IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საპატრიარქოს დაარსების კანონიკური უფლებები, ქართულ ეკლესიაში მიღებული თვალსაზრისი
marine
პოსტი Dec 7 2007, 04:32 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საუკუნეთა მანძილზე ქართულ ეკლესიაში გაბატონებული იყო თეორია, რომლის თანახმადაც ქართულმა ეკლესიამ საპატრიარქო ეკლესიად წოდების ღირსება მიიღო VII საუკუნეში, 681 წელს ჩატარებულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე.

„ქართლის ცხოვრება“ წერს - „... იქმნა კრება მეექვსე, 170 (რ ~ ო) წმიდათა მამათა კონსტანტინოპოლის შინა, მეათასამმეტესა წელს პოღონატი კონსტანტინეს მეფობისას, რომელი იყო მამა იუსტინიანესი, რომლისა წინამძღუარ იყვნეს თეოდორე და გიორგი ხუცესნი და იოანე დიაკონი, ადგილის-მცველნი აღათონ ჰრომთა პაპისანი და გიორგი კონსტანტინეპოლელი, თეოფანე ანტიოქელი. ამას კრებისა მიერ ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსათჳს, რომელ არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი საპატრიარქონი. და იყოს კათალიკოსი ქართლისა სწორი პატრიაქთა თანა, და აკურთხევდეს, მწყსიდეს და განაგებდეს სიმართლით მთავარეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა, და სამწყსოსა თჳსსა...“მისთჳს მიგჳთვლია საქართველოს ეკლესიანი, მას ჰმონებდენ და მის ჴელ ქუეშე იყვნენ, და სჯულსა მისსა ერჩდენ, და მისგან იმწყსებოდენ. მიგჳცემია ჴელმწიფება შეკვრისა და განჴსნისა: -ხოლო პირველითგან ანტიოქიის კრების მიერ განპატიოსნებულ იყო, და ამ კრების მიერ დაგჳმტკიცებია პატრიაქად... ხოლო უკეთუ ვინმე იკადროს კათალიკოსისა წინააღდგომა, მთავარეპისკოპოსმან გინა მიტროპოლიტმან, ანუ ეპისკოპოსმან, ანუ დაიპყრას ხარისხი და ეკლესია ძალითა, კათალიკოსისა უკითხავად და შეუნდობელად, ანუ იკურთხოს მეფე გინა მთავარნი, ანუ მთავარეპისკოპოსნი და მიტროპოლიტ-ეპისკოპოსნი, - განიკუეთენ. ხოლო ოდესცა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თჳსსა ეკლესიასა.“

ეს ცნობა, ერთი „მარტვილური ხელნაწერისა“ თანახმად, მოთავსებული ყოფილა კონსტანტინოპოლურ „ტაქტიკონში“. „ქართლის ცხოვრების“ ზემოთ მოყვანილ ცნობაში ნათქვამია, რომ VI მსოფლიო კრებამ მხედველობაში მიიღო მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ქართული ეკლესია „.. პირველითგან ანტიოქიის კრებისა მიერ განპატიოსნებული იყო...“ ამის შესახებ დაცულია უფრო სრულფასოვანი და ამომწურავი ცნობა „ქართლის ცხოვრებაში“ - ანტიოქიის საეკლესიო კრებამო, წერს ის, აღიარა ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალია, ამიტომაციო, წერია იქ - „ამიერთგან განთავისუფლდა, რამეთუ კათალიკოზი ქართლისა ჴელქვეით არა არს პატრიაქთა და არა იკურთხვიან პატრიარქთაგან, არამედ თჳსისა სამწყსოსა მიტროპოლიტთა და მთავარეპისკოპოზთა და ეფისკოპოსზთაგან იკურთხვიან, რამეთუ თავისუფალი არს და მოციქულთა მაგიერი და მოციქულთა ტახტსა ზედა მჯდომი და პატრიაქი, თავი ყოველთა ეკლესიათა, წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი ცხოველი, და აქვს უაღრესობა და ხელმწიფება კათალიკოზსა ყოველთა ზედა, და მის მიერვე მიეცემის ყოველთა მადლი და კურთხევა შეკვრისა და განჴსნისა და იკურთხეოდენ მეფენი და მთავარნი, მთავარეფისკოპოზნი და მიტრაპოლიტნი, ეპისკოპოზნი და ამას სამწყსო... პონტოს ზღჳდან დარუბანდის ზღვამდე.“

ეს უფლება საპატრიარქო ეკლესიად წოდებისა ქართულ ეკლესიას მიუღია VII საუკუნის 30-40-იან წლებში ანტიოქიის საპატრიარქო კრების მიერ, ხოლო 681 წელს VI მსოფლიო კრებას დაუდასტურებია ქართული ეკლესიის საპატრიარქო ღირსება.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2008, 05:33 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართულ ენაზე შემონახული ცნობა ქართული ეკლესიისათვის საპატრიარქო ღირსების მინიჭებას მიაწერს VI მსოფლიო კრებას. ცნობაში ნათქვამია, რომ ეს მოხდა იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის (668-685 წწ.) დროს.

მეექვსე კრებას კანონები არ შეუმუშავებია, ამიტომ კრების დადგენილება დაინტერესებულმა მხარემ - ქართულმა ეკლესიამ შემოინახა. ამ ცნობაში ნათქვამია, რომ კრება ჩატარდა კონსტანტინეს მეფობის მე-13 წელს, რაც სავსებით სწორია. კონსტანტინე 668 წელს ავიდა ტახტზე და მისი მეფობის მე-13 წელი არის 681 წ.

680-681 წლებში ჩატარებულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ქართველთა დასწრება, ვახტანგ გოილაძის აზრით, რომელმაც თავის ნაშრომში ეს საკითხი გამოიკვლია, ივარაუდება 681 წლიდან.

„ქართული წყაროების (ზემოთ მოყვანილ) ცნობაში ყველა მონაცემი სწორია, კერძოდ ის, რომ კონსტანტინე პოგონატი იყო იუსტინიანეს (685-695) მამა. იუსტინიანეზე მითითება იმის მანიშნებელია, რომ ეს ცნობა დაიწერა იუსტინიანე II-ის დროს და იმ დროის მკითხველისათვის ცნობილი იყო სწორედ იუსინიანე, რომლის მამის დროსაც ეს კრება ჩატარდა.

ამ ცნობაში ძალზე ზუსტადაა დასახელებული კრებაზე დამსწრე პირებიც. VI კრების I სხდომა 680 წლის 7 ნოემებერს შედგა. კრებაზე დამსწრე 153 ეპისკოპოსსა და პრესვიტერს შორის იყვნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი გიორგი, ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოსი, ალექსანდრიის პატრიარქის წარმომადგენელი პრესვიტერი პეტრე, იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელი პრესვიტერი თეოდორე და აგათონ რომის პაპის წარმომადგენლები: თეოდორე, გიორგი და იოანე დიაკონი.

ქართული ცნობა მსოფლიო კრებაზე დამსწრე ანტიოქიის პატრიარქად ასახელებს არა მაკარიოსს, არამედ ანტიოქიის პატრიარქ თეოდორეს, მართლაც, ამ კრებამ მაკარიოსი გადააყენა და თეოდორე აირჩია, ამიტომაც ქართული წყარო არ ასახელებს მაკარიოსს. ვ. გოლაძის აზრით - „სწორედ ეს განსხვავება ძენს ქართულ ცნობას სანდოობას და გვარწმუნებს, რომ იგი კრებაზე მიღებული დადგენილების ზუსტი ასახვაა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Feb 5 2008, 05:52 PM
პოსტი #3


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



marine

მარინე გაიხარე 2kiss.gif

დიდი ინტერესით წავიკითხე... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2008, 01:54 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(თათარაშვილი @ Feb 5 2008, 05:52 PM) *

marine

მარინე გაიხარე 2kiss.gif

დიდი ინტერესით წავიკითხე... smile.gif


მოხარული ვარ, გიო, რომ თემით დაინტერესდი wub.gif

ახალ მასალას აუცილებლად დავამატებ smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2008, 05:17 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმიდა კრებამ 18 სხდომა გამართა და თითქმის ერთ წელს გააგრძელა მუშაობა. ძირითადად, მონოთელიტობის საკითხი იხილებოდა. მაკარიოს ანტიოქიელი კრების მონოთელიტთა ჯგუფს მეთაურობდა. კრების დასაწყისში მას გიორგი კონსტანტინოპოლელიც თანაურგძნობდა, რითაც აგათონ რომის პაპის მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგებოდა. შემდეგ გიორგი კონსტანტინოპოლელი მართლმადიდებელთა მხარეზე გადავიდა, რამაც გამოიწვია მაკარიოს ანტიოქიელის დამარცხება. კრებამ მაკარიოსი მწვალებლად გამოაცხადა, პატრიარქობიდან გადააყენა და ანათემას გადასცა. მაკარიოსის ნაცვლად ანტიოქიის პატრიარქად ქართულ ცნობაში მოხსენებული თეოფანე იქნა არჩეული და კრების შემდგომ მუშაობაშიც ის მონაწილეობდა.

დაახლოებით 681 წლის 5 აპრილიდან გამოდიოდა თეოფანე ანტიოქიის პატრიარქის ტიტულით და ქართული ეკლესიის საპატრიარქო ღირსების საკითხი - „... კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო კრებამ, ჩანს, 681 წლის 5 აპრილიდან 16 სექტემბრამდე გამართულ სხდომებზე განიხილა.“ კრებაზე მაკარიოსის გადაყენების შემდეგ მართლმადიდებლებმა ბრძოლა გააგრძელეს სხვა მწვალებლებთან. ბოლოს ჩამოაყალიბეს მართლმადიდებლური დოგმატი, რომელიც იმპერატორმა დაამტკიცა 681 წლის 16 სექტემბერს და დასაცავად გადაეცა საიმპერატორო კარს. რაც შეეხება კანონებს, იგი 680-681 წლების კრებას არ შეუმუშავებია. მაგრამ ქართული ეკლესიის შესახებ ამ კრების დადგენილება შესულა დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „კონსტანტინოპოლური ტახტიკონი.“

VI მსოფლიო კრების გადაწყვეტილების დედანი დღეისათვის უცნობია. კრების დადგენილებით ქართველები იყვნენ დაინტერესებულნი და მათ შემოინახეს იგი არა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ვარიანტით. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა თხზულება „სიტყვის გებად ლათინთა მიმართ ჩვენ მართლმადიდებელთა მიერ“, რომელიც ე. თაყაიშვილმა „მარტვილის ხელნაწერებში“ აღწერა.

ამ თხზულების ბოლო ნაწილში იკითხება: „რამეთუ ესრეთ შესასწავებელ არს ტახტიკონსა შინა კონსტანტინეპოლისსასა, ვითარმედ მას ჟამსა შინა წმიდა მეექუსე კრებასა კონსტანტინე პოღონატისასა და აღათონ რომთა პაპისა, გიორგი კონსტანტინეპოლელისა და თეოფანე ანტიოქიელისასა და მათ თანა ასორმოცდაათთა მამათაგან გაპატიოსნდა კათალიკოზი ქართლისა და ყვეს მამამთავრად და თავისუფალ და უფლად ყოვლისა ზედა საქართველოჲსა ... აღარავისაგან ხელ ქვეშ არს, არამედ თავისუფალ და მამამთავარი (ე. ი. „პატრიარქი“) არს.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2008, 12:01 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვ. გოილაძე წერს - „თუ თ. ბალსამონი ქართულ ეკლესიაზე საუბრისას წყაროს არ ასახელებს, სამაგიეროდ, „მარტყვილური ხელნაწერი“ წყაროდ „კონსტანტინეპოლურ ტაქტიკონს“ ასახელებს, რომელშიც უეჭველია ის დოკუმენტი უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც 681 წლის 16 სექტემბერს საიმპერატორო კარს გადაეცა შესანახად.

ამ „ტაქტიკონში“ ნათქვამი ყოფილა, რომ 681 წლის კრების შემდეგ ქართული ეკლესია ითვლება სამამამთავრო ეკლესიად ანუ საპატრიარქო ეკლესიად, რომ ის სრულებით თავისუფალია და არც ერთ პატრიარქს არ ექვემდებარება - „რამეთუ აღარავისაგან ხელ ქვეშ არს, არამედ თავისუფალ არს“, იგივე ცნობას იმეორებს ბერძენი კანონისტი მათეოს ბლასტარი - კერძოდ, რომ „... იბერიის ეკლესია არც ერთ პატრიარქს არ ექვემდებარება, რომ იბერიელთა ეკლესიის მღვდელმთავრები ჩვეულებრივ ხელთ ისხმებოდნენ საკუთარ ეპისკოპოსთაგან“ - უეჭველია მათეოს ბლასტარი „კონსტანტინოპოლის ტაქტიკონის“ მსგავსი წყაროდან სარგებლობს. მართალია, ბლასტარი ქართულ ეკლესიასთან კავშირში არ ახსენებს VI მსოფლიო კრებას, რადგანაც ის ავტოკეფალიის შესახებ საუბრობს და არა საპატრიარქო ღირსების შესახებ, ავტოკეფალია კი, მისი აზრით, ქართულ ეკლესიას ანტიოქიის კრებისაგან მიუღია, ცხადია, ამ დრომდე ადრე.

იუსტინიანე II რინოტმატის მეფობის დროს, 692 წელს, კონსტანტინოპოლის ტრულის დარბაზში კვლავ შესდგა საეკლესიო კრება. II, III, IV მსოფლიო კრებათა და ადგილობრივი კრებების კანონები, ზოგიც ახალი დაუმატია და ისინი ერთიანი სახით გამოსცა. თუმცა ამ კანონებში წინა კრებების ზოგი კანონი და დადგენილება არ იქნა შეტანილი. ასეთები, თეოდორე ბალსამონის სიტყვით, მის დროს ე. ი. XII საუკუნეში ჯერ კიდევ ბევრი იყო. 692 წლის მეორე კანონისადმი დართულ კომენტარში იგი წერს, რომ ასეთი წიგნები მან არაერთხელ ნახა დიდი თანამდებობის მოხელეთა ხელში და აფრთხილებდა მათ, რომ ძველი კანონები არ გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, შემდეგში ასეთი კანონები და დადგენილებები თანდათან ხმარებიდან გამოდიოდა და რადგან ხმარებაში არ იყო, ცხადია, აღარც გადაიწერებოდა. გამორიცხული არაა, ასეთ წიგნებში მოხვედრილიყო VI კრების დადგენილება ქართული ეკლესიის საპატრიარქო ღირსების შესახებ.

VII საუკუნის 80-იან წლებში ქართველები აქტიურად ებრძოდნენ ბიზანტიის მტრებს.

„686 წ. ქართლის ერისმთავარმა ნერსე I-მა დიდ სომხეთში მდგარი არაბთა სარდალი ბარაბა დაამარცხა და არაბები განდევნა. ამ ხანებში ბიზანტიას ძლიერ ესაჭიროებოდა ქართველთა სამხედრო მხარდაჭერა, ამიტომ VI მსოფლიო კრებაზე ქართული ეკლესიისათვის საპატრიარქო ღირსების მინიჭებას საიმპერატორო კარიც დაუჭერდა მხარს.“

„ქართლის ცხოვრებისა“ და სხვა ცნობით 681 წელს ქართულ ეკლესიას მიენიჭა საპატრიარქო ღირსება. საქართველოს საპატრიარქოში იმ დროს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი პროვინციაც შედიოდა. 720-იან წლებში საქართველოს საპატრიარქო ორად გაიყო - ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოებად. X საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოს გაერთიანების შემდეგ გაერთიანდა აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოები - კვლავ შეიქმნა ერთიანი საქართველოს საპატრიარქო. XI საუკუნეში საქართველოს საპატრირქოს არსებობა უეჭველია.

როგორც აღინიშნა, XI საუკუნეში ქართულმა ეკლესიამ საპატრიარქო ღირსება თვითნებურად კი არ მიიკუთვნა, არამედ მას ჰქონდა კანონიკური საფუძველი საპატრიარქო ეწოდებინა ქართული ეკლესიისათვის - საფუძველი VI მსოფლიო კრების დადგენილება იყო.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი