ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
კანონისტი |
Jun 19 2008, 11:45 AM
პოსტი
#21
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Giorgi-
ციტატა კარგი მერე ეს? მაგ ტალღის დროს არის მოგონებული "გამზირი" (ნაცვლად პროსპექტისა) და უკვე ხომ ხარ მიჩვეული? "უნიკალურ დაპატენტებულ ანტიბაქტერიულ ფორმულას" ყველაფერი მირჩევნია... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Giorgi- |
Jun 19 2008, 12:06 PM
პოსტი
#22
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
კანონისტი
ციტატა უნიკალურ დაპატენტებულ ანტიბაქტერიულ ფორმულას" ყველაფერი მირჩევნია... ერთადერთი, გამომგონებლის უფლებადასმული, მავნე წარმონაქმნების საწინაარმდეგო კანონზომიერებების გამოსახატავი გზა ასე? თუმცა კანონი არ ვიცი რამდენად ქართულია ზედმეტი ნაციონალიზმი, ბოდიში, ეროვნულობა ფანატიზმში (ბოდიში, ახირებაში) გადადის |
likka |
Jun 19 2008, 12:37 PM
პოსტი
#23
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
ფრიად საინტერესო თემაა
მე პირადად, აი ეს სიტყვა მიყვარს, ფრიად და საკმაოდ ხშირადაც ვიყენებ, თუმცა შიანურულ საუბარში, იმდენად 'გაუცხოვდა" ჩვენი ენა, რომ სასაცილოდ არ ჰყოფნის ბევრს და მეც თავს ვარიდებ ვინმე "რეგვენის" დაცინვის ობექტი რომა რ გავხდე . მაგრამ, აი ეგეთი სიტყვების თარგმნას რაც ზემოთ ვნახე, რავიცი, მარტო თარგმანი ხომ არაა სიტყვის, მთავარია მათი პრაკტიკაში დამკივდრება, თორე მეც სულ ამაც გავიძახი: რატომ ვიძახოთ "პლოსკო" იგივე "პლასკაგუბცი", როცა გვაქვს ბრტყელტუჩა?! ან "ატიორკა" თუ 'ატვიორკა" როცა გვაქვს სახრახნისი, იგივე ქანჩი, თუ ჭანჭიკი და ასე შემდეგ?! ჩემის ვიწრო ჭკუით, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომო ქართული ენა, ვერასდროს გახდება ტექნიკის ენა. ძალიან ხმამაღლა კი გამომივიდა, რა ვქნა, მაგრამ, ეგრეა. ნაით-ქლაბსა და სუპერმარკეტს რომ თავი დავანებოთ (ეს უკვე მატრავკვეცობაა და უბრალოდ ცუდი ტონი, მეტი არაფერი, იმიტომ რომ მათი შესატყვისი სიტყვები არსებობს, და გამოყენება 'გვიტყდება" ხანდახან) მაგრამ, აბა დაფიქრდით, რატომ გახდა ინგლისური ან თუნდაც რუსული ბარბარიზმების წყარო??? იმიტომ, რომ მათ მოახაერხეს ტექნიკის ენაზე ამეტყველება ანალოგიურია ჩინური და იაპონურიც, უბრლაოდ საქმე ისაა, რომ მათ იოროგლიფებს ასე მასიურად ვერ ვკითხულობთ ხო კიდე ეს გამახსენდა, მიყვარს ეს სიტყვა "შტეფცელი" - დენცქვიტა -------------------- ეჰ...
|
კანონისტი |
Jun 19 2008, 12:40 PM
პოსტი
#24
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
likka
ციტატა ქართული ენა, ვერასდროს გახდება ტექნიკის ენა თუ არ მოვინდომებთ, ცხადია. მაგრამ ამას უნდა სურვილი, რომ როდესაც რამე ახალ სიტყვას გავიგებთ, ვიფიქროთ თარგმნაზე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
likka |
Jun 19 2008, 01:00 PM
პოსტი
#25
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
კანონისტი
მონდომება, არაფერშუაშია დათო კი, ბევრ რამეს შვება ეგ, რუსულის შემთხვევაში ეგრეა, ნადმვილად, იმიტომ რომ ტექნიკის ბევრი მიღწევა სულაც არ არის რუსული წარმოშობის, მაგრამ მათი თარგმანები უფრო დამკვირდებულია ჩვენში დღესდღეობით. მაგრამ, აბა დააკვირდი, თვით რუსული რამდენ ინგლისურ სიტყვას იყენებს??? ეს იმიტომ, რომ ორივე ენა ტექნიკურ ტენდენციებს კარგად აჰყვა, და რახან რუსულისთვის ეს მეტნაკლებად ახლობელი სფერო იყო, აგიტომ გახდა რუსულიც დომინანტი ე.წ პლასკაგუბცებისა და ატვიორკების სამყაროში საინტერესოა კიდევ "ფიდბექი"-ს თარგმანი, ბევრი ამას უკუკავშირად თარგმნის, მაგრამ ფილოლოგების აღშფოთებას საზღვარი არა ააქვს ხოლმე მერე ყოველზე ცუდი ისაა, რომ ენის სპეციალისტები მარტო აკრიტიკებენ ბარბარიზმების არსებობას, და არანაირ ქართულს ალტერნატივას არ გვთავაზობენ, ამიტომაც არის რომ თუ რომელიმე ტერმინმა შეძლო და დამკვიდრდა ქართულში, მერე წამოიჭრება ხოლმე იმის პრობლემა რომ თურმე ვერ ყოფილა მთლად კაი ქართული თუნდაც, ვინდოუსის ქართული მენიუ ავიღოთ, მახსოვს კაი ხანი მუშაობდნენ ამაზე და გამოვიდა კიდეც, მაგრამ მე არავისგან გამიგია ვინმე ამას იყენებდეს ძალინააც მივესალმები, მაგრამ თუ გვინდა ასეთი ტექნიკური ტერმინების დანერგვას შევუწყოთ ხელი, მაშინ ეს პროგრამა სულ მცირე უფასო უნდა გახდეს, და მით უფრო საინტერესო იქნება, ქართველი "იუზერებისთვის" ახალ ქართულთან ურთიერთობა პ.ს. მარტო ფორუმის ლექსიკონი რომ ავიღოთ, იმდენი ბარბარიზმია აქაც თუნდაც "გაოფება" - უსაქმოდ ლაპარაკი, თემიდან გადახვევვა, საქმე აქ ისაა, რომ ქართული თარგმანი უფრო უხვ-სიტყვია ნი გამოდის ხშირ შემთხვევაში, და პრაკტიკული მიზნებიდან გამომდინარე ხდება მათი უფრო მოკლე და ლაკონური ტერმინებით ჩანაცვლება რისი დამტკიცებაც გვინდოდა -------------------- ეჰ...
|
Giorgi- |
Jun 19 2008, 03:41 PM
პოსტი
#26
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
კანონისტი
likka ციტატა უნიკალურ დაპატენტებულ ანტიბაქტერიულ ფორმულას" ყველაფერი მირჩევნია... ერთადერთი, გამომგონებლის უფლებადასმული, მავნე წარმონაქმნების საწინაარმდეგო კანონზომიერებების გამოსახატავი გზა ჩემი აზრით ასეთ სისულელემდე არ უნდა დავიდეს ქართული ენა, ამ შემთხვევაში ორივე უკიდურესობაა, რატომ გვეშინია, რომ ენას დავკარგავთ? იცით ვინმემ რომ, ქართულ ენაში ბევრია სპარსული და სხვა ენების სიტყვები? |
Giorgi- |
Jun 19 2008, 04:01 PM
პოსტი
#27
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ქალი, ფანჯარა, ჩანთა და ა.შ.
დღეს ვინმე ფიქრობს, რომ მანდამაინც დედაკაცი უნდა ერქვას ქალს? |
კანონისტი |
Jun 19 2008, 04:26 PM
პოსტი
#28
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Giorgi-
ციტატა დღეს ვინმე ფიქრობს, რომ მანდამაინც დედაკაცი უნდა ერქვას ქალს? კახეთში არამხოლოდ ფიქრობენ, ეძახიან კიდევაც -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ლეონი |
Jun 19 2008, 04:55 PM
პოსტი
#29
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
აბა პარაშუტი თარგმნეთ ოტიამ მითხრა მაგას ქართულად ცა-საკიდი ქვიაო... ოტია იმასაც გეტყოდა რომ ქართულად მიკროფონს ხმამადიდი ქვია, კაპიშონს კი -თავსარგავი -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
Ismail |
Jun 19 2008, 05:25 PM
პოსტი
#30
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ჩემი აზრით (არაკომპეტენტურით ) , მართებული იქნებოდა, თუკი ქართულ ენაში არსებულ სიტყვებს დავყოფდით 4 კატეგორიად:
1. ისეთი სიტყვები, რომლებიც უდავოდ მიუღებელა (ვგულისხმობ ძირითადად ინგლისურიდან შემოსულ ახალ-ახალ სიტყვებს, აგრეთვე რუსულიდან შემოსულ ქართული ენის დამამახინჯებელ სიტყვებს (ჩაინიკი, პოლი, შკაფი, მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვები , და ა.შ.)); 2. საზოგადოდ დამკვიდრებული ისეთი სიტყვები, რომლებიც არაა მიუღებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ენებში მოიძებნება მათი შესატყვისი (სომხების მაგალითი დაგვისახელა კანონისტმა) და შესაბამისად, ქართულშიც შეიძლებოდა არსებულიყო (ბერძნულიდან, ლათინურიდან, აგრეთვე ფრანგულიდან, ინგლისურიდან და ა.შ. შემოსული საერთაშორისო სიტყვები). 3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...) 4. "ნაღდი" ქართული სიტყვები. აქედან: I ტიპის სიტყვები საერთოდ არ უნდა არსებობდეს (გამონაკლისს წარმოადგენს "პახმელია", რომლის დამკვიდრებასაც ქართულ ენაში მე მხარს ვუჭერ - რის ნაბახუსევი, რა ნაბახუსევი! ); II ტიპის სიტყვებიდან შესაძლებელია მოეძებნოს ზოგიერთს შესატყვისი ქართულ ენაში; III ტიპის სიტყვები უნდა იყოს (სხვა რა გზაა); ხოლო IV ტიპის სიტყვები ხომ ჩვენი სიმდიდრეა პირდაპირ. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Jun 19 2008, 05:32 PM
პოსტი
#31
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Ismail
როგორ გეტყობა იურისტი რომ ხარ ძამი ციტატა მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვებისა ამ წინადადების წყობა შეცდომითაა სიტყვებს "მთელი რიგი" უნდა მოყვეს სიტყვა სახელობით და არა ნათესაობით ბრუნვაში. ეგ ფორმა კალკია რუსულისა, სადაც целый ряд-ს უნდა მოყვეს ნათესაობით ბრუნვაში მდგარი სიტყვები -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Jun 19 2008, 05:38 PM
პოსტი
#32
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
Ismail ამ წინადადების წყობა შეცდომითაა სიტყვებს "მთელი რიგი" უნდა მოყვეს სიტყვა სახელობით და არა ნათესაობით ბრუნვაში. ეგ ფორმა კალკია რუსულისა, სადაც целый ряд-ს უნდა მოყვეს ნათესაობით ბრუნვაში მდგარი სიტყვები ბიჭო ამ რუსულ კალკს ვერ აცდები ადამიანი რა... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Giorgi- |
Jun 19 2008, 05:57 PM
პოსტი
#33
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
Ismail
ციტატა 3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...) პრეზიდენტი, კონსტიტუცია, მონარქია, ანარქია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სიგნალიზაცია, იზოლაცია, პარკეტი, ციფერბლატი, სავიზიტო ბარათი, ელექტროობა, მოლეკულა, ატომი, ავტომატი, ავტომატიკა, მექანიკა, და ა.შ... 1. როგორ ფიქრობთ არ არის დამკვიდრებული? 2. თუ არ არის და ახლა მკვიდრდება რამე შავდება? აღარიბებს ქართულ ენას? 3. "მესამე ტიპის სიტყვები", რომლებზეც ვამბობთ რომ სხვა გზა არაა, იქნებ იმ დროს, როდესაც პირველად შემოვიდა იყო სხვა გზა? ანუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სიტყვები (და მრავალი სხვაც) თუ ისე დამკვიდრდა რომ სხვა გზა აღარაა? პირველში გეტანხმები, სპიჩკა და კარობკა არც არის ოფიციალური და აღმოსაფხვრელია ეჰ, კანონისტო, ნამეტანი ეროვნულობა ნამეტან არაეროვნულობას იწვევს ხომ იცი? უკიდურესი ცხელი და უკიდურესი ცივი ერთნაირ შეგრძნებას იწვევს ადამიანში აბსოლუტურად ყველა ენა წელიწადში ათეულობით ათას უცხო სიტყვას იღებს, რასაკვირველია, ლათინური და სლავური არაა ჩვენი ენა, მაგრამ ხომ გვინდა ევროპელობა? პარაშუტს ცისკიდურა დაუძახოთ, თუ ცაზე ჩამოსაკიდი? რატომ გვგონია, რომ პატრიოტიზმია ვერტმფრენს ჰაერშემფრქვევი დავუძახოთ? მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ "ნამეტანია" ფორუმს რა დავარქვათ? წარმოსახვითი თავყრილობა? |
კანონისტი |
Jun 19 2008, 06:02 PM
პოსტი
#34
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Giorgi-
ციტატა მაგრამ ხომ გვინდა ევროპელობა? ეს რა არგუმენტია? ბერძნები აბა აზიელები არიან?? ციტატა რატომ გვგონია, რომ პატრიოტიზმია ვერტმფრენს ჰაერშემფრქვევი დავუძახოთ? ეგ კომიკური სახელების ბრალია. ვერტმფრენს სუფთა ქართული სახელიც ჰქვია - შვეულმფრენი, რომელიც არც კურიოზულია და მიღებულიცაა (ოფიციალურად) ასევე, არ დამკვიდრდა "სანთებელა", "სამორინე" თუ რა? ჩვენ ისტორიულად გვჭირს მიდრეკილება უცხოურისადმი, რასაც თუნდაც სიტყვაა "საუცხოო" ადასტურებს. ჩვენში ადრე გამოიყენებოდა წმინდა კრება და მამამთავარი, დღეს - წმინდა სინოდი და პატრიარქი. არც ესაა მოსაწონი... და ასე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Giorgi- |
Jun 19 2008, 06:07 PM
პოსტი
#35
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
კანონისტი
ციტატა ეს რა არგუმენტია? ბერძნები აბა აზიელები არიან?? ეს არგუმენტი არაა, არგუმენტი ისაა, რომ ინტერნეტი, ინტერნეტია და საერთაშორისო ქსელს ვერ დაამკვიდრებ, ლამაზიც არ იქნება და არც პატრიოტიზმში ჩაგვეთვლება რაც შეეხება შვეულმფრენს და სამორინეს, ნამდვილად ქართულია? სამორინე უფრო აღმოსავლური უნდა იყოს, თუ ვცდები მაპატიე მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს უცხო სიტყვების შემოდინება მანდამაინც უარყოფითი პროცესი არ არის, აბა კომპიუტერს რა გინდა რომ დაუძახო, გაღიზიანებს? ელექტროობა, ატომური ბომბი, იგივე ბაქტერია, მოტოციკლი, ავტომობილი... ეს სიტყვები არაფერს არ აფუჭებს |
Ismail |
Jun 19 2008, 06:10 PM
პოსტი
#36
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
Giorgi-
Ismail პრეზიდენტი, კონსტიტუცია, მონარქია, ანარქია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სიგნალიზაცია, იზოლაცია, პარკეტი, ციფერბლატი, სავიზიტო ბარათი, ელექტროობა, მოლეკულა, ატომი, ავტომატი, ავტომატიკა, მექანიკა, და ა.შ... 1. როგორ ფიქრობთ არ არის დამკვიდრებული? 2. თუ არ არის და ახლა მკვიდრდება რამე შავდება? აღარიბებს ქართულ ენას? ეგ სიტყვები, რაც ჩამოთვალე, "მეორე ტიპის: სიტყვებში მოვიაზრე. რა თქმა უნდა არაფერი არ შავდება. ენა საერთაშორისო სიტყვების გარეშე არ არსებობს. ციტატა 3. "მესამე ტიპის სიტყვები", რომლებზეც ვამბობთ რომ სხვა გზა არაა, იქნებ იმ დროს, როდესაც პირველად შემოვიდა იყო სხვა გზა? ანუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სიტყვები (და მრავალი სხვაც) თუ ისე დამკვიდრდა რომ სხვა გზა აღარაა? მართალი ხარ სხვა გზა აღარაა. "მეორე ტიპის" სიტყვებს (პრეზიდენტი, კონსტიტუცია, მონარქია, ანარქია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სიგნალიზაცია, იზოლაცია, პარკეტი, ციფერბლატი, სავიზიტო ბარათი, ელექტროობა, მოლეკულა, ატომი, ავტომატი, ავტომატიკა, მექანიკა, და ა.შ...) ისევე ვეღარ აღმოვფხვრით (და არცაა აღმოსაფხვრელი მათი უმეტესობა), როგორც "მესამე ტიპის" სიტყვებს (ჩანთა, ქაღალდი, საათი და სხვა სიტყვები, რომლებიც უცხოურიდანაა შემოსული). ახლა მთავარია, "პირველი რიგის" სიტყვების აღმოფხვრაზე ვიფიქროთ. თორემ ნელ-ნელა იკიდებს ფეხს სკაბრეზულად დეკლარირებული სეპსისი, რაიმე აზრის მუსირება და მისი მსგავსი საშინელი გამოთქმებ. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Giorgi- |
Jun 19 2008, 06:10 PM
პოსტი
#37
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
სიტყვა "საათი" რატომ ითვლება ქართულად და სიტყვა მაგ.: "ეკრანი" არაქართულად?
იმიტომ რომ საათი უფრო ადრე დამკვიდრდა? |
კანონისტი |
Jun 19 2008, 06:12 PM
პოსტი
#38
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Giorgi-
ციტატა ავტომობილი თუკი გვაქვს თვით-მფრინავი, თვით-მცლელი, არ შეიძლება იყოს თვით-მავალი? ახლა ცუდად ხვდება ყურს... როგორც პროსპექტის სანაცვლოდ გამზირი... ციტატა ელექტროობა ამას უკვე ჰქვია "დენი" Giorgi- ციტატა სიტყვა "საათი" რატომ ითვლება ქართულად და სიტყვა მაგ.: "ეკრანი" არაქართულად? და ვინ გითხრა რომ ითვლება? ქართულად არის ჟამი მასე, პრეზიდენტ-რესპუბლიკა-პარლამენტიც ითვლება ოფიციალურად... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Giorgi- |
Jun 19 2008, 06:12 PM
პოსტი
#39
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
Ismail
პირველი ტიპის სიტყვები, ვფიქრობ არ დამკვიდრდება ოფიციალურ ქართულში, და სლენგში შეიძლება, (სლენგზე მაპატიეთ |
Ismail |
Jun 19 2008, 06:14 PM
პოსტი
#40
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
Giorgi-
სიტყვა "საათი" რატომ ითვლება ქართულად და სიტყვა მაგ.: "ეკრანი" არაქართულად? იმიტომ რომ საათი უფრო ადრე დამკვიდრდა? და ვინ ამბობს რომ ეკრანი არაა ქართული? კანონისტი Giorgi- თუკი გვაქვს თვით-მფრინავი, თვით-მცლელი, არ შეიძლება იყოს თვით-მავალი? ახლა ცუდად ხვდება ყურს... როგორც პროსპექტის სანაცვლოდ გამზირი... ამას უკვე ჰქვია "დენი" Giorgi- და ვინ გითხრა რომ ითვლება? ქართულად არის ჟამი მასე, პრეზიდენტ-რესპუბლიკა-პარლამენტიც ითვლება ოფიციალურად... დავით ე მემგონი მართლაც ზედმეტად ეროვნულობაა... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი