თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ სული, სამშვინველი, და სხეული

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 1 2007, 05:59 PM

და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად

დაბადება 2:7

და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა ეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი.

დაბადება 2:21

ასე შეიქმნენ ჩვენი წინაპრები..ადამი და ევა.
როგორც საღვთო წერილიდან ჩანს ადამიანი საოცრად არის შენივთული და გამოძერწილი ღვთისაგან...

მოდით ვილაპარაკოთ ჩვენს შემადგენლობაზე: სულზე სამშვინველზე და სხეულზე, მათ ურთიერთ კავშირზე

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 1 2007, 07:09 PM

სამწუხაროდ ეს სამი ადამიანური სუბსტანცია, ერთმანეთს ექსორიის შემდეგ გაემიჯნა, თითქოს ავტონომიურები გახდნენ... სულს ერთი სურს, სხეულს მეორე სამშვინველი საერთოდ სხვაგან დაფრინავს.....biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არსებითად სამშვინველი სულის 'ქვეტიპია' იგივე ფსიქი. . . ლუკა-ვოინო იასენცკის საკმაოდ სერიოზული ნაშრომი აქვს მისი დასახელება თემის სათაურის ასლია smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 1 2007, 07:27 PM

მნათე

ციტატა
სამწუხაროდ ეს სამი ადამიანური სუბსტანცია, ერთმანეთს ექსორიის შემდეგ გაემიჯნა, თითქოს ავტონომიურები გახდნენ... სულს ერთი სურს, სხეულს მეორე სამშვინველი საერთოდ სხვაგან დაფრინავს.....


ყმაწვილო განგვიმარტე ზოგი ერთი ფრაზა...მაგალითად ექსორია...
ეს რა ცოდვით დაცემას ნიშნავს...?
ქართულად უფრო უკეთ გავიგებთ... ან მნიშვნელობა ფრჩხილებში მიუთითე...

კი მაგრამ სხეული რას გამოხატავს, ანუ რას აკეტებს?
იმას რასაც გონება (სამსვინველი, ფსიქე) კარნახობს? თუ არა?
როდის ხდება ამ სამივეს შეთანხმებული ქმედება?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 1 2007, 07:53 PM

ციტატა
ყმაწვილო განგვიმარტე ზოგი ერთი ფრაზა...მაგალითად ექსორია...
ეს რა ცოდვით დაცემას ნიშნავს...?
ქართულად უფრო უკეთ გავიგებთ... ან მნიშვნელობა ფრჩხილებში მიუთითე...


ოკ, მაპატიე, ეგ ძალიან ცნობილი ტერმინია და გამოძევებას ნიშნავს smile.gif


ციტატა
კი მაგრამ სხეული რას გამოხატავს, ანუ რას აკეტებს?


სხეული ადამიანის ერთი მხარეა... რას გამოხატავს ვერ გეტყვი biggrin.gif

ციტატა
იმას რასაც გონება (სამსვინველი, ფსიქე) კარნახობს? თუ არა?


ხო დაახლოებით biggrin.gif

ციტატა
როდის ხდება ამ სამივეს შეთანხმებული ქმედება?


ეგ მომენტი ალბათ სრულყოფაა smile.gif ან მადლით მონიჭებული ბედნიერება, რაღაც მომენტში biggrin.gif

უი არ გამომრჩეს, ადამიანი ცალკე არც სხეულია და არც სული, არამედ ორივე ერთად smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 1 2007, 08:03 PM

ციტატა(მნათე @ Feb 1 2007, 07:53 PM) *



უი არ გამომრჩეს, ადამიანი ცალკე არც სხეულია და არც სული, არამედ ორივე ერთად smile.gif



ხოდა ამიტო ცოტა დავიბენი! შენ რა ამბობ , რო სული ცალკე მოქმედებს და სხეული ცალკე?
თუ იმას გულისხმობ , რომ ხშირად ადამიანი არ მოქმედებს სულის კარნახით და ამგვარად განუდგება ხოლმე მის ნებას???

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 1 2007, 08:08 PM

ციტატა
ხოდა ამიტო ცოტა დავიბენი! შენ რა ამბობ , რო სული ცალკე მოქმედებს და სხეული ცალკე?
თუ იმას გულისხმობ , რომ ხშირად ადამიანი არ მოქმედებს სულის კარნახით და ამგვარად განუდგება ხოლმე მის ნებას???



სხვა რამაა, ეგ ეპითეტია biggrin.gif

ანუ სხეულებრივი ვნებები ხშირად ეწინააღმდეგება სულიერ მოთხოვნილებებს, და შესაბმისად სინდისიც ჭოჭმანებს რომელ მათგანს 'დაემორჩილოს' biggrin.gif

არასდროს გქონია შეგრძნება როცა წირვაზე წასვლა გინდა, იცი რომ ეს აუცილებელია, მაგრამ შენი სხეული დარჩენისკენ გექაჩება, გონება კი საერთოდ გაკვეთილებისკენ მიიწევს laugh.gif არსებობს ეს წინააღმდეგობა biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 1 2007, 08:15 PM

ციტატა(მნათე @ Feb 1 2007, 08:08 PM) *

არასდროს გქონია შეგრძნება როცა წირვაზე წასვლა გინდა, იცი რომ ეს აუცილებელია, მაგრამ შენი სხეული დარჩენისკენ გექაჩება, გონება კი საერთოდ გაკვეთილებისკენ მიიწევს laugh.gif არსებობს ეს წინააღმდეგობა biggrin.gif


ერთი წელია ეგ შეგრძნება არ მშორდება! ოღონდ გაკვეთილებს არ ვგულისხმობ laugh.gif


ე.ი. სულისა და სხეულის ჭიდილი და ბოლოს რომელს გაჰყვება გონება???
იგივეა რაც კეთილისა და ბოროტის ჭიდილი, სადაც გონების მაგივრად გადაწყვეტილებას ადამიანი იღებს!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 1 2007, 08:18 PM

ციტატა
ე.ი. სულისა და სხეულის ჭიდილი და ბოლოს რომელს გაჰყვება გონება???


რავი, ვერ ვიტყვი რომ გონებაა არჩევანი biggrin.gif მართალი გითხრა, არ ვიცი სად არის არჩევანი laugh.gif

სხეულისა და სულის ჭიდილი, რავი აბა, სწორი თემაა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 1 2007, 08:23 PM

ციტატა(მნათე @ Feb 1 2007, 08:18 PM) *

რავი, ვერ ვიტყვი რომ გონებაა არჩევანი biggrin.gif მართალი გითხრა, არ ვიცი სად არის არჩევანი laugh.gif

სხეულისა და სულის ჭიდილი, რავი აბა, სწორი თემაა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



რავი მგონი ამას ეხებოდა ეს თემა არა?!
ანუ როგორია სულის, სამშვენისისა და სხეულის ერთობა???
და როცა სხეული და სული სხვადასხვა მიმართულებით იხრება ეს უკვე ის სიტუაციაა , როცა ამ ერთობიდან განშორება ხდება! როცა ადამიანი გაუცნობიერებლად შორდება სრულყოფილებას! მე ეგრე გავიგე! შეიძლება ვცდები! smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 1 2007, 08:27 PM

ციტატა
რავი მგონი ამას ეხებოდა ეს თემა არა?!


კი biggrin.gif

ციტატა
ანუ როგორია სულის, სამშვენისისა და სხეულის ერთობა???


თანასწორუფლებიანი ვითაამ? laugh.gif თუ 'შეხების წერტილები' იგლისხმე? biggrin.gif



ციტატა
და როცა სხეული და სული სხვადასხვა მიმართულებით იხრება ეს უკვე ის სიტუაციაა , როცა ამ ერთობიდან განშორება ხდება! როცა ადამიანი გაუცნობიერებლად შორდება სრულყოფილებას! მე ეგრე გავიგე! შეიძლება ვცდები!


ხო აი აქ ვარ მეც და იმის გაგება მსურს, სად არის ამ დროს, ჩვენი მეტაფიზიკური-ნების თავისუფლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 1 2007, 08:30 PM

მოდით თავი დავანებოთ იმას რა უნდა სულს და რა უნდა ხორცს ფაქტია რო ორივეს თავისი მოთხოვნილებები აქვს ზოგჯერ ისინი ჰარმოინიულად თანაარსებობენ ზოგჯერ არა და ა.შ
იტანჯება თუ არა ხორცი სულიერი ტკივილების გამო ?
და სული ხორციელის გამო?

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 1 2007, 08:32 PM

ციტატა
ერთი წელია ეგ შეგრძნება არ მშორდება!

ვიცი laugh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 1 2007, 08:34 PM

ციტატა
იტანჯება თუ არა ხორცი სულიერი ტკივილების გამო ?
და სული ხორციელის გამო?


მგონი ერთმანეთში რაღაც დისპროპორცია აქვთ, ანუ როდესაც სუსტია ერთი ძლიერია მეორე, ან პირიქით biggrin.gif მაგრამ მე ორივეთი ძლიერი, ან ორივეთი სუსტებიც მინახავს sad.gif

აი აქ უკვე ნება შემოდის biggrin.gif და მაინც სად არის ნება? biggrin.gif გონებაში? biggrin.gif ნუთუ გონებაში ჩაიდო ღვთის ანარეკლი?

გაგვარკვიეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 1 2007, 08:38 PM

ციტატა(ლილიანა @ Feb 1 2007, 08:30 PM) *


იტანჯება თუ არა ხორცი სულიერი ტკივილების გამო ?
და სული ხორციელის გამო?



სული რო იტანჯება ხორციელის გამო მაგაში საეჭვო არაფერია! საკითხავი ისაა ყველა ცოდვილის ხორცი თU იტანჯება სულიერი ტკივილების გამო! ისეთი გამონაკლისებიც არიან ვინც ხორცს ითრგუნავს სულის სამკურნალოდ!

ციტატა(ნიკოლოზ_V @ Feb 1 2007, 08:32 PM) *

ვიცი laugh.gif


ცინიკოსო laugh.gif

ციტატა(მნათე @ Feb 1 2007, 08:34 PM) *

და მაინც სად არის ნება? გონებაში? biggrin.gif ნუთუ გონებაში ჩაიდო ღვთის ანარეკლი?



გონიერი კაცის გონებაში კი !!! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 1 2007, 08:44 PM

ციტატა
ცინიკოსო

სიმართლე მწარეა laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 1 2007, 08:48 PM

მოკლედ გამოვყოთ რა ვიცით. შესაბამისად გამოიკვეთება რა არ ვიცით და გვინდა გავიგოთ biggrin.gif


ადამიანია-სული და სხეული. [ორივე ერთად]

სულია-პნევმა და ფსიქი [სამშვინველი]

რამდენადაც მახსოვს საკუთრივ სული-პნევმა ხასიათდება შემდეგი თვისებით:

1. ძიება ღვთისა
2. შიში ღვთისა
3. სინდისი

ამ უკანასკნელი, ანუ სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობთ მართლმადიდებელი ქრისტეანები, ჩვენთვის უკვე ნაცნობია ეს-ზე თვისებები საკუთარ თავში, რასაც მაგალითად ურწმუნო ადამიანს უცვლის მშვინვიერი სიამოვნებანი-მუსიკა, ხელოვნება და ა.შ ახლა ისე კი არ გაიგოთ რომ მე რომელიმეს ვეწინააღმდეგები პირიქით! მე მათ შესანიშნავად ვიყენებ სულიერ საქმეებში, მაგრამ როდესაც ხელოვნება ხდება მიზნობრივად ტკბობის საგანი და იგი არ გამოიყენება სულიერი მიმართებით, რასაკვირველია რბილად რომ ვთქვა კარგი არ არის biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 1 2007, 09:35 PM

ციტატა
სული რო იტანჯება ხორციელის გამო მაგაში საეჭვო არაფერია!

იტანჯება თან როგორ !
ფიზიკური ტკივილი სულიერ საძაბუნეს სასუწარკვეთას იწვევს
ფიზიკური სტრესი ახშობს გონებას ამ დროს წვალობს ორგანიზმი და გონი რომელიც სულიერ სიმდიდრეზე ფიქრის მასთან მიხწევის ჭვრეტის გზას გვიკლევს სუსტდება იხშობა და იწყება აგონია !

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 1 2007, 09:44 PM

ციტატა
იტანჯება თან როგორ !
ფიზიკური ტკივილი სულიერ საძაბუნეს სასუწარკვეთას იწვევს
ფიზიკური სტრესი ახშობს გონებას ამ დროს წვალობს ორგანიზმი და გონი რომელიც სულიერ სიმდიდრეზე ფიქრის მასთან მიხწევის ჭვრეტის გზას გვიკლევს სუსტდება იხშობა და იწყება აგონია !


100% გეთანხმები smile.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 1 2007, 10:31 PM

ტყუილად არ გვასწავლიან მამები როგორი უნდა იყოს ჩვენი დღის რეჟიმი მოწესრიგებული თანმიმდევრობითი დაგეგმილი
ფიზიკური წესრიგი სულიერ სიმშვიდესაც განსაზღვრავს

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 1 2007, 11:36 PM

ბევრი იცავს ნეტა მამათა სწავლებას დღის რეჟიმის შესახებ?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 1 2007, 11:38 PM

ციტატა
ბევრი იცავს ნეტა მამათა სწავლებას დღის რეჟიმის შესახებ?


მე ვერა sad.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 1 2007, 11:41 PM

ეპისკოპოსი პლატონ კოსტრომელი წიგნში "ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი " ძალიან კარგად წერს ყოველდღიური რეჟიმის ქონის საჭიროებაზე და ა.შ.

ერთადერთი რასაც ვცდილობ ეს არის განსაზღვრულ დროზე მეტი არ მეძინოს დღე ღამეში 8 საათი დილის ლოცვა ადგომისთანავე ვთქვა ..

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Feb 2 2007, 12:06 AM

ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ამ თემასთან ერთად, თავისუფლების განხილვაც... მნათეს თქმის არ იყოს, დაცემის შემდეგ ადამიანის სული გაიყო სხეულისაგან და სხეულის ნება თითქმის ყოველთვის ეწინაამღმდეგება სულისას... სწორედ აქ არის თავისუფლებაზე საუბარი საჭირო... იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არის სულისა და სხეულის კომბინაცია, ერთობლიობა.... ერთი ბატონობს მეორეზე ( უმეტეს შემთხვევაში სხეული სულზე)... ქრისტიანული სწავლებით (ყოველშემთხვევაში მართლმადიდებლურით) სხეული მოკვდავია და სული უკვდავი.... ალბათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა თუ სულზე ვიზრუნებდით და არა სხეულზე.. ამიტომ ვფიქრობ, რომ სულის ბატონობა სხეულზე ხელს შეუწყობს ჩვენს ცხონებას... ქრისტესთან ახლოს ყოფნას... სულის ბატონობა კი არაფერია, თუ არა თავისუფლება, ანუ ჩვენ(სული) ვფლობთ ჩვენს იარაღს ანუ სხეულს და არა პირიქით.... wink.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 2 2007, 12:13 AM

არ დაგვავიწყდეს-სულისა და სხეულის გაყრა, დროებითია smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 2 2007, 11:11 AM

ციტატა(მნათე @ Feb 1 2007, 11:38 PM) *

მე ვერა sad.gif



მნათეია ბიჭო მაი რო დაიცვა მიგიღწევია სრულყოფილებისთვის და ეგ არი...
მაგიტო ვიკითხე! ძალიან ცოტა თუ მოახერხებს მაგ დანაწესთა შესრულებას და იმცოტაში ჩვენნაირები არ იგულისხმებიან , რა თქმა უნდა cool.gif

ციტატა(დავით ივერიელი @ Feb 2 2007, 12:06 AM) *

ანუ ჩვენ(სული) ვფლობთ ჩვენს იარაღს ანუ სხეულს და არა პირიქით.... wink.gif



მაგ შემთხვევაში ( როცა სული ბატონობს სხეულზე, ) ანუ ადამიანი თმობს მიწიერ სიამეებს და ზრუნავს სულის გადასარჩენად ხო?! მაშინ მე მიჩნდება კითხვა , ეს არის მაქსიმუმი , რაც შეიძლება მიწაზე (ცოდვილ სამყაროში) მცხოვრებმა ადამიანმა გააკეთოს თავისი სულის ცხონებისათვის! და მიიღწევა თუ არა ასე სრულყოფა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 2 2007, 04:02 PM

ციტატა
ჩვენ(სული)


დავით, არასწორი ტერმინია, არ გამოიყენო, არ არსებობს "ჩვენ-სული" .არამედ "ჩვენ.სული და სხეული" , რამეთუ მათი ერთიანობაა ადამიანის სისრულე, ამიტომ გაყრა დროებითია!
ნათელია?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 2 2007, 06:41 PM

ციტატა
ნათელია?


რასაკვირველია smile.gif

კაიროს კეთილო, თავისუფალი ნება სად არის? biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 3 2007, 01:08 PM

ციტატა
კაიროს კეთილო, თავისუფალი ნება სად არის?


არჩევანში smile.gif

"იყავნ ნება შენში" smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 3 2007, 01:12 PM

ციტატა
არჩევანში


ანუ უნდა დავაზუსტოთ, 'ერთნი' ამბობენ, რომ თავისუფალი ნება მხოლოდ სულს გააჩნია, შესაბამისად ხდება სხეულის დაკნინება და მასში რე-ინკარნაციის შესაძლებლობის დაშვება biggrin.gif ეს ყველაფერი მეტად სასაცილოა, მაგრამ ადამიანის რომელი ნაწილი აკეთებს არჩევანს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პ.ს მომიტევე თუ მეტად უაზრო კითხვაა smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 3 2007, 02:22 PM

ციტატა
პ.ს მომიტევე თუ მეტად უაზრო კითხვაა



არანაერად, როგორც ხშირად ( და არა ყოველთვის tongue.gif ) აზრიანი კითხვები გებადება, მგონი უნდა ვიცოდე, ის "ერთნი" ვინ არის ( wink.gif , მაგრამ ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა...

ჯერ ვისაუბროთ, რაა ღვთის ხატება:სწერს პომაზანსკი:

"მაინც რას ნიშნავს ღვთის ხატება ჩვენში? ეკლესიური სწავლება მხოლოდ იმას შეგვაგონებს, რომ ადამიანი საერთოდ არის შექმნილი „ხატად“, მაგრამ არ მიუთითებს, თუ ჩვენი ბუნების რომელ ნაწილშია იგი დამკვიდრებული. ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ შეკითხვაზე განსხვავებულად პასუხობდნენ. ერთნი ღვთის ხატებას გონებაში პოულობდნენ, მეორენი - თავისუფალ ნებაში, მესამენი კი მას უკვდავებაში ხედავდნენ. ამ აზრთა შეჯამებით სრულად წარმოვიდგენთ, თუ რას ნიშნავს წმიდა მამათა სწავლების მიხედვით ღვთის ხატი ადამიანში.

ღვთის ხატი, უწინარეს ყოვლისა, მხოლოდ სულში უნდა დავინახოთ და არა სხეულში. ღმერთი თავისი ბუნებით სრულიად უნივთო, ყოველგვარი სხეულისაგან თავისუფალი, უსპეტაკესი სულია. ამიტომაც განეკუთვნება ღვთის ხატის ცნება მარტოოდენ უნივთო სულს. ამ გაფრთხილების შეხსენებას ეკლესიის ბევრი მამა თვლის საჭიროდ.
.......................................

თუმცა ეს არ ამცირებს სხეულს, არამედ ხაზს უსვამს სულის აღმატებულებაზე, რადგან სხვაა აღმატებულება და სხვაა მთლიანი უარყოფა სხეულისა, რაც მიუღებელია ქრისტიანობისათვის, აქედან რეინკარნაციაც დაგმობილია.


მოდი, ამ თემაზე ვიაზროვნოთ, რადგან მინდა ის "ერთნიც" ჩაფიქრდნენ, საჭიროა დაისვას 3 კითხვა
1) როდიდან ვსაუბრობთ ადამიანზე?
2) სხეულიდან გასულს სულს აქვს თუ არა არჩევანის შეცვლის საშუალება?
3) როდის და როგორ ვაკეთებთ არჩევანს
ამდაგვარად მივალთ შენს კითხვამდე, ანუ ვინ აკეთებს არჩევანს.

თანამიმდევრობით მივყვები:

1) ადამიანზე საუბარი მხოლოდადამხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ის ჩასახულია ანუ ერთიანობაა სულისა და სხეულისა, ე.ი. არ ვუშვებთ "წინარე სულის" სწავლებას და არც "წინარე სხეულისა", სწორედ ამ დროს ვლიდნება მასში თავისუფალი ნება და მის მიერი არჩევანიც.

2) რამდენ ხანს გრძელდება "საარჩევნო პერიოდი", დაცემის შემდეგ არჩევანი გაკეთდა, არჩევანი გააკეთა ეშმაკმაც, იდეაში, მანაც რომ შეინანოს, ეპატიება, იდეაში მასაც შეუძლია თავისი თავისუფალი ნება მიმართოს სინანულისაკენ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რამეთუ იგი უკვე გამყარებულია თავის არჩევანში და ეს გამყარების ( ანუ ღვთისაგან დაშორების ) პროცესი მარადიულად ზრდადია ( რაც არის კიდეც წყარო მარადიული ტანჯვისა), ადამიანთან მიმართებაში სხვა მდგომარეობა გვაქვს, იგი შეაცდინეს, და მას აქვს სხეული, სწორედ სხეულის უძლურების გამო მიეცა მას სინანულის დრო, ოღონდ ამავე სხეულში ყოფნის დროს, ე.ი. სხეულისა და ხორცის ერთიანობისას ვლინდება თავისუფალი ნება, სხეულიდან გასული სული ნაწილობრივ ემგვანება ან ანგელოზებს ( რომელთაც ისევ იდეაში შეუძლიათ დაეცნენ, მაგრამ ისევ შეუძლებელია, ოღონდ ახლა სიკეთეში მარადიულად გამყარების გამო) ან ეშმაკებს, ფაქტობრივად სხეულიდან გასვლისას არჩევანი უკვე გაკეთებულია, სხვანაერად აზრი ეკარგება სულის განკითხვას, რამეთუ ნაჩქარევი და უაზრო იქნება და საერთოდ სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც, რამეთუ ორივე მეტად პირობითი იქნება და ცვალებადი, შესაბამისად დაკარგავენ მათსავე არსს.

3) სინანული არის უცვლელი თანამგზავრი ქრისტიანის არჩევანისა, რამეთუ ჩვენ შეიძლება ( გავისხენოთ წმ. პავლე, "რაც არ მსურს,მას ვიქმ"), ვიქმოდეთ ცოდვას, მაგრამ ეს სხეულის დაცემულობის გამო, ამიტომ სინანულია სწორედ ჩვენი არჩევანის დამხვეწი და გზის მიმცემი.ანუ რამდენადაც დაცემულია ადამიანი, იმდენად არის მიდრეკილი ცოდვისაკენ, სულითაც და სხეულითაც, ასევე პირიქით.

და ბოლო დასკვნა:

აზროვნება, თავისუფალი ნება, უკვდავება ( რადგან მხოლოდ დროებითია სხეულის მოკვდავება, რამეთუ ისიც მარადისობისათვის შეიქმნა და ისიც მარადისობაში გადავა, მეორედ მოსვლის შემდეგ) , განეკუთვნება ადამიანს, ანუ ადამიანს სრულს, არა დაყოფილს, მის სულს და მის სხეულსაც, ნება კი როგორც თავში ჩანდა, არის სულის თვისება ( ზოგი გონის არჩევანი, გონება როგორც ადამიანისეული ψυχή-ს ყველაზე აღმატებული, ღვთისსახოვანი ნაწილი. ე.ჭ.), თუმცა ხორცში ყოფნის დროს, შემდეგ ხდება უკვე მიღებულ არჩევანში გამყარება ( გამონაკლისებია ისინი, ვინც შეიძლება შეწყნარებულ იქნენ მეორედ მოსვლის დროს, ეს სხვა საკითხია)---

აქ საკმარისია, აბა, სად ჩავღრმავდეთ? smile.gif




მგონი ბევრი მომივიდა, წაიკითხეთ მინიშნებული ლიტერატურა:

აქ სული და სამშვინველი

http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/pomazanski/9.htm#1


წმ. იოანე დამასკელი

აქ ვნებულებისა და მოქმედების შესახებ

http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/36.htm

აქ " ნებათა, თვითუფლებრივობათა, გონებათა, ცოდნათა და სიბრძნეთა შესახებ"

http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/62.htm


Макарий Великий
Слово 5. О возвышении ума

http://pagez.ru/lsn/0187.php


იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 3 2007, 02:31 PM

ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ რაც მსურს, არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ....

მაშასადამე , მე კი აღარ ვაკეთებ, ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.

ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესეიგი ჩემს სხეულში არ იმყოფება კეთილი. ამრიგად სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არა...

რომაელთა 7:15, 17, 18


გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სხეულში ცოდვილი ბუნება მკვიდრობს, სხეულს არანაირი ძალისხმევა არ ჭირდება ცოდვის ჩასადენად...
აი სული კი იტანჯება...სულს ძალისხმევა მართებს...
ამიტომაც არის რომ არ გვინდა ცოდვის ჩადენა, მაგრამ მაინც ჩავდივართ...მერე კი ვიტანჯებით ....

როგორც ამბობენ ხორცი ცუდი ბატონია, მაგრამ კარგი მონააო....

ხორცის დამონება ლოცვა-მარხვით არის შესაძლებელი...
ნამდვილი ლოცვა მარხვით და არა ისეთით, რომელიც მოდაშია....ამას დიდი მსხვერპლის გაღება ჭირდება, ბევრ რამეზე უარის თქმა ჭირდება...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 3 2007, 02:39 PM

ციტატა
მგონი უნდა ვიცოდე, ის "ერთნი" ვინ არის


ჩემი ოპონენტები სხვადასხვა ფორუმიდან biggrin.gif ერთი ასეთი 'აღმოსავლეთით გატაცებული' არსება შენც შეგეჩეხა ამ ფორუმზე biggrin.gif

ციტატა
თუმცა ეს არ ამცირებს სხეულს, არამედ ხაზს უსვამს სულის აღმატებულებაზე, რადგან სხვაა აღმატებულება და სხვაა მთლიანი უარყოფა სხეულისა, რაც მიუღებელია ქრისტიანობისათვის, აქედან რეინკარნაციაც დაგმობილია.


ანუ სურათი ასეთია: ჩემი ნების მამოძრავებელი და შესაბამისად არჩევანის შემოქმედი, სულია-მაგრამ ამ ყოველივეს ნატურალიზაციას სჭრიდება მისი ერთობა სხეულთან? სწორად გავიგე? smile.gif

ციტატა
არ ვუშვებთ "წინარე სულის" სწავლებას და არც "წინარე სხეულისა", სწორედ ამ დროს ვლიდნება მასში თავისუფალი ნება და მის მიერი არჩევანიც.


ორიგენეს ერესი არა? მგონი მეხუთე საეკლესიო კრებამ დაგმო... თავად დამასკელი 'ნაყბეობას' უწოდებს biggrin.gif

ციტატა
2) რამდენ ხანს გრძელდება "საარჩევნო პერიოდი", დაცემის შემდეგ არჩევანი გაკეთდა, არჩევანი გააკეთა ეშმაკმაც, იდეაში, მანაც რომ შეინანოს, ეპატიება, იდეაში მასაც შეუძლია თავისი თავისუფალი ნება მიმართოს სინანულისაკენ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რამეთუ იგი უკვე გამყარებულია თავის არჩევანში და ეს გამყარების ( ანუ ღვთისაგან დაშორების ) პროცესი მარადიულად ზრდადია ( რაც არის კიდეც წყარო მარადიული ტანჯვისა), ადამიანთან მიმართებაში სხვა მდგომარეობა გვაქვს, იგი შეაცდინეს, და მას აქვს სხეული, სწორედ სხეულის უძლურების გამო მიეცა მას სინანულის დრო, ოღონდ ამავე სხეულში ყოფნის დროს, ე.ი. სხეულისა და ხორცის ერთიანობისას ვლინდება თავისუფალი ნება, სხეულიდან გასული სული ნაწილობრივ ემგვანება ან ანგელოზებს ( რომელთაც ისევ იდეაში შეუძლიათ დაეცნენ, მაგრამ ისევ შეუძლებელია, ოღონდ ახლა სიკეთეში მარადიულად გამყარების გამო) ან ეშმაკებს, ფაქტობრივად სხეულიდან გასვლისას არჩევანი უკვე გაკეთებულია, სხვანაერად აზრი ეკარგება სულის განკითხვას, რამეთუ ნაჩქარევი და უაზრო იქნება და საერთოდ სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც, რამეთუ ორივე მეტად პირობითი იქნება და ცვალებადი, შესაბამისად დაკარგავენ მათსავე არსს.


უდავოდ ლოგიკურია და შესანიშნავად გააზრებადი smile.gif დიდი მადლობა

ციტატა
აქ საკმარისია, აბა, სად ჩავღრმავდეთ?


როგორც ყოველთვის ყველა იმ 'საჭოჭმანო წერტილს' იხილავ რომელმაც შეიძლება შემგომში კითხვა დაბადოს biggrin.gif

გაიხარე smile.gif


------------------------------

ხო მართლა biggrin.gif

კარგი იქნებოდა, სულის 'მგრძნობელობაზე' გვესაუბრა, დროებითი განცალკევების შემდეგ biggrin.gif

ციტატა
ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ რაც მსურს, არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ....

მაშასადამე , მე კი აღარ ვაკეთებ, ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.

ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესეიგი ჩემს სხეულში არ იმყოფება კეთილი. ამრიგად სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არა...
რომაელთა 7:15, 17, 18


მე ვფიქრობ ეს ერთ-ეთი მთავარი ადგილია ქრისტეანული კონცეფციის დასახატად biggrin.gif ჩვენ ავად ვართ ბატონებო laugh.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Feb 3 2007, 10:19 PM

ციტატა(მნათე @ Feb 3 2007, 12:12 PM) *

ადამიანის რომელი ნაწილი აკეთებს არჩევანს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
პ.ს მომიტევე თუ მეტად უაზრო კითხვაა smile.gif


თუ განვიხილავთ - გონს, იქნებ უფრო გაგვიადვილდეს პასუხის გაცემა?
ისე გლახა ძალიან საინტერესო თემა გაგიხსნია smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 8 2007, 01:29 AM


"დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი. ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი, ადამ, სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკანა სკნელი ადამ - სულად გამნაცხოველებელად, არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშვინვიერი, მაშინღა სულიერი" (1 კორ 15:44-46)

"იკურთხოს გუამი შენი, სული და სამშვინველი"

(მამათა სწავლანი)

* * *


ეს ერთ-ერთი მეცნიერის აზრია

სულის პირველი ომონიმი (spiritus), რომელიც ღმერთთან და რწმენასთანაა კავშირში, პირობითად შეიძლება ვერტიკალურად ავღნიშნოთ: ესაა მადლი მინიჭებული ადამიანისათვის ზემოდან ქვემოთ, და ადამიანის სული, მიმართული ქვემოდან ზემოთ - ღმერთისკენ, შემეცნებისკენ.
სულის მეორე ომონიმი (anima) კი ჰორიზონტალური ბუნებისაა, იგი ამ ყოფაში, ადამიანებთან, ბუნებასთან მიმართებაში ვლინდება და ვითარდება
ვინაიდან სულის ქართული გაგება ამ ორი ომონიმის სინთეზს წარმოადგენს, ქართული სულის სიმბოლოდ ვერტიკალისა და ჰორიზონტალის გაერთიანებას მივიღებთ, ანუ ჯვარს.



* * *


ადამინის სიცოცხლე შეთანხმიერებაა, შერწყმაა გონებისა (სულისა), სამშვინველისა და სხეულისა; ხოლო სიკვდილი ამ შერთებულ ნაწილთა დაღუპვა და გაქრობა კი არ არის, არამედ დარღვევაა მათი კავშირისა; ამ კავშირის დარღვევის შემდეგაც ღმერთი ყველა ამათ ინახავს.

გონება არ არის სამშვინველი. იგი ღვთის ნიჭია, რომელმაც სული უნდა იხსნას. ღვთის სათნო-მყოფელი გონება სამშვინველს წინ მიუძღვება ამა ცხოვრებაში და ურჩევს ყოველივე წარმავალის, ნივთიერისა და ხრწნადის მოძაგებას. და მათს ნაცვლად შეყვარებას საუკუნო, უხრწნელი და არანივთიერი, ანუ სულიერი სიკეთეებისა იმგვარად, რომ სხეულშივე მცხოვრებმა ადამიანმა გონებით წარმოიდგინოს და შეიმეცნოს ღვთაებრივი სიკეთენი. ამრიგად, ღვთისმოყვარე გონება ადამიანისა კეთილისმყოფელია, მხსნელია სულისა.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 20 2009, 03:37 PM

ციტატა
სამწუხაროდ ეს სამი ადამიანური სუბსტანცია, ერთმანეთს ექსორიის შემდეგ გაემიჯნა, თითქოს ავტონომიურები გახდნენ... სულს ერთი სურს, სხეულს მეორე სამშვინველი საერთოდ სხვაგან დაფრინავს.....

ბზარებს გააჩნია.. ზოგი ბზარი ასატანია, ზოგი ნგრევას იწვევს : )

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 20 2009, 08:20 PM

ამ ბოლო დრო სულის კონტროლი მიჭირსsad.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 20 2009, 08:33 PM

მაშიკო

ციტატა
ამ ბოლო დრო სულის კონტროლი მიჭირს sad.gif



შენ მოგიკვდი sad.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Oct 20 2009, 08:53 PM

ახლა ფიზიკურად ძალიან ცუდად ვარ
კინოჩვენებაზე არ წავედი სწორედ ამ მიზეზით
ახლა კი ვზივარ და ინტერნეტში ვძრომიალობ

იმისათვის რომ გავარკვიო რა არის ჩემი სულის, სამშვინველისა და სხეულის არჩევანი ჯერ პრაქტიკულად გამიანალიზეთ ჩემი ქცევა და არჩევანის თავისუფლება smile.gif

გმადლობთ რომ გამონახეთ დრო kiss1.gif

მოკრძალებით ნონა yes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2014, 01:35 PM

„ადამიანის სამშვინველი ისეთი სუფთა უნდა იყოს, როგორც მბზინავი სარკე.
როგორც ჭუჭყი უშლის სარკიდან შუქის არეკვლას, ასევე ადამიანში მოკალათებული ცოდვა არის ღმერთის ხილვის ხელის შემშლელი.

საკუთარი პიროვნება უნდა გამოვიკვლიოთ და უნდა განვიწმინდოთ. ყველას ვინც ცოდვით და ბიწიერებითაა შეპყრობილი, ღმერთი არ გამოეცხადება“.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 27 2015, 11:43 AM

თქვენ რასაც ეძახით, ადამიანი თავის ნებას ეწინააღმდეგება და სული მოქმედებს მაგ შემთხვევაშიო, სული კი არა ადამიანს აქვს 3 ტვინი: რეპტილიური, ემოციონალური და ცერემბლარული. პირველი 2 ორიენტირებულია ძველი მიღებული გამოცდილების და ინფორმაციის გამოყენებაზე და ეწინააღმდეგება ცერემბლარულს რომ რაიმე ახალი შეისწავლოს და სული რაღა შუაშია აქ? ცერემბლარულში დევს სული?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 1 2015, 12:36 AM

sanfol
კითხვა რაში მდგომარეობს თუ შეიძლება ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 1 2015, 01:58 PM

A.V.M

ციტატა
კითხვა რაში მდგომარეობს თუ შეიძლება ?

სულით როგორ შეიძლება იმართებოდეს ადამიანი? და გადაწყვეტილებებს იღებდეს სულით და არა ტვინით?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 2 2015, 10:22 AM

sanfol

ციტატა
სულით როგორ შეიძლება იმართებოდეს ადამიანი? და გადაწყვეტილებებს იღებდეს სულით და არა ტვინით?

ადამინი ტვინით სჯის და ფიქრობს. მაგრამ სული მას ადმაინობას ანიჭებს. ხოლო შენი სულიერებით შენი გოენბა უფრო მაღალ საფეხურზე უნდა აიყვანო და უფრო შორს მჭვრეტელი გახადო.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 2 2015, 01:55 PM

G_saxva

ციტატა
ადამინი ტვინით სჯის და ფიქრობს. მაგრამ სული მას ადმაინობას ანიჭებს. ხოლო შენი სულიერებით შენი გოენბა უფრო მაღალ საფეხურზე უნდა აიყვანო და უფრო შორს მჭვრეტელი გახადო.

მაინც ვერ გავიგე რაში მეხმარება სული და რა ფუნქცია აკისრია, ბოლოს ყველაფერი თუ მაინც გონებაში ხდება

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 2 2015, 04:16 PM

sanfol

ციტატა
მაინც ვერ გავიგე რაში მეხმარება სული და რა ფუნქცია აკისრია, ბოლოს ყველაფერი თუ მაინც გონებაში ხდება

სულის გუნქცია აზრი და მიზანი ისაა ადამიანი რომ უკვდავი გახადოს. გონებით კი ის უნდა განსაჯო შენი სული უკვდავებას სად გაატარებს.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 2 2015, 04:39 PM

G_saxva

ციტატა
სულის გუნქცია აზრი და მიზანი ისაა ადამიანი რომ უკვდავი გახადოს. გონებით კი ის უნდა განსაჯო შენი სული უკვდავებას სად გაატარებს.

ვსო ეგაა სულ სული? ვერ გამოიყენებ ესეიგი აქ ვერაფერში?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 2 2015, 04:52 PM

sanfol
რა გინდა კაცო სულს ბარგალკა მიცე და ფილები აჭრევინო? არ გყოფნის სის რომ მისი წყალობით უკვდავიხარ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 2 2015, 09:05 PM

G_saxva

ციტატა
რა გინდა კაცო სულს ბარგალკა მიცე და ფილები აჭრევინო? არ გყოფნის სის რომ მისი წყალობით უკვდავიხარ?

biggrin.gif კაი კაი უბრალოდ სულზე ინფორმაციას ვაგროვებ მინდა ვიცოდე ვინ ვარ და კიდე რაში გამოიხატება სულიერად შემიყვარდაო რომ ამბობენ ხოლმე, სულიერად რანაერად შეუყვარდათ? უბრალოდ რაღაცა თვისებებს დაინახავენ კარგს და სულს მიაწერენ თვისებები როგორ უნდა მიაწერო სულს?

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Mar 3 2015, 01:33 AM

ციტატა(sanfol @ Mar 2 2015, 04:39 PM) *

ვსო ეგაა სულ სული? ვერ გამოიყენებ ესეიგი აქ ვერაფერში?


როგორაა იცი? სული საკმაოდ ძვირფასი რამეა რა, პროსტა კარგად ვერ ვიყენებთ, ხოდა შეგიძლია ეშმაკს გაუცვალო კაი რაღაცებში... როგორც ვიცი კარგი შემოთავაზებები აქვს laugh.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 3 2015, 01:25 PM

MIRDAT

ციტატა
როგორაა იცი? სული საკმაოდ ძვირფასი რამეა რა, პროსტა კარგად ვერ ვიყენებთ, ხოდა შეგიძლია ეშმაკს გაუცვალო კაი რაღაცებში... როგორც ვიცი კარგი შემოთავაზებები აქვს

არა გმადლობთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 4 2015, 09:56 AM

sanfol

ციტატა
კაი კაი უბრალოდ სულზე ინფორმაციას ვაგროვებ მინდა ვიცოდე ვინ ვარ და კიდე რაში გამოიხატება სულიერად შემიყვარდაო რომ ამბობენ ხოლმე, სულიერად რანაერად შეუყვარდათ? უბრალოდ რაღაცა თვისებებს დაინახავენ კარგს და სულს მიაწერენ თვისებები როგორ უნდა მიაწერო სულს?

ყველა ადამიანურ გამოთქმას ქრისტიანულ კონეტექსტში ნუ გნაიხილავ რადგან ზოგეირთი უბრალოდ ლამაზი სიტყვაა და არ აქვს ის სულიერი დატვირთვა რაც გინდა გქონდეს. ისეთ სიტუაციაში ვარდები მაგალითად რომ ვთქვათ: "მზემ თვალი გაახილა" შენ კიდე დაიწყო ძებნა მზეს თვალები რომელ მხარეს აქვსო.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 4 2015, 12:51 PM

G_saxva
მაშინ შენ მითხარი ადამიანი სულიერად როგორ უნდა შეგიყვარდეს, მარტო ხორცი ხო არაა არა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 4 2015, 02:18 PM

sanfol

ციტატა
მაშინ შენ მითხარი ადამიანი სულიერად როგორ უნდა შეგიყვარდეს, მარტო ხორცი ხო არაა არა?

საერთოდ არ მესმის ადმიანი სულიერად როგორ უნდა შეგიყვარდეს. მაგ ტერმინის არსსდა რაობას ვერ ჩავწვდი და როგორ აგიხსნა?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 4 2015, 05:06 PM

G_saxva
მოდი ღმერთის სიყვარულს შევადაროთ მაშინ, ის ხო სულია. რატო გიყვარს ის?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 5 2015, 02:11 PM

sanfol

ციტატა
მოდი ღმერთის სიყვარულს შევადაროთ მაშინ, ის ხო სულია. რატო გიყვარს ის?

ღმერთი მარტო სული არ არის.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 5 2015, 03:11 PM

G_saxva
ხოხო მარა აღწერე რატო გიყვარს ის ხომ არ გინახავს, ისევე როგორც არ გინახავს ადამიანის სული

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 5 2015, 03:39 PM

sanfol

ციტატა
ხოხო მარა აღწერე რატო გიყვარს ის ხომ არ გინახავს, ისევე როგორც არ გინახავს ადამიანის სული

იმიტომ რომ ისაა ყოველივეს შემოქმედი და რაც გამაჩნია მისი ნებით მაქვს. ეს უკვე საკმარისზე მეტი მიზეზია რომ მიყვარდეს smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 5 2015, 04:35 PM

G_saxva
ეგ ადამიანურზე არ გადმოვა biggrin.gif რამე ისეთი დაწერე ადამიანურსაც რომ შევუსაბამოთ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 5 2015, 05:11 PM

sanfol
რავქნა ძმაო ეს ჩემი სული არც კამპოტებს აკეთებს ზამთვრისთვის და არც კუპალნიკებს ყიდულობს ზაფხულისთვის. ეს სულიერი სიყვარული უფრო იმას გავს როცა იტყვიან მზემ თვალი გაახილა ჰაერი შედედდა და ა.შ მხატვრული შედარებაა (სახელი აღარ მახსოვს რას ეძახიან). ხო და თU გოგო მოგწონს გარეგნულად ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ვერც ქრისტიანულს და ვერც სულიერს.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 5 2015, 06:08 PM

G_saxva
ხო მარა რაღაც უფრო მეტს ვეძებ, არამარტო მომწონს შეიძლება ითქვას მიყვარს კიდევაც, მე შემიძლია შევადარო ღმერთს ეს სიყვარული, მაგალითად როცა ის მახსენდება ისევე როგორც ღმერთი ვხდები უფრო მშვიდი, კაცთმოყვარე, არამპარავი, არამატყუარა, არამუცლიმონა და ა.შ. ესაა ერთგვარი ბიძგი რომ გავხდე უკეთესი, მაგრამ თუ ვერ მოვიპოვე არაფერში მჭირდება ისევე როგორც ღმერთი თუ ჩემთან არ იქნება, მხოლოდ მისი არსებობით ვერ ვიქნები კმაყოფილი და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე, რა ვქნა აღარ ვიცი sad.gif წარმოიდგინე ჯოჯოხეთში ხარ მოხვედრილი და მხოლოდ ღმერთის არსებობით ხო ვერ იქნები კმაყოფილი, ის კი იარსებებს მარა შენ ვერ ხარ მასთან და ვერ იზიარებ მის სიკეთეებს

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 6 2015, 10:04 AM

ციტატა(sanfol @ Mar 5 2015, 06:08 PM) *

G_saxva
ხო მარა რაღაც უფრო მეტს ვეძებ, არამარტო მომწონს შეიძლება ითქვას მიყვარს კიდევაც, მე შემიძლია შევადარო ღმერთს ეს სიყვარული, მაგალითად როცა ის მახსენდება ისევე როგორც ღმერთი ვხდები უფრო მშვიდი, კაცთმოყვარე, არამპარავი, არამატყუარა, არამუცლიმონა და ა.შ. ესაა ერთგვარი ბიძგი რომ გავხდე უკეთესი, მაგრამ თუ ვერ მოვიპოვე არაფერში მჭირდება ისევე როგორც ღმერთი თუ ჩემთან არ იქნება, მხოლოდ მისი არსებობით ვერ ვიქნები კმაყოფილი და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე, რა ვქნა აღარ ვიცი sad.gif წარმოიდგინე ჯოჯოხეთში ხარ მოხვედრილი და მხოლოდ ღმერთის არსებობით ხო ვერ იქნები კმაყოფილი, ის კი იარსებებს მარა შენ ვერ ხარ მასთან და ვერ იზიარებ მის სიკეთეებს

რავიცი მე ვფიქრობ არასწორი დამოკიდებულებაა. ადმიანის გაღმერთება არასწორია და მიაწერო ისეთი თვისებები რაც რეალურად არ გააჩნია, თან ამბობ მიყვარსო როდესაც პიროვნებას რელაურად არ იცნობ. რა გიყვარს მაშინ მასში? ამავდროულად გინდა რომ რაღაც სულერი თვისებებიც მიაწერო და სულიერ კავშირებს ეძებ მაგრამ მეეჭვება იპოვო. ადმაინი თU გარეგნულად მოგწონს ამაში დასაძრახი არაფერია, მიდი გაიცანი და გაცნობის მერე ურთიერთობაში მოძებნე ის რაც მოგეწონება და არა მანამ სანამ გაიცნობ.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 6 2015, 06:26 PM

G_saxva
შეიძლება ზედმეტ მნიშვნელობებს ვანიჭებ, მაგრამ როგორც იესო გადასცემდა შეხებით და სიტყვით(გახსოვს ალბათ ძალა გავიდაო რო თქვა) მადლს ისიც ასე მოქმედებს ჩემში, რო ვიხსენებ იმ დღეებს როცა მას შევეხე ან გავესაუბრე მთელი შემდგომი დღე ასე მეგონა ანგელოზთა ცხრა დასთან ერთად დავფრინავდი მეც და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთებსაც გადავაადგილებდი მადლმოსილებით, ხვდები გიორგი? ხოდა ახლა აზრი აღარ აქვს თითქოს უიმისოდ ცხოვრებას, ნარკოდამოკიდებული გავხდი ფაქტიურად ხოდა რო ვუყურებ ვის ვკარგავ სასოწარკვეთილობა მიპყრობს, ფაქტია სხვა ადამიანებზე გამორჩეულად მიყვარს ან პირიქით ეგ მიყვარს მოყვასურად და სხვები არა და ამ შემთხვევაში გამოდის რომ ძალიან ცუდი ადამიანი ვარ

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Mar 7 2015, 12:46 AM

ციტატა(sanfol @ Mar 5 2015, 03:11 PM) *


რატო გიყვარს ის ხომ არ გინახავს, ისევე როგორც არ გინახავს ადამიანის სული

ეჭვი მეპარება ჩვენ, ყოველი შემთხვევისთვის მე, ღმერთი გვიყვარდეს. sad.gif ასე რომ მაგ კითხვაზე კარგი პასუხი თუ გინდა, ვინმე იშვიათ ადამიანს უნდა მიმართო ჩემი აზრით...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 7 2015, 10:05 PM

MIRDAT
მესმის რასაც ამბობ, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა როცა გყვარებია?

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Mar 9 2015, 02:03 PM

sanfol
არ ვიცი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2015, 09:57 PM

"ემბრიონს უკვე აქვს ადამიანის სული, რომელი შეიცავს მომავალი სხეულის მთელ გეგმას"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)