![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
qetevano |
![]()
პოსტი
#21
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
A.V.M
მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ ამდენ რამეებს თავს უყრი და გვაწვდი ჩვენც -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
აკაკი |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ძალიან მესიამოვნა, ღმერთმა მოუმართოს ხელი ამ საზოგადოებას ქვეყნის კეთილისყოფისაკენ.
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#23
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
qetevano
ციტატა მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ ამდენ რამეებს თავს უყრი და გვაწვდი ჩვენც მადლობა... ციტატა ძალიან მესიამოვნა, ღმერთმა მოუმართოს ხელი ამ საზოგადოებას ქვეყნის კეთილისყოფისაკენ. ამინ! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#24
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#25
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მთის პრობლემების გადასაჭრელად, პატრიარქი ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებს სთავაზობს
12:16 31-01-2014 მთის პრობლემების გადასაჭრელად, პატრიარქი ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებს სთავაზობს სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში. მთის პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებსა და მოსაზრებებს სთავაზობს. ამ თემაზე პატრიარქის სპეციალური წერილი "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე წაიკითხეს. "გულითადად მოგესალმებით დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და გამოვხატავ ჩემს მადლიერებას მთის პრობლემების წინ წამოწევის გამო. ამ თემაზე გასულ წლებში არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს ქადაგებებსა და ეპისტოლეებში, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია. ვიმედოვნებ, ეს კონფერენცია, ქმედითი ღონისძიებების საწყის ეტაპად იქცევა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და სამუშაო ადგილები შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი. ვინ შეიძლება დასახლდეს აღნიშნულ რეგიონებში? პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდეს და თუ ამას ვერ მივაღწევთ, პირობები უნდა შეიქმნას, თუნდაც მათი ნახევარწლიანი მომთაბარე ცხოვრებისათვის, ანუ ნაწილობრივი დაბრუნებისათვის მიტოვებულ ადგილებში. კარგი იქნება, თუ დავასახლებთ (წინასწარი მომზადების შემდეგ) მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდა და რომელთაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტიურად, ქუჩაში წასვლა უწევთ. შეიძლება ვიფიქროთ იმ ოჯახებზეც, რომლებმაც გაჭირვების გამო დაკარგეს სახლ-კარი და ღვთის ანაბარად დარჩნენ. ასევე სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი და თავისი შრომით წვლილი შეიტანონ მხარის აღორძინებაზე. რა თქმა უნდა, წინადადებები სხვაც ბევრი იქნება და ალბათ გაცილებით უკეთესიც, რაც ფრიად სასიხარულოა ჩვენთვის. მთავარია, რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანა დაცარიელებული მთიდან გამომდინარე უმძიმესი შედეგებიდან ვიხსნათ. ეკლესია მზად არის, შესაძლებლობისამებრ გვერდში დაუდგეს ამ საქმეს და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გადარჩენაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ღმერთმა ააღორძინოს და გააძლიეროს საქართველოს მთა და ბარი", - აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სასტუმრო "ქორთიარ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციას "SOS - საქართველოს მთა" სასულიერო პირებიც ესწრებიან. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sthavazobs.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
![]()
პოსტი
#26
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 56,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თუ პატიება ვერ შეძელი და მტერი ვერ შეიყვარე, ილოცე მაინც მისთვის, რათა უფალმა ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს და ამ სიკეთის საფასურს, უფალი შენვე დაგიბრუნებს.
თუ ვაპატიებთ მოყვასს შეცდომებს, ნუ იფიქრებთ, რომ კეთილნი ვართ მისდამი, ამით სიკეთეს ჩვენ საკუთარ თავს ვუკეთებთ მხოლოდ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
![]()
პოსტი
#27
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
პატრიარქი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით
01/07/2014 ავტორი: Orthodox Theology ilia_meore_4“ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ევროპის პარკში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისმა უწმინდესობამ დალოცა ყველა, ვინც დღევანდელი დღისთვის შრომობდა. “თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის ბედნიერი დღე. სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი ზეიმობენ დღევანდელ დღეს. ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისათვის”, – ბრძანა ილია მეორემ. http://www.orthodoxtheology.ge/churchforeu/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
![]()
პოსტი
#28
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 56,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ ჩვენი ეპოქა არის მოთხოვნილებების ეპოქა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#29
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 56,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა, რამდენი შეცდომა დამიშვია, რამდენი არასწორი ნაბიჯი გადამიდგამს, მაგრამ, საბოლოოდ, ღმერთმა მიჩვენა გზა ჭეშმარიტი, ამ გზით მატარა და დღესაც მატარებს"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#30
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 56,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჩემს ახალგაზრდობას გავიხსენებ: სკოლის დამთავრების შემდეგ საბუთები მქონდა შეტანილი სამედიცინოსა და სამთო-საინჟინროზე, მერე უეცრად ორივედან გამოვიტანე და სემინარიაში ჩავაბარე; 8 წელი ვსწავლობდი - ჯერ სემინარიაში - 4 წელი და მერე აკადემიაში - 4 წელი. და ისეთ მფარველობას ვგრძნობდი უფლისაგან და იმდენად მეხმარებოდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში გამორჩეული სტუდენტი ვიყავი"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2023 - 01:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი