თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ _ათი მცნება _

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 17 2008, 11:19 AM

ვიცი რომ არის კიდევ ერთი თემა სათაურით 10 მცნება, მაგრამ იქ ერთი ფორუმელი ითხოვდა ვინმეს მისთვის დაეწრა 10 მცნება..

ამ თემაში შეძლებისდაგვარად განვიხილოთ ეს მცნებები...გამოვიყენოთ სხვადასხვა ღვთისმეტყველთა მიერ ამ საკითხზე გაკეთებული კომენტარებიც...




1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

6. არა კაც-ჰკლა.

7. არ იმრუშო.

8. არ იპარო.

9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Nov 17 2008, 02:07 PM

.3.მცნებას რაც შეეხება თუ ხშირად ვახსენებ უფლის სახელს რა ცოდვა არის? sad.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 17 2008, 02:10 PM

ციტატა
განვიხილვა

კაი სიტყვაა, მარა ჩაასწორეთ ვინმემ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Nov 17 2008, 02:14 PM

საინტერესო თემაა.

ათი მცნების დაცვა რომ არაა საკმარისი და ქრისტიანობა კიდევ ბევრ მოთხოვნებს გვიყენებს, ეს გასაგებია, მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა, რა დატვირთვა აქვს ამ 10 მცნებას? არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ისინი ფუნდამენტური ხასიათისანი არიან (ანუ რომ ეს ათი მცნება კრძალავს ყველაზე მძიმე ცოდვებს), ვინაიდან 10 მცნება არ მოიცავს ისეთ მძიმე ცოდვებს, როგორიცაა მაგალითად ნარკოტიკების მოხმარება და ყაჩაღობა, რაც რა თქმა უნდა, გაცილებით უფო დიდი ცოდვებია, ვიდრე, მაგალითად, ამაოსა ზედა უფლის სახელის ხსენება.

მაშ, რა დატვირთვა აქვს 10 მცნებას?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 17 2008, 02:27 PM

ციტატა(mak @ Nov 17 2008, 01:07 PM) *

.3.მცნებას რაც შეეხება თუ ხშირად ვახსენებ უფლის სახელს რა ცოდვა არის? sad.gif


ამაოდ ხსენებაა ალბათ ცოდვა...ძალიან ბევრი ფრაზაა სადაც არასწორად გამოიყენება ღვთის სახელი...სხვათა შორის ვფიქრობ რომ ანეკდოტებშიც ძალიან ცუდად იხსენიებენ ღვთის სახელს...

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Nov 25 2008, 04:04 PM

მეგობრებო!
გთხოვთ/მოგიწოდებთ გამარკვიოთ ერთ საკითხში - რატომ 10 და რატომ მაინცდამაინც ამ თემაში მოყვანილი 10?
საიდან მოდის ეს ტრადიცია?
ბიბლიაში აშკარად სხვაგვარადაა საქმე.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 25 2008, 04:05 PM

egri3
როგორ ხარ?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 25 2008, 04:06 PM

ციტატა(egri3 @ Nov 25 2008, 03:04 PM) *

მეგობრებო!
გთხოვთ/მოგიწოდებთ გამარკვიოთ ერთ საკითხში - რატომ 10 და რატომ მაინცდამაინც ამ თემაში მოყვანილი 10?
საიდან მოდის ეს ტრადიცია?
ბიბლიაში აშკარად სხვაგვარადაა საქმე.


მე ვიგულისხმე 10 მცნება რომელიც ძველ აღთქმაშია, გამოსვლის წიგნის 20 -ე თავში smile.gif თუ თქვენ სხვა მცნებებიც იცით დაწერეთ სხვა თემაში smile.gif

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Nov 26 2008, 04:25 PM

გიორგი

ციტატა
როგორ ხარ?

არა მიჭირს. smile.gif
თავად როგორ გიკითხო?

sergi_glaxa
ციტატა
მე ვიგულისხმე 10 მცნება რომელიც ძველ აღთქმაშია, გამოსვლის წიგნის 20 -ე თავში

ჰოდა რატომ იგულისხმე ეგენი?
რატომ არ იგულისხმე 34-ე თავის მცნებები, ეგენი ხომ უფრო ახლებია?

უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს. (გამოსვლა, 34:27)
უფლის სიტყვები არაფერს ნიშნავს?


ციტატა
თუ თქვენ სხვა მცნებებიც იცით დაწერეთ სხვა თემაში

სხვაშიც დავწერე, მარა არც იქ გამცეს პასუხი. smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 26 2008, 04:59 PM

რა გინდა ეგრი შენს გახარებას იქნება გვითხრა? smile.gif
ქრისტიანობა ცდება ამის თქმა გინდა? თუ ბიბლია? ისე გსიამოვნებს ესეთი სტილის საუბრები? შენ ბევრ რამეზე გაგცეს პასუხი, მაგრამ არაფერი არ მიგიღია, ვეჭვობ არც ამ კითხვას (თუმცა ეგ კითხვაა არაა, ჩვეულებრივად გინდა მორწმუნეები "ააგდო") მოყვეს შენთვის რაიმე გარდამტეხი მოვლენები...
ჩვენ ქრისტიანებს უკვე 2000 წელია ასე გვწამს, ჰოდა გვაცადე smile.gif
რაც შეეხება მაგას, 20 თავში მცნებები უფრო მოკლედ და ნათლადაა გადმოცემული, აგერ ბატონო:

20:1 და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყუელი.

1)
20:2 მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.
20:3 არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა.
20:4 არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსეგაჲ, რაოდენ ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშე ქუეყ ანისა.
20:5 არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.
20:6 და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელი, დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი.
20:7 არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა.
20:8 მოიჴსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსა.
20:9 ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი.
20:10 ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის.
20:11 რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი.
20:12 პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
20:13 არა კაც-ჰკლა,
20:14 არა იმრუშო,
20:15 არა იპარო,
20:16 არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა,
20:17 არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა,
არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რაჲ არს მოყუსისა შენისა.


ხოლო 34 თავში უფრო ლოკალური, დროში და სივრცეში შემოსაზღვრული მითითებებია, აი მაგალითად:

34:12 ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე აღუთქუა აღთქუმა მკჳდრთა თანა მის ქუეყანისათა, რომელსა-იგი შეხვალ შენ, ნუუკუე გექმნეს საცთურ.
34:13 ბომონნი მათი დაარღჳე და ძეგლები მათი შეჰმუსრენ, და სერტყები მათი მოჰკაფენ და გამოქანდაკებულნი იგი ღმერთთა მათთანი დაწვენ ცეცხლითა.
ეს შესვლის წინა მითითებაა; შემდეგ კი მოდის წმინდა კანონიკურ-ლიტურგიკული ძველ აღთქმისეული წესები:
მაგალითად იმაზე, რომ
34:18 და დღესასწაული უცომოებისა თქუენისა დაიმარხეთ
ან კიდევ:
34:22 დღესასწაული იგი ჩემი შჳდეულთაჲ ჰყო დასაბამსა იფქლის მკასა, დღესაწაული ნაყოფის შეკრებისაჲ, განსაზოგებელისა წელიწდისასა.
ან ესა;
34:23 სამგზის წელიწადსა ეჩუენოს ყოველი პირმშოჲ შენი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
და ისევ:
34:26 პირველი ნაყოფი ქუეყანისა შეიღო ტაძრად უფლისა ღმრთისა შენისა. არა შეაგბო კრავი სძითა დედისა თჳსისათა.

ახლა აშკარაა, რომ მოსემ ეს ყველაფერი შეასრულა, მაგრამ ისინი ათ მცნებად არ ითვლება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ათ მცნებაში იგულისხმება ის ოქროს ნორმები, რომლის შესრულებაც ერთნაერად ევალება ძველი აღთქმის ებრაელს თუ ახალი აღთქმის ქრისტიანს, ქრისტემდე მეთორმეტე საუკუნეში მცხოვრებს თუ ჩვენი დროის ქრისტეს აქეთ 21 საუკუნის თანამედროვეს...

ამიტომაცაა, რომ ქრისტიანული ეკლესია თავის ათი მცნების განმარტებებს სწორედ მეოცე თავის განმარტებებს იძლევა
გვაქვს ქართული განმარტებების რამოდენიმე ვარიანტი, ეს

http://www.orthodoxy.ge/sakhli/10mtsneba.htm

საინტერესო წინასიტყვაობაა და კარგად წაიკითხე:
ათი მცნება

უფალმა ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა, იგი კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, მას კი უშუალოდ ღვთისგან გადაეცა. მას შემდეგ ეს მცნებები სავალდებულო გახდა ყოველი ადამიანისათვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მცნებების სიძველე არ ნიშნავს, რომ ისინი მოძველდა. ეს მცნებები მარადიულია. როგორც საუკუნეების წინ იყო ამ მცნებების ყოველი სიტყვა შესასრულებელი, მისაღები და აუცილებლად გასათვალისწინებელი, ასევე დღესაც და მარადჟამს მომავალშიც. ათივე მცნება მარადიული მცნებაა, რომლებიც მარადიულად არის შესასრულებელი და ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას. ბუნებრივია, თითოეულმა ქრისტიანმა კარგად უნდა იცოდეს ყოველი მცნების აზრი და არსი. მიუხედავად იმისა, რომ უფლის განკაცების შემდეგ უფალმა ახალი აღთქმის მოძღვრება მოიტანა, ეს არ ნიშნავს, რომ მან მოსეს ათი მცნება გააუქმა. ათი მცნება უფლის ქადაგებით არ გაუქმებულა, პირიქით, იგი უფრო განმტკიცდა, კაცობრიობას სახარებისეულად კიდევ უფრო ნათლად განემარტა. სწორედ ეს ათი მცნება ყოველი ქრისტიანისათვის სავალდებულოა. ამიტომ ჩვენ თითოეული ამ მცნების აზრი და მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ.


ეს ყველაზე ელემენტალურია ბავშვებისათვის დაწერილი განმარტებაა;
არქიმარნდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი
ათი მცნების განმარტება
პირველი მცნება
მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.

პირველი მცნებით ღმერთი გვიბრძანებს, ვიცნოთ და პატივი ვცეთ მას, გვწამდეს ღმერთი, იმედი გვქონდეს მისი, გვიყვარდეს იგი და ვემორჩილებოდეთ მის ნებას, თაყვანი ვსცეთ მას, ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას, ყოველი კაცის წინაშე აღვიაროთ იგი ჩვენს ღმერთად და არ უარვყოთ იგი.

გულმოდგინედ ვისმინოთ სიტყვა ღვთისა ეკლესიაში, ვიკითხოთ საღვთო წერილი და წმიდა მამათა ნაწერები. პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვებია:

1. უღმერთოება, როდესაც უგუნურნი იტყვიან: არა არს ღმერთი;
2. მრავალღმერთიანობა, როდესაც აღიარებენ მრავალ ცრუ ღმერთს;
3. ურწმუნოება;
4. მწვალებლობა;
5. განდგომილება;
6. სასოწარკვეთილება;
7. მკითხაობა და ცრუმორწმუნეობა.
მეორე მცნება
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს:

კერპთა თაყვანისცემას.

კერპი არის ცრუ ღმერთების გამოხატულება.

მეორე მცნება არ გვიკრძალავს ხატის თაყვანისცემას, ვინაიდან ხატი არის გამოხატულება ჭეშმარიტი ღვთისა და მისი წმინდანებისა. და, როცა ჩვენ ხატს თაყვანსა ვსცემთ, გონების თვალით უნდა მივხედოთ ღმერთს და იმ წმინდანებს, რომელნიც ხატზე არიან გამოხატულნი.

ეს მცნება გვიკრძალავს: კერპთა თაყვანისცემას, ანგარებას, გემოთმოყვარებას, ნაყროვანებას, სიმთვრალეს.
მესამე მცნება
არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს ღვთის სახელის ცუდად ხსენებას. ღვთის სახელი უნდა ვახსენოთ: ლოცვაში, საღვთო სწავლაში და ფიცის მიღების დროს.

ეს მცნება გვიკრძალავს: ღვთის გმობას, ღმეთზე საყვედურს, ქირდვას, როცა საღმრთო საგნებს გახდიან სახუმაროდ ან საგინებლად, უყურადღებობას ლოცვისადმი, ცრუ ფიცს, ფიცის დარღვევას, ღვთისადმი მიცემული აღთქმის დარღვევას და უბრალო დაფიცებას.
მეოთხე მცნება
მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

ღმერთი ამ მცნებით გვიბრძანებს: ექვს დღეს მუშაობას, ხოლო მეშვიდე დღის ღვთისათვის შეწირვას.

ქრისტიანები ვდღესასწაულობთ კვირას და აგრეთვე სხვა დღეებს, რომლებიც დადგენილია სადიდებლად უფლისა იესო ქრისტესი, ღვთისმშობლისა და წმინდანებისა. კვირას და სხვა დღესასწაულების დროს უნდა ვესწრებოდეთ ღვთის მსახურებას ეკლესიაში, მომეტებულად ვლოცულობდეთ შინ, ვკითხულობდეთ საღვთო წერილს, უნდა შევსწიროთ რაიმე ტაძრის სასარგებლოდ, აღმოვუჩინოთ შემწეობა ღარიბთა, ვნახოთ ავადმყოფნი, საპყრობილეში მყოფნი და სხვ.

რომელნიც დღესასწაულებში გაერთობიან უწესო თამაშობით და უზომო სმა-ჭამით, არღვევენ დღესასწაულის სიწმინდეს.

გარდა დღესასწაულებისა ვსწირავთ ღმერთს მარხვის დღეებს.
მეხუთე მცნება
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

ამ მცნებით ღმერთი გვიბრძანებს მშობელთა პატივისცემას და მათ მორჩილებას.

1. მათთვის უნდა ვევედროთ ღმერთს;
2. უნდა ვეხმარებოდეთ მათ შრომისა და საჭიროების დროს;
3. უნდა ვასაზრდოოთ და მოვასვენოთ ისინი ავადმყოფობისა და მოხუცებულობის დროს;
4. სისწორით ავასრულოთ მათი ანდერძი, თუ ის ღვთის სჯულისა და სამოქალაქო კანონის წინააღმდეგი არ არის.

მშობლების გარდა ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ხელმწიფეს, სულიერ მწყემსთა და მასწავლებელთა, აღმზრდელთა და კეთილისმყოფელთა და ხნით უხუცესთა.

საღვთო წერილი ხელმწიფის პატივისცემაზე გვასწავლის:

„ღვთის გეშინოდენ, შვილო, და მეფისა, და ნურცა ერთსა მათგანსა წინ აღუდგები“. „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა“.
მეექვსე მცნება
არა კაც-ჰკლა.

მეექვსე მცნება გვიკრძალავს მკვლელობას.

ყველა მკვლელობა სჯულის წინააღმდეგი არაა. სახელდობრ, როცა დამნაშავეს სჯიან სიკვდილით მართლმსაჯულებისამებრ და როცა მტერს ჰკლავენ ომში.

სჯულის დამრღვეველი მკვლელობაა, როცა მსაჯული სიკვდილით დასჯის ბრალდებულს, რომლის უბრალოება მან იცის; როცა მალავენ, ან ათავისუფლებენ მკვლელს და მით აძლევენ საშუალებას, რომ ახალი მკვლელობა ჩაიდინოს; როცა არ იხსნიათ ახლობელს ან მოყვასს სიკვდილისაგან, თუკი შეუძლიათ გამოხსნა.

მეექვსე მცნება გვიკრძალავს: თვითმკვლელობას, განრისხებას, სიძულვილს, შურს, გულფიცხობას, შფოთსა და ჩხუბს.

ჩვენ ეს მცნება გვიბრძანებს: დავიცვათ სიცოცხლე და კეთილდღეობა მოყვასისა და თავისა თვისისა, შევეწიოთ ღარიბს, მოვუაროთ ავადმყოფს, ვანუგეშოთ მწუხარე.
მეშვიდე მცნება
არ იმრუშო.

ეს მცნება გვიკრძალავს:

მრუშობას, ანუ ყოველგვარ ურიგო და უწმინდურ ხორციელ სიყვარულს.

ამ ცოდვაში რომ არ ჩავვარდეთ, უნდა განვეშოროთ ყოველსავე, რასაც შეუძლია აღძრას ჩვენს გულში უწმინდური გრძნობა და რაც შეაცდენს კაცს, სახელდობრ, ნაყროვანებას და მთვრალობას, ცუდ სიტყვებს, ურცხვ სიმღერას, ცეკვას, თამაშსა და ხუმრობას.

ეს მცნება გვიბრძანებს: ცოლ-ქმართა ერთმანეთის სიყვარულისა და ერთგულებას, ხოლო უქორწინებელთა - სიწმინდესა და უმანკოებას.
მერვე მცნება
არ იპარო.

ამ მცნებით აკრძალულია შემდეგი ცოდვები:

ქურდობა, ანუ ფარულად სხვისი ნივთის მითვისება, გაძარცვა, ანუ ძალით სხვისი ნივთის წართმევა; მოტყუება, ანუ ცბიერებით სხვისი საკუთრების მითვისება; მკრეხელობა, ანუ მითვისება იმისა, რაც ღვთისათვის შეწირულია, ანუ ეკლესიას ეკუთვნის; მექრთამეობა და მუქთამჭამელობა, როცა საქმისათვის გასამრჯელოს იღებენ და საქმეს არ აკეთებენ, ანდა შეუძლიათ მუშაობა და არ მუშაობენ და მოწყალებით ცხოვრობენ; ანგარება, როცა ავიწროებენ მოყვასს (სხვა კაცს), სარგებლობენ მისი გაჭირვებით, მაგალითად, იღებენ დიდ სარგებელს.

მერვე მცნება გვასწავლის: უანგარობას, ერთგულებას, პატიოსნებას, მართლმსაჯულებას და ღარიბთა შეწყალებას.
მეცხრე მცნება
არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

ამ მცნებით აკრძალულია შემდეგი ცოდვები:

ცრუ მოწამეობა სასამართლოში;

ცილისწამება, ესე იგი სიცრუით საჩივარი და ყოველივე სიცრუე.

ეს მცნება გვასწავლის: ყოველთვის უნდა ვამბობდეთ სიმართლეს.
მეათე მცნება
არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

ეს მცნება გვიკრძალავს: არა თუ ცუდ საქმეს, არამედ ცუდ სურვილსაც და ცუდ ფიქრსაც, რომ ცუდმა ფიქრმა და სურვილმა არ მიგვიყვანოს ცუდ საქმემდე.

ამ მცნების წინააღმდეგი ცოდვაა შური.

ეს მცნება გვასწავლის: რომ გვიყვარდეს სხვა, როგორც საკუთარი თავი, და გვინდოდეს სხვისთვის ყოველივე კარგი; კმაყოფილი ვიყოთ მით, რაც გვაქვს, და დავიცვათ გული წმინდად.

გამოყენებული ლიტერატურა:
„პირველდაწყებითი დარიგება
საღვთოს სჯულის სწავლებაზე“

მგონი საკმარისია:
იხარე,
კაიროსი!

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Nov 26 2008, 05:11 PM

KAIROS

ციტატა
რა გინდა ეგრი შენს გახარებას იქნება გვითხრა? smile.gif
ქრისტიანობა ცდება ამის თქმა გინდა? თუ ბიბლია?

მრევლი. smile.gif

ახლა არ მცალია და დანარჩენზე მოგვიანებით. a075.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 26 2008, 05:21 PM

ციტატა
მრევლი

biggrin.gif
კაი ახლა არ მითხრა მრევლმა მოიგონა ათი მცნებაო biggrin.gif
მრევლი სწავლობს იმას რასაც ეკლესია ასწავლის, ეკლესია კი ბიბლიიდან განისწავლება smile.gif
ციტატა
დანარჩენზე მოგვიანებით

კაი ბატონო, ოღონდ შეეშვი ამ საწყალ "მრევლს" smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 26 2008, 05:44 PM

KAIROS

შენს დაწერილში უფრო სწორად არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის ეს ვერ გავიგე:

რამდენად სწორია როცა წერს მეხუთე მცნებაზე ფიცის დროს შეიძლება უფლის სახელის ხსენება, თუნდაც 100% სიმართლე იყოს
მე შენმა ჯგუფელმა სხვანაირად ამიხსნა, ფიცს მოერიდეო ადამიანებზეცო, არამცთუ უფლის სახელი გამოვიყენო

ცრუ ფიცზე თავისთავად გასაგებია

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 26 2008, 05:52 PM

ლიგიას სიცოცხლე,
ჩემი კურსელი მართალია ( აბა რისი ჩემი კურსელი იქნებოდა მისი ყოვლადპატიოსნობა biggrin.gif) , უბრალოდ ნესტორი აქ საუბარობს სხვა ფიცზე, იქ ადამიანურ ფიცზე,

ციტატა
ცრუ ფიცს, ფიცის დარღვევას, ღვთისადმი მიცემული აღთქმის დარღვევას და უბრალო დაფიცებას.

აი აქ მოჩანს კარგად განსხვავება ფიცებს შორის...
ისე კარგი იქნება ამ ფიცზე და "ღმერთის სახელის ხსენებაზე" ცოტა თუ ჩავუღრმავდებით, თორემ ეგრისთან ისედაც ჭიდაობენ "გამარკვიეთ"-ში a075.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 27 2008, 10:13 AM

ციტატა(KAIROS @ Nov 26 2008, 05:52 PM) *

ლიგიას სიცოცხლე,
ჩემი კურსელი მართალია ( აბა რისი ჩემი კურსელი იქნებოდა მისი ყოვლადპატიოსნობა biggrin.gif) ,

უგებთ ერთმანეთს biggrin.gif

ისე კარგი იქნება ამ ფიცზე და "ღმერთის სახელის ხსენებაზე" ცოტა თუ ჩავუღრმავდებით, თორემ ეგრისთან ისედაც ჭიდაობენ "გამარკვიეთ"-ში a075.gif


მანდ სულ როგორ უნდა ჭიდაობდნენ biggrin.gif
შენა და კატეხიზმოში რომ 10 მცნების განმარტებაა, ხომ არ იცი რომელი მამის/მამების სწავლების მიხედვითაა? სხვათაშორის რაც წერია მშვენივრადააა ყველაფერი ახსნილი დამწყებისთვის

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Nov 27 2008, 01:51 PM

KAIROS
მოდი ვნახოთ როგორ ვითარდება მოვლნები:

ციტატა
20. ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე.

21. უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი.

22. მღვდელმსახურნიც, რომელნიც მოეახლებიან უფალს, უნდა განიწმიდონ, რომ არ გაწყვიტოს ისინი უფალმა.

23. უთხრა მოსემ უფალს: ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან გაფრთხილებული გყავართ, საზღვარი შემოავლე მთას და განწმიდეო იგი.

24. უთხრა მას უფალმა: ჩადი და ამოიყვანე აარონი; მღვდელმსახურნი და ხალხი ნუ ეცდებიან უფალთან ამოსვლას, რომ არ გაწყვიტოს ისინი.

25. ჩავიდა მოსე ხალხთან და უთხრა ყველაფერი.
(გამოსვლა 19)


ანუ მოსემ ხლხი გააფრთხილა საფრთხეზე და წავიდა ღმერთთან სასაუბროდ.

ციტატა
1. თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:

2. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

3. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.

4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.

5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.

6. ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.

7. არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.

8. გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი.

9. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები;

10. მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.

11. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.

12. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.

13. არა კლა.

14. არ იმრუშო.

15. არ იქურდო.

16. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.

17. არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.
(გამოსვლა 20)


აქამდე ყველაფერი გასაგებია - ღმერთმა "10 მცნება" უკარნახა მოსეს.
ვნახოთ რა ხდება შემდგომ:

ციტატა
18. ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.

19. უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.

20. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.

21. მოშორებით იდგა ხალხი, ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო.

22. უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: თქვენ დაინახეთ, როგორ გელაპარაკებოდათ ციდან.

23. ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს.

24. მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.

25. თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი.

26. საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
(გამოსვლა 20)

ხალხს შეეშინდა, მოსემ დააშოშმინა და ღმერთმა განაგრძო.
აი ის რაც ღმერთმა განაგრძო, რატომ არაა მნიშვნელოვანი მცნებები?
რატომ არ გვაქვს ვთქვათ 15 მცნება?
რატომ არ ვუკეთებთ ღმერთს მიწის სამსხვერპლოს და არ ვწირავთ ცხვარს და ძროხას?
ნუუუ, საფეხურებით ასვლაზე აღარაფერს ვამბობ. biggrin.gif

ციტატა
4. დაწერა მოსემ უფლის სიტყვები; ადგა დილაადრიანად და აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი შტოს მიხედვით.

5. გაგზავნა ისრაელიანთაგან ყმაწვილი კაცები და მათაც მიიტანეს აღსავლენი და შესწირეს უფალს ხარები სამადლობელ მსხვერპლად.

6. აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და თასებში ჩაასხა, ხოლო ნახევარი სამსხვერპლოს ასხურა.

7. აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს, თქვა ხალხმა: ყველაფერს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უბრძანებია უფალს.
(გამოსვლა 24)

ანუ ღმერთიც, მოსეც და ხალხიც შეთანხმდნენ რომ ყველაფერს (მათ შორის 21-ე, 22-ე და 23-ე თავებში მოყვანილი) აღვასრულებთო.
მაშ განსაკუთრებული ათეულის გამოყოფა რის საფუძველზე მოხდა?
რატომ მიენიჭა უპირატესობა?

კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარდება მოვლენები მომდევნო თავებში. a075.gif

ციტატა
1. უთხრა უფალმა მოსეს: გამოთალე იმ პირველთა მსგავსი ორი ფიქალი, და მე დავწერ ფიქალებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ ფიქალებზე, შენ რომ დაამსხვრიე.
(გამოსვლა 34)

ანუ თავის დროზე მოსემ ეს მცნებები ფიქლებზე ჩამოწერა, მერე ეს ფიქლები დაამსხვრია (ხბოს კერპზე გაბრაზებულმა) და ღმერთმა მოუწოდა ხელახლა ჩაგაწერინებ მცნებებსო.

ციტატა
2. მზად იყავ დილისათვის; დილას სინაის მთაზე ახვალ და იქ, მთის წვერზე დამიდგები.

3. კაციშვილი არ ამოგყვეს, კაციშვილი არ გამოჩნდეს მთაზე, არც ცხვარი, არც ძროხა არ უნდა ძოვდეს ამ მთის წინ.

4. გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი, ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა. ორი ფიქალი ეჭირა ხელში.

5. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და ახსენა უფლის სახელი.

6. ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.

7. შემნახავო სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო და შურისმგებელო, მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან და შვილთაშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში.

8. იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა.

9. თქვა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, ჩემო მეუფევ, ჩვენს შორის იაროს ჩემმა მეუფემ, რადგან თვითრჯულია ეს ხალხი. შეგვინდე დანაშაული და შეცოდება და შენს სამკვიდროდ გაგვხადე.

10. თქვა უფალმა: აჰა, ვდებ აღთქმას: მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, როგორის არცერთ ქვეყანაში და არცერთ ხალხში არ მომხდარა. დაინახავს მთელი ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, თუ რა საშინელია ის საქმე, რომელსაც უფალი გიყოფს.

11. დაიხსომე, რასაც ახლა გიბრძანებ. აჰა, ავყრი თქვენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსეველებს.

12. გაფრთხილდი, არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებთან, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება.

13. დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები.

14. რადგან არ უნდა სცემდეთ თაყვანს უცხო ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი.

15. ნუ შეკრავ კავშირს ქვეყნის მოსახლეობასთან, მიეცემიან გარყვნილებას მათი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ მათ ღმერთებს; შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათ მსხვერპლს.

16. მოიყვან მათ ქალებს შენი ვაჟებისთვის; მიეცემიან გარყვნილებას მათი ქალები თავიანთი ღმერთების კვალზე და გარყვნიან შენს ვაჟებსაც თავიანთი ღმერთების კვალზე.

17. ნუ შეიქმნი კერპებს.

18. დაიცავი უფუარობის დღესასწაული, შვიდ დღეს ჭამე უფუარი ხმიადები, როგორც ნაბრძანები მაქვს, დათქმულ დროს, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან.

19. ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი, საშოს გამღები, ხარი და ცხვარი.

20. საშოს გამღები სახედარი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, ქედი ჩაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილებში გამოისყიდე. ნუ გამოჩნდებიან ჩემს წინაშე ხელცარიელნი.

21. ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღეს დაისვენე; ხვნისას და მკისას შეისვენე.

22. შვიდეულის დღესასწაული იზეიმე, პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული წლიდან წლამდე.

23. წელიწადში სამგზის უნდა ეჩვენოს ყოველი შენი მამროვანი მეუფეს, უფალს, ისრაელის ღმერთს.

24. როცა ავყრი ხალხებს შენგან და გაგიფართოებ საზღვრებს, აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები უფალს, შენს ღმერთს.

25. ნუ დაღვრი საფუარზე ჩემი მსხვერპლის სისხლს; დილისთვის ნუ მოიტოვებ საპასექო მსხვერპლს.

26. შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფები მიიტანე უფლის, შენი ღვთის სახლში; ნუ მოხარშავ ციკანს დედამისის რძეში.

27. უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს
(გამოსვლა 34).


ანუ ღმერთმა ხელახლა უკარნახა მცნებები და მოსემ ისინი დააფიქსირა ფიქლებზე.
ოცდამეთოთხმეტე თავში მოყვანილი მცნებები არის მეოცე და მომდევნო თავებში მოყვანილი მცნებების შემდგომ და მათ ჩასანაცვლებლად ნაკარნახევი მცნებები. ამასთან ახალი მცნებები შინაარსობრივად განსხვავდება ძველებისგან.

ესეც პროლოგი.
ახლა ცოტა დეტალურად წავიკითხავ შენს მიერ მოყვანილ განმარტებას და მაგაზეც გიპასუხებ.
შენ კი ჩემს განვრცობილ მოსაზრებებზე იფიქრე. smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 27 2008, 02:58 PM

ციტატა
რატომ არ ვუკეთებთ ღმერთს მიწის სამსხვერპლოს და არ ვწირავთ ცხვარს და ძროხას?

მოიცა, მოიცა ასე არ ვარგა, მე ხომ ამაზე დაგიწერე ჯიგარ პასუხი? smile.gif იგნორს მიკეთებ? smile.gif
ხომ დაგიწერე, რომ
ციტატა
ჯერ შესვლის წინა მითითებაა; შემდეგ კი მოდის წმინდა კანონიკურ-ლიტურგიკული ძველ აღთქმისეული წესები:

ხოლო ათი მცნება, რომელიც იქნა გამოყოფილი, არის
ციტატა
უფალმა ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა,

ასე ომ ის "ქვის საკურთხევლები" საფეხურები, თხები და ძროხები არ შედის მარადიულ მცნებებში, ხოლო შენ შეცდომაში შეგყავს ხალხი ან თავად ხარ შეცდომაში, როცა ფიქრობ , რომ მოსეს " რაიმე სხვა მცნებები" დაუწერა უფალმა, რადგან შემდეგომ თავში უბრალოდ შინაარსობლიავადაა გადმოცემული წინა საუბარი, სადაც შეერთებულია მარადიული მცნებები, სხვა მითითებებთან...
ციტატა
განსაკუთრებული ათეულის გამოყოფა რის საფუძველზე მოხდა?
რატომ მიენიჭა უპირატესობა?
ვფიქრობ შენი მთავარი შეცდომა აქაა, რადგან ვერ ანსხვავებ უბრალო, კანონიკურ ან ლიტურგიკულ მითითებს, მაგალითად ძროსხის დაკვლას,რაც შეიძლება შეიცვალოს და რაც შეიცვალა და მარადიულ მცნებებს მაგალითად კაცის კვლას, რაც არასოდეს არ იცვლება....
ესაა შენი მთავარი შეცდომა, ის სხვა შეცოდმებიც გაქვს ბლომად, მაგალითად ის რომ როგორც დავწერე ვერ ავლებ ხაზს ძირიტად და მეორად მცნებებს შორის და კიდევ სრულ ალოგიზმს წერ:
ციტატა
ამასთან ახალი მცნებები შინაარსობრივად განსხვავდება ძველებისგან.
ანუ ღმერთმა შეცვალა თავისი სიტყვა? რა პირველად სხვა უთხრა და მერე სხვა? smile.gif არანარიად, უბრალდო პირველად რაც უთხრა ( ათი მცბება ) ის დაიწერა ფიქალებზე, როგორ მარადიული, ხოლო დანარჩენი მოსემს ისედაც ჩაწერა ტავის ხუთწიგნეულში და გადასცა თაობებს, როგორც კანონიკური და ლიტურგიკული მოხმარების წესები... ასე რომ ღმერთს არ შეუცვლია თავისი სიტყვა ანუ შინაარსობლივად კაცის კვლა ისევ კაცის კვლად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ წერია(34 თავში) , შენ ფიქრობ რომ შეიცვალა?ა, დავერიოთ ერთამანეთს? biggrin.gif უბრალოდ ბოლო ნაწილში განვრცობილადაა საუბარი ზოგ "კანონიკურ-ლიტურგიკულ" მითითებაზე, რაც შესვლის დროს გამოადგებოდათ ებრაელებს, რადგან შესვლის დრო დადგა და მაგაზეა გადატანილი ყურადღება, ... ხოლო მარადიულები მარადიულებად დარჩა და დარჩება მარად...
ასე ახლა ეს და შენ თუ არ გინდა, ნება შენია smile.gif
იხარე;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Nov 27 2008, 03:12 PM

KAIROS

ციტატა
მოიცა, მოიცა ასე არ ვარგა, მე ხომ ამაზე დაგიწერე ჯიგარ პასუხი? smile.gif იგნორს მიკეთებ? smile.gif

არა.
მეც ხომ დაგიწერე:
ციტატა
ახლა ცოტა დეტალურად წავიკითხავ შენს მიერ მოყვანილ განმარტებას და მაგაზეც გიპასუხებ.

smile.gif

ციტატა
ესაა შენი მთავარი შეცდომა, ის სხვა შეცოდმებიც გაქვს ბლომად, მაგალითად ის რომ როგორც დავწერე ვერ ავლებ ხაზს ძირიტად და მეორად მცნებებს შორის

თქვენ ხომ ავლებთ? კი ავლებთ.
საფუძვლად რას იღებთ?
ბიბლიაში სადმე სწერია, რომ ეს ძირითადია და ეს მეორადიო?

ციტატა
ანუ ღმერთმა შეცვალა თავისი სიტყვა?

არა? biggrin.gif

ციტატა
რა პირველად სხვა უთხრა და მერე სხვა?

ზუსტად. biggrin.gif

ციტატა
არანარიად, უბრალდო პირველად რაც უთხრა ( ათი მცბება ) ის დაიწერა ფიქალებზე, როგორ მარადიული

ეგ ფიქლები ხომ განადგურდა? a075.gif
მეორედ ნათქვამიც ხომ ფიქლებზე (ახლებზე) დაიწერა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 27 2008, 03:23 PM

ციტატა

თქვენ ხომ ავლებთ? კი ავლებთ.
საფუძვლად რას იღებთ?
ბიბლიაში სადმე სწერია, რომ ეს ძირითადია და ეს მეორადიო?

მაგას ბიბლიის გაგება უნდა ჩემო კარგო, ძროხის დაკვლას და კაცის კვლას თუ ვერ ანსხვავებ, კაიროსი ვერ გიშველის biggrin.gif
ადდიო-თი;
კაიროსი!

პ.ს.
გაგიმუქე რაღაცეები და წაიკითხე მშვიდად, და თუ ვერ გაიგებ, მაშინ ჯანდაბას მაშინ ააგე ქვის საკურთხევლები და დაერიე ძროხებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Nov 27 2008, 03:30 PM

KAIROS

ციტატა
მაგას ბიბლიის გაგება უნდა ჩემო კარგო, ძროხის დაკვლას და კაცის კვლას თუ ვერ ანსხვავებ, კაიროსი ვერ გიშველის

ძროხის და კაცისკვლაში რომ იყოს მარტო განხვავება კიდევ ჰო.
ისე კაცისკვლაც და მრუშობაც განსხვავდება, არა? biggrin.gif


ციტატა
გაგიმუქე რაღაცეები და წაიკითხე მშვიდად, და თუ ვერ გაიგებ, მაშინ ჯანდაბას მაშინ ააგე ქვის საკურთხევლები და დაერიე ძროხებს

გითხარი წავიკითხავ მეთქი, მარა არ მაცლი. biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 27 2008, 03:31 PM

ციტატა
გითხარი წავიკითხავ მეთქი, მარა არ მაცლი.


ვიცი რაფერაც წაიკითხავ biggrin.gif

აბაააა დავჯდე და ვნახო კაიროსს აქედან რა არგუმენტები შეიძლება ვაჯახო laugh.gif

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Nov 27 2008, 03:44 PM

მნათე

ციტატა
ვიცი რაფერაც წაიკითხავ biggrin.gif

აბაააა დავჯდე და ვნახო კაიროსს აქედან რა არგუმენტები შეიძლება ვაჯახო

ზატო ხომ წავიკითხავ?! biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 28 2008, 04:27 AM

ციტატა
გითხარი წავიკითხავ მეთქი, მარა არ მაცლი

კაი ახლა ეგრუნია biggrin.gif ვიცი შენ მაგიც წაკითხული გაქვს და სხვებიც, მაგრამ აქ ან "აგდებ" ხალხს, ან არ გინდა გაიგო, და მაცვეთინებ ტყუილად კლავიატურას, ჰო, მართლა კინაღამ დამავიწყდა, ამ კითხვაზე მეპასუხა:
ციტატა
ბიბლიაში სადმე სწერია, რომ ეს ძირითადია და ეს მეორადიო?

მე კი არ ვავლებ, უფალმა გაავლო ( ისე რა გავლება უნდა ძროხის დაკვლას და კაცის კვლას შორის განსხვავებას, მეგონა ისედაც მიხვდებოდი, რომელია წმინდა რიტუალური და რომელი მარადიული...)
აი ეს კარგად წაიკითხე და მიხვდები რა ეწერა მოსეს ფილაქანზე და რომელია 10 მცნება:

ნახე აბა რას ეუბნება უფალი მდიდარ ჭაბუკს:
საუკუნო ცხოვრების მსურველი მდიდარი ჭაბუკი

(მკ. 10, 17-31; ლკ. 18, 18-30.)

(მსურველს ამ ადგილის განმარტება აქ შეუძლია იპოვოს: მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/19_16-30.htm


უფლის საუბარი მდიდარ ჭაბუკთან. საუბარი სიმდიდრის საფრთხესა და ქრისტეს მიმდევართა ჯილდოებზე

მათე 19, 16-30


"... თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები.

18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო,

19. პატივი ეცი მამას და დედას..."

ჰე, აბა სადაა აქ ძროხები და საკურთხევლები? biggrin.gif რომელი მცნებები ყოფილა აუცილებელი და რომელი ყოფილა ისინი, მარადიულები? smile.gif

მოკლედ რა, მაცდენ smile.gif

აგერ შენ მნათუშკა და გაერთეთ smile.gif

კაიროსი!

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Nov 28 2008, 11:58 AM

KAIROS

ციტატა
კაი ახლა ეგრუნია biggrin.gif ვიცი შენ მაგიც წაკითხული გაქვს და სხვებიც

მართლა არ წამიკითხავს, მარა პერერივიზე წავიკითხავ და მოგახსენებ ჩემს აზრს. smile.gif
ისე თუ საიდულმო არაა, რამდენი წლის ხარ?

ციტატა
მე კი არ ვავლებ, უფალმა გაავლო

ციტატა
უფლის საუბარი მდიდარ ჭაბუკთან. საუბარი სიმდიდრის საფრთხესა და ქრისტეს მიმდევართა ჯილდოებზე

მათე 19, 16-30

შენის ნებართვით წინა ასხნას აღარ წავიკითხავ.
როგორც ვხედავ, თუ მოინდომეთ ადეკვატური პასუხის გაცემაც შეგიძლიათ.

ანუ რა გამოდის ახლა მათეს სახარებიდან - მოსემ ჩამოზიდა ბლომად მცნებები, მაგრამ იესომ გამოჰყო 6:
1. არა კაც-ჰკლა;
2. არა იმრუშო;
3. არა იპარო;
4. არა ცილი სწამო;
5. პატივი ეცი მამას შენსას და დედას;
6. შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (თუმცა ეს უკანასკნელი მოსესთან მგონი არ ფიქსირდება. biggrin.gif )

მაშ საიდან მოვიდა დანარჩენი 5 მცნება? ისინი ვიღამ შეარჩია?

ციტატა
ჰე, აბა სადაა აქ ძროხები და საკურთხევლები? biggrin.gif რომელი მცნებები ყოფილა აუცილებელი და რომელი ყოფილა ისინი, მარადიულები?

რომელი ყოფილა აბა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 28 2008, 12:27 PM

egri3
რა იყო შეკაცო, რას ჩაიხვიე biggrin.gif
უბრალოდ კაცობრიობამ ამოირჩია უფრო მნიშვნელოვანი...
ძროხები და მსგავსი სხვაა და ღმერთისადმი რწმენის მცნება (და სხვაც) "ყველა" დროის მცნებაა - ეს შინაარსიდანაც ჩანს

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Nov 28 2008, 02:12 PM

კანუდოსელი

ციტატა
რა იყო შეკაცო, რას ჩაიხვიე

შეკითხვაზე არ მპასუხობენ და ხან აქედან ვუდგები ხან იქედან, რომ მივახვედრო რას ვკითხულობ.
არადა ხვდებიან . . .
ციტატა
უბრალოდ კაცობრიობამ ამოირჩია უფრო მნიშვნელოვანი...

რა პრინციპით?
არ იმრუშო რატომ არ ამოიღეს? biggrin.gif
ციტატა
ძროხები და მსგავსი სხვაა

ძროხების მეტი ვერაფერი ნახე მანდ?
თუნდაც "ურწმუნოთა/არაებრაელთა" ჟლეტის ვალდებულება?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 28 2008, 02:21 PM

ციტატა(egri3 @ Nov 28 2008, 03:12 PM) *

კანუდოსელი

შეკითხვაზე არ მპასუხობენ და ხან აქედან ვუდგები ხან იქედან, რომ მივახვედრო რას ვკითხულობ.
არადა ხვდებიან . . .

რა პრინციპით?
არ იმრუშო რატომ არ ამოიღეს? biggrin.gif

ძროხების მეტი ვერაფერი ნახე მანდ?
თუნდაც "ურწმუნოთა/არაებრაელთა" ჟლეტის ვალდებულება?


ნუ, ერთი წმინდა კანონიკური ხასიათის მცნებაა, ხოლო მეორე მორალისტური - მრუშობაზე რატომ უნდა ამოეღოთ? კონტექსტი თავად პასუხობს, რომ მნიშვნელოვანი მცნებები სწორედ ეგენია.

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Nov 28 2008, 02:38 PM

კანუდოსელი

ციტატა
ნუ, ერთი წმინდა კანონიკური ხასიათის მცნებაა, ხოლო მეორე მორალისტური - მრუშობაზე რატომ უნდა ამოეღოთ? კონტექსტი თავად პასუხობს, რომ მნიშვნელოვანი მცნებები სწორედ ეგენია.

ვერ ვგრძნობ მაგ კონტექსტს.
უფრო ვრცლად მომითხრე, ეგებ მეც ჩავწვდე.

მაგალითად რატომ არის მნიშვნელოვანი არ იმრუშო, ხოლო დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები უმნიშვნელოა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 30 2008, 05:13 AM

ციტატა
ვერ ვგრძნობ მაგ კონტექსტს

აშკარად biggrin.gif
ციტატა
რატომ არის მნიშვნელოვანი არ იმრუშო, ხოლო დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები უმნიშვნელოა?

დალეწვა,დაჩეხვა და დანგრევა თუ მრუშობის, ქურდობის, მკვლელობის აკრძალვასთან თანაბარ მნიშვნელოვნად მიგაჩნია კაცობრიობისათვის ზნეობრივი განვითარებისათვის, ვერც მე და ვერც კანუდოსა ვერ მოგეხმარებით biggrin.gif
მხოლოდ ის ვინც სინაზე ქუხდა smile.gif
ციტატა
შენის ნებართვით წინა ასხნას აღარ წავიკითხავ.
როგორც ვხედავ, თუ მოინდომეთ ადეკვატური პასუხის გაცემაც შეგიძლიათ.

ანუ რა გამოდის ახლა მათეს სახარებიდან - მოსემ ჩამოზიდა ბლომად მცნებები, მაგრამ იესომ გამოჰყო 6:
1. არა კაც-ჰკლა;
2. არა იმრუშო;
3. არა იპარო;
4. არა ცილი სწამო;
5. პატივი ეცი მამას შენსას და დედას;
6. შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (თუმცა ეს უკანასკნელი მოსესთან მგონი არ ფიქსირდება. )

მაშ საიდან მოვიდა დანარჩენი 5 მცნება? ისინი ვიღამ შეარჩია?

ნენა, რაფერ ურევ ყველაფერს biggrin.gif
უპირველესად, რატომ არ წაიკითხავ? შენს დონეზე ვერ გავქაჩე თუ დრო არ გეყო? არ წაკითხვაზე ნებართვა ნამდვილად არ მომიცია biggrin.gif რა შემიძლია და რა არა, ამაზე თქვენ ნუ ინერვიულებთ smile.gif
ახლა საქმე, რა გიყვარს ეს გამოკიდებები, ისე რომ ტექსტს არ ხედავ
ფაქტი, იმისა რომ უფალმა მოიყვანა ის მცნებები (თუნდაც ნაწილი,)და ისე დაწყობილი,როგორც ჩვენ გვწამს და მე გიწერ, ეს თავად არგუმენტია და ნუ გვაყრი თვალებში ნაცარს ( უფრო სწორად თავად იყრი biggrin.gif)
ანუ მცნებები , რაც უფალმა გაიმეორა ზუსტად ემთხვევა მეოცე თავის, ფიქალებზე დაწერილს ( შესაბამისად) და ჩვენს მიერ მიღებულს და ყველას მიერ აღიარებულს ( შენი გამოკლებით biggrin.gif)
ახლა საკითხი დგას, რატომ არ ახსნა დანარჩენი მცნებები და რას ნიშნავს ბოლო დანამატი?
აი რომლები არ ახსენა უფალმა:
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

მეხუთე რაც აქ აკლია არის მეათე მცნება (" არა გული გითქმიდეს..."), რომელიც ფაქტობრივი გაგრძელებაა მრუშობისა ან ქურდობისა( ვინც გულში იფიქრა ცუდად, მან იმრუშა-ს პრინციპით) ანუ უფალმა აქ უბრალოდ გააერთიანა, რადგან არსობრივად ერთი ( ქურდობა-მრუშობა) ჩადენილი ცოდვაა, მეორე ( გულისთქმა) კი ნაფიქრი ცოდვა... (თან ამ მდიდარს სხვისი რა უნდა შეშურებოდა? ) მოკლედ მეათე მცნება ასეთუისე გასაგებია, რატომ არ იქნა მოხმობილი, შესაბამისია ბოლო დანამატიც, რომელიც ერთგვიარი შეკრებაა ზნეობრივი მცნებებისა, რომ გიყვარდეს, მოყვასი... დანარჩენები?

საქმე იმაშია, რომ ათი მცნება შინაარსით იყოფა ორგვარად 1) საღვთისმსახურო მცნებებად და 2) ზნეობრივ მცნებებად, ისე ხატებზე ეს ოთხი მცნება ცალკე ფიქალზე დაწერილადაა წარმოდგენილი, დანარჩენი ექვსი, ზნეობრივი მცნებები მეორე ფიქალზეა დაწერილი, სხვაგან უფალი ორ უდიდეს მცნებაზე მიანიშნებს რჯულის მცოდნეს...
36. მოძღვარო, რომელი მცნებაა უდიდესო სჯულში?

37. ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. (2შჯ.6,5)

38. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.

39. და მეორე - მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (ლევ.19,18)

40. ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული".
(მთ. 22:36-40)

ანუ აქ უფალი აერთიანებს ორივე ნაწილს იმ ათი მცნებისა, პირველი ოთხი პირველი და უდიდესი მცნებაა, რაც ღვთის სიყვარულში შეაჯამა უფალმა, დანარჩენი ექვსი კი არის შეჯამებული მოყვასის სიყვარულში, ასე რომ მარადიულ მცნებებში, სწორედ რომ ათი მცნება იგულისხმება, რომელსაც თავად უფალი განმარტავს აქ და სხვა რაიმე დანგრევა-დალეწვის, ძროხები და თხების ადგილი არაა...


დავუბრუნდეთ წმ. წერილს უფალმა პირველი ოთხი არ შეახსენა, რადგან ის რომ ეს ჭაბუკი, ერთ ღმერთს სცემდა თაყვანს, კერპებს არ აკეთებდა, შაბათს იცავდა და არც უფლის სახელს მოუხმობდა ამაოდ, ისედაც აშკარა იყო , რაც უფლის შემდეგი რეაქციიდან სჩანს:
21. ხოლო იესომ შეხედა და შეუყვარდა იგი და უთხრა მას: ერთიღა გაკლია შენ; წადი, რაც გაქვს, გაყიდე და მიეცი გლაკახებს და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე და აიღე შენი ჯვარი.
(მარკოზი 10, 21)
ასე რომ უფალი არ შეხებია ჭაბუკის ქმედებების რიტუალურ მხარეს, არამედ მის ზნეობრივს შეეხო, რადგან ისევ ზნეობრივში უნდა ამხილოს, მისი სიმდიდრეზე მონობაში..

ასე რომ უფლის პასუხში ჩანს ათი მცნება, მათი მარადიულობა და არანაირი ძროხები და ლეწვები...

მაცდენ-თქვა biggrin.gif

კაიროსი!

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Dec 1 2008, 03:28 PM

KAIROS

ციტატა
დალეწვა,დაჩეხვა და დანგრევა თუ მრუშობის, ქურდობის, მკვლელობის აკრძალვასთან თანაბარ მნიშვნელოვნად მიგაჩნია კაცობრიობისათვის ზნეობრივი განვითარებისათვის, ვერც მე და ვერც კანუდოსა ვერ მოგეხმარებით

ნუ დემაგოგობ.
ქურდობა და მკვლელობა არ დამიწერია, შენც ნუ მოიხსენიებ პასუხისას.
ვადარებთ მრუშობას და სხვა რელიგიის სალოცავების განადგურებას.
რატომაა მრუშობა უფრო მნიშვნელოვანი?
რა არის მრუშობა?
ვინ/რა განსაზღვრავს რა არის მრუშობა?

არის თუ არა მრუშობა საერო ქორწინებაში მყოფთა სექსი?
არის თუ არა მრუშობა წანწლობა?
დანარჩენს მერე გკითხავ. biggrin.gif


ციტატა
უპირველესად, რატომ არ წაიკითხავ? შენს დონეზე ვერ გავქაჩე თუ დრო არ გეყო?

დამეზარა. smile.gif
ჩავთვალე, რომ მეორე პოსტიც იგივე საკითხს ეხებოდა. პირველი კი აშკარად ბევრად ვრცელი იყო.

ციტატა
ანუ მცნებები , რაც უფალმა გაიმეორა ზუსტად ემთხვევა მეოცე თავის, ფიქალებზე დაწერილს ( შესაბამისად) და ჩვენს მიერ მიღებულს და ყველას მიერ აღიარებულს ( შენი გამოკლებით

ანუ დანარჩენს არ აღიარებთ? biggrin.gif
არანაირად არ ემთხვევა. თანამიმდევრობა აშკარად განსხვავებულია.

34-ე თავი, 20-ე თავის რამდენიმე მცნებას იმეორებს.
კერძოდ, პირველს, მეორეს, მეოთხეს, მეშვიდეს.

დანარჩენების აქტუალობა როგორც ჩანს დაიკარგა. biggrin.gif
და შენ გინდა მითხრა, რომ მდიდარი ყმაწვილის იგავში, იესო აბრუნებს პირველ მცნებებს, თანაც ათივეს, ანუ მათაც რომლებსაც არ მოიხსენიებს?

ციტატა
დავუბრუნდეთ წმ. წერილს უფალმა პირველი ოთხი არ შეახსენა, რადგან ის რომ ეს ჭაბუკი, ერთ ღმერთს სცემდა თაყვანს, კერპებს არ აკეთებდა, შაბათს იცავდა და არც უფლის სახელს მოუხმობდა ამაოდ, ისედაც აშკარა იყო

ეგ აშკარად არ ჩანს. biggrin.gif


ციტატა
ასე რომ უფლის პასუხში ჩანს ათი მცნება, მათი მარადიულობა და არანაირი ძროხები და ლეწვები...

მე ვფიქრობ, რომ ეგ შენი სურვილია და არა შენი უფლის. a075.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 1 2008, 09:43 PM

არგუმენტები ნული მეგობარო, ნული smile.gif
დემაგოგობას ნუ მაბრალი შენს გახარებას, უბრალოდ ჩვენთვის მრუშობაც ისეთივე მძიმე ცოდვაა, როგორც ქურდობა და ა.შ.
აშკარად კამათის სულს ყავხარ შეპყრობილი ეგრი ბატონო და არა ჭეშმარიტების ძიების, ამიტომაა,რომ ერთი საკითხიდან მეორე გადახტომა გინდა, ახლა მრუშობა რატომაა ცოდვაო, მერე თანამიმდევრული არააო, არადა უნათლესად სჩანს, რომ უფალი იმ მარადიულ მცნებებს ეყრდნობა და იყენებს, რაც ჩვენ გვწამს, თანამიმდევრული თუ რატომ არაა ეგ დავწერე, შენ რათქმაუნდა არ მიიღე, როგორც იმას არ იჯერებ, რომ ყმაწვილი იყო ღვთისმსახური, არადა უფალი ეუბნება "ერთიღა გაკლიაო" და უთხრა რაც აკლდა ( სიმდიდრის მონობიდან გამოსვლა) და შენი მაღალი ლოგიკით კერპთაყვანისცემელი ან რჯულის დამრღვევი რომ ყოფილიყო, მოერიდებოდა და არ ეტყოდა თუ? biggrin.gif

მოკლედ უნდა გაწყენინო ეგრი3, მაგრამ შენთან ახლა უშედეგო და კამათის გულისათვის კამათს ნამდვილად არ გავაგრძელებ, უნაყოფოა და იმიტომ...

აგერ გიტოვებ მნათულიკოს უყვარს მაგას ენის ალესვა და აბა ჰე წარმატებები smile.gif

კაიროსი!

პ.ს.
ეს მცირე პატერიკი გამოგადგება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას.

ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა მას და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“.

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Dec 2 2008, 01:31 PM

KAIROS

ციტატა
აშკარად კამათის სულს ყავხარ შეპყრობილი ეგრი ბატონო და არა ჭეშმარიტების ძიების, ამიტომაა,რომ ერთი საკითხიდან მეორე გადახტომა გინდა, ახლა მრუშობა რატომაა ცოდვაო,

კაი ეს დაივიწყე. სხვა დროს გავარჩიოთ. smile.gif
ციტატა
მერე თანამიმდევრული არააო

ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ვინაიდან იესომ არც თანამიმდევრობა დაიცვა და არც ყველა დაასახლა ათეულიდან, გამოდის, ან უბრალოდ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, ან "ათეული" პოსტბიბლიური მოვლენაა.

ციტატა
როგორც იმას არ იჯერებ, რომ ყმაწვილი იყო ღვთისმსახური, არადა უფალი ეუბნება "ერთიღა გაკლიაო" და უთხრა რაც აკლდა ( სიმდიდრის მონობიდან გამოსვლა)

მაგარი ლოგიკაა. თუკი "ერთიღა აკლია" ზნაჩით ღვთისმსახურია? არ შეიძლება რიგითი ღვთისმოსავი მდიდარი იყოს?

ციტატა
და შენი მაღალი ლოგიკით კერპთაყვანისცემელი ან რჯულის დამრღვევი რომ ყოფილიყო, მოერიდებოდა და არ ეტყოდა თუ?

ანუ თუ ღვთისმსახური არ ხარ, მაშვინ წარმართი ან რჯულის დამრღვევი ხარ? სხვა ვარიანტი არაა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 2 2008, 04:57 PM

ციტატა

ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ვინაიდან იესომ არც თანამიმდევრობა დაიცვა და არც ყველა დაასახლა ათეულიდან, გამოდის, ან უბრალოდ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, ან "ათეული" პოსტბიბლიური მოვლენაა.

biggrin.gif კაცო შენ კითხვა ხო იცი და მეხსიერება გღალატობს? biggrin.gif მაგაზე დაგიწერე ზემოთ და რა გიყო ახლა?
ციტატა
მაგარი ლოგიკაა. თუკი "ერთიღა აკლია" ზნაჩით ღვთისმსახურია? არ შეიძლება რიგითი ღვთისმოსავი მდიდარი იყოს?

აქ არა საუბარი ჯიგარ "ღვთისმოსავზე" არამედ 1-4 მცნების შესრულებაზე, რომ კერპები აქრ ქონდეს და რჯულს იცავდეს, გული სხვა რამეა და სწორედ გულით რომ იყო დამოკიდებული სიმდიდრეზე იმაშI ამხილა....
რაცხა მგონია მაინც ვერაფერი გაიგე biggrin.gif
ჰოდა, დაუძახე კანუდოსელს და მნათუშკას smile.gif
ჩემი დასაწერი დაგიწერე, ზოგი წაიკითხე ზოგი შეგეზარა, აც წაიკიტხე მანც ვერ გიაგე ან არ გაიგე,იგივე მეკითხები ისევ და მაშინ ამ პოსტს ასე დავამთავრებ,
იხ. ზემოთ-თი;
კაიროსი!

პ.ს.
განწყობა რახან იგივეა, დასკვნაც შესაბამისია:
ციტატა
ოკლედ უნდა გაწყენინო ეგრი3, მაგრამ შენთან ახლა უშედეგო და კამათის გულისათვის კამათს ნამდვილად არ გავაგრძელებ, უნაყოფოა და იმიტომ...

აგერ გიტოვებ მნათულიკოს უყვარს მაგას ენის ალესვა და აბა ჰე წარმატებები smile.gif

კაიროსი!

პ.ს.
ეს მცირე პატერიკი გამოგადგება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას.

ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა მას და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“.


პოსტის ავტორი: Emanuel თარიღი: Nov 28 2010, 07:17 PM

ციტატა
ამაოდ ხსენებაა ალბათ ცოდვა...ძალიან ბევრი ფრაზაა სადაც არასწორად გამოიყენება ღვთის სახელი...სხვათა შორის ვფიქრობ რომ ანეკდოტებშიც ძალიან ცუდად იხსენიებენ ღვთის სახელს...


ანეგდოტებში კიდევ რა უჭირს.დღესდღეობით ბევრი პოლიტიკური პარტია იყენებს ღმერთის,ქრისტიანობის,მართლმა
დიდებლობის სახელს.მემგონი ესეც ამაო ხსენებაა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2014, 03:11 PM

„სტუმრის პატივისცემა მეთერთმეტე მცნებაა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2015, 09:25 PM

"დაიწყე ათი მცნების შესრულება, მცირედიდან დაიწყე და დიდი მცნებების აღსრულებასაც შესძლებ. პატარას ყოველთვის დიდთან მიჰყავს კაცი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 09:53 PM

მესამე მცნება


"უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ მოვიხსენებთ ღვთის სახელს, მით უფრო გაბრაზებულ-განსრისხებულნი. დაუშვებელია ღვთის სახელით დამუქრება, უფლისადმი მიმართვა, რომ დასაჯოს და ბოროტება შეამთხვიოს ვისმე, ეს უმძიმესი ცოდვაა"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 04:30 PM

მეოთხე მცნება


"კვირა, საუფლო დღე, თითქოს თავისთვის დაადგინა უფალმა, სინამდვილეში ეს დღეც ჩვენთვის გამოჰყო, ოღონდ მასთან ურთიერთობისთვის, რათა შეგვამზადოს მარადიულად მასთან მყოფობისთვის. რასაც ხშირად გავურბივართ ათასი მიზეზის გამო, რითაც ღვთის მცნებას ვარღვევთ, ვაკლდებით უფლის მადლს და ვკარგავთ მარადიულ ცხოვრებას, ესე იგი ცხონებას"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2015, 09:22 PM

"მცნებათა სულისკვეთებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2015, 02:59 PM

"ღვთის მცნებათა შეუხრელად აღსრულება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 06:46 PM

„ამიტომ, გვქონდეს ჩვენ ერთი ზიარი გზა, - მცნებანი ქრისტესი, - რაც აგვიძღვება ზეცად, ღვთისკენ“

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 12 2015, 02:47 PM

რატო უნდა იყოს ჩემი კეთილდღეობა და დღეგრძელობა დამოკიდებული მშობლების პატივისცემაზე?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 05:00 PM

ციტატა(sanfol @ Oct 12 2015, 03:47 PM) *

რატო უნდა იყოს ჩემი კეთილდღეობა და დღეგრძელობა დამოკიდებული მშობლების პატივისცემაზე?


იმიტომ, რომ მშობლის ამაგი განუზომელი და აღუწერელია... მშობელი ძალიან ცოდვილიც რომ იყოს, შვილმა პატივი უნდა სცეს, თუნდაც იმიტომ რომ მან მოავლინა დედამიწაზე...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 13 2015, 11:28 AM

marine

ციტატა
იმიტომ, რომ მშობლის ამაგი განუზომელი და აღუწერელია... მშობელი ძალიან ცოდვილიც რომ იყოს, შვილმა პატივი უნდა სცეს, თუნდაც იმიტომ რომ მან მოავლინა დედამიწაზე...

არ იქნებოდა ეგ და იქნებოდა სხვა მშობელი რა პრობლემაა?იმიტო უნდა ვცე პატივი რახან ჩემი მშობელია? და იმიტო უნდა მიყვარდეს? რო არ ყოფილიყო და უცხო ყოფილიყო ხო არ გეყვარებოდა და არ ცემდი პატივს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 09:16 PM

"ანტონის ცხოვრება ქრისტეს მცნებათა განხორციელება იყო"

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 2 2016, 09:59 PM

10 მცნებიდან მხოლოდ შაბათის დაცვაა მოხსნილი ქრისტეს მიერ და დანარჩენი ძალაშია, ანუ ქრისტეს რჯული იგივეს იმეორებს .

ქრისტეს მიერ ასევე მოხსნილია მოსეს რჯულის 601 კანონი, ანუ ქრისტემ მოიტანა ახალი რჯული, რითაც პირველი დააძველა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2017, 10:19 PM

"როდესაც ვიცავთ უფლის მცნებებს, მაშინ ადამიანთა შორის ურთიერთობებიც მოგვარებულია".

/ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კალანდარიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 10:45 AM

"ათი მცნებით მივიღეთ რჯული, კანონი, ზნეობა, ხოლო ნეტარებებით - ზეციური სიცოცხლე, სასუფეველი, ანგელოზთა ცხრა დასის მსგავსად, რომლებიც მარადის ნეტარებენ ზეცაში უფალთან ერთად. ათი მცნებით უფალი გვეუბნება: გიყვარდეს ღმერთი და არ გააკეთო ბოროტება, ცხრა ნეტარებით კი: გიყვარდეს ღმერთი და აღასრულე სათნოება (წმინდა სერაფიმ საროველი).
სასიკვდილოდ დაშავებულ ადამიანს თავდაპირველად გადაუდებელ დახმარებას უწევენ, რათა შეძლონ მისი საოპერაციო მაგიდამდე მიყვანა და საბოლოო განკურნება. ათი მცნებაც ცოდვის ათი ჭრილობით მოწყლული კაცთა მოდგმის ის პირველი დახმარება იყო, რომელმაც ადამიანი ჭეშმარიტ მკურნალამდე - იესო ქრისტემდე მიიყვანა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:49 PM

"უფლის მცნებების დაცვით ხდება სარწმუნოება ცოცხალი. ამის გარეშე იგი მკვდარია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 10:13 PM

"ვერაფერი წოდების კაცი ვერ გაიმართლებს თავს ღვთის წინაშე, რომ მის მცნების აღსრულება შეუძლებელი იყოვო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 11:07 AM

"ქრისტიანი თავის ღირსებასა და სრულყოფილებას მხოლოდ ქრისტეს მცნებათა აღსრულებით მიაღწევს".

/დოდო (მარიამ) ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2017, 12:17 PM

"ათი მცნების შინაარსი რა არის - გვიყვარდეს ღმერთი ყველაზე მეტად. სხვა, როგორც საკუთარი თავი, მაგრამ ამის თქმა ადვილია, შესრულება ძნელია, თუ მადლი არ გაქვს. მადლი კიდევ ლოცვით, მარხვით, ეკლესიური ცხოვრებით, აღსარებით, ზიარებით მოდის".

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 10:08 AM

"ათი მცნება - თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი და მოყვასი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 08:04 PM

"უფლის მცნებათა უგულებელყოფა ძალაუნებურად ღვთის მიერ სამყაროს მართვისა და განგებულების უარყოფას უკავშირდება".

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 11:44 AM

"უფლის მცნებებზე დაყრდნობით ვიქნებით ძლიერნი"

/მამა ბასილ ფილფანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:17 AM

"ღვთის მცნებები თავისი ბრწყინვალებით განანათლებს ადამიანის არა ხორციელ, არამედ სულიერ თვალს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2018, 07:22 PM

"მცნებები, რომლებიც ღვთის მიერ მოგვეცა, არ არის რთული შესასრულებელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 04:33 PM

"შეუძლებელია, უფლის მცნებები ოდესმე გაცვდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2018, 09:47 PM

"რაც მეტად დავიცავთ მცნებებს, მით მეტად დაგვიცავს უფალი".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2018, 03:53 PM

"შაბათი ღმერთისგან დაწესდა და მხოლოდ მასვე შეეძლო შეცვლა. "რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის" (მთ. XII, 8).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 03:22 PM

"კითხვა: ათი მცნებიდან მესამე მცნება გვმოძღვრავს: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“. თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რას გულისხმობს ის?

პასუხი: მესამე მცნებას არღვევს ადამიანი, როდესაც გმობს უფალს, ან უკადრის გამონათქვამებს იყენებს უფლის მისამართით: წუწუნებს ღმერთის მიმართ, ეჭვი შეაქვს მის სამართლიანობაში; მკრეხელობს – საღვთო ქმედებებზე ხუმრობს და ლაზღანდარობის თემად აქცევს; უყურადღებოა ლოცვის დროს; არღვევს აღთქმას, რომელიც უფალს მისცა; უაზროდ ახსენებს ღმერთის სახელს ჩვეულებრივ ყოფით საუბრებსა და ურთიერთობებში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2019, 08:06 PM

"კითხვა: ათი მცნებიდან მესამე გვეუბნება: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“. ამასთანავე, საღმრთო სჯული გვსწავლის, რომ უფალს უნდა მივმართოთ ყოველთვის: სახლშიც, ტაძარშიც, ქუჩაშიც და ასე შემდეგ. როგორ შევაჯეროთ ეს ორი სწავლება ერთმანეთთან?

პასუხი: თუ დააკვირდებით, ამ ორ სწავლებაში არანაირი შეუსაბამობა არ არის. კერძოდ: „ამაოსა ზედა“ უფლის სახელის ხსენება ნიშნავს ყოველ წვრილმანზე ანგარიშმიუცემლად უფლის სახელის ხსენებას, ხოლო, თუ უფალს ლოცვით მივმართავთ, ასეთი გულწრფელი ლოცვა ამაო არასდროს არის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2019, 04:26 PM

"ათი მცნების დაცვით თუ ვიცხოვრებთ, მაშინ უფალი დაგვიფარავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2019, 06:03 PM

"ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღვთის მცნებები გვახსოვდეს, სახარებით გავწმენდდეთ ჩვენ აზროვნებას და ქმედებას"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 04:39 PM

"უფლის ათი მცნება სულში კელაპტრად გქონდეთ ანთებული"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)