თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ჯვარი

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Jan 4 2012, 04:03 PM

ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 4 2012, 04:31 PM

რატომ ვიწერთ პირჯვარს?

პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგარ ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე“ (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფს. 140, 2).

ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს. ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) „ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმრთისადმი“.

ტერტულიანე, რომელიც გარდაიცვალა 220 წელს, წერს: „მოციქულთა სწავლების თანახმად, ყოველი კეთილი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას, ყოველი გასვლისა და შემოსვლის დროს, ჩაცმისას, ბანაობისას, მაგიდასთან, კანდელთან, საწოლთან, სავარძელთან მისვლისას, მოკლედ, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჯვრის გადასახვით. ამით ისინი შთააგონებენ თავის მოწაფეებს, ხოლო მათი მეშვეობით – ყველა მორწმუნეს, რათა სარწმუნოების აღიარების ნიშნად, ჯვირს გადასახვით დაესვათ ბეჭედი სახეზე და მკერდზე“.


მარჯვენა ხელის სამი თითის (ცერა, საჩვენებელი და შუათითი) ერთად დაწყობით ჩვენ ვაღიარებთ წმიდა სამებას, ხოლო დარჩენილი ორი თითის ხელისგულზე დადებით – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას – კაცობრივს და ღვთიურს. პირჯვრის გადაწერისას ხელს მივიტანთ პირველად შუბლზე, მეორედ მუცელზე, მესამედ მარჯვენა მხარზე, მეოთხედ კი - მარცხენაზე, ამით გამოისახება ჯვარი, რომელზეც ეცვა ჩვენთვის უფალი იესო ქრისტე. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პირჯვრის გადაწერისას ჯვრის ქვედა ბოლო ზედაზე მოკლე არ გამოვიდეს, რომ ამობრუნებული ჯვარი არ გამოვისახოთ



პირჯვრის წერით, ჩვენ ასოებივით ვიწერთ სხეულზე ჩვენს სარწმუნოებას. ასეთი წეს-ჩვეულება უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა ქრისტეს ეკლესიაში, რაზეც მოწმობს კირილე იერუსალიმელი (IV ს.): „დიაღ არ გვრცხვენია ჯვრის გადასახვისა შუბლზე და ყველაფერზე“.

და რაც მთავარია, ჯვრის გადასახვისას, სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, ჩვენ ვაკურთხევთ ყოველს ჩვენს კეთილ საქმეს და ვიცავთ თავს ბოროტისაგან.

ამიტომაც ცდილობს ეშმაკი, სხვადასხვა სექტების მეშვეობით დაგვაეჭვოს ჯვრის გადასახვის მართებულობაში და ამით გაგვაგდებინოს ხელიდან ის მძალვრი იარაღი, რომელიც არ აძლევს მას საშუალებას ჩვენი მოჯადოებისა და შეპყრობისა.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 4 2012, 05:07 PM

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ჯვრის თაყვანისცემისათვის


დღეს ეკლესიაში იგალობება საგალობელი: ჯვარსა შენსა თაყჟანსა ვსცემთ მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ. ჯვარი და აღდგომა! ერთი შეხედვით მათ შორის რა კავშირი უნდა არსებობდეს. ჯვარი, ვიდრე მასზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაეკვრებოდა, ყველაზე სამარცხვინო იარაღი იყო წამებისა და სიკვდილისა. ჯვარზე სიკვდილი იმდენად სამარცხვინოდ ითვლებოდა, რომ თუ ადამიანს რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, რაც არ უნდა დიდი დამნაშავე ყოფილიყო, მისი ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა, ამიტომაც იყო, რომ პეტრე მოციქული რომში ჯვარზე გააკრეს, ხოლო პავლე მოციქულს, რომელსაც რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, თავი მოჰკვეთეს.

ჯვარი და აღდგომა მართლაც ორი უკიდურესობაა, ერთი დამცირებას, ტანჯვას, სიკვდილს გულისხმობს, მეორე დიდებით აღდგომასა და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას, უფალმა იესო ქრისტემ ჯვარი და აღდგომა ერთმანეთთან დააკავშირა და შეაერთა, ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჯვარი იმგვარ უძლეველ იარაღად იქცა, რომელსაც ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს. ამიტომაცაა, რომ ყოველი მღვდელმოქმედება, ყოველი საიდუმლო და ყოველი ლოცვა, რომელიც ეკლესიაში სრულდება, ჯვრის გამოსახვით იწყება და მთავრდება. მაგრამ არის ჯვარი ქრისტესი და არის ჯვარი ადამიანისა, არის ჯვარი ხილული და არის ჯვარი უხილავი. საინტერესოა, რა კავშირშია ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვართან.

ყოველ ადამიანს, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა იგი, თავისი ჯვარი აქვს, რომელსაც ღმერთი აძლევს. მაგრამ ჯვარი, რომელიც არაა დაკავშირებული ქრისტეს ჯვართან, ადამიანს ვერ აცხოვნებს. მართალია, ამ ჯვრის ზიდვისას, რომელიც თანდათან მძიმდება და აუტანელი ხდება, ადამიანი ფრიად იტანჯება, წვალობს, განიცდის, მაგრამ ამ დროს იგი უგვირგვინო მოწამეა, რადგან ამ ტანჯვა-წამებისათვის ღვთისგან გვირგვინს ვერ მიიღებს. ამიტომ ჩვენი ჯვარი აუცილებლად ქრისტეს ჯვარს უნდა დავუკავშიროთ. აი, რას ბრძანებს ამის შესახებ უფალი ჩვენი: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე (მარკოზი 8,34). როგორც ვხედავთ, უფალი კი არ გვაიძულებს, რომ აუცილებლად შევუდგეთ მას, არამედ თავისუფალი არჩევანის უფლებას გვაძლევს, როცა ამბობს: რომელსაც ნებავს, ე.ი. სასუფეველი ან ჯოჯოხეთი ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ და ჩვენს ცხონებაში მონაწილეობა ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ.

შემდეგ: მოწოდება უფლის: უარყავ თავი შენი, იმ ცოდვების უარყოფას ნიშნავს, რომელიც ადამიანის სულს ზღუდავს და მასში ღვთის ხატს ამცირებს. ვინც ცოდვებს არ შეებრძოლება და არ უარყოფს, ის ვერც იმ ჯვარს აიღებს, რომელიც ქრისტეს ჯვართან იქნება დაკავშირებული.

მაშასადამე, ადამიანის სული რომ გადარჩეს, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მას თვითონ ჰქონდეს სურვილი ამისა ანუ ღვთის შედგომისა, მეორე პირობას საკუთარი თავის უარყოფა ანუ ცოდვების დაძლევა წარმოადგენს, რაც საკუთარ თავში ეგოისტური მისწრაფებების ჩახშობასა და მადლის მოპოვებას გულისხმობს. ერთი დიდი მამა ამბობდა, რომ ადამიანი, რომელიც ქრისტეს თუნდ სულ მცირე მადლს მოიპოვებს, თვითონაც ცხონდება და მის გარშემო მყოფ მრავალ ადამიანსაც აცხოვნებსო. მადლმოსილი კი ისაა, ვისაც შეუძლია დამნაშავეს აპატიოს, დაჩაგრული შეიბრალოს, წაქცეულს ასადგომად ხელი გაუწოდოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ადამიანის გული ტაძარი სულისა წმიდისა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც მადლს ვერ მოიპოვვბს, მას ვერავითარი ლოცვა და მარხვა ვერ უშველის და მის გულში უფალი, რომელიც სიყვარულია, ვერ დამკვიდრდება,

მესამე პირობას სულის გადარჩენისა ჯვრის აღება წარმოადგენს, ოღონდ ეს ჯვარი საკუთარი უნდა იყოს. მიაქციეთ ყურადღება, რას გვეუბნება უფალი, აღიღენ ჯუარი თჳსი, ე.ი. შენი და არა სხვისი. შეგახსენებთ, რომ ჯვარში ის განსაცდელი იგულისხმება, რომელიც ადამიანს ცხოვრების გზაზე ხვდება. ძალიან ხშირად ჩვენ გვეჩვენება, რომ სხვისი ცხოვრების გზა ნაკლებად ეკლიანია და სხვისი განსაცდელი შედარებით მსუბუქი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ყოველ ჩვენგანს იმ ჯვარს აძლევს, რომლის ზიდვაც ჩვენს ძალას არ აღემატება.

თუ ჩვენი ერის წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იმ დღიდან, რაც საქართველოში კვართი უფლისა იქნა მოტანილი და რაც ჩვენმა ხალხმა მოციქულთა ქადაგება მოისმინა და ქრისტეს გზას შეუდგა, უფალმა მას ჯვარი მისცა, რომელსაც დღესაც ეზიდება. თითქოს ეს ჯვარი განსაკუთრებით მძიმე იყო, მაგრამ იგი ერთადერთია, რომელმაც საქართველო გადაარჩინა, კვლავაც გადაარჩენს და აღდგომამდე და ამაღლებამდე მიიყვანს,

ზოგიერთს ეგონა, რომ საქართველოს გზა გოლგოთით დამთავრდებოდა, მაგრამ შეცდა. ღვთის მადლით, გოლგოთის გზის დასრულების შემდეგ მას აღდგომა და სულიერი ამაღლება ელოდება.

ჯვრის თაყვანისცემის დღეს განსაკუთრებით უნდა ვსთხოვოთ ჯფალს, რომ ჯვრის ზიდვაში შეგვეწიოს, რათა შუა გზაში არ დავრჩეთ, იგი ბოლომდე მივიტანოთ და აღდგომისა და ამაღლების ღირსნი გავხდეთ.

დღეს წაკითხულ სამოციქულოში, სახელდობრ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-4 თავში პავლე მოციქული ყოველ ქრისტიანს მოუწოდებს: მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდარსა მას მადლისათა, რათა მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოვოთ მადლი ჟამსა შეწყნარებისასა. რა შესანიშნავი სიტყვებია. მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდარსა მას მადლისათა, მაშასადამე, რწმენას გულში ფარულად კი არ უნდა ატარებდე, არამედ განცხადებულად, რათა ყველამ დაინახოს, რომ ქრისტიანი ხარ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებ მადლსა ღვთისასა.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!

16 სექტემბერი, 1985 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.

http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/skhva/jvari.htm


რატომ ვცემთ თაყვანს ჯვარს?

http://www.orthodoxy.ge/apologetika/sadziebeli/sadziebeli7.htm

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 4 2012, 09:11 PM

ციტატა
ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა

რატომ იგდებ თავს ცოდვაში და რატომ სწამებ ცილს წმ.ნიოს?
არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი იმის დასტურად,რომ წმ.ნინომ ჯვარს დიზაინი შეუცვალა.ამიტომ ჯერ დაფიქრდი მეგობარო,გაიგე და შემდეგ წამოაყენე ბრალდება.
რაც შეეხება წმ.ნინოს ჯვრის დახრილ ფრთებს,ეს თავად მას კი არ გაუკეთებია ასე,არამედ შემდგომში დაემართა ჯვარს.(იგი იყო გატაცებული,დაკარგული,შემდეგ ისევ იპოვეს და.ა.შ.)

და ჯვრისა და სარწმუნოების ურთიერთდამოკიდებულება არ გამოჩენლა მხოლოდ ახალ აღთქმაში.
იგი ძველ აღთქმაშიც ჩანს,ოღონდ უფრო მკაფიო გამოხატულება მიიღო ახალი აღთქმის წიგნებში.(როგორც სამების შესახებ სწავლებამ)

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jan 4 2012, 09:11 PM

ციტატა(peritoniti @ Jan 4 2012, 04:03 PM) *

ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა


წმინდა ნინო - დიზაინერი?!

საღოლ შენ.

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Jan 4 2012, 09:36 PM

და რატო იმაზე არაფერი გითქვამთ - ჯვარი ძველ აღთქმაშიც ყოფილა მოხსენიებულ, მას თურმე ქრისტეს მოსვლამდეც ჰქონდა პატივისცემა და აღიარება და თვითონ ქრისტე თუ სცემდა თაყვანს ჯვარს? პირჯვარს იწერდა? თავის მოწაფეებს ჯვარს გადასახავდახოლმე?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 4 2012, 09:39 PM

peritoniti
პოსტები(თავისი ლინკებითურტ) თუ წაიკითხე მაინც რაც ზემოთ ეწერა?

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Jan 4 2012, 09:58 PM

ikanosi
კი. როგორც ჩანს მე არ აღმოვჩნდი ისეთი განათლებული რომ ყველაფერი ეს გამეგოდა. მოდი აბა შენ ამიხსენი ცოტა გლეხური და ბავშვური ენით, მოკლედ და კონკრეტულად. მითუმეტეს მე ისეთ შეკითხვას ვსვამ რომ ერთი - კი ან არა დააკმაყოფილებდა ჩემ შეკითხვას. იწერდა ქრისტე პირჯვარს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 4 2012, 10:38 PM

ციტატა
. მოდი აბა შენ ამიხსენი ცოტა გლეხური და ბავშვური ენით, მოკლედ და კონკრეტულად.

ჯვრის გლეხური და ბავშვური ახსნა ასეთია:ქართველი გლეხის ქალი მჭადს როდესაც აცხობდა ზედ ჯვარს აკეთებდა.ხოლო ბავშვები თამაშისას ხის ფარზე ჯვარს ამოკაწრავდნენ ხოლმე.
აი აქ იწყება და აქ მთავრდება ჯვრის გლეხური ახსნა.
ხოდა თუ რამეს ვერ იგებ ჩემო მეგობარო ჯვრის შესახებ მაშინ საფუძვლიანად ვისაუბროთ,არგუმენტირებულად და არა მდაბიო ენით.
დავიწყებ ორი კითხვით.(ამაზე პასუხები დამეხმარეება შენთან საუბრის გაგრძელებაში)
1-რატომ დასწამე ცილი წმ.ნინოს რომ მან ჯვარს დიზაინი შეუცვალა?

2-გწამს თუ არა ის,რომ იესო გააკრეს ჯვარზე.(და არა ძელზე ან.ა.შ.)

3-რამდენად მნიშვნელოვანი და სარწმუნოა შენთვის სახარების გარდა ახალი აღთქმის სხვა კანონიკური წიგნები(აპოკრიფებს და არაკანონიკურებს არ ვგულისხმობ),როგორებიცაა ,,საქმე მოციქულთა,ეპისტოლეები და.ა.შ)

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Jan 4 2012, 10:57 PM

ციტატა(A.V.M @ Jan 4 2012, 10:38 PM) *

დავიწყებ ორი კითხვით.(ამაზე პასუხები დამეხმარეება შენთან საუბრის გაგრძელებაში)
1-რატომ დასწამე ცილი წმ.ნინოს რომ მან ჯვარს დიზაინი შეუცვალა?

2-გწამს თუ არა ის,რომ იესო გააკრეს ჯვარზე.(და არა ძელზე ან.ა.შ.)

3-რამდენად მნიშვნელოვანი და სარწმუნოა შენთვის სახარების გარდა ახალი აღთქმის სხვა კანონიკური წიგნები(აპოკრიფებს და არაკანონიკურებს არ ვგულისხმობ),როგორებიცაა ,,საქმე მოციქულთა,ეპისტოლეები და.ა.შ)

1. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, წმინდა ნინოს ჯვარი არის ტოტებ დახრილი, განსხვავდება ჩვეულებრივი ჯვარისაგან (მაპატიე ახლა თუ ტერმინებს სწორად ვერ ვამბობ, იმედია ამაზე არ გამომეკიდები). მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, ვერ გავბედავდი სახეცვლილი ჯვარით დამეწყო ქადაგება და ასეთი ჯვარი მეტარებინა.კი, ვიცი რომ ეს ჯვარი მას უფალმა მისცა. დაეძინა და გაღვიძებისას ხელში ეჭირა. იგივე რო მე დამმართნოდა, კი ამას უფლის ნიშნად მეც მივირებდი, მეც ვიქადაგებდი. იმ ჯვარსაც საპატიოდ შევინახავდი, მაგრამ ასეთი სახეცვლილი ჯვარის ტარებას და მის პოპულარიზაციას (მაპატიეთ კიდევ ერთხელ თუ ტერმინი სწორად ვერ შევარჩიე) არ, და ვერ გავბედავდი. წმინდა ნინოს რო თავი დავანებოთ, კარგი ნინოს შეიძლება ქონდა უფლება, მაგრამ აი მერე ხო გაჩნდა კიდე ბოლნისის ჯვარი, ანუ ტოლმხრებიანი? მე ვერ მივცემდი თავს უფლებას ასეთი რამე გაეკეთებია!
2. კი, ეს მწამს. ყოველშემთხვევაში არაფერი მაქ ამასთან საწინააღმდეგო.
3. რაც შეეხება ამ მესამე შეკითხვას მე კარგად ვერ მივხდი შენ აქ რას გულისხმობ. არვცი იმ ტერმინების მნიშვნელობა რაც შენ შეკითხვაში ახსენე. ალბათ მაინც ასე ითქმის რომ ნაკლებმნიშვნელოვანია, რადგან მათი გაცნობისას მე გამიჩნდა რაღაც შეკითხვები რაზეც პასუხები არავინ მომაწვდინა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 4 2012, 11:11 PM

შენი ბოლო პოსტი სამწუხაროდ სრულად არ გაიხსნა ჩემთან.ამიტომ რაც დაწერე იმაზე გეტყვი,რომ წმ.ნინოს დახრილფრთებიანი ჯვრით არ დაუწყია ქადაგება.მის ჯვარს შემდგომში მოუვიდა ასე.
მე სიტყვებზე კი არ გეკიდები,უბრალოდ ცილისწამები წინააღმდეგი ვარ.მით უმეტეს წმინდანის...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 4 2012, 11:11 PM

A.V.M
კი როდესაც მტერმა ჯვარი საქართველოდან გაიტანა ჯვარმა მხრები მოხარა smile.gif

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Jan 4 2012, 11:14 PM

ციტატა(toka@ @ Jan 4 2012, 11:11 PM) *

A.V.M
კი როდესაც მტერმა ჯვარი საქართველოდან გაიტანა ჯვარმა მხრები მოხარა smile.gif

კი ბატონო. ეს გასაგებია. მე როგორც წამიკითხავს და მასწავლეს თავიდანვე ასეთი ჯვარი იყოო. თუკი ეგრეა არაფერი მაქ საწინააღმდეგო. ეს გასაგებია. დიდი მადლობა!

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 4 2012, 11:16 PM

peritoniti
თავიდანვე ეგრე არ ყოფილა smile.gif არაფრის smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 4 2012, 11:20 PM

ციტატა
აი მერე ხო გაჩნდა კიდე ბოლნისის ჯვარი, ანუ ტოლმხრებიანი? მე ვერ მივცემდი თავს უფლებას ასეთი რამე გაეკეთებია!

მზის სიმბოლიკაზე თუ გსმენია რამე?
ციტატა
. კი, ეს მწამს. ყოველშემთხვევაში არაფერ მაქ ამასთან საწინააღმდეგო.

რატომ შეგეკითხე ეხლა ეს.შენ წერდი ზემოთ:
ციტატა
მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე?

ეს არის პროტესტანტული დამოკიდებულება ჯვრისადმი.და ამას ამბობენ რასელისტები.ნახე აბა:,,იარაღი რომელზეც იესო გააკრეს,სულაც არ არის თაყვანსაცემი.მას ზიზღით უნდა ვუყურებდეთ."(საგუშაგო კოშკი.1-11)
ისინი ასევე ამბობენ,რომ ჯვარზე არ გააკრეს იესო არამედ ძელზეო.ხოდა მაინტერესებდა რამდენად იყო შენში რასელიზმის მოტივები.
ციტატა
რაც შეეხება ამ მესამე შეკითხვას მე კარგად ვერ მივხდი შენ აქ რას გულისხმობ. არვცი იმ ტერმინების მნიშვნელობა რაც შენ შეკითხვაში ახსენე. ალბათ მაინც ასე ითქმის რომ ნაკლებმნიშვნელოვანია, რადგან მათი გაცნობისას მე გამიცნდა რაგაც შეკითხვები რაზეც პასუხები არავინ მომწვდინა

უფრო დავკონკრეტდები.იესოს შესახებ უამრავი სწავლებაა.ჩვენმა რწმენამ ისინი კანონიკურად და არაკანონიკურად დაყო.
მაგალითად ახალი აღთქმა არის კანონიკური.იქ გარდა 4 სახარებისა აგრეთვე არის საქმეები,ეპისტოლეები და აპოკალიფსი.
ხოდა მაინტერესებს ამ წიგნებს თუ ენდობი შენ?

ციტატა

კი ბატონო. ეს გასაგებია. მე როგორც წამიკითხავს და მასწავლეს თავიდანვე ასეთი ჯვარი იყოო. თუკი ეგრეა არაფერი მაქ საწინააღმდეგო. ეს გასაგებია. დიდი მადლობა!

აგაშენა ღმერთმა მეგობარო.
მგონი ერთი საკითხი უკვე ბუნდოვანი აღარაა.სხვებზეც ვისაუბროთ ნელ-ნელა.

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Jan 4 2012, 11:29 PM

A.V.M
აბა გისმენ, გავაგრძელოთ, სანტერესოა შენთან საუბარი. მზის სიმბოლოზე რას იტყვი? სახარებები კი წამიკითხავს, ეპისტოლეები და აპოკალიფსის შესახებ ალბათ მეცდინება მარა თუ ამ ტერმინების ქვეშ იმალება ეს არ ვიცი. რას გულისხმობენ იქნებ მითხრა ესეც. ჩავთვალოთ რომ არ ვიცი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 4 2012, 11:45 PM

ციტატა

აბა გისმენ, გავაგრძელოთ, სანტერესოა შენთან საუბარი

სიამოვნებით.სასიამოვნოდ ვითარდება სიტუაცია.
რაც შეეხება მზის სიმბოლიკას.ალბათ იცი,მაგრამ მე მაინც ვიტყვი.
მოგეხსენება რომ ჩვენი დიდი წინაპარი ქართლოსი ბიბლიური ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი იყო.თუმცა შემდგომში ეს წარმართობამ შეცვალა.კონკრეტულად კი ქართველები თაყანს სცემდნენ მზეს,მთვარე და ვარსკვლავებს.ალბათ გსმენია ეს ლექსიც:
,,მზე დედაა ჩემი,მთვარე მამაჩემი,წვრილ-წვრილ ვარსკვლავები,და და ძმაა ჩემი."
მოგვიანებით როდესაც უკვე ჩვენთან დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება,ბარის მოსახლეობამ მეტ-ნაკლებად მიიღო იგი.მაგრამ მთის მოსახლეობა უარზე იდგა.ამის გამო ქართველი იერარქები შეეცადნენ,რომ წარმართობა დაეკავშირებინათ მართლმადიდებლობასთან და ისე მოექციათ ისინი.რის გამოც ქრისტიანთა უმაღლესი კრძალვის ობიექტს დაუკავშირეს მათი უზენაესი ღვთაება მზე.და მივიღეთ ბორჟღალი.(გნებავს ბოლნური ჯვარი)
ალბათ იცი ფაშისტების სიმბოლო ხომ?ეგეც მზიდან მოდის.და გარკვეულ კავშირშია ბორჟღალთან.
თავად წმინდა მამებიც ხშირად ადარებდნენ ღმერთს მზე.(თუნდაც სამების ახსნა)
ეხლა უშუალოდ ბოლნურ ჯვარზე გეტყვი.ნებისმიერი ჯვარი რომ დაატრიალო სწრაფად წრეწირზე,მიიღებ ისეთ გამოსახულებას როგორიცაა ბოლნურ ჯვარზე.
შემდგომში ეს გამოსახულება ჩასვეს რგოლში.რგოლი კი არის როგორც მზის სიმბოლო.აგრეთვე ქრისტიანულად მარადიულობის სიმბოლო.(წრის სიმბოლიკაზეც ვისაუბროთ მერე თუ გინდა)ალბათ იცი,რომ მართლმადიდებლები დანიშვნის დროს წყვილებს ბეჭდებს აძლევენ(ე.წ.კალიცო)რაც არის მარადიულობის სიმბოლო,და სურთ რომ წყვილის სიყვარულიც ასევე მარადიული იყოს.
ასე რომ მანდ ჯვარი კი არ შეცვალეს,არამედ სხვა კუთხით დაგვანახეს.

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Jan 5 2012, 01:02 PM

A.V.M

ციტატა
ასე რომ მანდ ჯვარი კი არ შეცვალეს,არამედ სხვა კუთხით დაგვანახეს

კარგი, დიდი მადლობა. მოდი ჩავთვალოთ რომ ჯვრის დიზაინის თემა ამოვწურეთ. ახლა იქნებ ის ამიხსნა, თვითონ ქრისტე თუ იწერდა პირჯვარს, და თუ საუბრობდა ჯვრის შესახებ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2012, 03:21 PM

ციტატა
მოდი ჩავთვალოთ რომ ჯვრის დიზაინის თემა ამოვწურეთ

ერთ რამეზე შევთანხმდეთ.რაიმე კონკრეტულის შესახებ რომ დავიწყებთ საუბარს მივიყვანოთ იგი ბოლომდე და არ გამოვიენოთ:,,ვთქვათ",,ჩავთვალოთ",,ალბათ"და.ა.შ
თუ რაიმე გაუგებარი იქნება მაშინვე ვთქვათ,რომ შემდეგ არაფერი იყოს უცხო.
ციტატა
ახლა იქნებ ის ამიხსნა, თვითონ ქრისტე თუ იწერდა პირჯვარს, და თუ საუბრობდა ჯვრის შესახებ?

ცოტა შორიდან მოვუვლი შენის ნებართვით რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს.
ადამიანი სამოთხიდან გამოიდევნა ქალის მიერ ხის ნაყოფის მიღების შემდეგ ხომ?და უნდა მოვლენილიყო მხსნელი.რომელიც იშვებოდა მდედრობითი სქესიდან და ისევე ხის ნაყოფით მისცემდა საშუალებას ადამიანს სამოთხეში,რომ დაბრუნებულიყო.
ჯვრის შესახებ მინიშნებები გვაქვვს ძველ აღთქმაშიც.(მაგ:10 მცნება.რომლითაც ჯვარი გამოისახება,აგრეთვე ებრაელები ამალეკს მხოლოდ მაშინ ამარცხებდნენ,როდესაც მოსე ხელებს ჯვრის სახით აღაპყრობდა და.ა.შ.)თუმცა იმდენად იდუმალი იყო ძველი აღთქმის კაცისთვის ჯვრის მიერ ადამიანის ხსნა,რომ პირდაპირ არსად წერდა ამას.
რაც შეეხება ქრისტეს და ჯვარს.უფალი ჯვრის შესახებ საუბრობდა ხოლმე მოწაფეებთანაც:,,მაშინ ჰრქუა მათ იესო:რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა,უარყავნ თავი თვისი,აღიღენ ჯვარი თვისი და სემომიდეგინ მე."(მთ.16-24)
აგრეთვე სხვაგან:,,წარვედით და მოიმოწაფეთ ყოველნი და თაყვანის სცემდით მათ:სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა."მაგრამ აქ იბადება კითხვა,თუ რატომ არ წერდა თავად უფალი თავის მოწაფეებს ჯვარს,ამაზე კი პასუხი ძალიან მარტივია:იმიტომ რომ მის გოლგოთამდე ასვლამდე ჯვარს არ ქონდა ის გამომხსნელი და წარმართთა საცოფებელი ძალა,რომელიც ჯვარცმის სემდეგ მიიღო.
მე გითხე როგორი დამოკიდებულება გაქვს ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნებთან მეთქი.და ეხლა ვიტყვი თუ რატომ.
უფალმა დაავალა მოწაფეებს,რომ მოენათლათ ხალხი,მაგრამ არ უთქვამს ზუსტი ,,ტიბიკონი",ნათლობის შესახებ ზუსტ სწავლებას უკვე მოციქულები გვაძლევენ.
უფალმა დაუტოვა ხალხს ზიარება,მაგრამ არა ის თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო წირვა.წირვის მსვლელობაზე კი პირველ ცნობებს გვაწვდის უკვე იაკობ მოციქული,ხორციელი ძმა უფლისა.შემდგომში სხვა მოციქულები.
აგრეთვე ჯვრის სესახებ.გამომდინარე იქიდან,რომ მას შემდეგ,რაც ჯვარმა მიიღო ის ძალა რაც ეხლა აქვს,იესო მიწაზე აღარ იმყოფებოდა ხორციელად,ასე რომ ვერც მოციქულებს გადასწერდა ხილულად პირჯვარს.მაგრამ ღმერთმა სულიწმინდის მეშვეობით დააწერინა მოციქულებს სწავლება ჯვრის შესახებ,რომელიც მრავლადაა ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნებში.

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Jan 5 2012, 03:29 PM

ძალიან კარგი და საინტერესო. გასაგებია ქრისტეს დამოკიდებულებაც ჯვართან. ჯვარი, ტვირთი რომელიც ქრისტემ აიღო თავის თავზე, როგორც ამას მორწმუნენი ამბობენ, ხომ შეიძლება ასეთივე ლოგიკა დავინახოთ იუდაშიც? ისიც ერთგვარი ტვირთი იყო რომელიც ქრისტემ იტვირთვა. თვითონ აირჩია ის მოწაფეც. და რომ არა უდა ალბათ არც ჯვარცმა მოხდებოდა. ამიტომ ასეთი ლოგიკით რაღაც პატივს იუდასაც ხომ უნდა მივაგებდეთ? რატომ მკაცრად უკუაგდო და უარყო რელიგიამ იგი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2012, 04:05 PM

ციტატა
ხომ შეიძლება ასეთივე ლოგიკა დავინახოთ იუდაშიც?

თავად იუდათი შეიძლება უამრავი რამე დავინახოთ.
1-უფალმა დაგვანახა,რომ მის გვერძე მყოფმა სასიკვდილოდ გაიმეტა იგი და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ რომელიმე სასულიერო პირი რამე ცოდვას ჩაიდენს.
2-უფალმა დაგვანახა რომ უმთავრესი ის კი არაა თუ ვისთან და რა წრეში ტრიალებ,უმთავრესია შენ როგორი ხარ.და შენს საქციელზე აგებ პასუხს.
ჭკვიანი კაცი ჩანხარ და ერნესტ ჰემინგუეის ეს ფრაზა გემახსოვრება:,,ნუ იფიქრებ ადამიანზე მხოლოდ მისი მეგობრებით.არ დაგავიწყდეს იუდას ყველა მეგობარი უმანკო იყო."
3-უფალმა დაგვანახა, იუდასა და პეტრეს დაპირისპირებით,რომ ნებისმიერი ცოდვის მოტევება შეიძლება გულწრფელი სინანულით.
4-უფალმა დაგვანახა,რომ დაბრკოლებისაგან გაქცევა და თავის მოკვლა ეს ლაჩრობა და ცოდვაა.ამის სანაცვლოდ უნდა გვქონდეს წრფელი სინანული და.ა.შ.
ციტატა
რომ არა უდა ალბათ არც ჯვარცმა მოხდებოდა

ჯვარცმა აუცილებლად მოხდებოდა.რადგან იესო ქრისტეს ამ სოფლად მოსვლის მთავარი მიზეზი,სწორედ მისი თავგანწირვა იყო კაცობრიობისთვის.
იუდა რომ არა მაშინ სხვა იქნებოდა მის ადგილზე.
ციტატა
თვითონ აირჩია ის მოწაფეც

ნამდვილად.მიუხედავად იმისა,რომ უფალმა იცოდა მისი ავო ზრახვების შესახებ თავისთან მიიღო.რადგან როგორც თავად ამბობს:,,ჯანმრთელებს კი არ სჭირდებათ მკურნალი,არამედ ავადმყოფებს."
ციტატა
ამიტომ ასეთი ლოგიკით რაღაც პატივს იუდასაც ხომ უნდა მივაგებდეთ?

იუდას შესახებ სახარებაში ძალიან მწირი ცნობები გვაქვს.სამაგიეროდ აპოკრიფებიდან ვიცით ბევრი რამ.
კერძოდ:მან შეირთო ცოლად საკუთარი დედა,მოკლა მისი ცოლი,მოკლა საკუთარი მამა,საკუთარი ვაჟი.
ამას დავუმატოთ უფლის გაცემა და ყოველივე ამის შემდეგ არა სინანული არამედ თავის ჩამოხრჩობა.
ეხლა გეკითხები რომელი ლოგიკით უნდა მივაგოთ ჩვენ მართლმადიდებლებმა იუდას პატივი?
ციტატა
რატომ მკაცრად უკუაგდო და უარყო რელიგიამ იგი?

რელიგიამ კი არ უკუაგდო იუდა.არამედ თავად იუდამ უკუაგდო საკუთარი თავი რელიგიისგან

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2012, 04:37 PM

თუ დაგაინტერესებს იმასაც გეტყვი,რომ აპოკრიფებზე დაყრდნობით ის ჯვარცმული ავაზაკირომელმაც იესო უარყო იყო იუდა ისკარიოტელის ძე.

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Sep 20 2012, 01:56 PM

ციტატა
ამას დავუმატოთ უფლის გაცემა და ყოველივე ამის შემდეგ არა სინანული არამედ თავის ჩამოხრჩობა.

მე ასე წამიკითხავს იუდაზე - "მან ვერ აიტანა ამოდენა ცოდვის ტარება და თავი ჩამოიხრჩო". ამიტო მე პირიქით, ვიტყოდი, მან თავი ჩამოიხრჩო იმიტომ რომ, პირიქიტ, სინდისმა და სინანულმა შეაწუხა, დარდი დააწვა, გააცნობიერა თავისი დანაშაული და ინანა! სწორედ ამიტომ ჩამოიხრჩო თავი, თორე (მაპატიოს უფალმა გამოთქმისათვის) ფეხებზე რომ დაეკიდებია მისის საქციელი არც თავის მოკვლის სურვილი გაუჩნდებოდა და ჩვეულებრივ გააგრძელებდა ცხოვრებას! ამ თვით მკვლელობით მან საკუთარ თავს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა და მე ამას ცოდვის მონანიებად უფრო ჩავუთვლი და არა მორიგ დიდი ცოდვად! ამიტომ, ხშირად მითქვამს, თვითმკვლელობა, ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც, სულაც არაა ცოდვა და ურწმუნოება. პირიქით, დიდი რწმენა და ვაჟკაცობა შეიძლება იყოს!

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 20 2012, 10:08 PM

peritoniti
არა, ეს სინანული, რაც იუდამ აჩვენა, არ იყო სათნო და ღვთისმიერი... სატანისეული "სინანული" იყო, უმაღლეს ამპარტავნებასა და სიამაყესთან შერეული, სასოწარკვეთა რომ მოაქვს და უიმედობა...

ეს სინანული ასეთია: "ეს რა გავაკეთე, მე როგორ მომივიდა ეს და ა.შ" (ანუ თითქოს ვინმე იყო შენ, ადამიანო - ზოგადად ვამბობ.)

ნამდვილი სინანული კი ამბობს: "უფალო, ნაგავი ვარ, სხვა ხომ არაფერია ჩემგან მოსალოდებელი, მაპატიე, რომ შენ შეგაწყინე ჩემი თავი და გული გატკინე. იმედი მაქვს, შენი შეწევნით დაიძლევა ჩემში ცოდვა და შენთან ვიქნები."

ასე, რომ იუდას სინანული დიდი ცოდვაა... რადგან მთლიანად, როგორც ღრუბელი, გაჟღენთილია უიმედობით, სასოწარკვეთით, ღვთის განუზომელი მოწყალებისადმი ურწმუნოებით... აი, ხომ გამოვიდა ურწმუნოებაც და ცოდვაც.

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Sep 21 2012, 10:16 AM

აკაკი
მესმის რასაც ამბობ. მაგრამ ასე მგონია, ჩვენ, იუდაზე გაღიზიანებულები ძალით ვცდილობთ ყველაფერი მისი უარყოფითად შევაფასოთ. რატომ შენეული ხედვაა სწორი და არა ჩემეული? არის ბიბლიაში რაიმე ისეთი რაც დაიცავდა შენს ამ განმარტებას? ვფიქრობ ასეთი ამპარტავანი კაცი, რომელსაც ეგეთი სინანული აწუხებს ვერ შეძლებდა თავის მოკვლას. თან იცი რა, ბიბლიაში არის, იუდა მიდის ფარისევლებთან და ეუბნება "მე შევცოდე უდანაშაულო სისხლი რომ გადმოგეცით, აიღეთ უკანვე თქვენი ჭუჭყიანი ფული" ანუ ეს სიტყვები ალბათ ასეთ სინანუსლ უფრო ადასტურებს - "ნაგავი ვარ". "ეს როგორ მომივიდა" ასეთი სინანულით ალბათ ფულს არ დააბრუნებდა ადამიანი! და ასეთი სიამაყის სინანული, დანაშაულს არ აღიარებდა. შეეცდებოდა მის გამოსწორებად მაგრამ სააშკარაოდ თავის დანაშაულს არ აღიარებდა!

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 21 2012, 01:49 PM

peritoniti

არა მეგობარო, ჩემეული ხედვა არ დამიწერია... ეამას ამბობს ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დააფუძნა მაცხოვარმა და სწორედ იმ მოციქულებმა ააღორძინეს, რომელთა შორისაც ოდესღაც იუდასაც მოუწოდა მაცხოვარმა... ასე რომ ეკლესიამ ეს იცის, ვინ და როგორ... საერთოდ, როდესაც საეკლესიო, საღვთისმეტყველო საკითხებზე ვსაუბრობთ ყველანაირი პირადი მოსაზრება უნდა გამოირიცხოს... არც ჩემი, არც შენი, არც სხვისი, არამედ მთავარია რას ასწავლის ეკლესია.

ღმერთმა ყველა დაიფაროს დიდი ამპარტავნებისა და სიამაყისაგან (რადგან ჩვენც ვართ ასეთები იმიტომ დავწერე "დიდი", თუმცა არც ჩვენ ვართ სახარბიელოდ), თქვენ თუ იცნობთ ადამიანს ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, ან როდესმე ჰქონია ასეთი ბრძოლა, ის დაგიდასტურებთ - რა აზრები, ზრახვები ტრიალებს ამ დროს ადამიანის გონებაში. ჩემი ნახევარი ბეწვის სისხო გამოცდილებიდანაც ვიცი ეს.

ეს სააშკარაო აღიარება არ ყოფილა. თუ იუდას დანაშაულის აღიარება უნდოდა ის ფარისევლებთან კი არა უფალთან მივიდოდა, მას ჰქონდა ამის დროცა და საშვალებაც.. მივიდოდა დედა მარიამთან, მოციქულებთან.. იმ წმინდა კრებულში გამოთქვამდა თავის სინანულს და არა მტერ ფარისევლებთან.. იტირებდა ღვთის წინაშე. და საერთოდ, ფარისევლებთან სულ ტყუილად მივიდა, არ იცოდა რა ექნა, ფულის მიცემაც უბრალოდ სიტყვები იყო.

აი წმ. იოანე ოქროპირის განმარტება:
"მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთU დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი. - ეს ზრდის მის ბრალეულობასაც და იმათსაც: მისას, არა იმიტომ, რომ შეინანა, არამედ იმიტომ, რომ ძალზეც გვიან შეინანა და თვითონ გამოუტანა მსჯავრი საკუთარ თავს (ღმერთს არ აცალა, ღმერთის მოწყალება, მისი აზრი, არც გაიაზრა.. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ მისი სინანული ღვთის წინაშე არ ყოფილა); რადგანაც თვითOნ აღიარა, რომ გასცა იგი. მათ ბრალს კი იმიტომ ზრდის, რომ მათ, ჰქონდათ რა საშუალება, შეეცვალათ თავიანთი აზრი, არ შეუნანიათ. შეხედე, როდის ნანობს იუდა? როდესაც უკვე ჩადენილია და ბოლომდე მიყვანილია ბოროტმოქმედება. ასეთია ეშმაკი: იგი არ ანებებს დაუდევართ, დაინახონ საკუთარი ცოდვა მანამ, ვიდრე ისინი ჩაიდენენ მას, რათა მის ბადეში გახვეულმა არ შეინანონ. გამცემი არ შეძრულა მაშIნ, როდესაც იესომრავალგზის ამხელდა მას, მაგრამ როდესაცუკვე ჩადენილია დანაშაული, გაახსენდა მას სინანული;გაახსენდა, მაგრამ უსარგებოდ. რა თქმა უნდა, გამართლებას იმსახურეს ის, რომ მან აღიარა, დააბნია ვერცხლი და არ შეუშინდა იუდეველებს, მაგრამ ის, რომ თვითOნ ჩამოიცვა თავზე ყილფი - ეს ცოდვა მიუტევებელია, ეს ბოროტი დემონის საქმეა. ეშმაკმა ყურადღება გადაატანინა სინანულიდან, რათა იგი უნაყოფო შექმნილიყო მისთვისლ მანვე მოაკვდინა სამარცხვინო და ყველასთვის თვალსაჩინო სიკვდილით< როდესაც შთააგონა რა თავი მოეკლა".

ახლა წმ. თეოფილაქტე:
"იუდა გონს გვიან მოდის, თუმცა კი აღIარებს თავის დანაშაულს, მაგრამ არა სასიკეთოდ. დანაშაულის აღიარება, რა თქმა უნდა კეთილი საქმეა, მაგრამ თავის ჩამოხრჩობა უშმაკისგანაა, შეუწყნარებელ ცოდვად ითვლება. მან კი ეშმაკის შთაგონებით, მოსალოდნელი შეურაცხყოფა ვერ დაიმინა და თავს თვითOნვე მოუსწრაფა სიცოცხლე, მაშინ როცა თავი ეშმაკებისთვის კი არ უნდა მიეყიდა, არამედ ტირილი და მის მიერ გაცემულისთვის პატიების თქმა მართებდა. სხვათა შორის, ზოგიერთები ამბობენ, რომ თითქოს იუდას, როგორც ვერცხლისმოყვარე ადამიანს, ეგონა, რომ ქრისტეს გაყიდვით ფულსაც შეიძენდა და ქრისტეც არ მოკვდებოდა, იუდეველებისაგან თავს დააღწევდა. ახლა კი როცა იხილა, რომ ის გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, რადგან სინამდვილეში არ მოხდა, როგორც ვარაუდობდა, ამიტომ თავი ჩამოიხრჩო, ვინაიდან თითქოს განზრახული ჰქონდა, რომ იესოს ჯოჯოხეთში დაასწრებს და იქ შეევედრებოდა მას და ცხონებას მიიღებდა. ეს ყველაფეი კი მაინც მტრის შეგონებით იყო.

გარდა ამისა, დაე უწყოდე, რომ მიუხედავათ იმისა, რომ იუდამ ყელზე ყულფი ჩამოიცვა და რომელიღაც ხეზე ჩამოეკიდა, ის ცოცხალი გადარჩენა (წარმოიდგინე რამდენჯერ ამხილა, რამდენჯერ მისცა შანსი), რადგან, ღმერთს სურდა მისი გადარჩენა ან სინანულისთვის, ან როგორც სამარცხვინო იგავად. ამაზე მოწმობას გვაწვდის ლუკა მახარებელი, თავის წიგნში "საქმე მოციქულთა", იქ ვკითხულობთ იუდაზე, რომ "განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი (ე. ი შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი)".

ამბობენ, რომ მას წყალმანკი დაემართა და მისი სხეულისა ძლიერ გასივდა, იქ სადაც ეტლი თავისუფლად გადადიოდა, ვერ გაეტია, ძირს დაეცა, გასკდა და "განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი. (საქმე მოციქულთა 1, 18), როგორც ამას ლუკა მახარებელი ამბობს "საქმეებში".

სახარებაში ტუილად როდია აღწერილი სინანულის ორი სახე, წმ. პეტრესი და იუდასი... აი ორი მაგალითი, სინანული და "სინანული".... იუდას განა საქციელისა რცხვენოდა, არამედ იმისა, თუ როგორ გამოჩენილიყო იგი ამის მერე იმ კრებულში, რომელთაც მაცხოვრის მოწაფეები ეწოდებოდათ...

კიდევ დავამატებ, რომ იუდას თავად უფალი იესო ქრისტე უწოდებს "წარწყმედის ძეს"... მან კი არ შეინანა (და სინანულით კი ადამიანები ღმერთთან მიდიან და ცხონებას იღებენ), არამედ თავის ეშმაკს გადასცა და წარწყმდა.

მემგონი საკმარისია ყოველივე აღწერილი... უმჯობესია რომ ეკლესიას ვუსმინოთ, ვიდრე საკუთარ თავსა და შეხედულებებს, რადაგნ ამაან დაღუპვამდე მიიყვანა არაერთი პიროვნება, მათ შორის ეკლესიის მოძღვრები (მწვალებლები), შეიქმნა უამრავი სექტა, რომელმაც კიდევ მრავალი ადამიანი შეაცდინა და დაღუპა..

ციტატა
რომ არა უდა ალბათ არც ჯვარცმა მოხდებოდა

გარად იმ პასუხისა, რაც ა.ვ.მ-მ დაწერა (და ეს სავსებით მართალია) მეც დავწერ.. მაცხოვრის მოკვდინება გადაწყვიტა არა იუდამ (ეს არც ჰქონდა განზრახული) არამედ ფარისევლებმა, ჯერ კიდევ ძალიან ადრე გადაწყვიტეს ეს ფარისევლებმა თავიანთ შესაკრებელში...რომც არ ყოფილიყო იუდა, ფარისევლები მაინც მოკლავდნენ მაცხოვარს (თავიანთ გულში მათ უკვე მოკლული ჰყავდათ). იუდამ რაც აღასრულა, ღმერთს არ დაუკისრებია მისთვის, თვითონ მოისურვა ამის გაკეთება და გააკეთა კიდეც...

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Sep 21 2012, 04:39 PM

ხშირად არის ცხოვრებაში რომ ადამიანი, როცა ათვიცნობიერებ საკუთარ დანაშაულს, როცა გრცხვენია შენი საქციელის გიჭირს მიხვიდე ადამანთან ვინც დააზიანე. არ იცი როგორ მიგიღებს იგი, რამდენას მოგიტევებს და რამდენად მოგისმენს და ამიტო ვერ გაბედო მასთან მისვლა. იქნებ სწორედ ასეთმა სირცხვილმა შეაშინა იუდაც და იმიტო ვერ მივიდა მარიამთან? მაგრამ კარგი, ნუღარ ვიდავებთ ამაზე. დაე იყოს ისე როგორც შენ ამბობ. მოდი ერთ რამეში გამარკვიე, დიდიხანია ეს კიტხვა მაწუხებს - რაში აიღო იუდამ ფული? რაში გამოიხატება ქრისტეს გაცემა? გაცემა ე მესმის ადამიანი ჩაუშვა რაიმე ცოდვის კეთებაზე, მესმის იმალება სადმე და გაამხილო მისი სამალავი, ან უბრალოდ ფაქტზე დააყენო მას მოსამართლე. ასეთი არაფერი ყოფილა ხო ქრისტეს ცხოვრებაში? ის აიყვანეს სუფრიდან - ანუ არაფერ დანაშაულს ის არ აკეთებდა იქ, არც არავის ემალებოდა რო სამალავი გაემხილათ მისი. რაც შეეხება უბრალოდ შეხვედრას, ფარისევლებს იუდას გაცემამდეც ხომ არაერთხელ ყავდათ ნანახი იგი, რატო მაშინ არ დაიჭირეს (ბოდიში თუ გამოთქმას სწორად არ ვამბობ) იესო, რაში დასჭირდათ მათ იუდა? მე ვერ მივხდი რა ინფორმაცია მიაწოდა ამ თანხის საფასურად ფარისევლებს იუდამ! იქნებ ამაში გამარკვიოთ და მერე მეც უკეთ ჩავწდე იუდას ბოროტებას!

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 21 2012, 09:19 PM

peritoniti

ჰო, საქმე იმაშია, რომ იუდა მცირედმორწმუნე იყო... ნუ მივიდოდა ვინმესთან, არამედ როგორც პეტრეს, შეეძლო ღვთის წინაშე დაეტირა ნამდვილი სინანულით... ასე არ მოხდა. მისულიყო იესოსთან გოლგოთაზე, განა უამრავი უცოდვილესი ადამიანი არ ჰყავდა ნანახი იესოს მიერ შეყნარებული? (მათ შეინანეს და ისე მიახლნენ უფალს, უფალმაც მიიღო.. და ეს იუდას ნანახი ჰქონდა) ის კი მაინც, საკუთარი სიამაყის გამო, არ მიდის უფალთან შენდობისა და პატიების მისაღებად.

რომ ვთქვათ, ყველაფერი წინასწარ იგეგმებოდა ფარისეველთა შორის მაცხოვრის შეპყრობაზე... თან უნდოდათ უხმაუროდ მომხდარიყო მისი შეპყრობა, უფალს კი არ ჰქონდა საკუთარი სახლი... სხვადასხვა ადგილას ჩერდებოდა ხოლმე... გამორჩეული ჰქონდა ადგილები, სადაც ხშირად მიდიოდა ხოლმე, მაგალითად სალოცავად მთებზე და ა.შ. ფარისევლებს ნანახი ჰყავდათ მაცხოვარი, მაგრამ არა ჰეროდეანებს (ანუ ჰეროდეს საჯარისო ნაწილებს), სწორედ ამათ შეიპყრეს ქრისტე გეთსიმანიის ბაღში, უფლის ამ ბაღში მყოფობა კი იუდამ აუწყა მათ. უფალს არც გამორჩეულად ემოსა, არც ბრწყინვალებით შემკული დადიოდა ადამიანთა შორის გარეგნულად. საჭირო იყო, რომ მეომრები მიმხდარიყვნენ თუ რომელი იყო მათგან იესო, ჩვენ ვიცით რომ სამი მოწაფე ახლდა თან უფალს გეთსიმანიის ბაღში. ჰეროდეანებიც ფრთხილობდნენ, რადგან ეგონათ რომ ეს ადამიანი თავს გამეფებისათვის ამზადებსო და თავისი მეომრები ჩასაფრებულნი იქნებიან სადღაც ამ ბაღშიო.. ანუ მეტად მიწიერი, ცრუ წარმოდგენა ჰქონდათ შემნილი მაცხოვარზე, ისევე როგორც იუდას, ერისა და ფარისეველთა უმეტეს ნაწილს... ამაში აიღო ფული.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 7 2013, 10:25 PM

სტატია ,,მეზობელ'' ბლოგზე გამოქვეყნდა და აქაც დავდებ:



ძელი თუ ჯვარი?
GALLERYPosted on May 29, 2013
როლფ ფურული (ადამიანი, რომლის ნაშრომებზე მითითებითაც უარყობენ საგუშაგო კოშკში იესოს ჯვარცმას და მის ძელზე დაკიდებას “ამოწმებენ”), თავის განხილვაში, სადაც განიხილავს ბერძნულ სიტყვა σταυρός-ის მნიშვნელობას, ამბობს: „ ლექსიკურ-სემანტიკური კუთხით stauros-ი ნიშნავს – ვერტიკალურად აღმართულ ბოძს ან ძელს“, ამასთან ერთად იგი ეყრდნობა აკადემიურ ლექსიკონს Liddell’а и Scott’-ს. მაგრამ ფურული ტოვებს ყურადღების მიღმა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს: იმავე ლექსიკონში მოცემულია სიტყვა σταυρός-ის მეორე მნიშვნელობა- „ჯვარი, როგორც ჯვარცმის იარაღი“ («cross, as the instrument of crucifixion»).
2001/2002 წლებში გამოცემულ ბიბლიაში, რომელიც გამოსცა გამომცემლობა: Watchtower Bible and Tract Society-მ, 6 განმარტებაში შემდეგი რამ წერია: „სიტყვა სტავროსი კლასიკურ ბერძნულში გულისხმობდა უბრალოდ ვერტიკალურ ბოძს ან ძელს, ისინი ვინც წერდნენ ქრისტიანულ ბერძნულ ხელნაწერებს, იყენებდნენ საყოველთაოდ მიღებულ ბერძნულ ენას (კოინურს) და გამოიყენეს სიტყვა სტავროსი იმავე მნიშვნელობით, რომელიც მას ჰქონდა კლასიკურ ბერძნულში, კერძოდ: ჩვეულებრივი ბოძი, ან სვეტი, ყოველგვარი გადამკვეთი სვეტის გარეშე, რომელთაც ერთვის რაიმე კუთხე, არ არის არავითარი მტკიცებულება სხვაგვარი გამოყენებისა ამ სიტყვისა“ და ამ სიტყვების ვითომ დამადასტურებლად, საგუშაგო კოშკის საზოგადოებაში გამოკიდეს სურათი, იუსტუს ლიპსიუსის წიგნიდან (1547 – 1606) «De cruce libri tres»- თითქოსდა ჯვრის სხვა ფორმები რომაელებს არ გააჩნდათ:



საგუშაგო კოშკის საზოგადოება აქ ეშმაკურ ხერხს მიმართავს და იტყუება, რის შესახებაც სტატიის ბოლოს დავწერ, მანამდე კი დავუბრუნდეთ ignoratio elenchi-ის სოფიზმს. იეჰოვას მოწმეები თავადვე აღიარებენ, რომ სიტყვა სტავროსს, ან ბერძნულად σταυρός, კლასიკურ პერიოდში გააჩნდა ბოძის მნიშვნელობა. ალექსანდრე მაკედონელის დაბყრობითი პოლიტიკის შემდეგ, რომის იმპერიაში ბერძნული ენა რამდენადმე შეიცვალა და მათ შორის კერძოდ სიტყვა სტავროსის მნიშვნელობამაც სახე იცვალა, რომელიც კოინურში უკვე გულისხმობდა არამხოლოდ ბოძს, არამედ წამების იარაღსაც, ჯვარსაც.(საქმე ის არის, რომ ბერძნულში კონკრეტულად ჯვრის აღმნიშვნელი ტერმინი, არც არსებობდა) საიდან მოიტანა “ს.კ.ს”-მ, რომ ახალი აღთქმის მწერლებს, რომლებიც წერდნენ კოინურზე, უნდა გამოეყენებინათ სიტყვა σταυρός-ი იმავე მნიშვნელობით, როგორიც მას გააჩნდა კლასიკურ ბერძნულში? ანუ ოთხი საუკუნით ადრე?- ეს გამოცანად რჩება…

მაგრამ დავუბრუნდეთ ფურულის წიგნს: “ როგორ მოქმედებს ღვთისმეტყველება და მიკერძოვებულება ბიბლიის თარგმანებზე“, მთლიანობაში ფურული უძღვნის ათეულობით გვერდს იმას, რათა დაგვიმტკიცოს ჩვენ ის, რომ ბერძნული სიტყვა სტავროსი და ξύλον-ი არ მიუთითებენ კონკრეტულად სასჯელის იარაღის ფორმებზე. (იგივე ეხება ლათინურ სიტყვა crux-ს და ებრაულ צלב-ს). და ამით, ფურულიმ გადაწყვიტა, რომ მისი ამოცანა შესრულებულია, რაც სხვათაშორის გასაკვირი არც არის, რამეთუ მან ოპონენტებს მიაწერა თეზისი, რომელიც არავის არ წამოუჭრია და თავშიც კი არ მოსვლიათ, კონკრეტულად: „ სიტყვა სტავროსის ჯვრად გადმოთარგმნის მიზეზად მოჰყავთ არგუმენტი, რომ იესოს დღეებში რომაელებში მიღებული იყო ადამიანთა ძელზე მილურსმნვა ან თოკებით დაკიდეება, განივი სვეტის დახმარებით, სავარაუდოდ, ასევე მოიქცნენ ქრისტეს შემთხვევაშიც“
არცერთ მეცნიერს არ წამოუყენებია ამგვარი ვერსია, ამიტომ ფურულის მისი მიზნის მიღწევისათვის , აუცილებლად უნდა დაესაბუთებინა ის, რომ იესო დაკიდეს ძელზე განივი გარდამკვეტი სვეტის გარეშე, როგორც ამას ამტკიცებენ იეჰოვას მოწმეები. მაგრამ არავითარი ამდაგვარი რამ როლფს არ გაუკეთებია, თუმცა კი შემოგვთავაზა გავცნობოდით ისტორიულ, არქეოლოგიურ და ლინგვისტურ მტკიცებულებებს. იგი მხოლოდ ვარაუდობდა, რომ „ძელი“ არის უფრო ნეიტრალური სიტყვა თარგმანისას. მართლაც, ასეც შესაძლებელია, რომ სურვილის შემთხვევაში, ჯვარი მოვიხსენიოთ ძელად, როგორც ვთქვათ ელექტრო სადენების დასაკიდ კონსტრუქციებს ვუწოდებთ ბოძს(ან ძელს), განურჩევლად მათი ფორმისა. ანუ აქ ესმევა ხაზი მის თვისობრივ-სტრუქტურულ ბუნებას და აგებულებას, ჯვარიც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც ძელი ამ შემთხვევაში… მაგრამ ფურული უფრო შორს მიდის და იეჰოვას მოწმეების სწავლების შესაბამისად ამტკიცებს, რომ ლათინური სიტყვა patibulum , ჯვარცმის იარაღების აღწერათა შემადგენლობაში, არ გულისხმობდა განივ სვეტს, უფრო მეტიც, „ეს სიტყვა იქცა განივ გარდამკვეთ სვეტად, მხოლოდ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში“, და შესაბამისად იესო დაკიდეს ძელზე განივი გარდამკვეთი ძელის გამოყენების გარეშე. რაიმე დამადასტურებელი არგუმენტი ამ თეზისის სასარგებლოდ, ფურულის არ მოუყვანია, არადა ზუსტად ეს მოეთხოვებოდა მას. ის, რომ crux, იგივე σταυρός-ს გააჩნდა განსხვავებული ფორმები, ისტორიკოსებისათვის კარგად არის ცნობილი ამის გარეშეც და არ იყო ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო.

რა გაეწყობა, გავაგრძელოთ ეს საქმე ფურულის ნაცვლად და ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ დასკვნებამდე მივალთ.
რომაელები ჯვარცმისათვის (ან ძელზე დაკიდებისათვის), იყენებდნენ განსხვავებულ იაღაღებს: crux simplex (ძელი განივი გარდამკვეთის გარეშე), crux commissa („Т“ ასოს ფორმის ჯვარი), crux immissa (ჯვრის ნიშნის ფორმის იარაღი „†“) , crux decussate (Х- ასოს ფორმის ჯვარი), და სხვ…
გრიგორიანელმა ქრისტიანებმა თარგმნეს ლათინური სიტყვა crux, სიტყვებით σταυρός [სტაუროს, ან სტავროს], (მთ.27:32; მრკ.15:21; Лк.23:26; იო.19:17), და ზოგგან ξύλον [ქსიულონი] (გალ.3:13; საქმ.მოც.5:30; 10:39; 1 პეტრ.2:24; cf. Polycarpus. Ad Philippenses.8). უძველეს დროში პირველი სიტყვა გულისხმობდა ფართო გაგებით სვეტს, ხოლო მეორე ძელს, მოჭრილ ხეს, მორს. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ელადა დაბყრობილ იქნა რომის მიერ და ბერძნებმა გაიცნეს ჯვარცმის სასჯელი, სიტყვა სტავროსი და ქსიულონი გახდნენ ჯვარცმის აღმნიშვნელბიც (ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ბოძის, გარდამკვეთი განივის გარეშე და მასთან ერთადაც), ასე რომ, ამ სიტყვებს არ შეუძლიათ თავისთავად მიუთითონ სასჯელის იარაღის ფორმაზე და ჩვენ ამაში ფურულისთან აბსოლუტურად ვთანხმდებით.

ავღნიშნავ, რომ მკაცრად თუ ვიტყვით, ბერძნული სიტყვა ქსიულონი არ ნიშნავდა ბუკვალურად ჯვარს, თუმცა არ გამორიცხავდა მას, თუ ჯვარი იყო კონკრეტულად ხისა. სიტყვა ξύλον-ის გამოყენება ჯვარცმის აღსანიშნავადაც შეიძლებოდა, ახალ აღთქმაში განპირობებულია და გამოყენებულია მხოლოდ წინასწარმეტყველურ-მესიანური მიზეზებით, როგორც ამაზე პირდაპირ ამბობს პავლე მოციქული, სეპტუაგინტას ბერძნულ ტექსტზე დაყრდნობით (Втор.21:23): „რადგან ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული (ἐπὶ ξύλου)“, (გალ.3:13). რათქმაუნდა, ძველაღთქმისეულ ეპოქაში, ძელზე იმგვარად არ ჰკიდებდნენ, როგორც რომაელები აცვამდნენ ჯვარს (საკმარისია ითქვას ის, რომ ებრაელები ხეზე ჰკიდებდნენ უკვე მოკვდინებულ გვამს), მაგრამ პავლე მოციქული და მის შემდეგ სხვა ახალი აღთქმის მწერლები, ამაში ხედავდნენ მესიანისტურ აზრს და ზოგჯერ ქსიულონს ჯვართან აიგივებდნენ. ყოველ შემხვევაში, სხვა მოწმობები, რომლებსაც ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღი იყო ჯვარი, გარდამკვეთი განივი სვეტით. (ამაზე რათქმაუნდა ბიბლიურ მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობაც თანხმდება).

სხვათაშორის, სიტყვა σταυρός(სტავროს), ეტიმოლოგიურად გამომდინარეობს ზმნა ἵστημι – დაყენება(ვერტიკალურად), ამავე ზმნიდან წარმოიშვა სიტყვა στῦλος [სტულოსი] და στήλη [სტელე], რომლებიც მართლაც ნიშნავს ბოძს (ან სვეტს). თანაც სიტყვა სტიულოსი და სტელე, ბიბლიაში გამოყენებულია არაერთგზის- როგორც ძველ აღთქმაში(სეპტუაგინტაში), აგრეთვე ახალ აღთქმაში. მაგალითად: ლევ.26:1 და მეორე რჯ..16:22, სადაც სვეტი (στήλη), პირდაპირ უთანაბრდება კერპს.

მიუხედავად საგუშაგო კოშკის საზოგადოების მცდარი მტკიცებისა, რომ: „არ არსებობს არავითარი მტკიცებულება ამ სიტყვის [σταυρός] სხვაგვარი გამოყენებისა“, ავღნიშნავ, რომ ამის საპირისპიროდ, მართლაც არ არის არავითარი სერიოზული არგუმენტები იმ ვარაუდის სასარგებლოდ, რომ ქრისტე ევნო ბოძზე, რომელიც გარდამკვეთი განივის გარეშე იყო აღმართული, არ არსებობს ამგვარი მტკიცებულებები- არც არქეოლოგიური და არც ისტორიულ-ლიტერატუტული.

უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ქრისტე ევნო კონკეტულად ჯვარზე, გარდამკვეთი განივი სვეტით(როგორც გამოისახება ხატებზეც და უძველეს გამოსახულებებზე), პარადოქსია, მაგრამ XX-ს ის 30-ან წლებამდე, ამ აზრს იზიარებდნენ თავად იეჰოვას მოწმეებიც, მანამ, სანამ მათმა შეფმა, ჯოზეფ ფრენკლინ რუტერფორდმა (1869 – 1942) არ გამოაცხადა (წიგნში «Riches» (1936 წ.), რომ იესო აცვეს არა ჯვარზე, არამედ ბოძზე. აი მაგალითად როგორ გამოიყურებოდა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ყდა მანამდე (დაუკვირდით მარცხენა მაღალ კუთხეს)



გვირგვინში გამოსახული ჯვრის სიმბოლო გვხვდება ასევე საგუშაგო კოშკის დამაარსებლის, ჩარლს ტეიზ რასელის (1852 – 1916) საფლავზე არსებულ პირამიდის ფორმის ნიშაზე…
როგორც ჩანს, იეჰოვას მოწმეები, თანდათანობით უფროდაუფრო ივსებოდნენ ორთოდოქსალური კონფესიის სიმბოლიკებისა და ტერმინოლოგიის მიმართ ზიზღით და საკუთარივე თავის საზიანოდ, ხაზი გადაუსვეს ისტორიულ ფაქტსაც კი და ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღს არ გააჩნდა განივი გარდამკვეთი სვეტი.

არადა თითქოს ყველაფერი ასე მარტივია: შეისწავლე ბიბლია და უძველესი დოკუმენტები დამოუკიდებლად, და არა ისე, როგორც ამას გასწავლიან საგუშაგო კოშკში, განივი გარდამკვეთი სვეტის შესახებ ხომ ძალიან ბევრი პატარა დეტალი მეტყველებს, რომელიც შეგვიძლია მოვიყვანოთ დასამოწმებლად უძველესი წყაროებიდან, თუნდაც სახარებიდან.

მაგ: „37. და დაუდგეს თავთით დაწერილი ბრალდება: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე!“ (მთ. 27:37) დაუკვირდით, საგანგებო ფიცარზე (titulus crucis) ამოკვეთილი წარწერა, იქნა დაჭედებული არა მისი ხელებს მაღლა, არამედ მის თავს ზემოთ. წარმოუდგენელია ამგვარი ფორმულირება შესულიყო მათეს სახარებაში, თუ ქრისტე მართლაც დაკიდებულ იქნა ძელზე, გარდამკვეთი სვეტის გარეშე და თუ მისი ხელები ზე აღმართული და თავს ზემოთ გადაჯვარედინებული იქნებოდა.
ყურადღებიან მკითხველს არ გამოეპარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას თომა მოციქულის სიტყვებიდან გამომდინარე: „ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“ (იო.20:25). თუ ქრისტეს ხელები თავს ზემოთ ჰქონდა გადაჯვარედინებული და ერთი სამსჭუალით იყო განგმირული, როგორც ამას ამბობენ საგუშაგო კოშკში, მაშინ უნდა თქმულიყო არა „ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ“ არამედ: „ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალისაი“, ამ არგუმენტზე იეჰოვას მოწმეებს არაფერი აქვთ სათქმელი, ყურადღების გარეშე დატოვა როლფ ფურულიმაც…



აპოკრიფულ ბარნაბას ეპისტოლეში, რომელიც შესულია სინურ კოდექსში და რომელიც დაიწერა დაახლოვებით 117 წელს, როდესაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ცოცხალი მეხსიერება, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღი (ὁ σταυρός), სიმბოლიზირდება ბერძნულ ასო ταῦ- სთან, იგივე «Т» (Barnabae epistula.9), შეუძლებელია ქრისტიან მწერალს თავში აზრად მოსვლოდა, რომ ძელი გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე, რომელზეც აცვეს იესო, შეიძლებოდა მგვანებოდა ასო «Т»-ს. ძელი გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე, შეიძლება ჰგავდეს ასო- «I»-ს. ამას გარდა, „ბარნაბას ეპისტოლეს“ ავტორი, განსხვავებით საგუშაგო კოშკის საზოგადოებისაგან, არ ეჭვობს, რომ ჯვარცმის იარაღს, რომელსაც ისინი სტავროსს უწოდებდნენ, შესაძლოა ჰქონოდა გარდამკვეთი განივი სვეტი, რომელსაც ლათინურად patibulum-ს უწოდებენ. ისღა დაგვრჩენია დავფიქრდეთ, თუ რომელმა მათგანმა უფრო უკეთ იცის ბერძნული ენა – ბარნაბას ეპისტოლეს ავტორმა, რომლისთვისაც კოინური იყო მშობლიური ენა, თუ საგუშაგო კოსკის საზოგადოებამ?…
სხვათაშორის ფურული აღიარებს და ამბობს: „ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველმა, რომელმაც დააფიქსირა ქრისტეს წამების იარაღის ფორმა, იყო ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი“. მისი სიტყვების მიხედვით, ეს ფორმა იყო ასობგერა Т-ს ფორმის. ირინეუსი თავის წიგნში „ერესთა წინააღმდეგ“ ამტკიცებს, რომ stauros-ი იყო ბოძის ფორმის, გარდამკვეთი განივი სვეტით… ეს ორი ავტორი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელი მათგანია მართალი“ (გვრდ. 70)
უცნობია, თუ სად აღომაშინა ფურულიმ ურთიერთწინააღმდეგობრიობა, ბარნაბას ეპისტოლეს ავტორსა და ირინეუსს შორის(მის მოწმობაზე მოგვიანებით იქნება საუბარი), მაგრამ ერთი რამ უეჭველია: ისინი ორივე, როდესაც საუბრობენ გარდამკვეთ სვეტზე, ეწინააღმდეგებიან ფურულის, რომელსაც აქეთ სასაყვედურო აბსოლუტურად არაფერი აქვს…
ამას გარდა, ლუკიანე სამოსტატელი (დაახლ 120-180+წლები), ერთ-ერთ ნაშრომში წერს: „ სტირიან ადამიანები და ჩივიან თავიანთ ბედზე, კვლავ და კვლავ წყევლიან კადმოსს (მითიური პერსონაჟი) იმისათვის, რომ მან შემოიტანა ასობგერა ტაუ ( Ταῦ) ალფავიტში, რამეთუ როგორც ამბობენ, ტირანებმა ნიმუშად აიღეს ტაუს ფორმა და მისი იმიტირებით, ხისაგან შექმნეს იგივე ფიგურა, რათა ჯვარს ეცვათ მასზე ადამიანები.“ (Judicium vocalium.12)
სხვა ადგილას ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი (Barnabae epistula.12) საუბრობს იმაზე , რომ ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლური მნიშვნელობა ძველ ისრაელში იყო და ამაზე შემდეგნაერად საუბრობს: „ იმისათვის, რათა შთაეგონებინა დასნეულებულთათვის, რომ ისინი გადაცემულნი არიან სიკვდილს საკუთარი ცოდვების გამო, მან[ღმერთმა] მიმართა მოსეს გულს, რათა მას გაეკეთებინა ჯვრის(სტავროსის) სახე და მისი, ვინც უნდა ვნებულიყო მასზე, რამეთუ ისინი, თუ არ დაამყარებდნენ იმედს მასზე, იქნებიან დამარცხებულნი საუკუნოდ. ასე რომ, მოსემ აღსამაღლებელ ადგილზე გადაადო იარაღი ერთი მეორეზე , და ყველასაგან ამაღლებულ ადგილას მდგომმა ხელები აღაპყრო,- და მაშინ ისრაელი იმარჯვებდა, ხოლო როცა ხელებს დაღმა უშვებდა, მტერი მძლავრობდა.“ ამაზევე საუბრობენ წმინდა იუსტინე ( დაახლ. II-ს ის დასაწყისი-166), მის პირველ აპოლოგიაში(Apologia I.35) და ტრიფონ იუდეველთან საუბარში (Dialogus cum Tryphono Judaeo.90,97) და ტერტულიანე (დაახლ. 160- 220 წლის შემდეგ), მის ნაშრომებში იუდეველთა წინააღმდეგ (Adversus Judaeos.10) და მარკიონის ნააღმდეგ (Adversus Marcione. III.18)..
როგორც ჩვენ ვხედავთ, ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი და მის შემდგომ უძველესი ქრისტიანი მწერლები, ამბობენ რა, რომ მოსემ „ ერთი მეორეზე გადაადო იარაღი“(შესაბამისად ჯვრული ფორმით და არა T ფორმით), ისინი აიგივებდნენ სტავროსს ჯვართან, ზოგიც T ფორმასთან. ასევე კლიმენტი ალექსანდრიელი(დაახლ. 150-217); რომელმაც ერთის მხრივ იცოდა, რომ ქრისტეს თავს ზემოთ მიჭედებულ იქნა წარწერა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქრისტეს მოკვდინების იარაღი იყო crux immissa («†»). მეორეს მხრივ, იგივე კლიმენტი თვლიდა რა, რომ გამოხსნის სიმბოლო(სტავროსს) აქვს რიცხვითი მნიშვნელობა Т-ს ფორმის ჯვრისა, მაგალითი მოჰყავდა მისი კლასიკური ფორმისა: რადგან ბერძნებს არ ჰქონიათ „პლიუსის“ ფორმის ასო და ასო „ταῦ“ ყველაზე უფრო მიესადაგებოდა გარდამკვეთი განივი სვეტის მქონე ჯვარს, თუნდაც ეს ძელი არ ყოფილიყო მაღლა წაგრძელებული ამ მაგალითის შემთხვევაში. თვით ბარნაბას ეპისტოლეს ავტორიც კი, როდესაც საუბრობდა მოსეზე, აღწერს არა „ταῦ“-ს, არამედ როგორც გადაჯვარედინებულ იარაღს. სამწუხაროა, რომ ამას ფურული ვერ ხედავს…
ამგვარად, ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი და იუსტინე, რომლებიც იცნობდნენ მოციქულთა მოწაფეებს გვთავაზობენ ჯვრული ფორმის იარაღის აღწერას და არა ძელის.
არის მინიშნება გარდამკვეთ სვეტზე წმინდა ეგნატე ანტიოქიელთანაც( ეწამა 107 წლის 20 დეკემბერს), რომელიც დიდი ალბათობით თავად იცნობდა პეტრე და პავლე მოციქულს. მიუთითებს რა იგი ერეტიკოსებს, ეგნატე ამბობს, რომ ისინი „ არ არიან მამის მიერ დათესილნი. რომ ყოფილიყვნენ ასეთები, მაშინ ჯვრის განშტოებები (ან ტოტები-„ ветвя“, κλάδοι τοῦ σταυροῦ ) იქნებოდნენ (Ad Trallianos.11). რა არის ეს ტოტები? თუარა გარდამკვეთი ჰორიზონტალური ძელის მხარეები?

უფრო მეტად ფასობს ამ კუთხით წმინდა იუსტინეს სიტყვები ტრიფონ იუდეველთან საუბარში. კერძოდ, იუსტინე წერს: „ანგელოზი, რომელსაც დაევალა ყოველივეს დაწვა(ყოვლად დასაწველ მსხვერპლზეა საუბარი), იყო ქრისტეს ჯვარზე ტანჯვის სიმბოლო (τοῦ πάθους τοῦ σταυροῦ). რამეთუ როდესაც წვავენ კრავს, მას ჯვრული ფორმის ფიგურის მსგავსად დებენ: ერთი ისარი განკვეთს მას პირდაპირ ქვედა კიდურებიდან თავამდე, ხოლო მეორე მთლიანად მხრების პირების გასწვრივ, რომელზეც არის დამაგრებული კრავის წინა კიდურები“ (Dialogus cum Tryphono Judaeo.40). ამგვარად, იუსტინეს აზრით, ქრისტეს ჯვარცმის იარაღი სტავროსი, იყო გარდამკვეთი სვეტით.
ისეთი ცნობილი აპოლოგეტი, როგორიც იყო ტერტულიანე, თავის აპოლოგეტიკაში მკაფიოდ განარჩევს ჯვარსა (crux) და ძელს (stipes): „ ქრისტიანებს თქვენ ალურსმნავთ ჯვრებსა და ძელებზე“ (Apologeticum.12:3). შემდეგ ტერტულიანე წერს: „ ყოველგვარი ხე (robur), რომელიც აღმართულია პირდაპირ, არის ჯვრის ნაწილი (pars crucis)“ (Apologeticum.16:7). როგორც ვხედავთ, ჯვრის ვერტიკალური შემადგენელი-ეს, ტერტულიანეს აზრით, ჯერ კიდევ არ არის ქრისტეს ჯვარცმის მთლიანი იარაღი, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი.
ჩვენ კვლავ მივუბრუნდებით ადრექრისტიანული პერიოდის მწერლების მოწმობებს, მაგრამ ჯერ გავიხსენოთ თავად ჯვარცმის წესი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები.
ჩვეულებრივ, რომაელები ჯვარცმის წინ ბოლომდე აშიშვლებდნენ გასამართლებულებს, მაგამ იუდეაში დათმობაზე წავიდნენ, მათი რელიგიური წარმოდგენების გამო (დაბ. 9:22-23; ლევ. 18:6-19; ოს. 2:3), ისინი გასამართლებულებს ჯვარცმისას უტოვებდნენ მოსახვევს, ბარძაყის ირგვლივ (Mišnāh. Sanheḏrîn.6:3; Tôseṗṯāʾ. Sanheḏrîn.9:6). ჯვარცმის წინ, გასამართლებულს დააწვენდნენ ზურგით და რამოდენიმე ჯალათი უჭერდა მას ხელებს და ფეხებს, ხოლო სხვა კი განმსჭუალავდა ლურსმანს მაჯაში, ან სხივისა და იდაყვის ძვლებს შორის. შემდეგ განსაკუთრებული ტიპის ამწევი საშუალებით (furcilla-პეპელა), მილურსმნულ ადამიანებთან ერთად აღმართავდნენ ჯვარს, რომლის ძელის ქვედა ნაწილსაც მიწით ამოავსებდნენ წინასწარ გამზადებულ თხრილში.(Titus Maccius Plautus. Carbonaria, fr. 2; Cicero. In Verrem. II.5:66,162; Josephus Flavius. Bellum Judaeorum. VII.6:4; Seneca Junior. Ad Marciam de consolatione.20:3; Evangelium Petri.10-11; Plutarchus. De sera numinis vindicta.554a; Artemidorus. Onirocriticon.II.56), შეიძლებოდა გასამართლებული ადამიანები თოკითაც მიემაგრებინათ ძელზე.

ახლა კიდევ ერთი მოწმობის შესახებ, რომელიც უძველესი წერილობითი წყაროებიდან შემოგვრჩა, ეს არის წმინდა ირინეუს ლიონელის(დაახლ. 140-202) ცნობა, მის კაპიტალურ ცნობაში, „ერესთა წინააღმდეგ“, იგი კიდევ უფრო კონკრეტულად საუბრობს: „ჯვრის ფორმას აქვს ხუთი დაბოლოება: ორი სიგრძივი, ორიც სიგანეში და ერთი შუაში, რომელსაც ეყრდნობა მილურსმნული ადამიანი (Adversum haereses. II.36:2[24:4]), თუ ირინეუსს არ დაავიწყდა მისი მასწავლებლის, პოლიკარპესგან (რომელიც თავის მხრივ წმინდა იოანე მახარებლის მოწაფე იყო) ის, რომ იესო ევნო კონკრეტულად ჯვარზე -გარდამკვეთი სვეტით, მაშინ ძნელად სავარაუდოა მას გაემახვილებინა ყუდადღება სასჯელის იმ იარაღზე, რომელიც არ უკავშირდებოდა ქრისტეს მოკვდინებას.



ახლა რამოდენიმე სიტყვა არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებაც, ნამდვილად სენსაციური იყო პროფესორ ამედეო მაიურის აღმოჩენა ქალაქ ჰერკულანეუმის გათხრების დროს- ქალაქი, რომელიც განადგურდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად(პომპეისთან ერთად, ახალი წელთ აღრიცხვით 79 წელს.) ეს აღმოჩენა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქრისტიანები ეთაყვანებოდნენ ჯვარს პირველივე საუკუნეში, რამეთუ 1938 წელს, ა. მაიურიმ აღმოაჩინა ჰერკულანეუმში პატარა ოთახი(3მ. Х 2,7 მ), რომლის ერთ-ერთ კედელში იყო რომაული ჯვრის ფორმის ჩაღრმავება (0,43მ. Х 0,365მ.). საგულდაგულო გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ამ ჩაღრმავებაში ჩასმული იყო ხის ჯვარი, რომელიც ლურსმნებით იყო ჩაჭედებული და რომელიც შემდგომ უხეში ჩარევის შედეგად ამოგლეჯილ იქნა კედლიდან- ქალაქის გადანდურებამდე.

1939 წელს, რომის არქეოლოგიის აკადემიაში, პროფესორი მაიური ამტკიცებდა, რომ ეს იყო საკულტო ოთახი, რაღაც სახლის საკურთხევლის მსგავსი – ის, რაც ახალ აღთქმაში მოხსენიებულია, როგორც θυσιαστήριον (ებრ.13:10), ან τράπεζα κυρίου (1 კორ.10:21). მისი აზრით, ჯვარი, ისევე როგორც საერთოდ ქრისტიანული კრებული, ჰერკულანეუმში უნდა გაჩენილიყო დაახლ. 60 წლისათვის- მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულმა იქადაგა პუტეოლისში (საქმ. მოც. 28:13-14), რომელიც ქალაქ პომპეიდან 10 კილომეტრის დაცილებით მდებარეობდა, მაიურიცა და ჰოლადეიც თანხმდებიან, რომ ჯვარი კედლიდან ამოგლეჯილ იქნა 64 წელს- ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის პერიოდში. ყოველ შემთხვევაში ეს საკურთხეველი თარიღდება 79 წლამდელი პერიოდით, როდესაც განადგურდა ჰერკულანეუმი. გამოდის, რომ ჯერ კიდევ იმ დროს, ქრისტიანები ეთაყვანებოდნენ ჯვარს (Tertullianus. Apologeticus.16:6-8; cf. M. Minucius Felix. Octavius.29), თანაც კერძოდ რომაულ ჯვარს (crux immissa), და არა T-ს ფორმის ჯვარს. ძალიან ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ასეთი რამ შესაძლებელი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ იესო აცვეს ჯვარს, გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე.



ხშირად ისმის კითხვა, იყო თუ არა ქრისტე მიმსჭუალული, თუ მხოლოდ თოკებით მიაბეს ძელზე? ან ხელებთან ერთად ფეხებიც მიუმსჭუალეს? პავლე მოციქულის სიტყვები, რომ იგი მისი სხეულით ზიდავს: „ იესოს წყლულებს(στίγματα)“(გალ. 6:17), გვაძლევს ჩვენ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიმსჭუალვა მართლაც მოხდა, ამასვე ადასტურებს სახარებებიsad.gif იოან. 20:25-27, Evangelium Petri.21), ამას გარდა, ლუკა მახარებლის თანახმად, აღსდგა რა მკვდრეთით, დასამოწმებლად იმისა, რომ იგი მართლა იესოა და არა უხორცო სული (πνεῦμα), იესო სთავაზობს მოწაფეებს, რომ შეხედონ მას ხელებსა და ფეხებზე, რათა დაიჯერონ(ლკ. 24:39); ამ შემთხვევაში უნებლიედ მიდიხარ დასკვნამდე, რომ სამსჭუალთაგან ჭრილობები ჰქონდა იესოს არამხოლოდ ხელებზე, არამედ ფეხებზეც. ამასვე ამტკიცებს იუსტინეც(Dialogus cum Tryphono Judaeo.97), რომ ქრისტებს ფეხებიც მიუმსჭუალეს.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ათეისტურ საბჭოთა ლიტერატურაში არცთუ იშვიათად შეინიშნებოდა მინიშნებები იმის შესახებ, რომ ახალი აღთქმა არასწორად აღწერს ჯვარცმის პროცესს, რამეთუ განსასჯელებს არ ალურსმნავდნენ ჯვარზე, არამედ მიაბავდნენო. მაგრამ 1968 წელს, იერუსალიმის ჩრდილოეთით, ერთ-ერთი გზის რეკონსტრუქციისას, ქალაქგარე მდებარე დასახლებაში („ჯივატ ჰამიტარი“), ბულდოზერმა გახსნა უძველესი ნამარი-საშინელი მტკიცებულება მახარებელთა და სხვა უძველესი მწერლების სიმართლისა. ეს იყო რომაული ეპოქის დროს ჯვარცმული ერთ-ერთი იუდეველის სამარხი. დიდი სამსჭუალი იმდენად მყარად იყო გაჭედილი მის ძვლებს შორის, რომ მისი ამოღება ვერ მოხერხდა გვამის დამარხვის დროსაც კი.



ყოველი შემთხვევისათვის, ზემოთ მოყვანილი მასალებისა და ფაქტებიდან ნამდვილად ჩანს ის, რომ როლფ ფურულისა და ზოგადად იეჰოვას მოწმეების მტკიცებები იმის შესახებ, რომ თითქოს იესო ევნო ძელზე-გარდამკვეთი განივის სვეტის გარეშე, არაფრით არ არის დასაბუთებული, მეტიც, იგი ეწინააღმდეგება ისტორიულ ფაქტებსაც და ასევე წმინდა წერილს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფურული არაფრით (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით-ვერაფრით)არ ამტკიცებდა იმ თეზისს, რომლის დამტკიცებაც მართებდა სწორედ. მაგრამ ისიც არ შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველა მტკიცებულება მცდარია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ როლფმა თავი აარიდა პასუხს, გვითხრა რა ნახევრად სიმართლე. მაგრამ რას ვიზავთ, საგუშაგო კოშკის საზოგადოება ხშირად სცოდავს ამაში. აი მაგალითად, მის გამოცემებში ის აქვეყნებს ილუსტრაციებს იუსტუს ლიპსიუსის წიგნიდან «De cruce», რომელიც მოყვანილ იქნა მაგალითად სტატიის დასაწყისში. მაგრამ „ს.კ.ს.“ თავს იბრმავებს და ვერ ხედავს იმას, რომ ამავე წიგნში არის ჯვარცმის სხვა ილუსტრაციებიც. გთავაზობთ შევხედოთ ლიპსიუსის ნაშრომის მესამე გამოცემას (რომელიც მისი სიცოცხლის პერიოდშივე გამოიცა“Iusti Lipsi de cruce libri tres. Editio tertia. Antverpiae: Apud Ioannem Moretum, 1597.“ ).
ოცდამეოთხე გვერდზე(მხოლოდ ერთხელ!) მართლაც არის მითითებული „crux simplex“ (ძელი, გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე), მაგრამ ამავე წიგნში არის უამრავი სხვა ილუსტრაციებიც. მაგალითად ასეთები:








და ამ ყველაფრის შემდეგ- ლიპსიუსის წიგნის ილუსტრაციასთან ერთად და მისი მოწმობით- საგუშაგო კოშკის საზოგადოება ამტკიცებს, რომ სიტყვა სტავროსი ნიშნავდა მხოლოდ ბოძს, გარდამკვეთი განივი ძელის გარეშე და რომ „ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება ამ სიტყვის სხვა მნიშვნელობით გამოყენებისა”… როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია…

წყარო: http://mirkma3232.wordpress.com/2013/05/03/%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-2/

პოსტის ავტორი: shako1993 თარიღი: Dec 9 2013, 05:12 PM

ერთი კითხვა მაქვს ეკლესიურად ჯვრის დაკარგვა რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 9 2013, 05:17 PM

shako1993

ციტატა
ჯვრის დაკარგვა რას ნიშნავს

უყურადღებობას

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 9 2013, 07:25 PM

ციტატა(qetevano @ Dec 9 2013, 05:17 PM) *

shako1993

უყურადღებობას

laugh.gif laugh.gif laugh.gif კარგი იყო ქეთევან.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 01:05 PM

"ვისაც სურს გაეკრას ჯვარზე ქრისტესთან ერთად, მისი ტანჯვის თანამოზიარეც უნდა იყოს და მაშინ მოიპოვებს სიმშვიდეს.

და გეტყვი შენ: იღვაწე, მოიპოვე ღვთისადმი ყველაფრისთვის მადლიერების გრძნობა და ძალი მაღლისა გაკურთხებს შენ და მაშინ ჰპოვებ სიმშვიდეს."

/წმინდა მამა ბარსანოფი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 12:56 PM

"ჯვრისა და სანთლის ერთობა ბოროტ ძალას აშინებს, ჯვარი განაბნევს, სანთელი წმიდათა ლოცვის მეოხებით წვავს ურიცხვ ეშმაკს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 07:07 PM

"როგორც ჯვრის ოთხი წვერი შუა ცენტრის მიერ არის შემაგრებული და თანაშემჭიდროებული, ამგვარადვეა შემტკიცებული ღვთის ძალის მიერ სიმაღლე და სიღრმე, სიგრძე და სიგანე ანუ მთელი ხილული და უხილავი ქმნილება"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2016, 01:07 PM

"[ჯვარმა სახლის შესასვლელ კარებზე] გვიკურთხოს გასასვლელი გზა და შინ დაბრუნებულთაც დაგვხვდეს სახლში მშვიდობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 08:19 PM

"როგორი მძიმე ჯვარიც არ უნდა იტვირთო, იგი ფუჭია და ამაო, თუკი მაცხოვრის შედგომის შემდგომ "ქრისტეს ჯვრად" არ გარდაისახება".

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 08:41 PM

"ჯვარი ისეა გადაჯაჭვული ქრისტიანთან, რომ სადაც ქრისტიანია, იქ არის ჯვარი და სადაც ჯვარი არ არის, იქ არც ქრისტიანია".

/დეკ. ზაქარია ჩიხრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2016, 11:24 AM

"დაე, ღვთისმეტყველებდე, რამეთუ ჯვარი ერთადერთი და ჭეშმარიტი სავანეა მეცნიერების, ტახტ-საყდარ-საბრძანებელია ჭეშმარიტად ღვთისმეტყველისთვის, იესო ქრისტეს ვერ შეიმეცნებ ჯვრის გარეშე".

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2016, 01:47 PM

"ბედნიერია ადამიანი რომელმაც იცის, რომ უფალს ის უყვარს, და რომ იმაზე მძიმე ჯვარს არასოდეს დაადებს, მისი ზიდვა რომ ვერ შეძლოს. უფალი, თავისი უდიდესი სიყვარულიდან და სიბრძნიდან გამომდინარე, ზუსტად ისე ჯვარს გვაძლევს, რომ მის ქვეშ არც გავისრისოთ და არც ზედმეტად გავლაღლეთ".

/დეკ. რევაზ სიხარულიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2016, 11:09 PM

"ჯვარი ზეაღმატებულია ტაძარზე, ამიტომ დაბრძანებულია ტაძრის გუმბათზე, ჯვარი ქმნის ტაძარს ღვთის ტაძრად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 10:27 AM

"ჯვარი სულიერი მახვილია, რომელიც არღვევს ცოდვასთან შერიგებას და რომელიც მარადისობაში ჭეშმარიტ ქრისტიანებს მოჩვენებითი ქრისტიანებისგან განაცალკევებს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2016, 01:59 PM

"აუცილებელი სამღვდელო მოქმედება - სასულიერო პირის მიერ მრევლისთვის ჯვრის ყოველი გადასახვა მისი ცხოველმყოფელობის, მადლისმიერი მფარველობის მატარებელია. ნებისმიერი ღვთისმსახურების, წმინდა საიდუმლოს აღსრულების დროს უფლის მადლი და ძალმოსილება ჯვრის გამოსახვით ხორციელდება. ღირსი მამები ღვთის სახელის მოხმობითა ჯვრის გამოსახვით სასწაულებს აღასრულებდნენ".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 05:26 PM

"საკურთხევლისწინა ჯვარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 10:14 AM

"ძელის ანუ ჯვრის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ წმინდა იოანე დამასკელი გვასწავლის: "პატიოსანი ჯვარი წინაგამოსახა ცხოვრების ხემ, ღვთის მიერ დანერგილმა სამოთხეში (რადგან ხისგან იყო სიკვდილი, ხის მიერვე უნდა მონიჭებულიყო სიცოცხლე და აღდგომაც)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2016, 11:24 AM

"ერთ ახალგაზრდა კაცს იმავე წლებში ეშმაკი შთააგონებდა, - რა საჭიროა სხვათა საჩვენებლად ჯვრის ტარება, მთავარია, გულში გქონდეს რწმენაო... და როდესაც ჯვრის მოხსნა დააპირა, უფალმა მას ძილში აუწყა: - "ჯვარი - ცხვრის კისერზე დაკიდებული ზარია, რომ განსაცდელისას მწყემსმა მისი ხმა უმალ გაიგოს და დაიფაროსო..." თუმცა, არც ამ ამბის შემდეგ მიჰკელდებია დედაეკლესიას...

ერთ საღამოს, როდესაც მივლინებიდან შინ მობრუნებულმა სააღდგომო მსახურებაზე წასვლაც კი დაიზარა და თავი ძილს მისცა, მოულოდნელად მკერდზე მწველმა ცეცხლმა გამოაღვიძა...

როდესაც იმ ადგილს შეეხო, საიდანაც ეს სიმხურვალე გადმოდიოდა, ხელში საკუთარი გულსაკიდი ჯვარი შერჩა, რომელიც მთელ სხეულს სიხარულის-მომგვრელი ცეცხლით ანათებდა...

საათს რომ დახედა, თორმეტი სრულდებოდა, ტაძარში სააღდგომო ლიტურგია იწყებოდა... სასწრაფოდ შეიმოსა და უახლოეს ტაძრისაკენ გაიქცა...

ამ დღემ მისი ცხოვრება სრულებით შეცვალა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 11:56 AM

"ჯვრის სკოლა - საუკეთესო სკოლაა. ჯვრის სკოლა გადააქცევს: უგუნურს - გონიერად, ჭკვიანს კი ბრძნად; ამაყს - მდაბლად, მდაბალს - სიმდაბლისმოყვარედ; უკეთურს - კეთილად, კეთილს - უკეთესად; სუსტს - ძლიერად, ძლიერს - უძლეველად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2016, 11:41 AM

"ხმალი ვადაჯვრიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:46 PM

"დღის ყოველ საათს ასჯერ გამოისახავდა ჯვარს და როცა გზაზე ჯვრის ნიშს ხვდებოდა, ეტლს აჩერებდა, ჩამოვიდოდა და მის წინ განერთხებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2017, 11:53 AM

"იცი, რა არის კვირინელობა? როცა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ჯვრის ტარებაში მოგეხმარება".

/პროფესორი გიორგი სოსიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 10:23 PM

მამა სერაფიმე [რომანცევი] ჰყვებოდა: "ჯვრის გამოსახვა არა მარტო სულიერ გადამდებ სნეულებას კლავს, არამედ ხორციელსაც. ომის დროს ასეთ სნეულთა შორის ვიყავი. ჩვენ ერთი ქვაბიდან გვიხდებოდა ჭამა. საჭმელს სამჯერ ჯვარს გადავსახავდი და არაფერი მემართებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2017, 04:31 PM

"ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იღებს სხვის ჯვარს, რამდენად მძიმეა საკუთარი ჯვარი და რაოდენ უფრო მეტად მძიმეა სხვისი! უფალი აძლევს ადამიანს ჯვარს მისი ძალის მიხედვით, რის ტვირთვასაც იგი შეძლებს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2017, 10:37 AM

"ჯვრის სიმძიმე უფლის მცნებებით ცხოვრების სურვილის მიხედვით იზომება. "გზა ცათა სასუფევლისკენ ვიწროა", - ვკითხულობთ სახარებაში. ამ გზაზე ჯვრით სიარული მძიმეა, მაგრამ მსურველი ყველაფერს დაითმენს და ჯვარს თვისას ბოლომდე ზიდავს. ბოლოს კი განეღება კარნი და იქ დაივანებს. ჯვრის სიმძიმე მოჩვენებითია და ამის არ უნდა შეგვეშინდეს. თითოეულს ეყოფა ძალა, გაუმკლავდეს გზად შეხვედრილ ცდუნებებს. თუ ჯვარს იღებ, გამოდის, ეშმაკს ომს უცხადებ, მაშასადამე, გახსოვს - ყველაფერი უფლისგანაა, მის ნებას სრულიად ემორჩილები და ყოველივეს სიხარულით იღებ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 11:37 AM

"მთავარეპისკოპოსი ლუკა ვოინო-იასენეცკი წერს: "სახარებაში ვკითხულობთ, თუ ვინმეს უნდა შემომიდგეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს ჯვარი და გამომყვეს. როგორი ჯვრებია უმრავლესობისთვის განკუთვნილი?! უბრალო და არა იმდაგვარი, როგორიც უდაბნოში მოღვაწეებს აქვთ. მიწიერი ცხოვრება, თითოეული ადამიანის არსებობა მწუხარება, ვაება და ტანჯვაა, სწორედ საზოგადოებრივი, ოჯახური ცხოვრების ყველა ეს მხარეა ჩვენი ჯვარი: უიღბლო ქორწინება, პროფესიის არასწორი არჩევა განა მცირე ტანჯვის მომტანია?! განა ბევრი არ უნდა მოითმინოს მან, ვისაც ასეთი გაჭირვება ეწვია?! მძიმე ავადმყოფობები, დამცირება, დაუდევრობა, ქონების დაკარგვა, მეუღლის ეჭვიანობა, ცილისწამება; ყელაფერი, რასაც ადამიანები ჩვენს მიმართ სჩადიან, განა არ წარმოადგენს ჩვენს ჯვარს?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:09 PM

"წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის სანუკვარი ოცნება წმინდა მიწის მოლოცვა იყო. ამიტომ, როგორც კი საშუალება მიეცა, პალესტინისკენ გაემართა. გემი საშინელ შტორმში მოხვდა და უეჭველი დაღუპვა ელოდა. ყმაწვილმა ლოცვა დაიწყო და უფალს მიმართა: - უფალო, რატომ დაუშვი ასეთი რამ? არ მინდა სიკვდილი, მინდა ვიქადაგო. გულიდან მოიხსნა ბებიის ნაჩუქარი ჯვარი, ქამარი გამოაბა და ზღვაში სამჯერ ჩაუშვა. მოხდა სასწაული: ქარიშხალი ჩადგა, ტალღები დაწყნარდა და გემიც დაღუპვას გადაურჩა. ამ ჯვარს წმინდანი შემდეგ მთელი სიცოცხლე ატარებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 09:56 PM

"ერთხელ სამი გოგონა რკინიგზის ლიანდაგებს მიუყვებოდა. მოულოდნელად ორმა შემხვედრმა მატარებელმა ჩამოიქროლა. გოგონები მათ შორის მოხვდნენ და სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. გაოგნებულებს ასეთი დიალოგი ჩაესმათ:
- როგორ გაუშვი ასეთი შემთხვევა ხელიდან? - ეუბნებოდა ერთი ხმა მეორეს, - როგორ ვერ ჩააგდე გოგონა მატარებლის ქვეშ?
- ვერ მოვახერხე, - უპასუხა მეორე ხმამ, - ჯვარმა დაიფარა. მაგრამ შენ რატომღა არ ჩააგდე შენი საკბილო, მას ხომ არ უკეთია ჯვარი?
- არ უკეთია, მაგრამ მან შინიდან გამოსვლისას გადაიწერა პირჯვარი და ამან დაიფარა.
- შენ რაღა დაგემართა?! - ახლა ვიღაც მესამეს მიმართა ორივემ, - შენი სამსხვერპლო ხომ მაინცაა ურწმუნო, არც ჯვარი უკეთია და არც პირჯვარს იწერს.
- ჰო, მაგრამ მას დედა ჰყავს მორწმუნე და იმან გადასახა ჯვარი შინიდან გასულს, - ჯვარი გწერიაო, შვილო. მისი სიტყვები ღმერთამდე ავიდა და მან განმაიარაღა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 11:12 AM

"თუ ჯვრის საიდუმლო იცი, უფრო მეტს დაითმენ, უფრო ძლიერი სულიერი იმუნიტეტი გამოგიმუშავდება და ღვთისკენ სავალ გზაზე მეტად წარემატები."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2017, 02:25 PM

"ადამიანს ჯვარი იმ ქვეყნადაც თან მიაქვს. გულსაკიდ ჯვართან ერთად ხელში ხის ჯვრით მიდის. ასეთია ქრისტიანული დაკრძალვის წესი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2017, 01:33 PM

"ჯვარს ატარებდე მოთმინებით - ეს ჭეშმარიტი სინანულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2017, 02:45 PM

"იტვირთო და ატარო ჯვარი იესო ქრისტესი - ხორციელი თვალისათვის, ერთი შეხედვით, უმკაცრესი განაჩენია. ქრისტეს მოწაფესა და მიმდევარს კი უმაღლეს სულიერ ტკბობას განაცდევინებს. ეს ნეტარება იმდენად დიდია, რომ ჭმუნვა-წუხილს განაქარვებს, ტკივილებს აყუჩებს და უსაშინლესად გვემული ენით უთქმელ შვებას განიცდის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2017, 07:50 PM

"იმის გამოცდილება, თუ რა ძალა აქვს ჯვრის ნიშნის რწმენით გამოსახვას, სულიერად მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს აქვს. ჯვარი დინჯად, აუჩქარებლად უნდა გადავისახოთ. არა ხშირად, - ცდილობენ, მაინცდამაინც სამჯერ მოასწრონ, - არამედ ხარისხიანად; როგორც ნაჩქარევად წაკითხულ ლოცვას არ აქვს ფასი, ასევე უსარგებლოა ჯვრის გადასასახად ხელის მოსწრებაზე ქნევა. მამები გვასწავლიან, რომ საკუთარი გულის ჯვარიც ჩვენთვის ლოცვისა და თაყვანისცემის ობიექტი იყოს, დღეში რამდენჯერმე უნდა მოვახერხოთ მის წინაშე ლოცვა და მისი ამბორი, რათა სხვა სიწმინდეების მიმართაც სწორი დამოკიდებულება გვქონდეს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2017, 11:54 AM

"ყველაზე საშინელი ჯვარი, რომელიც გვეძლევა, არჩევანის თავისუფლებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 10:20 PM

"ჯვარი ოდითგან მაცხოვრის ხატება იყო ქრისტიანებისთვის. მთაში ეს დამოკიდებულება ყველაზე ნათლად ჩანს. თუშების სამოსელი ჯვრის გამოსახულებით იყო შემკული. თუში, ხატს ჩავწერო, იტყოდა და ჯვარს დაქარგავდა ტანისამოსზე. ჯვარ-ხატების მადლით მთამ სიწმინდე შეინარჩუნა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 01:14 PM

"ჯვარი პირობაა ქრისტიანისა, შეასრულოს ღვთის ნება, თავის გაწირვაც რომ მოუხდეს. ყოველ ქრისტიანს აქვს თავისი გოლგოთა, რომელზეც მან თავისი ცხოვრების ჯვარი უნდა ატაროს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 09:57 PM

„ყოველ კაცს თავისი ჯვარი მიეცა, მაგრამ, როგორ იტვირთოს სიხარულით - უკვე მოძღვარმა უნდა დაანახოს. ჯვარია: ექიმობა, მღვდლობა, მასწავლებლობა, ჯარისკაცობა, პოლიციელობა და ასე შემდეგ. წმინდა წინამორბედს ჯარისკაცებმა ჰკითხეს: ჩვენ როგორ ვიცხოვროთ, მოძღვაროო? ნათლისმცემელმა უპასუხა: თქვენზე დავალებული საქმე პირნათლად შეასრულეთ და ცხონდებითო. აი, როგორ უნდა იტვირთოს კაცმა ჯვარი“.

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:53 PM

"თუ მოჩუქურთმებული ჯვრის მიხედვით ვიმსჯელებთ, ტაძარი V-VI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ჯვარი მოხაზულობით თევზის კუდს ჰგავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 10:37 AM

"ჯვარი დაუძლეველია იქ, სადაც ჯვრის სწამთ და ჯვრით ცხოვრობენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 03:12 PM

"მეცნიერების თქმით, მათ მიაკვლიეს [ბეით-შემეშში, იერუსალიმის მხარეს] ძვირფასეულობებზე გამოსახულ ჯვრებს, თუმცა არც ერთ მათგანზე არაა გამოსახული ჯვარცმული მაცხოვარი. ასეთი გამოსახულებები მოგვიანებით შუა საუკუნეებში ჩნდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:11 PM

"საზიარებელი ბარძიმის გარდა, ყველაფერს უნდა გადასახო ჯვარი. როდესაც ქუჩაში რაიმე ნივთი გდია, ვაითუ ბოროტის დაგდებულია. როცა გინდა, სხვა არ დაბრკოლდეს, სამების სახელით შეგიძლია თვალითაც გადასახო ჯვარი."

/წმ. გაბრიელ სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 06:45 PM

"პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან. ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ - ჭიპის თავზე, მერე - მარჯვენა და მარცხენა მხარზე.

მას, ვინც ჭიპის მაგივრად გულზე იდებს ხელს - თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად; თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს"

/წმ. გაბრიელ სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2018, 03:13 PM

"ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შესვარული ძველისძველი ძელისგან შეკრეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2018, 08:55 PM

"უფლის ჯვარცმის შემდეგ ჯვარი ქრისტეს მიმდევართათვის უძლეველ იარაღად იქცა, რომლის თაყვანისმცემელნი და მსასოებელნი ყოველგვარ წინაღობას გადალახავენ, უკეთურებას სძლევენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2018, 03:35 PM

"თუ წინააღმდეგობას გაწევ, საკუთარი ჯვრიდან ჩამოსვლა მოგინდება და აჯანყდები, მაშინ ვერაფერს მოიგებ. ასე რომ, იფიქრე ჯვარზე გაკრულ ქრისტეზე. მან იქ მთელი თავისი სიკეთე, სიყვარული აჩვენა, მისი სული გაიფურჩქნა, მისი სიტკბოება, სილამაზე გათავისუფლდა და მისი გული იმდენად დიდი გახდა, რომ მან შეიყვარა, გააერთიანა ყველა, აპატია ყველას, ის გამოსცემდა ბრწყინვალებასა და ნათელს, რომელთაც მთელი დედამიწა შეცვალეს. ეს ყოველივე ჯვრის გარეშე არ მოხდებოდა".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 06:04 PM

"ქვეშის ციხე XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. კარიბჭეში დიდი ლოდია. ქვას ახლაც ამჩნევია ჩამკეტი კარის ბოძის ნაქუსლარი. ციხეს ჰქონია სათოფურებიც. გალავანს დიდი ჯვარი ამშვენებს. როდესაც ახალგაზრდებმა ციხეზე ეს უზარმაზარი ჯვარი ხელით აიტანეს, გაუჭირდათ მისი დამაგრება. ერთ-ერთი ახალგაზრდა ნასვამი იყო. სთხოვეს, - წადი, უშენოდ ავზიდავთ ჯვარსო. როგორც კი ყმაწვილი გამოეყო მეგობრებს, ჯვარიც უმალ აღმართეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2018, 05:50 PM

"რუსმა მეცნიერებმა კვანტური ფიზიკის პოზიციებიდან შეისწავლეს ჯვარი და გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდნენ. მათმა ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა შიპუნოვმა ამ შედეგების შესახებ საქვეყნოდ განაცხადა. მალე შიპუნოვი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

აი, რა აღიარა მეცნიერმა:
„ჩვენი ცდებით დამტკიცდა, რომ ჯვარი ერთადერთი მექანიზმია მთელს პლანეტაზე, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს წარმოქმნის, ანუ ჩვენი სიცოცხლისთვის უზრუნველჰყოფს ელექტრულ კვებას, რომლის გარეშეც არც ერთ ცოცხალ უჯრედს არ შეუძლია არსებობა. ყველაზე საინტერესო, აი, რა არის - ჯვრის იმ კუთხეში, სადაც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები გადაიკვეთებიან, ჩვენს ბიოსფეროში მთელი სამყაროდან შემოსული ენერგია ჰორიზონტალურ ნაკადად წარმოიქმნება. და ჯვრის სწორედ ეს ადგილი მარჯვნივ და მარცხნივ უთვალავ, მილიარდობით დამუხტულ ნაწილაკს გადმოაფრქვევს. ნაწილაკები გამოიფრქვევა კონებად.. ხოლო დიდ დღესასწაულებსა და ღვთისმსახურების დროს ჯვრიდან გვირგვინისებური გამოსხივება შეინიშნება.

მერე ჯვრის ვერტიკალური შემადგენლიდან ეს ენერგია ტაძრის სივრცეში ხვდება და იქ ელექტრული ენერგიის უზარმაზარ პოტენციალს ქმნის. ამიტომაც ტაძარი, თანამედროვე კვანტური მექანიკის თვალსაზრისით, ენერგიის უზარმაზარ გამომსხივებელს წარმოადგენს. ეს გამოსხივება უზარმაზარ მანძილზე ვრცელდება და, ფაქტიურად, თავის გარშემო არსებული სივრცის მთელ ელექტრომაგნიტურ სტრუქტურას გარდაქმნის. ამას შემდეგ უზარმაზარი ძალის უფრო ფაქიზი ველების გარდაქმნაც მოსდევს, ანუ ტაძრის გარშემო სივრცე მთლიანად იცვლება.

...ჯვრები თვით მიტოვებულ ტაძრებშიც კი გამოასხივებენ ენერგიას. ყველა ჯვარი სხვადასხვა ხარისხისას გამოასხივებს. ყველაზე ძლიერად ოქროსი, ლითონის - შედარებით ნაკლებად... გამოასხივებს ხის ჯვარიც.

ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ჯვრის ვერტიკალური ნაწილი კოსმოსურ რადიაციას ღებულობს, ჰორიზონტალური ნაწილი კი მას დედამიწის ზედაპირზე გადაასხივებს. ჯვარი წარმოადგენს ელექტრული მუხტების ყველაზე ძლიერი გამოსხივებელს და, სხვათა შორის, მაცოცხლებელი მუხტებისას, რომელთა რაოდენობა დედამიწაზე არა კმარა. ეს წმინდა ფიზიკური მოვლენაა. ჯვარი - ესაა დედამიწაზე სასიცოცხლო ძალების კვების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლენა. მეორე ასეთი არ არსებობს ბუნებაში“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 07:52 PM

"მოხუცს [ათონელ მამა ევლოგის] სენაკში ეკიდა ხის ჯვარი, რომლის წინაშეც ლოცულობდა. ერთხელაც, ლოცვის დროს, ბერს გამოსაცდელად სარკმლიდან ერთი დიდი ეშმაკი მიადგა. უეცრად, მამა ევლოგი ხედავს კედლიდან თავისით გადმოვიდა ჯვარი, მიუახლოვდა ეშმაკს და ისიც მაშინვე გაეცალა იქაურობას. მერე კი ხედავს, ჯვარი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2019, 09:00 PM

"მორჩილად იტვირთე შენი ჯვარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2019, 07:19 PM

"ყოველი ადამიანის ჯვარი ნიშნავს მწუხარებას, თავის შეზღუდვას, დამდაბლებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2019, 06:12 PM

"სადაც ჯვარია, იქ არის ქრისტე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2019, 08:46 PM

"ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა და ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მივიტანოთ ჩვენი ჯვარი.

ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისგან სხვა ჯვარს. უნდა ვიცოდეთ, რომ მძიმეა ჩვენი ჯვარი, მაგრამ უფრო მძიმეა, აუტანელად მძიმეა სხვისი ჯვარი".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 09:58 PM

"კითხვა: შეიძლება თუ არა, ჯვართან ერთად გულზე ჩამოვიკიდო რაიმე თილისმა?

პასუხი: ჯვართან ერთად შეგიძლიათ ატაროთ მხოლოდ ხატი ან ფსალმუნი. ჯვართან ერთად სხვა რამის ტარება მცირედმორწმუნეობას ნიშნავს, რადგან, ჯვრის ძალას ვერაფერი გადაწონის და, რაღა მნიშვნელობა აქვს თილისმის ტარებას? ზოგადად, თილისმები და ავგაროზები არაქრისტიანულია და მათი ტარება მორწმუნე ქრისტიანისთვის დაუშვებელია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 07:54 PM

"კითხვა: როცა ადამიანი მართლმადიდებლურ ტაძარში შედის მაშინ, როდესაც წირვა-ლოცვა დამთავრებულია და უკვე ჯვრის თაყვანისცემის დროა, შეუძლია თუ არა, ისიც ემთხვიოს ჯვარს სხვა ხალხთან ერთად?

პასუხი: როდესაც ადამიანი რწმენით შედის ტაძარში, მას შეუძლია, სხვა მლოცველებთან ერთად ემთხვიოს ჯვარს. თუმცა, სასურველია და საჭიროა, მორწმუნე ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, რათა მასზე გადმოსული უფლის მადლი გამთლიანდეს. სანამ ჯვარს ემთხვევით, ემთხვიეთ და თაყვანი ეცით ტაძრის წმიდანს ან რომელიმე დღესასწაულის აღსანიშნავად ტაძრის შუა ადგილზე დასვენებულ ხატს. ჯვარზე მთხვევის შემდეგ კი ასევე თაყვანისცემით დაემშვიდობეთ ტაძარს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 11:13 AM

"კითხვა: ბანაობის დროს ჯვარი უნდა მოვიხსნათ?

პასუხი: ჯვარი არასდროს არ უნდა მოიხსნათ, ის ყოველთვის უნდა ატაროთ, რადგან განსაცდელისგან ადამიანი არასდროს არის დაზღვეული, ჯვარი კი ნებისმიერ სიტუაციაში გიცავთ ბოროტებისგან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 11:24 AM

"კითხვა: ისე მოხდა, რომ ჩემი ნათლობის ჯვარი სხვას ვაჩუქე. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ცუდად მიდის, წარუმატებლობა და პრობლემები არ მელევა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ნათლობის ჯვარს, რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს და მისი გაჩუქება დაუშვებელია. თუმცა თქვენს წარუმატებლობას ჯვრის გაჩუქებას არ უნდა უკავშირებდეთ. შეგიძლიათ, შეიძინოთ ახალი ჯვარი, აკურთხებინოთ და ატაროთ. იცხოვრეთ ეკლესიურად, იმარხულეთ, თქვით აღსარება, ეზიარეთ და თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 06:27 PM

"ადამიანთა ჯვრები პატარა ჯვრებია, რომლებიც შეგვეწევიან ჩვენ სულის ხსნაში. ქრისტეს ჯვარი კი ძალიან მძიმე იყო, რადგან მას თავისი ღვთაებრივი ძალა თავისთვის არ გამოუყენებია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2019, 04:36 PM

"ქრისტემ ჯვარზე სინათლე და სითბო დატოვა"

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 05:43 PM

"ჯვარი განიოტებს ბოროტ ძალებს. ნუ დაივიწყებთ ეამბოროთ, შეისუნთქეთ მისგან მომდინარე მადლის სხივნი. ისინი უხილავად შედიან სულში, გულში, სინდისსა და ხასიათში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2019, 04:17 PM

"მუსულმანურ სამყაროში ქრისტიანები ჯვარს ხელზე იტვიფრავენ, რათა სიკვდილის შემთხვევაში ქრისტიანულად დაკრძალონ. ამასთან ერთად, ეს მათი აღმსარებლობა და სურვილია - მოკვდნენ ქრისტესთვის"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)