მეფის კურთხევის წესი, ქართულ პრაქტიკაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეფის კურთხევის წესი, ქართულ პრაქტიკაში |
Sotiris |
Jun 26 2007, 04:22 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
რაფიდზე ავტვირთვე ორი ნაწყვეტი კორნელი კეკელიძის წიგნიდან (წიგნი რუსულადაა, Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение, Тифлис, 1908), სადაც აღწერილია მეფედ კურთხევის წესი ორი შემორჩენილი ხელნაწერის, A 450-ის (კეკელიძის აზრით მე-16 ს.-შია გადაწერილი) და S 352-ის (კეკელიძის აზრით მე-17 ს.-შია გადაწერილი) საფუძველზე. ფაილები აქ და აქ შეგიძლიათ ნახოთ. S 352-ში მეფის კურთხევის წესის ორი რედაქციაა შემორჩენილი, მეორე იგივეა რაც A 450-ში. არსებითად ორივე რედაქცია მსგავსია: ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ, მეფე შეჰყავთ საკურთხეველში, იგი მოიყრის მუხლს, კათოლიკოსი თავზე ომოფორს ადებს და კითხულობს ლოცვას "საღმრთო მადლი...", შემდეგ კათოლიკოსი მეფეს ცხებს მირონს (S 352-ის პირველი რედაქციით მირონცხება არ ხდება). მეფეს აზიარებენ ეპისკოპოსების შემდეგ, მაგრამ მღვდლებზე წინ.
დანარჩენი მოგვიანებით. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
piligrimi |
Jun 26 2007, 08:50 AM
პოსტი
#2
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
საინტერესო თემაა, მასალებს მერე გავეცნობი.
ხო რაღაც ცოტა რთულად არის მგონი, მეფეს რაც შეხება რამდენადაც ვიცი მას საკურთხეველში აზიარებდნენ საერთოდ, და განსაკუთრებული პრივილეგიებითაც სარგებლობდა, ისიც ხომ მირონცხებული მეფე გახლდათ. -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
დათიკო |
Jun 27 2007, 12:23 AM
პოსტი
#3
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მე რამდენადაც ვიცი უწინ მეფის კურთხევას დალოცვასაც უწოდებდნენ.
"დალოცეს და ტახტზე დასვეს" ზოგიერთ წერილობით წყაროში ასე არის მოხსენებული მგონი. |
Lenus |
Jul 31 2007, 11:16 AM
პოსტი
#4
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
Sotiris
ეს რა მტკვინეული თემა გაგიხსნია კეთილო კაცო და მიგიტოვებია? გამწარებული გელოდები! -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
Aug 20 2007, 05:47 PM
პოსტი
#5
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
Sotiris
ხომ არ შეგიძლია ერთხელაც რომ ატვირთო?? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 01:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი