცვალეს. დადგებოდა გვალვა და ამბობდნენ, "ღვთის სამართალი გვეწიაო!" წყალდიდობისას - "ღვთის სამართალიაო!" ომი დაიწყებოდა თუ ეპიდემია გავრცელდებოდა, ისევ "ღვთის სამართალს" ახსენებდნენ. ესე იგი კრიზისია გვალვისგან, კრიზისია წყალდიდობისგან, ომისა და ეპიდემიისგან. ახლანდელ ფინანსურ-ეკონომიკურ კატასტროფას ხალხი ღვთის სასჯელად მიიჩნევს, მაგრამ ეძახის არა სასჯელს, არამედ კრიზისს. რამეთუ გამრავლდა უბედურება (განსაცდელი) უგუნურებისაგან! რამეთუ ვიდრე წარმოთქვამდნენ გასაგებ სიტყვა "სასჯელს", გასაგები იყო უბედურების მიზეზიც და ამ განსაცდელის მომწევი მსაჯულიც და მიზანიც, რის გამოც ეს უბედურება დაიშვა. სიტყვა "სასჯელი" სიტყვა "კრიზისით" შეცვლის მერე უმრავლესობისთვის ძნელად გასაგებია და ვერავინ ხსნის, ვისგან მოიწევა იგი, რისთვის, რატომ. მხოლოდ ამით განსხვავდება ახლანდელი კრიზისი გვალვის, წყალდიდობის, ომის, ეპიდემიის თუ სხვა განსაცდელებისგან მოწეული კრიზისისგან.

ყველაფრის მიზეზი: გვალვის, წყალდიდობის, ეპიდემიის და სხვა უბედურებათა, ისევე როგორც ახლანდელი კრიზისისა, ღვთისგან განდგომა გახლავთ. ღვთისაგან განდგომის ცოდვამ გამოიწვია ეს კრიზისი და უფალმა დაუშვა იგი, რათა გამოაღვიძოს, გამოაფხიზლოს ადამიანები, რათა ისინი გონს მოვიდნენ და დაუბრუნდნენ უფალს. ცოდვებისმიერია ეს კრიზისი. უფალმა თანამედროვე საშუალება გამოიყენა, რომ გონს მოიყვანოს თანამედროვე ადამიანები: მან შეარყია ბანკები, ბირჟები, მთელი საფინანსო სისტემა. მთელი მსოფლიოს მაგიდები ამოატრიალა, ისევე როგორც ერთ დროს იერუსალიმის ტაძარში მოიქცა. გაუგონარი პანიკა გამოიწვია ვაჭრებსა და გადამცვლელებს შორის. აამღვრია, დაამხო, შეურია, შეაშფოთა, შიში შთაუნერგა და ეს მოხდა იმიტომ, რომ ქედმაღალი ამერიკელი და ევროპელი ბრძენები გამოფხიზლდნენ, გონს მოვიდნენ, ღმერთი გაიხსენონ, რათა მატერიალური კეთილდღეობის ნავსადგურში ღუზაჩაშვებულებმა გაიხსენონ საკუთარი სულები, აღიარონ უსჯულოება და თაყვანი სცენ მართალ ღმერთს, ცოცხალ ღმერთს.

ეს კრიზისი გაგრძელდება, ვიდრე ქედმაღალი დამნაშავენი არ აღიარებენ ყოვლისშემძლე ღმერთის გამარჯვებას, ვიდრე ადამიანები არ მიხვდებიან და გაუგებარ სიტყვას "კრიზისს" საკუთარ ენაზე არ გადათარგმნიან და სინანულის ოხებით იტყვიან - "სასჯელი ღმრთისა". პატიოსანო მამაო, "კრიზისს" შენც ღვთის სასჯელი დაუძახე და ყველაფერი გასაგები გახდება."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

48 გვერდი V « < 27 28 29 30 31 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი