IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი
ნათია
პოსტი Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42

ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.




ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58

ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა.




ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ.



ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები.




ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74

ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ.




ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39

ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 20 2007, 08:40 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



#19

ციტატა
ასრულებულია!
ანა ლილუაშვილი, 33 წლის. ქუთაისი, ნიკეას ქ. #38. ბინა 31. ტელ: 2-46-79.


ჩემი ნატვრაა ახლობლებთან მქონდეს ურთიერთობა, კავშირი, რაც ეს 15 წელია ნაკლებად მაქვს. ამის მიზეზია ჩემი I ჯგუფის ინვალიდობა. უზომოდ გთხოვთ მობილური ტელეფონი მაჩუქოთ. წინასწარ უღრმესი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს. უფალი გფარავდეთ.




მაია ღაღაშვილი, 17 წლის. თბილისი, გლდანის VIII მკრ, VII კორპუსი, ბინა #124. ტელ: 67-54-87.

ჩემი ნატვრაა მქონდეს სახატავი საღებავები და პალიტრა. ბავშვობიდან ვხატავ და არასდროს მქონია საღებავები და პალიტრა, ამიტომ ყოველთვის ფანქრით ან პასტით ვხატავდი. დიდი სურვილი მაქვს ვხატო და უფრო დავხვეწო ჩემი ნამუშევრები. ამის საშუალება კი არ მაქვს. გმადლობთ წინასწარ.



მარინა კოპაძე, 39 წლის. გორი, შინდისის გზატკეცილი 15-40. ტელ: 8-(270) 7-72-81, 8-99-24-95-86.

მყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი. გათბობის არანაირი საშუალება არ გვაქვს. გაზის ვაუჩერის იმედი მქონდა და სასწრაფოდ შევიყვანეთ ბინაში გაზი. სამწუხაროდ, გორში არ დარიგდა ვაუჩერები და გაზსაც ვერ ვიყენებთ გაზის გამათბობლის გარეშე, მიუხედავად მრავალი აუცილებელი ნივთის უქონლობისა, ჩემი უდიდესი ნატვრაა “კარმა”, რომ ჩემი გოგოები და ტყუპი ბიჭები თბილად გამოვაზამთრო.
გფარავდეთ ღმერთი. წინასწარ გიხდით მადლობას.



ნინო ათარბეგოვი, 12 წლის. თბილისი, ახმეტის ქ#14. ტელ: 77-96-14.

ჩემი ნატვრაა ტელეფონი. მე მამა გარდამეცვალა და დედას საშუალება არ აქვს, არ მუშაობს და ვერ ყიდულობს. ამიტომ ძალიან გთხოვთ შემისრულოთ ეს ჩემი უდიდესი სურვილი.
ჩვენთან არს ღმერთი.



ლანა ბლუაშვილი, 12 წლის. თბილისი, სოხუმის ქ#7/16. ტელ: 35-11-20.

ჩემი და სტუდენტია. მე მე-6 კლასში ვსწავლობ. ჩვენ ორივე კარგად ვსწავლობთ. ვართ წარჩინებულები. დედა და მამა არსად არ მუშაობენ. გვეხმარებიან ყველანაირად, როგორც შეუძლიათ. ჩვენ ისინი ძალიან გვეცოდება. გთხოვთ აგვისრულოთ ნატვრა და გვაჩუქოთ კომპიუტერი. გმადლობთ.



ნადია ფხაკაძე, 82 წლის. ქუთაისი, გრიგოლ ხანძთელის ქ#21, ბინა 34. ტელ: 5-22-18.

გიგზავნით ჩემს ნატვრას, გთხოვთ მომისმინოთ. ვარ შრომის ვეტერანი. უმორჩილესად გთხოვთ მომაქციეთ ყურადღება. ძალიან მიჭირს, ყურში სმენა არ მაქვს. ამისრულეთ ჩემი უკანასკნელი თხოვნა და დამიბრუნეთ სიცოცხლე. ცოცხალ-მკვდარი ვარ. სმენის აპარატი მინდა. შეგეწიოთ ღმერთი.



გენო ცეცხლაძე 69 წლის. თბილისი, ლიბანის ქ#12. ტელ: 62-04-84.

ვართ პენსიონერები, ძალიან გვინდა გვქონდეს წყლის გამაცხელებელი “ატმორი”. იქნებ ვინმე ქრისტიანი გამოგვეხმაუროს და ღმერთის წყალობით აგვისრულოს ოცნება.



ნიკოლოზ გურასპიშვილი, 12 წლის. თბილისი, ავლაბარი, ბაჩანას ქ.#9. ტელ: 74-72-25, 8-95 15-24-02.

ჩემი ნატვრაა, მქონდეს კომპიუტერი. დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ. ვცადე მომეგროვებინა ფული და მეყიდა დამოუკიდებლად, მაგრამ ვერ შევძელი. ოჯახს ძალიან უჭირს . მშობლები ძლივს ახერხებენ თავის გატანას და ჩვენს რჩენას. რაც თავი მახსოვს სულ ქირით ვცხოვრობთ. მშობლებმა საოპერაციო ფულიც კი ვერ მოაგროვეს ჩემთვის. გთხოვთ, თუ შეგიძლიათ, ვისაც კეთილი გული აქვს, დამეხმარეთ ჩემი ოცნების ასრულებაში. გმადლობთ!




#20


ლილი შარაბიძე, 8 წლის. თბილისი, ჯანჯღავას ქ. #1ა.

მე მინდა პატარა თოჯინა-ბაია, რომელსაც მოჰყვება პამპერსი, ტუალეტი, სოსკა და ტირის. ბებიბონს წითელი ჩასაცმელიაცვია. ბებიბონი არის თოჯინა, რომელსაც მე გთხოვთ.



მანანა ბანცაძე 50 წლის. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის 64/3. ტელ: 94-14-51. 8-99-51-85-64.

ჩემი ნატვრაა, წავიდე იერუსალიმში. ვნახო წმინდა ადგილები, წმინდა მიწა, გოლგოთა...გმადლობთ.




ნიკოლოზ ბედიაშვილი 8 წლის. თბილისი, გლდანის VII მკრ, XII კორპ. VI სად. ბინა #129. ტელ: 67-54-36.

მე ვარ ნიკა, 8 წლის, ვარ მესამე კლასში. ჩემი ნატვრაა მყავდეს სიჩქარეებიანი ველოსიპედი. თუ ამ ნატვრას ამისრულებთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. წინასწარ გიხდით მადლობას. ღმერთი გფარავდეთ.




ანი გაჩეჩილაძე 12 წლის. თბილისი, ნუცუბიძის IV მკრ. კორპ 9. ბინა #56. ტელ: 21-56-57.

ჩემი ნატვრაა კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. ვსწავლობ ინგლისურ და იტალიურ ენებს და ამაში დიდ დახმარებას გამიწევს კომპიუტერი.



ლ. სამხარაძე, 57 წლის. ტელ: 53-29-31.

ჩემი ნატვრაა სატელიტური ანტენა. ვცხოვრობ ჭიათურის რაიონის მაღალმთიან სოფელში. ჩვენთან მხოლოდ "იმედის" არხი უჩვენებდა ნორმალურად. აღარ არის `იმედი~ და ვეღარ ვიღებთ ინფორმაციებს. მინდა ახდეს ჩემი ნატვრა და მქონდეს სატელიტური ანტენა, რომ გამოსახულება აღარ იყოს სამსართულიანი. ალბათ ძალიან სასაცილო ნატვრა მაქვს, მაგრამ თუ შეიძლება, გთხოვთ, შემისრულეთ.



ლიანა გოქაძე 65 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ. მე-8 კორპ. ბინა #25. ტელ: 32-62-75.

ჩემი ნატვრაა "უცხო სიტყვათა ლექსიკონი”.


გელა აფრასიძე 11 წლის. თბილისი, გურამიშვილის გამზ. #74°(საქენერგოს კორპუსი). ტელ: 24-93-61

ჩემი ნატვრაა მქონდეს დივიდი, ჩემი მშობლები არიან ლტოლვილები, არ აქვთ საშუალება რომ მიყიდონ. გთხოვთ ამისრულოთ ჩემი ნატვრა.



თინა დანელია 63 წლის. თბილისი, აღმაშენებლის 174, ტელ: 34-39-14.

ჩემი ნატვრაა ჩემი ნატვრაა ძალიან კარგი ხარისხის სმენის აპარატი. ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი. უბედური შემთხვევის გამო დავკარგე სმენა. გთხოვთ, თუ შეიძლება, დამეხმარეთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.


ვიოლეტა ძოძუაშვილი-ბეჟანეიშვილი, 75 წლის. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 36/48. ტელ: 6-43-55.

თუ კადნიერებაში არ ჩამომერთმევა, მინდა ჩვენს უწმინდესისა და უნეტარესის ხელით დაწერილი ღვთისმშობლის პატარა ხატი. ამაზე ძვირფასი რა უნდა ვინატრო. გფარავდეთ ღვთისმშობელი.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 27 2007, 06:38 PM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ეკატერინე თევდორაძე, 36 წლის. თბილისი, სამტრედიის ქ#3ა ბ-14.

ჩემი უდიდესი ნატვრაა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომეცეს ღვთის შეწევნით უდიდესი შანსი, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე წმინდა მიწაზე მოვხვდე. ბოდიშს გიხდით თამამი განცხადებისათვის.



ციტატა

ნატვრა ასრულებულია!

ნიკუშა 15 წლის. თბილისი. ტელ: 8 95 73 69 08

ვარ მე-11 კლასელი. დედა სტუდენტი იყო, როცა მამაჩემმა მიგვატოვა. ბებიამ სოფელში წამიყვანა და იქ მზრდიდა. დედა თბილისიდან გვეხმარებოდა, ის გვარჩენდა. მაგრამ ცუდად გახდა და პურის ფულიც დავკარგეთ. დედამ სამი თვეა რთული ოპერაცია გაიკეთა, ძალიან სუსტადაა. მას ახლა კარგი კვება და სითბო სჭირდება, ჩვენ კი წამლის საყიდელი ფულიც არ გვაქვს. იქნება ვინმემ ყურადგება მოგვაქციოს. იმედით დაველოდებით.




თორნიკე თოდუა, 13 წლის. ჩოხატაურის რ-ნი, სოფ. კოხნარი. ტელ: 8 93 38 53 07

ჩემი ნატვრაა მქონდეს ტელევიზორი. მე და ჩემი და-ძმა ყოველთვის მეზობელთან ვუყურებთ, მაგრამ ჩემს დას, რომელიც 4 წლისაა, ამ კვირაში ოპერაციას უკეთებენ, რომელსაც ორივე ფეხის ამოვარდნილობა და განუვითარებელი მენჯი აქვს. ექვსი თვე არ შეიძლება მისი წამოდგომა. ლოგინად უნდა იყოს. ამიტომ მისთვის გთხოვთ ტელევიზორს. წინასწარ გიხდით მადლობას, ღმერთმა დაგლოცოთ.




ნადია ფხაკაძე, 84 წლის. ქუთაისი, გრიგოლ ხანძთელის 21/34 ტელ: 5 22 18

მაქვს სმენის პრობლემები, რომელიც უფრო გამიუარესდა, მესაჭიროება სმენის აპარატი. გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა... ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.



მერი კობახიძე, 69 წლის. თბილისი, გურამიშვილის #12ა კორპ. ბ.31 ტელ: 61 59 95

ჩემი ნატვრა გაზქურა, რადგან ჩემი გაფუჭდა და ვერ ვსარგებლბ. ახალს ვერ ვყიდულობ. გულით გთხოვთ ამისრულოთ ეს ნატვრა. გიხდით დიდ მადლობას. გფარავდეთ უფალი.



ვარვარა ავალიშვილი 88 წლის, თბილისი, ჩუღურეთი, სანთლის შესახვევი #16. ტელ: 96 38 31

ჩემი ნატვრაა ტელევიზორი. იფიქრებთ, ამ მოხუცს რისთვის სჭირდება ტელევიზორიო. დაღამდება თუ არა, საწოლზე ვარ მიჯაჭვული, არაფერი ვიცი, რა ხდება ამ ქვეყანად. ვიდრე ცოცხალი ვარ, ხომ მინდა ყველაფრის გაგება? მეზობელს ხომ ვერ შევაწუხებ ყოველ ღამე? გთხოვ დამეხმაროთ.



თეონა ბრეგვაძე 16 წლის. თერჯოლა, სოფ. თუზი ტელ; 8 55 18 10 40

მყავს პატარა მამიდაშვილი მარიამ ჩაფიძე, რომელიც სმენადაქვეითებულია და შესაბამისად ვერც ლაპარაკობს. ესაჭიროება ოპერაცია. ნაწილის ურიცხავენ, მაგრამ დარჩენილი თანხაც ძალიან დიდია, რადგან ოჯახი გაჭირვებულად ცხოვრობს. იქნებ ვინმე გამოეხმაუროს ჩემს ნატვრას და პატარა მარიამს ოპერაცია გაუკეთონ. გთხოვთ, ჩემი ოცნება და ნატვრა როგორმე ამიხდინოთ.



ციტატა
ასრულებულია!

ნაზიკო აზარიაშვილი 67 წლის. საგარეჯო, ჭავჭავაძის 97 ტელ: 8 95 28 46 80


ჩემი ნატვრაა მქონდეს ოჯახში სისხლში შაქრის საზომი ხელსაწყო და წნევის აპარატი, რადგან მე და ჩემი მეუღლე ვართ დიაბეტით დაავადებულები.



მადლენა გოგიშვილი. 57 წლის. თბილისი, გლდანის IIIა მკ/რ, მე-18 კ. ბ.#64 ტელ: 59 02 63

ვარ მარტოხელა პენსიონერი, გულზე ნაოპერაციები, მაქვს დიაბეტი, სისტემატურად ვიღებ მედიკამენტებს. ჩემი ერთადერთი ნატვრაა, მქონდეს სარეცხის მანქანა. წინასწარ გიხდით მადლობას. მჯერა, რომ ნამდვილად შემისრულებთ ამ თხოვნას.


ქეთო მაისურაძე, 80 წლის. თბილისი, ხუდადოვის #7. ტელ: 96 38 34

ჩემი ნატვრაა გაზქურა. თუ ვინმე მაჩუქებს, მადლობას ვეტყვი და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 4 2007, 05:47 PM
პოსტი #4


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა

ასრულებულია!

მაყვალა ასლამაზაშვილი, ზაჰესი, ტერმინალის დას. ავჭალის ჩიხი #1

არანაირი დახმარება და შემოსავალი არ გამაჩნია _ ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, სოც. დაუცველი ადამიანი, ქმარშვილ დაღუპული. ტყეში სიარულის გამო შეშის ფიჩხების მოსაგროვებლად შარშან კლდიდან გადმოვვარდი და მივიღე მარჯვენა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა. 4 თვე უპატრონოდ, მეზობლების იმედზე ვიწექი. შემდეგ მინისტრის დახმარებით მომათავსეს საავადმყოფოში, სადაც გამიკეთეს რთული ოპერაცია. ისევ საშინელი ტკივილები მტანჯავს, ვარ გამაყუჩებელ წამლებზე. მაგრამ ხშირად ვერ ვყიდულობ 45-ლარიანი პენსიით. ვნატრობ, ვინმემ მომაწოდოს წამლები ან რაიმე თბილი ჩასაცმელი, ნახმარზეც დიდი მადლობელი ვიქნები, ან ცოტა შეშა, თუნდაც უვარგისი ფიცრები... ოდესღაც მქონდა კარგი სამსახური და ოჯახი, ახლა კი გაჭირვების გამო ვცხოვრობ ტყის ძირში ერთ პატარა სახლში, სადაც ძალიან მეშინია ზამთრის მოსვლისა. ჩემი ბარათის წაკითხვისთვის ღმერთი დაგლოცავთ და დაგიფარავთ.





ციტატა
მარიამ არველაძე, 11 წლის. სამტრედია ტელ: 8 55 46 36 41
ასრულებულია მხოლოდ ბიბლია!


გამარჯობათ, სკოლაში კარგად ვსწავლობ, მამით ობოლი ვარ. დედა 4 შვილს მარტო გვზრდის, მე მინდა ისეთი ქართველი ქალი გავიზარდო, როგორიც ჩემს მამას უნდოდა. გთხოვთ დაგვეხმაროთ. ჩემი ნატვრაა მინდა მქონდეს ბიბლია და კომპიუტერი. ჩვენ ამას ვერასოდეს ვერ ვიყიდით. ღმერთი დაგლოცავთ სუყველას, ვინც ასეთ კარგ საქმეს გააკეთებს.



ნინა ბირკაია, 86 წლის. ტელ: 8 99 47 44 50

მერამდენედ ვწერ ჩემს ნატვრას, იქნებ ეხლა მაინც გამომეხმაუროს ვინმე. მე და ჩემი მეუღლე 80 გადაცილებული მოხუცები ვართ, ვზრდით პატარა შვილიშვილს, ბიჭს. ის უკვე VIII კლასშია. მე მიჭირს სარეცხის რეცხვა, განსაკუთრებით ცივ წყალში გავლება. იქნებ ვინმე იყოს ვინმე ღვთისნიერი და თუნდაც მეორადი ავტომატური სარეცხი მანქანა მაჩუქოს.


მარინე კოპაძე, 39 წლის. გორი, შინდისის გზატკეცილი 15-40; ტელ: 8 270 7 72 81.

4 მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და ძალიან მეშინია მოახლოებული ზამთრის. არანაირი საშუალება არა გვაქვს, რომ ვიზრუნოთ რაიმე სახის გათბობაზე. გაჭირვებით შევიყვანეთ ბინაში გაზი, მაგრამ არ გვაქვს გაზის გამათბობელი. გთხოვთ, გემუდარებით ყველას, ვისაც დახმარება შეგიძლიათ, გამოგვეხმაუროთ და გვაჩუქოთ ,,თბილი ზამთარი” თუნდაც შეშა იყოს. წინასწარ გიხდით მადლობას.


ანი ჩოფლიანი, 15 წლის. თბილისი, თემქის დასხ. X კვ. 39-ე კორპ. ბინა 50. ტელ: 8 93 58 62 01

ჩემი ძალიან დიდი ხნის ნატვრაა მქონდეს ფანდური (ქრომატიული). დავდივარ ხალხურ სიმღერებზე და არ მაქვს ეს ინსტრუმენტი. იქნებ ვინმე კეთილი ადამიანი დამეხმაროს. მე ჩემს ლოცვებში ყოველთვის მოვიხსენიებ. ღმერთმა დაგლოცოთ


ტატო მუმლაძე, 11 წლის. თბილისი ჟინვალის #41 ტელ: 61 51 55

სარეცხი მანქანა ჩემი ბებოსათვის, მას 1 თვის წინ მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, ამიტომ ეკრძალება სიმძიმის აწევა და ცივ წყალში ხელის ჩაყოფა. სახლში ცხელი წყალი არ გვაქვს. სარეცხი მანქანა რომ ჰქონდეს, რეცხვისას არ გაცივდება და გთხოვთ ამიხდინოთ ეს ნატვრა, რომ ჩემს ბებოს მდგომარეობა არ გაურთულდეს.



როლანდ კიკნაძე, 64 წლის. თბილისი, გლდანის VII მრ/რ, მე-18 კორპ. VI სად. ბ #105, ტელ: 67 36 63

ჩემი ნატვრაა გაზქურა. 24 წელი ვემსახურე ხელოვნებას. ვარ ყოფილი მოცეკვავე, ეხლა კი პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო, დიალეზზე მყოფი ავადმყოფი. ბედმა დამცინა, შაქრიანმა დიაბეტმა ჯერ ორივე თირკმელი გამითიშა, შემდეგ კი დამაბრმავა. 5 წელია, რაც მხვედელობა დავკარგე და ვიმყოფები ხელოვნურ თირკმელზე შეერთებული, კვირაში სამჯერ მიტარდება დიალეზი. ოჯახი ჩემი ავადმყოფობის გამო განიცდის ეკონომიურ გაჭირვებას და ბევრ რამეზე ამბობს უარს ჩემს გამო. ამ წერილს რომ ვკარნახობ, თან ვტირი ჩემს უბედობაზე. კეთილო ადამიანებო, თქვენი იმედი მაქვს, იქნებ ეს მაინც ამიხდეს სიტყვები არ მყოფნის. გმადლობთ წინასწარ.



მურად მელაძე, 75 წლის. ოზურგეთი, გურიელის ქ.#19

ვარ მოხუცი, ჩემი დიდი თხოვნა იქნება ამისრულოთ ნატვრა და მაჩუქოთ სასმენი აპარატი. ღმერთი გფარავდეთ ყველას.



ლიზა ფირაშვილი, 21 წლის. საღნაღის რაიონი, სოფ. ნუკრიანი ტელ: 8 98 50 37 75

ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. ჩემს ოჯახს ეკონომიურად უჭირს. მე კი ჯერ სტუდენტი ვარ და არავითარი ფინანსური დახმარების გაწევა ოჯახისთვის ჯერ არ შემიძლია. ძალიან გთხოვთ, შემისრულოთ ნატვრა, ჩემმა ოჯახმაც შეძლოს საყვარელი ტელეგადაცემების ფერად ტელევიზორში ნახვა. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას. ღმერთი გფარავდეთ.

ციტატა


ასრულებულია!

თამარი, 23 წლის. ყვარელი. ტელ: 8 99 26 91 08

ჩემი ნატვრაა, მქონდეს უცხო სიტყვათა (განმარტებითი) ლექსიკონი. თუ შეგიძლიათ, ამიხდინეთ ეს ნატვრა და სამაგიეროს ღმერთი გადაგიხდით ჩემს ნაცვლად. სიკეთე არ იკარგება! ღმერთმა მოგცეთ ძალა კეთილი საქმეების კეთებისა!



ანა ხატიაშვილი, 24 წლის. თელავის რაიონი, სოფ. აკურა. ტელ: 8 99 28 41 57

ჩემი ნატვრაა, ვიყო ჯანმრთელი. რისთვისაც მჭირდება კეთილი ადამიანების დახმარება. მინდა გავიკეთო ოპერაცია, რისი საშუალებაც არ მაქვს, გთხოვთ ამისრულოთ ეს სურვილი.



ლალი კიკნაველიძე, 54 წლის. ფოთი, დავითაიას #96

გამარჯობათ, მე ვარ მარტოხელა, III ჯგუფის ინვალიდი. ჩემი ნატვრაა, მქონდეს ნებისმიერი ზომის ფერადი ტელევიზორი. სმენა არ მაქვს და მინდა დავტკბე ფერადი ტელევიზორის ყურებით. დიდად მადლობელი დაგრჩებით. ღმერთი იყოს თქვენი და ჩემი მფარველი.



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 12 2007, 02:50 PM
პოსტი #5


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გიორგი ახალკაცი, 6 წლის, თბილისი, გლდანის “ა” მიკ.რაიონი. მე-3 კრ. ბინა 3, ტელ: 62 64 27.

ჩემი ნატვრაა მქონდეს ველოსიპედი. იმედია, თქვენი დახმარებით შემისრულდება.



ლომთაძე ნელი, 76 წლის, ქ,თბილისი, ც.დადიანის ქ. #77 ტელ: 69 92 78

ჩემი ნატვრაა მქონდეს გაზის გამათბობელი. არ მეგონა თუ ასეთი მწარე სიბერე მექნებოდა პედაგოგ ქალს და გაზის გამათბობელი მექნებოდა სანატრელი. მთელი ჩემი ცხოვრება ქველმოქმედებას ვეწეოდი დღეს კი თავად ვარ უმწეო მდგომარეობაში. გთხოვთ, დამეხმაროთ. ყველას გიხდით მადლობას.



კაშია ჯემალი, 60 წლის. სამტრედიის რაიონი, სოფ. ბაში.

ვარ 60 წლის, II ჯგუფის ინვალიდი, ხშირად მჭირდება სასწრაფო მე და ჩემს 85 წლის დედას. ჩემი ნატვრაა მობილური ტელეფონი, რომ სხვა არ შევაწუხო დასარეკად. გთხოვთ, აგვისრულოთ საოცნებო და საარსებო ნატვრა. უფალი იყოს თქვენი მფარველი.



მაკა დემურია, 20 წლის. სენაკი.

ვარ მამით ობოლი, დედა კი ავადმყოფობს. ვიცი რომ ჩემსავით ძალიან ბევრს უნდა ნატვრის ახდენა, იმედია ყველას აუსრულდება. მაგრამ მე მაინც მოგწერთ ჩემს ნატვრას: ძალიან გვინდა გვქონდეს ფერადი ტელევიზორი, ჩვენ კი იმის საშუალება არ გვაქვს რომ ჩვენი სახსრებით შევიძინოთ. იმედია მეც და ყველა კეთილ ადამიანს ნატვრა აუსრულდება. წინასწარ გიხდით მადლობას.



ნინო სამუშია, 17 წლის, ქ.თბილისი, სანზონა, მე-20 კორპ. ბინა 10.

წელს გავხდი სტუდენტი, ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა, მაგრამ სამწუხაროდ ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. ძალიან მაშინებს მგზავრობის პრობლემა, მოგეხსენებათ ტრანსპორტი როგორ გაძვირდა. ჩემი ნატვრაა მქონდეს ერთწლიანი მეტროს ტალონი. შეიძლება ვინმე ღვთისნიერი ადამიანი დამეხმაროს და შევძლო მივიღო უმაღლესი განათლება. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას! ღმერთი იყოს ჩვენთან!



მანანა ტყემალაძე, 9 წლის. ქ.ბორჯომი, აღმაშენებლის ქ.#15 ტელ: 8 267 2 16 83; 8 93 34 07 67.

გამარჯობათ, მე მსმენია რომ თქვენ ბევრ ადამიანს უსრულებთ ნატვრას. იმედია მეც გამიღიმებს ბედი და ამიხდება ნატვრა: მე მინდა მქონდეს ლამაზი ფოტო აპარატი.



ლაშა ცუხიშვილი, 6 წლის. ღრმაღელის ქ.#18, ტელ: 60 87 98

ჩემი ნატვრაა ბებოს ჰქონდეს პატარა მაცივარი, ბებო სოფელშია და მაცივარი არა აქვს. მას შაქრიანი დიაბეტი აქვს და ჯერ პენსია არა აქვს.



ზაალ ცხონდია, 70 წლის. ზუგდიდი, გორკის ქ.#23 ტელ: 8 77 48 76 48

ძვირფასო რედაქცია, უკვე მერამდენედ გაწუხებთ. ჩემი თხოვნაა გვაჩუქოთ ერთი ცალი ინვალიდის ეტლი ინვალიდი ბავშვებისათვის, რითაც გაახარებთ ჩემს პატარა ინვალიდებს. რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.



მიხეილ ნიკოლაიშვილი, 87 წლის. ოზურგეთი, სოფ. ცხემლისხიდი, ტელ: 899 73 40 07

ვარ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ფრონტიდან მიღებული ჭრილობებიდან გამომდინარე მიჯაჭვული ვარ საწოლს. ჩემი რძალი ბრწყინვალედ მივლის, მაგრამ ვერ აუდის ყოველდღიურ სარეცხს. ჩემი ნატვრაა, მქონდეს თქვენი დახმარებით სარეცხი მანქანა. ჩემი პენსია და ოჯახის მიზერული შემოსავალი მისი შეძენის საშუალებას არ იძლევა. წინასწარ გიხდით მადლობას.


ციტატა
ჩვენმა ფორუმელმა gvasalia-მ აასრულა!

მარინე ზანგალაძე, 30 წლის, თბილისი, ტელ: 77 66 94

ჩემი ძალიან დიდი ხნის ნატვრაა, სამაგიდო წიგნებად მქონდეს: ,,ახალი აღთქმა და ფსალმუნები” ,,წმინდა და ღმერთშემოსილ მამათა გამონათქვამების კრებული” და ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი.” გმადლობთ!




ლალიკო აბრამიძე, 7 წლის. გორი, გორკის ქ.#54 ტელ; 7 09 39

მე მყავს 1 წლის და 5 თვის დაიკო, რომელიც კარგად ცეკვავს. მინდა მქონდეს ვიდეო კამერა, გადავიღო მისი ცეკვები. დიდები რომ გავხდებით, ვუყუროთ. წინასწარ გიხდით მადლობას.



ნანა არუნაშვილი, 7 წლის. თბილისი, გლდანი VII მ/რ 6ა-27

მამაჩემს მინდა ჰქონდეს მობილური ტელეფონი, დედას _ უთო. ძალიან გთხოვთ ამისრულოთ ჩემი ნატვრა.



ხათუნა შიუკაშვილი, 30 წლის, თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ.#18

ჩემი ნატვრაა მქონდეს თუნდაც მცირე ფასიანი სარეცხის მანქანა ვინაიდან ვარ მეორე ჯგუის ინვალიდი, ყრუ-მუნჯი, მყავს ორი ვაჟი: ერთი მოლაპარაკე, მეორე მეორე ჯგუფის ინვალიდი ყრუ-მუნჯი და ქმარიც ასევე. არ მაქვს შესაძლებლობა, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი ნატვრა დიდი მადლობა წინასწარ.



ალექსანდრე ვაშაგაშვილი, 9 წლის, გორის რაიონი, 855 24 33 07

გამარჯობათ. ძალიან მიყვარს მულტფილმები, ჩემი სურვილია ფერად ტელევიზორში ვუყურო ამ გადაცემებს. აქამდე შავ-თეთრ ტელევიზორში ვუყურებდი, მაგრამ ეხლა ისიც გამიფუჭდა. იმედი მაქვს ჩემს ნატვრას დააკმაყოფილებთ და მალე ფერად ტელევიზორში ვუყურებ ჩემს საყვარელ მულტფილმებს.



გოგუცა ყიფიანი 82 წლის, თბილისი, გლდანი, VIII მ/რ 7 კორპუსი, I სადარბაზო, ბინა 26. 67 30 40 (მეზობლის ტელ.)

ვარ მარტოხელა, ოჯახური მდგომარეობა ძალზე ცუდი მაქვს. არ გამაჩნია არაფერი საშუალო დონეზე ცხოვრებისათვის, მათ შორის მონატრებული ვარ მაცივარს, ჯერ მიჭირს სურსათის ყიდვა, რასაც ვიყიდი, მიფუჭდება. კეთილი მსურველების ადამიანებს ვთხოვ გულისხმიერებას.



მანანა ზედგენიძე, 51 წლის, ქარელი, ნინოშვილის ქ#4

ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი. ვცხოვრობ მარტო. მაწუხებს ტკივილები ხელის არეში, არ შემიძლია დატვირთვა და განსაკუთრებით რეცხვა. ვარ სიდუხჭირის ზღვარზე მყოფი. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა გულთან მიიტანოს ჩემი მდგომარეობა ამიხდინოს ნატვრა რათა მქონდეს სარეცხი მანქანა. გფარავდეთ ღმერთი კეთილი საქმისათვის.



ნაზი ადამაშვილი, 66 წლის. თბილისი, აგრარული უნივერსიტეტის დას. კორპ. 2, ბინა 7

ჩემი ნატვრაა მწოლიარე ქმარ-შვილისათვის (ქმარი ასთმიანია, შვილი ციროზით დაავადებული) მქონდეს ზამთრისთვის შეშა, რომ სიცივით არ დამეხოცნენ. თუ ეს შეუძლებელია ვინატრებდი ტელევიზორს, გაერთობიან და დარდს დაივიწყებენ დროებით მაინც... ვნატრობ, კეთილი ადამიანების სახით იქნებ მშველელი გამომიჩნდეს. იმედი მაქვს თქვენი დახმარების.



მაყვალა ნადირაძე, 67 წლის. ქსნის ქ.#12 ბ. 42 ტელ: 61 28 90

გამარჯობათ, მსმენია რომ თქვენ ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს უსრულებთ ნატვრას. იქნებ მეც გამიღიმოს ბედმა და თქვენი წყალობით გამოქვეყნდეს ჩემი ოცნება_ ფერადი ტელევიზორი. გთხოვთ დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში. ღმერთი გფარავდეთ ყველგან და ყველაფერში.



გოგა მინდიაშვილი, 12 წლის, გრიბოედოვის ქ.#6 ტელ: 895 60 58 44

ვარ VIII კლასელი. მყავს ორი უფროსი და. ერთი სტუდენტია, მეორე XI კლასის მოსწავლე. მშობლებს სამსახური არ აქვთ. ბინის ქირას გაჭირვებით ვიხდით. ვხვდები, რომ წელსაც ვერ გვიყიდიან მე და ჩემს დას სასწავლო წიგნებს. ჩემი ნატვრაა შეგვიძინოთ სახელმძღვანელოები. ვიცი, რომ ღმერთი ყოველთვის ჩემთანაა და ღვთისნიერი, რჩეული ადამიანების მეშვეობით აუცილებლად დამეხმარება. წინასწარ გიხდით მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 18 2007, 03:35 PM
პოსტი #6


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ავთო გაგუა 11 წლის, ქ. სამტრედია, კაკაბაძის 33, 893-56-48-35

ჩემი ბავშვური დაუდევრობის მსხვერპლი ვარ. გავიპარე საბანაოდ და მარჯვენა ფეხის ტერფი დავკარგე. ახლა ინვალიდი ვარ და ვერ ვმოძრაობ, მესაჭიროება პროტეზის მორგება, დედას კი საშუალება არა აქვს ექიმთან მიმიყვანოს სადაც უფასოდ დამეხმარებიან. იქ სიარულისათვის კი მე მესაჭიროება ფულადი დახმარება რომ პროტეზის საშუალებით შევძლო დამოუკიდებლად სიარული (თანხა შესაძლებლობების ფარგლებში) ამ ბარათს დედის ჩუმად ვაგზავნი, იქნებ ვინმე დამეხმაროს.



თამუნა ლაბაძე, 36 წლის, გლდანის რაიონი, ჯანჯღავას #49, 893-40-40-14

ვარ მარტოხელა დედა, მყავს 10 წლის ინვალიდი შვილი ცერებრალური დამბლის უმძიმესი ფორმით, რომელიც ვერ დადის, ვერ ჯდება, თავს ვერ იკავებს, ვერ ლაპარაკობს და კონტაქტში ვერ შემოდის. ორივეს ერთად თვიური შემოსავალი გვაქვს 60 ლარი. ბავშვის პენსია 38 ლარი და დახმარება 22 ლარი, ბავშვს აქვს უნებლიე მოქმედებები, ვინაიდან დიდი რაოდენობის მედიკამენტები ესჭიროება, შეუძლებელია მისთვის სისტემატიურად პამპერსის ყიდვა. გთხოვთ ცოტათი მაინც შემიმსუბუქოთ ეს საშინელი მდგომარეობა და თუ შეგიძლიათ სარეცხის მანქანით დამაკმაყოფილოთ. რაზეც წინასწარ დიდ მადლობას გიხდით. სნეულებაში მყოფი ბავშვისთვის დიდი მადლია დახმარების გაწევა. ბოდიშს გიხდით.


ლალი ახალკაციშვილი, 39 წლის, ახმეტა, 2-27-04

ვარ ოჯახის დიასახლისი, ჩემი ოცნებაა, ოჯახში მქონდეს სარეცხი მანქანა, რომელიც ავტომატურად რეცხავს. იმედი მაქვს თქვენი დახმარებით ჩემი დიდი ხნის სურვილი ამისრულდება. წინასწარ გიხდით ყველას მადლობას, ვინც ჩემს სურვილს გამოეხმაურება.

ციტატა
ასრულებულია ჩვენი ფორუმელი Sally-ს მიერ!

სოფიკო გელაშვილი, 18 წლის, თბილისი, 39-64-73

უკვე მერამდენედ გწერთ, კიდევ მოგწერთ, რადგან ვიცი, ჩემი ნატვრა ახდება, ძალიან მინდა მქონდეს ბიბლია, რომლის ყიდვის საშუალება არა მაქვს. მჯერა, ჩემს ოცნებებსაც შეესხმება ფრთები.



ჟუჟუნა გუჩაშვილი, 44 წლის, თბილსი, გედევანიშვილის 27

ჩემი ოჯახი ხუთი წევრისაგან შედგება, მათ შორის ერთი პირველი ჯგუფის ინვალიდია, ხოლო ერთი _ მცირეწლოვანი ბავშვი (2 წლის). ჩემი ნატვრაა მქონდეს სარეცხი მანქანა, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ შეძენას უსახსრობის გამო. წინასწარ გიხდით მადლობას.


ილაიდო თვალავაძე, სამტრედიის რაიონი, ბაში

ვარ 82 წლის მოხუცებული ქალი, მყავს ერთი შვილი თბილისში ჩემი ნატვრა არის მობილური ტელეფონი, შვილს რომ დაურეკო.


გია გობეჩია 14 წლის, ზუგდიდი, 893-64-38-20

მე გია ვარ, VIII კლასელი, I კლასიდან ხუთოსანი. ჩვენ დევნილები ვართ და ზუგდიდში ვცხოვრობთ, მამა უმუშევარია და დედა ხუთსულიან ოჯახს კერვით ძლივს გვარჩენს. ვიცი, რომ წიგნები გაძვირდა და ვერ მიყიდიან, დედა ხშირად ამოიოხრებს დაღონებული და იტყვის: `რა ვქნა, წიგნები რით გიყიდოო~. იქნებ იყოს ვინმე ღვთისნიერი და სახელმძღვანელოები მაჩუქოს, ჩემს პატარა გულს ძალიან გაახარებს და ისევ ხუთებზე გავაგრძელებ სწავლას.

ციტატა

ასრულებულია ფორუმელების მიერ

ელენე გრიგორის ასული დავითინიძე, 70 წლის, თბილსი 61-56-70

ჩემი ნატვრაა, მქონდეს სისხლში შაქრის საზომი აპარატი და წნევის აპარატი. ვარ დიაბეტიანი. არა მყავს მეუღლე და შვილი დამეღუპა აფხაზეთის ომში. ჩემი პენსიით ვერ ვყიდულობ ვერც ერთ აპარატს. მაქვს იმედი კეთილი ხალხის და ღმერთის. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. წინასწარ დიდი მადლობა.




ციტატა
ასრულებულია leporela-ს მიერ!

მიშიკო მჭედლიძე 10 წლის ვაჟა-ფშაველას 61, 32-53-42


გამარჯობათ უკვე მერამდენედ ვწერ ნატვრის ბარათს, იმედი აღარ მაქვს მაგრამ მაინც ვწერ ბარათს. ჩემი ნატვრაა ტყავის ბურთი, ძალიან გთხოვთ ამისრულოთ დიდი ხნის ნატვრა.




ნიკუშა 16 წლის, თბილისი 895-73-69-08

ჩემს გულში ნატვრას რა გამოლევს, მამა არ მყავს, პენსიონერი ბებია მზრდის და ძალიან გვიჭირს, თუ ვინმეს წელსაც შეუძლია ჩემი დახმარება და ჩემი გულის გახარება, ეს ჩემი მე-11 კლასის წიგნებია, მინდა კარგად ვისწავლო რომ ცხოვრებაში ჩემი ადგილი ვიპოვო. გწამდეთ, არ შეგარცხვენთ. წინასწარ დიდი მადლობა.


ციალა ციგრიაშვილი, 40 წლის, 855-61-08-99

ჩემი ნატვრაა, საკერავი მანქანა. რაც ხელში ნემსის დაჭერა ვისწავლე, მას მერე ვნატრობ. ამ ხნის ქალი ვარ, ბაზარში ვმუშაობ, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე ამ ოცნების ახდენა. სანამ მე მიხაროდა, ჩემთვის ვერ შევიკერე, შვილებს ვერ შეუკერე და ახლა იქნება შვილიშვილებს მაინც შევუკერო ლამაზი კაბები, თუ ვინმე გულთან მიიტანს ჩემს ოცნება-თხოვნას და დამაჯილდოვებს, მის სიცოცხლეზე ვილოცებ დარჩენილი ცხოვრება.


კოწოწაშვილი მაიკო, თბილისი, დიღმის მასივი, IVკვ, XIIIკ. ბინა 20, 52-07-70

ბევრჯერ შეგაწუხეთ ჩემი ნატვრით, მაგრამ ისევ ველოდები, იქნებ ახლა მაინც გამიმართლოს. ნათქვამია `ობლის კვერი გვიან, მაგრამ კარგად გამოცხვაო~. მეც ამის იმედით ველოდები. სანამ დავიბადებოდი, მანამდე ტრაგიკულად გარდამეცვალა მამიკო. დედიკო მუშაობს, მპირდება DVD ფლეერის ყიდვას, მაგრამ ჯერაც ვერ მოახერხა. იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.



ვარვარა ავალიშვილი, 88 წლის, თბილისი, სანთლის შესახვევი #16, 38-25-60

ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. ერთ წელზე მეტია, ტელევიზორი არა მაქვს, ალბათ ფიქრობთ, ამ მოხუცს რად უნდა ტელევიზორი, პირიქით ასეთ მოხუცებს გვჭირდება რომ გავიგოთ რა ხდება ამ ქვეყანაზე. თუ მიიტანთ გულთან და დამეხმარებით, წინასწარ გითვლით მადლობას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.


ნინო და ანა კვინიწაშვილები, 10 და 7 წლისანი, თიანეთის რაიონი, 8(248)9-12-33

ჩვენ ძალიან გვიყვარს მუსიკა. ჩვენი ნატვრაა, გვქონდეს მუსიკალური ცენტრი. ჩვენს მშობლებს ამის ყიდვა არ შეუძლიათ. ნატვრის ბარათი ბევრჯერ შევავსეთ, მაგრამ უშედეგოდ. ახლაც ვცდით ბედს, იქნებ ბედმა გაგვიღიმოს კეთილი ადამიანების წყალობით.



ჯონი ხელაძე, 58 წლის, ოზურგეთი სოფ. ოზურგეთი, 895-45-34-01

ერთი წელია მწოლიარე ვარ. ჩემი ნატვრა ერთი პატარა ტელევიზორია გული რომ გადავატანო და მარტოობა არ ვიგრძნო. წინასწარ დიდი მადლობა.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 27 2007, 04:00 PM
პოსტი #7


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გიორგი ბუგიანაშვილი 14 წლის, გორი შინდისის გზ, 16 7-81-02

ვარ მე-10 კლასის მოსწავლე. სექტემბრიდან სწავლას ვაგრძელებ თბილისში, სკოლა-პანსიონ "კომაროვში". უნდა ვიცხოვრო ოჯახისგან შორს, პანსიონში. აუცილებლად მჭირდება მობილური ტელეფონი, რომ საჭიროების შემთხვევაში დავურეკო დედას და ახლობლებს. ვარ ლტოლვილი ოჯახის შვილი, იმედი მაქვს, ნატვრას ამისრულებთ. ჩემს ოჯახს ყიდვის საშუალება არ აქვს. სხვაც ბევრი რამ მჭირდება. წინასწარ მადლობას გიხდით. მეც ვეცდები, სულ კეთილი საქმე ვაკეთო.


ლევან კუპრეიშვილი, 10 წლის, ხობი, ჭალადიდი 895-55-07-63

ჩემი ნატვრაა დიდი ხნის, მქონდეს ველოსიპედი. ჩემი ძმები რამდენი ხანია ამ ნატვრის ასრულებაზე წერენ. იმედი მაქვს, თქვენი დახმარებით ახლა მაინც იქნებ ახდეს. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.


ნინო ისაკაძე, 7 წლის, ქუთაისი, ხუნდაძის 51 ა 8-55-46-11-69

ჩემი ნატვრაა, მქონდეს დივიდი ფლეიერი, ძალიან მინდა ვუყურო მულტფილმებს პრინცებზე და პრინცესებზე. არ მომწონს რობოტა მულტფილმები, ქართულ მულტფილმებს კი არ აჩვენებენ. მე თქვენი მჯერა. დიდი მადლობა.


თინათინ ცირეკიძე, 22 წლის, ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა 50

ჩემი ლევანი წლინახევრისაა, თანაც მოძრავი და ცელქია, ამიტომ ძალიან მინდა მქონდეს სარეცხი მანქანა. სამწუხაროდ, ჩემი პატარა ოჯახის მცირე ფინანსები ამ ფუფუნების საშუალებას არ მაძლევს. იქნებ თქვენი თანადგომით ეს ნატვრა ამისრულდეს. დიდი იმედით ველი თქვენს გამოხმაურებას.


თამარ ზზექალაშვილი, 8 წლის, ხაშური, რუსთაველის ქუჩა 4, 4-21-93

ჩემი ნატვრაა, გვქონდეს ფერადი ტელევიზორი, რომ ვუყუროთ საბავშვო გადაცემებს. ჩემი ოჯახი 5 სულისგან შედგება. 4 და-ძმა ვართ. აქედან ყველა არასრულწლოვანია. მამა ჩვენთან არ ცხოვრობს. გეხვეწებით, გამომიგზავნოთ ტელევიზორი, ამით დიდ სიკეთეს გააკეთებთ.


ციტატა
ასრულებულია ჩვენი ფორუმელის მიერ!

გიული ეკალაძე, 46 წლის, ქარელი, 899-56-71-91

ჩემი ნატვრაა, მქონდეს სახარება. ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე ჩემს თხოვნას გულთან მიიტანს. მთელ საქართველოს ფარავდეს ღმერთი.


ფრიდონ შენგელია, თბილისი, მოსკოვის გამზირი, ბინა 30. tel 70-74-10

ჩემი მეუღლე იმედის თვალით შეჰყურებს თქვენი გაზეთის ამ გვერდს. უკვე დიდი ხანია. მისი ნატვრაა მტვერსასრუტი უმამო შვილიშვილისთვის, რომელსაც აქვს მტვრის ალერგია. რომ შეგვეძლოს ყიდვა, ნამდვილად არ ვითხოვდით.


თინათინ და სალომე ჯორბენაძეები, 15 და 16 წლის, თბილისი, ფალიაშვილის 78 ა. 23-50-03

მამიკო გვპირდებოდა ა. ბაქრაძის თორმეტტომეულს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 5 აგვისტოს. ძალიან გთხოვთ, იქნებ თქვენ შეძლოთ მამის დანაპირების ასრულება. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.


ნათია მაღლაკელიძე, 13 წლის, ვანი ჭანტურიას ჩიხი 2. 898-58-80-79

ჩემი ნატვრაა, რომ მქონდეს ციფრული ფოტოაპარატი. ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და მინდა ფოტოგრაფი გამოვიდე და იმისათვის მესაჭიროება ციფრული ფოტოაპარატი. გთხოვთ გამიკვალოთ მომავალი. ეს თქვენ შეგიძლიათ.


ნატო მენაბდე, 33 წლის, ოზურგეთი, შრომა. 893-101-886

ძალიან გთხოვთ, შემისრულეთ ნატვრა და ინვალიდის სავარძელი გამომიგზავნეთ. ჩემი გამიფუჭდა და ბავშვი რომ სკოლაში გავუშვა, ვერ მოვამზადებ. ჯერ პატარა არის და საუზმეს ვერ გაიმზადებს და სკოლაში მშიერი უნდა წავიდეს. თქვენც ხომ გყავთ შვილები. აბა, დაფიქრდით, მშიერი ბავშვი გაკვეთილს როგორ მოუსმენს. დიდი მადლობა ყველას, ვინც თანამიგრძნობს.



ციალა ციხისელი, 70 წლის, თბილისი, (ჟღენტის) 110ა. 66-26-77

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მაჯის წნევის საზომი აპარატი, რადგან ხშირად მაწუხებს მაღალი წნევა. სიდუხჭირის გამო ვერ ვახერხებ მის შეძენას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულისხმიერ ადამიანებს, ყველას, ვინც დამეხმარება ან ვერ დამეხმარება, რადგან ეს თანადგომა დიდ სულიერ ძალას მმატებს.




ჯემალ რაზმაძე, 12 წლის, თბილისი, 893-41-20-49

ჩემი ნატვრაა, ყველას ავუსრულო ნატვრა. მალე ჩემი დაბადების დღეა, არასოდეს გადაუხდიათ ჩემთვის დაბადების დღე. არც საჩუქრებით ვარ განებივრებული. ის კი არა, დედა დარდობს, სახელმძღვანელოები როგორ გვიყიდოს მე და ჩემს ძმას. მე მე-7 კლასში გადავედი და კომაროვში ჩავირიცხე, ჩემი ძმა მე-5 კლასშია და ისიც ხუთოსანია. გთხოვთ, დაგვეხმარეთ სახელმძღვანელოების შეძენაში. გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა. ღმერთი გფარავდეთ.


ნადია კარელიძე, 74 წლის, თბილისი, კოსტავას 24. 7-55-29

გამარჯობათ, თქვენზე ძალიან ბევრი სიკეთე წამიკითხავს, რომ გაჭირვებულს ეხმარებით. მე რამდენჯერმე გამოგიგზავნეთ ნატვრის ბარათი. ამჯერად კიდევ გთხოვთ. ეგებ ახლა მაინც გამიღიმოს ბედმა. გული მტკივა, რომ ჩემს შვილიშვილს, 13 წლის ბექას ენატრება, ჰქონდეს ველოსიპედი. თავის ტოლები რომ დაქრიან, ის დგას და საცოდავად შესცქერის კარებიდან. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ ავადმყოფი ქალი. გთხოვთ, დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში. თქვენ ღმერთმა დაგლოცოთ.


ალექსი კიკალიშვილი, 57 წლის, თბილისი, ნუცუბიძის IVმ/რ 10ბ კორპუსი ბინა 27, 21-74-42

ოჯახში ოთხნი ვართ. მეუღლე, სტუდენტი ქალიშვილი, მოსწავლე ვაჟი და მე. მუშაობს მხოლოდ მეუღლე და ისვენებს მხოლოდ კვირაობით. მე შვიდი წელია უმუშევარი ვარ. მთელი კვირის გადაღლილი კვირას დილიდანვე სარეცხის რეცხვით იწყებს, რა თქმა უნდა, ხელით რეცხავს, ჩვენი ოჯახის ნატვრაა სარეცხი მანქანა, იქნებ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მეუღლეს ცხოვრება.


შორენა ჟღენტი, 38 წლის, თბილისი, ბერიძის 6, 893-11-28-69

გაიხარეთ ისე, როგორც სხვებს ახარებთ! უფალი იყოს თქვენი შემწე!!!
ახლახან ძალიან ახალგაზრდა და გარდამეცვალა, დამრჩა ორი ობოლი ბავშვი მისგან, იზრდებიან ჩემთან, მაგრამ ნატრობენ ტელევიზორს და ველოსიპედს. ბავშვები 14-13 წლისანი არიან, მე უმუშევარი ვარ, იქნებ ვინმემ ამ ობლებს მათი ნატვრაც აუსრულოს? უფლის იმედით!.. იხარეთ!!!


სოფიკო მჭედლიშვილი, 14 წლის, თბილისი ,გლდანის VII მ/რ კორ 20-67, 893-25-08-70

ჩვენი ოჯახი მრავალშვილიანია, ეკონომიკურად გვიჭირს. ჩემი ოცნება იყო მევლო გალობაზე ან ხალხური სიმღერის წრეზე. მაგრამ რადგან ეკონომიკურად გვიჭირდა, ეს ვერ მოვახერხე. ჩემი სურვილია, მქონდეს მუსიკალური ცენტრი, რომ მოვუსმინო მაინც ჩემთვის სასურველ მუსიკას. ველი თქვენს თანადგომას.



მაიკო ელიზბარაშვილი, 10 წლის, სიღნაღი, სოფ. ნუკრიანი, 8-255-3-23-24

ჩემი მამიკო და ბებო არიან დიაბეტით დაავადებულები. არ აქვთ შაქრის საზომი აპარატი, რომელიც ძალიან სჭირდებათ. არ გვაქვს ყიდვის საშუალება. იქნებ ვინმემ ეს ნატვრა ამისრულოს. სულ ამას ვფიქრობ. გმადლობთ.


დათუნა მარსაგიშვილი, 10 წლის, თბილისი წინამძღვრიშვილის 90ბ. 95-23-08

ნეტავი ნატვრა მანატრა, ეს ნატვრა ამიხდინაო,
მქონოდა გამძლე ზურგჩანთა, ბოლომდე გამაწვდინაო,
შიგნით ახალი წიგნები მეზობლად არ ვირბინაო,
ხარისხიანი რვეული კალამი მაიხდინაო,
სპორტული ფორმა და ბოტასი ღვთის ნებით გამიჩინაო,
არც მე დაგრჩებით ვალშია, თუ ბედმა გამიღიმაო.
მე-5 კლასის მოსწავლე


იურიკო სსაჯაია, 11 წლის, ლანჩხუთი, ნინოშვილის 42, 899-15-86-67

ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, მაღაზიაში ვნახე ნ. დუმბაძის ოთხტომეული, მაგრამ დედამ ვერ შეძლო მისი ყიდვა. არადა, ძალიან მინდა, რომ მქონდეს. იქნებ ნატვრისთვალმა ამისრულოს ოცნება! რა იქნება, ჩემი ნატვრაც ახდეს!!!


ეკა ჭანტურიძე, 25 წლის, ხაშური. 899-92-12-91

მინდა მქონდეს სარეცხი მანქანა. ვიცი, ბევრს დაეხმარეთ და ნატვრა აუსრულეთ, იქნებ მეც ამისრულოთ. ღმერთი შეგეწევათ.


როზა ბოლქვაძე, 80 წლის, თბილისი, გლდანის 6 მ/რ 23 კორ ბსარ, 171 ბინა, 67-79-98

ძალიან გულით მინდა, მქონდეს აპარატი, რომლითაც შევძლებ გავიზომო სისხლში შაქრის რაოდენობა, ვინაიდან ვარ დიაბეტიანი, ვარ ფეხებით ავადმყოფი, ძლივს ოთახში დავდივარ, გთხოვთ, შემისრულოთ ეს თხოვნა, ღმერთი გფარავდეთ, დიდი მადლობა.


ციური კალანდაძე, 63 წლის, ქუთაისი. ჯავახიშვილის 73/13, 7-19-30

გამარჯობა, ჩემო კეთილო ხალხო. ჩემი დიდი ხნის ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. მე და ჩემს მეუღლეს ნატვრის ამსრულებელი არავინ გვყავს (მარტოხელა ვართ). იმედი მაქვს, ჩემი ნატვრაც ახდება. გეხვევით და გეფერებით. გმადლობთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.


ციური კაკაბაძე, 73 წლის, თბილისი, მაჩაბლის 4, 98-30-18

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მტვერსასრუტი. თუ ვინმეს შეუძლია და გაიღებს, დიდად მადლიერი და კმაყოფილი დაგრჩებით. ასეთ სიკეთეს უფალი ერთი ათად გადაგიხდით. გულისხმიერებისთვის კი წინდაწინ გიხდით მადლობას.


ელენე ჯიშკარიანი, 31 წლის, თბილისი კრწანისის 31, II კორ, ბინა 4, 75-37-64

ნატვრის ბარათის დახმარებით ბევრს აუხდა ოცნებები. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხელმოკლე ოჯახებს ეხმარება. მინდა, ჩემი ნატვრაც გაგანდოთ. მყავს 8 წლის გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარს მუსიკა და ცეკვა. მინდა ოცნება ავუხდინო და დაბადების დღეზე მუსიკალური ცენტრი ვაჩუქო. დამეხმარეთ, ჩემი გოგონას გული გავახარო.


ცისანა მოსიაშვილი, 59 წლის, თბილისი ბაგები, წყნეზთის გზატკეცილი 34ა, 29-11-55

ჩემი ნატვრაა, ახლა მაინც ამისრულოს ჩემი საოცნებო სარეცხი მანქანა ჩემმა საყვარელმა მკითხველმა. მე მაქვს გაკეთებული რთული ოპერაცია თავში. ძალიან მჭირდება საოჯახო საქმიანობაში, შვილების პატრონი ვარ და უარავი საქმე მიჭირს საკეთებლად და სარეცხად, მიჭირს მძიმის აწევა, თავის დახრა, მძიმე სარეცხის გაწურვა. იმედი მაქვს, 60 წელი მისრულდება წელს და აუცილებლად ბედი გამიღიმებს.


ანზორ ხონელიძე, 68 წლის, თბილისი, ვარკეთილი 3, 27-59-32

გამარჯობათ. არ მჯეროდა ნატვრის ასრულების. ახლა მჯერა და ჩემი დიდი ხნის ნატვრას გიმხელთ. ვარ პენსიონერი, 68 წლის კაცი, ჩემს მეუღლეს მოძრაობა ძალიან უჭირს სახსრების გამო. მისი გამრთობი პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი იყო, ისიც მწყობრიდან გამოვიდა _ ეკრანი გარბის. თქვენი და მკითხველის გულისხმიერებით იქნებ მეუღლე გავახარო. გფარავდეთ უფალი.


ენდი ნნიკოლაიშვილი, 72 წლის, ოზურგეთი, სოფელი მაკვანეთი. 899-32-98-07

ჩემი ნატვრაა სმენის აპარატი, მაქვს სმენა დაქვეითებული. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა და გამხადეთ სიტყვის გაგონების ღირსი. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, დამეხმაროთ და სიკვდილამდე თქვენი მლოცველი ვიქნები. ღმერთი გფარავდეთ ყველა კეთილისმყოფელს.


ნინო ბახტაძე, 32 წლის, თბილისი ვ/ფ 3 კვ. 24 კორ. 893-21-20-14

ჩემი ნატვრაა, ჩემს პატარა გოგონას, დეიკოს, აუხდეს ოცნება და შეიძინოს ახალი მეგობარი, ოქროსფერი ლაბრადორის ლეკვის სახით. ადრე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ აზრი შევიცვალე... დეიკოს მთელი გულით უნდა ეს ლეკვი.


თამარ ჩაკვეტაძე, 60 წლის, თბილისი, ლიბანის 5, I სად, 62-25-75

ვარ პროვიზორი, მჭირდება აუცილებლად წიგნი "პრაქტიკული ფარმაკოთერაპია". გთხოვთ, ამისრულოთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Nov 1 2007, 07:45 PM
პოსტი #8


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ვახტანგ მკერვალიშვილი, 51 წლის. ქუთაისი, სერგი მესხის II შეს. #1

ვარ I ჯგუფის ინვალიდი, ხერხემლის ტრავმით, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული. ზამთარში გაზის გამათბობლის არ ქონის გამო, მიწევს მთელი დღე საწოლში გატარება. იქნებ დამეხმაროთ და ნატვრა ამისრულოთ და მაჩუქოთ გაზის გამათბობელი საშუალო სიმძლავრის.



ნინო ჩიკაშუა, 46 წლის. ლანჩხუთი, მარჯანიშვილის ქ.#25

ვარ ხუთი შვილის დედა, აქედან გამომდინარე, უამრავი ნატვრა მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად იმას ვინატრებდი, რომ მქონდეს ფერადი ტელევიზორი, ამით ჩემს შვილებს ძალიან გავახარებდი. უფლისა და კეთილი ადამიანების იმედით, ვიმედოვნებ რომ ეს ნატვრა ამისრულდება.



სოსო ბაჩიაშვილი, ახმეტა, რუსთაველის #1. ტელ: 8 249 2 26 88

ჩემი ერთადერთი ოცნებაა, მქონდეს დიდი ველოსიპედი. ამ ნატვრის გამხელას მშობლებთან ვერ გავბედავდი, რადგან ვიცი, მათ არ აქვთ საშუალება, რომ მიყიდონ. ახლა კი მომეცა შანსი, რომ ამიხდეს ნატვრა. ძალიან გთხოვთ, ვისაც შეუძლია მაჩუქოთ, მადლიერი დაგრჩებით. ღმერთი გფარავდეთ.



არონი ბერაძე, 70 წლის. ზუგდიდი, სოფელი ბაში, ტელ: 8 99 32 88 40

ჩემი ნატვრაა 20 ოქტომბერს _ დაბადების დღეზე სიურპრიზი გავუკეთო ჩემს მეუღლეს, ლოგინზე სამუდამოდ მიჯაჭვულს _ ინვალიდის ეტლი და ფერადი პულტიანი ტელევიზორი ვაჩუქო, რომ თვითონ ჩართოს და გამორთოს, თუნდაც იყოს მეორადები. ღმერთმა ისე აგიხდინოთ თქვენ ყველას ნატვრა და ოცნება, როგორც ამიხდენენ მე. დიდი მადლობა.



ეთერ მდივნიშვილი, 85 წლის. თბილისი, თამარ მეფის #30 ტელ: 95 41 25;

ჩემი ნატვრაა მაცივარი. ვარ აფხაზეთიდან. რაც სოხუმიდან გამოგვყარეს, მის შემდეგ მაცივარი არ მქონია. ზაფხულობით ძალიან მიჭირდა უმაცივრობა. თუ რამეს გავაკეთებდი, ისიც 2 საათში მიფუჭდებოდა. ეჰ, კაცი იმედით ცოცხლობს, იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.



ზაირა ჩაჩავა, 70 წლის. თბილისი, აღმაშენებლის გამზ.#26 ტელ: 96 28 86.

ჩემი ნატვრაა, მქონდეს პატარა ტელევიზორი. მე და ჩემი მეუღლე დავიტანჯეთ, სათვალავი ამერია რამდენი ბარათი გამოვგზავნეთ. პენსიონერები ვართ, ჩემი მეუღლე ომის მონაწილეა. გთხოვთ ნატვრა აგვისრულოთ. დიდი მადლობა



მანანა ჯავახაძე, 50 წლის. ქუთაისი, მუსხელიშვილის ქ. II ჩიხი #5

ვარ II ჯგუფის ინვალიდი (სიმსივნის დიაგნოზით), მყავს სარეცელს მიჯაჭვული მეუღლე, რის გამოც ხშირად მიწევს რეცხვა. ჩემი ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს ამის საშუალებას. ჩემი ნატვრაა, მქონდეს სარეცხი მანქანა. გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.



მარიამ გაგოშაშვილი, 16 წლის. ზესტაფონი, სოფელი ცხრაწყარო.

მე ვარ 16 წლის, ჩემი და კი _ 14 წლის. ვსწავლობთ მე-11 და მე-9 კლასებში. ოთხი წელია ვართ მამით ობლები, დედა კი II ჯგუფის ინვალიდია. ვართ საღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი. ჩემი ნატვრაა სკოლისათვის მე და ჩემს დას გვქონდეს ჩანთები, რვეულები და სასწავლო წიგნები. კეთილი ადამიანების იმედი გვაქვს და ველით დახმარებას.



ნაზი აზარიაშვილი, 78 წლის. ხაშური, სტალინის ქ#75 ტელ: 4 11 18.

ჩემი ნატვრაა, ჩემს 14 წლის შვილიშვილს, გიგას ვუყიდო საბჭოთა ენციკლოპედია, რომელიც ხშირად სჭირდება, მაგრამ ჩემი და ჩემი მეუღლის 3 თვის პენსია თუ ეყოფა. ამიტომ ვერ ვყიდულობ. იქნებ დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში.



ციტატა
ასრულებულია!


ბერიძე მარიამი, 7 წლის. დედოფლისწყარო, სოფ. ჯაფარიძე.


ჩემი ნატვრაა მქონდეს საეკლესიო საბავშვო წიგნები და კალიასკაში ჩამჯდარი სოსკიანი თოჯინა.





გულიკო ქველიძე, 42 წლის. გორის რაიონი, სოფ. ხელთუბანი. ტელ: 899 286855

ვარ ორი შვილის დედა. ძალიან მინდა ჩემი შვილები ნასწავლები იყვნენ და თავისუფლად შეეძლით ნებისმიერ საკითხზე მსჯელობა. ვინატრებდი საყმაწვილო ენციკლოპედიების სრულ კომპლექტს და სამაგიდო ენციკლოპედიას _ `ყველაფერი ყველაფერზე~. თუ ეს ნატვრა ამიხდება წინასწარ გიხდით მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Nov 9 2007, 12:01 AM
პოსტი #9


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ელენე ხარაძე, 53 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #99, ტელ: 31 51 22

ვრეცხავ და ვრეცხავ, მთელი დღე ვრეცხავ, ვრეცხავ ხელით და ძალიან მიჭირს, სახლში მოხუცი დედა, პატარა შვილი და ავად მყოფი მეუღლე მყავს. სარეცხი ბევრი მაქვს და ვრეცხავთ მე და ჩემი პატარა შვილი დღისით. ღამით კი ვოცნებობთ სარეცხ მანქანაზე, იქნებ მოწყდეს ვარსკვლავი და აგვისრულდეს ნატვრა.

ციტატა

ასრულებულია ჩვენი ანონიმი ფორუმელის მიერ!
სოფიო ოთარაშვილი, 18 წლის, თბილისი, მიზნიაშვილის ქ.#35 ტელ: 96 68 00


ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის წევრი, მყავს მძიმე ავადმყოფი, I ჯგუფის ინვალიდი უსინათლო დედა. წარჩინებული მოსწავლე წელს სტუდენტი გავხდი. მუდამ ვოცნებობ და გულით მსურს მობილური ტელეფონი, რომ უნივერსიტეტში წასულმა ხშირად ვაკონტროლო დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა და ამით შემიმსუბუქოთ დარდი.



თამთა ვარდანაშვილი, 8 წლის. თბილისი, სანზონა III ა კორპ. ტელ; 855 627 917

ორი წელია დედას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სხვადასხვა უფასო წრეებზე დავყავარ. წელსაც ძალიან მინდა გავაგრძელო სწავლა, მაგრამ დედა ვეღარ მატარებს მეტროთი მგზავრობის გაძვირების გამო. ძალიან გთხოვთ მაჩუქოთ მეტროს ერთწლიანი სამგზავრო. წინასწარ გიხდით მადლობას.


ბახვა კუნჭულია, 75 წლის. ლანჩხუთი, სოფ. ლესა. ტელ: 893 25 69 89

ვარ II ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი, ყოფილი პედაგოგი, მაქვს ქვედა კიდურების გადაგვარება. გადაადგილება შემიძლია მხოლოდ ორი ყავარჯნით. არ მაქვს ტელევიზორი და ჩემი ნატვრა და სურვილია მქონდეს ფერადი ტელევიზორი.


რევაზ ხუხუნაშვილი, 81 წლის. გარდაბანი. ტელ: 899 13 71 86

ვარ ომის ვეტერანთან გათანაბრებული პენსიონერი, მეუღლე შრომის ვეტერანი, ამჟამად ავადმყოფია, ლოგინს მიჯაჭვული. შეუღლებიდან შეგვისრულდა 50 წელი. უსახსრობის გამო იუბილე ვერ გადავიხადეთ. დიასახლისობა მე მაკისრია და მიჭირს გაძღოლა. მქონდა სარეცხი მანქანა და გაფუჭდა. ვნატრობ მის შეცვლას ახლით. ველი თქვენს ყურადღებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მადლობა ყურადღებისათვის.


ნიკოლოზ ბედიაშვილი, 8 წლის, თბილისი, გლდანის VII მკ/რ, კორპ.XII, VI სადარბაზო. ბინა 129.

ვარ ხუთოსანი, მაქვს ნატვრა მყავდეს ველოსიპედი, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ღმერთი გფარავდეთ.


ციტატა
გიორგი რაზმაძე, 59 წლის. თბილისი, ჩიქოვანი-ბალანჩივაძის ქ#22; ტელ: 33 34 41 (ასრულებულია)

დიდი ხანი შეყვარებული ვარ გია ყანჩელის მუსიკაზე. ვეძებ თბილისის ბევრ მაღაზიასა თუ ბაზრობაზე, მაგრამ ამაოდ. გთხოვთ მაშოვნინოთ (მზად ვარ ფულიც გადავიხადო) სიმფონიურ მუსიკა კასეტებზე და DVD-ზე. გიხდით მადლობას.


დიანა სეხნიაშვილი, 26 წლის, ხაშური, ქვიშხეთი. ტელ: 8 99 22 54 63

გამარჯობათ, ვარ 27 წლის ახალგაზრდა გოგონა, მყავს მეუღლე და 1 შვილი. ძალიან მინდა მქონდეს მტვერსასრუტი, რომ უფრო სწრაფად და ხარისხიანად მოვიყვანო სახლი წესრიგში ყოველდღიურად, თორემ სამსახურთან ერთად დროში ძალიან ვიზღუდები. წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ.


მიშიკო ცხადაია, 14 წლის, ფოთი, ლერმონტოვის #15. ტელ: 2 89 21

ნატვრის თვალო, ნატვრის თვალო,
კეთილო და საოცარო,
რა იქნება ჩემი ნატვრაც
ფერიამდე მიიტანო.
დამეხმარეთ, ჩემს დედიკოს
ავუხდინო ოცნება _
მაცივარზე ისე ნატრობს
სიზმარშიც ელანდება.
წინასწარ გიხდი მადლობას.


როზა კვიტატიანი, 54 წლის, ქუთაისი, ტელ: 855 16 17 37

14 წელია ვნატრობ, მქონდეს მაცივარი. ვარ აფხაზეთიდან დევნილი, II ჯგუფის ინვალიდი. მეუღლეც II ჯგუფის ინვალიდია. მყავს შვილები და შვილიშვილები. ოჯახში ვცხოვრობთ ექვსი სული _ ყველა უმუშევარი. ვცხოვრობთ საერთო საცხოვრებელში. გთხოვთ, ამიხდინოთ ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.


აკაკი მიქანაძე, 16 წლის, თბილისი, წერნაკის შესახვევი. #1ბ, ტელ: 77 10 59

ვარ იტალიის უდიდესი ფანი, მიყვარს ყველაფერი, რაც კი იტალიურია(თუნდაც ის რაიმე უაზრო იყოს); ძალიან მინდა ის კასეტა, სადაც ჩაწერილი იქნება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მაჩტი. სად არ ვეძებე და მოვიკითხე, მაგრამ ვერსად მივაგენი ასეთ კასეტას. ძალიან ძალიან გთხოვთ და გევედრებით, მიშოვნოთ ეს კასეტა. წინასწარ გიხდით მადლობას! ღმერთი გფარავდეთ!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Nov 16 2007, 10:27 PM
პოსტი #10


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ლაშა შენგელია, 16 წლის. სამტრედია, სოფ. ღანირი. ტელ: 899 18 45 57

ჩემი ნატვრაა XI კლ. სასწავლო წიგნები: ქართული, ისტორია, რუსული, გერმანული, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, სახელმწიფო. ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან. პატარა ძმა VIII კლასშია, არ გვაქვს საშუალება შევიძინოთ ძვირად ღირებული წიგნები. დღემდე ვიწერ გაკვეთილებს, მაგრამ გადაწერა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. როგორც ბავშვს, ძალიან ბევრი ნატვრა მაქვს. ბედნიერი ვიქნები ერთი მაინც რომ ამისრულდებოდეს და ეს იქნებოდა ,,სასწავლო წიგნები”. წინასწარ გიხდით მადლობას.



ნიკოლოზ ანთაძე, 54 წლის. თბილისი, კოსტავას 22, ბინა 11.

ვარ მარტოხელა უპატრონო ინვალიდი, გარდამეცვალა ყველა ახლობელი, ვარსებობ პენსიის და კეთილი მეზობლების დახმარებით. ჩემი ნატვრაა გაზის მრიცხველი, რისი უქონლობის გამოც არ მაქვს გაზი, გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა და შემიმსუბუქოთ გაჭირვება.



გიორგი მიმინოშვილი, 14 წლის. ქუთაისი, მესხის ქ.#13, ტელ: 6 41 64

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ველოსიპედი. ველოსიპედზე ბავშობიდან ვოცნებობ და ეს დიდი ხნის სურვილი მინდა თქვენი დახმარებით შემისრულდეს. წინასწარ გიხდით მადლობას.



ნინა მეგრელიშვილი, 80 წლის. ხარაგაულის რაიონი, სოფელი ზედუბანი. შვილიშვილის ტელეფონი: 27 52 52

ვარ მარტოხელა მოხუცი, ძალიან განვიცდი მარტოობას. თურმე ყოფილან მადლიანი ადამიანები, რომლებიც უსრულებენ ნატვრას გაჭირვებულ ადამიანებს, გეხვეწებით, მაჩუქეთ ტელევიზორი ან რადიო. წინდაწინ გიხდით მადლობას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.



ნაილი ლომიძე, 44 წლის. ხაშური, სულხან-საბა ორბელიანის ქ.#32. ტელ: 4 06 63

ვარ ლოგინს მიჯაჭვული. მივლიან 70 წელს გადაცილებული მშობლები, პენსიონერები. ბევრს უსრულებთ სურვილებს და იქნებ მეც შემისრულოთ ერთი ნატვრა, რომ დედაჩემს გაუადვილდეს რეცხვა. მინდა სარეცხი მანქანა. წინასწარ გიხდი მადლობას.


დათო გაბური, 12 წლის. დუშეთი. ტელ: 8 99 49 18 09

ჩემი და ჩემი ძმის ოცნება და მიზანია გავხდეთ მსოფლიო ჩემპიონები ძიუდოში, ძალიან გვინდა გვქონდეს კარგი კიმონოები და სპორტული ჩანთები. პირობას ვდებთ, როცა მიზანს მივაღწევთ, ჩვენც ბევრ ბავშვს ავუსრულებთ ნატვრას. ყველას წინასწარ გიხდით მადლობას! გფარავდეთ უფალი!



მარინა ჩიხლაძე, 62 წლის. თბილისი, კეკელიძის ქ#25, VI სად. II სართ. ბინა 152, ტელ: 23 12 70

ჩემი ნატვრაა ,,ხადულკა” (ჭოჭიალა). ვარ მარტოხელა პენსიონერი, სპეციალობით ექიმი კარდიოლოგი, ექვსი თვეა მწოლიარე ვარ. მაქვს მარჯვენა ფეხის ბარძაყის თავის მოტეხილობა, საშუალება არ მაქვს შევიძინო ,,ხადულკა” რომელიც მომცემს საშუალებას ცოტა მაინც გავიარო. გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა, დიდ მადლობას გიხდით.



სერგო გოგობერიძე, ხაშური. სააკაძის ქ.#13. ტელ: 4 39 29

სარეცხის მანქანა მრავალჯერ ვინატრეთ და იქნებ აგვისრულოთ ნატვრა. ჩემი მეუღლე ბავშვს ელოდება. მას მარჯვენა ხელზე პარეზი აქვს და რეცხვა დიდ სირთულეებს უქმნის. მე მინდა დამეხმაროთ და სიურპრიზი გავუკეთო. ამით დიდ დახმარებას გავუწევ. თქვენი გულმოწყალების იმედად ვიქნები.



თამარ გოქაძე, 80 წლის. ვაჟა-ფშაველას III კვ. VIII კორპ. ბინა 25. ტელ: 32 62 75

ჩემი ნატვრაა წნევის აპარატი.



ენდი ნიკოლაიშვილი, 72 წლის, მახარაძე, სოფ. მაკვანეთი

ჩემი ნატვრაა მაჩუქოთ ყურს სასმენი აპარატი. იმედი მაქვს, ამ ნატვრას ამისრულებენ კეთილი ადამიანები. დიდ მადლობას ვუხდი, ვინც გამომეხმაურება. უფალი იყოს თქვენი შემწე. გთხოვთ, ძალიან მიჭირს და დამეხმარეთ.



გიორგი ვეშაპური, 15 წლის. გორი, სოფ. პატარა გარეჯვარი. ტელ: 8 98 18 38 07

მე და ჩემს ძმას არაკაცებმა მოგვიკლეს მამა. მას შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრება. ოჯახის სიმძიმე დედას დააწვა მხრებზე, რის გამოც ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა. ჩვენც ბევრ რამეზე გვრჩება თვალი, მაგრამ ყველაზე მეტად ვინატრებდი დედასთვის სარეცხ მანქანას. იქნებ ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეს შრომა. ღმერთმა დაგლოცოთ.


ეთერ თოდუა, 78 წლის. ზუგდიდი. სტალინის ქ.#7/13 ტელ: 5 10 62

ფიზიკურად კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ბოლო დროს ყურთა სმენა დამაკლდა. ვინატრებ ყურსსასმენ აპარატს. თუ ამიხდენთ ოცნებას, რომლის ასრულება ჩემი მიზერული პენსიით არ შემიძლია, მადლობელი დაგრჩებით. წინასწარ გიხდით მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Nov 23 2007, 12:29 AM
პოსტი #11


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ლედი მენაბდე, 8 წლის. ავჭალა, რიონის I შესახვევი #8 ტელ: 893 15 89 16

ჩემი ნატვრაა, ჩემს ერთადერთ ბებოს ჰქონდეს სარეცხი მანქანა, რომელსაც ძალიან უჭირს რეცხვა, თან ავადმყოფობს, მე გარდამეცვალნენ მშობლები, ბაბუც მხოლოდ ბებოს იმედად დავრჩი ამ ცხოვრებაში, გთხოვთ ამისრულოთ ჩემი ოცნება, დიდი მადლობა.


ნიკოლოზ ბედიაშვილი, 8 წლის. თბილისი, გლდანის VII მრ/რ, კორპ. XII, სად.VI ბინა 129, ტელ: 67 54 36.
ვარ მესამე კლასში. ვსწავლობ ხუთებზე. ჩემი ნატვრაა, მყავდეს სიჩქარეებიანი ველოსიპედი თუ ამ სურვილს ამისრულებთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ღმერთი გფარავდეთ.


ვარია ავალიშვილი, 88 წლის. თბილისი, სანთლის შეს. #16, ტელ: 38 25 60

უკვე მერამდენედ ვნატრობ და გიგზავნით ნატვრის ბარათს. ჩემი ოცნებაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი, რათა მეზობლებთან არ ვიარო.


მარი ბეგლარაშვილი, 8 წლის. თბილისი, მუხიანის III მ/რ, X კორპ. ტელ: 63 65 68

ჩემი ნატვრაა, მქონდეს კომპიუტერი. მამიკო იყო შეპირებული, მაგრამ სამსახურიდან გამოუშვეს და ფული აღარ აქვს. ბევრი რამის სწავლას ვაპირებ კომპიუტერით და იმედი მაქვს, ოცნება შემისრულდება. წინასწარ გიხდით მადლობას.


ლილი მეგენეიშვილი, თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტ. VII კორპ. ბინა #5

ვარ უაღრესად გაჭირვებული, ისე რომ ხანდახან პურის ფულიც არ მაქვს და მეზობლებში ვსადილობ. ვარ 75 წლის შრომის უუნარო, დაავადებული ვარ ჩიყვით, დიაბეტით და მარილებით. გთხოვთ წყლის გამაცხელებელ თერმექს.


გურამ ხარატიშვილი, 13 წლის. თბილისი, ქვიშხეთის ქუჩა, კორპ. ,,ა” III სად. ბინა 51. ტელ: 61 59 41

მე მერვე კლასში ვარ, ჩემი და _ მეორეში. ორივეს ძალიან გვიყვარს ცხოველები, მაგრამ ჩემს ოჯახს იმის საშუალება არ აქვს რომ პატარა ძაღლი მიყიდონ. დედა და მამა უმუშევრები არიან და კარგი ლეკვის ყიდვის ფული არ აქვთ, მე და ჩემს დას კი ძალიან გვინდა პატარა ლეკვის ყოლა. გპირდებით დიდი მზრუნველობით და სიხარულით მოვუვლით ცხოველს, თუ ნატვრას აგვიხდენთ.

ციტატა
ასულებულია ჩვენი ანონიმი ფორუმელის მიერ!
ია წიქარიშვილი, 20 წლის. ხაშური, აგარის ქ. #38 ტელ: 4 43 10

ძალიან ბევრს უსრულებთ ნატვრას და იქნებ ჩემიც ასრულდეს. ვარ ახალგაზრდა დედა, მყავს 3 თვის ბავშვი, მინდა ჩემს პატარა ბიჭს ჰქონდეს ბავშვის საწოლი. წინასწარ გიხდით მადლობას.



გიორგი ჭონიშვილი, 15 წლის. ქ.გორი, თარხნიშვილის ქ.#21-59 ტელ: 8 270 7 04 98

ვარ მე-10 კლასის მოსწავლე. ვსწავლობ წარჩინებით. ჩემი ძმა ნიკუშაც კარგად სწავლობს. ჩემს მშობლებს არ აქვთ საშუალება, ჩვენ კი ძალიან გვინდა კომპიუტერი.


ვაჟა კვიჭიძე, 14 წლის, ლანჩხუთის რაიონი, სოფ. ზემო შუხუთი. ტელ: 8 93 46 72 03.

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი ვიდეოთი, რომ შემიძლოს იმ კასეტის ხშირად ყურება, რომელზეც მამაჩემია აღბეჭდილი. იგი გარეწარმა ადამიანმა მოკლა და პასუხიც არ უგია. მამა კეთილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება იყო. მეხუთე წელია მამა აღარ არის და ძალიან გვენატრება, იგი ძალიან გვაკლია მე, ჩემს ძმას და დედას. თუ ნატვრას აგვისრულებთ, ძლიერ გაგვახარებთ.



ლევან ბუხრაძე, 13 წლის, თბილისი, კახეთის 34/14. ტელ: 77 15 74

ჩემი ნატვრაა, ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონი გვარჯალაძის ავტორობით, რომელიც ძალიან გვჭირდება მე და ჩემს 12 წლის ძმას. თუ ვინმე გამოგვეხმაურება, ძალიან გაგვახარებს (უსახსრობის გამო ვერ დავდივართ კერძო მასწავლებელთან, არა და ძალიან გვინდა ინგლისურის სწავლა).


იამზე წულაია, 25 წლის, მარტვილი, ტელ :8 99 37 27 25.

გამარჯობათ, მყავს ორი შვილი, მესამეს ველოდები ყოველდღე. ჩემი სიხარული ჩემი შვილებია, სხვა ოცნება არასდროს ამსრულებია, ღმერთმა გიშველოთ, რომ ადამიანებს უსრულებთ ოცნებებს, გთხოვთ ამისრულოთ ოცნება _ მქონდეს მაცივარი, თუნდაც პატარა, მთელი დღე ბუხარში ვამზადებ საჭმელს პატარებისათვის, ამ სიცხეში რომ არ გამიფუჭდეს და ბავშვები არ მომეწამლოს.


ეთერ კაკაურიძე, 87 წლის. თბილისი ანდრონიკაშვილის ქ.#81.

ჩემი ნატვრაა, მქონდეს პატარა ტელევიზორი. ავადმყოფობის გამო მეტი წილი ვწევარ და ჩემი ოცნებაა, საძინებელ ოთახში მქონდეს ტელევიზორი, იმედია, თქვენი დახმარებით შემისრულდება. წინასწარ დიდი მადლობა.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 4 2007, 11:16 PM
პოსტი #12


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



თინანო და თეკლა ძაგანიები, 5 და 7 წლისანი. თბილისი, ფალიაშვილის ქ.#47. ტელ: 22 78 05

მე და ჩემს პატარა დაიკოს თოვლის ბაბუამ ბარბის სურათების ალბომი გვაჩუქა, რითაც ჩვენი ოცნება ნაწილობრივ ახდა. ალბომის შესავსებად არა გვაქვს ფოტოაპარატი. დედიკო გვპირდება, როცა მამიკო სამსახურს იშოვის, გიყიდით ფოტო აპარატსო, მაგრამ სამწუხაროდ, მამიკო ისევ უმუშევარია და ჩვენი ოცნებაც აუხდენელი რჩება. იქნებ სხვა ბავშვების მსგავსად ჩვენც აგვისრულოთ ნატვრა და გვაჩუქოთ ციფრული ფოტო აპარატი. დიდი მადლობა!



ანა ჭელიძე, 11 წლის, თბილისი, ავჭალა, ბიჭვინთის ქ#1, ტელ: 8 55 40 45 47

ჩემი ნატვრაა ჩემს დედიკოს შევუმსუბუქო მძიმე შრომა, დაღლილს ჩემი გაკვეთილების მოსმენის თავიც აღარ აქვს, ოჯახისთვის ბევრი რამე გვაქვს სანატრებელი, მაგრამ ყველაზე მეტად სარეცხის მანქანა გამიხარებდა ჩემს დედას. ღმერთმა დაგლოცოთ!



თამუნა მათეშვილი, 18 წლის. თბილისი, გლდანის VII მ/რ. V კორპ.

უზომოდ მინდა ვისწავლო ვიოლინოზე დაკვრა, მაგრამ არ მაქვს ვიოლინოის ყიდვის საშუალება. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა წაიკითხოს ჩემი ნატვრა და მაჩუქოს თუნდაც ნახმარი ვიოლინო. ამით ჩემი ოცნება ახდება.
ციცინო ბაბუაძე, 64 წლის, თბილისი, დოლიძის ქუჩა, კორპ. 26, II სადარბაზო, ბინა 76, ტელ: 8 99 11 33 38
სმენადაქვეითებულ VII კლასელ გიორგის ძირულიდან აუცილებლად სჭირდება ჩვენი დახმარება. XI კლასელ ნიკუშას წელსაც ვერ ვუღალატებ. ორივეს თავის გართმევა 69 ლარიანი სტიპენდიით გვიჭირს. იქნებ აუხდინოთ მათ ოცნება და წიგნები შეუძინოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.



ფატი საგანელიძე, 84 წლის. თბილისი, თიანეთის ქ.#117 ტელ: 60 18 03

ჩემი ნატვრაა სარეცხის მანქანა; ლოგინად ვარ ჩავარდნილი, ბარძაყის ძვლის მოტეხილობით. მივლის ინფარქტიანი, პენსიონერი შვილი. გთხოვთ ნატვრა ამისრულოთ მოხუცებულს. თქვენი დახმარებით გაუადვილდება ჩემს ავადმყოფ შვილს ჩემი მოვლა. წინასწარ გიხდით მადლობას.



ეროსი ჩიტოშვილი, 11 წლის, დედოფლისწყარო, ქვემო ქედი, ტელ: 8 55 46 98 30

მაქვს ნეიროსენსორული ხასიათის მძიმე ხარისხის სმენაჩლუნგობა. არ მესმის კლასში მასწავლებლის ლაპარაკი, ვერ ვუსმენ ტელევიზორში საბავშვო გადაცემებს. ექიმმა დამინიშნა ორმხრივი ან ცალმხრივი სასმენი აპარატი. ვერ ვყიდულობთ... ამ ნატვრის ასრულება დიდი საჩუქარი იქნება ჩემთვის.



ლალი ნატროშვილი, 26 წლის, თემქა III მკ.რ. V კვარტ. Vბ კორპ. ტელ: 855 511 484

ბავშობიდან მიყვარს კერვა, მაგრამ არ მაქვს დღემდე საკერავი მანქანა. ჩემი ნატვრაა მქონდეს ხელის საკერავი მანქანა. წინასწარ დიდი მადლობა!



ნიკა 16 წლის, თბილისი. ტელ: 895 73 69 08;


ჩემი ნატვრაა მქონდეს მე-11 კლასის წიგნები. მამა არ მყავს... ჩემს ბებიას შესაძლებლობა არ აქვს რომ მიყიდოს. კეთილო ადამიანებო, ძალიან, ძალიან გეხვეწებით, დამეხმარეთ წიგნების შეძენაში, მინდა კარგად ვისწავლო რომ ცხოვრებაში ჩემი ადგილი ვიპოვო. ვითომ თქვენი შვილი ვიყო, გწამდეთ არ შეგარცხვენთ, იმედით დაგელოდებით.



ნათია ცხომელიძე 26 წლის, თბილისი, მუჯირიშვილის 10ა; ტელ: 95 83 96.

გამარჯობათ, უკვე იმდენჯერ გიგზავნით ნატვრის ბარათს რომ სათვალავი ამერია, მაგრამ ღმერთის იმედი მაქვს, რომ ჩემს ნატვრას შეისმენს. დედა მყავს ონკოლოგიური ავადმყოფი, ძალიან უჭირს სარეცხის რეცხვა, მითუმეტეს ახლა, როცა ზამთარი ახლოვდება. ძალიან გთხოვთ, იქნებ აგვიხდინოთ ნატვრა და სარეცხის მანქანა აჩუქოთ დედას. დიდი მადლობა




ნუნუ ცომაია, 62 წლის. თბილისი, ნუცუბიძის II მრ/რ, III კვ. VI-კორპ.VII სართ. ბინა 28. ტელ: 21 80 82

ჩემი ნატვრაა დივიდი. იმედს ვიტოვებ რომ, გულთან მიიტანთ შვილმკვდარი დედის თხოვნას, დამეღუპა 29 წლის ქალიშვილი, მსახიობი, მაქვს კასეტები, დავდიოდი მეზობლებთან და ვუყურებდი ჩემს შვილს, ტირილისგან თავს ვერ ვიკავებდი, ახლა კი მერიდება მათი შეწუხება. ამასობაში გამიფუჭდა 7-8 კასეტა. ახლა 1 მაქვს რომელსაც ვინახავ. უმორჩილესად გთხოვთ დივიდის, რათა აღვადგინო დისკზე. ნუ გამკიცხავთ. წინასწარ უღრმესი მდლობა. გფარავდეთ უფალი. ამინ!



თამარ მარგიშვილი, 18 წლის, .თბილისი, ბალანჩივაძის ქ.#20 ტელ: 21 22 24

წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში. 3 თვის უკან მამა გარდამეცვალა. დედაჩემი ჩემი სწავლის ფულს ძლივს იხდის, არადა ძალიან მინდა მქონდეს ბიბლია. მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან რელიგიური გავხდი. ბიბლია კი არ მაქვს. კიდევ ძალიან მიყვარს აკაკი ბაქრაძე. მისი 8 ტომეული გამოვიდა და ძალიან ძვირი ღირს. იქნებ ვინმემ ნატვრა ამისრულოს და აკაკი ბაქრაძის ტომები და ბიბლია მაჩუქოს. დიდი მადლობა წინასწარ.



ბაბალე ჭინჭარაული, 64 წლის; სოფ. ახალი გამარჯვება, სტალინის #21. ტელ: 895 25 79 26

ვარ 64 წლის ინვალიდი ქალი. მაქვს რევმატიული ართრიტი, არ შემიძლია სარეცხის რეცხვა, ძალიან მინდა სარეცხის მანქანა. ეს იქნება ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულება. ძალიან გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა. წინასწარ გიხდით მადლობას



ელენე დავითინიძე, 70 წლის, თბილისი, ტელ: 61 56 70.


ჩემი ნატვრაა, სახლში მქონდეს სისხლში შაქრის გასაზომი და წნევის აპარატი. ვარ დიაბეტიანი, არ მყავს მეუღლე, შვილიც დამეღუპა აფხაზეთის ომში, მას შემდეგ ვარ დიაბეტით დაავადებული. ვერ დავდივარ, ექიმთანაც ვერ მივდივარ ანალიზის ასაღებად. იმედი მაქვს კეთილი ხალხი გაითვალისწინებს ჩემს მდგომარეობას და ამისრულებენ ჩემს ოცნებას. გფარავდეთ ღმერთი და უფალი, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.



იმა ლობჟანიძე, 45 წლის. თბილისი, გურამიშვილის გამზ.#19ა, ტელ: 61 28 05


ჩემი ნატვრა ჩემი შვილების ნატვრის ახდენაა. 8 წლის დაჩი და 6 წლის მარიამ ლოლუები ოცნებობენ პატარა ფერად ტელევიზორსა და მობილურ ტელეფონებზე, რომლითაც დედა ხშირად დაუკავშირდება ხოლმე, როდესაც დედა მუშაობს და ისინი სახლში მარტონი არიან. ღმერთმა დალოცოს Qთქვენი კეთილშობილური საქმენი!



თეიმურაზ ზამბახიძე, 61 წლის, ჭიათურა, სტალინის ქ#100, ტელ: 5 57 69


ჩემი ნატვრაა, ვიყო ჯანმრთელი, რასაც ვერასდროს ვეღირსები. ამიტომ გევედრებით, გაუიოლოთ, ლოგინად ჩავარდნილის მოვლა ჩემს მომვლელს, ჩემს მეუღლეს და აგვისრულეთ დიდი ხნის ნატვრა _ სარეცხი მანქანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!



გრიგოლ ბერუჩაშვილი, 76 წლის. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ#132; ტელ: 95 79 69

ვცხოვრობთ ორი უპატრონო მოხუცი. მეუღლე საწოლსაა მიჯაჭვული. ვითვლით სიცოცხლის ბოლო წუთებს, ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე, არც რადიო, არც ტელევიზორი არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ ვინმე ღვთისნიერი ადამიანი გვაჩუქებს ფერად, პულტიან ტელევიზორს. გფარავდეთ ღმერთი.




ალექსანდრე ლილუაშვილი 94 წლის; თბილისი, ყაზბეგის გამზ. 18/40 ტელ: 39 77 00

სულ ახლახანს თბილისში ორი ადამიანი გაიგუდა გაზით. მე-9 თვეა გაფუჭებული მაქვს გაზქურა და იქნებ ახალი მაჩუქოთ. იქნებ გამიწიოთ დახმარება უმწეო, მეორე ჯგუფის ომის ინვალიდს, სანამ გავიგუდებოდე. ვიმედოვნებ ღვთისნიერი ადამიანები გამოიჩენენ ქველმოქმედებას და ამისრულებენ ნატვრას.



ნიკა არუნაშვილი, 9 წლის. თბილისი, გლდანის VII მ.რ. კ.6ა ბინა 27; ტელ: 58 27 56

ჩემი ნატვრაა, ჩემს ბებიას დაბადების დღეზე ვაჩუქო სისხლში შაქრის შემცველობის საზომი აპარატი. ერთი ბებია დიაბეტით დამეღუპა. მინდა რომ მეორე ბებიას მაინც გაუხანგძლივდეს სიცოცხლე. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. გფარავდეთ ღმერთი.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 5 2007, 11:41 PM
პოსტი #13


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ლელა კავლელიშვილი, 40 წლის. თბილისი, ავჭალის ბაღები. ტელ: 8 99 47 00 76

შვიდი მოსწავლის დედა ვარ. სახელმძღვანელოების შეძენა ძალიან გამიჭირდა. უფროსი ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, რამდენიმე წლის წინ ბინაც გავყიდეთ. ვცხოვრობთ ქირით. ძალიან გთხოვთ, იქნებ VIII კლასის წიგნების შეძენაში მაინც დამეხმაროთ. და კიდევ, თუ ვინმეს აქვს ძველი საწოლები და ემეტება, დიდი მადლობელი დაგრჩებით. ჩვენ ძალიან ვიწროდ და მოუხერხებლად გვძინავს. ღმერთი იყოს თქვენი შემწე!


ზაირა ჯიშკარიანი, 73 წლის. ხონი ახალგაზრდობის ქ.#54; ტელ: 2 17 92

ჩემი ნატვრაა ჩემს შვილიშვილს ბესიკ ჯიშკარიანს, რომელიც 21 წლის არის, აღუდგეს მხედველობა, რადგან მას ცალ თვალში კატარაქტა აქვს. ოჯახს კი მისი ოპერაციის გაკეთების საშუალება არ აქვს. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ ბესიკს თვალის პოერაციის გაკეთებაში.


მზია მახარობლიშვილი, 28 წლის. თბილისი, ორთაჭალის 3, ტელ: 8 93 15 07 60

არა გასართობად და სულის წარსაწყმედელი გადაცემების საცქერლად, არამედ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად, ძალიან მინდა მქონდეს ტელევიზორი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.


ლიკა არაყიშვილი, 11 წლის. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა. ტელ: 32 69 27

ჩვენს ოჯახში სამი ბავშვი ვიზრდებით. მე მყავს და-ძმა. ოქტომბრის შუა რიცხვებში მე და ჩემს 5 წლის ძმას დაბადების დღე გვაქვს. მე და ჩემი ძმა ფრიადოსნები ვართ და სკოლის ყველა ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ არ გვაქვს ფოტოაპარატი, რომ სამახსოვრო ფოტოები გადავიღოთ. მე მინდა მქონდეს ფოტოაპარატი, ძმა კი მინდა გავახარო ველოსიპედით (ორივემ რომ ვატაროთ) და კიდევ, ჩემი დიდი ხნის ნატვრაა მქონდეს როლიკები. გთხოვთ ამისრულოთ ეს ნატვრები.


ნიკა კუჭავა, 11 წლის. თბილისი, თემქა III მრ/რ, III კვ. კორპ. 43, ბინა 13. ტელ: 64 86 91

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ჩოხა და აზიურები, ქართული ცეკვა ძალიან მიყვარს, მალე კონცერტი გვექნება. იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების დახმარებით შევძლებ კონცერტში მონაწილეობის მიღებას და ნატვრას ავიხდენ.



ეთერ კაკაურიძე, 87 წლის. თბილისი, ანდრონიკაშვილის 81.

ჩემი ნატვრაა მქონდეს პატარა ტელევიზორი, ვინაიდან ავადმყოფობის გამო ძირითადად ვწევარ და ჩემი ოცნებაა საძინებელ ოთახში მქონდეს ტელევიზორი. იმედია თქვენი დახმარებით შემისრულდება. წინასწარ დიდი მადლობა. ტელ: 8 93 37 74 53 (ერემო)



ალექსანდრე ბერძენიშვილი, 52 წლის. თელავის რაიონი, სოფ. იყალთო. ტელ: 7 11 19

ჩემი ნატვრაა, სიდედრს გული გავუხარო და 28 ნოემბერს დაბადების დღისათვის მივართვა საცხობიანი გაზქურა. მადლობა უფალს, რომ ამდენი ქველმოქმედი ადამიანია. გფარავდეთ მამა ზეციერის მადლი.


ალეკო ბეგოიძე, 9 წლის. თბილისი, მოლითის ქ.# 9, ტელ: 69 36 06

2002 წელს მიწისძვრამ სახლი სულ დაგვინგრია. სამი წელი სამზარეულოში მთელი ოჯახი ვცხოვრობთ. ჩვენი სახსრებით 5 წელია ვაშენებთ სახლს. ჩემს მშობლებს საშუალება არა აქვთ მიყიდონ მუსიკალური ცენტრი DDVD-ის ფუნქციით. მე კი ისე ძალიან მინდა, რომ ხშირად სიზმარში ვხედავ... თუ უფლის ნება იქნება, ეს ნატვრა ამიხდება.



გია გობეჩია, 14 წლის. გალი, კოსტავას ქ.#5, ტელ: 8 93 64 38 20

მე გია ვარ, ჩვენ ვცხოვრობთ გალში, ბებია-ბაბუა თბილისში. მინდა, ზოგჯერ მათ დავურეკო, ძალიან მენატრებიან, მაგრამ მობილური არ გვაქვს. იქნებ ვინმემ სულ უბრალო, თუნდაც მეორადი მობილური მაჩუქოს, ძალიან მადლობელი დავრჩები.


მაყვალა სეფაშვილი, 85 წლის. თბილისი, რუსთავის გზატკ. 269/10 ბინა 9

ჩემი ნატვრაა სასმენი აპარატი. ნატვრა არასოდეს შემსრულებია. გთხოვთ დახმარებას.



თეა დემურია, 18 წლის. სენაკი. ტელ: 8 93 49 86 90

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი. ვარ მამით ობოლი, დედა კი ავადმყოფია. ჩვენ არა გვაქვს იმის საშუალება, რომ შევიძინოთ. იმედი მაქვს, ეს ნატვრა ამჯერად მაინც ამიხდება. წინასწარ გიხდით მადლობას



სალომე გაბელაშვილი, 12 წლის. ჯავის ქ.#79, ტელ: 8 99 75 72 54

შარშანდელი ზამთარი სიცივეში გავატარე. ჩემს უმუშევარ მშობლებს არც წელს აქვთ შეშის ყიდვის საშუალება. თუ ვინმე დაგვეხმარება მე და ჩემს დას და გვიხსნის სიცივისაგან, ვილოცებთ მისი ჯანმრთელობისათვის და დიდხანს სიცოცხლისათვის. ღვთისა და კეთილი ადამიანების იმედი მაქვს. გთხოვთ დაგვეხმაროთ.



ზაირა სამნიაშვილი. გორი, გურამიშვილის 70/29; ტელ: 7 35 79

ვარ მარტოხელა პენსიონერი, დიაბეტით დაავადებული, ინვალიდი, მიჭირს სიარული. გთხოვთ ამიხდინოთ ნატვრა და მაჩუქოთ გლუკომეტრი, რომელსაც ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. წინასწარ გიხდით მადლობას. ღმერთმა დაგლოცოთ.



ნინო ლილუაშვილი, 62 წლის. ხაშური.

ვარ II ჯგუფის ინვალიდი, მარტოხელა პენსიონერი. სამი წელიწადია, სასმენი აპარატის აღრიცხვაზე ვარ, მაგრამ ვერ მივიღე. გთხოვთ დამეხმაროთ, ეს ერთადერთი იმედი იქნება, რომ ამ სამყაროს დავუკავშირდე. ნათესავის ტელეფონებია: 62 25 50; 8 55 63 47.



თეონა ბენიძე, 13 წლის. ქ. წყალტუბო. ტელ: 8 98 14 28 19;

ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. ძალიან ღარიბები ვართ. თავი ძლივს გაგვაქვს. ეს სიღატაკე ყოფილა საშინელება... ვარ დევნილი ოჯახიდან. დედ-მამა გულით ავადმყოფები არიან. ორივეს ძალიან უყვართ გადაცემების ყურება, მეზობლებთან უყურებენ. ყოველთვის ვერ მიდიან, რცხვენიათ. მეც მიყვარს `ეტალონისა~ და ,,ყველაზე ჭკვიანის” ყურება. წელს შეიძლება მეც მივიღო მონაწილეობა. აჩუქეთ ჩვენს ოჯახს ტელევიზორი და გაგვახერეთ ამით ყველა. გფარავდეთ ღმერთი. დიდი მადლობა.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 12 2007, 10:12 PM
პოსტი #14


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ირმა გელაშვილი, 35 წლის. თბილისი, შატბერაშვილის #2, კორპ. VIII, I სად. ბ-III. ტელ: 22 02 05

გთხოვთ ყველას, ვისაც კი ხელი მიგიწვდებათ და სურვილი გაგიჩნდებათ ჩემი სანუკვარი სურვილის ასრულებისა _ დამასაჩუქროთ სანოს სტუდიის მიერ ჩაწერილი გოგი ხარაბაძის დისკებით. ეს იქნება ჩემთვის უდიდესი სულიერი საზრდო, რის შიმშილსაც მეტ-ნაკლებად განვიცდი. ამ საჩუქრისათვის კი ქველმოქმედის სამუდამო მადლიერი დავრჩები.


ნათია ცხომელიძე, 26 წლის. თბილისი, მუჯირიშვილის ქ.#10; ტელ: 95 83 96

გამარჯობათ! იმდენჯერ გამოვაგზავნე ბარათი, რომ სათვალავი ამერია. რატომღაც მჯეროდა, რომ ჩემი ნატვრაც ახდებოდა, მაგრამ... დედა მყავს ონკოლოგიური ავადმყოფი, ძალიან, ძალიან უჭირს ცივ წყალში სარეცხის რეცხვა. მინდოდა, რომ სარეცხი მანქანა გეჩუქებინათ თუ უფლის ნება იქნებოდა და საერთოდ ძალიან მძიმე სოციალურ და ეკონომიურ პირობებში ვცხოვრობთ.



მაკა ნათიძე, 11 წლის. თბილისი, ვარკეთილის ზ\პ. II მკ/რ. კორპ. 9, IV-სად. VII სართ. ბ#59. ტელ: 8 93 45 46 55

ჩემი ნატვრაა, ახალი წლისთვის მქონდეს კომპიუტერი, რადგან ძალიან მჭირდება. წინასწარ გიხდით მადლობას.



ნინა ბირკაია, 87 წლის. თბილისი, ზანდუკელის #27. ტელ: 8 99 47 44 50.

ვარ 87 წლის მოხუცი ქალბატონი. ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე, ის 92 წლისაა. ძალიან მიჭირს სარეცხის რეცხვა და ცივ წყალში გავლება. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა, თუნდაც მეორადი ავტომატური სარეცხის მანქანა მაჩუქოს. წინასწარ გიხდით მადლობას.



თინა ნამურაძე, 60 წლის. თბილისი, ვარდისუბნის #15. ტელ: 61 37 12

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტელევიზორი. ვარ II ჯგუფის ინვალიდი და სახლიდან ვერ გავდივარ, რადგან ვკარგავ წონასწორობას. მაქვს 38 ლარი პენსია. თუ მომიტანთ სახლში ტელევიზორს მთელი ჩემი სიცოცხლე თქვენზე ვილოცებ.



ბაგრატ ახალაია, 65 წლის. ზუგდიდის რ-იონი. სოფ. განმუხური. ტელ: 8 55 14 34 32

ჩვენი სოფელი საზღვრისპირა სოფელია, გადმოცემით ვიცი, რომ სოფელში ფუნქციონირებდა ეკლესია, რომელიც დაურბევიათ. ჩემი ნატვრაა, აშენდეს ეკლესია რომელიც დაურბევიათ. ჩემი ნატვრაა აშენდეს ეკლესია თუნდაც პატარა სამლოცველო სკოლის წინ, რათა ჩვენს მომავალს სულიერი საზრდო ჰქონდეს. ამ ნატვრის ახდენა არამარტო ჩემი, არამედ მთელი სოფლის ნატვრის ახდენა იქნება. იმედი მაქვს ყველა გულკეთილი ადამიანების. გფარავდეთ ღმერთი.



ხათუნა მწყერაშვილი, 29 წლის. თბილისი, ხიზანიშვილის #45. ტელ: 57 07 39

მყავს ორი პატარა ონავარი და ჩაწოლილი ავადმყოფი დედამთილი. ჩემი ნატვრაა, მქონდეს სარეცხის მანქანა, რათა ოდნავ მაინც შემიმსუბუქდეს საოჯახო საქმე, ვინაიდან ვარ ძალიან გადატვირთული. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.



ცირა და გოგა ბერიები, 14 და 13 წლის. ვუკოლ ბერიძის ქ.#6; ტელ: 8 93 11 28 69

გმადლობთ კეთილი საქმისთვის! უფალმა დაგლოცოთ! ჩვენ ობოლი და-ძმა ვართ, ივლისში დედა გარდაგვეცვალა, ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა. ახლა დეიდა გვზრდის, საერთო საცხოვრებელში ვართ და ტელევიზორი არ გვაქვს. იქნებ ვინმემ შეძლოს ჩვენი ნატვრის ასრულება.



ანეტა მაჭარაშვილი 50 წლის. რუსთავი VI მ/რ, III კ. VI სარ. ტელ: 8 55 35 12 37 (მეზობლის)

ოცნებად მექცა ერთი მობილური ან მიკრო ტალღოვანი ღუმელი. ყიდვის საშუალება არ მაქვს, კეთილო ხალხო, გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა.



ესმა დავითაძე. 33 წლის. თბილისი. ტელ: 8 93 35 08 46

ჩემი ნატვრაა, ისეთი დილა გამითენდეს, როცა ტკივილით აღარ ვიტანჯებოდე. ამის გამო კი გადაუდებელი ოპერაცია მჭირდება, რასაც ჩემთვის უზარმაზარი თანხა სჭირდება. ასეთი ტკივილიანი დღეები კი 7 თვეა გრძელდება, რადგან გამოსავალი ვერსად ვნახე. ამქვეყნად კი მხოლოდ უფლის და კეთილი ადამიანების იმედით ვცხოვრობ, იმედით, რომ ჩემთვისაც დამთავრდება ეს ჯოჯოხეთური დღეები და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები... ღმერთმა დაგლოცოთ!


მადლენა გოგიშვილი, 57 წლის. თბილისი, გლდანის III ა მ/რ, მე-18 კორპ. ბ#64. ტელ: 59 02 63

ვარ მარტოხელა პენსიონერი. გაკეთებული მაქვს გულის ოპერაცია, ასევე მაქვს დიაბეტი. არანაირი საქმის კეთება არ შემიძლია. ჩემი ნატვრაა სარეცხის მანქანა. წინასწარ გიხდით მადლობას.


მურად მელაძე, 80 წლის. ოზურგეთი, გურიელის ქ.#19, ტელ: 7 65 36

ვარ სმენადაქვეითებული, მესაჭიროება ყურსასმენი აპარატი. იმედს არ ვკარგავ, რომ დამეხმარებით, რომ გავიგო ჩემი შვილიშვილების ხმა, წინასწარ გიხდით მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 21 2007, 12:26 PM
პოსტი #15


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



დავით ღუზარაული, 8 წლის. ახმეტა, ვაჟა-ფშაველას ქ.#1 ტელ: 2 00 08

ძალიან მინდა საახალწლოდ გამომიგზავნოთ ციგა. თუ გამომიგზავნით, ძალიან კმაყოფილი დავრჩები.


თამთა ჯეირანაშვილი, 12 წლის. კაზრეთი.

წარმოშობით ვარ ხაშურიდან, მაგრამ ვცხოვრობ ბიძასთან. ჩემს ბიძაშვილს აქვს კარგი ხმა და ძალიან უნდა, რომ ჰქონდეს მუსიკალური ცენტრი, მე კი ძალიან მინდა, რომ მქონდეს საბავშვო ატლასი. წინასწარ გიხდით მადლობას.



ჰენრი ლაშქარეიშვილი, 8 წლის. ქუთაისი, მაისურაძის #18

ძალიან მინდოდა მქონოდა ველოსიპედი. წელს ვეხმარებოდი ბიძას სასოფლო საქმიანობაში, მპირდებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ერთადერთი თქვენი იმედი მაქვს, რადგან ჩემი ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.



იამზე წულაია, 25 წლის. მარტვილი, ნახუნაო. ტელ: 8 99 37 27 25

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მაცივარი, თუნდაც პატარა. ვარ 3 შვილის დედა, როცა პირველი ნატვრა გამოგიგზავნეთ მესამე შვილს ველოდებოდი. შემეძინა ბიჭი, ეხლა როგორც არასდროს, ისე მჭირდება მაცივარი და ამ გაჭირვებულ დროში ნატვრის მეტი რა დამრჩენია. ვიცი, თქვენ ბევრ ჩემისთანას აუსრულეთ ნატვრა. ღმერთმა გიშველოთ და კიდევ ერთი მოკრძალებული ნატვრა მაქვს, მსურს მქონდეს წინგი _ ,,რას გვეტყვი, მამაო.” ხშირად ვერ დავდივარ ეკლესიაში, მიჩნდება კითხვები, რასაც გაზეთების მეშვეობით ვივსებ, რაც ჩემთვის არასაკმარისია. ღმერთი შეგეწიოთ და შეგიწყალოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.




ხატია ზურაბიშვილი, 18 წლის. სიღნაღის რ-ნი, სოფ. ანაგა

ვარ ობოლი, არ მყავს დედ-მამა, მყავს 83 წლის პენსიონერი ბებია. ჩემი ნატვრაა, გვქონდეს ფერადი ტელევიზორი. ჩვენ ვერ შევიძენთ მას, რადგან ბებიის პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ძალიან გთხოვთ, მაჩუქოთ ფერადი ტელევიზორი.



იანაზი ნახუცრიშვილი, 61 წლის. თბილისი, თემქა, III-მკ.რ Vკვ. 23-ე კორპ. ბ#3 ტელ: 63 38 30

ჩემი ნატვრაა, მქონდეს სარეცხი მანქანა, რომლის ყიდვის საშუალება არ მაქვს. ვარ I ჯგ. ინვალიდი, მარტოხელა. დავდივარ ყავარჯნებით. იმდენად შეზღუდული მაქვს მოძრაობა, რომ სახლიდან ვერ გავდივარ. გთხოვთ შემისრულოთ ეს ნატვრა.


ალექსანდრე მესხიშვილი, 48 წლის. თბილისი, მუხრანის ქ.#13 ტელ: 8 98 27 34 46

ვარ დიაბეტით დაავადებული, I ჯგ. ინვალიდი. რამდენიმე თვის წინ ინსულტი მივიღე, დამეკარგა მხედველობა ორივე თვალში. მესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა. მართალია მაქვს სადაზღვეო პოლისი, მაგრამ არ მაქვს მედიკამენტების შეძენის საშუალება. ჩემი ნატვრაა, მქონდეს მკურნალობის საშუალება, მომეცეს წამლის ყიდვის შესაძლებლობა, რომ სიცოცხლე ცოტა ხნით მაინც გავიხანგრძლივო.



ნიკა და გიგა ჯავახიშვილები, 4 წლის. გორი. სოხუმის ქ. #2 ტელ: 8 93 36 15 29

ტყუპი ძმები ნიკა და გიგა ცხოვრობენ მიწურ სახლში. გიგას მოძრაობა არ შეუძლია, ნიკას აქვს მხედველობის პრობლემა. მათი ნატვრაა ჰქონდეთ ტელევიზორი, რათა უყურონ მულტფილმებს.
პატივისცემით ,,ინვალიდთა კლუბი”



შალვა ჭინჭარაძე, 81 წლის. რუსთავი, ტელ: 8 24 19 37 17

ჩემი ნატვრაა, მქონდეს თუნდაც ნახმარი მაცივარი, რათა შევინახო ძლივს გაკეთებული კერძი ჩემთვის და ჩემი უსინათლო მეუღლისთვის. ყოველდღე მომზადება ძალიან მიჭირს. წინასწარ გიხდით მადლობას. გისურვებთ ტკიბილსა და ნათელ სიბერეს



მარინე კოპაძე, 39 წლის. გორი, შინდისის გზატკეცილი 15-40 ტელ: 8 270 7 72 81

მყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი, მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვართ. შემიძლია ნამცხრების და ტორტების ცხობა და ამით შემოსავლის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს გაზქურა. თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, ამიხდინოთ ეს ოცნება. წინასწარ გიხდით მადლობას.



ზაქარია ძულიაშვილი 83 წლის, გურჯაანის რ-ნი. ტელ: 855 12 52 24; 8 99 36 03 84

ვარ II მსოფლიო ომის მონაწილე. ჩემი ბარათის წამკითხველს, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, კარგ სმენას და მხედველობას. ძნელია სიბერე, ძალიან დამაკლდა სმენა და მხედველობა. ეზოს შემოსასვლელ კარებთან ძაღლი მიბია _ მომსვლელს დაჰყეფს და ამით ვიგებ, რომ ჩემთან ვიღაცას საქმე აქვს. ვნატრობ, მქონდეს მოსასმენი აპარატი. იქნებ ვინმე გამოჩნდეს და ნატვრა ამისრულოს.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 27 2007, 09:10 PM
პოსტი #16


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გვანცა მარტიაშვილი, 14 წლის. თბილისი, ბაგრატიონის 64; ტელ: 96 87 13

ჩემნაირ ბავშვებს ინვალიდებს უწოდებენ, ჩემი დედა და ბებო კი ღვთის საჩუქარს მეძახიან. არც ისე პატარა ვარ, რომ ვერ მივხვდე, როგორ უჭირს დედას და ბებიას ჩემი მოვლა. დედა მთელი დღე გასულია, ბებოს კი ჩემს მოვლასთან ერთად უამრავი საქმე აქვს. მე ვერაფრით ვეხმარები და გული მტკივა. მინდა გთხოვოთ სარეცხი მანქანა ბებოსთვის, ძალიან მინდა გავახარო და გთხოვოთ დამეხმაროთ.


მარიამ სირაძე, 10 წლის. თბილისი, კურნატოვსკის # 46, ტელ: 69 51 81

ვიოლინოს დაკვრას ვსწავლობ მესამე წელია. არ მაქვს ვიოლინო. დედა პენსიონერია, ოჯახში კი მხოლოდ მე და დედა ვართ. ნატვრის თვალს ვთხოვ ნახევარი ზომის ვიოლინოს და ტელევიზორს, რომელიც ორი წელია აღარ მაქვს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარება. ღმერთი მოწყალეა!


ლამარა ჩხეიძე, 78 წლის. ბაღდათის რაიონი, ქვ. დიმი, ტელ: 22 62 34

ჩემი ნატვრაა, მობილური ტელეფონი. რადგან ხშირად მარტო ყოფნა მიხდება და ცუდად რომ გავხდე, გადავურეკო შვილებს ან სასწრაფოს. წინასწარ გიხდით მადლობას.


ნორა ოზაშვილი, 81 წლის. თბილისი, გლდანის III მრ/რ, 4 კორპ. ბ.10; ტელ: 68 90 66

ჩემო ძვირფასებო, ჩემი ნატვრაა 3 კუბ. შეშა. უკვე ძალიან მცივა. ვხმარობ მხოლოდ შეშის ღუმელს. გთხოვთ, კეთილო ხალხო, რომ დამეხმაროთ. გფარავდეთ ღმერთი.


ლედი მენაბდე, 8 წლის. თბილისი, ავჭალა, რიონის I შესახვევი #8 ტელ: 8 93 15 89 16

ხუთი წელია, დედ-მამა ავტოკატასტროფაში დამეღუპა. ვარ მხოლოდ ავადმყოფი ბებიას იმედზე. ჩემი ნატვრაა, სარეცხი მანქანა მქონდეს. გთხოვთ, ნატვრა ამისრულოთ. თქვენი იმედი მაქვს, წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.



ციტატა
ასრულებულია!

ეთერ მკერვალიძე, 69 წლის. დედოფლისწყარო. ტელ: 8 95 39 03 65


შვიდი წელია, ლოგინად ვარ ჩავარდნილი, უექიმოდ და უწამლოდ. წამლის მაგივრობას მიწევს ნათხოვარი სასულიერო ლიტერატურის კითხვა. ჩემი ნატვრაა: ბიბლია, წიგნი მამა გაბრიელზე, საქართველოს დიდი მეფეები, გეოგრაფიული ატლასი, იაკობ გოგებაშვილის დედაენის განახლებული გამოცემა, ქართველ წმინდა მამათა ცხოვრება. და ჩემი შვილიშვილებისთვის ფერად ტელევიზორს ვინატრებდი.


რუსუდან გოგონაძე, 51 წლის. ქ. ქუთაისი, ნიკეას I შესახვევი, სახლი 9, ოთახი 2.

ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე ძალიან ხელმოკლედ. ჯართის ძებნაში აღამებს ჩემი მეუღლე, ძალიან გვიჭირს. არ მაქვს გაზქურა. ჩემი ნატვრაა, თუ შესაძლებელია ახალი გაზქურა, რომ თავი ცოტა უკეთ ვიგრძნოთ. დიდი მადლობა.


მაია მორბედაძე, 45 წლის. სოფ. ფოლადაანთ კარი. ტელ: 8 93 42 60 34

ფერად ტელევიზორს ვნატრობდი, მაშინ როცა შავ-თეთრი მქონდა, ზედმეტი მომივიდა და დავისაჯე კიდეც, დიდი დენი მოვარდა და ეს შავ-თეთრიც დამიწვა. ზამთარი ახლოვდება და ბევრი დარდის და გაჭირვების გადატანა მომიწევს, უტელევიზოროდ კი უფრო გამიჭირდება, ტელევიზორი ხომ მაინც დროებით დამავიწყებდა დარდს. ახლა ჩემი ნატვრაა შავ-თეთრი ტელევიზორი, თუნდაც ყველაზე პატარა. უფალი შეგეწიოთ ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროექტის განხორციელებაში, შეიძლება ნატვრა არ შემისრულდეს მაგრამ იმედი ხომ მაინც მომეცა.


ელენე ჯიშკარიანი, 31 წლის. თბილისი, კრწანისის ქ.#3, II კ. 8, 4. ტელ: 75 37 64

რამდენი წელია, გაზის გამათბობელზე ვოცნებობ, რომ ჩემს გოგონას ხელები აღარ გაუცივდეს მეცადინეობის დროს. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ დამეხმაროთ. გფარავდეთ ღმერთი



ზაალ ცხონდაია, 70 წლის. ზუგდიდი, გორკის ქ.# 23. ტელ: 8 77 48 76 48

ჩემი თხოვნაა, გვაჩუქოთ ერთი ცალი ინვალიდის ეტლი. ჩემი ინვალიდი ბავშვებისათვის, რითაც გავახარებთ ჩემს პატარა ინვალიდებს. წინასწარ გიხდით მადლობას, გფარავდეთ ღმერთი.


ივანე ქარჩავა, 89 წლის. ზუგდიდი, ინგირი. ტელ: 8 55 68 26 34

ვარ სამამულო ომის ვეტერანი, იანვარში გვიხდება ქორწინების 60 წლის თავი. ვნატრობ ფერად ტელევიზორს, რომ გავახარო ჩემი მეუღლე. პენსია არ გვყოფნის, სულ 6 სული ვართ ოჯახში. ყველა უმუშევარი. თუ ამისრულდება ეს ნატვრა ბედნიერი ვიქნები, მადლობა წინასწარ.


ლილი მეგენეიშვილი, 75 წლის. თბილისი, დიღმის მასივი, III კვ. VII კორპ. ბინა #5

ვარ უაღრესად გაჭირვებული, არის შემთხვევა, პურის ფულიც არ მქონია. გთხოვთ, წყლის გამათბობელი თერმექსი მაჩუქოთ. ვარ მარილებით დაავადებული


ნიურა სილაგაძე, 67 წლის. ქუთაისი, გუნის 51, ტელ: 9 64 48.

ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი, I ჯგუფის ინვალიდი. მაქვს მძიმე ეკონომიური პირობები, გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა და მაჩუქოთ გაზქურა, რათა ავადმყოფმა საჭმელი გავიკეთო. თქვენი დიდი იმედი მაქვს, ღმერთი გფარავდეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jan 3 2008, 03:38 PM
პოსტი #17


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა
ასრულებულია! გადაეცა თანხა

ზაზა ედიშერაშვილი, 13 წლის. თბილისი, წერონისის ქ.#130. ტელ.: 8 95 39 29 86


ჩემი ნატვრაა, სახლში სითბო მქონდეს. მყავს ინვალიდი ძმა _ 7 წლის გიორგი. კიდევ მყავს 4 წლის ტყუპი და-ძმა. გიორგი სკოლაში მე და დედიკოს დაგვყავს. ჩვენ სახლში ძალიან ცივა. ვერაფრით ვერ ვთბებით. ძალიან გთხოვთ ეგება გაზის გამათბობელი გვაჩუქოთ.[/b]




დარეჯან მურადაშვილი, 47 წლის. ლაგოდეხი, ჯანელიძის ქ#7 ტელ: 2 14 95

ჩემი შვილი _ გიგუნა ვერ მეტყველებს, ვერ თამაშობს დამოუკიდებლად, თუმცა, უზომოდ ახერხებს სიყვარულისა და სიხარულის გამოხატვას. ერთადერთი, რითაც თავს ირთობს ტელევიზორია, მამა ჰპირდებოდა, რომ უყიდიდა ფერად ტელევიზორს, მაგრამ ამდენი ნერვიულობისგან დიაბეტით გარდაიცვალა. მას ძალიან უყვარდა მამა და უმისობას ძალიან განიცდის. ჩემი ნატვრა,ა ჩემს ყოველმხრივ დაჩაგრულ შვილს ჰქონდეს ვიდეოიანი ფერადი ტელევიზორი, რომ მამა ვაჩვენოთ ხოლმე, რასაც მე, ჩემი პენსიით ვერასოდეს ვუყიდი. მე კი მსურს მქონდეს ბიბლია და უფლის ხატი.



ელენე ბარამიძე, 9 წლის. თბილისი, დიღმის მას. I კვ/რ 25ა კორპ. ბ.#61 ტელ: 52 08 76

ძალიან მინდა, რომ მომიტანოთ როლიკები ან მობილური. არ გაგიკვირდეთ, ფეხი 38 ზომის მაქვს, მაგრამ კარგი იქნება, 40 ზომას თუ მომიტანენ, რომ რამდენიმე წელი ვიხმარო. წინასწარ გიხდით მადლობას.



ნინო კუკავა, 10 წლის. ზუგდიდი, აღმაშენებლის #87 ტელ: 8 95 38 14 73

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი და წმინდანთა ცხოვრება (ყველა ნაწილი).




ლაშა წიკლაური, 10 წლის. მანგლისი, გურამიშვილის #19 ტელ: 8 99 68 32 66

ჩემი ნატვრაა, რომ ქვეყნად არც ერთი ბავშვი არ იყოს ავად, რადგან მე ვიცი ავადმყოფობის გემო. მე მყავს ძმა _ 16 წლის გიორგი, რომელსაც 3 წლიდან აქვს დიაბეტი, სულ ახლახან მეც აღმომაჩნდა დიაბეტი. ძალინ მინდა ფერადი ტელევიზორი. მე ღმერთის იმედი მაქვს.



ციტატა
ასრულებულია ჩვენი ანონიმი ფორუმელის მიერ!

ელენე იმედაძე, 41 წლის. თბილისი ირაკლი აბაშიძის ქ.#22 ტელ; 22 01 48

ვარ I ჯგუფის ინვალიდი და უმორჩილესად გთხოვთ ღვთისნიერ ადამიანებს, რომ დამეხმარონ ჩემი ოცნების ასრულებაში, ჩემი ნატვრაა მობილური ტელეფონი (დაახლოებით 100 ლარის ღირებულების).





გიორგი ვეშაპიძე, 6 წლის. ხაშური, ევდოშვილის ქ.#1 ტელ: 8 55 37 91 27

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტელევიზორი, გაგვიფუჭდა და აღარ კეთდება. ძალიან გთხოვთ, მე და ჩემს მამიკოს გვაჩუქოთ ტელევიზორი საახალწლოდ, რომ საახალწლო გადაცემებს მაინც ვუყუროთ. წინასწარ გიხდით მადლობას.



ნიკოლოზ გურასპიშვილი, 12 წლის. თბილისი, ბაჩანას ქ#9 ტელ: 74 72 25; 8 95 15 24 02

ჩემი ნატვრაა, რომ მქონდეს პენტიუმ 4. ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერ ავისრულე ეს ნატვრა, რაც გულს მწყვეტს. ოჯახს ძალიან უჭირს, რაც თავი მახსოვს, სულ ქირით ვცხოვრობთ. მშობლები ელემენტარულ საცხოვრებელ გარემოს ძლივს გვიქმნიან. მეც ვცადე, ფული მომეგროვებინა და მეყიდა, მაგრამ ვერ შევძელი, ის კი არა, საოპერაციო ვარ და დედას და მამას არ შეუძლიათ ამ ფულის მოგროვებაც. გთხოვთ, დამეხმარეთ ამ ნატვრის ასრულებაში.




დათო მაზიაშვილი, 10 წლის. ხაშური, გაგარინის ქ.#9 ტელ.: 4 13 23

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტელევიზორი. ოჯახში მარტო მამა მუშაობს. იმდენი ანაზღაურება არ აქვს, რომ ტელევიზორი მიყიდოს. ეს ოცნება აუხდენლად მეჩვენება, იქნებ ეს ოცნება რეალობად მიქციოთ.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jan 16 2008, 01:53 PM
პოსტი #18


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ლაშა და გიორგი ტალახაძეები, 15 წლის ტყუპები. ხაშური, რუსთაველის ქ. I შეს.#10. ტელ: 4-09-48.

ჩვენი ნატვრაა, გვქონდეს თავისუფალი ჭიდაობის ფორმები _ "ფინკა" და "ბარცოვკა". ვართ ტყუპი ძმები. ვჭიდაობთ წლების მანძილზე და ვართ წარმატებული მოჭიდავეები. ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში. გვყავს 6 წლის პატარა და. გვიჭირს ეკონომიურად და არ გვაქვს საშუალება, რომ ფორმები შევიძინოთ. ვინც ტყუპ ძმებს ნატვრას აგვიხდენს, მას ღმერთი დაიფარავს ყველა განსაცდელისაგან. წინასწარ გიხდით მადლობას და გპირდებით ნატვრის ახდენის შემდეგ გავხდებით საქართველოს ჩემპიონები.



მედეა ახობაძე, 11 წლის. სამტრედია, ჯაფარიძის ქ#181. ტელ; 898-41-49-47.

ჩემი ნატვრაა მქონდეს კომპიუტერი. ვსწავლობ კარგად და ვფლობ უცხო ენას. ჩემს მშობლებს არ აქვთ საშუალება, ძალიან გვიჭირს. ამ ოცნებას ჩემი მშობლები ვერასდროს ამისრულებენ. თქვენ ხართ ჩემი ერთადერთი იმედი. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.



ნიკოლოზ ანთაძე 54 წლის. თბილისი, კოსტავას ქ. #22, ბინა #11. ტელ: 99-00-60.

უკვე დავკარგე ნატვრის ასრულების იმედი. ვარ მარტოხელა ინვალიდი, უპატრონო. ჩემი ნატვრაა გაზის მრიცხველი, რის გამოც არა მაქვს გაზი, ვიყინები. ჩემი პენსიით კი მისი ყიდვა არ შემიძლია. ეს მეზობლის ტელეფონის ნომერია. მე არც ტელეფონი მაქვს.



ლადო კობიძე, 4 წლის. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #195, ტელ: 35-46-86.

გამარჯობათ, მე ლადო ვარ, მამა არ მყავს, ჩემს დედიკოს ძალიან უჭირს, მე ვოცნებობ მქონდეს პატარა სახლი, აი, ისეთი დანიურ სახლში რომ იყიდება, შიგ შევძვრებოდი ჩემი სათამაშოებით და მთელი დღე ვითამაშებდი. მაგრამ დედას არ შეუძლია ყიდვა, ფული არ აქვს. იქნებ ვინმემ მაჩუქოს ეს სახლი.



ომარ ფაჩულიძე, 7 წლის. თბილისი. ვარკ. III, III მკრ. კ. 306. ბინა #34. ტელ: 79-32-70.

ახლა, როცა ამ ნატვრას ვწერ, მაქვს ჩუტყვავილა. ყველა ნატვრა უნდა ამისრულდეს. მინდა მქონდეს კომპიუტერი, რომელიც სკოლაშიც გამომადგება. მყავს ორი და. დედა არ მუშაობს. ჩემი მამა დიმიტრი ფანჩულიძე არის თურქეთში 2006 წელს დაზარალებული, რომელიც ინვალიდი გახდა და არ მუშაობს. იგი ვერასოდეს ამისრულებს ჩემს ნატვრას. ძალიან გთხოვთ მაჩუქოთ კომპიუტერი.



სოსო სიბოშვილი, 13 წლის. საგარეჯო. ტელ: 893-14-44-87.

ზაფხულობით სიონში მივდივარ ხოლმე. ძალიან მინდა ფოტოაპარატი მქონდეს, რომ ჩემი ლამაზი სოფლის ბუნება ფირზე ავღბეჭდო. დიდი მადლობა წინასწარ.



ნათელა გოგსაშვილი, 60 წლის. თბილისი, გოთუას ქ.#16, ბინა #59. ტელ: 37-51-72.

ჩემი ნატვრაა, ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ საკუთარი საწოლი არ მეღირსოს. ვცხოვრობ ერთოთახიან ბინაში (18კვ.მ) შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. სულ 7 სული.


ინგა გარუჩავა, 33 წლის. ზუგდიდი, ყუფუნიას ქ#36. ტელ: 898-57-14-12.

გამარჯობათ, ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი. ვარ I ჯგუფის ინვალიდი, დედით ობოლი. მივლის მამიდა. ვიცით, ყველა გაჭირვებულს თქვენ ეხმარებით. იმედია გულთან მიიტანთ ჩემს თხოვნას და გამახარებთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. წინასწარ გიხდით მადლობას.


ციტატა
ასრულებულია ჩვენი ფორუმელის leporela-ს მიერ

ნანული (ლია) ლაფაჩიშვილი 61 წლის. საგარეჯო, ალაზნის #18. ტელ: 899-92-53-51.

აი, კიდევ ერთ ნატვრის ბარათს გიგზავნით. ალბათ თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ მჯერა, კეთილი ადამიანები კიდევ არსებობენ და ვინმე დამეხმარება და წნევის აპარატს გამომიგზავნის. ღმერთმა დაგლოცოთ.




სერგი, გიორგი და გვანცა ნაფიშვილები, 10, 8 და 6 წლის. გორი, სტალინის #31, მე-3 სად. მე-5 სართ. ტელ: 7-33-57.

გულით გვინდა კომპიუტერი. დედა ელოდება მე-5 შვილს. ერთი ძმა დაგვეღუპა. დედიკო გვეუბნება, ვერასოდეს გიყიდით, მაგის ფული არ გვაქვსო. თუ უფლის ნებაა, იქნებ შეგვისრულდეს. ღმერთის იმედი გვაქვს. უფალი გფარავდეთ.



თეონა ქობალია, 13 წლის. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, მე-8 კორ, II სად. ბინა #36. ტელ: 895-73-95-37

ვართ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი. ძალიან გვიჭირს, ამდენ ხანს არ გვქონდა გაზი და როგორც იქნა, წელს შემოვიყვანეთ, მაგრამ არ გვაქვს გაზქურა. ინკასატორი ყოველთვე გაოცებული მიდის სულ ერთი და იგივე რიცხვი რომ წერია მრიცხველზე, იქნებ კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქონ გაზქურა.


ნინი რუხაძე თბილისი. ტელ: 855-11-46-16.

გთხოვთ გამოიჩინოთ კეთილი ნება და ამიხდინოთ ჩემი დიდი ნატვრა. გთხოვთ მაჩუქოთ კომპიუტერი. ძალიან გთხოვთ არ დამტოვოთ უყურადღებოდ. გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ წარმატებებს. გფრავდეთ უფალი. წინასწარ გიხდით მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jan 30 2008, 04:52 PM
პოსტი #19


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



#18

ჟუჟუნა ხუხუა, 70 წლის. ქუთაისი, ნიკიას I შესახვევი. სახლი #8.

უმორჩილესად გთხოვთ, ამიხდინოთ ნატვრა ამ ასაკში და მაჩუქოთ პულტიანი ტელევიზორი, რომლის შეძენის საშუალება არ გამაჩნია. ვარ აფხაზეთიდან დევნილი, თანაც მძიმე ავადმყოფი.



ვ. ჯ., თბილისი. ტელ: 99-67-80.

ვერაფერი ისე ვერ გამახარებს, როგორც პატრიარქის დალოცვა, თუკი ეს შესაძლებელი იქნება.



მარინე კვეზერელი, 47 წლის. თბილისი, ფანასკერტელის მე17 კორპ. ბინა #1. ტელ: 36-01-19.

სამი წელია, ვნატრობ გაზქურას. მაქვს ძველთაძველი გაზქურა, რომელიც გაზს უშვებს და ვიწამლებით. ვარ სამი შვილის დედა. მარტოხელა. ვცხოვრობ მოხუცებულ მშობლებთან. ვართ სიღარიბის ზღვარს მიღმა. ვიმედოვნებ დახმარებას.



ირაკლი კევლიშვილი, 12 წლის. თელავის რ-ნი, სოფ. კურდღელაური. ტელ: 855-31-39-51.

ჩემს ბევრ თანატოლს აქვს კომპიუტერი. მათ მშობლებს სამსახურები აქვთ, ჩემი მშობლები უმუშევრები არიან და არ აქვთ საშუალება რომ მეც მიყიდონ კომპიუტერი. გთხოვთ, ამისრულოთ დიდი ხნის სურვილი და რომელიმე კეთილმა ადამიანმა მაჩუქოს კომპიუტერი.



ლიკა, 13 წლის. თბილისი, ქერჩის ქ.#22, ბინა #507. ტელ: 893-51-69-84.

მამამ მიგვატოვა. დედას არ აქვს იმის საშუალება, რომ საჩუქრით გამახაროს. ვოცნებობ დიდ საწოლზე. დედიკოსთან ჩახუტებულს ჩამეძინოს და გამეღვიძოს. და კიდევ მინდა სამუშაო მაგიდა, სადაც წიგნებს და რვეულებს მოწესრიგებულად დავალაგებ.



ციტატა

ასრულებულია!

ლიანა გოქაძე, 65 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ. VIII კორპ. ტელ: 32-62-75.

ჩემი ნატვრაა, მქონდეს სათვალე + 1,5 რომ შევძლო გაზეთის წაკითხვა
.




სპარტაკ ცინაური, 77 წლის. თბილისი, ფანასკერტელის კორპ. 6, IVსად. ტელ: 36-16-72.

ვარ I ჯგ. ინვალიდი. ათი წელია მიჯაჭვული ვარ ლოგინს. ძალიან მინდა ფერადი ტელევიზორი პულტით. თუნდაც მეორადი მოხმარების. კეთილ ადამიანებს წინასწარ გიხდით მადლობას.



მანანა ჭეიშვილი, 50 წლის. თბილისი, გორის ქ#25. ტელ :34-81-64.

მყავს ინვალიდი მამა, ოზურგეთის რაიონში, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია ხერხემალზე. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ.



გია ბულაური 15 წლის. კასპი, სოფ. დოესი.


ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი. დედას ყიდვის საშუალება არ აქვს. თუ გვაჩუქებთ, მე და ჩემს 14 წლის ძმას ძალიან გაგვახარებთ. დიდი მადლობა. მრავალ ახალ წელს დაესწარით.



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Feb 19 2008, 10:19 PM
პოსტი #20


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მაია, 42 წლის. თბილისი, წერეთლის IV კორპ. .ბინა #12, ტელ: 34-45-58: 898-48-63-09.

მე იმ ასაკში არ ვარ, ცხოვრება თავიდან დავიწყო, (თუმცა ბევრ რამეს შევცვლიდი)
ვთვლიდი, რომ ხელოვნებაში ჩემი ადგილი უნდა დამეკავებინა, მაგრამ ცხოვრების
უკუღმართობამ თუ უიღბლობამ ერთ ჩვეულებრივ, ლუკმა-პურზე მომუშავე ადამიანად
მაქცია. პალიტრა გვერდით გადავდე. მე რომ დრო მქონდეს და საღებავებით, ტილოებით
ვინმე მამარაგებდეს, ჩემი შემოქმედებით ბევრ ადამიანს გავახარებდი.



ნინო და ლანა ჟამურაშვილები, 9 და 10 წლის. გურჯაანი, სოფ. მუკუზანი.

გვინდა ახალი წლის პროგრამას ახალ, ფერად ტელევიზორში ვუყუროთ. ჩვენი საბჭოთა დროინდელი ტელევიზორი უკვე შავ-თეთრად კი არა, ყველაფერს ნაცრისფრად აჩვენებს. დედ-მამა უსახსრობის გამო დანაპირებს ვერ გვისრულებს.



ბექა პატურიშვილი, 17 წლის. თბილისი, მუხიანის IV ბ მ/რ, 34-ე კორპ. ბინა #26

ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს, დაესწარით მრავალს, აგსრულებოდეთ ყველა ოცნება. გთხოვთ, მეც ამისრულოთ ერთი ოცნება. ვარ სტუდენტი, ოჯახის მარჩენალი არის დედა, რომელსაც დაბალი ხელფასი აქვს. ძალიან მინდა დავეუფლო კომპიუტერს და დედას ცოტათი მაინც შევუმსუბუქო ოჯახის ტვირთი, რადგან მამა ფაქტიურად ინვალიდია. გთხოვთ ამისრულოთ ოცნება _ მქონდეს კომპიუტერი. ვიცი, კეთილი ხალხი არ დაილევა და გამომეხმაურება. მჯერა, ვინმე მეც გამახარებს და საახალწლო სურვილს ამისრულებს.



ზინა კაკაბაძე,78 წლის. თბილისი, გლდანის მე-8 მ/რ, კორპ. 10, ბინა #25, ტელ: 67-92-41.

ძალიან მინდა ვინმემ საახალწლოდ ამისრულოს ნატვრა, მინდა წიგნების კარადა ან უბრალო მაგიდა. ვინც იქნება, მრავალ ახალ წელს დაესწროს ოჯახით.



ანიკო ჯოჯუა, 70 წლის. თბილისი, ვაზისუბნის IV მ/რ, 1 კვ, ბ#111. ტელ:78-02-79.

იქნებ საახალწლოდ მაინც მქონდეს ტელევიზორი. იქნებ გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს ნატვრას გულთან მიიტანს. ვარ მარტოხელა. სოციალურად დაუცველი. ღმერთი გადაგიხდით სიკეთეს.



ნინო ხუფენია, ზუგდიდი, სოფ. დარჩელი. ტელ: 893-36-69-92.

ჩემი ნატვრაა, მოვძებნო ისეთი ადამიანი, რომელიც დამეხმარება 3 წლის ასაკიდან ეპილეფსიის უმძიმესი
ფორმით დაავადებული 16 წლის შვილის განკურნებაში, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნაში.



ნათია ჯანჯალაშვილი 15 წლის. თბილისი, მუხიანის დას. IVა მ/რ კ.15. ბ#27.ტელ: 63-29-98.

ვართ შვიდი და-ძმა. ავადმყოფობის გამო მამა ვერ მუშაობს. ჩვენი ნატვრაა, გვქონდეს ერთი ტელევიზორი, რომ ახალ წელს ლამაზ ფერებში შევხვდეთ.



დავით ქოქაშვილი, 11 წლის. გორის რ-ნი, სოფ. სათემო. ტელ: 899-60-59-67.

ჩემი ნატვრაა წიგნები : “ბერძნული მითოლოგია” და ენციკლოპედია.



დაჩი და კესო სიდამონიძეები 8 და 3 წლის. თბილისი, ზემო ვეძისის I ჩიხი, #17.

ჩვენი ნატვრაა დიდების კომპიუტერი და კესოს კი ძალიან უნდა სათამაშოები, რომელიც ძნელად ასასრულებელი ნატვრაა.


ნოდარ მინაძე, 78 წლის. ხაშური, სოფ. ცხრამუხა. ტელ: 855-72-25-02.

ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე მარტო. არ გვაქვს ტელევიზორი.
ვართ ინფორმაციას მოკლებული. დაზამთრდა, მეზობელთან ვეღარ გავდივართ. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს გაჭირვებას და ნატვრას აგვისრულებთ, ძალიან დაგვეხმარებით. წინასწარ გიხდით მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 10:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი