უცხოპლანეტელები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხოპლანეტელები |
George Leluashvili |
Aug 16 2011, 05:17 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
მოგესალმებით ახალ, ძალზე საინტერესო, მრავალფეროვან და აქტუალურ თემაში.
უკვე ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა დადის ე.წ. "უცხოპლანეტელთა" შესახებ, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. ძალიან გახშირდა "მფრინავი თეფშებისა" და სხვა მსგავსი მფრინავი ობიექტების აღმოჩენები. ხალხი ძალაუნებურად დიდ ყურადღებას აქცევს ამ ფაქტებს. ზოგი დაშინებულია, ზოგი-გახარებული (ვინაიდან ხსნასა და გადაჩენას კოსმოსიდან მოელიან), ზოგიც მეცნიერული ჟინით ავსებული, უფრო გულმოდგინედ განაგრძობს კვლევას მათ შესახებ. მე მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხს არ აინტერესებს რას ამბობს ამის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია, როცა პირველ რიგში მისი აზრი უნდა იყოს მისაღები და გასათვალისწინებელი;მაგრამ ადამიანის ბუნება ისეთია, რომ იგი სულ რაღაც უცხოსა და მისტიკურს ეძიებს, საამისოდ კი უცხოპლანეტელთა შესახებ მოსმენა და ახალ-ახალი ამბების გაგება დიდად გამოსადეგია დამაინც, საზოგადოებაში არ არესბობს ერთი, კონკრეტული და მტკიცე პასუხი, თუ ვინ არიან უცხოპლანეტელები და საერთოდ, თუ არიან ისინი. ამ თემაში მე მინდა ჯერ მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი დავაფიქსირო და შემდეგ, ალბათ ძალიან ბევრი გამოთქვამს პირად აზრს ამ თემის ირგვლივ. მეგრამ ისეც არ მინდა გამომივიდეს, რომ რახან მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს-ვსო, უნდა ვირწმუნოთ ( ეს სინამდვილეში ასეც უნდა იყოს, მაგრამ არამართლმადიდებლებს რით დავუმტკიცოთ მათი არარსებობს?), არამედ მეცნიერულადაც შევხედოთ ამ ამბავს. მაშ ასე, ჯერ ეკლესიას მოვუსმინოთ და შემდეგ თქვენია ბურთი და მოედანი მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ინფორმაცია არსებობს უცხოპლანეტელების ხილვის, მათი სტუმრობის, მათ მიერ ადამიანების მოტაცების და ა.შ., ეკლესია მათ არსებობას არ აღიარებს. უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის სხეულზე დატოვებულ ლაქებს კი თავად უფოლოგებიც ეშმაკის ნიშანს ეძახიან. ვნახოთ, რას ფიქრობს ეკლესია ამ საკითხზე. გვესაუბრება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე). – მამაო, უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის მოტაცების ფაქტებიც არსებობს. ამას როგორ ხსნით, ამასაც ბოროტი ძალა აკეთებს? – არსებობს ფაქტები, რომლებიც ბევრ ეჭვს ბადებს. პირადი ემოციები და განცდები იმ პიროვნებებისა, რომლებიც ეკლესიური თვალსაზრისით დემონური არსებების მსხვერპლნი ხდებიან, ცხადყოფს, რომ ისინი სუსტი ფსიქიკის მქონენი არიან, მიდრეკილი ჰალუცინაციებისადმი, მათი გონება და ცნობიერება გამრუდებულია და ხდება მათი ფსიქოპათოლოგიური განცდების არეკვლა მათ ფიზიკურ სხეულზე. ხანდახან ეს გამომჟღავნდება მუქი წერტილების სახით, რომლებიც დამწვრობის სახით წარმოიშვება. პარადოქსია და ამას თვითონ უფოლოგები ეშმაკის ნიშანს ეძახიან. რეალურად ამ დამწვრობის მიზეზს ვერ ხსნიან, მაგრამ ეს უფრო ანომალიური ხასიათის არის, ვიდრე უცხო ცივილიზაციის მიერ მიყენებული ზიანი ან კურნება. იმ პირობების, რომელიც ჩვენ გვაქვს დედამიწაზე, სხვაგან არსებობის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. არ შეიძლება ამხელა კოსმოსში ხელაღებით იქნეს უარყოფილი რაიმე ცივილიზაციის არსებობა, მაგრამ აქ არ იგულისხმება მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, კოსმიური გონის არსებობა. არ შეიძლება იქნეს უარყოფილი, რაიმე თუნდაც ბაქტერიული ცივილიზაციის არსებობა. თანამედროვე მეცნიერების ხარჯები, ფინანსები მიდის იმაში, რომ კოსმოსიდან მიიღონ რაიმე შეტყობინება. აქედან გაშვებულია ქართული სიმღერის კოდიც, რომელიც წავიდა უსასრულობაში. იმედს გამოთქვამენ, რომ სადღაც რაღაცას მიაღწევს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ არის. ამავე დროს მიდის რადიოტელესკოპური დაკვირვებები იმ ფიზიკურ–ქაოტურ რხევებზე, რომლებიც მეტნაკლებად მისაწვდომია დედამიწაზე არსებული ყველა დიაპაზონისათვის. არსებობს ე.წ. თეთრი ხმაური, ანუ ინფორმაციაც შემოდის კოსმოსიდან, ჩვენთვის ხმაურის სახით არის მოცემული, მაგრამ ის არ არის გაშლადი. თეთრი ხმაური ვერ იქნა გამორჩეული, როგორც გარკვეული მოწესრიგებული შეტყობინება. დაახლოებით ისეთია, როგორიც ჩანჩქერის ან მთის მდინარის ხმა. თუ ადამიანი ძალიან დააკვირდა, შეიძლება მისთვის მიუწვდომელი მოვლენების სახით რაღაც ჰარმონია აღიქვას, გაიგოს ვიღაცის ხმა, ვინმეს სიმღერა, შეიძლება არიაც კი მოისმინოს ოპერიდან და ა.შ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ვინმე ადამიანთან ან გუნდთან, რომელიც მღერის ამ "ჩანჩქერიდან". ბევრი რამ ილუზიად შეიძლება იქნეს მიჩნეული. – გარკვეული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, იმდენად კატასტროფულია ეკოლოგიური მდგომარეობა და ხსნის გზებს კოსმოსში, მაღალგანვითარებცლი ცივილიაზიციების ძიებაში ხედავენ. – ვარაუდი იმისა, რომ რაიმე ცივილიზაცია არსებობს კოსმოსში, შეიძლება, მაგრამ უფოლოგები და სპეციალისტები რაიმე დასკვნას და შედეგს ვერ დებენ. დედამიწა, რომელზეც ცხოვრობს ამდენი ხანია კაცობრიობა, უკვე თავის განვითარების უსაფრთხო ზღვარს გადავიდა. კაცობრიობის მიერ დაგროვილმა ტექნიკურმა ცოდნამ საფრთხის მომტანი ხასიათი მიიღო. ფაქტობრივად გადაშენება გვემუქრება, თუ არ შევწყვეტთ ეკოლოგიურ დაბინძურებას. კაცობრიობის განვითარებაში ბოლო ასი წელი ფეთქებადი იყო. თუნდაც მეოცე საუკუნე. ამ საუკუნეში კაცობრიობამ გადაადგილების სიჩქარე ასჯერ გაზარდა, ენერგიათა სიმძლავრე – ათასჯერ, გამანადგურებელი იარაღის სიმძლავრე – ნულიდან ასიათასჯერ, ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზი კომპიუტერული ტექნოლოგიის სახით – მილიონჯერ. ეს არის სტატისტიკური მონაცემები. ჩვენთვის მიუწვდომელი რაღაც სიჩქარით მივისწრაფით ჩვენი გონების გაუგებარი, უსაზღვრო განვითარებისკენ. დედამიწას არ აქვს უსასრულო რესურსი. კაცობრიობა იმხელა ენერგიას მოიხმარს, რომელიც ყოველ ოც წელიწადში ორმაგდება და ამ ტემპებით ორასი წლის შემდეგ ათასჯერ გაიზრდება ენერგიის მოხმარების რაოდენობა. ამ გაგებით, ფაქტობრივად მივდივართ დედამიწის რესურსების საბოლოო ამოწურვამდე, დედამიწის გადახურებამდე, რაც შემდეგ უკვე მასზე ცოცხალი არათუ ადამიანების, არამედ ორგანიზმების არსებობასაც კი ეჭვის ქვეშ აყენებს. თუ გავიხსენებთ იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსს, არ გვინდა უცხო პლანეტებზე გადასვლა, დედამიწაზეც საშინელი განსაცდელები გველოდება, რომლებიც მხოლოდ ღვთის წყალობით თუ იქნება შეჩერებული. ვერავითარი დიდი ნახტომი და სხვა პლანეტებზე გადასვლა ვერ გვიშველის, თუ ჩვენ აქ, დედამიწაზე, არ მოვინანიეთ, არ ვიზრუნეთ ეკოლოგიურ სიწმინდეზე, მენტალურ, სუფთა ურთიერთობებზე. საქართველოს არ სჭირდება ამის შეხსენება, არც ეკოლოგიური კატასტროფები გვაკლია და არც ტერიტორიების დაკარგვა. თუ არ გვინდა დედამიწა გახდეს სასაფლაო, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არსებობს თუ არა სადმე სხვაგან ცივილიზაცია, არამედ იმაზე, საშიშია თუ არა ჩვენი ფსევდოცივილიზაცია ჩვენთვისვე. არსებობს ჰიპოთეზები და უფოლოგიური სექტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ გენური ინჟინერიით იქნა დანერგილი დედამიწაზე სიცოცხლე, რაც არასაღი თეორიაა. თქვენ ახსენეთ მოტაცების ფაქტორი. რომ არ ავიღოთ რელიგიური წყაროები, თვითონ ოკულისტებს და ეზოთერიკოსებს აქვთ ჰიპოთეზები, რომ ესენი არიან გარკვეული ტიპის დემონური არსებები, რომლებიც ადამიანის სხეულზე ჯდებიან და წოვენ მათ. ეს უფრო დემონური არსებების ფსიქიკურ თავდასხმებს ჰგავს ადამიანებზე. 1928 წელს იყო დედამიწის მცხოვრებლებისადმი მიმართვა, რომელიც ე.წ. ნიკომომ რადიოში, 75 მეტრი სიგრძის ტალღაზე წაიკითხა. უცხოპლანეტელთა კოალიციური ტალღის რაზმი მიმართავდა დედამიწის ბინადრებს, რომ ჩვენი გალაქტიკის მეზობელ ადგილებში არსებობს ციკლონი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს სიცოცხლე სხვადასხვა პლანეტაზე და კაცობრიობას მოუწოდა, შეუერთდეს რაიმე კოალიციას, რომ დედამიწა გამოყვანილ იქნეს ამ საშიში მდგომარეობიდან. ეს ტრანსლაცია მიმდინარეობდა ერთი დღის განმავლობაში, თუმცა ვერ იქნა დაფიქსირებული, საიდან და როგორ. შეიძლება ამ შემთხვევაში დიდ მისტიფიკაციასთან გვქონდეს საქმე. არსებობს საიდუმლო საზოგადოებები, დაწყებული მასონებიდან დამთავრებული დაფარული საზოგადოებებით, რომლებიც საკმაოდ ძლიერად მუშაობენ. მასონურ ორგანიზაციებს აწყობთ ინფორმაციის დათესვა, რომ ჩვენ გარდა სხვა ცივილიზაციაც არსებობს, რომ დედამიწა არ არის უნიკალური. ამბობენ, რომ ქრისტე მარსზეა და მარსზე ასრულებს იმავეს, რასაც აღასრულებდა აქ, რომ ქრისტე და ბუდა ერთი და იგივეა. დემონური, მასონურ–ოკულტური მიმდინარეობები დღეს ძლიერია და იფუთება მეცნიერულ, ასტრონომიულ, ასტროფიზიკურ ბაფთაში. – ყოფილა შემთხვევები, როცა უცხოპლანეტელებს ადამიანებთან სახლშიც უცხოვრიათ რაღაც პერიოდი. თუ არ არსებობენ, მაშინ ვინ იყვნენ ის არსებები? – ვიმეორებ – ეკლესია ურყოფს, რომ ეს არის ცივილიზაცია, რომელიც ჩამოსულია რომელიმე გალაქტიკიდან და ჩვენთვის რაიმე სასიკეთო ან პირიქით, ცუდი უნდა. ეკლესია ამბობს, რომ იქ ცხოვრობდნენ არა უცხოპლანეტელები, არამედ დაცემულ სულთა რომელიმე ტიპი, დემონთა რომელიმე ტიპოლოგია. არსებობენ ისეთი დემონები, რომელთაც მიიღეს უცხოპლანეტელთა ფორმა. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის რომელიმე ცივილიზაციის წარმომადგენელი, სინამდვილეში კი ის არის ადამიანის დამღუპველი არსება, რომელიც ამა თუ იმ სახით ადამიანთან კონტაქტში შესვლას ლამობს. – წმინდა მამების წინასწარმეტყველებაში თუ არის ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია, ისინი ხომ სამოთხესაც ხედავნენ და ჯოჯოხეთსაც? – ამაზე წმინდა მამათა აზრი ცალსახაა. ამბობენ, რომ არ არსებობს უცხო ცივილიზაციები. არსებობს ცივილიზაციის ერთი სახე, რომელსაც ვხედავთ დედამიწაზე. წმინდა წერილში სწორი და მართალი წარმოდგენაა სამყაროზე. ნურავინ ეძებს წმინდა მამებში და წმინდა წერილში გეომეტრიისა და ბირთვული ელემენტების ან ქიმიის კანონებს. როცა წავაწყდებით ასტრონომიის, ასტროფიზიკის ან ბიოლოგიის კანონების შეუსაბამობას, გვგონია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება მეცნიერებას. ეკლესია კი არ ებრძვის მეცნიერებას, ათეიზმი ებრძვის მას. ნახევარ ცოდნას კი არ მიჰყავს ადამიანი ღმერთთან, სრულ ცოდნას მიჰყავს. ახლა კი უფრო ობიექტურად შევხედოთ; დავეყრდნოთ ფაქტებს და მოვუსმინოთ მეცნიერებს უკვე გასული საუკუნის შუაწლებიდან მთელს სამყაროს თავს დაატყდა ე. წ. "მფრინავი თეფშების" ბუმი. მრავალი ადამიანი ამტკიცებს, რომ მათ იხილეს რაღაც, რომელსაც დღეს "ამო"-ს ("ამოუცნობ მფრინავ ობიექტს") უწოდებენ (ინგლისური აბრევიატურით: UFO – unidentified flying objects). "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტებზე ბევრია დაწერილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს თხზულებები სერიოზულ, მეცნიერულ დონეზე არავის გამოუკვლევია. თვით ფსევდომეცნიერული და ოკულტურ-კვაზირელიგიური ლიტერატურა აჩვენებს, რამდენად არის დაქვემდებარებული თანამედროვე ადამიანი მითოლოგიურ შემოქმედებას, - რომელსაც ზოგჯერ გამონაგონი ფაქტი ჰგონია, ლამაზი რიტორიკა კი - ჭეშმარიტება, რასაც შეუძლებელია თავისი დამღუპველი შედეგები არ მოჰყვეს, სიცრუეს ხომ ჯერ არავისთვის მოუტანია სარგებლობა. ეს სტატიაც განხილულ უნდა იქნეს როგორც მცდელობა დასვას გამაფრთხილებელი ნიშანი იმ სულიერ "ორმოებთან", რომლებში ჩავარდნაც შესაძლოა ვერც ასცდეს ზოგიერთ ჩვენს თანამედროვეს. რა ვიცით ე. წ. "უცხოპლანეტელების" შესახებ? მთელი ის მასალა რომ შევისწავლოთ, რაც დღეს არსებობს ამ თემაზე, არც თუ ცოტა რამ. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტი საშიშია სიცოცხლისთვის. მაგალითად, ამერიკელმა ჟურნალისტმა ფრენკ ედვარდსმა თავისი სახელგანთქმული წიგნი "მფრინავი თეფშები - სერიოზული საქმეა", დაიწყო სიტყვებით: "ამო-ს მოახლოვება შესაძლოა საშიში იყოს ადამიანისთვის! ნუ დადგებით ამო-ს წინაშე, რომელიც ჩამოკიდულა ცის კაბადონზე! ნუ მიეკარებით დედამიწაზე დაშვებულ ამო-ს! საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ დატოვეთ ეს ადგილი!... ნუ გარისკავთ და ნუ უყურებთ ამო-ს!" (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Ленинград. Географическое общество СССР. 1991.С.89). ფრენკ ედვარდსს ეთანხმება მისი კოლეგა ჯონ კილი, რომელიც ამო-ს სწავლობს 1945 წლიდან: "ჩემს ფოსტაში უამრავი წერილია, რომელშიც ადამიანები ითხოვენ შველას, მე კი იძულებული ვარ დავაკვირდე, როგორც უარესდება ამო-ს თვითმხილველთა მდგომარეობა, მრავალი მათგანი უკვე ლამის სიგიჟემდეა მისული, ვიღაცამ თავიც კი მოიკლა" (Джон Киль А. НЛО: операция «Троянский конь». Нью-Йорк. 1970). "... კლასიკური შემთხვევა: ადამიანს თავგზა აუბნია ულტრაარსებამ, რომლებმაც ის შეაყენეს წარწყმედის გზაზე. არავითარი კლინიკური ახსნა არ გააჩნია მომხდარის ფსიქოლოგიურ მიზეზს. მსგავსი შემთხვევების ყველა მსხვერპლი (მათ შორის იყვენენ ქალებიც), დარწმუნებულნი იმაში, რომ ულტრაარსებანი მათდამი კეთილგანწყობილი იყო, ყალბი დაპირებებით დაბრიყვებულნი და ფსევდოიდეებით გაჟღენთილნი, პირდაპირ მიექანებოდნენ საკუთარი დაღუპვისკენ" (там же. Гл.14. Прорыв). ცნობილი უფოლოგი ჯონ კილი პირად გამოცდილებაზე დარწმუნდა ამ ფენომენის საშიშროებაში. "წელიწადიც არ გასულა იმის შემდეგ, რაც მე სრულიად მივუძღვენი ჩემი თავი ამო-ს კვლევას..., და ფენომენმაც ისევე დაიწყო ჩემი დევნა, როგორც ეს უკვე იყო ინგლისელ გამომცემელ არტურ შატლვუდისა და სხვა მრავალთა შემთხვევაში. თავიდან გაგიჟდა ჩემი ტელეფონი, საიდუმლო პიროვნება მირეკავდა დღე და ღამე, გადმომცემდა განსაცვიფრებელ შეტყობინებებს "კოსმოსიდან მოსულთა" შესახებ. შემდეგ მოხდა ჩემი კატაპულტირება დემონოლოგიის ზღაპრულ-ფანტასტიკურ სამყაროში. ლონგ-აილენდში შევხვდი უცნობებს შავი "კადილაკებით" და როდესაც დავიწყე მათი დევნა, საოცრად გაქრნენ გზიდან, რომელიც ჩიხში შედიოდა... მანათობელი მფრინავი ობიექტები უკან ერთგული ძაღლებივით დამდევდნენ. მეჩვენებოდა, რომ მათ ყოველთვის იცოდნენ სად ვიმყოფები და საით გავემართები. შემეძლო ალალბედზე ამერჩია რომელიმე სასტუმრო ჩემი "თანამგზავრების" თავიდან მოსაშორებლად, მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა, რომ ვიღაცამ უკვე შეუკვეთა იქ ოთახი ჩემს სახელზე და დატოვა მთელი რიგი სრულიად უაზრო ტელეფონოგრამები ჩემთვის. მე გავხდი უაზრო თანხვედრათა მსხვერპლი, ხოლო ზოგიერთი ჩემი უახლოესი მეგობარი ნიუ-იორკში, რომელიც არასოდეს დაინტერესებულა ამ ფენომენით, მატყობინებდა უცნაურ და ამოუხსნელ მოვლენებზე, რომლებიც მათ შეემთხვათ: მათ სახლებში დაიწყო პოლტერგეისტული მოვლენები, მძაფრი, მყრალი სუნი თან სდევდა მათ ყველგან... რამდენჯერმე გამეღვიძა ღამით და შეძრწუნებულმა აღმოვაჩინე, რომ განძრევაც კი არ შემეძლო, ჩემს წინ კი იდგა უზარმაზარი ბნელი სილუეტი" (იქვე. Гл.14 Прорыв). ჩვენი აზრით, ჯეროვანია მივაყურადოთ ამ ადამიანის გაფრთხილებას, რომელმაც მრავალი წელი მიუძღვნა ამო-ს ფენომენის ამოხსნას: "ჩემი დოსიე სავსეა უამრავ შემთხვევათა აღწერით (ზოგიერთი მათგანი ამ დროისთვის გამოკვლეულია მაღალკვალიფიციური ფსიქიატრების მიერ), როდესაც მრავალ მამაკაცს და დედაკაცს, რომლებიც აქტიურ ინტერესს ავლენდნენ ამო-ს ფენომენისადმი, თავიანთი ვიზიტებით აშინებდნენ ვიღაც უცნაური პიროვნებები, დევნიდნენ შავი "კადილაკები", რომლებიც ისე უეცრად უჩინარდებოდნენ, როგორც ჩნდებოდნენ. შედეგად, დატერორებულები, ისინი თავს ანებებდნენ ამ საკითხის შესწავლას. მათ შორის იყო მრავალი კონტაქტორიც" (იქვე.Гл. 12 Космические шутники). "... ამო-ს პრობლემით გატაცება ისევე საშიშია, როგორც შავი მაგიით გატაცება (ხაზგასმა ჩვენია - ვ. პ.). ფენომენის მსხვერპლი, როგორც წესი, ხდებიან ნერვული, მიმნდობი და გამოუცდელი ადამიანები. მრავალ შემთხვევაში ამო-ს პრობლემით გატაცებას ადამიანები მიჰყავს შიზოფრენიამდე, დემონომანიამდე და თვითმკვლელობამდეც კი. ამგვარად, ამო-ს ფენომენის საიდუმლო ხიბლმა შეიძლება საშინელ ტრაგედიამდე მიგვიყვანოს. ამიტომაც დაბეჯითებით გირჩევთ მშობლებო: აუკრძალეთ თქვენს შვილებს მსგავსი საკითხებით დაინტერესებაც კი. ბავშვების დაცვა ამო-სადმი ინტერესისგან არის ნებისმიერი მასწავლებლის და საერთოდ, ნებმისმიერი ზრდასრული ადამიანის მოვალეობა" (იქვე. Гл. 12 Космические шутники). "უცხოპლანეტელის" ტიპიური გარეგნობა, როგორც წარმოადგენენ მას თვითმხილველები მაინც, ვინ ან რა იმალება "უცხოპლანეტელთა" ნიღბის მიღმა, რომელთაც თავისი გამოჩენის მოწმეები მიჰყავს სიგიჟემდე, აიძულებს მათ თვითმკვლელობას ან თვითონ ხდებიან მათი სიკვდილსა და უმძიმესი სნეულებების მიზეზი? საიდან მოვიდნენ ეს საიდუმლო არსებები, რომლებიც ასე გააფთრებით ეწინააღმდეგებიან მათი ვიზიტებით უმცირეს დაინტერესებასაც კი? ცნობილია, რომ პირუტყვები გრძნობენ ამ არსებათა მოახლოვებას და ყოველთვის მათ საქციელში ჩანს შიში: ძროხები და ცხვრები პანიკურად გარბიან, ძაღლები იწყებენ ყმუილსა და ყეფას, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამო-მ ცხოველებში გამოიწვია დამწვრობები, დამბლა და სიკდილიც კი (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.84-85). ამო-სთან კონტაქტის დროს ადამიანებშიც დაფიქსირდა თვითმხილველთა დროებითი "გაშეშება", როდესაც ადამიანები ინარჩუნებდნენ ყველა გრძნობას, მაგრამ არ შეეძლოთ განძრევა. ამო-ს ზოგიერთი მოწმე აღწერს თავის შეგრძნებებს როგორც ელექტროშოკს, რომელმაც ისინი გააშეშა. დაფიქსირებული იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამო-ს გამოჩენას თვითმხილველი მიჰყავდა გონების დაკარგვამდე, ზოგჯერ გონებას კარგავდნენ კონტაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. იყო ტანისამოსის თვითაალებისა და სერიოზული დამწვრობის, ასევე მხედველობის დაკარგვის მრავალი შემთხვევებიც (იქვე. გვ. 86-87). არსებობს ამო-ს კონტაქტორთა სიკვდილის ფაქტებიც. მაგალითად, 1946 წელს ბრაზილიაში დაიღუპა ორმოცი წლის ფერმერი. ამო-სთან კონტაქტის შემდეგ მის სხეულზე დაფიქსირდა დამწვრობები, "... საათის განმავლობაში თვითმხილველთა თვალწინ მისი ტყავი ჩამოსცილდა ძვლებს, გამოჩნდა კბილები და ჩონჩხი, 6 საათის შემდეგ კი მოკვდა" (იქვე. გვ. 89). თანაც ეს "უცხოპლანეტელებთან" შეხვედრის შემდეგ ადამიანის სიკვდილის ერთადერთი შემთხვევა როდია (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991). საერთოდ, ამო ხშირად ჩნდება იქ, სადაც იღვრება სისხლი. ისტორიულ ქრონიკებში მრავალი მოწმობა არსებობს ბრძოლის ველზე მათი მყოფობის შესახებ (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.133-136). ისინი უნახავთ კურსკის რკალზე, სადაც თან ახლდნენ ალექსანდრე მაკედონელის ჯარებს და იმყოფებოდნენ სისხლისღვრის მრავალ ადგილებზე (От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001). რა გავლენას ახდენს ამო ადამიანის ფსიქიკაზე? დიაპაზონი აქაც საკმაოდ დიდია: ზოგჯერ, ამო-ს გამოჩენის წინ ადამიანებს ეწყებათ ძლიერი აღგზნება, მშფოთვარება, თვითმხილველებს უჩნდება შიშის გრძნობა, რომელიც საშინელ ძრწოლაში გადადის. მაგალითად, 1979 წელს პოლონური თევზმჭერი კატარღა "ჰელ-127" შეეჯახა ამო-ს, ამ დროს "კატარღის შკიპერმა შომბორგმა იგრძნო უნცაური გაშეშება, ტკივილი გულის არეში და დაკარგა მხედველობა. ერთდროულად მან განიცადა ისეთი შიში, რომელიც ყველაზე უძლიერესი შტორმის დროსაც კი არ განუცდია. მესაჭე ელვარტიც ასევე გაშეშდა და საჭევარიც კი ("შტურვალი") მიატოვა, ასევე გუნდის სხვა ორმა წევრმა, ფიგურსკიმ და ბონამ, როდესაც ბაქანზე გამოვიდნენ, უძლიერესი ტკივილი იგრძნეს საფეთქლებში" (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.91). შომბერგი ამტკიცებდა, რომ შიშის გრძნობა არ ტოვებდა მას. ზოგჯერ ამო-სთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს თან სდევთ კოშმარული სიზმრები. დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამო-სთან შეხვედრის შემდეგ ადამიანებს ეძინათ კვირეებით და თვეობით, დღე-ღამეში 16 საათი. თვითმხილველთა მტკიცებით, როდესაც ამო გამოდის კონტაქტზე, ისინი ადამიანებთან ამყარებდნენ ტელეპატიურ კავშირს. "უცხოპლანეტელები" მათ უწერდნენ გზავნილებს "კოსმოსიდან", "ვარსკვლავებიდან" და "აჯილდოვებდნენ", მაგალითად, ექსტრასენსორული თვისებებით. რა ემართებათ ასეთ ადამიანებს კონტაქტის შემდეგ? ამო-ს მკვლევარებმა აღმოაჩინეს მთელი რიგი კანონზომიერებები ამ სახის კონტაქტორებთან. ისინი სწრაფად კვდებიან, თანაც მათი სიკვდილს ხშირად წინ უძღვის მძიმე სნეულება. ძალიან ბევრი კონტაქტორი ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში. მათ უქვეითდებათ ინტელექტუალური შესაძლებლობები და კრიტიკული ანალიზის უნარი. ისინი უფრო მიმდობნი არიან და ადვილად ვარდებიან ჰიპნოტურ ტრანსში, ვიდრე სხვა ადამიანები (См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001). ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) მოსკოვის თავზე "უცხოპლანეტელების" ზეგავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ნ. დ. ტუიკინმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეწეოდა კონტაქტორთა რეაბილიტაციას, გაზეთ "Неделя"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "უმეტეს შემთხვევაში "უცხოპლანეტელებთან" ადამიანთა კონტაქტის შემდეგ იხატება ასეთი სურათი: კონტაქტის შემდეგ ხდება ფსიქიკის გადახრა. პირველი სიმპტომია - შიში და ნევროზი" (იქვე). "სოიუზუფოცენტრმა" ჩაატარა კონტაქტორთა ფსიქიური გამოკვლევა და რის შედეგადაც გამოკვლეული 106 კაციდან ჯანმრთელი აღმოჩნდა მხოლოდ ოთხი: "დანარჩენი 102 ადამიანი შეიძლება განვაკუთვნოთ "პრობლემურ" ადამიანთა რიცხვს: შიზოფრენია - 47 ადამიანი, მათგან შიზოფრენიის პარაფრენული ეტაპი - 16, პერიოდული ფორმები - 9, დეფექტური მდგომარეობა დეფიციტარული გაღიზიანების გამოხატულებით - 10, ქრონიკული სულიერი მდგომარეობის ფორმის დიფერენციალოდიაგნოსტიკური ეჭვით - 24, ისტერიული - 12, ჰიპერტიმური - 6 ადამიანი; ინტელექტუალური უკმარისობა - 5 ("ინდუცირებული ბოდვა"); ცნს-ის ორგანული დაზიანება - 80 ადამიანი; ციკლოტიმია (მანიაკალური ფაზა) – 2 ადამიანი" (Мазуркевич С.А., Таицкая А.И. Оккультизм и мистика. М., ЭКСМО; Донецк. СКИФ. 2004. С.177-178). კონტაქტორებად "უცხოპლანეტელები" ირჩევენ სულიერად დაუცველ ადამიანებს, ანუ ან ათეისტებს, ან კიდევ არაეკლესიურ ადამიანებს (См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001). ეკლესიური, მართლმადიდებელი ქრისტეანები ფაქტიურად არ ამყარებენ კონტაქტს ამო-სთან (Варламов М. Почему православные не видят НЛО? / См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001. С.436), ხოლო ოკულტიზმის ნებისმიერი ფორმით გატაცება საკმაოდ უწყობს ხელს ამგვარ კონტაქტს. ხშირად კონტაქტორები არ ფლობენ ინტელექტის მაღალ დონეს, რაც ცხადყოფილია იმ წიგნებიდანაც, რომელთაც ისინი ავრცელებენ: ამ გვარი ნაშრომების შინაარსი ხშირად ბადებს კითხვას მათი ავტორების სრულ გონიერებაზე, არაფერი რომ არ ვთქვათ თვით ამ ნაშრომთა სამეცნიერო უსუსურობაზე. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ პრაქტიკულად, კონტაქტორების მიერ მიღებული ინფორმაცია არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში კონტაქტორები არიან ე. წ. მედიუმები, ანუ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ფსიქოფიზიკური ან მემკვიდრეობითი წინაგანწყობის გამო ადვილად მოქცევადნი არიან დემონურ ძალთა ზეგავლენის ქვეშ (Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru). უმეტესწილად მათ მიერ დაწერილი ლიტერატურა, უკეთეს შემთხვევაში, მათ გულუბრყვილობაზე მოწმობს, უარეს შემთხვევაში კი - ასახავს მათ ფსიქოლოგიურ, ზოგჯერ კი ფსიქიატრიულ პრობლემებს (Мазуркевич С.А., Таицкая А.И. Оккультизм и мистика. М., ЭКСМО; Донецк. СКИФ. 2004. С.177). მაგალითისთვის მკითხველს ვთავაზობთ იფიქროს იმაზე, თუ რა შეიძლება იდგეს, ვთქვათ, ერთ-ერთი ავტორ-კონტაქტორის ამგვარი მტკიცებულების უკან: "(როდესაც - ვ. პ.) კაცობრიობა ყოფიერების ენერგეტიკულ დონეზე გადავა, ბიოსფეროში ადამიანების ადგილს დაიკავებენ დელფინები. ისინი გამოვლენ ხმელეთზე და მიიღებენ ადამიანთა სახეს. მაგრამ შემდეგ დელფინები გადავლენ ენერგეტიკულ დონეზე და წავლენ კოსმოსში, მზე ჩაქრება და გახდება პლანეტა. დელფინები ამ დროისთვის უკვე წინამძღოლთა მისიას იკისრებენ ვენერას მოსახლეობაში. ვენერასთვის კი აბსოლუტი აანთებს მწვანე მზეს, რომლითაც იუპიტერი გახდება..." და ა. შ. (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С. 308). "უცხოპლანეტელებზე" თავიანთ მსხვერპლთან ურთიერთობის ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ესწრაფვიან ადამიანებზე ბატონობას, რაც ყოველთვის ამოფარებულია დედამიწის ცივილიზაციის "გადარჩენის" მომხიბლავ იდეას. კაცობრიობის "გადამრჩენელთა" როლი კონტაქტორებს მათდამი ნდობას შთააგონებს, მაგრამ, "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტში მყოფი ადამიანები მოწმობენ, რომ "თაფლობის თვის" გავლის შემდეგ, "უცხოპლანეტელები" უკვე აშკარად მბრძანებლობენ და ითხოვენ მათდამი მორჩილებას, თანაც უარის თქმის შემთხვევაში იმუქრებიან უამრავი უბედურებებით (იქვე). მანიპულიაციის მეთოდებად "უცხოპლანეტელები" იყენებენ ადამიანურ ვნებებსა და მიდრეკილებებს. მაგალითად, მათ შეუძლიათ შეაქონ კონტაქტორის უჩვეულო - ინტელექტუალური, ფიზიკური თუ ენერგეტიკული შესაძლებლობები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს. შემდეგი სატყუარა არის კურნების ნიჭი, რომლითაც "უცხოპლანეტელები" თითქოსდა აჯილდოვებენ თავიანთ გულუბრყვილო თაყვანისმცემელთ. გამოიყენება ადამიანის სექსუალური მოთხოვნილებების ხელოვნური "დაქოქვა", დაშინება (Игумен N . Пришельцы: новая культура, новая религия, новый человек / См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001.С.19). როგორც ვხედავთ, ხერხები არ ახალია, ძველია (სხვათა შორის, ეს ხერხები ძალზედ პოპულარულია სექტანტებს შორის. იხ. Питанов В.Ю. Введение в сектоведение. http://apologet.narod.ru), მაგრამ საკმაოდ ქმედითია და ხშირად მიზანსაც აღწევს. "უცხოპლანეტელები" აქტიურად ნერგავენ საკუთარ რელიგიურ იდეებს. ამასთან ეს იდეები ძალზედ წააგავს იმ იდეებს ყველა ჯურის ოკულტისტები რომ ავრცელებენ (Питанов В.Ю. Суд совести: Агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru): "კაცობრიობა უნდა დაბრუნდეს იმ გზაზე, რომელიც მას მიუთითა ქრისტემ, კრიშნამ და ბუდამ..." (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.304). ამასთანავე, "ქრისტეს, კრიშნას და ბუდას" გზაზე შედგომა მთავრდება ოკულტიზმის ბანალური ქადაგებით და კონტაქტორის "უნიკალურობის" მტკიცებულებით, რომელიც მზად არის თვითვე შეცვალოს ყველა ტრადიციული მსოფლიო რელიგია იმ "უახლესი" ინფორმაციით, რომელიც "ზეცივილიზაციებისგან" მიუღია (См.: Питанов В.Ю. Миф о «братстве религий», как метод борьбы с традиционными религиями. http://apologet.narod.ru). -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Aug 16 2011, 05:29 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
დღეს ამგვარი კონტაქტორების წიგნები შეიძლება ადვილად ვიპოვოთ წიგნის ისეთ მაღაზიებში, რომლებიც ავრცელებენ ეზოთერულ ლიტერატურას. მაგრამ, ახალგამომცხვარ "წინასწარმეტყველთა" ფიასკოს მიუხედავად, კვლავ და კვლავ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გამსჭვალულნი არიან ნდობით "უცხოპლანეტელთა" მიმართ და მათ მიერ ინსპირირებულ იდეებს რეალობად აღიქვამენ. ამო-სადმი რწმენის ისტორიამ იცის "უცხოპლანეტელებით" გატაცების ფატალური ფაქტები. გავიხსენოთ თუნდაც სექტა "ზეციური კარიბჭე" და მისი ლიდერის მარშალ ეპპლუაიტი, რომელმაც სანტა-ფეში მდებარე თავის რანჩოში გადაწყვიტა "უცხოპლანეტელთა" ხომალდზე გაფრენა კოლექტიური თვითმკვლელობით. იმის შემდეგ, რაც ინტერნეტში წაიკითხეს ინფორმაცია ჰეილი-ბოპის კომეტაზე, რომლის კუდში თურმე იმალება უცხოპლანეტელთა კოსმიური აპარატი, 39-მა ადამიანმა თავი მოიკლა, რათა მოხვედრილიყვნენ ამ "ხომალდზე" (- Дворкин А.Л. Сектоведение. Нижний Новгород. Изд. Братства во имя св. князя Александра Невского. 2003. С. 30). სამწუხაროდ, ამო-ს თაყვანისმცემელთა მსხვერპლი არცთუ მცირეა და სექტა "ზეციური კარიბჭე" გამონაკლისი როდია. "უცხოპლანეტელთა" მოქმედების გულდასმითი ანალიზი, მაგალითად, მრავალი ათწლეულის განმავლობაში მათი მოქმედების სცენარის განმეორებადობა, აჩვენებს, რომ მათი საქციელი, როგორც ჩანს, უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს ყურადღების მიპყრობას, ნდობის მოპოვებას, და არა ადამიანის გამოკვლევას და სამყაროს ხსნას (От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001). ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს ჩვენი ფსიკიქის საინტერესო თვისება: თუ ადამიანი უშვებს ლოგიკურად უაზრო საქციელს, ამან შეიძლებ ის ტრანსში ჩააგდოს (Хассен С. Освобождение от психологического насилия. СПб., Прайм-ЕВРОЗНАК. 2001). ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ "უცხოპლნეტელებთან" კონტაქტების უშინაარსობა წარმოადგენს პოტენციალური კონტაქტორის ფსიქიკაზე ზემოქმედების მეთოდს მისი შთაგონებადობის ამაღლების მიზნით. თანამედროვე მეცნიერებს არ შეუძლიათ ცალსახად ახსნან ამო-ს ფენომენი (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С. 222). ამასთან დაკავშირებით არსებობს თეორიები, თუმცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი მაინც არ არსებობს. ფენომენის უცხოპლანეტური წარმოშობის ვერსიის წინააღმდეგ მეცნიერები აყენებენ შემდეგ არგუმენტებს: პირველი: ისინი ამბობენ, რომ თანამედროვე მეცნიერება შესაძლებლობას არ აძლევს ხომალდებს, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ მატერიალურ ბუნებას, გადაადგილდნენ ვარსკვლავთა ერთი სისტემიდან სხვა სისტემაში, კლასიკური სივრცობრივ-დროებითი მანძილის გადალახვით, თანაც ხომალდებს სინათლის სიჩქარეზე მეტი სისწრაფე არ გააჩნიათ (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С. 236). მეორე: ამბობენ, რომ უცხოპლანეტელებს გაუჭირდებათ კავშირის დამყარება თავიანთ პლანეტასთან უზარმაზარი მანძილის გამო, გარდა ამისა, ხელსაწყოებით ფიქსირებული ობიექტები საკმაოდ მცირე ზომისაა საპლანეტთაშორისო მოგზაურობისთვის. ამაზე ამო-ს მომხრეები ამბობენ, რომ გადაფრენა ხორციელდება დიდ ხომალდებზე, რომლებიც იმალებიან, მაგალითად, მთვარეზე (იქვე. გვ. 237), ხოლო დედამიწაზე მოფრინავენ პატარა ხომალდები. ბუნებრივია, რომ ყოველივე ამის არც დამტკიცება არის შესაძლებელი და არც უარყოფა. ამასთანავე, "უცხოპლანეტელთა" ხომალდების უნარი მყისიერ გამოჩდნენ და მყისიერ გაუჩინარდნენ, შეიცვალონ ფორმა და ასევე, გადაადგილდნენ ნებისმიერი ტრაექტორიით, ეწინააღმდეგება ფიზიკის ყველა კანონს. მაგრამ, ამო-ს მომხრეები ამ არგუმენტებს უარყოფენ მით, რომ ამო შეიძლება ფლობს ჩვენთვის უცნობ ტექნოლოგიებს და "უცხოპლანეტელთა" ტექნიკური შესაძლებლობების შეფასება იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც დედამიწელთა მეცნიერებას გააჩნია, არაკორექტულია. და ბოლოს, უკანასკნელი არგუმენტი ამო-ს წინააღმდეგ - ეს არის მათი ჯიუტი სურვილი დაამყარონ ფიქსირებული კონტაქტი კაცობრიობასთან (იქვე. გვ. 238). მაგრამ, თუ მეცნიერებას არ ძალუძს უპასუხოს, ვინ არიან "უცხოპლანეტელები", იქნებ გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ მეცნიერულ ცოდნათა სფერო შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური სამყაროთი, ხოლო, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, "უცხოპლანეტელები" თავიან ქმედებებში ხშირად მიმართავენ ადამიანის სულიერ ცხოვრებას, უქადაგებენ მათ იდეებს, რომლებიც უცნაურად წააგავს ოკულტიზმს. ადამიანის ცხოვრება არ შეიძლება მოთავსდეს მხოლოდ სამეცნიერო ცოდნის ჩარჩოებში, ეს არის რელიგიური აზროვნების სფერო. რადგან ასეა, მაშინ, იქნებ იმ კარზე არ აკაკუნებს კაცობრიობის ცნობისმოყვარე წადილი? ჯონ კილის აზრით, რომელსაც ალბათ უნდა დავეთანხმოთ: "... ამო-ს ფენომენის მთავარი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ასპექტი, სამეცნიეროს გარდა, არის თეოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტი. ამო-ს პრობლემას ვერასოდეს ამოხსნის მეცნიერება, თუკი ისინი თავისუფალი ხელოვნების, თოლოგიის და ფილოსოფიის ცოდნით არ აღიჭურვებიან. სამწუხაროდ, სამეცნიერო დისციპლინათა უმეტესობის შესწავლას იმდენი დრო და ძალა სჭირდება, რომ უბრალოდ არ არსებობს ფიზიკური შესაძლებლობა კიდევ სხვა რაღაცა იქნეს შესწავლილი" (Киль Джон А. НЛО: операция «Троянский конь». Нью-Йорк. 1970. Гл. 12. Космические шутники). მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ვიცით ამ არსებათა შესახებ და იდუმალებით მოცულ "უცხოპლანეტელთა" ფენომენს შევხედოთ ქრისტეანული რელიგიის კუთხით. ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ადვილად გადაადგილება სივრცეში, ფიზიკური კანონების აბსოლუტური დარღვევით და ასევე, ადვილად შეუძლიათ თავიანთი ფორმის შეცვლა. მათი მოახლოვება შიშს გვრის პირუტყვთა და ადამიანთ. მათთან ურთიერთობა დამანგრეველია ადამიანის ფსიქიკისა და ჯანმრთელობისთვის. ისინი აქტიურად ესწრაფვიან შეცვალონ კონტაქტორთა ფსიქოლოგია და მსოფლმხედველობა. ხშირად ადამიანთა კონტაქტები "უცხოპლანეტელებთან" მთავრდება კონტაქტორთა თვითმკვლელობით. ეს არსებები აქტიურად ნერგავენ იდეას, რომელიც მიმართულია "უცხოპლანეტელთა", როგორც კაცობრიობის "მხსნელთა" თაყვანისცემისკენ, - ეს იდეები, როგორც ჩანს, უკვე თავისთავად ანტიქრისტეანულია, სამაგიეროდ თანხმიერია ოკულტური იდეებისა და სწავლებებისა. თქვენ არაფერს გახსენებთ ზემოთნათქვამი? "უცხოპლანეტელები" დეტალურად იმეორებენ იმ სულიერ არსებათა თვისებებს, რომელთა გვერდითაც კაცობრიობა ცხოვრობს თავისი არსებობის განმავლობაში და რომლებიც კარგად არიან ცნობილი მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი გამოცდილებით. ამ არსებათა ქცევის ხასიათი და მათთან ურთიერთობის შედეგები აშკარად გვაძლევენ უფლებას ვუწოდოთ მათ დემონები. თვით სტანდარტული გარეგნობა ამ "უცხოპლანეტელებისა", გვაგონებს იმ არსებათა გარეგნობას, რომელიც ხშირად ევლინებათ სპირიტუალური სეანსების მონაწილეებს: "... არქიეპისკოპოსი ტომას კოლი აღწერს მატერიალიზაციის საინტერესო შემთხვევას, რომელიც მოხდა ექიმთა და სასულიერო პირთა ჯგუფის თვალწინ: "სულმა დაიწყო ფორმირება, დოქტორ მონკზე (ფრენსის მონკი - მედიუმი) 8 დიუიმით მეტი გახდა, თანდათანობით გაიზარდა და საბოლოოდ ჩვენს თვალწინ წარსდგა ბრინჯაოს სკულპტურის მსგავსი დაკუნთული ეგვიპტელი გიგანტი, ძლიერი და დამოუკიდებელი... მე მივედი სულთან, რათა გამეზომა მისი ხელები, რომლებიც, მოკლე ჰქონდა, როგორც აღმოსავლელი ხალხებისთვის არის დამახასიათებელი, წვრილი მაჯები, მაგრამ მასიური, თმებით დაბურძგვნილი კუნთები. სულს თვალები ჰქონდა შავი და გამჭოლი, მაგრამ არა სასტიკი; თმები პირდაპირი და კუპრივით შავი, ულვაშები ჩამოშვებული და გრძელი წვერი. არსება აღსავსე იყო სიცოცხლითა და ექსპრესიით, რომელიც ოდნავ წააგავდა სფინქსს. სულის თავსაბურავი იყო ძალიან უცნაური, რომელიც მოგაგონებდა მეტალის არახჩინს წინიდან ემბლემით. ჩამოწეული ჰქონდა შუბლზე, რომელიც ბრწყინავდა და ნაოჭებად ერთდებოდა წარბს ზემოთ. სიცივემ დამიარა ტანში როდესაც შევეხე, მისი ასოები თითქოსდა დნებოდნენ, როგორც თოვლის ფიფქები, და მყისიერ თავდაპირველ ფორმას უბრუნდებოდნენ" (იქვე). ჯონ კილი ამ შემთხვევას ასე განმარტავს: "სპირიტისტულ წრეებში ასეთ არსებას ავტომატურად უწოდებენ სულს, ანუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელის აჩრდილს. და თუკი იგივე არსება, იმავე მეტალის არახჩინიში შემოსილი, გამოძვრება დასავლეთ ვირჯინიის ბუჩქებიდან და განმარტოებულ შეყვარებულთ დააფრთხობს, მაშინ მას უცხოპლანეტელ კოსმონავტად შერაცხავენ. ოკულტური შემთხვევები იმდენად ბევრია, რომ არ მაქვს შესაძლებლობა მიმოვიხილო თუნდაც უფრო მნიშვნელოვანი მათ შორის, მაგრამ არსებობს უამრავი შესანიშნავი წიგნი ამ თემაზე, რომლებიც სრულიად ააშკარავებენ მოცემულ პრობლემას. თუ გექნებათ დრო და მოთმინება წაიკითხოთ ეს წიგნები, მათში დამოწმებულ მაგალითებში შეამჩნევთ ამო-ს ფენომენის ზუსტ ანალოგიებს. თქვენ მიხვდებით, რამდენად მკაფიოდ გამოიხატება ერთი და იგივე ძალთა მოქმედების სურათი ორივე შემთხვევაში" (იქვე). ამ პოზიციას იზიარებდა, აწ, სამწუხაროდ, უკვე ტრაგიკულად დაღუპული აკადემიკოსი ვიქტორ იოზეფის ძე ვეინიკი, კერძოდ, ის წერდა: "... ამო-ს "უცხოპლანეტური" წარმოშობა - ეს მხოლოდ ნიღაბია, სატყუარაა, რომლის ჭეშმარიტი არსი და მიზანი მდგომარეობს სხვა რამეში. ამ სატყუარას დღეს მრავალი წამოეგო, უფრო ისინი, ვინც ტანჯული კაცობრიობის გადარჩენას უმაღლესი კოსმიური გონის დახმარებით ელის... განსაკუთრებული ყურადღება მინდოდა გამემახვილებინა "უცხოპლანეტელთა" მისწრაფებაზე, ადამიანთა ცნობიერებაში ჩანერგონ ამ ფენომენის უცხოპლანეტური წარმომავლობის იდეა, რომელიც თითქოსდა უბედურებაში გახვეული ცივილიზაციის ხსნას ისახავს მიზნად..." (Вейник А.И. Термодинамика реальных процессов. Минск. Наука и техника. 1991. С. 527, 530). მოდი მივმართოთ წმიდა წერილს და გავიხსენოთ, რას გვასწავლის ის ბოროტების სულთა შესახებ. უპირველეს ყოვლისა წერილი დემონთ პირდაპირ უწოდებს "ამ ბნელი საწუთროს მპყრობელებსა და ცისქვეშეთის უკეთურ სულებს" (ეფეს 6:12). ისინი არიან მზაკვარნი, გამოსცდიან ადამიანებს, თამაშობენ მათ ვნებებზე. შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ფორმა ადამიანის სახიდან მოყოლებული ნათლის ანგელოზით დამთავრებული და თვით ქრისტეს სახეც კი: "თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც" (2 კორინთ. 11:14-15). დემონებს შეუძლიათ სივრცეში უდიდესი სისწრაფით მყისიერი გადაადგილება. ბიბლიაში მოტანილია მრავალი შემთხვევა შეპყრობილობისა და იმ ტანჯვისა, რასაც დაცემული სულები შეამთხვევენ ადამიანებს. ეშმაკი არის მკვლელი (იოანე 8:44), ამიტომაც მასთან ან მის მსახურებთან შეხვედრამ შეიძლება ადამიანის სულში გამოიწვიოს ძრწოლა და შიში. "უცხოპლანეტელთა" სულიერ წარმომავლობაზე ამავე აზრისაა ჯონ კილიც: "დემონოლოგია - ეს მორიგი აბსურდოლოგია როდია. ძველი ნაშრომებიდან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მონსტრები და დემონები ადამიანთან ერთან თანაარსებობდნენ მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. ამ თემაზე დაწერილია მრავალი წიგნი, რომელთა ავტორები იყვნენ უგანათლებულესი მღვდლები, ობიექტური მკვლევარები და მეცნიერები, რომლებიც ეყრდნობოდნენ ურიცხვ ბრწყინვალედ დოკუმენტირებულ მოწმობას და აღწერდნენ ამ ე. წ. დემონურ შემთხვევებს. მოვლენები, რომლებიც აღწერილია ამ ძლიერ შთამბეჭდავ ლიტერატურაში, თუ იდენტური არ არის, ძალზედ წააგავს ამო-ს ფენომენს. დემონომანიის მსხვერპლნი კი დაქვემდებარებულნი არიან იმავე ემოციურ და ფიზიოლოგიურ სტრესებს, რასაც ამო-ს კონტაქტორები (Киль Джон А. НЛО: операция «Троянский конь». Нью-Йорк. 1970. Гл. 12. Космические шутники). მაშ, რატომ არის, რომ ჩვენს დროში ადამიანთა ცდუნება ხორციელდება "უცხოპლანეტელთა" სახით? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სულაც არ არის ძნელი. დემონები ადამიანებს აცდუნებენ იმით, რითც შეიძლება მათი ცდუნება. როგორიც არის საზოგადოების მენტალიტეტი, ისეთია ცდუნების ფორმაც! "XX საუკუნე დაბეჯითებით ითხოვდა ახალ მეთოდებს. კაცობრიობა სწრაფად მიიწევდა წინ მეცნიერულ პროგრესთან ერთად, ამიტომაც, ბოროტ და დაცემულ სულებს რელიგიური კამუფლიაჟი აუცილებლად უნდა შეეცვალათ ფსევდომეცნიერულით. ძნელი არ იყო იმის წინასწარგანჭვრეტა, რომ მეცნიერული დემონსტრაციის მთელი სერია (უცხოპლანეტელებზე მინიშნებებით) დაიპყრობდა რელიგიისგან მოწყვეტილ ადამიანთა ცნობიერებას" (იქვე.Гл. 13. Лучшее средство против укусов аллигатора). რადიოტელესკოპები უსმენენ კოსმოსს და ეძიებენ "გონიერ თანამოძმეთ". სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის იდეა სრულიად მისაწვდომი და გასაგებია თანამედროვე ადამიანისთვის. თანამედროვე საზოგადოება სეკულარულია თავისი არსით. XIX და XX საუკუნეები იყო ტექნიკური პროგრესის ეპოქა და დედამიწის ბინადართათვის "უცნობი, არამიწიერი ტექნოლოგიებისადმი" რწმენა შესანიშნავი სატყუარა აღმოჩნდა დემონთათვის. არა, დღეს ადამიანები ღმერთს როდი უარყოფენ. მაგრამ მათი რწმენა არ არის ღრმა, გააზრებული და მტკიცე. სარწმუნოება ადამიანისგან ითხოვს სულიერ ძალისხმევას, ღვაწლს (მათე 7:13), მაგრამ ადამიანს მაინც დინების მიმართულებით ცურვა ურჩევნია. ეკლესიაში შესული ის "ყოველ შემთხვევისთვის" აანთებს სანთელს, თუმცა იგივე ადამიანს, თავისუფალ დროს, შეუძლია გაერთოს ოკულტური ლიტერატურით ან შეიაროს ასტროლოგთან და მომავალი აწინასწარმეტყველებინოს; ან კიდევ, ცუდად გახდომის შემთხვევაში მიაშუროს ექსტრასენსს. ასეთია ჩვენი თანამედროვე ადამიანის სულიერი სახე. შედეგად, საზოგადოება თანდათანობით უფრო იჟღინთება ოკულტიზმით. ყველაფერი მარტივადაა: პოპულარულ საქონელს თუ გააყალბებ, ხელსაც კარგად მოითბობ. ასე იქცევა ეშმაკიც და ამგვარი მეთოდით "ითბობს ხელს" ადამიანთა სულების მიმხრობითა და მათი საბოლოო წარწყმედით. მისი მიზნების შესახებ ასე გვაფრთხილებს წმიდა წერილი: "განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტრე 5:8). დანარჩენი კი მეთოდის საქმეა. ამის შესახებ წერს ჯონ კილიც: "... წარსულში ფენომენს რელიგიური თვალსაზრისი გადაჰქონდა საკუთარ თავზე, ზუსტად ისე, როგორც დღეს იწოდება იგი უცხოპლანეტელთა ვერსიად. ოპერაცია "ტროას ცხენი" - ეს არის ძალიან ძველი თამაში, რომელსაც დღესაც, ოღონდ უფრო განახლებული ფორმით, თამაშობენ დემონები. ეშმაკის გუშინდელი ემისრები შეიცვალა საიდუმლო "ადამიანებით შავებში". ბიბლიური ჟამის კვაზიანგელოზები შეიცვალნენ შთამბეჭდავი კოსმონავტებით. დემონები, ეშმაკები და ფსევდოანგელოზები ძველად ყოველთვის მატყუარებად და მძარცველებად მიაჩნდათ. ასეთ მატყუარებად და თვითმარქვიებად გვევლინებიან ჩვენს დროში "უცხოპლანეტელი" "ჰუმანოიდებიც" (იქვე. Гл. 12. Космические шутники). http://www.apocalypse.ge/sxv_ufo_zveli_gve...i_satyuara.html -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
k@the |
Aug 16 2011, 05:31 PM
პოსტი
#3
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემებს თავად იფიქრებ?
-------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
George Leluashvili |
Aug 16 2011, 05:34 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
k@the
ციტატა ამ თემებს თავად იფიქრებ? რათქმაუნდა რატომ მეკითხები? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
k@the |
Aug 16 2011, 05:38 PM
პოსტი
#5
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
k@the რათქმაუნდა რატომ მეკითხები? ისე, დამაინტერესა თავად ხარ ასეთი იდეებით სავსე თუ სესხულობ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
George Leluashvili |
Aug 16 2011, 05:40 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
k@the
ციტატა ისე, დამაინტერესა თავად ხარ ასეთი იდეებით სავსე თუ სესხულობ. არა, თავად ვარ ასეთი. შენი აზრით კარგია თუ ცუდი? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
k@the |
Aug 16 2011, 05:49 PM
პოსტი
#7
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
k@the არა, თავად ვარ ასეთი. შენი აზრით კარგია თუ ცუდი? კარგიც და ცუდიც პ.ს. თემას გავცდით. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ikanosi |
Aug 16 2011, 05:51 PM
პოსტი
#8
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ისე ერთი ავტობოტი რომ დაეცეს ჩემს სახლს არ ვარ წინააღმდეგი
-------------------- ფარით ან ფარზე
|
George Leluashvili |
Aug 16 2011, 05:57 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ikanosi
რო ჩაგიყოლოს არ გეშინია? ვაოფეეებთ! -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Kanishtha-Adhikar |
Aug 16 2011, 07:46 PM
პოსტი
#10
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
მდაა...
ეს კი არ მომწოოონს ციტატა ამბობენ, რომ უცხოპლანეტელებს გაუჭირდებათ კავშირის დამყარება თავიანთ პლანეტასთან უზარმაზარი მანძილის გამო, გარდა ამისა, ხელსაწყოებით ფიქსირებული ობიექტები საკმაოდ მცირე ზომისაა საპლანეტთაშორისო მოგზაურობისთვის. ამაზე ამო-ს მომხრეები ამბობენ, რომ გადაფრენა ხორციელდება დიდ ხომალდებზე, რომლებიც იმალებიან, მაგალითად, მთვარეზე (იქვე. გვ. 237), ხოლო დედამიწაზე მოფრინავენ პატარა ხომალდები. არსებობენ სრულყოფილი იოგები, რომლებიც ირჩევენ, თუ სად, რომელ პლანეტაზე უნდა წავიდნენ. არსებობს ურიცხვი მატერიალური პლანეტა და ამ პლანეტებს მიღმა სულიერი სამყაროა. იოგებს ეს ცნობები ვედური ლიტერატურიდან აქვთ მიღებული. ვედურ ლიტერატურაში აღწერილია მაღალი პლანეტები და სულიერი სამყარო. იოგმა ყველაფერი იცის;შეუძლია ნებისმიერ პლანეტაზე გადაინაცვლოს. ამისთვის კი მას რაკეტა არ სჭირდება ციტატა გადაფრენა ხორციელდება დიდ ხომალდებზე, რომლებიც იმალებიან, მაგალითად, მთვარეზე თუკი ადამიანი იოგური პროცესის საშუალებით მთვარეზე გადაინაცვლებს, მიაღწევს ხანგრძლივ სიცოცხლეს. მაღალ პლანეტებზე ჩვენი 6 თვე ერთ დღეს უდრის. ამრიგად, ცოცხალი არსებები მათზე 10 000 წლის მანძილზე ცხოვრობენ. ეს აღწერილია ვედურ ლიტერატურაში. უდაოდ შესაძლებელია სიცოცხლის გახანგრძლივება, მაგრამ სიკვდილი მაინც გარადუვალია. თუკი იოგს აინტერესებს მთვარის ნახვა, შეუძლია თქვას "მოდი ვნახავ როგორია მთვარე, შემდეგ კი მაღალ პლანეტებზე წავალ", ისევე როგორც ადამიანები მიემგზავრებიან ევროპაში, კალიფორნიაში, კანადაში, ან დედამიწის სხვა ქვეყნებში. იოგას პრინციპით შესაძლებელია მრავალ ადგილას წასვლა, მაგრამ ყველგან "ვიზებია" და "ბაჟის სისტემას" წავაწყდებით. სხვა პლანეტებზე წასასვლელად სათანადო კვალიფიკაციაა საჭირო. ციტატა თუ მეცნიერებას არ ძალუძს უპასუხოს, ვინ არიან "უცხოპლანეტელები", იქნებ გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ მეცნიერულ ცოდნათა სფერო შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური სამყაროთი, ხოლო, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, "უცხოპლანეტელები" თავიან ქმედებებში ხშირად მიმართავენ ადამიანის სულიერ ცხოვრებას, უქადაგებენ მათ იდეებს, რომლებიც უცნაურად წააგავს ოკულტიზმს. შესაძლოა ამ კითხვაზე სწორი პასუხი მეცნიერებას არ გააჩნია, მაგრამ პასუხი კრიშნას ცნობიერ პიროვნებებს გააჩნიათ. სხვადასხვა ღვთაებებს, ანუ ძლევამოსილ განმგებელ პირებს კოსმოსურ პოცესთა მართვა აქვთ დავალებული. ვინც ვერ ხვდებიან კოსმოსის მოწყობილობის სირთულეებს დასცინიან ღვთაებების მიერ ცეცხლის, ჰაერის, ელეტროობის, დღის, ღამისა და სხვა პროცესების პიროვნული განმგებლობის იდეას. მაგრამ სრულქმნილმა იოგებმა იციან, როგორ დააკმაყოფილონ მატერიალურ პროცესთა ეს უხილავი განმგებელნი და სარგებლობენ რა ამ მმართველთა კეთილი ნებით, ანტიმატერიალურ სამყაროში, ან მატერიალური ზეცა უმაღლეს პლანეტებზე შეღწევისათვის შექმნილი ხელსაყრელი დრო რომ დაუდგებათ, საკუთარი სურვილით ტოვებენ მატერიალურ სხეულებს. მატერიალურ სამყაროს მაღალ პლანეტებზე ასეულ ათასობით წლების მანძილზე იოგები გაცილებით უკეთესი და სასიამოვნო ცხოვრებით ტკბებიან, მაგრამ სიცოცხლე არც ამ პლანეტებზეა მარადიული. ისინი, ვისაც მარადიული ცხოვრება სურთ, მისტიური ძალების მეშვეობით შედიან ანტიმატერიალურ სამყაროებში, როდესაც ამის შეასძლებლობას აძლევენ კოსმოსურ პროცესთა მმართველი ნახევარღმეთები, რომლებიც უხილავნი არიან "დედამიწად" წოდებულ მეშვიდე რიგის პლანეტაზე დასახლებული უკიდურესი მატერიალისტებისათვის. ასე, რომ ე.წ. უცხოპლანეტელებიც არსებობენ, (ოღონდ არა ისეთნი დღეს რომ წარმოუდგენიათ) და სხვადასხვა ანტიმატერიალური, თუ მატერიალური სამყაროებიც, სადაც ცოცხალი არსებები ბინადრობენ. ბევრს შეიძლება სასაცილოდ მიაჩნდეს რაც დავწერე, მაგრამ ეს ყოველივე აღწერილია ვედურ წმინდა, ავტორიტეტულ წერილებში. ის, რაც ვედებშია დაწერილი, მეცნიერებამ მხოლოდ ამ უკანასკნელ საუკუნეებში აღმოაჩინა, არადა ყველაფერი სრული სიზუსტით იყო გადმომცემული ვედურ წყაროებში. მეცნიერებას არ სურს წმინდა წერილთა შესწავლა, არადა ყველაფერი, რასაც ისინი იკვლევენ, სრული სიზუსტით წერია მათში. ხარჯავენ უამრავ თანხას, მილიარდებს, და იმას იკვლევენ, რაც უკვე კარგა ხანია გამოკვლეულია. ეს მე დავწერე როგორც ვაიშნავმა და თუ რამე დაგაინტერესებთ, შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Aug 16 2011, 08:02 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
Kanishtha-Adhikar
ციტატა არსებობს ურიცხვი მატერიალური პლანეტა და ამ პლანეტებს მიღმა სულიერი სამყაროა. სწორია! ბიბლიაშიც იგივე აზრია დამტკიცებული. - კიდევ ერთი მსგავსება ბარემ ვიტყვი, რომ ბიბლია რათქმაუნდა ცნობს ურიცხვ მატერიალურ სამყაროებს, მაგრამ არ ცნობს მათზე სხვადასხვა (ადამიანთა მსგავს) ცოცხალი არსებების ყოფიერებას. ბიბლიის თქმით ცოცხალი არსებებით დასახლებული პლანეტა ერთადერთია და იგი დედამიწაა, სადაც ღმერთმა თავისი მსგავსი ქმნილება-ადამიანი დაასახლა. ალბათ იმასაც მიხვდებოდი, რომ მართლმადიდებლობა სრულიად უარყოფს უცხოპლანეტელთა, ჰუმანოიდთა და სხვა რაღაც მსგავსი არსებების ყოფიერებას. დაწერილი როგორც ასეთი საინტერესო იყო, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი.თუმცა ამ ყოველივეს შესწავლა საინტერესო და მნიშვნელოვანია. ჰოდა რა მინდა გთხოვო:მატერიალური სამყაროების უმაღლესი პლანეტის შესახებ დაწერე თუ შეგიძლია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Aug 16 2011, 08:22 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ბარემ ვიტყვი, რომ ბიბლია რათქმაუნდა ცნობს ურიცხვ მატერიალურ სამყაროებს, მაგრამ არ ცნობს მათზე სხვადასხვა (ადამიანთა მსგავს) ცოცხალი არსებების ყოფიერებას. ბიბლიის თქმით ცოცხალი არსებებით დასახლებული პლანეტა ერთადერთია და იგი დედამიწაა, სადაც ღმერთმა თავისი მსგავსი ქმნილება-ადამიანი დაასახლა. სად წერია, რომ დედამიწის გარდა ცოცხალი არსებები არსად არიან? ციტატა ალბათ იმასაც მიხვდებოდი, რომ მართლმადიდებლობა სრულიად უარყოფს უცხოპლანეტელთა, ჰუმანოიდთა და სხვა რაღაც მსგავსი არსებების ყოფიერებას. დაწერილი როგორც ასეთი საინტერესო იყო, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი.თუმცა ამ ყოველივეს შესწავლა საინტერესო და მნიშვნელოვანია. სად არის უარყოფა? ბიბლია მასეთ საკითხებს საერთოდ გვერდს უვლის, იმიტომ რომ ეს წმინდა წერილის მიზანი არც არის, იკვლიოს ბუნება. რატომ ეძებთ საბუნებისმეტყველო საკითხების ამოხსნას წმინდა წერილში? მაინც ვერ იპოვით. ისე, ოკულტურ მეცნიერებებში არის მინიშნებები კოსმოსში, დედამიწის მიღმა მცხოვრებ არსებებზე, ოღონდ ცოტა ბუნდოვნად. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
Aug 16 2011, 11:07 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
ციტატა სად წერია, რომ დედამიწის გარდა ცოცხალი არსებები არსად არიან? და სად წერია რომ არიან? რადგან მათ შესახებ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, ბუნებრივია ვთქვათ, რომ ისინი არ არსებობენ. ბიბლიაში ნათლად და გარკვევით წერია თუ რა ცოცხალი არსებები შექმნა უფალმა. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის შესაბამის მუხლებს მოვიყვან წიგნიდან "დაბადება". "19.იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე. 20.თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. 21.შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. " (დაბადება 1 ) ეს რაც შეეხებოდა წყლის ბინადართ, ზოგადად-თევზებს. "24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. " ეს ცხოველები 26.თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. "(დაბადება 1) და ესეც ადამიანი. რაც შეეხება ანგელოზებს, რათქმაუნდა ისინიც უფალმა შექმნა ხილულ სამყაროზე წინ. ამას ადასტურებენ შემდეგი მუხლები: "7. ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მიქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი. (იობი 38)" "რომელმან შექმნა ანგელოზნიმისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა"(ფსალმუნი 103,4) აქედან გამომდინარე ბიბლიაში ნათლადაა მოცემული ყველა ცოცხალი არსების შექმნის მომენტი. ბიბლია არაფერს ამბობს უცხოპლანეტებსა თუ მსგავს არსებებზე. თუ მე ვცდები და არასწორს ვამბობ, ბიბლიიდან დამიდასტურე. ციტატა ბიბლია მასეთ საკითხებს საერთოდ გვერდს უვლის, იმიტომ რომ ეს წმინდა წერილის მიზანი არც არის ცდები გიორგი. ეს სრულიად უსაფუძვლო მტკიცებაა. თუ შენ ნათქვამს ვერწმუნები, მაშინ მრავალი კითხვა იბადება თავისთავად და არამგონია მასზე პასუხი მომცე დამაკმაყოფილებლად. რატომ უვლის ბიბლია გვერდს სხვა არსებების არსებობის შესახებ? როგორ, თუ ვიცით რომ არსებობენ ანგელოზები, რატომ არ უნდა ვიცოდეთ არსებობენ თუ არა სხვა ზებუნებრივი ძალები?(ამ შემთხვევაში "უცხოპლანეტელები") რატომ მალავს ამას ბიბლია? მასში ხომ ყველაფერზე მოიძებნება პასუხი. განა ღმერთმა ეს იმიტომ დამალა, რომ ადამიანის მდიდარი ფანტაზიისთვის გზა გაეხსნა და მრავალი წარმართული იდეა აღმოცენებულიყო? რატომ აწვალებს ღმერთი ადამიანებს, ბარემ ეთქვა რომელიმე ბიბლიის ავტორის პირით, რომ სხვა პლანეტებზეც არიან ცოცხალი არსებები. ხედავ გიორგი, არასწორია შენი მსჯელობა ამ საკითხისადმი. ციტატა რატომ ეძებთ საბუნებისმეტყველო საკითხების ამოხსნას წმინდა წერილში? მაინც ვერ იპოვით. რაო??? დამისახელე რომელიმე საბუნებისმეტყველო საკითხი, რომელსაც ბიბლიაში ვერ ვიპოვი. ვერ გავიგე, ბიბლიაში ის თუ მიწერია, რომ ასებობენ მრავალი ციური სხეულები, მრავალი პლანეტები, ურიცხვი სამყაროები, ბარემ ისიც წერებულიყო, რომ მათზე ცოცხალი არსებები ბინადრობენ ციტატა ისე, ოკულტურ მეცნიერებებში არის მინიშნებები კოსმოსში, დედამიწის მიღმა მცხოვრებ არსებებზე, ოღონდ ცოტა ბუნდოვნად. და მერე შენ ოკულტიზმს ეთანხმები? ეგ ხომ პრინციპულად ეწინააღმდეგება ბიბლიას! გჯერა რასაც წმინდა მამები, ეკლესია და ბიბლია ამბობს?(მგონი თავიდანვე ამ კითხვით უნდა დამეწყო საუბარი) -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Aug 16 2011, 11:36 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა და სად წერია რომ არიან? რადგან მათ შესახებ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, ბუნებრივია ვთქვათ, რომ ისინი არ არსებობენ. არც ის წერია რომ არიან, მაგრამ არც ის წერია, რომ არ არიან. და მათი არსებობა-არსებობა არ წყვეტს ქრისტიანობის რაიმე საკითხს. ციტატა რატომ უვლის ბიბლია გვერდს სხვა არსებების არსებობის შესახებ? გვერდს უვლის ნუ იგებ ისე, რომ ეს არის ნაკლი წმინდა წერილის. ბიბლიაში გონიერი არსებების სრული და ამომწურავი ჩამონათვალი არც არის საჭირო იყოს. ეს უბრალოდ არ არის მნიშვნელოვანი სულიერი წინსვლისთვის. ციტატა როგორ, თუ ვიცით რომ არსებობენ ანგელოზები, რატომ არ უნდა ვიცოდეთ არსებობენ თუ არა სხვა ზებუნებრივი ძალები?(ამ შემთხვევაში "უცხოპლანეტელები") რატომ მალავს ამას ბიბლია? მასში ხომ ყველაფერზე მოიძებნება პასუხი. არაფერს არ მალავს. რომც არსებობდნენ არაა საჭირო. რაში მჭირდება ამისი ცოდნა? ციტატა განა ღმერთმა ეს იმიტომ დამალა, რომ ადამიანის მდიდარი ფანტაზიისთვის გზა გაეხსნა და მრავალი წარმართული იდეა აღმოცენებულიყო? რატომ აწვალებს ღმერთი ადამიანებს, ბარემ ეთქვა რომელიმე ბიბლიის ავტორის პირით, რომ სხვა პლანეტებზეც არიან ცოცხალი არსებები. ისევ დამალვაზე მიდიხარ. რა შუაშია დამალვა? ბიბლია არ არის საბუნებისმეტყველო წიგნი. მაგ "დამალვების" გარეშეც მშვენივრად აღმოცენდა წარმართული ცნობიერება. ციტატა რაო??? დამისახელე რომელიმე საბუნებისმეტყველო საკითხი, რომელსაც ბიბლიაში ვერ ვიპოვი. ვერ გავიგე, ბიბლიაში ის თუ მიწერია, რომ ასებობენ მრავალი ციური სხეულები, მრავალი პლანეტები, ურიცხვი სამყაროები, ბარემ ისიც წერებულიყო, რომ მათზე ცოცხალი არსებები ბინადრობენdntknw.gif სად ხსნის ბიბლია მეცნიერულად საბუნებისმეტყველო საკითხებს? ეგ იკვლიოს ადამიანმა თავისი გონებით. აქვს ტვინი და ეძებოს. ისევ ქრისტიანულ სასწავლებლებშიც ასწავლიან, რომ ბიბლია არ არის ჩვენი მიწიერი გაგებით მეცნიერების გადასაცემად დაწერილი. მასში ასახულია სულიერი გზა რაზეც დამყარდება მიწიერი. და არა პირიქით. თუ ავტორიტეტები გინდა მოუსმინე აუდიოლექციებს რუსი პროფესორების. ციტატა და მერე შენ ოკულტიზმს ეთანხმები? ეგ ხომ პრინციპულად ეწინააღმდეგება ბიბლიას! მე ოკულტიზმის თემაშიც დავწერე, რომ ოკულტიზმში რას მოიიაზრებ ეგაა გასარკვევი. არა მარტო ოკულტიზმში, სხვა რელიგიებშიც არის სიმართლის მარცვალი და არ არის გამორიცხული, რომ დაემთხვეს ქრისტიანულ თვალსაზრისსა და ობიექტურ რეალობას. ციტატა გჯერა რასაც წმინდა მამები, ეკლესია და ბიბლია ამბობს? ძალიან ზოგადი კითხვაა. ბიბლია რასაც ამბობს, მჯერა, თუმცა მისი განმარტება არაერთვაროვანი და ძალიან რთულია. ზოგი რამის განმარტებას კი დღესაც ვერ ახერხებენ და ალბათ პირადი ღვაწლითა და გამოცხადებით შეიძლება ჩაწვდეს ადამიანი... ზოგიერთ წმინდა მამას კი რომ ცდომილებები ჰქონდათ გარკვეულ საკითხებში, ამას არა ერთ ლექციაში მოისმენ. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
Aug 16 2011, 11:51 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
[quote]არც ის წერია რომ არიან, მაგრამ არც ის წერია, რომ არ არიან. [/quote] ასეთი ლოგიკითიმდენ რამეზე შეიძლება ითქვას რომ არსებობს... ჩამოვთვალო? რაც გამიხარდება იმას დავასახელებ უბრალოდ სასაცილოა [quote]მათი არსებობა-არსებობა არ წყვეტს ქრისტიანობის რაიმე საკითხს.[/quote] თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან ბევრ საკითხს წყვეტს, ძალიან. [quote]გვერდს უვლის ნუ იგებ ისე, რომ ეს არის ნაკლი წმინდა წერილის. [/quote] როგო არ გავიგო? ანუ რაღაც არსებობს და წმინდა წერილი ამის შესახებ არაფერს ამბობს, ესეიგი არ ყოფილა წმინდა წერილი სრულყოფილი. [quote]ბიბლიაში გონიერი არსებების სრული და ამომწურავი ჩამონათვალი არც არის საჭირო იყოს.[/quote] რათქმაუნდა ჩამონათვალი არაა საჭირო, რადან ზოგადად წერია-ცხოველები. მაშინ ეწეროს, რომ არსებობენ სხვა პლნეტებზეც ცოცხალი არსებები და მათი დაკონკრეტება აღარ იქნება საჭირო. წმინდა წერილი იმიტომ არ აკონკრეტებს ცხოველებს, რომ თითოეულ მათგანს ჩვენ ვხედავთ. [quote] ეს უბრალოდ არ არის მნიშვნელოვანი სულიერი წინსვლისთვის.[/quote] მასე, ბევრ რამეზე შეიძლება ითქვას, რომ არაა სულიერ წინსვლაში საჭირო, მაგრამ მაინც ზუსტად გვიწერია ბიბლიაში. [quote]არაფერს არ მალავს. რომც არსებობდნენ არაა საჭირო. რაში მჭირდება ამისი ცოდნა?[/quote] ელემენტარულად იმას გაიგებდი ადამიანზე დიდი პოტენციების მქონე არსებები თუ ცხოვრობენ. ბოლომდე შეისწავლიდი ღმერთის თითოეულ ქმნილებას. [quote]ეგ იკვლიოს ადამიანმა თავისი გონებით[/quote] ზუსტად მასე იკვლიეს მეცნიერებმა და მრავალი სულელური თეორია ჩამოაყალიბეს, რომლებიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგებიან ბიბლიას. [quote]აქვს ტვინი და ეძებოს. [/quote] ტვინი იმისთვის აქვს, რომ ღმერთი შეიცნოს და არა იმისთვის, რომ სისულელეები გამოიგონოს. [quote]ისევ ქრისტიანულ სასწავლებლებშიც ასწავლიან, რომ ბიბლია არ არის ჩვენი მიწიერი გაგებით მეცნიერების გადასაცემად დაწერილი. [/quote] მე კი აბსოლუტურად საპირისპირო წამიკითხავს... [quote]ბიბლია რასაც ამბობს, მჯერა, თუმცა მისი განმარტება არაერთვაროვანი და ძალიან რთულია.[/quote] ბიბლიას თავისი განმმარტებლები თვითონ ღმერთმა დაუდგინა. ესენი იყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმ.მამები, რომლებიც სულიწმინდის კარნახით გნმარტავდნენ წმ.წერილს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მათ თვალდახუჭული ვენდოთ. [quote]ზოგი რამის განმარტებას კი დღესაც ვერ ახერხებენ[/quote] ვარიანტი არარსებობს! [quote]ზოგიერთ წმინდა მამას კი რომ ცდომილებები ჰქონდათ გარკვეულ საკითხებში, ამას არა ერთ ლექციაში მოისმენ.[/quote] ყოველ შემთხვევაში ცდომილებას ფესვი არ გაუდგამს და ძიშივე არაღვთივსულიერად გამოცხადებულა. ერთი გარკვეული პიროვნება შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ ქრისტეს ეკლესია უცდომელია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Aug 17 2011, 12:16 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ასეთი ლოგიკითიმდენ რამეზე შეიძლება ითქვას რომ არსებობს... ჩამოვთვალო? რაც გამიხარდება იმას დავასახელებsmile.gif უბრალოდ სასაცილოაbiggrin.gif მე არ მითქვამს, რომ არსებობენთქო. მაგრამ ვერც უარვყოფდი გადაჭრით. ვერ ვხვდები, რა პრობლემას ქმნის უცხოპლანეტელების არსებობა-არარსებობა(აღვნიშნავ, რომ უცხოპლანეტელში არ ვგულისხმობ აუცილებლად ფილმებში რომ გვინახავს თეფშებიანი ჰუმანოიდები) ციტატა თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან ბევრ საკითხს წყვეტს, ძალიან. კერძოდ? ციტატა როგო არ გავიგო? ანუ რაღაც არსებობს და წმინდა წერილი ამის შესახებ არაფერს ამბობს, ესეიგი არ ყოფილა წმინდა წერილი სრულყოფილი. მაგალითად, წმინდა წერილი თუნდაც შესაქმეს დასაწყისში არ ეხება ცხოველების დაწვრილებით კლასიფიკაციას, არ ასახელებს რომელი სახეობა რომლისგან წარმოიშვა. ეს რა, წმინდა წერილის ნაკლია? ციტატა მასე, ბევრ რამეზე შეიძლება ითქვას, რომ არაა სულიერ წინსვლაში საჭირო, მაგრამ მაინც ზუსტად გვიწერია ბიბლიაში. ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემს ქრისტიანულ ზნეობას არ წყვეტს. კვლავ ავტორიტეტი: ა.ოსიპოვი. ციტატა ელემენტარულად იმას გაიგებდი ადამიანზე დიდი პოტენციების მქონე არსებები თუ ცხოვრობენ. ბოლომდე შეისწავლიდი ღმერთის თითოეულ ქმნილებას. ანგელოზები ხომ ვიცით რომ არსებობენ? ვახერხებთ მათ შესწავლას? ციტატა ზუსტად მასე იკვლიეს მეცნიერებმა და მრავალი სულელური თეორია ჩამოაყალიბეს, რომლებიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგებიან ბიბლიას ასეა თუ ისე, საკვლევია. ამას ვერ წაუვალთ ვერსად. მცდარი წარმოდგენები ადამიანებმა მარტო ახალ დროში კი არ ჩამოაყალიბეს, მეცნიერება რომ არ იყო დღევანდელი გაგებით საერთოდ, მაშინაც აყალიბებდნენ. ციტატა ტვინი იმისთვის აქვს, რომ ღმერთი შეიცნოს და არა იმისთვის, რომ სისულელეები გამოიგონოს. ჰო, მაგრამ ამ ტვინით ჩვენ ვიკვლევთ კიდეც სამყაროს. ციტატა მე კი აბსოლუტურად საპირისპირო წამიკითხავს... ამაზე გამახსენდა ერთ-ერთი სასულიერო პირის ლექცია, რომელიც წარღვნის პერიოდს ხსნიდა და თქვა, შეიძლება მკრეხელობად მოგეჩვენოთ თავიდან, მაგრამ როგორც ვასკვნით, წარღვნა აუცილებლად მთელი მსოფლიო მასშტაბით არ უნდა მომხდარიყოვო. მაშინდელი კაცობრიობის განსახლების ადგილებში იქნებოდაო. ციტატა ბიბლიას თავისი განმმარტებლები თვითონ ღმერთმა დაუდგინა. ესენი იყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმ.მამები, რომლებიც სულიწმინდის კარნახით გნმარტავდნენ წმ.წერილს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მათ თვალდახუჭული ვენდოთ. ეკლესია კი გვასწავლის, რომ ზოგჯერ ცდებოდნენ კიდეც. აგერ თუ გინდა ეს წაიკითხე http://www.mgarsky-monastery.org/kolokol.php?id=44 ციტატა ყოველ შემთხვევაში ცდომილებას ფესვი არ გაუდგამს და ძიშივე არაღვთივსულიერად გამოცხადებულა. ერთი გარკვეული პიროვნება შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ ქრისტეს ეკლესია უცდომელია. ქრისტეს ეკლესია, როგორც ქრისტეს იდუმალი სხეული უცდომელია, მაგრამ მისი მიწიერი გამოხატულება, საეკლესიო იერარქები შემცდარან კიდეც და არა მარტო ცალკეული პირები, კრებაც კი შემცდარა... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
.zakaria. |
Aug 17 2011, 12:32 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
ისე, დამაინტერესა თავად ხარ ასეთი იდეებით სავსე თუ სესხულობ. ტონკად შეყავთ თავიანთი მოძღვრება ფორუმზე 3-4 ნიკს -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
Kanishtha-Adhikar |
Aug 17 2011, 03:21 PM
პოსტი
#18
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ჰოდა რა მინდა გთხოვო:მატერიალური სამყაროების უმაღლესი პლანეტის შესახებ დაწერე თუ შეგიძლია. კარგი, დავწერ მატერიალურ სამყაროში უმაღლეს პლანეტას სატია-ლოკა, ანუ ბრაჰმა-ლოკა ეწოდება ("სატია" ოქროს ნიშნავს, ბრაჰმა კი-ერთ ერთი განმგებელი ნახევარღმეთია) ამ პლანეტაზე უდიდსი ნიჭით დაჯილდოებული არსებები ცხოვრობენ. ბრაჰმალოკას განმგებელი ღვთაება არის მატერიალურ სამყაროში პირველი შექმნილი არსება-ბრაჰმა. ბრაჰმაც ისეთივე სულიერია როგორც ჩვენ, მაგრამ იგი მატერიალურ სამყაროში უდიდესი ნიჭით არის მომადლებული. შრიმად ბჰაგავატამში წერია, რომ: "პურუშას ნაწილი წევს სამყაროს წყალში, მისი ჭიპის ტბიდან იზრდება ლოტოსის ღმერო, ღეროს თავზე მყოფი ყვავილიდან კი ვლინდება ბრაჰმა, სამყაროს ყოველი შემოქმედის მეუფე." (შრიმად ბჰაგავატამი 3,2) პირველი პურუშა კარანოდაკაშაი ვიშნუა. მისი კანის ფორებიდან ურიცხვი სამყარო ამოდის. ეს მომენტი ფრო ნათელი რომ გახდეს, შესაბამის სურათებსაც დავდებ სატია-ლოკას მცხოვრებლებმა სრულყოფილად იციან ვედური სიბრძნე და ამრიგად მათთვის მატერიალური ენერგიის მისიტიკური ღრუბელი გაფანტულია. ამის გამო ისინი ცნობილნი არიან, როგორც გაპიროვნებული ვედები. არსებობს სამი პლანეტარული სისტემა-დაბალი (ადჰო-ლოკა), შუა (მადჰაი-ლოკა) და მაღალი (ურდჰავა-ლოკა) სამყაროები. დედამიწის მცხოვრებლები შუამდებარე სამყაროების დასაწყისში იმყოფებიან. ბრაჰმა და მისი თნასწორი ცოცხალი არსებები კი ზედა სამყაროებში ცხოვრობენ, რომელთაგან უმაღლესი სატიალოკაა. ეს იყო ძირითადი ინფორმაცია სატია ლოკაზე, ანუ უმაღლეს მატერიალურ სამყაროზე. -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
ikanosi |
Aug 17 2011, 03:28 PM
პოსტი
#19
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
Kanishtha-Adhikar
ოუ ოუ ოუ,დასტოპა ახლა ნუ წალეკეთ აქაურობა, თუ მას აინტერესებს, pm ში მიწერე -------------------- ფარით ან ფარზე
|
Kanishtha-Adhikar |
Aug 17 2011, 03:30 PM
პოსტი
#20
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ikanosi
ციტატა ნუ წალეკეთ აქაურობა, თუ მას აინტერესებს, pm ში მიწერე რა მოხდა, დაშავდა რამე? მაშინ ყველაფერი PM-ში ვწეროთ ერთმანეთს. ვისაც არ მოწონს და არ აინტერესებს კიდე, ნუ წაიკითხავს. -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი