IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> შეხედულებები მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთობაზე
toka@
პოსტი Mar 30 2012, 03:26 PM
პოსტი #1


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



ნიუტონი (1642-1727 წწ.) - თავის კაპიტალურ ნაშრომში - „სამყაროს სისტემები“ - წერს: „ზეციური მეუფე მთელს სამყაროს განაგებს, როგორც ქვეყნიერების მბრძანებელი. უზენაესი ძალაუფლების გამო უზენაეს ღემრთს ვუწოდებთ მას. იგი მთელ სამყაროს მართავს იმით, რომ არსებობს, და იმით, რომ შეუძლია არსებობდეს. ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე ერთიანი ღმერთია; გვაოცებს მისი სრულყოფილების მიზეზი, თაყვანსვცემთ მას და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე უსაზღვრო ძალაუფლების გამო. ღმერთი საკუთარ ქმნილებათა მიმართ ამ უზენაესი ძალაუფლების გარეშე, წინასწარხედვისა და მიზნის გარეშე სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ბუნება ან ბედისწერა. ბრმა ფიზიკური აუცილებლობიდან, რომელიც ყოველთვის და ყველგან ერთნაირია, ვერანაირი მრავალფეროვნება ვერ წარმოიშობოდა. ამიტომ დროსა და სივრცესთან შესაბამისობაში მყოფი ამ შექმნილი საგნების მრავალფეროვნება, რაც სამყაროს წყობასა და სიცოცხლეს შეადგენს, მხოლოდ და მხოლოდ თვითმყოფი არსების ნებითა და აზრით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო“.

კარლ ლინეი (1707-1776 წწ.) - XVIII საუკუნეში ბუნების უდიდესი მკვლევარი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია, ღმერთს მისი ქმნილებების მეშვეობით შეიცნობდეს. „მარადიულმა, უსაზღვრო, ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა. მე მას პირისპირ არ შევხვედრივარ, მაგრამ ღმრთაების ანარეკლმა სული ჩემი უსიტყვო მოწიწებითა და კრძალვით აღავსო.

მე ღმრთის ნატერფალს, მის ნაკვალევს მისსავე ქმნილებებში მის ყველაზე პაწაწინა და უჩინარ ქმნილებებშიც კი ვხედავდი. რა ძალაა, რა სიბრძნე, ენითუთქმელი რა სრულქმნილება! ვაკვირდებოდი, უმაღლეს საფეხურზე მყოფი სულიერი არსებები, როგორ არიან დაკავშირებულნი მცენარეულ სამყაროსთან, თავის მხრივ, მცენარეული სამყარო - მინერალურ ნივთიერებებთან, რომლებიც დედამიწის სფეროს ფესვებშია; თვით დედამიწის სფერო მზისკენ მიილტვის, მარად უცვლელი წესრიგით ბრუნავს მის ირგვლივ, და სიცოცხლესაც მისგან იღებს. ვხედავდი, მზე და ყველა ვარსკვლავი, მთელი მზის სისტემა, უსასრულო ვარსკვლავიერი ცა როგორ მოძრაობს სივრცეში, სიცარიელეში როგორ უჭირავს სამყაროს მიუწვდომელ პირველსაწყის მამოძრავებელს, არსებათა არსებას, მიზეზს, მმართველსა და მფარველს, ყოველი ქმნილების შემოქმედს“.

ჩარლზ დარვინი (1803-1882 წწ.) - დარვინის სახელის ირგვლივ მიმდინარეობს ბრძოლა. ცდილობენ, დარვინიზმი რელიგიას დაუპირისპირონ. ჩვენის აზრით, ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ სახეობათა წარმოქმნის არანაირი თეორია, თუკი იგი ჯანსაღ აზრს არ ეწინააღმდეგება, არ შეიძლება ბიბლიას ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ბიბლიაში ადამაინის წარმოშობის მხოლოდ პრინციპული მხარეა გადმოცემული, სახელდობრ - ღმრთის მიერ სამყაროს შესაქმის დასრულება ადამიანის შექმნით. ბიბლია აცხადებს, რომ ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია, თვით ღმერთის ხატება და მსგავსებაა. ბიბლია ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისი სხეულებრივი აგებულებითა და შემადგებლობით მიწისგანაა, ადამიანის სული კი - „ღმრთაების სუნთქვაა“. შესახებ იმისა, თუ დედამიწაზე როგორ გაჩნდა ყველა სახეობა და რამდენად ხანგრძლივად მიმდინარეობდა მათი განვითარების პროცესი, ასევე - თვით ადამიანის შექმნის პროცესის შესახებ, ბიბლია არაფერს ამბობს იმიტომ, რომ ეს უკვე მეცნიერების სფეროა და არა - რელიგიისა. ამიტომ დარვინიზმი, სრულიად დამოუკიდებლა დიმისგან, ჭეშმარიტია იგი თუ არაჭეშმარიტი, როგორც საბუნებისმეტყველო თეორია, არ შეიძლება, რელიგიას დაუპირისპიროთ. მაგრამ რადგან ისეთი ადამიანებიც არიან, სხვაგვარ პოზიციებზე რომ დგანან, უპრიანი იქნება, ვნახოთ, თვით დარვინი ამ საკითხს როგორ განიხილავდა.

მოვიტანთ ფრაგმენტებს მისი ცნობილი წიგნიდან - „სახეობათა წარმოშობა“, რომელშიც მისი შეხედულებები ღმრთისა და ქვეყნიერების ურთიერთობაზე მკაფიოდ და ნათლად არის გადმოცემული. დარვინმა ეს წიგნი რამდნჯერმე გამოსცა, ამასთან, უკანასკნელად - სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაშასადამე, ამ შეხედულებებს იგი სიცოცხლის ბოლომდე იცავდა, პირველ რიგში, საგულისხმო და საყურადღებოა ეპიგრაფები. წიგნის დასაწყისში პირველი ეპიგრაფი: მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებით შეგვიძლია, უკიდურეს შემთხვევაში, შემდეგი რამ დავუშვათ: ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენები გამოწვეულია არა საღმრთო ძალის ცალკეული ჩარევებით, ძალისა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავის ზეგავლენასა და ზემოქმედებას ახდენს, არამედ საერთო კანონების დადგინებითა და არსებობით“ - უდველი. აქ, როგორც ვხედავთ, არამც და არამც უარყოფილი არ არის თვით საღმრთო ძალის არსებობა და მნიშვნელობა სამყაროს წარმოშობის საკითხში. მეორე ეპიგრაფი სიტყვა „ბუნებრივის“ მნიშვნელობას განმარტავს. მესამე ეპიგრაფი უკვე მათ წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც სურთ, ადამიანური გონება ღვთიურ გონებას დაუპირისპირონ და განვითარების დარვინისტული თეორია ანტირელიგიური მიზნებით გამოიყენონ. „ამიტომ დავასკვნით, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც სწორი დამოკიდებულება არა აქვს ჯანსაღი აზრის მიმართ, არ ეგების, ფიქრობდეს ან, მით უმეტეს, ამტკიცებდეს, რომ ადამიანს შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს და ამომწურავად შეისწავლოს ღმრთის სიტყვა, ღმრთისმეტყველება ანდა ფილოსოფია. მაგრამ, დაე, ადამიანები ამ მიმართულებით ან უსასრულო სრულქმნილებისაკენ მიილტვოდნენ ან წარმატებას ესწრაფოდნენ“ - ბეკონი. მეცნიერების პროგრესი.

მთელი ნაშრომისათვის წამძღვარებული ეს ეპიგრაფი იმდენად ნათლად მეტყველებს, თვით დარვინი როგორ და რომელ მსოფლმხედველობას იცავდა და უჭედა მხარს, რომ ყოველეგვარი კამათი აქ, უბრალოდ, ზედმეტად მიგვაჩნია. ეს ეპიგრაფები საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა წიგნის დამამთავრებელი სიტყვები, რითაც დარვინი, ფაქრობრივად, სახეობათა წარმოქმნის საკუთარ თეორიას აჯამებს: „ყველა ეს მშვენივრად აგებული ფორმა, ერთმანეთისაგან ესოდენ განსხვავებული და, ამავე დროს, ერთმანეთზე ესოდენ დიდებულად ურთიერთდამოკიდებულნი, იმ კანონთა წყალობით შეიქმნა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დღემდე მოქმედებენ. ყველაზე ფართო გაგებით, ამ კანონების არსი - ზრდა და კვლავწარმოება, მემკვიდრეობითობა, თითქმის გარდუვალად რომ გამომდინარეობს კვლავწარმოებიდან, ცვალებადობა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ცხოვრების პირობათა მოქმედებაზე და ვარჯიშსა და უვარჯიშებლობაზეა დამოკიდებული. იმდენად მაღალია გამრავლების პროგრესია, რომ მას სიცოცხლისათვის ბრძოლასთან და მის შედეგთან - ბუნებრივ შერჩევასთან მივყავართ, რასაც ნაკლენად სრულყოფილი ფორმების კვდომა მოჰყვება. ამრიგად, ამ მძვინვარე ბრძოლიდან, რომელიც ბუნებაში მიმდინარეობს, შიმშილიდან და სიკვდილიდან, უშუალოდ გამომდინარეობს ისეთი მაღალი შედეგი, როგორის წარმოდგენაც კი გონებას შეუძლია, - ცხოველური სიცოცხლის უმაღლეს ფორმათა წარმოქმნა. სიცოცხლის შესახებ ასეთ შეხედულებაში არის სიდიადე, - სიცოცხლის სხვადასხვაგვარი ძალა იმთავითვეა შემოქმედის მიერ ჩადებული ფორმათა ან უმნიშვნელო რაოდენობაში, ან მხოლოდ - ერთში. ამასთან ერთად, ჩვენი პლანეტა დღესაც აგრძელებს სივრცეში თავისი გზით გარშემოვლას მიზიდულობის უცვლელი კანონების ძალით. სწორედ მისი სივრციდან დაიწყეს გაჩენა და დღესაც აგრძელებენ გაჩენას განსაცვიფრებლად სრულყოფილი და მშვენიერი ურიცხვი ფორმები“. ამ სიტყვებით მთავრდება წიგნი - „სახეობათა წარმოშობა“.

თავის არანაკლებ ცნობილ ნაშრომში: „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“, დარვინი თავში - „ღმრთის იდეის წარმოშობა“ - წერდა: „უნდა აღინიშნოს, რომ საკითხს ღმრთის იდეის წარმოშობის შესახებ არაფერი საერთო არა აქვს თვით შემოქმედი ღმრთის არსებობის საკითხთან, საკითხთან, რომელზედაც კაცობრიობის მრავალ უდიდეს გონებათა პასუხი დადებითი იყო“.

„ჩემზე, - ამბობს დარვინი სხვა ადგილას, - გაცილებით უფრო მძაფრ და ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს სხვა წყარო, რომელიც ღმრთის არსებობაში გვარწმუნებს და რომელიც გონებიდან მომდინარეობს და არა გრძნობიდან. ასეთი რწმენა ჩნდება უკიდურესი სირთულიდან და შეუძლებლობიდანაც კი, უსაზღვრო და გასაოცარ სამყაროს განვიხილავდეთ ადამიანთან ერთად, რომელიც დაჯილდოებულია წარსულის განსჯისა და მომავალზე ფიქრის უნარით (რაც არის შეედეგი ბრმა შემთხვევის ან აუცილებლობისა). ყოველივე ამაზე ფიქრი მაიძულებს, ვაღიარო პირველმიზეზი, რომელიც, გარკვეულწილად, ფლობს ადამიანურ ინტელექტს; ამიტომ თეისტის, ე.ი. ღმრთის მორმწუნის სახელს ნამდვილად ვიმსახურებ“.

ლუი პასტერი (1822-1895 წწ.) - „დადგება ჟამი, როდესაც ჩვენი თანამედროვე ფილოსოფიის სისულელეებს სასაცილოდ აიგდებენ. რაც უფრო მეტს ვმუშაობ, რაც უფრო მეტ დროს ვუთმობ ბუნების შესწავლას, მით უფრო მოწიწებული და მოკრძალებული განცვიფრება მიპყრობს შემოქმედის საქმეთა მიმართ. ლაბორატორიაში მუშაობის დროს ყოველთვის ვლოცულობ“ (Журнал «Вера и разум»; 1905, № 9, გვ. 370).

ნ.ი. პიგოროვი (1818-1891 წწ.) თავის ცნობილ „დღიურში“ წერს: „რწმენა და უმაღლესი არსება, როგორც სიცოცხლის წყარო, სამეცნიერო მტკიცებებს არ ეწინააღმდეგება. მე რომ ღმრთის არსებობის უარყოფა მომესურვებინა, ამას ვერ შევძლებდი ისე, ჭკუიდან რომ არ შევშლილიყავი. თანამედროვენი ამტკიცებენ, რომ შემთხვევიდან - შემთხვევამდე ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში გადასვლას ძუძმწოვრების სახეობამდე მივყავართ, აქედან კი ერთი ხელის გაწვდენაღა რჩება ადამიანამდე, რომლის გონებაც, ბოლოს და ბოლოს, გაუმხელს და გაუმჟღავნებს მას, რომ მის წარმომქმნელ უჯრედს არსებითად არაფერი არ განასხვავებს სხვა ცოცხალი უჯდრებისაგან, და რომ მხოლოდ გარემოს, შემთხვევისა და დროის წყალობით უჯრედისაგან წარმოიქმნა და განვითარდა ადამიანი ან მისი მონათესავე მაიმუნი. ამ დოქტრინის მიმდევრობამ პიედისტალზე აიყვანეს შემთხვევა, შემთხვევით შეცვალეს ღმერთი, და როგორც ზედმეტი ხარახურა, ისე მოისროლეს სამყაროში არსებული გეგმაც და მიზანშეწონილობაც. დოქტრინაში წარსული აწმყოსთანაა შეთანხმებული. და ეს მისი მიმზიდველი მხარეა; ყველაფერი დაბადებულია, და არა - შექმნილი. მაგრამ რას წარმოადგენს ეს შემთხვევა ორიგანული წარმომქმნელი ძალის გარეშე, რომელსაც გარკვეულ დაჯგუფებებამდე მივყავართ, - არ ვიცი. ან იქნებ საერთოდ არც არსებობს შემთხვევა, ან იქნებ შემთხვევასა და ყველა იმ მოქმედებასა და მიზეზს შორის კავშირი არსებობს? ასეთი თვალსაზრისიდან გამომდინარე, შემთხვევა, არც მეტი, არც ნაკლები, იძენს მოქმედების სტატუსს, რისი მიზეზებიც სრულიად უცნობია, მრავალი მოვლენის შესახებ კი მართლაც შეიძლება დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ არც არასოდეს გახდება ცნობილი“.

ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წწ.) - მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი. 1930 წლის ნოემბერში აინშტაინმა ჟურნალისტს, რომელიც ღმრთის არსებობის შესახებ მისი შეხედულება აინტერესებდა, უპასუხა:

„ჩემი რელიგია - ესაა მდაბალი, მოწიწებული აღფრთოვანება უსაზღვრო გონიერების წინაშე, რომელიც თავის თავს სამყაროს ამ ნამცეცა, უწვრილმანეს დეტალებშიც ავლენს, მხოლოდ ნაწილობრივ რომ ძალგვიძს ჩავწვდეთ და შევიცნოთ ჩვენი გონებით. სამყაროს აგებულების უმაღლესი ლოგიკური სიმწყობრისადმი ღრმა ემოციური რწმენა გახლავთ სწორედ ჩემი იდეა ღმრთისა“.

„იცოდე, რომ სამყაროში ბევრი ისეთი რამ არსებობს, რომლებიც რეალურად არსებობენ, მაგრამ რომლებიც შეუმეცნებელია ჩვენთვის და თავის თავში უმაღლეს სიბრძნესა და უმაღლეს სილამაზეს შეიცავენ, იცოდე და გრძნობდე, - ესაა სწორედ წყარო ჭეშმარიტი რელიგიურობისა. ამ აზრით, მე რელიგიურ ადამიანებს მივეკუთვნები“.

ვინ არ იცნობს სახელოვან ნიუტონს, როგორც უდიდეს მეცნიერს ფიზიკის სფეროში. მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს მას, როგორც ღვთისმეტყველს, რომელმაც ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებები დაწერა.

ზოგჯერ ეკლესიას განიკითხავენ, რომ იგი თითქოსდა მეცნიერების მოწინავე და საუკეთესო წარმომადგენლებს დევნიდა. სანიმუშოს კოპერნიკის, გალილეისა და ჯორდანო ბრუნოს ცხოვრებას ასახელებენ ხოლმე.

ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წწ.) - ასტრონიმიის პროფესორი, პოლონეთის ეკლესიის მღვდელი, ერთ-ერთი ტიტანი აზრის, ენერგიის, ხასიათის მრავალმხრივობისა და განსწავლულობის თვალსაზრით, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, უვერცხლო ექიმი, კათოლიკურ-ლუთერანული კრების (1513-1517 წწ.) თვალსაჩინო მონაწილე, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი. ალბათ, როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, კოპერნიკის აღმოჩენის არსი მოკლედ იმაში მდგომარეობს, რომ მზე კი არ ბრუნდავს დედამიწის გარშემო, არამედ დედამიწა - მზის გარშემო. კოპერნიკი კათოლიკური ეკლესიის ერთგულ მსახურად რჩებოდა, ცდილობდა, ყოფილიყო ჭეშმარიტი და არა თვალთმაქცი ქრისტიანი, ესწრაფვოდა ცხოვრებაში ქრისტეს მცნებათა შესრულებას, ყველა უქონელს უანგაროდ უწევდა სამედიცინო-საექიმო დახმარებას. ეკლესიის მხრიდან არანაირი დევნა არ განუცდია და მეგობრებით გარშემორტყმული მშვიდობიანად გარდაიცვალა თავის სამშობლოში.

ეპოქა, რომელშიც კოპერნიკი, ბრუნო, გალილეი ცხოვრობდნენ, მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა. კერძოდ, ჯერ კიდევ ცოცხლობდა ძველ დროთა ტრადიცია, - ჭეშმარიტება განესაზღვრათ და დაეკანონებინათ ძალადობის გზით. პირველ რიგში, იმ ეპოქაში რელიგიას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაცრი დიფერენციაცია. იმ დროში მეცნიერებაც და დასავლეთ-ევროპული ფილსოფიაც ჯერ მხოლოდ თავიანთი საერთო დედის - რელიგიის ფრთებქვეშ იმყოფებოდა და რელიგია ორივეს იცავდა და მფარველობდა.

ის ადამიანები, რომელტაც გალილეი გაასამართლეს, ერთსა და იმავე დროს ეკლესიის წარმომადგენლებიც იყვნენ და მეცნიერებისაც. ხოლო ჯორდანო ბრუნოს გასამართლებისას წმინდა პოლიტიკური მომენტებიც ჰქონდათ მხედველობაში. შესაძლოა, იგი ასე არც დაღუპულიყო, მის მიმართ სამონასტრო შემოსავლებისა და მისი ქონების წინააღმდეგ გამოსვლის ბრალდება რომ არ წამოეყენებინათ. როგორც ეს უტყუარი, ნამდვილი დოკუმენტებითაა დამოწმებული და დადასტურებული, დაკითხვის დროს ინკვიზიტორებს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფაქტზე ჰქონდათ კონცენტრირებული (გადატანილი). რას ვიზამთ, არ უყვართ ადამიანებს, როცა მათ ქონებას ართმევენ!


დასკვნა

ის, ვინც ქრისტიანული რელიგიის უფრო დაწვრილებით შესწავლას გადაწყვეტს, დაე, თვითონ შეუდგეს მის კითხვას. სიტყვა „სახარება“ „სასიხარულო ცნობას“ ნიშნავს. შეტყობინება და უწყება ახალი სიცოცხლის შესაძლებლობისა სამყაროში „ახალი ადამიანის“ შობის შესახებ, რომელიც ღმრთის ხატადაა შექმნილი, დედამიწაზე იესო ქრისტემ მოიტანა. ის ამქვეყნად მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანთა ხვედრის, ადამიანთა ცხოვრების თანამოაზრე ყოფილიყო, მოვიდა, რათა ხალხისათვის მიეცა მოძღვრება, რომელიც ცეცხლს ჰგავს, ცეცხლს, რომელსაც ადამიანთა ჩამქრალი სულების ანთება შეუძლია. მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავე იფეთქოს (ლკ. 12,49).

ის ამქვეყნად მოვიდა, ადამიანებისათვის თავისუფლება რომ ესწავლებინა. „ახალი ადამიანი“, სახარების მიხედვით, ისაა, ვინც თავის თავში სძლია ყველა გამოცდას, საცდურსა და განსაცდელს (რომელთაც ქრისტემ სძლია) და ვინც ქრისტეს მცნებებს ასრულებს. იყავით თქვენ ისეთივე სრულქმნილნი, როგორი სრულქმნილიცაა მამა თქვენი ზეციერი, იყავით მოწყალენი, ეძიებდით სიმართლეს, შეიცანით ჭეშმარიტება, გახდით ძენი სიმართლისანი.

მცნებებს ღმრთისადმი სიყვარულისა და ადამიანებისადმი, როგორც ძმებისადმი სიყვარულის შესახებ ძველი წარმართული სამყარო არ იცნობდა. მას შემდგომ კაცობრიობის ისტორია ორ პერიოდად განიყოფება - ქრისტემდე (ჩვენს ერამდე) და ქრისტეს აქეთ (სწორედ ქრისტეს შობიდან იწყება ახალი წელთაღრიცხვა), ქრისტეს მიერ კაცობრიობისათვის მოცემულმა სახარებამ ადამიანთა შეგნებაში, მათ ცნობიერებაში გადატრიალება მოახდინა; იმ ფასეულობათა გადაფასება გამოიწვია, რითაც ძველი სამყარო ცხოვრობდა. სახარება არის ახალი სიცოცხლისათვის ხმობილთა რელიგია. მაგრამ მოხმობილი და მოწოდებული ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ამავე დროს, ყველა მოწოდებულში როდი ხდება ახალი სიცოცხლისაკენ სულიერი ფერისცვალება, რადგან როგორც ძველმა წინასწარმეტყველმა თქვა: მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი (მთ. 20,16).

სახარების თანახმად, ცხოვრება - ესაა ადამიანის სულში სინათლის წყვდიადთან ბრძოლა: ბრძოლის ველი -ადამიანის გულია. ეს ბრძოლა მიმდინარეობს კაცობრიობის ისტორიაშიც. ისტორია - ესაა მოვლენათა განუწყვეტელი მონაცველობა. იცვლება ცხოვრების ნორმები, იცვლება ცნებები, ბერდება და ქრება ტრადიციები, ემხობიან და ნადგურდებიან ადამიანთა კერპები, მაგრამ მოვლენათა, მოძღვრებათა და იდეათა ამ მარად მღელვარე ოკეანეში უცვლელი რჩება ერთი სწავლება: გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან არ არსებობს იმაზე მეტი სიყვარული, თუ ვინმე თავს დასდებს თავისი მეგობრისათვის.

ქრისტემ ეს მცნება არა მარტო ასწავლა ადამიანებს, არამედ პირველად თვითონვე აღასრულა იგი, მსხვერპლად გაიღო რა საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის გადასარჩენად.

გაივლის საუკუნეები, ათასწლეულები, ერთმანეთს შეცვლიან სწავლებანი, მაგრამ ქრისტეს ეს მცნება მუდამჟამს ყოვლადსრულქმნილ, შეუცვლელ და შეუდარებელ მცნებად დარჩება. ის გვანიჭებს აზრს, ძალასა და ნებას სიცოცხლისათვის.

ქრისტე - ძე კაცისა - მარადიული იდეალი იქნება, ადამიანები ყოველთვის დააფასებენ და პატივს მიაგებენ ყოველივეს, რაც სახარებიდან გვეუწყა. მისი მცნებები გზის მანათობელ ვარსკვლავად დარჩება.

ქრისტე არის ნათელი ქვეყნიერებისა, და ეს ნათელი მუდამ გაუნათებს ადამიანებს, ვიდრე ისინი დედამიწაზე იარსებებენ.

კიდევ ერთხელ გავიხსენებ დიდი რუსი ქირურგის, პროფესორ ნ.ი.პიგოროვის სიტყვებს: „მწამს, რომ ქრისტეს მოძღვრების ძირითადი იდეალი თავისი მიწუვდომლობის გამო მარადიული იქნება და ის მარადიულად მოახდენს ზეგავლენას იმ სულებზე, რომლებიც მშვიდობას ღმერთთან შინაგანი კავშირის მეშვეობით ეძიებენ. ამიტომ წუთითაც კი არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ეს მოძღვრება ჩვენი პროგრესის უსწორმასწორო გზაზე ჩაუქრობელ შუქურად დარჩება“.


წყარო : http://www.orthodoxy.ge/

უარმყოფელ აზრთა წყაროები

საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს სტუდენტებს, და საერთოდ, განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება?

ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება.

როდესაც მალემრწმენობით მეცნიერულ დასკვნებად ვიღებთ მტკიცებებს, რომლებსაც იმ შეხედულების (თვალსაზრისის) სასარგებლოდ მოუხმობენ, თითქოსდა ღმერთი არ არსებობს, ამით კანტის მიერ უკვე გამორკვეულ დებულებას ვივიწყებთ, რომლის თანახმად თეორიტიკული გონება ერთნაირად უძლურია, დაამტკიცოს ან უარყოს ღმერთის არსებობა, სულის უკვდავება და ნების თავისუფლება. ეს ობიექტები და ეს საკითხები სწორედ ამიტომ იწოდებიან ტრანსცენდენტურებად (ისინი მეცნიერების საზღვრებს მიღმა არიან).

გონებით შეგვიძლია მხოლოდ გარეგანი ფაქტი შევიმეცნოთ, და არა საგანი თავის თავში. მთელი სამყარო, რომდენადაც იგი დროსა და სივრცესთანაა დაკავშირებული, ამდენად ობიექტურად შეუმეცნებადია, რადგან დრო და სივრცე ჩვენი ცნობიერების სუბიექტური ფორმებია, რომელთაც სამყაროს მივაკუთვნებთ ხოლმე. აქედანაა გამონათქვამი: „სამყარო - ეს მე ვარ“. ჩვენი შეგრძნებების, აღქმებისა და წარმოდგენების სუბიექტურობას კიდევ უფრო ზუსტად განმარტავს შემეცნების ფსიქოლოგია. ჩვენს მეირ აღქმული ფერი, ტემპერატურა, გემო ჩვენი შეცნობის გარეშე თავისთავად არ არსებობენ (უკუაღიარებას ფსიქოლოგიაში გულუბრყვილო რეალიზმი ეწოდება). თვით მატერიის შეცნობაც კი არ ძალგვიძს ისე, როგორც ის არსებობს, იმიტომ რომ მისი სპეციფიკური თვისებები - მასა, სიმკვრივე და სიმძიმე - სუბიექტურია.

საერთოდ, საგნებს ისე კი არ ვხედავთ, როგორც არსებობენ, არამედ ისე, როგორც მათ პიროვნული, სუბიექტური თვალსაწიერიდან აღვიქვამთ.

მით უფრო არ ძალგვიძს მეცნიერულ-შემეცნებითი უნარებით საგანთა მიღმა არსებულის, ე.ი. საგანთა არსის, და მით უმეტეს - პირველარსის, ე.ი. ღმერთის წვდომა. აი, ამიტომაა შეუძლებელი მეცნიერებისათვის ღმრთის არსებობის უარყოფა, რადგან ეს თემა ისევე, როგორც არსთა მთელი სფერო, უკვე მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება!

ისეთი თანამედროვე ფილოსოფოსები, როგორებიც არისნ ბერგსონი, ლოსკი, კანტზე შორსაც მიდიან, როდესაც აღიარებენ და ცდილობენ ღმერთის არსებობის გონებითაც დასაბუთებას. სხვათა შორის, უკვე ამ მიმართულებით გენიალური ნაბიჯები ვ.ს.სოლოვიოვმა გადადგა.

მეორე ჩვენი ცდომილება მეცნიერების მეცნიერთა შეხედულებებთან გაიგივებაა. ზოგჯერ ეს შეხედულებები მართლაც უპირისპირდებიან რელიგიას, მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვევა ხოლმე, რომ ისინი უპირისპირდებიან არა მარტო რელიგიას, არამედ ბუნებასაც და ჭეშმარიტ მეცნიერებასაც, რომელიც ბუნების ნამდვილ მოვლენებს ასახავს. ამ დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობას სწორედ ის გარემოება განაპირობებს, რომ ეს და მსგავსი შეხედულებები იმდენად ობიექტურ ბუნებას არ ასახავენ, რამდენადაც მეცნიერთა გემოვნებას, გემოვნებას, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდილობს მეცნიერებისათვის მიუწვდომელ იმ სფეროსად გადასწვდეს, საიდანაც როგორც რწმენის, ისე ცრურწმენის სამეფო იწყება.

ეგრეთ წოდებული მეცნიერული ათეიზმი ნამდვილად უპირისპირდება რელიგიას, მაგრამ ათეიზმი წარმოადგენს მხოლოდ ზოგიერთი სწავლული ადამიანის ვარაუდს - დაუსაბუთებელსა და დაუმტკიცებელს.

ათეისტების მცდელობა, როგორმე დაამტკიცონ ის, რისი დამტკიცებაც შეუძლებელია, უნებლიედ გვაგონებს პუშკინის სტრიქონებს:

Художник варвар кистью - сонной
Картину гения чернит
И свой рисунок беззаконный
Над ним бессмысленно чертит.

თეორია, რომლის თანახმად სამყარო ღმერთს არ შეუქმნია, არათუ მეცნიერულად დასაბუთებულ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს, არამედ - სრულიად გარეშემეცნიერულია. ეგრეთ წოდებული დარვინიზმი, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანი ევოლუციის მეშვეობით ცხოველთა დაბალი სახეობიდან განვითარდა და ღმრთაების შემოქმედებითი აქტის პროდუქტი არ არის, მხოლოდ ვარაუდი, მხოლოდ ჰიპითეზა აღმოჩნდა, უკვე მოძველებული თვით მეცნიერებისთვისაც კი. ეს ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება არა მარტო ბიბლიას, არამედ თვით ბუნებასაც, რომელიც ერთგულად ცდილობს ყოველი სახეობის სიწმინდის შენარჩუნებას და არ იცნობს თვით ბეღურიდან მერცხლის სახეობისკენ განვითარებისა და გადასვლის ფაქტს. უცნობია მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის ფაქტები. სინამდვილეში ვხვდებით საპირისპირო ფაქტებს. მოვიყვანთ „ყურანიდან“ მუჰამედის მიერ გამოთქმულ ერთ აზრს: „ზოგიერთი ადამიანი ცოდვების გამო ღმერთმა მაიმუნად გადააქცია“.

ჩვენი დროებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ადამიანის მაიმუნად მორალური გარდაქმა-გადაქცევა.

ადამიანი, როდესაც რომელიმე დაბალ ვნებას ემონება, ვთქვათ, ისეთს, როგორიცაა თრობა, თავდაპირველად სასიამოვნო და სასიხარულო შეგრძნება უჩნდება, მაგრამ შემდეგ თანდათან უგუნურდება და სულელდება, ცხვარს ემსგავსება. ხოლო სმას თუ გააგრძელებს, თავის თავს უკვე ლომად წარმოიდგენს, მზვაობარი და ცოფიანი ხდება; რაც უფრო მეტს სვამს, სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაიმუნს - ხტუნავს, იმანჭება, ათასგვარ სისულელეს სჩადის, ხოლო ცნობიერების დაკარგვამდე უგონოდ მთვრალი უკვე ღორად „გადაიქცევა“ და ტალახში ღორივით გაწვება. განა ყოველდღიურად არ ვხედავთ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანებს ცხვრებად, ლომებად და მაიმუნებად „გადაქცევას“? მაგრამ დედამიწის მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი მაიმუნი, ადამიანივით ეაზროვნა. ამავე დროს, ზედმეტი იქნებოდა, შეგვენიშნა, - მან, ვინც მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის პროცესი წარმოგვიდგინა, თავისი შეცდომა უარყო და ღმრთის წინაშე მდაბლად მოინანია.

თეორეტიკოსები, რომელთათვისაც თავიანთი ტენდენციები ჭეშმარიტებაზე ძვირფასია, საკუთარი ჰიპოთეზის დასაცავად ცრუ მტკიცებებსაც კი მიმართავენ. როდესაც ამ ჰიპოთეზის უარმყოფელ ფაქტებს აწყდებიან, მაშინ აცხადებენ: „მით უარესი ფაქტებისთვის“. რადგან ისინი მოცემული თეორიის გამამართლებელ ფაქტებს ვერ პოულობენ, თავადვე „თხზავენ“ ფაქტებს. ცნობილია ჰეკელის სახელთან დაკავშირებული „სამი კლიშეს“ თეორია. ევოლუციური თეორიის გამართლების მიზნით (რომლის მიხედვით, ადამიანი, მაიმუნი და ძაღლი ერთნაირი ჩანასახიდან ვითარდება), თავის ანთროპოლოგიაში დაბეჭდა ამ ჩანასახთა სამი ნეგატივი. სამივე სინამდვილეში ერთი ნეგატივის პროდუქტები აღმოჩნდა. ისინი ჰეკელმა ისე დაბეჭდა, რომ ნეგატივები მისი ჰიპოთეზისათვის არასასურველი დეტალებისაგან გაწმინდა. პირველად ნაყალბევი ცნობილმა ემბრიოლოგმა გისმა შენიშნა, რაც შემდეგ თვით ჰეკელმაც აღიარა, თავი კი იმ „არგუმენტით“ იმართლა, რომ ჩემი ვარაუდის ჭეშმარიტებაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებულიო. ამ ნაყალბევის გამო ენერგიული პროტესტი გამოხადა 50 მეცნიერმა, მათ შორის, რუსმა მეცნიერმა ხვოლსონმა, რომელმაც დაწერა ბროშურა „კოშუტის მეთერთმეტე მცნება“ (ეს მცნება შეგვაგონებს: „ნუ წერ იმის შესახებ, რაც არ იცი“).

მეორე „მტკიცება“ ეყრდნობა 1891 წელს მეცნიერ ლობუას მიერ კუნძულ იავაზე ნაპოვნ ძვლებს (თავის ქალის ნაწილი, სამი კბილი და ბარძაყის ძვალი), რომლებიც თითქოსდა ადამიანსა და მაიმუნს შორის გარდამავალ რგოლს წარმოადგენენ.

ეს მოსაზრება სრულიად უსაფუძვლოა და დაუსაბუთებლად მიაჩნია ცნობილ ანატომს, ვირხოვს. მას იმაშიც კი ეპარება ეჭვი, ეს ძვლები, რომლებიც ერთმანეთისგან 16 მეტრის დაშორებით იპოვნეს, საერთოდ ერთი და იმავე ორგანიზმის კუთვნილებას წარმოადგენდეს. ვირხოვმა ამხილა და კრიტიკულად გაანალიზა პრუსიაში ნეანდერტალის ველზე 1856 წელს აღმოჩენილი „ნეანდერტალელის თავის ქალაც“, რომელიც პირველყოფილ ადამიანს მიეწერება, და დაასაბუთა (ბიბლიაში მითითებული ფაქტი), რომ ეს „სახეობები ფიქსირებულია“, ჩაკეტილია და დარვინის ამგვარი დაცვის ყოველგვარი მცდელობა იმ წყალწაღებულ კაცს მოგვაგონებს, ხავსს რომ ეჭიდება.

ვირხოვი ამბობდა: „ცდა, ეპოვნათ ცხოველისაგან ადამიანისაკენ გარდამავალი საფეხური, სრული წარუმატებლობით დასრულდა“. მისი დაკვირვებით, ადამიანისა და მაიმუნის ანატომია ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება (კიდურები, ხერხემალი, ზურგის ტვინი, ქალის ღრუში მოთავსებული თავის ტვინი და სხვა.)

საგულისხმოა, რომ თვითონ დარვინი საკუთარ თეორიას მხოლოდ ჰიპოთეზად მიიჩნევდა (იხ. „სახეობათა წარმოშობა“ და „ადამიანის წარმოშობა“). დარვინი თავის თხზულებებში მაიმუნსა და ადამიანს შორის არსებულ თვისობრივ განსხვავებაზე მიუთითებს, კერძოდ, დანაწევრებულ მეტყველებაზე, რომელიც მარტო ადამიანს ახასიათებს.

საგულისხმოა აგრეთვე დარვინის უბის წიგნაკში (1837 წ.) ნაპოვნი ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ მას თავისი თეორიით მეცნიერული გამოკველევებისათვის მხოლოდ გარკვეული მიმართულების მიცემა სურდა. ამგვარად, დარვინიზმი ეწინააღმდეგება ბიბლიას, მაგრამ იგი მეცნიერებას კი არ წარმოადგენს, არამედ შეხედულებას მეცნიერთა, რომლებიც მეცნიერულად დადგენილ და დასაბუთებულ ფაქტებს უპირისპირდება.


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 22 2013, 05:29 PM
პოსტი #2


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646





--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 22 2013, 11:51 PM
პოსტი #3


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



toka@
ძალიან კარგი თემაა, ბევრს აქვს ამაზე საშინლად არასწორი შეხედულება... ძალიან მაღიზიანებს როდესაც მეცნიერებას და რელიგიას ერთმანეთს უპირისპირებენ...



მორწმუნე ადამიანი მონაა ღვთისა, ხოლო ის ვისაც რწმენაც აქვს და ცოდნაც, მეგობარია ღვთის!



პ.ს. თოკა. რამდენი წლის ხარ? სწავლობ სადმე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 23 2013, 12:52 AM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
კრილ კოპეიკინ....
რას აღარ ნახავ ხოლმე...biggrin.gif

MIRDAT
ციტატა


პ.ს. თოკა. რამდენი წლის ხარ? სწავლობ სადმე?

19 წლისაა , სემინარიის მეორე კურსზე სწავლობს....


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 23 2013, 10:22 AM
პოსტი #5


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(A.V.M @ Jan 23 2013, 12:52 AM) *

qetevano
კრილ კოპეიკინ....
რას აღარ ნახავ ხოლმე...biggrin.gif

ეგ ერთადერთი სასულიერო პირია, კოპეიკინი ვინც ვნახე... მაგას გამოვტოვებდი შენი აზრით აქ რომ არ დამედო? dry.gif biggrin.gif

არა ისე მართლა საინტერესოდ საუბრობს.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Jan 25 2013, 07:16 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578





ამ ფილმშიც ბევრი სიცრუე და სისულელეა, მაგრამ ამ ეტაპზე წავა რა...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 25 2013, 01:36 PM
პოსტი #7


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



Atm@n

ეგ ვიდეო ადრეც მაქვს ნანახი და ახლა ვუყურე კიდევ... არ მომწონს. ბევრი შეცდომებია და ჩამოვწრ ახლა რაც.

დასაწყისსში სვავს კითხვებს, თუ როგორ შეიქმნა სივრცე და მთელი ეს მატერია იმ წერტილიდან. ვინც ეგ ვიდეო გადაიღო მგონი კარგად თვითნაც ვერ ერკვევა დიდი აფეთქების თეორიაში. ის ამბობს რომ ეს სინგულარობის წეტილი იყო ვაკუუმში, რაც არაა სწორი, მისი ნათქვამიდან გამოდის რომ ეს წერტილი რაღაც ცარიელ სივრცეში არსებობს, დიდი აფეთქების თეორიის თანახმად ეს ასე არაა, თვითონ ეს წერტილია სივრცეც და ის მარტერიაც რომელსაც ჩვენ ვიცნობთ... (ძნელი წარმოსადგენია) მეორე, ეს წერტილი სულაც არაა ატომის ხელა, გაცილებით პატარაა და მისი ზომა მიდის 0 ისკენ და სიმკვრივე უსასრულობაში, ესაა დიდი აფეთქების თეორიის საწყისი სინგულარობის პრობლემა რომელსაც ვერ ხსნიან ამიტომ ამ თეორიას განიხილავენ მხოლოდ ამ მდგომარეობამდე და ამ წერტილის წარმოქმნის და აფეთქების მიზეზები დაუდგენელია... რაც შეეხება ამდენი ნივთიერებისა და ელემენტის წარმოქმნას, ბირთვული სინთეზი... ზუსტად იგივე პროცესებით წარმოიქმნება ეს ნივთიერებები ახლაც...

კიდევ 1 რამ, დიდი აფეთქების ართერთი ავტორი იყო მღვდელი... http://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_...ეორია

უკვე მერამდენედ მემართება ასეთი რამ... რამხელა ტექსტი დავწერე და მარტო ეს გამოქვეყნდა :\ მოკლედ დიდი უაზრობაა ეს ვიდეო... არის საინტერესო ფაქტები კლინიკურ სიკვდილთან დაკავშირებით და კიდევ 1-2... მაგრამ დანარჩენი უბრალოდ სიცრუეა... ყველაზე ეპიკური ტყუილი მიანც ყოველ საათში მზის მეტრანახევრით დაპატარავება იყო... ისე გიგანტური ადამიანის არსებობაც ძალიან არარეალურია... ადამიანის ზომა 3 ჯერ რომ გაზარდო წონა 27 ჯერ გაიზრდება მისი ძვლების სიმკვრივე კი იგივე დარჩება... ახლა წარმოიდგინეთ რაც მოხდება...

და რაც შეეხება ვიდეოს ბოლოს ნათქვამ მის სიტყვებს ასეთ პასუხს გავცემდი: მე მჯერა რომ ღმერთმა სამყარო 6 "დღეში" შექმნა და არა 6 დღეში... რა არის 1 დღე? დედამიწის 1 ბრუნი თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო? ალბათ ღმერთიც მასე ითვლის დღეებს... და თუ მასე ითვლის, დედამიწა 6000 წლისაა და ადრინდელი ადამიანები 900 წლამდე ცოცხლობდნენ მაშინ ახლა ნოე დაბადებულიც არ უნდა იყოს და ადამის შვილიშვილი რომელიც სხვათაშორის 5 მეტრის სიმაღლის სპილენძის აბჯარში ჩაცმული იქნება, ვერთმფრენში უნდა იჯდეს და პირამიდების ასაშემებლად 2 ტონიან ლოდებს უნდა ეზიდებოდეს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Jan 25 2013, 01:52 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



MIRDAT

ხო რა, ძველ ცრუ სტერეოტიპებს ანგრევს ახალი ცრუ სტერეოტიპებით. მაგრამ რაც არ უნდა იყოს გაჩვენებს, რომ ფრთხილად უნდა იყო სანამ რამე თეორიას ენდობი. smile.gif

როცა დავდე ნანახიც არ მქონდა ეს ვიდეო, უბრალოდ ჩავთვალე რომ საინტერესო იქნებოდა. (და რაც მთავარია ქართული თარგმანითაა).


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 25 2013, 02:03 PM
პოსტი #9


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



Atm@n

მართალი ხარ, ზუსტად მასეთი რაღაც დამიტოვა, მეტი უნდობლობა საერთოდ ყველაფრის მიმართ, ანუ მეტი დაფიქრებაა საჭირო... თორე მაგ ვიდეოში რაცაა ნათქვამი ვინმემ ყველაფერი რომ დაიჯეროს ვერ წაუვა კარგათ საქმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 25 2013, 04:45 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
ადამიანის ზომა 3 ჯერ რომ გაზარდო წონა 27 ჯერ გაიზრდება მისი ძვლების სიმკვრივე კი იგივე დარჩება... ახლა წარმოიდგინეთ რაც მოხდება...


არამარტო, წარმოიდგინე გული რა უნდა იყოს, სისხლის მიმოქცევა წარმოიდგინე ამხელა სხეულში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 26 2013, 12:43 AM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რატომ გგონიათ რომ დიდი აფეთქების თეორია აბათილებდეს მართლმადიდებლურ სწავლებას სამყაროს შექმნის შესახებ?
პირიქით , დაახლოებით 16 საუკუნის წინ მართლმადიდებელი წმ.მამები საუბრობდნენ მის შესახებ...
თუ ვინმეს აინტერესებს ან მეწინააღმდეგება შევამოწმოთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 30 2013, 04:01 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კანუდოსა საუბრობს სამყაროს შექმნის მოდელზე თეოლოგიურ და მეცნიერულ ჭრილში , სამყაროს უსასრულობაზე , დროის ფაქტორზე , საწყისზე და.ა.შ.
საკმაოდ საინტერესოა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 12 2013, 05:39 PM
პოსტი #13


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, სხვადასხვა გამოგონების ავტორი და არაერთი ლიცენზიის მფლობელია. მართალია, ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი მაინცდამაინც არ უყვარს, მაგრამ, ინტერვიუს ჩაწერისას ბევრ ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს შეეხო, როგორიც არის: საქართველოში ბიოგაზისა და ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მიღება, მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება, ცუნამისა და ტორნადოს შეჩერება და კატასტროფების თავიდან აცილება.

მამა ზაქარია (ძინძიბაძე): ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი ვარ, ვმუშაობდი ბირთვული ფიზიკის კათედრაზე, ასევე იზოტოპების ინსტიტუტში. ისეთ პერიოდში ვცხოვრობდით, მაშინ ფიზიკა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მაღალ დონეზე იყო, ამ კუთხით საბჭოთა ხელისუფლება სერიოზულ დაფინანსებას გამოყოფდა. პირდაპირ გეტყვით – ფიზიკით გავხდი მორწმუნე, ფიზიკით შევიმეცნე ღმერთი. ზოგი ფიზიკით ხდება მორწმუნე, ზოგი – ხატვით, ზოგი – მუსიკით, ეს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გზაა. თუმცა‚ ამით არ დავკმაყოფილებულვარ, ისეთი საინტერესო მოვლენები აღმოვაჩინე ბიბლიაში, რაც თანამედროვე მეცნიერებამ არ იცის და, შემდეგ‚ როგორც ფიზიკოსმა‚ შევისწავლე. თუნდაც, როგორ არის მოწყობილი მართლმადიდებლური კოსმოლოგია. საოცარი რაღაცეებია... დღეს მეცნიერება იცნობს ოთხ ურთიერთობას: გრავიტაციულს, ბირთვულს, ქიმიურსა და მსუბუქს, ბიბლიაში კი 9 წერია, რომელთაგან ხუთი არ ვიცით, რა არის. გაცილებით უკეთ არის წარმოჩენილი ეკლესიურ სწავლებაში ოთხგანზომილებიანი სივრცე, დრო, ვიდრე თანამედროვე ფიზიკაში. მემბრანის თეორიაც კი არის, რომელიც მიღწევებისა და აღმოჩენების ბოლო თეორიად მიიჩნევა. ასევე‚ სამყაროს ისეთ საინტერესო ობიექტებზეა საუბარი, როგორიც არის ნისლეულები, გალაქტიკები და მათ შორის‚ შავი ხვრელები, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, ნათლობის ლოცვაში არის ასეთი ადგილი: „ოთხითა ნივთითა და ოთხითა ჟამითა შეამკე სამყარო“. გასაგებია, რომ „ოთხი ჟამი” – ეს არის წელიწადის ოთხი დრო, მაგრამ ოთხი ნივთი რა არის? ეს არის: მყარი, თხევადი, გაზი და – მეოთხე?! მხოლოდ 1932 წელს დაფიქსირდა ნივთიერების მეოთხე მდგომარეობა – პლაზმური, მანამდე, უბრალოდ, ცეცხლად მიიჩნევდნენ. წარმოიდგინეთ‚ ეს წერია პირველ საუკუნეში, ნათლობის ლოცვაში. კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ წერია ბიბლიაში, იქ, ასევე, საუბარია არა სამგანზომილებიან, არამედ, მრავალგანზომილებიან სამყაროზე, რომელიც სრულიად სხვა სამყაროში გვახედებს. დღეს თითოეულ ადამიანს რომ ჰკითხო, რა არის სიყვარული, მეგობრობა, თავისუფლება, ყველა თავისებურად ახსნის, რაც არასწორია. ქრისტეს უდიდესი გამარჯვება, მისი ამქვეყნად მოსვლის არსი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მან სამყაროს ერთიანი ხედვა შექმნა. მხოლოდ 1961 წელს შეიქმნა „სი სისტემა“ – ეს არის მასის, სიგრძისა და დროის ერთეულთა ერთიანი ინტერნაციონალური სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე გახდა. მეცნიერება თავის დროზე მიხვდა, რომ საჭირო იყო მათი ერთ ერთეულში გადაყვანა. ადამიანი შედგება სხეულისგან, სულისგან, სამშვინველისგან. თითოეულ მათგანს კი აქვს თავისი ერთეულები, განზომილებები, კატეგორიები. დღეს‚ როდესაც გვინდა, თავისუფლები ვიყოთ, წარმოდგენა არ გვაქვს იმაზე‚ თუ რა არის თავისუფლება. პირადად მე ყველაზე თავისუფალ ადამიანებად მიმაჩნდნენ მესვეტე მამები და შიო მღვიმელი, რომელიც პატარა ორმოში იჯდა. თავისუფლება სულიერი კატეგორიაა და არა ფიზიკური. ჩვენ კი მას ფიზიკურ კატეგორიაში ვეძებთ, ამიტომაც ვერასდროს ვიპოვით იქ. როდესაც ვამბობთ, რომ ერთნი უნდა ვიყოთ ქრისტეში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი და იგივე წარმოდგენა უნდა გვქონდეს ფუნდამენტურ განმარტებებზე, მაშინ ყველაფერი ერთნაირი იქნება და არ გვექნება ერთსა და იმავე რაღაცეებზე დავა.

მარტივი გზით მიღებული ულევი ელექტროენერგია, ბიოგაზები
ფიზიკისთვის არ დამინებებია თავი, დღემდე ვარ ჩართული და ბევრ რამეზე საავტორო უფლებებიც მივიღე. ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ადამიანი გაცილებით ბედნიერი იყოს, ვიდრე ის დღეს არის. ყველაფერი‚ რაც სამყაროში არსებობს, არის ღვთის მიერ ადამიანის საკეთილდღეოდ შექმნილი, ამიტომ, სწორად უნდა გამოვიყენოთ. ბევრი რამის უფრო კარგად გაკეთებაა საჭირო, მაგრამ მე ამის პირობები და საშუალებები არ მაქვს და, ამიტომ, ვაკეთებ იმას‚ რის საშუალებაც მაქვს. სამწუხაროდ‚ ლაბორატორია არ მაქვს, მაგრამ, მომავალში ვაპირებ გაკეთებას. ჩემი სპეციალობა არის ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკა. კარგია, ქაღალდზე წერო, მაგრამ, თუ განახორციელებ – უკეთესია. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ამოვხსენი „მაქსველის დემონია“. დღეს‚ როდესაც ენერგიის მიღებაზე ვსაუბრობთ, იმდენი ენერგია გვაქვს, რომ, არ ვიცით‚ სად წავიღოთ, მაგრამ, ამას ვერ ვიყენებთ, რაც გულდასაწყვეტია. სითბური, მზის, ელექტროენერგიის მისაღებად ბევრი ალტერნატიული საშუალების გამოყენებაა შესაძლებელი. საქართველო მდებარეობს მიწისძვრის რეგიონში, აქ დიდი კაშხლების მშენებლობა არ შეიძლება სამი რამის გამო: ერთი – შეიძლება‚ მიწისძვრამ გამოიწვიოს ამ კაშხლების ნგრევა და, მეორე – შეიძლება‚ ნგრევა არ გამოიწვიოს, მაგრამ, იტალიაში მოხდა ასეთი რამ: მთა მოწყდა, წყალსაცავში ჩავარდა, წყალი კაშხლის ზემოდან გადმოვიდა და რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ის წყალსაცავები ძალიან მალე მოისილება და ირღვევა; მესამე – წყალსაცავების აშენების გამო ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე: ბუნება და მდინარის თევზები უკვე გადაიკეტა. საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ თართის, ანუ „ასეტრინის” სამშობლო საქართველო იყო და ეს თევზი ქვირითობდა ლიახვსა და არაგვში. მაგრამ, მინგეჩაურის, ზაჰესის, ორთაჭალის წყალსაცავებმა, სხვადასხვა ჰესებმა მათ საქართველოში ამოსვლის საშუალება მოუსპეს და თევზი გაქრა. ამ დროს, შეიძლება, ისე მივიღოთ ენერგია, რომ არც კაშხლები და არც დიდი, ძვირად ღირებული ნაგებობები არ ავაშენოთ, მაგრამ, იმავე რაოდენობის ენერგია მივიღოთ. პრინციპს ვიტყვი: ყველა ქალაქთან, სოფელთან, დასახლებულ ადგილებში, გადის მდინარე, რომლებიც მთის მდინარეებია და დაახლოებით 100 მეტრში 5-6 მეტრი სიმაღლიდან ვარდნა აქვს. შეგვიძლია, ყველა სოფელს თავისი ელექტროსადგური ჰქონდეს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს უფრო შრომის ორგანიზებაა, ტექნიკური თვალსაზრისით ახალს არაფერს ვამბობ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო მდინარის გადაკეტვა და კაშხლის აშენება. უბრალოდ‚ ბეტონი დაგვჭირდება იმდენი, რამდენიც გენერატორის დასაყენებლად იქნება საჭირო. თვითღირებულება იქნება მინიმალური, ასევე შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება. მზე ათბობს წყალს, ჩვენ იქიდან ამოვიღებთ მაღალი ენერგიის ცხელ ნაწილს, რითიც შესაძლებელი გახდება სახლის გათბობა და შეიძლება, ამ მეთოდის გამოყენებით ფიზიკაში ახალი დარგიც შემოვიდეს. წარმოიდგინეთ‚ ზამთარში გარეთ არის 10 გრადუსი სიცივე ან ნული გრადუსი. სიცივიდან შეგვიძლია ავიღოთ სითბო და სახლი გავათბოთ, ამისთვის კი ცოდნაა საჭირო და, შემდეგ – ცოდნის სწორად გამოყენება. ჩვენ გვინდა, გამზადებული გაზი ამოვიდეს მიწიდან, მერე ცეცხლი დავანთოთ და ასე შემდეგ. გაზის მიღება რომ შეიძლება და, თანაც, რამდენიც გვინდა, ამას რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას? ბიოგაზი ხომ არსებობს?! მაგალითად‚ თუ სოფელში ერთ ოჯახს ექნება 5 კუბმეტრი მოცულობის აუზი, იქიდან შეგვიძლია ყოველდღე მივიღოთ 8-10 კუბმეტრი გაზი, რომელიც ნებისმიერ ოჯახს გასათბობად და ყველაფრისთვის ეყოფა. რატომ არ შეიძლება, გავაკეთოთ 100 მეტრი მოცულობის აუზი? ხომ შეიძლება სტადიონისხელა შენობები ავაშენოთ, უფრო მეტ ბიოგაზს არ მივიღებთ?! საქართველოს დაახლოებით 100-200 მილიონი კუბმეტრი გაზი სჭირდება. ერთი მილიონი კუბმეტრი მოცულობის აუზიდან დაახლოებით 5 მილიონ კუბმეტრ გაზს მივიღებთ ყოველდღე. ერთი მილიონი ბიოგაზი რომ მივიღოთ ყოველდღე, საქართველო უკვე უზრუნველყოფილი იქნება გაზით. თან‚ ერთხელ ააშენებ და მერე უკვე მოდის და მოდის გაზი...

მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება
და საშუალება, რომლითაც ცუნამისა და ტორნადოს თავიდან აცილება შეიძლება
სტუდენტობის დროს ძველ, 30-იანი წლების ჟურნალში აღმოვაჩინე საინტერესო რამ. ჩვენ ვიცით, რომ ზღვა მიიქცევა და მოიქცევა, წყლის დონე აიწევს და დაიწევს. შავ ზღვაზე ეს არ ჩანს, იმდენად მცირეა‚ ჩაკეტილი ზღვაა, მაგრამ, ოკეანის სანაპიროზე კარგად ჩანს. ხანდახან მოქცევის სიმაღლე 8-10 მეტრს აღწევს, ეს კი დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე და მზის ურთიერთობაზე. ფრანგმა მეცნიერმა ფრედერიკო ჟოლიო კიურიმ 30-იან წლებში გაზომა და, აღმოჩნდა, რომ წყალთან ერთად მიწაც ამოექცევა – აიწევს და დაიწევს ყოველ 6 საათში ერთხელ. ეს აწევა და დაწევა‚ თურმე‚ 30 სანტიმეტრია, მაგრამ, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, რადგან მასთან ერთად ავდივართ და ჩავდივართ. წარმოიდგინეთ‚ რომ წყალზე არის ყინულის ნატეხები; ერთ მხარეზე რომ დაარტყამ ხელს, ტალღები წავა და ეს ყინულები ერთმანეთს დაეჯახება. სწორედ‚ ასეთი მოძრაობა ახასიათებს დედამიწის ქერქს. დავაკვირდი და ვნახე, რომ თბილისში რამდენიმე ადგილას მიწა ყოველდღიურად მოძრაობს. თუ ამ მონაცემებიდან გადაუხვევს, – ან უფრო მაღლა ავა, ან – გაჩერდება, ესე იგი‚ ქვეშ რაღაც დაძაბულობა მოხდა, ადრე თუ გვიან ამას ვეღარ გაუძლებს, უნდა განიმუხტოს და მოხდება მიწისძვრა. აქ მხოლოდ სტატისტიკის გამოთვლაა საჭირო. როდესაც ცუნამის დროს მოდის დიდი ტალღა, ჩვენ შეგვიძლია, ის დავშალოთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ტალღებად და აღარ მოვა ნაპირამდე. როგორ? ათასნაირი მეთოდებია ამისთვის. მოდის ტალღა, მას ვესროლე ქვემეხიდან და ავაფეთქე. რა მოუვა? დაიშლება ნაწილებად; მაგრამ, სად უნდა მოარტყა – ის ზუსტი წერტილები უნდა იცოდე, ამას კი გათვლა სჭირდება. ის ხომ ხმელეთის სანაპიროზე კი არ წარმოიქმნება, არამედ, ზღვაში, ოკეანეში, ასეულ, ათასეულ კილომეტრზე და სანამ მოუახლოვდება, შეიძლება დაიშალოს და მაქსიმალურად იქნეს აცილებული კატასტროფა. ასევე შეიძლება ტორნადოს შემთხვევაშიც. ხშირად არასწორი შეფასებები გვაქვს ბევრი რამის მიმართ. ვუყურებთ ტორნადოს – ქარბორბალა ტრიალებს, თან, ისე ჩქარა, რომ ყველაფერს ანგრევს. ისე ჩქარა ტრიალებს, რომ შიგნით ვაკუუმი წამოიქმნება და, თუ ვაკუუმი წარმოიქმნება, მაშინ რაღა ანგრევს?! ესე იგი, ჩვენ ტორნადოს არასწორად ვაფასებთ, ამ დროს სულ სხვა ძალები მოქმედებს, დამანგრეველი და, ამის აცილება‚ თურმე‚ შესაძლებელია. ეს არის ლორენცის ძალა, კოსმოსური სხივების ნაკადი, რომელიც წარმოქმნის ვეებერთელა მუხტს და ანგრევს და გადააადგილებს ყველაფერს. ტყეში არ ხდება ტორნადოები, რადგან იქ ელექტონული ველი სულ სხვანაირია. თუ ჩვენ დასახლებულ პუნქტში, სადაც ტორნადოს საშიშროება შეიძლება იყოს‚ გავაკეთებთ დიდ რკინის ანძებს, ის განმუხტავს მას და საშიშროებაც აღარ გვექნება.
იყო ერთი პერიოდი, როდესაც მედიცინით დავინტერესდი – ჯერ ხალხურით, შემდეგ ჩინურით. ასევე‚ დავინტერესდით, ადამიანის – როგორც ფიზიკური სისტემით, აქ კიდევ სულ სხვა რაღაცეები გამოჩნდა. თურმე, მიწის პოტენციალი არის ნული ვოლტი, ყოველ ერთ მეტრ სიმაღლეზე კი 100 ვოლტი ემატება. ადამიანი მიწის ზედაპირზე დაახლოებით 200 ვოლტის გრადიენტში არსებობს და ცხოვრობს. მაგრამ‚ თუ ჩვენ ავალთ მეათე სართულზე, 30 მეტრზე უკვე 3 000 ვოლტი იქნება, რაც‚ ცხადია‚ მოქმედებს ქიმიურ პროცესებზე, ის კი‚ თავისთავად‚ ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია PH სისტემაზე, ანუ მჟავე-ტუტიანობის წონასწორობაზე. როდესაც ეს წონასწორობა ირღვევა‚ მაშინვე ჩნდება ავადმყოფობა. როცა ადამიანი მიწაზე ფეხშიშველი დადის, სიამოვნებს, თითქოს მუხტი გადის მისგან, რადგან, თანამედროვე ფეხსაცმელი იზოლატორისგან, პლასტმასებისგან მზადდება და, ის მუხტი, რომელიც ორგანიზმში გროვდება – მეტი ან ნაკლები რაოდენობით, ანგრევს ორგანიზმის ჯანმრთელობას. კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა შარდი, რომელიც მხოლოდ გამონაყოფი ნივთიერება კი არ არის, არამედ, არაჩვეულებრივი ელექტროგამტარია, თითქმის ლითონის გამტარობას უახლოვდება. როდესაც ადამიანი მიწაზე შარდავს, ის ზედმეტი მუხტი გაცილებით ადვილად გამოდის ორგანიზმიდან, ან – შედის და წონასწორობა აღდგება. ჩვენ არასწორად ვცხოვრობთ, განსაკუთრებით კი, არასწორად ვიკვებებით, რაც იწვევს ადამიანის ორგანიზმის წონასწორობის დარღვევას, ასევე‚ ირღვევა ფსიქო-ფიზიოლოგიური წონასწორობები. ნებისმიერი დაავადება შეიძლება განიკურნოს‚ თუ სწორად იქნება ნამკურნალევი, ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. საკმეველზე დამემართა ალერგია, როდესაც გამოუცდელი მღვდელი ვიყავი – მსიამოვნებდა და ბევრს ვყრიდი ცეცხლზე, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და, იმ მდგომარეობამდე მივედი, რომ ყნოსვის უნარიც დავკარგე. თავიდან არ ვიცოდი, რაში იყო საქმე. იმდენად რთულ მდგომარეობაში ჩავვარდი, მკურნალობა დამჭირდა, რამაც თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. ბოლოს საკუთარ თავზე ჩავატარე ექსპერიმენტი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ალერგია საერთოდ არ არსებობს, ეს არის თირკმელების სისუსტე, რომელსაც თავისი ხარისხი აქვს: არის ნორმალური, საშუალო და ძალიან რთული. როდესაც ადამიანი დიალიზზე „ზის”, ამ დროს ორგანიზმი ვერ გამოყოფს ალერგენებს და ორგანიზმში გარკვეული რაოდენობით რჩება. საკუთარ თავზე ჩავიტარე მკურნალობა და შედეგი გამოიღო, უბრალოდ‚ ამას არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი. ერთადერთი‚ რაც ადამიანს სძვრება, ეს კბილებია. ღმერთს დაენანა თუ რა ხდება? რა თქმა უნდა‚ არ დაენანა, უბრალოდ‚ გვეუბნება, რომ ასაკში ბევრი არ უნდა ვჭამოთ, რადგან, ენერგიას ვეღარ ვხარჯავთ, გამოყოფაც ნაკლებად ხდება და ეს ათას დარღვევას იწვევს, თორემ‚ თუ თანამედროვე მდგომარეობას, მიღწევებს, ცოდნას გამოვიყენებთ‚ თანამედროვე ადამიანს შეუძლია, 500 წლამდე იცოცხლოს...

პ.ს. სხვა შესაფერისი თემა ვერ ვიპოვე რომ იქ დამედო.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Apr 12 2013, 06:20 PM
პოსტი #14


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ვა რაღაც საინტერესოა, წავიკითხავ დრო რომ მექნება. ეგეთ ინფორმაციას თუ ნახავ აუცილებლად მომაწოდე რა ქეთევან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 12 2013, 06:48 PM
პოსტი #15


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



MIRDAT
იმდღეს ვნახე ერთ საიტზე შენ რომ დაგაინტერესებს ბევრი ისეთი რამე. მოვძებნი და დაგილინკავ.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 12 2013, 07:18 PM
პოსტი #16


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ბოლომდე არ წამიკითხავს ეს სტატიები, მაგრამ წესით დაგაინტერესებს:
http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A1%E...83%A6%E1%83%9B/
http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%AC%E...83%90%E1%83%A0/
http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%94%E...83%91%E1%83%A3/
და საერთოდ ამ საიტს გადაახედე


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Apr 13 2013, 01:50 AM
პოსტი #17


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



qetevano
აუ გაგახარებს ღმერთი, მაგარი საინტერესო რაღაცებია! აუცილებლად გადავხედავ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 13 2013, 10:22 PM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



MIRDAT
ძირითადად ვინცაა სტატიების ავტორი (ზაზა ოსმანოვი) , ღვაწლმოსილი ფორუმელია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 24 2014, 05:54 PM
პოსტი #19


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



რადგან არ მაკოპირებინებს და გადაწერა კიდე მეზარება, ფოტოს სახით დავდებ

რა არის ზეციური ცეცხლი?
IPB-ს სურათი

ესეც წყარო: http://skandal.ge/index.php/sxvadasxva/item/465-cecxli


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 27 2014, 12:04 AM
პოსტი #20


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ჯიგარი ხარ ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი