შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა? |
კანუდოსელი |
Jul 19 2007, 12:46 PM
პოსტი
#201
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
es zogzogiertebs gamoadgebaT ქალების ქიროტონია ჯერ არ ყოფილა და ამიტომ ნუ არიგებთ დარიგებებს საერთოდ რომ ღვთისმსახურების დროს დაჯდომა შეიძლება ამაზე არც უნდა იყოს დავა. (შეიძლება კი არა სასურველიცაა), მაგრამ დღევანდელ დღეს საქართველოში ამის გაკეთება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ჯერ ერთი ტექნიკური პრობლემა, რაც ძალიან სერიოზულია (ზემოთ მიწერია) და მერეც მეორე, ეს მაგიდები შეიძლება გახდეს ერთგვარი სამუსაიფო ადგილი ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, რადგან აამაღლებს ტაძარში კომფორტის ხარისხს და კიდევ უფრო გააუბრალოებს ისედაც გაუბრალოებეულ ტაძარში ყოფნის განცდას. ტექნიკურად ალბათ მართალი ხარ - ისე მე კათოლიკურში ნაკლებად მინახავს ისეთი მუსაიფი სკამებზე მჯდომარე ხალხისა (უფრო სწორად საერთოდ არ მინახავს) აი საქართველოში კი რამდენიც გინდა... აქ ვენებს არ იწრის არავინ,მაგრამ ამ სკამის თემა არ უნდა გახდეს "დოგმატიკის" სფერო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Jul 19 2007, 12:55 PM
პოსტი
#202
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ჩემი პოზიცია ამ საკითხის მიმართ ასეთია. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ცხადია შეიძლება ღვთისმსახურების დროს დაჯდომა, უფრო მეტიც, რაღაც კუთხით სასურველიცაა, მაგრამ დღევანდელ ქართულ რეალობაში ამის გაკეთება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად შემდეგი ორი მიზეზის გამო:
1. ტექნიკური პრობლემები რაც მოჰყვება მერხების მონტაჟს: ტაძრების ტევადობის და სივრცის საგრძნობი შემცირება. 2. რთული მდგომარეობიდან მარტივზე გადასვლა ანუ კომფორტის ხარისხის აწევა, რაც გამოიწვევს ღვთისმსახურებაზე ყოფნისას გაუბრალოების განცდას. * * შუა და პირველ საუკუნეებში მრევლის უმეტესობა ლოცვებს არ კითხულობდა, რადგან წერა-კითხვა არ იცოდა. ამბობდა მარტო იმ ლოცვებს რაც ზეპირად იცოდა. უმეტესობა ფსალმუნს, დაუჯდომელს და სხვა გრძელი ფორმატის ლოცვებს საერთოდ არ ამბობდა, რადგან ზეპირად არ იცოდა და კითხვა არ შეეძლო, მხოლოდ ტაძარში უსმენდა ანდა სხვა მღვდელმსახურების დროს. მაშინ რწმენის ხარისხი მაღალი იყო და დღეს, რომ რასაც ვკითხულობთ (ლექსივით) ის ლოცვებიც რომ აღარ ვიკითხოთ იმიტომ, რომ ასეც დასაშვები ყოფილაო კარგს არაფერს მოიტანს, კიდევ უფრო გააუბრალოებს ჩვენს სულიერებას, დაახლოებით ამ კუთხითაც ვუყურებ სკამების მონტაჟს თორემ ისე რომ დასაშვებია ამაზე არც უნდა მიდიოდეს მსჯელობა. აქ ვენებს არ იწრის არავინ,მაგრამ ამ სკამის თემა არ უნდა გახდეს "დოგმატიკის" სფერო ცხადია. სად სკამი და სად დოგმატიკა. ციტატა მე კათოლიკურში ნაკლებად მინახავს ისეთი მუსაიფი სკამებზე მჯდომარე ხალხისა (უფრო სწორად საერთოდ არ მინახავს) აი საქართველოში კი რამდენიც გინდა... ქართული და ევროპული მენტალიტეტი ძალიან განსხვავდება წესრიგთან მიმართებაში, ეს ღვთისმსახურების დროსაც ჩანს. აქ ფეხზე მდგომარეებიც ლაპარაკობენ გაუთავებლად და სკამები, რომ დადგა ხომ სჯა-ბაასის ადგილად გადაკეთდა საერთოდ . . . თორემ დოგმატი ცხადია არაფერ შუაში არაა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Jul 19 2007, 01:07 PM
პოსტი
#203
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
* შუა და პირველ საუკუნეებში მრევლის უმეტესობა ლოცვებს არ კითხულობდა, რადგან წერა-კითხვა არ იცოდა. ამბობდა მარტო იმ ლოცვებს რაც ზეპირად იცოდა. უმეტესობა ფსალმუნს, დაუჯდომელს და სხვა გრძელი ფორმატის ლოცვებს საერთოდ არ ამბობდა, რადგან ზეპირად არ იცოდა კითხვა არ შეეძლო, მხოლოდ ტაძარში უსმენდა ანდა სხვა მღვდელმსახურების დროს. მაშინ რწმენის ხარისხი მაღალი იყო და დღეს, რომ რასაც ვკითხულობთ (ლექსივით) ის ლოცვებიც რომ აღარ ვიკითხოთ იმიტომ, რომ ასეც დასაშვები ყოფილაო კარგს არაფერს მოიტანს, კიდევ უფრო გააუბრალოებს ჩვენს სულიერებას, დაახლოებით ამ კუთხითაც უყურებ სკამების მონტაჟს თორემ ისე რომ დასაშვებია ამაზე არც უნდა მიდიოდეს მსჯელობა. ცხადია. სად სკამი და სად დოგმატიკა. ძველად ლიტურგიისას ლოცვები ხმამაღლა იკითხებოდა და მრევლი მაგალითად როდესაც ამინს ამბობდა იცოდა რაზეც იყო ეს ამინი, დღეს, კი როდესაც ლოცვების დიდი ნაწილი "საიდუმლოა" მრევლი ამბობს ამინს და ჰგონია, რომ ამინი ეხება მაგალითად კვერექსის დაბოლოებას, არადა სინამდვილეში საიდუმლო ლოცვისადმი თანხმობას, არის აბსურდული სიტუაციებიც, როდესაც გადასვლა საიდუმლოდან ხმამაღალზე ისეთი უცნაურია, რომ ვერ გაიგებ საერთოდ რა შუაშია მაგალითად სიტყვები: "მგალობელნი, მხმობელნი მღაღადებელნი და მეტყველნი", მაგრამ საკმარისია რომ საიდუმლო ლოცვები წაიკითხო (ტიტუუუუუ ეს როგორ შეიძლება ), უცებ მიხვდები, რომ ლაპარაკია სერაფიმებზე... ასე, რომ გიორგი, არ გინდა ეს უაზრო "მისტიფიცირება" (ვიცი, რომ არც გინგა, მაგრამ ცდილობ "გაამართლო" რამენაირად...) სკამების და უამრავი დღევანდელი დანამატის, რაც მრევლს უბრალოდ აბნევს...იყოს, როგორც იყო და გავაკეთოდ, როგორც შეეფერება...თუვინმეს ლაპარაკი უნდა გავუშვათ გარეთ, ამას სკამი ვერ შეუშლის ვერანაირად -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Jul 19 2007, 01:15 PM
პოსტი
#204
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ასე, რომ გიორგი, არ გინდა ეს უაზრო "მისტიფიცირება" სკამების და უამრავი დღევანდელი დანამატის მისტიფიცირება - არა გადოგმატება - არა მიზანშეწონილობა - შეიძლება კი (ცალსახად არც ეგ) -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
Jul 19 2007, 01:41 PM
პოსტი
#205
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა სლავური прости - ნიშნავს არა მიტევებას (თანამედროვე ენაზე ლიტურგიის მოწინააღმდეგეების გასაგონად) არამეტ გამართულად დგომას, ამ სიტყვის ეტიმოლოგია დაკავშირებულია სიტყვასთან простой და არა სიტყვასთან прощение და...... მაშ ეს??? Пресвятая Троице, помилуй нас; Господи, очисти грехи наша; Владыко, прости беззакония наша; Святый, посети и исцели немощи наша, имене Твоего ради მგონი მახვილშია სხვაობა (რომ ვიხსენებ) прости - აღემართენით прости - შეგვინდე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Jul 19 2007, 02:41 PM
პოსტი
#206
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი და...... მაშ ეს??? Пресвятая Троице, помилуй нас; Господи, очисти грехи наша; Владыко, прости беззакония наша; Святый, посети и исцели немощи наша, имене Твоего ради მგონი მახვილშია სხვაობა (რომ ვიხსენებ) прости - აღემართენით прости - შეგვინდე კი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Sotiris |
Jul 19 2007, 03:10 PM
პოსტი
#207
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
catherina_10
უკაცრავად, მაგრამ შენი პოსტინგის შინაარსი თემას საერთოდ არ ეხება. მე მესმის, რომ გსურს ავტორიტეტული აზრი მოიყვანო, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იქ სხვა რამეზეა საუბარი. "არსებობენ ადამიანები, რომლებიც საყოველთაო სიკეთით კი არა, არამედ - ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებულნი. ადამიანი ვიღაც სხვას მეტად აკვირდება, ვიდრე - საკუთარ თავს. ის ელოდება, რას იტყვის და დაწერს მისი ოპონენტი, რომ ამის შემდეგ უმოწყალო დარტყმა მიაყენოს მას. მაშინ როცა, თვითონ რომ გამოეთქვა იგივე აზრი, მაშინ იგი თავის მსჯელობას წმ. წერილიდან და წმ. მამათა ნაშრომებიდან არაერთი დამოწმებით განამტკიცებდა. ე.ი. მამა პაისის შენი ინტერპრეტაციით იმას მიანიშნებ, რომ მე სკამების საწინააღმდეგოდაც შემეძლო დამეწერა წმ. წერილის დამოწმებით? ციტატა ასეთი ადამიანის მიერ აღსრულებული ბოროტება დიდია იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, იგი უსამართლოდ ექცევა მოყვასს, მეორეს მხრივ კი, ამცირებს მორწმუნეთა თვალში. უფრო მეტიც: ასეთი ადამიანი ხშირად აცდუნებს სუსტი ადამიანების სულებს და მათში ურწმუნოებას თესავს. სკამის მიმართ რწმენა ან ურწმუნოება არ მიგვიღია წმ. მამათაგან და სკამმა როგორ შეიძლება ურწმუნოება დათესოს, ძნელად წარმომიდგენია. აქედანაც ჩანს, რომ მამა პაისის სიტყვები სულ არ ეხება თემას. ციტატა ზოგიერთი, იმისათვის, რომ თავისი ბოროტება გაამართლოს, სხვებს ამხელს და არა - საკუთარ თავს, სპეკულანტობს სახარების სიტყვებით - „უთხარ კრებულსა“ და შიდა საეკლესიო პრობლემების მთელი ქვეყნის განსახილველად სამარცხვინოდ გამოფენს. სკამი თუ პრობლემაა, მაშინ რა არის ნამდვილი პრობლემა? ისე მამა პაისის სიტყვებს თუ გაშლი, ვის გულისხმობ საკუთარი ბოროტების სკამით გამმართლებელში? მე? კანუდოსელს? კანონისტს? მნათეს? ციტატა ყველა კუთხეში გაჰყვირის იმას, რაზედაც ლაპარაკი არ შეიძლება. სკამზე საუბარი თუ არ შეიძლება, პირველად მესმის. თან ვინ ყვირის აქ ყველა კუთხეში? ციტატა დაე, ამ ადამიანებმა საკუთარი მცირე ეკლესიიდან - ოჯახიდან ან მონაზვნური საძმოდან დაიწყონ და თუ კიდევ მოესურვებათ ეს - უკვე შემდეგ განაქიქონ დედა ეკლესია. ეკლესია ვინ განაქიქა? ციტატა მე მგონია, რომ კეთილი შვილები არასოდეს არ დაუწყებენ დედას რაიმეში დადანაშაულებას." რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ მსოფლიო ეკლესიის შვილები ვართ (და ამიტომ ბერძნები რას აკეთებენ მთლად უაზრო არ უნდა იყოს და პირდაპირ გადასაგდები), მებრძოლი ეკლესიის ერთობაც გვახსოვს მოზეიმე ეკლესიასთან (ამიტომ ვცდილობთ პასუხები წმ. მამათა ნაწერებში ვიპოვოთ) და ეკლესიის მიერ მოწონებულ წიგნებში არსებული მითითებების აღსრულებაც მიგვაჩნია საშურო საქმედ (ამიტომ ვკითხულობთ ლიტურგიკულ წიგნებს). ციტატა მამა პაისი მთაწმინდელი მამა პაისის სტასიდა (ბერძნული სკამი) პანაგუდის კელიაში: ციტატა es zogzogiertebs gamoadgebaT უეჭველად, ოღონდ თემასთან კავშირში არ არის. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მხევალი ნინო |
Jul 19 2007, 03:12 PM
პოსტი
#208
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
აუ, აქ რა ამბავი დატრიალებულა უჩემოდ
თემასთან დიდი კავშირი არა აქვს, მაგრამ მაინც მომინდა ამ სურათის აქ დადება, ესაა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სანთლები რატომ იდება პატარა სურათიები ვერ გავიგე -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიტა |
Jul 19 2007, 03:16 PM
პოსტი
#209
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
მხევალი ნინო
მართლა რა ამბავი ყოფილა შენ თემაში სკამების გამო -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
მხევალი ნინო |
Jul 19 2007, 03:20 PM
პოსტი
#210
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Sotiris
ციტატა მამა პაისის სტასიდა (ბერძნული სკამი) პანაგუდის კელიაში: და შენ როგორ ფიქრობ ვინმე ელოდა, რომ კელიაში სკამი არ იქნებოდა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Jul 19 2007, 03:24 PM
პოსტი
#211
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
სტასიდა და სკამი ერთიდაიგივე არ არის საინტერესო დეტალი: ჩვენ ვამბობთ, რომ 150 ფსალმუნი იყოფა 20 კანონად, ხოლო თითო კანონი - 3 დიდებად. ბერძნულად სხვანაირად ამბობენ, კერძოდ, 150 ფსალმუნი იყოფა 20 კათიზმად და თითო კათიზმა 3 სტასიდად. ქართულად რომ ვთარგმნოთ გამოვა, რომ 150 ფსალმუნი იყოფა 20 დაჯდომად, ხოლო თითო დაჯდომა 3 ადგომად (!!!) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Jul 19 2007, 03:52 PM
პოსტი
#212
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა ჩვენ ვამბობთ, რომ 150 ფსალმუნი იყოფა 20 კანონად, ხოლო თითო კანონი - 3 დიდებად. ბერძნულად სხვანაირად ამბობენ, კერძოდ, 150 ფსალმუნი იყოფა 20 კათიზმად და თითო კათიზმა 3 სტასიდად. ქართულად რომ ვთარგმნოთ გამოვა, რომ 150 ფსალმუნი იყოფა 20 დაჯდომად, ხოლო თითო დაჯდომა 3 ადგომად (!!!) ნენა მივედით იქამდე ტავიდან გეთქვა და 11 ფურცელს არ ვიდავებდით. ისა, პირდაპირი მნიშვნელობით ამბობენ? ანუ ფსალმუნების (კანონების ) კითხვის დროს ზიან? გუშინ მაგალითად დამჯდარმა წავიკითხე კანონები, ცხადია დიდებას დრო ვდგებოდი (ნუ რა ყოჩაღი ვარ), მაგრამ ეხლა რა ვქნა ცხოვრებაში ფეხზე ამდგარმა აღარ წავიკიტხო, რახან ასე ეძახიან ბერძნები? ამ კვირას ვაკისსამებაში მოვდივარ წირვაზე დასაჯდომად , დათო სკამი შემინახე. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მნათე |
Jul 19 2007, 03:55 PM
პოსტი
#213
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რატომ იდება პატარა სურათიები ვერ გავიგე იმიტომ რომ სპეციალურ გრაფაში უფრო მაღალი პიქსელი უნდა მიუთითო ატვირთვისას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Jul 19 2007, 04:01 PM
პოსტი
#214
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა იმიტომ რომ სპეციალურ გრაფაში უფრო მაღალი პიქსელი უნდა მიუთითო ატვირთვისას 640 მითითებულია და მეტი რა მივუთითო და სად,? [ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
catherina_10 |
Jul 19 2007, 04:05 PM
პოსტი
#215
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
"უეჭველად, ოღონდ თემასთან კავშირში არ არის." vici rom skamebtan kavshirshi ar iko, shen kargad ici ristvisac davde eg "ამ კვირას ვაკისსამებაში მოვდივარ წირვაზე დასაჯდომად , დათო სკამი შემინახე." ai es momewona |
მხევალი ნინო |
Jul 19 2007, 04:06 PM
პოსტი
#216
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მხევალი ნინო |
Jul 19 2007, 04:28 PM
პოსტი
#217
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ამ სურატის დადებაში კინაღამ
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
იოანა |
Jul 19 2007, 04:36 PM
პოსტი
#218
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ერთი ტიპიკონი გვაქვს, ერთი. დავიჯერო ვერ გაიგე რას ვგულისხმობ? ყველა ბერს თუ ქონდა სკამი, ყველა ერის წარმომადგენელს ხვდებოდა სკამი ტაძარში? ტრადიცია მაინტერესებს. ციტატა ისე ამ კათოლიკურს რას შეუჩნდი, რა შუაშია კათოლიკური? თან საგალობლებშიც რატომ არ ავლენ მასეთივე თანმიმდევრულ მიდგომას? იმიტომ რომ ის საგალობლები ღვთისთვის სათნოა და პატრიარქის კურთხევით იგალობება. შარშან პატრიარქმა საახალწლოდ 1 და 2 იანვარი თევზით რომ გაახსნილა, ერთმა ადამინმა თქვა ეგ როგორ შეიძლებაო, მეორემ კი უპასუხა: ნუ ნერვიულობ, მშვიდად ჭამე თევზი, პატრიარქის კურთხევა ქვას გახეთქავსო... მეც ასე მჯერა სხვა საქმეა რომ ხშირად ძალა არ მყოფნის ზოგიერთი კურთხევის აღსაქმელად და შესასრულებლად. ასე რომ, თქვენც მშვიდად შეგიძლიათ მოისმინოთ ის საგალობლები მასიურად სკამების შეტანა ეკლესიაში ისე წარმომიდგენია როგორც კათოლიკურშია და ამიტომ კითხვის დასმის დროს მაგალითად მომყავს. როგორც მივხვდი ეს ტრადიცია არ ყოფილა საქართველოში. ივერონში ალბათ ბერძნული გავლენა იყო. ციტატა სხვისთვის შეიძლება ისაა მიუღებელი, ეკლესიაში ბევრი ხალხი რომაა. კიდევ სხვისთვის შეიძლება ზოგიერთი ტიპის საკმევლის სუნია მიუღებელი და ა.შ. აქ ჩემთვის, შენთვის და პავლესთვის არ არის მსახურება მარტო და უბედურებაც ისაა, რომ სწორედ ჩვენ "ვწყვეტთ" დღეს, რა იყოს და რა - არა, ეკლესიაში მიუღებელი შენთვის შეიძლება არის მაგრამ ლოცვის წესი სხვაა და ეს წესი ამბობს: აღსდეგინ, სიბრძნით აღემართენით დ.ა.შ. ისე ნუ წარმოაჩენთ, რომ თუ მთელი წირვა-ლოცვის დროს ფეხზე ვდგავარ, ვარღვევ ტიპიკონს და ამის გამო ვცოდავ. ნუ წარმოაჩენთ ჯდომას აუცილებლობად, მაშინ როდესაც დგომა არ ცხადდება აუცილებლობად. ციტატა თანამედროვე "განმმარტებლებშია", რომ გულისყური მოიკრიბეთო მარტო - ისე გულისყური მოკრებილი სულ უნდა გქონდეს და არა მარტო იმ დროს კი, ბატონო ცოდნა მივიღე იმის შესახებ, რომ "აღდეგინ" და "სიბრძნით აღემართენით" სკამიდან წამოდგომას გულისხმობდა, მაგრამ რადგანაც ტრადიციულად საქართველოში უმრავლესი მართლმადიდებლებისა არ ვსხედვართ წირვა-ლოცვის დროს, პრობლემას და დიდ ცოდვას ვერ ვხედავ იმაში, რომ მიუხედავდ აწ უკვე მიღებული ცოდნისა "აღდეგინთან" და "სიბრძნით აღემართენითთან" დაკავშირებით ჩემთვის ის ჩემეული გამნარტება დავიტოვო და გამოვიყენო გონების მოსაკრებად, რადგანაც განღმრთობილი არ ვარ, რომ წირვა-ლოცვის დროს გონება არ გამეფანტოს. მარცხნივ გაიხედეთ, გჯუფში სენატორი მიწერია და არა ფრთოსანი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
Sotiris |
Jul 19 2007, 04:50 PM
პოსტი
#219
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
vici rom skamebtan kavshirshi ar iko, shen kargad ici ristvisac davde eg სიმართლე ითქვას კარგად არ ვიცი, იმიტომ რომ მაინცდამაინც აზრიანი და ლოგიკური მისი დადება არ მეჩვენა. თუ რატომ, დავწერე უკვე. მოდი პირდაპირ დაგისვამ კითხვებს: 1) ეს თემა იმისთვის გავხსენი, რომ შენთვის უმოწყალო დარტყმა მომეყენებინა? 2) ამ თემის საპირისპირო შინაარსის თემის გახსნაც შემეძლო? 3) ამ თემის გახსნით ბოროტება აღვასრულე? 4) მოყვასთა თვალში დაგამცირე და უსამართლოდ მოგექეცი? 5) სუსტი ადამიანების სული ვაცდუნე? 6) ურწმუნოება დავთესე სუსტი ადამიანების სულებში? 7) ამ თემის გახსნით საკუთარი ბოროტება გავამართლე? 8) შიდა საეკლესიო პრობლემა მთელი ქვეყნის განსახილველად სამარცხვინოდ გამოვფინე? 9) სკამებზე, რომლებზეც თურმე საუბარი არ შეიძლება, ყველა კუთხეში გავყვირი? 10) დედა ეკლესია განვაქიქე? 11) როგორც უკეთურმა შვილმა დედა დავადანაშაულე? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
Jul 19 2007, 04:52 PM
პოსტი
#220
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ნუ წარმოაჩენთ ჯდომას აუცილებლობად, მაშინ როდესაც დგომა არ ცხადდება აუცილებლობად. როგორ არ ცხადდება? რიგ ადგილებში ცხადდება, აბა რას უნდა ნიშნავდეს აღემართენით? - ე.ი. იმას, რომ აუცილებლად ადგე, თუ ზიხარ რა თქმა უნდა...ახლა თუ მაინცდამაინც სკამების არსებობის შემთხვევაშიც - დგომა მოგინდა მაშინ როცა განსაზღვრულია ჯდომა - ვიმეორებ განსაზღვრული და არა რომ მოგეპრიანება მაშინ - ნება შენია, არც ანათემას გადაგცემს ვინმე და არც არაფერი, მაგრამ იმის ძახილიც, რომ სკამები არ გვინდა, ყველას სარი გვაქვს გადაყლაპულიო არასწორია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 01:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი