IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
ალექსანდრე
პოსტი Sep 2 2006, 02:59 AM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



david the iverian
ციტატა
მღვდელ-მონაზონ ანდრეაზე(ყურაშვილი).... ის არის ჩვენი დროის ყველაზე ახალი წმინდანი.... მე პირადად მოვიხიბლე მისი მოწამებრივი აღსასრულისადმი მიძღვნილი წიგნიტ... რას იტყვით თქვენ ამ წმინდანზე?

იმ განცდას ვერ აღვწერ რაც მქონდა როდესაც მამა ანდრიას მოწამეობრივ აღსასრულზე გავიგე.
ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ რამოდენიმე წლის უკან საპატრიარქოს რადიოში, ზუსტად მამა ანდრიასა და გიორგი ანუას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა ბატონ გიორგის მეუღლემ, ამ ყველაფრის თვითმხილველმა და მონაწილემ. ვერც გადმოგცემთ ჩემს მაშინდელ განცდას.
ზურგიდან ესროლეს მამა ანდრიას, რადგან ვერავინ გაბედა მისი მზერისათვის თვალის გასწორება. მისი მკვლელი კი როგორც თქვეს ნაღმზე აფეთქებულა და მარლვენა ხელ ფეხი დაუკარგავს.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თეკლა
პოსტი Sep 2 2006, 11:13 PM
პოსტი #42


დაკარგული :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 238
რეგისტრ.: 22-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 105



QUOTE(Georg @ Aug 31 2006, 06:43 PM) *
[email]IPB Image[/email]


წმინდანის ქართული ხატი და ტექსტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის - გააცანით უცხოელთ, რას ნიშნავს თავგანწირვა მართლმადიდებლობის მიხედვით!!!

Grigol Peradze

From the Georgian historical journal "Artanugi» 2003 #11,
-a brief summary the Saints life.

The present special issue of “Artanuji” (2003, 11) is dedicated to the life of prominent Georgian ecclesiastical and theologian – archimandrite Grigol Peradze (1899 -1942), a fervent servant to his own country and faith.

After annexation of the Georgian republic by the Soviet Russia (1921), he continued education at the universities of Berlin and Bonn studying theology. In 1926 Grigol Peradze defended his Ph.D. on the “History of the Georgian monasticism from its origination until 1064” at the University of Bonn.

His scholar activities especially fruitful were in the 1930s – he worked under the supervision of Paul Peeters in Brussels, studied Georgian manuscripts in the libraries of the British Museum in London and Oxford University, regularly participated in the international scientific conferences, etc.

Grigol Peradze was devoid of possibility to return back to his homeland because of
Totalitarian regime established in Georgia.

He took monastic vows in 1931 and was ordained priest. Peradze founded St. Nino church in Paris (being the only Georgian church abroad during decades) in the same year and began to publish scientific journal “Jvari Vazisa” (‘Cross of Vine’).

Since 1933 Grigol Peradze was a Professor of Petrology at the faculty of Orthodox Theology of Warsaw University, proceeding at the same time with intensive scholar Researches: numerous important written monuments of Georgian culture had been Discovered by him in archives of Romania, Bulgaria, Austria, Italy, and Greece.

His fruitful ecclesiastic and scientific activities were brought to end by the unleashing of
World War II in 1939, when Fascist Germany occupied Poland. Peradze did not leave the country, which by that time had already become his second homeland; he shared the horror of war with Polish people so dear to his heart, sacrificing eventually his own life. He was martyred in a concentration camp on December 6 1942 by entering gas-chamber instead of a Jewish prisoner who had large family.

Grigol Peradze was canonized in 1995 by the Council of the Orthodox Church of Georgia the Holy Synod of Bishops of Georgia, establishing the Feast Day for Priest Martyr Grigol on 6th December.


იმედი მაქვს გასაგებად ვთარგმნე wink.gif და რაც მთავარია სწორად, თუ არადა იმედია უკეთესად მცოდნეები შემისწორებენ wink.gif

წმინდანის ცხოვრების მოკლე რეზიუმე _ქართული საისტორიო ჟურნალიდან "არტანუჯი" 2003 #11



”არტანუჯის” წინამდებარე საგანგებო გამოცემა(2003, 11) მიეძღვნა ცნობილი ქართველი თეოლოგის _არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ცხოვრებას(1899-1942), რომელიც იყო საკუთარი ქვეყნის და რწმენის თავგამოდებული მსახური.



საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ (1921), მან განაგრძო განათლება ბერლინისა და ბონის უნივერსიტეტებში, თეოლოგიის განხრით. 1926 წელს გრიგოლ ფერაძემ დაიცვა დისერტაცია თემაზე ”საქართველოს მონასტრული ცხოვრება დასაბამიდან 1064 წლამდე” ბონის უნივერსიტეტში.



მისი სწავლა განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 1930-იან წლებში _ ამ წლებში იგი მუშაობს ბრუსელში პაულ პეტერსის მეთვალყურეობის ქვეშ, სწავლობს ქართულ ხელნაწერებს ლონდონის ოქსფორდის უნივერსიტეტის ბრიტანულ მუზეუმში, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ა.შ.



საქართველოში დამყარებული ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების გამო, გრიგოლ ფერაძეს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამშობლოში დაბრუნებისა.



1931 წელს იგი აღიკვეცა ბერად და აკურთხეს მოძღვრად, ფერაძემ დააარსა წმ.ნინოს ეკლესია პარიზში(რომელიც იყო ერთადერთი ქართული მოქმედი ეკლესია საზღვარგარეთ რამოდენიმე ატწლეულის განმავლობაში) იმავე წელს მან დაიწყო სამეცნიერო ჟურნალის ”ჯვარი ვაზისას” გამოცემა.



1933 წლიდან გრიგოლ ფერაძე იყო პატროლოგიის პროფესორი მართლმადიდებლური თეოლოგიის კათედრაზე ვარშავის უნივერსიტეტში, რომლის თანადროულადაც ეწეოდა ინტენსიურ შემსწავლელ კვლევას: ქართული კულტურის უამრავი მნიშვნელოვანი ხელნაწერი აღმოჩენილია მის მიერ რუმინეთის, ავსტრიის, იტალიის და საბერძნეთის არქივებში.





მისი ნაყოფიერი ეკლესიასტური და მეცნიერული მოღვაწეობა შეწყიტა მეორე მსოფლიოს ომის დაწყებამ, როცა ფაშისტურმა გერმანიამ დაიპყრო პოლონეთი. ფერაძემ არ დატოვა ქვეყანა, რომელიც იმ დროისთვის უკვე მისი მეორე სამშობლო გამხდარიყო; მან გაიზიარა ომის საშინელებები, მისი გულისთვის ძვირფას, პოლონელ ხალხთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვის ფასად. იგი მოკლეს საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის 6 დეკემბერს, როცა იგი შევიდა გაზის კამერაში ებრაელი პატიმრის მაგივრად, რომელსაც დიდი ოჯახი ჰყავდა.



გრიგოლ ფერაძე 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ კანონიზებული იქნა და დაწესდა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლის ხსენება 6 დეკემბერს.









--------------------
გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Sep 2 2006, 11:24 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ციტატა
წმინდანის ქართული ხატი და ტექსტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის - გააცანით უცხოელთ, რას ნიშნავს თავგანწირვა მართლმადიდებლობის მიხედვით!!!


ეს თემა ემიგრანტების გახნყოფილებაში რომ გაგეხსნა უფრო კარგი იქნებოდა..smile.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 4 2006, 08:07 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
იმედი მაქვს გასაგებად ვთარგმნე და რაც მთავარია სწორად, თუ არადა იმედია უკეთესად მცოდნეები შემისწორებენ


tekla - გასაგებად გითარგმნია, რამოდენიმე მეგობრული რჩევა მაქვს!

summary -ს თარგმანი - ქართულ სამეცნიერო ბიბლიოგრაფიაში დამკვიდრდა "რეზიუმე-ს" სახით.

საქართველოს ისტორიული ჟურნალიდან ”არტანუჯი” კი არა ქართული საისტორიო ჟურნალიდან "არტანუჯი".

Paul Peeters - ყველაზე რთულია სახელის და გვარის თარგმნა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა აუტენტურობა - მაქსიმალური შეთავსებადობა, ამიტომ პავლე პიტერსი კი არა პაულ პეტერსი.

”საქართველოს მონასტრული ცხოვრება წარმოშობიდან 1064 წლამდე” კი არა, არამედ ”საქართველოს მონასტრული ცხოვრება დასაბამიდან 1064 წლამდე” .

ეკლესიასტური კი არა საეკლესიო.

პეროლოგიის პროფესორი კი არა პატროლოგიის პროფესორი,(პატროლოგია - მეცნიერება მართლმადიდებლობის შესახებ).

წერითი ძეგლი კი არა ხელნაწერი.

იკურთხა მოძღვრად კი არა აკურთხეს მოძღვრად.

არის რამოდენიმე უზუსტობა კორექტორული ხასიათისა.

ეს ყოველივე ვერ აკნინებს, თქვენს შრომას, დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ, ამ დარგში პროგრესი გექნებათ, რადგან სულიერებას გულით უდგებით.








--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Sep 4 2006, 08:19 PM
პოსტი #45


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ერთ ერთი ჩემი საყვარელი წმინდანია გრიგოლ(ფერაძე)... პირველად ვიტირე მისი ცხოვრება რომ წავიკიტხე... ილოცოს საქართველოსტვის და მართლმადიდებელი ეკლესიისატვის ცათა შინა....


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თეკლა
პოსტი Sep 4 2006, 09:26 PM
პოსტი #46


დაკარგული :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 238
რეგისტრ.: 22-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 105



QUOTE(Georg @ Sep 4 2006, 09:07 PM) *

tekla - გასაგებად გითარგმნია, რამოდენიმე მეგობრული რჩევა მაქვს!

summary -ს თარგმანი - ქართულ სამეცნიერო ბიბლიოგრაფიაში დამკვიდრდა "რეზიუმე-ს" სახით.

საქართველოს ისტორიული ჟურნალიდან ”არტანუჯი” კი არა ქართული საისტორიო ჟურნალიდან "არტანუჯი".

Paul Peeters - ყველაზე რთულია სახელის და გვარის თარგმნა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა აუტენტურობა - მაქსიმალური შეთავსებადობა, ამიტომ პავლე პიტერსი კი არა პაულ პეტერსი.

”საქართველოს მონასტრული ცხოვრება წარმოშობიდან 1064 წლამდე” კი არა, არამედ ”საქართველოს მონასტრული ცხოვრება დასაბამიდან 1064 წლამდე” .

ეკლესიასტური კი არა საეკლესიო.

პეროლოგიის პროფესორი კი არა პატროლოგიის პროფესორი,(პატროლოგია - მეცნიერება მართლმადიდებლობის შესახებ).

წერითი ძეგლი კი არა ხელნაწერი.

იკურთხა მოძღვრად კი არა აკურთხეს მოძღვრად.

არის რამოდენიმე უზუსტობა კორექტორული ხასიათისა.

ეს ყოველივე ვერ აკნინებს, თქვენს შრომას, დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ, ამ დარგში პროგრესი გექნებათ, რადგან სულიერებას გულით უდგებით.

ვიცოდი რომ ბევრი შეცდომა მექნებოდა, იმიტომ რომ დიდი ხანია ინგლისურში პრაქტიკა არ მქონია smile.gif


QUOTE
ეს ყოველივე ვერ აკნინებს, თქვენს შრომას, დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ, ამ დარგში პროგრესი გექნებათ, რადგან სულიერებას გულით უდგებით.

მადლობა ასეთი შეფასებისთვის smile.gif


--------------------
გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 6 2006, 08:40 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



იცით ეს წუთია დავათავრე წიგნის კითხვა რომელიც მამა ანდრიას ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს ,
2 ფურცელი წაკითხული არ მქონდა ამეკვიატა ერთ ერთი დედაოს სიტყვები სადაც ის ამბობს რო ისინი ვინც მამაოს ბერულ ცხვორების წეს და ღვაწლს იცნობნენ მიაჩნდათ რო მამა ანდრეა "ხიბლში" იყო unsure.gif შიშით ვკითხულობდი დარჩენილ გვერდებს არ მასვენებდა დედაოს სიტყვები თავად მამა ანდრეას არა ერთხელ უკითხავს მეუფისთვის " ხიბლში ხო არ ვარო" ძალიან მეშინოდა და გული მეკუმშებოდა . 145 გვერდი გადავფურცლე და გულმოდგინეთ ვკითხულობ იღუმენია თეოდორე ( მაღვილაძე) მოგენებას სადან მამა ანდრეა დედაოს კითხვაზე " ხიბლში ხო არ ხარო " პასუხობს "დედა ჩემთვის ეს დიდი ღვაწლი კი არ არის , უბრალოდ არ შემიძლია სხვანაირადო " გადავდე წიგნი და ცრმელ მომდგარმა დაუფიქრებლად მამაოს შენდობა ვთხოვე


დიდი მადლობა თემის ავტორს


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ale
პოსტი Sep 6 2006, 08:52 PM
პოსტი #48


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 5-September 06
წევრი № 154



მამა ანდრიას ძმა მარტყოფის მონასტერში მსახურობს და არის მღვდელმონაზონი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Sep 6 2006, 10:54 PM
პოსტი #49


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ციტატა(ale @ Sep 6 2006, 04:52 PM) *

მამა ანდრიას ძმა მარტყოფის მონასტერში მსახურობს და არის მღვდელმონაზონი


ერთხელ მარტყოფში ვიყავი და იმ დროს ავედი, წმ.ანტონის საფლავზე ბერები პარაკლისს კითხულობდნენ...
ერთი კითხულობდა, მეორე კი წართქმით პასუხობდა საგალობლებს....ამ უკანასკნელმა ხმა რომ ამოიღო, ყველამ(ვინც ახალი მისულები ვიყავით) მისკენ გავიხედეთ, ისეთი ხმა ამოსდიოდა, რაღაც არაამქვეყნიური, მერე გავიგეთ რომ მამა ანდრიას ძმა იყო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 6 2006, 11:03 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(salome @ Sep 6 2006, 10:54 PM) *

ერთხელ მარტყოფში ვიყავი და იმ დროს ავედი, წმ.ანტონის საფლავზე ბერები პარაკლისს კითხულობდნენ...
ერთი კითხულობდა, მეორე კი წართქმით პასუხობდა საგალობლებს....ამ უკანასკნელმა ხმა რომ ამოიღო, ყველამ(ვინც ახალი მისულები ვიყავით) მისკენ გავიხედეთ, ისეთი ხმა ამოსდიოდა, რაღაც არაამქვეყნიური, მერე გავიგეთ რომ მამა ანდრიას ძმა იყო...

rolleyes.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Sep 6 2006, 11:50 PM
პოსტი #51


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



დიდი მადლი დაიმსახურა უფლის წინაშე მამა ანდრეამ... მაგალითად ამბროსი ხელაის შვილიშვილმა ღვთისმშობლის ხატი, რომ დაწერა ოთხი ტაობა ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა....


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 7 2006, 01:21 AM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



david the iverian
ციტატა
მაგალითად ამბროსი ხელაის შვილიშვილმა ღვთისმშობლის ხატი, რომ დაწერა ოთხი ტაობა ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა....

რომელი ხატი დაწერა?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
judi
პოსტი Sep 7 2006, 11:15 AM
პოსტი #53


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 6-September 06
წევრი № 156



ale

მამა ანდრეას დაც მონოზონია, ადრე სამონაზვნე ვასილისა იყო, ეხლა სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს რა დაარქვეს, სამთავროს დედათა მონასტერშია.. საოცრად თბილი და ალერსიანი სახე აქვს, თან ზალიან კარგი მონოზონია.. დიდება მათ დედას, რა მადლი ჰქონია ასეთი შვილების გაზრდისათვის..


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Sep 7 2006, 11:17 AM
პოსტი #54


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ციტატა(judi @ Sep 7 2006, 07:15 AM) *

ale

მამა ანდრეას დაც მონოზონია, ადრე სამონაზვნე ვასილისა იყო, ეხლა სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს რა დაარქვეს, სამთავროს დედათა მონასტერშია.. საოცრად თბილი და ალერსიანი სახე აქვს, თან ზალიან კარგი მონოზონია.. დიდება მათ დედას, რა მადლი ჰქონია ასეთი შვილების გაზრდისათვის..


ახლაც ვასილისაა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
judi
პოსტი Sep 7 2006, 12:11 PM
პოსტი #55


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 6-September 06
წევრი № 156



salome

რამდენადაც ვიცი აღდგომის მარხვაში აკურთხეს მონოზვნად და სახელი შეუცვალეს, რომ გავიხსენებ გეტყვი


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Sep 7 2006, 12:17 PM
პოსტი #56


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ციტატა(judi @ Sep 7 2006, 08:11 AM) *

salome

რამდენადაც ვიცი აღდგომის მარხვაში აკურთხეს მონოზვნად და სახელი შეუცვალეს, რომ გავიხსენებ გეტყვი


ხოო.... rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leqso
პოსტი Sep 14 2006, 12:33 AM
პოსტი #57


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 89
რეგისტრ.: 18-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 73



სტატია სქემარქიმანდრიტ ვიტალის შესახებ.


--------------------
დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 14 2006, 10:50 AM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



leqso

გაიხარე, მე ქართულად მაქვს თუ მოვიცალე ავკრეფ და დავდებ smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:_მარიამი_:
პოსტი Sep 15 2006, 05:59 PM
პოსტი #59


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



მინდა მეც მოგითხროთ რაღაც. ვიფიქრე ჯერ არ მოვყვებითქო, მაგრამ რატომღაც მაინც გადავწყვიტე მოყოლა.

მე მამა ანრიაზე პირველად წავიკითხე გაზეთ" კვირის პალიტრაში" რამოდენიმე წლის წინ, მახსოვს პირველი სტატია იყო მისი ცხოვრების შესახებ, ძალიან ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში, ეს ცნობილი ფოტოც თან ერთვოდა, ეს თვალები განსაკუთრებით დამამახსოვრდა. გარკვეული დროის შემდეგ მაშინ ჩემს პატარა გოგონაზე ფეხმძიმედ ვიყავი, სიონში ჩემს მოძღვარს ახსარება ჩავაბარე, სულთმოფენობის შაბათი იყო, ლოცვის დაწყებას ველოდი, უეცრად ძალიან ცუდად გავხდი, საერთოდ ფეხმძიმობისას ხშირად ვეზიარებოდი, წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდი, მეც მიკვირდა საიდან მოდიოდა ამდენი ძალა, ცუდად არასოდეს გავმხდარვარ. მხოლოდ იმ დღეს გავხდი ცუდად, თან უცნაური ის იყო ნაცნობიც არავის ჩანდა, ისე მოვიქეცი სკამიდან ვერც კი ავდექი, გონება მეკარგებოდა, მხოლოდ ლოცვას ვახერხებდი, თან ვგრძნობდი რომ გონება მეკარგებოდა, უფალს შევთხოვდი შველას..... უეცრად ჩემს წინ მონაზონები მოვიდნენ, მაშინ ივერიის ღვთისმშორბლის ხატის გვერდით სკამზე ვიჯექი, უეცრად წამოვდექი, ადგილი დავუთმე დედებს, ერთერთმა ხელი მომკიდა და სკამზე უკანვე დამსვა. თან საუბარი გამიბა, უეცრად ჩავები საუბარში და სულ დამავიწყდა ცუდად ყოფნა, ისე გამოვედი მდგომარეობიდან ვერც კი გამიგე. ეს დედა მარიამი იყო, გიორგი ანუას მეუღლე. ბევრი ვისაუბრეთ, ლოცვის შემდეგ კი მითხრა შენ გოგონა შეგეძინება და ელენე დაარქვიო, საოცრება ის იყო, რომ სახელი შერჩეული არ გვქონდა, ვფიქრობდი უფალი მომცემს მინიშნებას და იმ სახელს დავარქმევ-თქო. ასე, რომ ჩემს გოგონას დედა მარიამის შერჩეული სახელი ჰქვია. ბევრი რამ მომითხრო კომანისა და მამა ანდრიას შესახებ შესახებ, მე მადლობელი ვარ უფლისა, რომ ასეთი დედის გაცნობის და მისი სითბოს გაზიარების ღირსი რომ გამხადა, სამწუხაროდ მას შემდეგ ვერ მოვახერხე დედაოს ნახვა, მალე მეუღლეც გარდამეცვალა და ამან შემიშალა ალბათ ხელი, დღემდე მინდა დედა მარიამთან შეხვედრა.

ასე, რომ მეც ძალიან ძალიან მიყვარს მამა ანდრია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 16 2006, 10:21 PM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის საფლავზე (თბილისის რუსული ტაძარის ეზო) შესაძლებელია თხოვნა დახმარებისა ნებისმიერ ენაზე, იგი ყველას შეეწევა.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 04:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი