თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ მოთმინება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2009, 04:27 PM

"ყოველი წმინდანისა და მართლის ცხოვრება მოთმინებითაა გამშვენებული.

გვიყვარდეს მოთმინება, როგორც ამას ფსალმუნი გვასწავლის: "დაუთმე უფალსა, დაიცვენ გზანი მისნი" (ფს. 36,34).

პავლე მოციქული შეგვაგონებს: "მწუხარებასა შინა მოთმინებაჲ" (რომ. 5,3)

როცა მოთმინებას მოიპოვებ, მაშინ იპოვი სიცოცხლის წყაროს - სასოებას."

/წმ. იოანე ოქროპირი/



"წარმავალ მწუხარებებს მარადიული ნეტარებისაკენ მიჰყავს ამ მწუხარებათა უდრტვინველად დამთმენელნი."

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



"რამეთუ მან ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2014, 02:13 PM

„ითმენ არაფრის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს შენ პიროვნულად გიცავს, რადგანაც ვნებებზე აყოლა ანადგურებს ადამიანს და მერე ძალიან ძნელი ხდება აქედან თავის დაღწევა, მთელ ცხოვრებას გიუკუღმართებს; მეორეც, თუ დაითმენ, ეს შენი დათმენილობა უფლის ყოვლისმხედველობის წინაშე არ იქნება წარხოცილი და იმედი გაქვს, რომ უფალი შენს პიროვნებას არ მიატოვებს, შენთან იქნება ყოველთვის, რადგანაც ამ დათმენილობით რაღაცნაირად უფალს განუკუთვნებ თავს.

ყველაზე უფრო მძიმე წუთებში გწამს, რომ უფალი არ მიგატოვებს, თუნდაც იმ განვლილ დათმენილობათა გამო, და შენს გვერდით იქნება მარადის, მაგრამ უფრო სხვა სიბრტყეზე, დავუშვათ, პაექრობის დროს, ყველაზე რთულ პაექრობაშიც კი, ეს მოთმინების ნიჭი, ვნებების მოთოკვის უნარი ზოგ შემთხვევაში მართლაც გადამრჩენელია - საკმარისია ვნებებს აჰყვე, რომ არა ოდენ პიროვნულად და სულიერად დაინგრევი, არამედ ფიზიკურად შეიძლება დასნეულდე, რაღაც აბსურდული, მცდარი დებულების უარყოფას ძალიან დიდი ენერგია შეალიო“.

/ედიშერ ჭელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 10:51 PM

„წერია: - „საკუთარი თავის დამთრგუნველთ მივუჩენ ადგილს ჩემ გვერდით და შევმოსავ მას თეთრი სამოსითო“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2015, 07:05 PM

„თუ ვიქნებით მიმტევებელნი, აბსოლუტური სიმშვიდე დაისადგურებს სამყაროში“

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 09:49 PM

"დიდი, ბერული მოთმინებით იყო აღჭურვილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2015, 01:23 PM

"მწუხარებანი დაითმინე, რამეთუ ვითარცა ვარდი ეკალში, იმგვარად აღმოცენდებიან მათში სათნოებანი"

/ღირსი ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 19 2015, 02:34 PM

ყველაფრის მოთმენა არის აუცილებელი? მაგალითად როცა ვიღაცა შეგაგინებს უნდა მოუთმინო და არაფერი უთხრა? და კიდევ იყოფა აქ ორად "სამართლიან" შეგინებად და უსამართლოდ და რომელზე უნდა მოითმინო და რომელზე არა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2015, 08:29 PM

ციტატა(sanfol @ Sep 19 2015, 03:34 PM) *

ყველაფრის მოთმენა არის აუცილებელი? მაგალითად როცა ვიღაცა შეგაგინებს უნდა მოუთმინო და არაფერი უთხრა? და კიდევ იყოფა აქ ორად "სამართლიან" შეგინებად და უსამართლოდ და რომელზე უნდა მოითმინო და რომელზე არა?


შენ თვითონ უნდა განსაზღვრო, როდის ღირს მოთმენა და როდის ღირსების დაცვა. ამის პირადაპირ პასუხს ვერავინ გაგცემს, რადგან გააჩნია რა სიტუაციაში და ვისთან ხარ... ზოგადად მოთმინება აღმატებულია, რათა სიმშვიდე შეინარჩუნო შენ გარშემო და გაეცალო ეშმაკით გაძლიერებულ ადამიანს...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 19 2015, 09:02 PM

marine

ციტატა
შენ თვითონ უნდა განსაზღვრო, როდის ღირს მოთმენა და როდის ღირსების დაცვა. ამის პირადაპირ პასუხს ვერავინ გაგცემს, რადგან გააჩნია რა სიტუაციაში და ვისთან ხარ... ზოგადად მოთმინება აღმატებულია, რათა სიმშვიდე შეინარჩუნო შენ გარშემო და გაეცალო ეშმაკით გაძლიერებულ ადამიანს...

მადლობა მარინე L:)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2015, 10:07 PM

ციტატა(sanfol @ Sep 19 2015, 10:02 PM) *

marine

მადლობა მარინე L:)

wub.gif



"მოთმინებაში გაჭირვებამდე გაიწვრთენი, რათა გაჭირვების ჟამს მოთმინების საჭურველი მზად გქონდეს".

/ღირსი ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2015, 04:16 PM

"როცა ღმერთს "ჩვენი არ ესმის", უნდა ვიცოდეთ, რომ მას ამ "არმოსმენით" სიკეთის გაკეთება სურს. ჩვენ მხოლოდ მოთმინების ბოძება უნდა ვთხოვოთ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 07:39 PM

"[ღირსი ალვიპი მესვეტე] ყველაფერს მოთმინებით იტანდა და უძლებდა, როგორც მეორე იობი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 02:22 PM

"იმიტომ როდი ვამბობ, რომ რამე მაკლია, რადგან მე ვისწავლე კმაყოფილი იყო იმით, რაც მაქვს. გაჭირვებაც ვიცი და ხელგაშლილობაც; ყველაფერი მისწავლია ყოველში, სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც. ყველაფერი შემიძლია ჩემი გამაძლიერებელი ქრისტეს მიერ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 08:43 PM

"ქრისტეს რწმენა გულისხმობს არა მარტო განდგომას ამქვეყნიურ სიამეთაგან, არამედ მოთმინებითა და დიდსულოვნებით ყოველგვარი საცთუნებლის ატანას ტანჯვასა, გაჭირვებასა და უბედურებაში, ვიდრე უფალი არ ინებებს შეწყალებას, როგორც უთქვამს დავითს: "თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე" (ფს. 39,1)

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 01:04 PM

"ულევი მოთმინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2016, 01:57 PM

"მოთმინება აღასუბუქებს განსაცდელთა, ხოლო სულ-მოკლება დედა არს ჭირთა"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 11:58 AM

"როგორც მოთმინებით მსუბუქდება, ასევე მოუთმენლობით მრავლდება ტანჯვა-წამება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 01:14 PM

„ჩვენ დიდხანს არ მოგვიწევს მოთმინება; ეს წუთისოფელი ხომ მეტისმეტად ხანმოკლეა“.

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 08:42 PM

"თუ მოთმინება არა გაქვს, ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუძლებს შენთან ახლოს ყოფნას".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2016, 11:17 AM

"მომთმენი ისაა, ვინც მტკიცეა განსაცდელის დასასრულამდე და ელოდება ნუგეშისცემას თავის გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2016, 12:10 PM

"რომელმან მოითმინოს სიმწარე, მან იხილოს გემო ტკბილისა მის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2016, 10:27 PM

"ბევრი ილოცე და მონასტერში განსაცდელი დაითმინე. მოთმინება გაგგზავნის გადაშლილსა და უსაზღვრო უვნებლობის ზღვაში. უვნებობა გიბოძებს გულისმიერ გონებას - ამ ნიჭის ღირსნი განხდარან დღევანდელი მამებიც კი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 10:55 PM

"თუ მოთმინებითა და სათნოებით ვიცხოვრებთ, ჩვენ გარშემო შევქმნით სიკეთის მორევს, იესოს შემოვუშვებთ გულში და ასე უფრო დავცილდებით საცდურს".

/მამა გიორგი გაბუნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 01:04 PM

"მოთმინება, მოთმინება ქრისტეს სიყვარულისთვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 10:08 AM

"ქვარკინისაგან ხომ არ იყო შექმნილი ეს მრავალდამთმენი, უპოვარი, მაგრამ სულიერი ნიჭებით მდიდარი მოსაგრე, მონა ღვთისა სვიმეონი? არა, მოთმინებისა და მოღვაწეობის, სულიერი ალმასისგან იყო შექმნილი და ამიტომაც ზამთარ-ზაფხულ ერთი კაბის ამარა, ფეხშიშველი დადიოდა, ვიდრე მშვიდობით არ მიიცვალა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2016, 02:05 PM

"თუ ადამიანი იწყებს ბრძოლას, მისი ნებისყოფა უფრო და უფრო მტკიცდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 11:05 AM

"თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 08:00 PM

"სამარადისოი მოთმინებაი ქრისტეს მიერ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2016, 10:26 AM

"და რომელსა ფრიად ევნოს და ფრიად მოითმინოს, ნეტარ იყოს იგი და სამგზის სანატრელ. და უკუეთუ რაი ვის დაშჭირდეს და უკუეთუ ვინმე შეურაცხ-იმნეს სახელისათვის უფლისა, ეგევითარი-იგი ჭეშმარტიად ქრისტესი არს და ნეტარ არს იგი".

/წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 08:35 PM

"მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 10:38 AM

"მოთმინება სისხლამდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 09:58 PM

"გონივრულად იღვაწე. მხიარულმა მოთმინებით ატარე შენი ჯვარი, სანამ თხემის ადგილას (გოლგოთაზე), საფლავთან მიიტან, რომ ჩვენმა იესომ აღდგომა მოგვმადლოს. ვინც ქრისტეს სიყვარულისთვის თავის ჯვარს დაითმენს, უფლის მიერ აღდგება უკანასკნელ დღეს. რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება? სიკვდილი დაფარულია, ხოლო მოთმინება საუკუნოდ დაჯილდოვდება".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 11:23 PM

"მაგრამ რამდენი ძალისხმევა და შრომაა საჭირო, სულიერი სიმშვიდე რომ მოიპოვო! რამდენი ტანჯვაა საჭირო, ღმერთს რომ დაუზავდე და საკუთარი თავი მოთოკო! ეს უდიდესი ღვაწლი, უკეთ, გმირობა, სისხლის დათხევას მოითხოვს. სულ მცირე, სისხლიანი ოფლი მაინც უნდა გაიღო და ღვთის დიდი წყალობით ნაყოფსაც მოიღვაწებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 10:18 AM

"სიბრძნე რაში გამოიხატება?

სიბრძნე ახლა სიჩუმეში და მოთმინებაშია".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 12:39 PM

"საჭირველ გზაზე - სნეულებისა ან სხვა განსაცდელების დროს, მცირედმორწმუნეობის, მოუთმენლობის, სიმხდალის ეკალი სულის სამოსლის დახევას ცდილობს. ამიტომ იგი რწმენით, სასოებითა და მოთმინებით უნდა ამოიძირკვოს. ჩვენი მაგალითი იესო ქრისტე უნდა იყოს, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მრავალი მწუხარება დაითმინა, ურიცხვმა ეკალმა შეაჭირვა მისი ყოვლადწმინდა სული, რის გამოც ღაღადებს: "მოთმინებითა თქუენითა მოიპოვეთ სული თქვენნი".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 07:32 PM

"მაშ, ვიღვაწოთ. ჩვენი სულები მოთმინების სალესზე ავლესოთ ღვთისთვის სათნო საქმეების აღსასრულებლად".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2016, 08:05 PM

"ჩვენ დიდხანს არ მოგვიწევს მოთმინება: ეს წუთისოფელი ხომ მეტისმეტად ხანმოკლეა".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2017, 12:56 PM

"ქრისტიანი კეთილშობილია. მოდით, წყენა დავითმინოთ, დათმენა ვამჯობინოთ სხვის წყენინებას".


/წმ. პორფირი კავსოკალივიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 11:05 AM

"კაცთაგან ლანძღვა გულს მწუხარებით ავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია."

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 07:58 PM

"სკიტელ დეკანოზზე, ამბა ისიდორეზე ამბობდნენ, თუ ვინმეს ჭირვეული ძმა ჰყავდა და მისი გაგდება უნდოდა, ბერი ეტყოდა: ჩემთან მოიყვანეო. თავის კელიაში დაასახლებდა და მოთმინებით აცხოვრებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 08:02 PM

"ამბა პავლე და მისი ძმა ტიმოთე სკიტში ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად სხვადასხვა საქმეზე კამათობდნენ. ერთხელ მამა პავლემ ჰკითხა: დიდხანს უნდა ვიცხოვროთ ასეო? მამა ტიმოთემ მიუგო: - ქენი სიკეთე, როცა ჩხუბსა და ლანძღვას დაგიწყებ, მომითმინე. ხოლო როცა შენ დამიწყებ ჩხუბს, მე მოგითმენო. ასეც მოიქცნენ და შემდეგ მშვიდად ცხოვრობდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 06:23 PM

"ძმებმა ერთი ღირსი მამა მოინახულეს, რომელიც მონასტრიდან განმარტოებით ცხოვრობდა. დაინახეს, რომ იქვე მწყემსი ბიჭები ცხვარს აძოვებდნენ და თან წმინდა მამას უწესო სიტყვებს ეძახდნენ. მამაო, - ჰკითხეს ბერს, - რატომ არ დაუშლი მათ შენს დაცინვას, რად უთმენ ამდენსო. ბერმა უპასუხა: - ჩემი უძლური ბუნების გამო ხანდახან მართლაც მინდა ავუკრძალო ასეთი საქციელი, მაგრამ ჩემს თავს განვიკითხავ: თუ ეს მცირე ვერ დაგითმენია, მაშინ რაღას იზამ, დიდი განსაცდელი თუ მოგეწევაო? ამიტომ არაფერს ვეუბნები, ჩვევად რომ მექცეს შეურაცხყოფის დათმენაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:17 AM

"ერთ-ერთი დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი ოჯახში უნდა მიეჩვიოს. აქ ყოველ წამს მოთმინება და სულგრძელობა გვმართებს - ერთმანეთს შეცდომები თუ არ მოვუთმინეთ, ორი ადამიანიც კი ვერ გაძლებს ერთად."

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 03:02 PM

"გვიჭირს, გვიძნელდება, გვტკივა, ჩვენი უძლურებითა და უმწეობით ხშირად ვცოდავთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთავარია, სულიერი მზერა არ მოვწყვიტოთ უფალს, გულისა და გონების თვალი მუდამ მისკენ გვქონდეს მიპყრობილი, ყოველთვის გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: "ბოლომდე დამთმენი გადარჩება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2017, 03:04 PM

"საჭიროა მოთმინება, რადგანაც, ცოდვისაგან რომ განიკურნოს, ადამიანს საშინელი ტანჯვის დათმენა უწევს."

"ქრისტემ, სხვა გზა შემოგვთავაზა: საერთოდ გავთავისუფლდეთ გაღიზიანებისგან, მივაღწიოთ ისეთ სულიერ მდგომარეობას, როცა არაფერი გვაღიზიანებს - არცერთი ადამიანი, არც ამინდი, არც დაბალი ხელფასი, არც ის, რომ ფეხსაცმელი გაგვიცვდა, საერთოდ არაფერი - როდესაც გაწონასწორებულნი და მშვიდნი ვართ. და არა იმიტომ, რომ მზად ვართ ყველაფერს მივაფურთხოთ, არამედ იმიტომ, რომ მოთმინების საშუალებით სიმდაბლეს მივაღწიეთ."

/დეკ. დიმიტრი სმირნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:38 AM

"როცა ვხედავთ, რომ არა მარტო ცოდვილები, არამედ წმინდანებიც იტანჯებიან - ეს ჩვენ მოთმინებისკენ გვიბიძგებს".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:22 PM

"რომ გეტკინება და ამას მოითმენ, ეს არის უდიდესი სათნოება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 10:50 PM

"...მოისურვა ტანჯვა დაეთმინა, რათა მცირე ღვაწლთა მიერ უფრო დიდ ღვაწლს მისჩვეოდა.."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 05:49 PM

"თუ ვინმემ გაწყენინათ, იფიქრეთ, რომ ეს ღვთის დაშვებით მოხდა, რათა რამდენადმე გამოიცადოს თქვენი ქრისტიანული მოთმინება".

/ღირსი მაკარი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:14 PM

"მოთმინებით შეიჭურვე. ეს არის გოლოგითის გზა".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 01:43 PM

"ცოდნით ყოველთვის სწორ გზაზე ვიქნებით, მოთმინებით ყველაფერს დავძლევთ".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 11:38 AM

"მოითმინე და ნუ გეშინია. ქრისტე გაიმარჯვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 06:43 PM

"ქრისტე მეორედ მოსვლისას თავის ნაწამებ სხეულს გვიჩვენებს, როგორც ჩვენდამი სიყვარულის მტკიცებულებას. მაშინ ჩვენც, შვილო ჩემო, ვანახებთ მას ჩვენს გულს, მწუხარებათაგან დატანჯულსა და გასისხლიანებულს, მისი სიყვარულით ამაღლებულს. ყველა წმინდანმა მრავალი იტანჯა. მოწამეებმა კი რა არ დაითმინეს?! ამიტომ შენც მოითმინე. და ილოცე და ღმერთი არ დაუშვებს მწუხარებებს, ჩვენს ძალებზე აღმატებულს".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2018, 09:07 PM

"არ დაითმენ - ეშმაკის მსხვერპლი შეიქმნები"


"უკლებლივ ყველაფერი უნდა დაითმინო, უნდა მიიღო, როგორც ღვთის ხელიდან ბოძებული. ყველაფერი ვაჟკაცურად დაითმინე, დაძლიე საკუთარი თავი. ღვთის გულისათვის ზიდე ყველა სნეულება და ჯვარი".

/არქიმანდრიტი სერაფიმე (როზენბერგი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 09:12 PM

"თუ ადამიანი ითმენს, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ღმერთი ყველაფერს აწესრიგებს. მაგრამ საჭიროა მოთმინება, მოთმინება განსჯის გარეშე. რადგან უფალი ყველაფერს ხედავს და თვალყურს ადევნებს, კაცი მთლიანად უნდა მიენდოს მას.

გაიხსენეთ იოსები - იგი დუმდა, როდესაც ძმებმა მონად გაყიდეს. ხომ შეეძლო ეთქვა, მე მათი ძმა ვარო, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს. სამაგიეროდ, ღმერთმა თქვა თავისი სიტყვა და იგი მეფედ აქცია. ხოლო თუ ადამიანი მოუთმენელია, სიცოცხლე წამებად ექცევა - მას უნდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც სურს, მაგრამ, ბუნებრივია, ვერ დამშვიდდება, რადგან ყველაფერი მისი ნებისაებრ არ იქნება.

თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში იტანს კაცთა თუ ეშმას უსამართლობას, მისი სული სარგებელს მიიღებს. ხშირად ვამბობთ, მავანი უსამართლოდ გვექცევაო, სინამდვილეში კი თვითონვე ვართ უსამართლონი სხვათა მიმართ."

/წმინდა პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 10:01 PM

"მოთმინებას მოყვება თავმდაბლობა, ხოლო თავმდაბლობას - ვნებებზე გამარჯვება, შემდეგ კი მოვა სიყვარული, რომელიც ადამიანის სულსა და ცხოვრებას გარდასახავს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 09:54 PM

"საკვირველად მომთმენი"

"მოთმინება ამგვარი ტანჯვითაც არ დაუკარგავს, პირიქით, სნეულება მისთვის სათნოებათა გამრავლების საშუალებად იქცა. იგი, რაც უფრო ნაკლებ ძალას გრძნობდა, მით უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 12:02 PM

"სწორედ იმას მოაქვს ჩვენი სულისთვის სიკეთე, რაც ცუდი გვგონია, თუკი ამას უდრტყვინველად მოვითმენთ".

/ბერი იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:45 PM

"დიდმოთმინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2018, 05:35 PM

"რაც უნდა ვითმინოთ ჩვენ მწუხარებანი ამ წუთისოფელში, ერთ დღეს ყველაფერი შეწყდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2018, 09:22 PM

"დაითმინე ყველაფერი, რაც კი შენთან მოდის. ლოცვა წარმოთქვი და შენ თავს სულიერი აიძულე. მწუხარებებით ჩვენ გადავრჩებით. უშრომელად სიკეთეებიარ მიიღწევა. ის, რაც უნდა დავითმინოთ, არაფერია მარადიულ სიკეთეებთან, რომელიც ღმერთმა ჩვენ მოგვიმზადა".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 05:37 PM

"დიახ, შვილო ჩემო, ვიცი, რატომ და როგორ იტანჯები, მაგრამ აუცილებელია მოთმინება, რადგან უფალიც ითმენდა, როდესაც ჩვენ მის წინაშე ვცოდავდით და სინანულს მოელოდა"

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2018, 07:37 PM

"მოთმინება ბევრ რამეს თავის ადგილს მიუჩენს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2018, 01:48 PM

"შვილო ჩემო, ყოველივე დაითმინე, რადგან დიდა ჯილდო. მწუხარებათა სიმძიმეს ნუ შეხედავ, ნაცვალგება გაზომე. მიწაზე მცირე მწუხარება ზეცაში სრულ მარადიულ დიდებას გიმზადებს. ამიტომ სიხარული გმართებს და არა მწუხარება.

ყველაფრისათვის ჩვენს კეთილ ღმერთს მადლობა შესწირე, მტერს მოუთმენლობა არ დაანახო, რადგან შენ წინააღმდეგ ეს მისი მთავარი იარაღია, რათა მიწურულს შენი მოთმინების კედელი დაანგრიოს"

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2018, 11:07 PM

"წმინდანები თავიანთ მწუხარებებში გახარებულები იყნენ. ჩვენ მოთმინებით მაინც მივიღოთ ისინი და ღმერთი არ დაგვივიწყებს თავისი ნების ამ მცირე ნებაყოფლობით დათმენასაც კი, ნებისა, რომელსაც ტკივილი გამოხატავს".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:47 PM

"ყველა განსაცდელსა და მწუხარებაზე მოითხოვე მოთმინება: იგია კიდეც მათი მძლეველი".

/მამა იოსებ მღვიმელი (+1959)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2018, 05:03 PM

"მატრონა [მოსკოველი] ყველას სულიერ ძალთა მოკრებას მოუწოდებდა. ქალს, რომელმაც შესჩივლა, ნერვები მღალატობსო, მიუგო: "რა, ომში და ციხეში ნერვები არ არის? საჭიროა საკუთარი თავის მართვა, მოთმინება, მკურნალობა. სხეული სახლია, რომელსაც დროდადრო სჭირდება გარემონტება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2018, 08:24 PM

"ადამიანი მუდამ რაღაცის ძიებაშია და მოთმინება ყოველთვის სწორ გზას გვიჩვენებს. საერთოდ, ყველა საქმეში სასარგებლოა მოთმინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2018, 07:39 PM

"წმინდა სერაფიმე საროველი ბრძანებს: "რომ იცოდეთ, როგორი სიხარული, როგორი სიტკბოება ელის მართალთა სულებს ზეცაში, მაშინ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მადლობით დაითმენდით ყველანაირ მწუხარებას, დევნას და ცილისწამებას. მთელი ეს კელია მატლით რომ იყოს ავსებული და მთელი მიწიერი ცხოვრება გვიჭამდნენ ხორცს, მაშინ მთელი სურვილით უნდა დავთანხმებულიყავით, რომ არ მოვკლებოდით იმ ზეციურ სიხარულს, რომელიც განუმზადა ღმერთმა მოყვარულთა თვისთა".

"სულგრძელება და მოთმინება აქცევს ადამიანს ადამიანად"

/მამა იოანე კავსაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2018, 07:55 PM

"და მოთმინება არის სულის ტკივილის მოყვარულობა, სადაც ტკივილის მოყვარეობაა, ამოიძირკვება სიამოვნებისმოყვარეობა".

/წმიდა თაალასე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 09:15 PM

"მეოთხე სათნოებაა - მოთმინება, დედა ყველა სხვა სათნოებისა. მოთმინება არის მოკვდინება ცოდვისა, განშორება ვნებათაგან, დაწყება სულიერი ცხოვრებისა და გამოთხოვა საუკუნო სიკეთეებისა."

/ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 10:13 PM

"ეკლესია ტანჯვას უპირისპირებს მოთმინებას"

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 10:30 PM

"მცირე მოთმინებით შეიძლება მივიღოთ აღმატებული მადლი"

/იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2019, 07:57 PM

"ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები და დაბალი მოთმინების უნარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2019, 03:47 PM

"თუ ადამიანს არ აქვს მოთმინება, მისი ცხოვრება ტანჯვად იქცევა"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2019, 04:11 PM

"თუ ადამიანი ითმენს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება - უფალი ყველაფერს აწესრიგებს".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2019, 08:59 PM

"ყოველივე დაითმინე! ვისაც უფალი სჯის, მას იგი თავის ძედ მიიჩნევს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2019, 03:22 PM

"სნეული ხარ თუ უპოვარი, დაითმინე, არაფერს, გარდა მოთმინებისა, შენგან ღმერთი არ ითხოვს"

"თუკი მოითმენ მხნედ, მოუკლებლად იქნები კეთილი საქმის აღმსრულებელი"

/წმ. ნიკოდიმოს მთწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 11:43 AM

"შვილნო ჩემნო, მოუთმინეთ ურთიერთს. მე არ შემიძლია, ღმერთს შევთავაზო არც დიდი ღვაწლი, არც უდიდესი სათნოებანი, მაგრამ კადნიერად შევთხოვ მას: "უფალო, როგორც მე ვითმენ და ვიტან ახლობელთა ამდენ ახირებასა და უბედურებას, ასევე შენც ამიტანე". და მე მჯერა, რომ ის მითმენს".

/მამა ეპიფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 09:19 PM

"თუკი გსურს, მოიპოვო მოთმინება, მაშინ გმართებს, არ განერიდო იმ პირებს, საქმეებსა და გარემოებებს, რომლებიც განსაკუთრებით გაკარგვინებენ მოთმინებას. არამედ შეხვდი მათ სიხარულით, მტკიცე გადაწყვეტილებით – მინებდე მათ არასასიამოვნო ზეგავლენას, თუმცა წინასწარ უნდა განემზადო, რომ ეს ყოველივე ურყევი სულიერი სიმშვიდით დაითმინო. თუკი ასე არ მოიქცევი, ვერასოდეს დაიმკვიდრებ მოთმინების სათნოებას."

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:18 PM

"მაცხოვარი ამბობს - ვინც მოითმენს, დიდ მადლს მიიღებსო"

"მოთმინება და სიმშვიდე ღმერთთან ურთიერთობის აუცილებელი პირობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:33 PM

"თუ დაინახავ, რომ ერთად მცხოვრები ორი ძმა ერთმანეთთან მშვიდად არის, იცოდე, ერთ-ერთი მათგანი დაითმენსო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2019, 04:11 PM

"რამდენიმე წლის წინ, ერთი ბერი, რომელიც დიდად იტანჯებოდა სნეულებებით, ისე გარდაიცვალა, ერთიც არ დაუჩივლია.

ცოტა ხნის შემდეგ მისი მორჩილიც დასნეულდა და რაკი ადრე არასოდეს უავადმყოფია, ძლიერ შეშინდა და განსაკუთრებულად გაემზადა ერში იქიმებთან წასასვლელად, მაგრამ საღამოს სიზმარში ნახა თავისი მოძღვარი, რომელმაც უთხრა:

- შვილო, თუ გინდა, მე მომისმინე და ნურსად წახვალ, გამოიჩინე მოთმინება. აქ ჩემი საქმეებისაგან ვერაფერი სარგებელი ვნახე, ერთადერთი - სნეულებამ მარგო. დარჩი ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, დაითმინე ტკივილები და ამით დიდ სარგებელს ჰპოვებს შენი სული.

მაშინ მორჩილმა გაიხარა, გამხნევდა და მოთმინება გამოიჩინა. იმ დღიდან დიდ სიხარულს გრძნობდა ტანჯვაში, რადგან მისი გონება წმინდა მოწამეებთან სუფევდა და ხარობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 03:55 PM

"მოთმინება არის სიყვარული, და სიყვარულის გარეშე შეუძლებელია, მოთმინება გქონდეს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 10:21 PM

"თუ ქრისტესთან არ მივალთ, თუ არ მოვითმენთ, როდესაც უსამართლოდ გვევნება, გამუდმებით დავიტანჯებით."

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 02:48 PM

"უდრტვინველი მოთმინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 06:59 PM

"მტკიცე გული და მოთმინება იქონიეთ, და ერთმანეთის მიმართ თქვენი სიყვარული ყოველივეს სძლევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2019, 02:31 PM

"მოითმინე ყოველგვარი დამცირება, საყვედური, ბოროტმეტყველება და შევიწროვება სიმდაბლითა და მდუმარებით, არ გადაუხადო სამაგიერო არც საქმით, არც სიტყვით შენს შეურაცხმყოფელებს, არამედ მიბაძე ქრისტეს და ილოცე მათთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 08:58 PM

"სახეზე კი ულევი მოთმინება ეხატა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2020, 09:45 PM

"ბერი [ღირსი ამბროსი] ამბობდა: "ითმენდა მოსე, ითმენდა ელისე, ითმენდა ელია - დავითმენ მეც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 05:53 PM

"შენი მოთმინება არ უნდა იყოს გაუცნობიერებელი, ანუ უსიხარულო, არამედ გულისხმისყოფით იმისა, რომ ღმერთი ყველა შენს საქმეს მოიხილავს, შენს სულს ხედავს, როგორც ჩვენ ვუყურებთ სახეში საყვარელ ადამიანს... გიცქერს და გცდის: როგორი იქნები განსაცდელისას? თუკი დაითმენ, მისი საყვარელი იქნები, ხოლო თუ ვერ დაითმენ და იწუწუნებ, მაგრამ მოინანიებ, ... მაინც იქნები მისი საყვარელი".

/ღირსი ანატოლი ("უფროსი")/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 03:37 PM

"მოთმინება არის შეუწყვეტელი სულგრძელობა"

/ღირსი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 04:02 PM

"ჩვენთვის ყველაზე მთავარია მოთმინება და სიმდაბლე ვისწავლოთ. სიმდაბლით ჩვენ ყველა მტერს დავამარცხებთ, მოთმინებით კი - სულსა და ხორცზე მოქმედ ვნებებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2020, 08:30 PM

"დიდია მწუხარება, ამას ვეთანხმები, მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2020, 09:21 PM

"მრავალის დამთმენი ადამიანი მდიდარია გონებით"

/მამა კახაბერ მესხი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 04:05 PM

"რითი ვძლიოთ ტანჯვას? - მოთმინებით"

/წმ. სიმონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2020, 09:38 PM

"თუ მომთმენი ხარ, მუდამ სიხარულით ილოცებ"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2020, 06:28 PM

"მოთმინებით აღვასრულოთ ჩვენთვის განკუთვნილი ტვირთი, მარადის ვბაძვიდეთ რწმენისა და რჯულის სათავეს, ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 09:30 PM

"მუდამ უდიდესი მოთმინებით შეხვდით ცხოვრებისეულ სიძნელეებს"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 03:20 PM

"მოითმინე და უფლისაგან უხვ საზღაურს მიიღებ"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:48 PM

"უდიდესი სიბრძნე - მოთმინებაა!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 06:01 PM

"ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ?"

/სიბრძნე ზირაქისა/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)