IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> მოძრაობა "ჰარი კრიშნა"
აკაკი
პოსტი May 16 2010, 04:32 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან!


მოძრაობა "ჰარი კრიშნა"



თავისი ზანგრძლივი ისტორიის მანძილზე ინდუიზმმა არაერთხელ განიცადა სახეცვლილება. იგი იყოფოდა ცალკეულ განშტოებებად და მიმდინარეობებად და ამგვარად სასაბამს აძლვდა ახალ რელიგიებს. ინდუზმის საკმაოდ მნიშვნელოვანი განშტოებებია "შივაიზმი" და "ვიშნუიზმი" პირველის მომხრეები თაყვანს სცემენ შივას, როგორც უმაღლეს ღვთაებას, მეორენი კი უმთავრეს ღმერთად ვბიშნუსა და მის განსახიერებებს მიიჩნევენ.

რამოდენიმე ასეული წლის წინ ინდუისტთა რიგებში კვლავ მოხდა გაყოფა, და ვიშნუიტების ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მთავარი ღმერთი არის კრიშნა, ხოლო ვიშნუ, პირიქით, არის კრიშნას განსახიერების ერთ-ერთი გამოვლინება.

კრიშნაიზმის, როგორც ახალი მოძრაობის, დაფუძნებელი და იდეოლოგი იყო კატანა მახაპრაბუ (1486-1534); მან ააღორძინა ეს მოძრაობა ბენგალიაში. ინდუისტების წმ. ტექსტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტით - "ბჰაგავატ-გიტა"-თი შთაგონებულმა კაიტანამ გამოაცხადა, რომ განთავისუფლება მიიღწევა დიდი (უსაძღვრო) სიყვარულისა და სამსახურის ფასად, რომელსაც ადამიანი მიუძღვნის კრიშნას, როგორც უმაღლეს პიროვნულ ღმერთს. ეს სწავლება ცნობილია "ბჰაკტი-იოგა"-ს სახელით. კატანიამ ასევე დააწესა თაყვანისცემის განსაკუთრებული წესები - სიმღერები და ექსტაზური ცეკვები - რასაც აგრძელებენ კიდევ დღევანდელი კრიშნაიტები.

როგორც მკითხვეილი მიხვდა, კრიშნაიზმის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ინდუზმში არსებულ სექტანტურ მოძრაობასთან.

ეს სექტა ამჟამად თავის ძირითად საქმიანობას აწარმოებს ევროპასა და ამრეიკაში. დასავლურ კულტურაში კრიშნაიტული კულტის "ბჰაკტის"-ს შეღწევა დაკავშირებულია ბჰაკტივედანტა სვამი პრაბხუპდას სახელთან (1896-1978) 1922 წელს იგი გახდა შრი შრიმადა ბჰაკტისიდდნატა სარსავატი გოსვამი მაჰარაჯის მოწაფე. ეს უკანასკნელი იყო იმ ხანად ამ სექტის ხელმძღვანელი. მან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაავალა თავის მოწაფეს "კრიშნას შეგნების" პრინციპების გავრცელება ინგლისურენოვან ხალხებში. 1965 წელს ბჰკტივენდანტა სვამი პრაბხუპადა გადადის საცხოვრებლად ნიუ-იორკში.

მანჰეტენის ცენტრში გამოჩნდა სამოცდაათI წლის მოხუცი ინდოეთიდან; ზაფრანისფერ მანტიაშI შემოსილი იგი მათხოვრობდა და ცდიილობდა ხალხის ყურადღება მიეპყრო.

თანდათანობით მას უჩნდება იქ მოწაფეები და 1966 წელს აარსებს იქ "კიშნას შეგნების საერთაშორისო საზოგადოებას".
1968 წლიდან ბჰკტივედანტა იწყებს მრავალრიცხოვანი იტერატური გამოცემას - ძირითადად ეს არის ინდუისტური "წმინდა ტექსტების" თარგმანები და მათი კომენტარები. დღეისათვის 30-ზე მეტი დასახელების წიგნია გამოცემული "კრიშნას საზოგადოების" მიერ

კრიშნაიტები აარსევენ ახალ-ახალ ტაძრებს მსოფლიოს მასშტაბით (სადაც კი ხელი მიუწვდებათ). აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ ინგლისურენოვანი ხლახებით და ეს გასაგებიცაა; რაც არ უნდა იქადაგონ, ცხადია, რომ ყველა სექტის, საზოგადოებისა თუ ორგანიზაციის მსგავსად, სურთ თავიანთი გავლენის სფეროების გაფართოება. ისინი ავრცელებენ მსოფლიოშI თავიანთ ლიტერატურას, ამასთან ერთად, ავრცელებენ "ბითლზ"-ის ტოფილი წვრის - ჯორჯ ჰარისონის სიმღერების ჩანაწერებს, რომლებიც შეიცავს მანტრებს (ლოცვებს) "ჰარი-კრიშნა" და კრიშნას ჰიმნებს. ცდილობენ ამცნონ სამყაროს კრიშნას სახელი. 1978 წელს გარდაიცვალა ბჰაკტივედანტა, მაგრამ მის ნაწერებს კრიშნაიტები მიიჩნევენ "კრიშნას შემეცნების ჭეშმარიტ ტრანსცენდენტულ მეცნიერებად". დღევანდელ პერიოდში ამ სექტის მუშაობას ხელმძღვანელობს 11 გურუ (მსწავლებელი). თვითოეული მათგანი აკონტროლებს მისთვის განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიას. ბჰაკტივედიდენტას სიკვდილის შემდეგ ფულადი სახსრების შეგროვების მეთოდი საკმაოდ შეიცვალა. ამ სექტის ახალი ხელმძღვანელები ამბობე: "კრიშნაიტებისათვის ნებადართულია ნებისმიერი მეთოდი, რადგან ყველაფერი ამ სამყაროში, ასე თუ ისე, კრიშნას ეკუთვნის"-ო.

კრიშნაიტების პროპაგანდა ყველახზე ადვილად გამოძახილს პოულობს "ნარკომანული კულტურისაგან" გულგატეხილ სტუნდეტებსა და ახალგაზრდობაში. ზოგიერთებს სექტისკენ უბიძგებს მაროობის (იზოლაციის) გრძნობა, საკუთარი პრიოვნული ღირსებების დაკარგვის განცდა. ასეთ ადამიანებს სექტა სთავაზობს ორგანიზებულ, მოწესრიგებულ თემს:

საკმაოდ გაჯერებულ განრიგს და მკაცრ წესებს. ყველა გადაწყვეტილებას ღებულობს ხელმძღვანელი, წევრები კი ასრულებენ კოლექტიურად. ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. ყოველგვარი პირადი საკუთრევა გადადის სექტის მფლობელობაში. ყველამ უნდა ატაროს ერთნაირი ტანსაცმელი, ჰქონდეთ ერთნაირი ვარცხნილობა. მამაკაცები თავს სრულიად იპარსავენ, მხოლოდ თავის უკანა ნაწილში - კეფასთან (ქოჩორს რომ ვუწოდებთ) იტოვებენ მცირე რაოდენობის თმას (სიქჰა), ატარევენ ყვითელ ან ზაფრანისფერ მანტიას. დედაკაცები თმას გადაჭიმულად იკრავენ თავის უკან ზედა ნაწილშI და როგორც წესი - შუაზეა თმა გაყოფილი; ეკრძალებად საუბრები, რომლების არ არის დაკავშირებული "კრიშნას შეგნება"-სთან, უარჰყოფენ ყველაფერს, რაცკი რამ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან, განათლებასთან. მათთვის აკგრძალულია ნარკოტიკი, ალკოჰოლიანი სასმელი, თამბაქო, ყავა, ჩაი და თავისუფალი სექსუალური კავშირები. კრიშნაიტები არ ჭამენ ხორცს, თევზს კვერცხს.

ბჰაკტივედანტას სიკვდილის შემდეგ მოხდა მათი მოძრაობის ლიბერალიზაცია. თავისი წევრებისაგან აღარ მოითხოვენ პირადი ქონების დათმობასა და აუცილებლად ტაძარში ცხოვრებას, მაგრამ ხალდებულნი არიან დარჩნენ ვეგეტარიანელებად და თვითოეულ მათგანს სახლში ჰქონდეს კრიშნას სამსხვერპლო. ჰიმნების საყოველთაოდ გალობა შესცვალა ქიმიური სასუქის გარეშე გაზრდილი ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობამ. ხმაროვენ სანკრიტულ სიტყვებს. სანკრიტი არის ინდუისტების წმ. ენა. ლოცვებს და საკითხავებს ასრულებენ სანკრიტზე. "კრიშნას შვილებმა" მთელი თავისი აზრები უნდა მიაპყრონ მხოლოდ კრიშნას, ყველა მოქმედებით ემსახურონ მას, უნდა დაკარგოს საკუთარი პიროვნების შეგრძნებადობა და კრიშნას შეუერთდეს. თაყვანისცემის რთული და მარტივი მეთოდები არსებობს ყველაზე "უბრალო" მათს შორის ამგვარია: ახლად მოქცეული კრიშნას ქანდაკების წინ წარმოსთქვამს "ლოცვას" "ჰარი კრიშნა"... იგი 16 სიტყვისაგან შედგება. სხვა, უფრო რთული წესია სანკირტანა, რომლის დროსაც კრიშნაიტები ერთმანეთს უყვებიან განცხრომათა შესახებ, რომელთაც კრიშნა ეძლეოდა დედამიწაზე ყოფნის ჩამს, მღერიან მანტრებს ("ლოცვებს") და ცეკვავენ. ბევრი მათგანი ამ დროს ექსტაზის ან დრანსის მდგომარეობაში ვარდება.

ბჰაგტი-იოგას ტექნიკა მოიცავს კრიშნას მსახურების სხვადასხვა სახის რიტუალებს. მათ შორის: განსაკუთრებული საკვების მომზადება და მსხვერპლად შეწირვა ტაძრის ღმერთებისადმი (კრიშნას ქანდაკებები); დღეში ორჯერ-ექვსჯერ- შეასრულოს არატრიკი ("კრიშნას თაყვანისცემა")

წმ. მცენარი - ტულასი დევი-ს თაყვანისცემა. იგი ყველა ტაძარშია და კრიშნაიტების რწმენით ეს მცენარე "განსწმენდს" თავის თაყვანისმცემელებს ცოდვებისა და ავადმყოფობათაგან; ღმერთების მსახურება, ყველა ტაძარში არის სათავსო კრიშნასი და მისი ხარჭის ქადაკებებით. ეს ქანდაკებები (სიმაღლით 0,5 მეტრი) მოთავსებულია სამსხვერპლოზე სამი (მცირე ზომის ღვთაების გამოსახულებებთან. აქვე კაიტანიასი და ბჰაკტივედანტას გამოსახულებები. მათ "აჭმევენ", მათ წინაშე ლოცულობენ, მათ ეფერებიან, უცვლიან ტანსაცმელს, "აძინებენ". კრიშნაიტები ამ ქანდეკებებს არ თვლიან კერპებადნ არამედ კრიშნას განსაკუთრებულ განსახიერებად. წყალს, რომელშიც "ღმერთებს" აბანავებენ, კრიშნაიტები სვამენ. მარხულობენ და აქვთ დღესასწაულები: კრიშნას, რადხასა და ბჰაკტივედანტას "მოვლენის დღეები".

ქორწინება კრიშნაიტებს შორის ხდება მხოლოდ მათი მასწავლებლის ნებართვით. ცოლი უსიტყვოდ ემორჩილება ქმარს, რომელსაც აქვს უფლება სცემოს დაუჯერებელი ცოლი. ქორწინებას მიიჩნევენ მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების საშუალებად. კრიშნაიტების ბავშვები 5 წლის ასაკიდან იზრდებიან სპეციალურ სკოლებში. მათ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილები სიცოცხლეშI მიაღწევენ სრულყოფას და აღარ დასჭირდებათ გარდასახვა.

კრიშნაიტების ძირითადი და საყვარელი ტექსტია "ბჰაგავატ-გიტა". ისინი თვლიან, რომ იგი დაიწერა 5 ათასი წლის წინ, ბიბლიაზე ბევრად ადრე, რაც არავითარ მოწმობით დასტურდება. სერიოზულ მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, "ბჰაგავატ-გიტა" დაწერის თარიღად მიიჩნევენ პერიოდს ქრისტეს შობამდე IV საუკუნესა და ქრისტეს შობითგან I საუკუნეს შორის.

ხელმძღვანელობენ ასევე "წმიდა წიგნები" - "შრიმად ბჰაგავატამი" ("ბჰაგავატ-პურანი"-III-IX საუკ. ქრისტეს შობითგან). ამ წიგნი მოთხრობილია კრიშნას სასიყვარული ამბები, რომელთაც ეძლეოდათ მიწაზე ყოფნისას, მას ახლავს ფერწერული მინიატურები. აქ ხშირად არის გამოსახული ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი - მწყემსი (მუქიფერის კანით. კრიშნა ნიშნავს - "შავს"). აქ მყოყოლილია ლეგენდები, თუ როგორ იპარავდა კრიშნა სხვის კარაქს, უკრავდა ფლეიტაზე და მოუწოდებდა გოგონებს, რომელთაც სთავაზობდა დაეტოვებინათ ქმრები და მთელი ღმაე მთვარის შუქზე მასთან (კრიშნასთან) ეცეკვათ. მოდიოდნენ გოგონები მასთან ატარევდნენ დროს. ყველა მათგან ეგონა, რომ მხოლოდ ის უყვარს კრიშნას. კრიშნას საყვარელი მწყემსი გოგო იყო რადხი.

კრიშნაიტები თვლიამ, რომ კრიშნას გარყვნილი საქმეების არის ღვთაებრივი სიყვარული ხორცშესმა და იგი აღემთება ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენებ, ლეგენდის თანახმად კრიშნა მოკვდა 125 წლის ასაკში შემთხვევით - ფეხში მოხვედრილი ისრით.

კრიშნაიტების რწმენით ყოველ საუკუნეში ჩნდებალი ახალი "ავატარი" - კრიშნა ახალი ადამიანის სახით. რომ უკანასკნელი გამოჩენა კრიშნასი ყიო "ოქროს ავატარი" - კაიტანია.

ბჰაგტივეტანტა ასწავლის, რომ ჩვენს საუკუნეში გადარჩენა შეიძლება მხოლოდ მანტრა - ჰარიკრიშნა"-ს გამეორებით.

კრიშნაიტები კრიშნას მიიჩნევენ უმაღლეს პიროვნულ ღმერთად, უამრავ, წყაროთა შემქმნელად. მან შექმნა (თითქოს ასევე "სულიერი ცანი", "სულიერი პლანეტები", მატერიალური პლანეტები. ეს სექტა დაფუძნებულია ორ უმთავრეს ინდუისტურ კონფეციაზე - "კარმა" და "სამსარი" (გარდასახვა). თვლიან, რომ ადამიანის სული (ჟივა) არ კვდება, არამედ ხდება გარდასახვა სიკვდილის შემდეგ და სხვა სხეულით მოდის ხელახლა ადამიანად და ელოდება გარდასახვას, რომ ხელახლა გაიაროს ცხოვრება ისე, რომ აღარ ჩაიდინოს ცოდვები და როცა უცოდველად გაივლის ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ დასრულდება გარდასახვების პროცესი. ასევე ამბობენ: ადამიანთა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი რეალური "მე" ვერ განუსხვავებიათ მატერიალური სხეულისაგან და იმყოფებიან მატერიალური არსებობის ილუზიაში და აქედან ცოვაში. "დაბნეულობის" ამ სახეს ეძახიან "კარმა"-ს. ის, ვინც მიაღწევს "კარმისაგან" განთავისუფლებას - მიიღებს მარადიულ სულიერ სხეულს და იცხოვრებს კრიშნას სამყოფელში, ე.ი. დაბრუნდება ღვთაებასთა. გადარჩენის ერთად-ერთი საშუალებად მიიჩნევენ კრიშნას ერთგულ მსახურებას. ისინი თვლიან, რომ სხვა რელიგიები მცდარი და არა სწორია.


კრიშნაიტების შეფასება ბიბლიური პოზიციებიდან


1. კრიშნაიტებს მიაჩნიათ, რომ ადამიანმა უნდა დაიმსახუროს გადარჩენა მხოლოდ პირადი მოღვაწეობის ხარჯზე. ეს გაგება საკმაოდ არის დაცილებული გადარჩენის შესახებ ქრისტიანულ სწავლებასთან: ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია მხოლო მისი ღვაწლით, ღმრთის მოწყალების გარეშე, რადგან ადამიანი უცოდველი ვერ იქნება.

2. ის, ვინც ვერ გადარჩება ამ ცხოვრებაში, საშუალება ეძლება ხელახლა დაიბადოს, უკვე სხვა, შედარებით უკეთეს გარემოში და ეს მოხდება მანამდე, ვიდრე არ დასრულდება "კარმისაგან განთავისუფლების პროცესი". ყველამ თვითონ უნდა გამოისყიდოს თავისი ცოდვები და განთავისუფლდეს "კარმისაგან", თუნდაც ამას მილიონობით წლები დასჭირდესო, ამბობს მათეული სწავლება. შესაძლებელი რომ ყოფილიყო კიდეც გარდასახვა, ყოველი მომდევნო ცხოვრება განამრავლებდა ცოდვათა რაოდენობას, რადგან უცოდველი არავინ არის გარდა ღმერთისა (3 მეფ. 8,46; იგავ. 20, 9; რომ. 3,23; 1 ინ. 1,8;).

3. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ღMერთმა "ადამიანებს დაუწესა ერთხელ სიკვდილი და ერთხელ გასამართლება" (ებრ. 9,27).

4. ცოდვა არის არა ილუზიის შედეგი, არამედ ადამიანში ღმრთისადმი ხატების დამახინჯებისა, რაც მას (ადამიანს) ზნეობრივ დამნაშავედ წარმოადგენს ღმერთისა და მისი წმინდანების წინაშე.

5. კრიშნას ცხოვრება დედამიწაზე, როგორც ამას მისი მიმდევრები წარმოიდგენენ, საკმაოდ დაცილებულია სიწმინდესა და სიმართლეს: ბავშვობაში კრიშნა გართობის მიზნით იპარავდა ნივთებს, ახალგაზრდობაში ორგიებს მართავდა ქალების სიმრავლესთან ერთდროულად, მათშორის გათხოვილებთანაც. საკმაოდ დიდი ცოდვა და დანაშაული იქნებოდა კრიშნასი და ქრისტეს შედარება. მით უფრო რომ განკაცებული ძე ღვთისა იესო ქრისტე ზნეობისა და პატიოსანი, მართალი ცხოვრების მაგალითს იძლეოდა პირადი ცხოვრებით< და მოყვასისადმი თავდადების მაგალითI მოგვცა, როცა მან, განკაცებულმა ღმერთმა, უდანაშაულომ თვითონ ინება ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი კრიშნასაგან განსხვავებით, რომელიც შემთხვევით დაიჭრა ფეხში ისრით და მოკვდა.

კრიშნაიტების ღვთისმსახურება ეს არის ტიპიური კერპთმსახურება

ციტატა
4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.

5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. (გამოსვლ. 20, 4-5).


საზოგადოდ უნდა ითქვას რომ კრიშნაიტები უარჰყოფენ წმ. სამებას, იესო ქრისტეს, ბიბლიურ ისტორიას და აქედან გამომდინარე ყოველგვარს ქრისტიანულს და თავისთავად ყოველგვარს ქართულს (ეროვნულს). ცხადია, რომ ამ სექტაში გაერთიანებული ადამიანი ფაქტიურად ახალი წესით, ახალი ტრადიციით ახალი შეხედულებებით ახალი შესამოსლით, არის არის ახალი ტიპი ქართველი ინდოელისა. მართალია მაისურად არ არის საქართველოში გავრცელებული, მაგრამ გავრცელების ფაქტები არის და ეს პირველ რიგში იმ ვაკუუმის ბრალია, რაც შეიქმნა ქართველი კაცის სულში. ამას საკმაოდ აქტიურად უწყობს ხელს რელიგიის სწავლების საკითხების არასწორი, არაკომპეტენტური ორგანიზება სასწავლო დაწესებულებებში, რაც საკმაოდ სერიოზული ხარვეზია და უფრო მეტიც, საშიში ნაღმია, რომელიც სახვალისოდ მზადდება - ნებსით თუ უნებლიეთ.

სხვადასხვა სექტებისაგან განსხვავებით, ეს სექტა არ არის შენიღბული, შეფარული ქრისტეს სახელ და ეს უფრო გვანუგეშებს: ვისაც სურს გახდეს კრიშნას მიმდევარი უნდა უარჰყოს ქრისტე და ყველაფერი ქრისტიანული (სწავლება, თუ ცხოვრების წესი), უნდა უარჰყოს ქართველობა. ალბათ ეს არის ერთად-ერთი შემაფერხებელი კრიშნაიზმის პოპულარიზაციის გზაზე საქართველოში.

კრიშნაიზმის მიმდევრობით დაინტერესებულთ ვეტყვით:

კრიშნაიზმისა და ქრისტიანობის შეჯერება წარმოუდგენელია, ან ერთი უნდა აღიარო, ან ამეორე, მესამე გზა არ არსებოს. მესამე გზა ერთია - დაფიქრებისა. თუ მაძიებელი ადამიანი ხარ, შეადარე კრიშნას ცხოვრება და ქრისტესი, გიახსენე ამავე დროს შენი ქვეყნის ისტორია და მხოლოდ შემდე გადაწყვიტე.

ერთი რამ კი უნდა გვახსოვდეს ყველას, დიდსა და პატარას:

რუისურბნისის კრების ძეგლისწეიდან, რომელსაც ხელს აწერენ წმ. დავით აღმაშენებელი, მამები საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, არაორაზროვნად გამოაჩნდა საქართველოს კეთილდღეობის საფუძველი. ფაქტიურად დაწყევლილი და შეჩვენებულია ყველა ადამიანი, ჩინოსანი თუ უჩინონი, რომელნიც გადაუხვევენ მართალი სარწმუნოების გზას. დღეს ამ ძეგლისწერის წამკითხველთა დიდ ნაწილს აძრწუნებ ის, თუ რა მკაცრია განაჩენი სჯულისა დამრღვეველთა და განდგომილთა მიმართ, მაგრამ მოდით, სხვანაირად ვთქვათ: რა საშIნელია ალბათ შედეგი მართალი სარწმუნოებიდან გადახვევის შემთხვევაში, რომლის თავიდან ასაცილებლადაც საჭირო შეიქმნა იმგვარი მკაცრი მოწოდება, რომელთაც თავდება რუის-ურბნისის ძეგლის წერა .


მასალა მოამზადა :მამა გურამმა
წიგნიტან გადმოტანილია მე-ს მიერ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 16 2010, 06:32 PM
პოსტი #2


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ატმანი როგორ არაა ამდენ ხანს აქ მიკვირს biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 16 2010, 08:54 PM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მოძრაობა "ჰარი კრიშნა"

ეგ მოძრაობაა თუ რელიგიური სისტემა? biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 16 2010, 10:32 PM
პოსტი #4


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



შეცდომების გასწორება:

ჩაიტანია მაჰაბრაბჰუ (და არა კაიტანია).

[quote]როგორც მკითხვეილი მიხვდა, კრიშნაიზმის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ინდუზმში არსებულ სექტანტურ მოძრაობასთან.[/quote]

"კრიშნაიზმი" ისეთივე "სექტაა" როგორიც "ვიშნუიზმი". "მოძრაობა ჰარე კრიშნა" არის 4 ავტორიტეტული სამპრადაიდან (მოწაფეობრივი ჯაჭვიდან) ერთ-ერთი და მოძრაობა ჰარე კრიშნა" დაერქვა პრაბჰუპადას მიერ ამ ჯაჭვის დასავლეთში შემოტანის შემდეგ (ამერიკული აზროვნების ტიპი ადვილად ვერ მიიღებდა სანსკრიტულ ტერმინოლოგიას და თუნდაც მაგიტომ).

[quote]იგი გახდა შრი შრიმადა ბჰაკტისიდდნატა სარსავატი გოსვამი მაჰარაჯის მოწაფე. ეს უკანასკნელი იყო იმ ხანად ამ სექტის ხელმძღვანელი.[/quote]

1. კრშნა
2. ბრაჰმა
3. ნარადა
4. ვიასა
5. მადჰვა
6. პადმანაბჰა
7. ნრჰარი
8. მადჰავა
9. აკშობჰია
10. ჯაია ტირთჰა
11. ჯნანასინდჰუ
12. დაიანიდჰი
13. ვიდიანიდჰი
14. რაჯენდრა
15. ჯაიადჰარმა
16. პურუშოტტამა
17. ბრაჰმანია ტირთჰა
18. ვიასა ტირთჰა
19. ლაკშმიპატი
20. მადჰავენდრა პური
21. იშვარა პური, (ნიტიანანდა ადვაიტა)
22. უფალი ჩაიტანია
23. რუპა, (სვარუპა, სანატანა)
24. რაგჰუნათჰა, ჯივა
25. კრშნადასა
26. ნაროტტამა
27. ვიშვანათჰა
28. (ბალადევა), ჯაგანნათჰა
29. ბჰაკტივინოდა
30. გაურაკიშორა
31. ბჰაკტისიდდჰანტა სარასვატი
32. ბჰაკტივედანტა სვამი პრაპჰუპადა

შენ თუ ამხელა მოწაფეობრივ ჯაჭვს სექტას ეძახი სხვა რა მეთქმის smile.gif

[quote]მან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაავალა თავის მოწაფეს "კრიშნას შეგნების" პრინციპების გავრცელება ინგლისურენოვან ხალხებში.[/quote]

ეს კი რომანტიკაა, სიკვდილამდე საკმაო ხნით ადრე დაავალა.

თანაც "კრშნას ცნობიერება" ქვია და არა "კრიშნას შეგნება"


[quote]ზაფრანისფერ მანტიაშI შემოსილი იგი მათხოვრობდა და ცდიილობდა ხალხის ყურადღება მიეპყრო.[/quote]

სანიასი ბერისგან მსხვერპლის მიღებას თუ მათხოვრობას ეძახი აფერუმ! biggrin.gif მითუმეტეს ამ მსხვერპლშეწირვას მსახურებისთვის იყენებდა და არა თავისი სიამოვნებისთვის.

[quote]"კრიშნაიტებისათვის ნებადართულია ნებისმიერი მეთოდი, რადგან ყველაფერი ამ სამყაროში, ასე თუ ისე, კრიშნას ეკუთვნის"[/quote]

ამ სიტყვების წყაროს თუ დამისახელებ დიდად მადლობელი ვიქნები.

[quote]ყოველგვარი პირადი საკუთრევა გადადის სექტის მფლობელობაში.[/quote]

ფინანსური მხარე ნებაყოფლობითია და ყველაფერი რომ უნდა დათმო ღმერთისთვის მაგას ქრისტეც გვეუბნება (თუმცა არ გვაძალებს ამას არავინ).

[quote]ყველამ უნდა ატაროს ერთნაირი ტანსაცმელი, ჰქონდეთ ერთნაირი ვარცხნილობა. მამაკაცები თავს სრულიად იპარსავენ, მხოლოდ თავის უკანა ნაწილში - კეფასთან (ქოჩორს რომ ვუწოდებთ) იტოვებენ მცირე რაოდენობის თმას (სიქჰა), ატარევენ ყვითელ ან ზაფრანისფერ მანტიას.[/quote]

ეს წესები მხოლოდ ტაძარში მცხოვრები ბერებისთვისაა და თანაც ესეც ნებაყოფლობითია.

[quote]ეკრძალებად საუბრები, რომლების არ არის დაკავშირებული "კრიშნას შეგნება"-სთან, უარჰყოფენ ყველაფერს, რაცკი რამ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან, განათლებასთან.[/quote]

ამაზე უბრალოდ გამეცინა.

[quote]მათთვის აკგრძალულია ნარკოტიკი, ალკოჰოლიანი სასმელი, თამბაქო, ყავა, ჩაი და თავისუფალი სექსუალური კავშირები. კრიშნაიტები არ ჭამენ ხორცს, თევზს კვერცხს.[/quote]

ეს კი მართალია, ოღონდ აკრძალული არაა, რეკომენდაციებია უბრალოდ, რომლებსაც თუ არ შეასრულებს არავინ ჩამოგახრჩობს და არავინ გამოგაგდებს.

[quote] სხვა, უფრო რთული წესია სანკირტანა, რომლის დროსაც კრიშნაიტები ერთმანეთს უყვებიან განცხრომათა შესახებ, რომელთაც კრიშნა ეძლეოდა დედამიწაზე ყოფნის ჩამს[/quote]

ჯერ ერთი სანკირტანა ერთობლივ გალობას ეწოდება და არა "განცხრომათა" მოსმენას. მეორე - მაგას განცხრომა კი არა თამაში (ლილა) ჰქვია. და სიტყვა "განმცხრომელიც" რომელიც კრშნასთან დაკავშირებით ხშირად იხმარება, იმ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, როგორც ჩვენ გვესმის "განცხრომა".

[quote]განსაკუთრებული საკვების მომზადება და მსხვერპლად შეწირვა ტაძრის ღმერთებისადმი[/quote]

განსაკუთრებული არა, ჩვეულებრივი ვეგეტარიანული საკვებია და როგორც ქრისტიანობაში ვლოცულობთ ჭამის წინ, აქაც იგივე პრიინციპია, ოღონდ უფრო ხანგრძლივი და რიტუალური.

[quote] ცოლი უსიტყვოდ ემორჩილება ქმარს, რომელსაც აქვს უფლება სცემოს დაუჯერებელი ცოლი.[/quote]

სცემოს? აბსოლუტური ტყუილი და სისულელეა! მგონი ისლამში გერევა რაღაც biggrin.gif ვედური კულტურა კატეგორიულად კრძალავს ქალზე ხელით შეხებას და ძალადობას, უკიდურეს შემთხვევაშიც კი. თუ ვინმე ვაიშნავს ცოლის ცემა მოუნდა (რაც მე არასოდეს გამიგია), ეს მისი პირადი დანაშაულია და არა ვაიშნავიზმის.



[quote]მათ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილები სიცოცხლეშI მიაღწევენ სრულყოფას და აღარ დასჭირდებათ გარდასახვა.[/quote]

კი არ მიაჩნიათ იმედი აქვთ.

[quote]კრიშნაიტების ძირითადი და საყვარელი ტექსტია "ბჰაგავატ-გიტა". ისინი თვლიან, რომ იგი დაიწერა 5 ათასი წლის წინ, ბიბლიაზე ბევრად ადრე, რაც არავითარ მოწმობით დასტურდება. სერიოზულ მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, "ბჰაგავატ-გიტა" დაწერის თარიღად მიიჩნევენ პერიოდს ქრისტეს შობამდე IV საუკუნესა და ქრისტეს შობითგან I საუკუნეს შორის.[/quote]

ვისაც არ აწყობს რომ არ დადასტურდეს, მათთვის არ დასტურდება.

[quote]"შრიმად ბჰაგავატამი" ("ბჰაგავატ-პურანი"-III-IX საუკ. ქრისტეს შობითგან).[/quote]

ამის წყაროებს სად პოულობთ რა საინტერესოა... ეტყობა ვიღაცამ გადაწერა მაგ დროს და მიაჩნიატ რომ მაგ დროს იქნა პირველად ჩაწერილი. ბჰაგავატამი ჩაწერილ იქნა ვიასადევას მიერ დაახლოებით 5000 წლის წინ (ისევე როგორც "ბჰაგავად გიტა")

[quote] კრიშნა ნიშნავს - "შავს")[/quote]

კრშნას პირველ რიგში ნიშნავს "ყოვლისმიმზიდველს". და მას ეძახიან შავს, რომელიც არის ყოველგვარი სინათლის წყარო (ისევე როგორც სანთელის ფითილია შავი, მაგრამ ოქროსფერი ცეცხლი აქვს გარშემო) და თანაც ჩვეულებრივ შავ ფერს კი არა, მუქ ლურჯს ადარებენ, ასევე საავდრო ღრუბლის ფერს, რომლის უკანაც სინათლეა.


[quote]აქ მყოყოლილია ლეგენდები, თუ როგორ იპარავდა კრიშნა სხვის კარაქს[/quote]

კი, 3 წლის რომ იყო და რომ ცუღლუტობდა biggrin.gif თანაც თავის პატარა მწყემს ძმაკაცებს აჭმევდა biggrin.gif



[quote]აქ მყოყოლილია ლეგენდები, თუ როგორ იპარავდა კრიშნა სხვის კარაქს, უკრავდა ფლეიტაზე და მოუწოდებდა გოგონებს, რომელთაც სთავაზობდა დაეტოვებინათ ქმრები და მთელი ღმაე მთვარის შუქზე მასთან (კრიშნასთან) ეცეკვათ. მოდიოდნენ გოგონები მასთან ატარევდნენ დროს. ყველა მათგან ეგონა, რომ მხოლოდ ის უყვარს კრიშნას. კრიშნას საყვარელი მწყემსი გოგო იყო რადხი.[/quote]

ეს ყველაზე საკრალური ლილაა და ადამიანის გონება ამას ვერ აწვდება. პრაპჰუპადაც კი კრძალავდა ამ ლილაზე საუბარს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ბინძურად, მატერიალური გონებით აღვიქვამთ და ღვთაებრივ სიყვარულს მიწიერს ვადარებთ. მითუმეტეს ქმარიც რომ ყავდეს ქალს, მისი გული მაინც ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს პირველ რიგში და მთავარი არსი ესაა.

[quote]კრიშნას საყვარელი მწყემსი გოგო იყო რადხი.[/quote]

რადჰა

[quote]კრიშნაიტები თვლიამ, რომ კრიშნას გარყვნილი საქმეების არის ღვთაებრივი სიყვარული ხორცშესმა და იგი აღემთება ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენებ[/quote]

ეს თქვენ თვლით რომ მისი ღვთაებრივი თამაშები გარყვნილებაა smile.gif

[quote]ბჰაგტივეტანტა ასწავლის, რომ ჩვენს საუკუნეში გადარჩენა შეიძლება მხოლოდ მანტრა - ჰარიკრიშნა"-ს გამეორებით.[/quote]

შეცდომაა. მხოლოდ მაჰა მანტრის არა, ყველანაირი მანტრის, გალობის თუ ლოცვის გამეორებით, რომლებიც ღმერთის წმინდა სახელებს შეიცავენ, რასაკვირველია იგულისხმება ქრისტეს სახელიც.

[quote]ისინი თვლიან, რომ სხვა რელიგიები მცდარი და არა სწორია.[/quote]

აბსოლუტური სისულელე! მგონი შენ გაქვს კომპლექსი რომ კრიშნაიტები ეგრე თვლიან biggrin.gif

[quote]1. კრიშნაიტებს მიაჩნიათ, რომ ადამიანმა უნდა დაიმსახუროს გადარჩენა მხოლოდ პირადი მოღვაწეობის ხარჯზე. ეს გაგება საკმაოდ არის დაცილებული გადარჩენის შესახებ ქრისტიანულ სწავლებასთან: ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია მხოლო მისი ღვაწლით, ღმრთის მოწყალების გარეშე, რადგან ადამიანი უცოდველი ვერ იქნება.[/quote]

ესეც აბსოლუტური ტყუილია, კრიშნაიტებიც, ისევე როგორც ქრისტიანები ღმერთის წყალობაზე არიან დამოკიდებულნი! სხვა თუ არაფერი ეს კარგად ვიცი!

[quote]საკმაოდ დიდი ცოდვა და დანაშაული იქნებოდა კრიშნასი და ქრისტეს შედარება.[/quote]

უმჯობესი იქნება შეადაროთ ჩაიტანიასა და ქრისტეს ცხოვრება (არა შედარებისთვის, არამედ მსგავსების სანახავად. და ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ არასოდეს ამბობდა რომ ღმერთია, იგი თავისი მაგალითით აჩვენებდა ყველას თუ როგორ უნდა ღმერთის ერთგული მსახურება. და ქრისტესთან შედარება აბსოლუტური სუბიექტური ეგოიზმია, იმიტომ რომ ქრისტეს სხვა მისია ჰქონდა და ჩაიტანიას ცოტა განსხვავებული (მითუმეტეს განსხვავებულ გარემოში).

[quote]კრიშნასაგან განსხვავებით, რომელიც შემთხვევით დაიჭრა ფეხში ისრით და მოკვდა.[/quote]

კრშნას ფორმა ფარულია და ვისაც უნდა დაიჯეროს, რომ იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ბევრ მიზეზს აძლევს ამისთვის, მათ შორის მისი ბოლო ლილაც, რომ ვითომ შემთხვევით "დაიჭრა" ვიღაც მონადირის მიერ smile.gif

[quote]კრიშნაიტების ღვთისმსახურება ეს არის ტიპიური კერპთმსახურება[/quote]

ხატები ქრისტიანობაშიცაა, ეს უბრალოდ განსხვავებული და უძველესი კულტურის ფორმაა. ყოვლისშემძლე ღმერთს მატერიალურ გამოსახულებაშიც შეუძლია გამოვლინება და მათ, ვისაც უნდა რომ უშუალოდ ეთაყვანებოდეს ღმერთს, ამით აძლევს შესაბამის საშუალებას. ხოლო ზრუნვა, დაძინება, ჩაცმა და ა.შ. ელემენტარულად სიყვარულის გამოხატულებაა.

[quote]საზოგადოდ უნდა ითქვას რომ კრიშნაიტები უარჰყოფენ წმ. სამებას, იესო ქრისტეს, ბიბლიურ ისტორიას და აქედან გამომდინარე ყოველგვარს ქრისტიანულს და თავისთავად ყოველგვარს ქართულს (ეროვნულს).[/quote]

კიდევ ერთი ტყუილი. კრიშნაიტები არაფერს არ უარყოფენ, არც ერთი ჭკუათმყოფელი ვაიშნავი არ გეტყვის რამე ცუდს ან კრიტიკულს ქრისტეზე (მმკ-ს მსგავსი დაჯგუფებები კი ყველგანაა). პრაპჰუპადა ხშირად ახსენებდა იესოს და გმობდა იმათ, ვინც იესოს ვერ გაუგო და ჯვარს აცვა.

[quote]უნდა უარჰყოს ქართველობა.[/quote]

ისევ რადიკალური განცხადება! არავინ არაფერს არ უარყობს, უბრალოდ უნდა დავიცვათ იერარქია: ჯერ ვართ ღმერთის მსახური სულები, მერე ადამიანები, მერე რაიმე რელიგიის წარმომადგენლები და მერე რაიმე ეროვნების წარმომადგენლები. მე პირადად გეკითხები, ქრისთიანი ხარ პირველ რიგში თუ ქართველი? ცოტა ობიექტურობაც დაიცავით შეფასებისას!

[quote]კრიშნაიზმის მიმდევრობით დაინტერესებულთ ვეტყვით: კრიშნაიზმისა და ქრისტიანობის შეჯერება წარმოუდგენელია, ან ერთი უნდა აღიარო, ან ამეორე, მესამე გზა არ არსებოს. მესამე გზა ერთია - დაფიქრებისა. თუ მაძიებელი ადამიანი ხარ, შეადარე კრიშნას ცხოვრება და ქრისტესი, გიახსენე ამავე დროს შენი ქვეყნის ისტორია და მხოლოდ შემდე გადაწყვიტე. ერთი რამ კი უნდა გვახსოვდეს ყველას, დიდსა და პატარას:რუისურბნისის კრების ძეგლისწეიდან, რომელსაც ხელს აწერენ წმ. დავით აღმაშენებელი, მამები საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, არაორაზროვნად გამოაჩნდა საქართველოს კეთილდღეობის საფუძველი. ფაქტიურად დაწყევლილი და შეჩვენებულია ყველა ადამიანი, ჩინოსანი თუ უჩინონი, რომელნიც გადაუხვევენ მართალი სარწმუნოების გზას. დღეს ამ ძეგლისწერის წამკითხველთა დიდ ნაწილს აძრწუნებ ის, თუ რა მკაცრია განაჩენი სჯულისა დამრღვეველთა და განდგომილთა მიმართ, მაგრამ მოდით, სხვანაირად ვთქვათ: რა საშIნელია ალბათ შედეგი მართალი სარწმუნოებიდან გადახვევის შემთხვევაში, რომლის თავიდან ასაცილებლადაც საჭირო შეიქმნა იმგვარი მკაცრი მოწოდება, რომელთაც თავდება რუის-ურბნისის ძეგლის წერა .[/quote]

ეს ხო საერთოდ სუბიექტურობის აპოლოგიაა, ისევე როგორც მთელი ტექსტი. სხვაც ბევრი იყო შეცდომა, მაგრამ ყურადღება მთავარ უზუსტობებზე გავამახვილე.

კამათს და "ჰარი კრიშნას მოძრაობის" "დაცვას" აღარ ვაპირებ. ვისაც აინტერესებს რა არის სინამდვილეში, შესაბამის თემაში იხილავს. ამ თემიდან გავდივარ... თუმცა თქვენიც მესმის კარგად, ბუნებრივი "მხილებაა" ერთერთი "სექტისა"!

თუ მაინცდამაინც ქრისტიანისა და კრიშნაიტის "დაპირისპირების" სეირის ყურება გსურთ შეგიძლიათ აქ დატკბეთ:

http://www.youtube.com/watch?v=cJ3pC7YJLXI...ynext=1&index=3 - 1
http://www.youtube.com/watch?v=H-H6XVebQdE...ynext=1&index=1 - 2
http://www.youtube.com/watch?v=mLxYKsS5qdA...ynext=1&index=2 - 3
http://www.youtube.com/watch?v=yXZmu-3VpoQ&feature=related - 4
http://www.youtube.com/watch?v=JKgqnUFqP4M&feature=related - 5
http://www.youtube.com/watch?v=M1K3YJPIitw&feature=related - 6


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 17 2010, 12:30 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ხატი და კერპი განსხვავდება, ისე როგორც დღე და ღამე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 17 2010, 12:57 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ინდუიზმში გამოირჩევა თაყვანისცემა და რწმენის უამრავი ფორმები "ღმერთი".

არსებობს დაახლოებით 330 მილიონი ღვთაება
ხოლო ინდუიზმს აქვს მრავალფეროვანი შეხედულებები

== ბიბლიური პასუხები ==

- არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი!

ციტატა
5. რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),

6. ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც.(1 კორინთელთა 8:5-6)


ციტატა
4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.

5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.(Genesis 3:4-5)


ციტატა
5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,(ტიტე 3:5)



- 6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. (იოანე 14;6)

- 12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს. (მოციქულთა საქმენი 4:12)

- 5. რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო, (1 ტიმოთ. 2:5
)


-9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.
10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის. (რომაელთა. 10:9,10)

- 37. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. (იოანე 6:37)

- 6. ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი. (ესაია 55:6)

- 7. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია. (ესაია 55:7)

9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან. (1 იოანე 1:9)

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 17 2010, 02:03 PM
პოსტი #7


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი
ციტატა
კრიშნაიტებს მიაჩნიათ, რომ ადამიანმა უნდა დაიმსახუროს გადარჩენა მხოლოდ პირადი მოღვაწეობის ხარჯზე. ეს გაგება საკმაოდ არის დაცილებული გადარჩენის შესახებ ქრისტიანულ სწავლებასთან: ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია მხოლო მისი ღვაწლით, ღმრთის მოწყალების გარეშე, რადგან ადამიანი უცოდველი ვერ იქნება.


http://www.youtube.com/watch?v=kg6MJEe9J7w&feature=related



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 18 2010, 01:39 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ატმან ეღთ რაღაცას დავაკვირდი და იქნებ შენც ნახო აი ნახე

კრიშნაიტების მანტრა ანუ გალობა:

"ჰარე კრიშნა და ჰარე რამა"

შემთხვევით რამე კავშირში ხომ არ არის, ქართულ სიმღერის სიტყვებთან:

"ჩარი რამა" biggrin.gif სასაცილოდ ჩანს მაგრამ რავიცი გავს ძალიან

"ჰარე რამა - ჩ(ჰ)არი(ე) რამა" biggrin.gif

და კიდევ "შრი რამა" -ც არის ინდუიზმში მგონი "ღმერთი" biggrin.gif რაც ძალიან გავს ჩარი რამას biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 18 2010, 01:58 PM
პოსტი #9


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი

ეგ "აღმოჩენა" რა ხანია გავაკეთე biggrin.gif

ვინ მოიტანა ეგ მანტრა მაგ ფილმში ნაღდად არ ვიცი და მეც მაინტერესებს. შემოგვაპარეს ნამდვილად biggrin.gif

ისე პრინციპი გადმოცემულია მაგ ფილმში: "ჩარი რამას" სიმღერაც ბედნიერებით აგავსებს (ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთი წმინდა სახელი ურევია - "რამა" a075.gif

გამიგია, რომ "ჰარე რამა" ძველ მესხურ საგალობლებშიცაა ნახსენები, თუმცა ვერ დავადასტურებ.

ხოლო უფლის სახელი "ჰარი" ჩვენს ძველ ანბანშიცაა დამარხული. "კჰარი" (ერთ-ერთი ამოღებული ასო) a075.gif სხვათაშორის მაგ ასოს ტილაკას ფორმა აქვს ანუ იმ ნიშნის, რასაც ვაიშნავები იხატავენ შუბლზე:

რიგითი ნომერი 7000
IPB-ს სურათი

შეადარეთ ტილაკას (ნიშანს შუბლზე), რომელსაც გაუდია სამპრადაიაში (იგივე "მოძრაობა ჰარე კრიშნა") იყენებენ:

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი May 18 2010, 02:09 PM
პოსტი #10


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



Atman

სიჭრელე გიზიდავს? :ოფტიფიკ:


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 18 2010, 02:13 PM
პოსტი #11


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა

ყვავილები არ მოგწონს? თუ ღვთაება სადა და ერთფეროვან ტონებში უნდა იყოს? smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 18 2010, 02:14 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




კჰარი კი არა, კამერტონს უფრო გავს ეგა



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 18 2010, 02:16 PM
პოსტი #13


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

კჰარი არ გავს კამერტონს? smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი May 18 2010, 02:18 PM
პოსტი #14


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Atman @ May 18 2010, 02:13 PM) *

ნონა

ყვავილები არ მოგწონს? თუ ღვთაება სადა და ერთფეროვან ტონებში უნდა იყოს? smile.gif

კი ძალიან მომწონს
ფერთა შერევის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ გემოვნებაც შესარევია ფერებს შორის რა smile.gif
ღვთაებაა თუ ყვავილების ბაღი ბოლსდაბოლოს dry.gif
:ამ შეფასებასთან არაფერ შუაშია ჩემი დამოკიდებულება კრიშნასადმი ზოგადად:



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 18 2010, 02:18 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ May 18 2010, 02:16 PM) *

terra

კჰარი არ გავს კამერტონს? smile.gif


გავს gio.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 18 2010, 02:28 PM
პოსტი #16


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა
ციტატა
ფერთა შერევის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ გემოვნებაც შესარევია ფერებს შორის რა ღვთაებაა თუ ყვავილების ბაღი ბოლსდაბოლოს


ეგ "ყვავილთა ბაღი" რაიმე სტანდარტი არაა და ვინც რთავს იმის გემოვნების შესაბამისია, თუმცა მე თვალებს არ მიჭრელებს. ისე "გემოვნებიანად" და ნაკლებად ჭრელად მორთულებიც არსებობს smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი May 18 2010, 02:37 PM
პოსტი #17


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Atman @ May 18 2010, 02:28 PM) *

ნონა
ეგ "ყვავილთა ბაღი" რაიმე სტანდარტი არაა და ვინც რთავს იმის გემოვნების შესაბამისია, თუმცა მე თვალებს არ მიჭრელებს. ისე "გემოვნებიანად" და ნაკლებად ჭრელად მორთულებიც არსებობს smile.gif

ყველას ერთნაირი გემოვნება რაფერ აქვს კრიშნაიდებში მერე ohmy.gif
თუ მე მეჩვენება ერთნაირად?!

თავისთავად არსებობს "გემოვნების" არჭრელი ვარიაციებიც, ასევე რომ მივსობენ თვალს biggrin.gif

ისე თავად კრიშნაიდებიც მსგავსად ირთვებიან ხოლმე თუ მარტო ღვთაებას მიაგებენ ხოლმე ასე პატივს? :სერიოზულად:


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 18 2010, 02:44 PM
პოსტი #18


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა

ციტატა
ისე თავად კრიშნაიდებიც მსგავსად ირთვებიან ხოლმე თუ მარტო ღვთაებას მიაგებენ ხოლმე ასე პატივს? :სერიოზულად:


ძირითადად ყვითელ ან "შაფრანისფერ" ღია ტონებში იმოსებიან. ქალები გემოვნების მიხედვით უფრო ჭრელ კაბებსაც იცვამენ smile.gif

IPB-ს სურათი


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 18 2010, 02:55 PM
პოსტი #19


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



IPB-ს სურათი


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი May 18 2010, 03:20 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



ატმან ეს ალბათ ქორწილია ხო? smile.gif


IPB-ს სურათი

იმდღეს ქუჩაში ტკბილეულს არიგებდა smile.gif რომ ნახა ძალიან მომეწონა კიდევ მომცა smile.gif იქვე ახლოს ჰარე კრშნა_ს გალობდნენ. ძალიან დადებითი ხალხი იყო, მთელი დღე ხომ გამომყვა დადებითი მუხტი და ეხლა ამ სურათს რომ ვუყურებ იგივე შეგრძნება მაქვს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 03:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი