IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> მეუფე სტეფანე - ლიბერალიზმის შესახებ
მნათე
პოსტი Jun 25 2007, 10:52 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ზ. კიკნაძე იოანე ოქროპირსა და პავლე მოციქულს მოიხმობს, რათა როგორმე დაგვარწმუნოს, რომ თურმე ადამიანს თავისუფალი ნება ჰქონია.
იგი წერს, რომ იოანე ოქროპირი “როგორც იურისტი და როგორც ანთროპოლოგი”, და კიდევ, როგორც ღვთისმეტყველი, გვიცხადებს ადამიანის თავისუფლების საიდუმლოს”.

შემდეგ მოჰყავს ნაწყვეტი წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებიდან:

"ეშმაკი ვერ შემძლებელ არს იძულებად ნებისა ჩვენისა ძლევად, და არცაღა ღმერთი და ანგელოზნი მისნი იძულებით მოგვიღებენ ნებასა ჩვენსა"

ეშმაკი ლიქნით და ვერაგობით გვაწვევს ნებსა მისსა შედგომად და უკეთუ ვერ მიდრეკს გონებასა ჩვენსა ნებასა მისსა, აღატყინოს ცოდვა, ვითარცა ცეცხლი, და უკეთუ არა ვერჩდეთ, ვერ შემძლებელ არს ჩვენდა.

ესრეთვე ღმერთი და ანგელოზნი მისნი მაწვევენ ჩვენ კეთილსა ზედა და უკეთუ არა მაიძულებენ ჩვენ გზასა მას მეუფისასა, სადა ვლენან მონანი მეუფისანი?"

ამინ ჭეშმარიტად ასეა!

წმ. იოანე ოქროპირი გვეუბნება - ეშმაკი ვერ შეძლებსო თქვენი ნების ძლევას და არც ღმერთი და ანგელოზნი მისნი გვაიძულებენ, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ.

ეშმაკი ლიქნითა და ვერაგობით თავს გვახვევს თავის ნებას და თუ ვერ მიდრიკა ჩვენი გონება თავისკენ, აღანთებს ცოდვას, ვითარცა ცეცხლსა, და თუ მაინც არ დავემორჩილეთ, არ შეუძლია გვაიძულოს.

ღმერთი და მისი ანგელოზები გვთავაზობენ კეთილს და თუ არ ვინებებთ, არ გვაიძულებენ სამეუფეო გზაზე სიარულს, სადაც უფლის მონები მიდიან.

ეს სიტყვები როგორ გამოადგება ბატონ ზ. კიკნაძეს ლიბერალიზმის დასაცავად, არ ვიცი, ხოლო ჩვენ რომ დავიხმართ მათ ცრუ იდეოლოგიის სამხილებლად - ეს უეჭველია!

დიახ, ადამიანს ღვთისგან მოცემული აქვს თავისუფალი ნება. მას აქვს არჩევანის უფლება ღმერთსა და ეშმაკს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ამ არჩევანს თავისი შედეგებიც მოჰყვება: სიკეთეს - მარადიული ნეტარება, ბოროტებას - საუკუნო ცეცხლი.

მაგრამ სიკეთე და ბოროტება უფალს სულ სხვაგვარად აქვს დასახული, ვიდრე ლიბერალიზმის ფუძემდებელ ჯ. ლოკს.

არც თავისუფლებაა ის აღვირახსნილობა, რასაც გვაჩეჩებენ პრესით. ტელევიზიით, წიგნებით. ინტერნეტით, სხვა საშუალებებით, ლიბერალიზმის ქურუმები. აქაც სიცრუეა.

თავისუფლების განმარტებას თვით უფალი იესო ქრისტე გვაძლევს (ამის წაკითხვა "დაავიწყდათ" "ქრისტეანული ლიბერალიზმის" მოძღვრებს). უფალი ბრძანებს: "შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს შენ" და შემდეგ როცა ადამიანები შეეწინააღმდეგენ: " ჩვენ არასდროს არავის დავმონებივართ, რატომ გვეუბნებით გათავისუფლდიო?" განუმარტა _ "თქვენ ხართ მონები ცოდვისა"

დიახ! ვისაც სურს თავისუფლება, უნდა შეიცნოს ჭეშმარიტება და სწორედ ის გაათავისუფლებს მას ცოდვის მონობისაგან! ასე გვასწავლის იესო ქრისტე.

როგორ გვასწავლიან ლიბერალები?

" კითხვა: აქვს თუ არა სასწავლებელს უფლება დააფინანსოს ლოცვა ან სხვა რელიგიური მსახურება სკოლაში?"

პასუხი: სახელმწიფო სასწავლებელში გაკვეთილებსა და ლექციებზე ლოცვების, ბიბლიის ან სხვა რომელიმე რელიგიის კითხვა არაკონსტიტუციურია, რადგან ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და მოსწავლეების უფლებას მისდევდნენ საკუთარ რელიგიას ან იყვნენ არარელიგიურნი.

საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან შესაბამისად, სასწავლებელში ნებისმიერი სარწმუნოების მიმდევარის ან ათეისტის ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული. სტუდენტობისა და მოსწავლეების უმრავლესობამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მეცადინეობა აუცილებლად დაიწყოს ლოცვით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანების რელიგიური შეხედულებები, რომლებიც უმრავლესობას არ მიეკუთვნებიან და რომელთა რელიგიური გრძნობებიც შეიძლება შელახოს ამგვარმა გადაწყვეტილებამ.

გარდა ამისა, სახელმწიფო სასწავლებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბიუჯეტში კი გადასახადს იხდის არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული რელიგიის მიმდევარი, არამედ ყველა გადასახადის გადამხდელი, მიუხედავად სარწმუნოებისა. შესაბამისად, ბიუჯეტით დაფინანსებულმა სასწავლებელმა არ შეიძლება რომელიმე რელიგიას მიანიჭოს უპირატესობა და სხვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენოს, ლოცვებისა თუ რელიგიური ლიტერატურის სწავლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს ისტორიის ან ლიტერატურის ხასიათს ატარებს და არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული რელიგიის ქადაგებას"

როგორ მოგწონთ "ქრისტეანული კულტურის პირმშო?"

უფალი იესო ქრისტე ბრძანებს "მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და სიცოცხლე! შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ!"

ლიბერალიზმის გაგებით, ჭეშმარიტების ქადაგება სახელმწიფო სასწავლებელში დანაშაულია, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა!
ხედავთ რა “თავისუფლებას” გვთავაზობს ე.წ. “თავისუფლების ინსტიტუტი?” ჭეშმარიტებისაგან გათავისუფლებას! აი, როგორ გულმოდგინედ იცავენ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უფლებებს?!





IPB-ს სურათი

მარჯვნივ მეუფე სტეფანე smile.gif

მალე მეუფის მეორე სტატიას შემოგთავაზებთ - "რა არის თავისუფლება?" - ჭეშმარიტება სიყალბის გარეშე smile.gif

პ.ს შეცდომები დავუშვი ტექსტის აკრეფისას, მომიტევეთ smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jun 25 2007, 11:28 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ლევან ცოტა მოკლედ რომ დაგეწერა ჯობდა. შინაარსითაც დავკმაყოფილდები. მე პირადად არ ვუჭერ მხარს სკოლაში მოძღვრის სიარულს და გაკვეთილების ტარებას. ვისაც უნდა მივიდეს ეკლესიაში. ამით მართლა დაირღვევა სხვა აღმსარებლობის უფლებები. მაშინ მარნეულში მოლები ვატაროთეკლესიაში? ან სხვა არა ქრისტიანულ დასახლებებში


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 25 2007, 11:36 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე პირადად არ ვუჭერ მხარს სკოლაში მოძღვრის სიარულს და გაკვეთილების ტარებას. ვისაც უნდა მივიდეს ეკლესიაში. ამით მართლა დაირღვევა სხვა აღმსარებლობის უფლებები.


დემოკრატია უმრავლესობის პრინციპზეა აგებული - უმცირესობათა პოზიციების გათვალისიწნებით, არ დაგავიწყდეს smile.gif

პ.ს პრინციპში შენც ამ უმრავლესობაში ითვლები, თუ თავი ნებით არ ამოწერე wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jun 25 2007, 11:45 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ციტატა(მნათე @ Jun 25 2007, 11:36 PM) *

დემოკრატია უმრავლესობის პრინციპზეა აგებული - უმცირესობათა პოზიციების გათვალისიწნებით, არ დაგავიწყდეს smile.gif

პ.ს პრინციპში შენც ამ უმრავლესობაში ითვლები, თუ თავი ნებით არ ამოწერე wink.gif

რა თქმა უნდა უმრავლესობაში ვარ. ჩემი აზრების გამო ძალიან გთხოვთ არამართლმადიდებელი არ გეგონოთ. უბრალოდ სულით მეამბოხე ვარ. მინდა საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობდე და ყველა ნაკლი ამოვძირკვო და ყველა გაღუნული რელსი გავასწორო. სხვა არაფერი.


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jun 26 2007, 12:08 AM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(პატრიოტი @ Jun 26 2007, 12:45 AM) *

რა თქმა უნდა უმრავლესობაში ვარ. ჩემი აზრების გამო ძალიან გთხოვთ არამართლმადიდებელი არ გეგონოთ. უბრალოდ სულით მეამბოხე ვარ. მინდა საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობდე და ყველა ნაკლი ამოვძირკვო და ყველა გაღუნული რელსი გავასწორო. სხვა არაფერი.

კაია ძალიან ლევან მერე მაგ საქმეში უფლის შემწეობა და დახმარება გჭირდება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 26 2007, 12:13 AM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რა თქმა უნდა უმრავლესობაში ვარ. ჩემი აზრების გამო ძალიან გთხოვთ არამართლმადიდებელი არ გეგონოთ. უბრალოდ სულით მეამბოხე ვარ. მინდა საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობდე და ყველა ნაკლი ამოვძირკვო და ყველა გაღუნული რელსი გავასწორო. სხვა არაფერი.

ლევან, მაგას ჭეშმარიტების გარეშე ვერ მოახერხებ smile.gif ჭეშმარიტება ქრისტეა - ქრისტე კი თავადაა ეკლესია smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 26 2007, 12:27 AM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jun 25 2007, 10:27 PM) *

გთავაზობთ სტატიის იმ ნაწილს რომელიც religion.ge-ს ადმინისტრაციამ 'მეორეხარისხოვნად' მიიჩნია, შემდეგ მეორესაც შემოგთავაზებთ:


კარგად "დაიჭირა" მნიშვნელოვანი მომენტები მეუფემ. კარგი იყო.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 26 2007, 03:22 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ციტატა
...დავხუჭოთ თვალები და არ დავინახოთ, რომ ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ჯონ ლოკი (1632-1704) მატერიალისტური სენსუალიზმის მიმდევარი იყო?

არ გვეყო განათლება და განმარტევისთვის "ფილოსოფიურ ლექსიკონს" მივმართეთ:

სენსუალიზმი (ლათ. სენსუს - გრძნობა, შეგრძნება) მოძღვრება გნოსეოლოგიაში, რომელსაც შეგრძნება შემეცნების ერთადერთ წყაროდ მიაჩნია. თუ შეგრძნებას განვიხილავთ, როგორც ობიექტური რეალობის ასახვას, მაშინ თანმიმდევრულ სენსუალიზმს მატერიალიზმამდე მივყავართ."

როგორ უყურებს ჯ. ლოკი სიკეთესა და ბოროტებას?

"სიკეთე და ბოროტება მხოლოდ სიამოვნებასა და ტანჯვასთან შეფარდებით განიხილება. სიკეთეს ვუწოდებთ იმას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს და გააძლიეროს ჩვენი სიამოვნება... ბოროტება იმას, რასაც შეუძლია მოგვაყენოს და გააძლიეროს რაიმე ტანჯვა"

ქრისტეს რომელ მცნებად ჩავთვალოთ ზემოთ მოყვანილი განმატებები ბატონო დ. ზურაბიშვილო?

სწორედ ესა ყველაზე მეტად სადავო. ლიბერალიზმი არ არის მატერიალისტრური სენსუალიზმი. ეს არსებითად არ ასახავს ლიბერალიზმს
რაც შეეხება სკოლაში სწავლებას რელიგიისას, ამას არა მარტო ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება, არამედ სხვა იდეოლოგიებიც
ლიბერალიზმი ინდივიდუალიზმია. ეს არ დაგვავიწყდეს და ინდივიდმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის თავისუფლება
ადამიანი არის თავისუფალი. არ შეიძლება ვთქვათ, რომ თავისუფლება არის ის, როგორც ჩვენ გვესმის. იქნებ სხვას სხვანაირად ესმის და უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენსავით ფიქრობდეს?
ესაა ლიბერალიზმი
რატომ არავინ ამბობთ წმ. ილია მართლის შესახებ
მესამედ ვასახელებ
მართლმადიდებელი წმინდაანი, იმედია, არ გაქვთ პრეტენზიები მის პიროვნებასთან დაკავშირებით
ლიბერალი და ლიბერალური იდეოლოგიის პირველი მქადაგებელი საქართველოში
ან წმ. გრიგოლ ფერაძე გავიხსენოთ
ერთიც და მეორეც ახლახან არიან შერაცხული წმინდანებად და ამასაც აქვს მნიშვნელობა



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 27 2007, 10:29 AM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კონკრეტულად რაში ხედავ წმიდა ილია მართლის ლიბერალობას, წმიდა ილია მართალი მართლმადიდებლური მრწამსის ადამიანი გახლდათ... ილია მართალს რაღას მივადექით? biggrin.gif ფერაძეს შესახებაც გაგვანდეთ smile.gif მოკლედ ხალხო შევიგნოთ რომ საბაზრო ეკონომიკა და ზოგადად ე.წ ტექნოკრატიული სფერო უნდა გავმიჯნოთ იდეოლოგიურისა და იდეურისგან smile.gif

რა განსხვავებაა ლიბერალურ და მართლმადიდებლურ ღირებულებათა შორის? ჩვენ ვამბობთ რომ თავისუფლება არის, ცოდვის მონობისაგან თავისუფლება, ის არის ერთადერთი და მთავარი მიზანი რომლისთვის ღვთაებრივმა ლოგოსმა დატოვა მამის სავანე და მიწას მოევლინა, ლიბერალიზმში კი პრაქტიკულად ცოდვის ცნება არ არსებობს - შეხედეთ ამას ქრისტეს პრიზმიდან smile.gif

არსებობს მხოლოდ აზრთასხვადასხვაობა, მაგალთად, ჩვენ მიგვაჩნია რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და მისიი პროპაგაბნდა დაუშვებელი, ლიბერალიზმისთვის ეს სექსუალური ორიენტაციაა მხოლოდ, ანუ არჩევანის საკითხი...

მაგრამ გავიხსენოთ რატომ აღგავა უფალმა პირისაგან მიწისა სოდომი და გომორი?

ლიბერალური ღირებულებები ცხადდება საყოველთაოდ და აპრიორიდ, ანუ სახელმწიფოში ყველა ვალდებულია გაიზიაროს და აღიაროს იგი, ამით იგი ჩემი აზრით იღებს რელიგიურ ექსტრემიზმის თვისებებს, ხშირად სწორედ ლიბერალობის ფრთებქვეშ მებრძოლნი (თუნდაც გვერდზე ფორუმიდან) თავად ხდებიან ყველაზე დიდი შავრაზმელობის გამომვლენი... ეს არ არის იდეალური smile.gif

დაუშვათ რომ ლიბერალური ღირებულება აძლევს თავისუფლებას ყველაფერს სიწმინდესაც და ცოდვასაც, მაშინ რატომ არის რომ როცა ეკლესიას სურს (შეგახსენებთ ეკლესია მრევლია - და არა ქვის კედლები) დააბრუნოს სკოლაში საღვთო რჯულის გაკვეთილები (მეტად საჭიროა, გუშინ კლასელებს ვუხსნიდი რომ ღვთისმშობელი სულიწმიდა არ არის blink.gif ) ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ამავე დროს მთელი ძალით ცდილობენ უმრავლესობის აზრის სრული იგნორირებით, სკოლაში სექსუალური აღზრდის დამკვიდრებას?!

შევიგნოთ, რომ ქრისტეანობისთვის მთავარი არ არის რა ჯურის იქნება 'კეისარი' მთავარია მან რაც შეიძლება ნაკლებად დააზარალოს ღვთის სიტყვა და მისი გავრცელება კონკრეტული თვითმწყემსობის ტერიტორიაზე... ლიბერალიზმი კი თავად ჩვენში, ქრისტეს ეკლესიის ერთ ნაწილს აბნევს smile.gif

სახელმწიფოს მმართველობის მოდელი 80% მართლმადიდებელ მრევლში, ჩემი და უფრო მეტად ეკლესიის აზრით, ცოტა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ჩემს, შენსა და კიდევ მესამის საკაცობრიო მისიაზე - წარვიდეთ და მოვიმოწაფოთ წარმართები, სიხარულს უნდა ვთესავდეთ ამ ქვეყნად smile.gif

ჩვენ კი ასე გამობეტლუმებულები ვუხდით კეისარს გადასახადებს და სამაგიეროდ ვიღებთ მდაბიურ სექსუალურ ლიტერატურას - ეს სწორედ ლიბერალიზმის მკვახე ნაყოფია...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 27 2007, 10:38 AM
პოსტი #50


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მნათე
ციტატა
კონკრეტულად რაში ხედავ წმიდა ილია მართლის ლიბერალობას, წმიდა ილია მართალი მართლმადიდებლური მრწამსის ადამიანი გახლდათ


მართლმადიდებლობა გამორიცხავს ლიბერალობას?


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jun 27 2007, 10:59 AM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



საინტერესოა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gur-li
პოსტი Jul 18 2008, 01:39 PM
პოსტი #52


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 9-July 08
წევრი № 5,305



საინტერესოა ისეთ სკოლებში, სადაც უმრავლესობა მუსლიმანი ბავშვები სწავლობენ მათი სურვილით სწავლა მუსლიმანური ლოცვით რომ დაიწყოს რამდენად კარგად იგრძნობს თავს მართმადიდებელი ბავშვი?


უფალი ბრძანებს: "შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს შენ"

საინტერესოა შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა ჭეშმარიტების შეცნობა ძალდატანებით?
თუ ადამიანი თავისი ნებით არ გააკეწთა არჩევანი მაშინ მის მიერ შეცნობილი ჭეშმარიტება ხომ ფარისევლობაში გადაიზრდება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Jun 19 2009, 08:55 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



პატრიოტი
ციტატა
მე პირადად არ ვუჭერ მხარს სკოლაში მოძღვრის სიარულს და გაკვეთილების ტარებას

ციტატა
რა თქმა უნდა უმრავლესობაში ვარ

რასაც ვხედავ,ესაა რომ თქვენ მართლაც უმცირესობაში ხართ,თორემ რა გვეშველებოდა მართლაც smile.gif
ციტატა
უბრალოდ სულით მეამბოხე ვარ. მინდა საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობდე და ყველა ნაკლი ამოვძირკვო და ყველა გაღუნული რელსი გავასწორო. სხვა არაფერი.

საუბედუროდ ყველაზე პირველი მეამბოხე გახლდათ დაცემული ანგელოზი,რომელმაც აცდუნა დანარჩენი სამყარო და ამბოხს უნდა ვერიდოთ,ამბოხი არის ყოველთვის ეშმაკისგან და როცა ადამიანი ამბობს მეამბოხე ვარო,ის ადასტურებს,რომ სიმართლის გზას არ ადგას.
ხოლო როცა უკეთესი მომავალი გვინდა ქვეყნისთვის,შეგიძლიათ საქმით დაუმტკიცოთ ეს ქვეყანას და პირველ რიგში საკუთარ თავს.

პ.ს.

მეუფეს უძლიერესი სტატია არის ბევრ რამეზე დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი
მადლობა მას ამისთვის smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 19 2009, 09:52 PM
პოსტი #54


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გული მწყდება მნათეზე, ნახეთ რა თბილად წერდა მეუფეზე sad.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 19 2009, 09:56 PM
პოსტი #55


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(KAIROS @ Jun 19 2009, 10:52 PM) *

გული მწყდება მნათეზე, ნახეთ რა თბილად წერდა მეუფეზე sad.gif

ნამდვილათ. sad.gif


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბართლომე
პოსტი Jun 22 2009, 11:31 AM
პოსტი #56


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 20-June 09
წევრი № 7,150



inaina
ციტატა
მეუფეს უძლიერესი სტატია არის ბევრ რამეზე დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი


მე ვერ ვიტყვი რომ მეუფე სტეფანეს სტატია უძლიერესია.

ეს მისი კერძო აზრია და შეიძლება გაითვალისწინო, ან არ გაითვალისწინო მისი შეხედულება ლიბერალიზმზე, მე პირადად ასეთი დასკვნა გამოვიტანე რომ მეუფეს კარგად არ ესმის ლიბერალიზმის იდეოლოგია...

smile.gif


--------------------
ოფიციალური მიმართვა
მსოფლიო პატრიარქის უფლისა ბართლომეოს I-ისა
მისი უწმიდესობის, რომის პაპის
ბენედიქტე XVI-სადმი:
...
ჩვენ არ გვაქვს არასწორი ნაბიჯის გადადგმის უფლება მთელი ამ ურთიერთსწრაფვისა და ჩვენი ბრძოლის გზაზე, რათა აღვასრულოთ უფლის ბრძანება, "რაითა ყოველი ერთ იყოს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 22 2009, 01:16 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ბართლომე
ციტატა
ეს მისი კერძო აზრია და შეიძლება გაითვალისწინო, ან არ გაითვალისწინო მისი შეხედულება ლიბერალიზმზე, მე პირადად ასეთი დასკვნა გამოვიტანე რომ მეუფეს კარგად არ ესმის ლიბერალიზმის იდეოლოგია...

2 წლის წინ სხვა აზრი გქონდა... და მისი შეცვლა სწორედ რომ ლიბერალიზმის შედეგია... (მნათე მგონიხარ ).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბართლომე
პოსტი Jun 22 2009, 01:29 PM
პოსტი #58


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 20-June 09
წევრი № 7,150



staywhite
ციტატა
2 წლის წინ სხვა აზრი გქონდა...


აშკარად სხვა ადამიანში გეშლებით, ეხლახანს დავრეგისტრირდი ამ ფორუმში და წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხართ თქვენ, და თქვენ საიდან იცით ჩემი 2 წლის წინა სხვა აზრები? biggrin.gif


--------------------
ოფიციალური მიმართვა
მსოფლიო პატრიარქის უფლისა ბართლომეოს I-ისა
მისი უწმიდესობის, რომის პაპის
ბენედიქტე XVI-სადმი:
...
ჩვენ არ გვაქვს არასწორი ნაბიჯის გადადგმის უფლება მთელი ამ ურთიერთსწრაფვისა და ჩვენი ბრძოლის გზაზე, რათა აღვასრულოთ უფლის ბრძანება, "რაითა ყოველი ერთ იყოს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 22 2009, 01:41 PM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ბართლომე
ციტატა
წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხართ თქვენ, და თქვენ საიდან იცით ჩემი 2 წლის წინა სხვა აზრები?

->
staywhite
ციტატა
(მნათე მგონიხარ ).

smile.gif

ციტატა
აშკარად სხვა ადამიანში გეშლებით,

ბართლომე
იცოცხლე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 27 2010, 08:26 AM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



ლიბერალიზმი [ლათ.liberalis თავისუფალი]-1.პოლიტიკური მიმართულება, რომელიც იცავდა ბურჟუაზიის თავისუფლებას ფეოდალურ-ბატონყმურ ეპოქასა და ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქაში, ხოლო ბურჟუაზიის პოლიტიკური ბატონობის დამყარებისა და პროლეტარიატის რევოლუციური ბრძოლის განვითარების პირობებში გადაიქცა რეაქციულ მოვლენად. 2.უარყოფით მოვლენებთან შემრიგებლობა, მავნე შემწყნარებლობა. 3.(მოძვ.). ბურჟუაზიისა და თავადაზნაურთა სიტყვახმარებაში: თავისუფალი აზროვნება.


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th November 2019 - 02:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი