IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ბუდიზმი
George Leluashvili
პოსტი Jun 27 2011, 12:33 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ბუდიზმი


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


ბუდიზმი ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც რამდენიმე ასეულ მილიონ მორწმუნეს აერთიანებს. იგი ჩრდილო ინდოეთში ჩაისახა ძვ. წ. VI-V საუკუნეებში. მისი დამაარსებელია საკიას ტომის უფლისწული სიდჰართა გაუტამა, ანუ საკია მუნი (განდეგილი საკიას ტომიდან). იგი დღევანდელ ქალაქ ბენარესის მახლობლად მდებარე ქალაქ კაპიტალავასტში დაიბადა. მამამისი საკიას ტომის მეფე სუდოგანა იყო. დედას მაია-დევი ერქვა. მამა სიდჰართას ფუფუნებით ზრდიდა და ყველანაირად უმალავდა ამ ქვეყნად არსებულ ტანჯვასა და უბედურებას, მაგრამ გაუტამამ ყოველივე ამის შესახებ მაინც შეიტყო. იგი შეაძრწუნა საკუთარმა ბედნიერებამ, მიატოვა სასახლე, მშობლები, ცოლი, ვაჟიშვილი და ამ ქვეყნის ბოროტების დასათრგუნავი საშუალების საძებნელად წავიდა. მან მრავალი მოძღვარი მოინახულა და, ბოლოს, ერთ ღამეს წმიდა ხის ქვეშ მყოფს ჭეშმარიტება ეუწყა, რის შედეგადაც იგი გახდა ბუდა და (სანსკ. ბუდდჰა - განათლებული, გასხივოსნებული, სხვიფენილი) ამის შემდგომად მან ხსნის შესახებ დაიწყო ქადაგება. მალე მას მრავალი მიმდევარი და მოწაფე გაუჩნდა (მათ შორის ყველაზე საყვარელი მოწაფე ანანდა იყო). ბუდა 80 წელს მიღწეული გარდაიცვალა. მისი ნეშტი თაყვანისცემის საგანი გახდა. ბუდას არაფერი დაუწერია, რამაც მისი მოძღვრების ირგვლივ დავა გამოიწვია. ჭეშმარიტების დასადგენად კრებებს იწვევდნენ, რომელთა შორისაც უმთავრესია ძვ. წ. 250 წ. პაშალიპუტრაში მეფე აშოკას დროს ჩატარებული კრება, რომლის დადგენილების ძალით ბუდიზმი, რომელიც მანამდე იდევნებოდა, სახელმწიფო რელიგია გახდა. ამ დროისათვის მოხდა ბუდას მოძღვრების წერილეობითი ფიქსაცია. ეს ნაწერები 3 ნაწილად - 3 ტიპიტიკად იყოფა (ტიპიტიკა - სიბრძნის კალათა): 1. სუტრა (მოძღვრება), 2. ვინაია (დისციპლინა) და 3. აბჰიდჰართა (მეტაფიზიკა). მეფე აშოკამ მისიონერები სხვა ქვეყნებშიც გაგზავნა ბუდიზმის გასავრცელებლად. თუმცა შემდეგ ინდოეთში ბარაჰმანიზმმა კვლავ მოიკრიბა ძალა და ბუდიზმი ძალზედ შეავიწროვა. დღეისათვის ინდოეთში მხოლოდ 4 მილიონამდე ბუდისტია, სამაგიეროდ იგი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა შრი-ლანკაში, მიანმაში (ყოფ. ბირმა), ტაილანდში, კამბოჯაში, ვიეტნამსა და ლაოსში. ბევრია ბუდისტი ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში, აგრეთვე, მონგოლეთში.

ბუდიზმი არაა ერთგვაროვანი. სამხრეთული ბუდიზმი, რომელიც შრი-ლანკასა და ინდოჩინეთშია გავრცელებული და ჰინაიანას სახელითაა ცნობილი, უფრო ახლოა ბუდიზმის პირვანდელ ფორმასთან (ჰინაიანა მცირე ეტლს ნიშნავს). მისი პანთეონი ღარიბია, კულტი ძალზე მარტივი. ჩრდილოეთის ბუდიზმი - მაჰაიანა (დიდი ეტლი) - გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში. მას დოგმატიკა და კულტი უფრო რთული აქვს, იერარქია მდიდარია, ძლიერაა განვითარებული სამონასტრო ცხოვრება, რომელიც მკაცრი წესებით გამოირჩევა. (1)

ტერავადას შტო გავრცელებულია სამხრეთში: ცეილონზე, ბირმაში, კამბოჯასა და ტაილანდში. მისი სწავლება ეფუძნება ტიპიტაკას წიგნებს, რომელიც ცხოვრებისაკენ მოუწოდებს ადამიანს. მისთვის მთავარი სათნობა - სიბრძნეა. ტერავადას სკოლა გაურბის რიტუალებს და მეტ ყურადღებას უთმობს მედიტაციას.

ბუდიზმის ფორმაა აგრეთვე ლამაიზმი. იგი ტიბეტში ჩაისახა XIV საუკუნეში - მაჰაიანასა და ტანტრიზმის, აგრეთვე ტიბეტელთა ძველი სარწმუნოების ბონ-პოს ბაზაზე, XVI საუკუნიდან ლამაიზმი გავრცელდა მონღოლებში, ხოლო XVII საუკუნეში შეაღწია რუსეთის ტერიტორიაზე - ბურიატებში, ტუველებსა და ყალმუხებში. მასში ბუდიზმი შეერწყა ადგილობრივ წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს, რის გამოც ლამაიზმში ძლიერაა განვითარებული სხვადასხვა წეს-ჩვეულება, მაგალითად, შამანიზმი. ლამაისტების მეთაურია დალაი-ლამა, რომელიც დიდი უფლებამოსილების მქონეა და მას, როგორც ცოცხალ (განსხეულებულ) ბუდას, ისე სცემენ თაყვანს. ლამაიზმის კანონიკურ საფუძველს წარმოადგენს წმიდა ტექსტთა კრებულები: განჯური (108 ტომი) და დანჯური (225 ტომი). ლამაიზმისათვის დამახასიათებელია თეატრალური მისტერიები, ფუფუნებით აღსავსე მსახურებები, რომლებიც სრულდება დაცანებში (სამონასტრო დაწესებულებებში), „ათ შავ ცოდვად“ ლამაიზმი ასახელებს: მკვლელობას, ქურდობას, „არასწორ შეერთებას“, ტყუილს, ცილისწამებას, ბოროტისმეტყველებას, ამაოდმეტყველებას, სიხარბეს, მრისხანებას, „ცრუ წარმოდგენებს“.

არსებობს აგრეთვე ძენ-ბუდიზმი. იგი VI საუკუნეში აღმოცენდა ინდოეთში. მისი დამაარსებელია ბოდჰიდჰარმა, აქედან გავრცელდა იგი ჯერ ჩინეთში, შემდეგ იაპონიაში, სადაც VII-VIII საუკუნეებში დასრულებული სახე მიიღო (2). ძენ-ბუდიზმი საკმაოდ დასცილდა ტრადიციულ ბუდიზმს. იგი ერთგვარი ბუდისტური სუპერეგზისტენციალიზმია. იგია ბუდიზმი ბუდას გარეშე, ადოგმატური სწავლება, რომელიც არ ცნობს არანაირ ავტორიტეტს, არავითარ ტრადიციას. მისი კულტია დაცინვა, რომელიც ყველას, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგაა მიმართული. იგია ფილოსოფიის სიძულვილი, მაგრამ ფილოსოფიური პარადოქსების სიყვარული. ძენი უარყოფს იმ ლოგიკის კანონებსა და ცნებით კატეგორიებს, რომლებიც ინდუიზმსა და ბუდიზმშია გავრცელებული. ძენ-ბუდიზმი დაახლოებით ისე მიემართება კლასიკურ ბუდიზმს, როგორც ძველ ცინიკოსთა სწავლება პლატონიზმს. ძენ-ბუდიზმი ერთგვარად თანამედროვე ევროპულ ეგზისტენციალიზმსაც ეხმაურება, რის გამოც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დასავლეთის ქვეყნებში. ამ პოპულარობას ხელი შეუწყო ძენ-ბუდიზმის ცნობილმა თანამედროვე პოპულარიზატორმა დაითაცუ ტეიტარო სუძუკიმ (1870-1966 წწ).

ძენში ლიგუკური ანალიზი ტაბუდადებულია. მისი მიხედვით ადმაინი უნდა გათავისუფლდეს სხვათა აზრების ზეგავლებისაგან, რჩევებისაგან და სწავლებებისაგან და არც თვითონ უნდა ასწავლოს სხვას რაიმე. ძენი უარყოფს სასწაულებს და ზებუნებრივ მოვლენებს. იგი ასწავლის, რომ რეალობას არ გააჩნია ობიექტური შინაარსი, არსეობს მხოლოდ სუბიექტური აღქმა. „ჭეშმარიტებები“ ცნობიერდება უშუალოდ, ინტუიტიურად - როდესაც შესაცნობი და შემცნობი ერთმანეთში შეირწყმიან. ძენის დოქტრინა ქაოტურია. ინდუიზმის მსგავსად ძენი აცხადებს, რომ ადამიანი და ღმერთი - ერთი არსებაა. ძენი არ აღიარებს არც მადლს, არც ცოდვას, რადგან მათ სუბიექტური აღქმის ნაყოფად მიიჩნევს, ძენის მოძღვრებით განსაკუთრებით ისინი ინტერესდებიან, ვინც გაურბის დოგმებსა და ავტორიტეტებს.

ბუდიზმის ძირითადი პოსტულატები შემდეგია: იგი არ აღიარებს არც შემოქმედს და არც ქმნილებას. მისთვის ერთადერთი ჭეშმარიტად არსებული არის არარა, ანუ არყოფნა, რომელსაც მარადიული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებობა აქვს. ყველა სხვა არსებობა, რასაც საწყისი და დასასრული აქვს, ცვლილებას ექვემდებარება და დროითა და სივრცითაა შეზღუდული, მოკლებულია ჭეშმარიტ ყოფიერებას. ყოველივე არსებული არარასაგან წამოსდგა და კვლავ მას უბრუნდება, მაშასადამე, არყოფნა ყველაფრის თავი და ბოლოა. ამდენად, თუკი იგი ჭეშმარიტი არსი და სამყაროს ერთ-ერთი საფუძველია, მაშინ სამყარო, ყოველივე იმასთან ერთად, რაც მასში არსებობს და ცოცხლობს, უკანონო და არასაჭირო არსებობის შედეგია და, ამდენად, ბოროტებაა.

ბუდიზმს არ გააჩნია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა თავდაპირველად ყოველივე. იგი იყენებს სწავლებას უსასრულოდ მრავალი სამყაროსა და მათში არსებულ არსებათა შესახებ, რომლებიც აუცილებლად ისპობიან და სხვას უთმობენ ადგილს, რომელთაც თავის მხრივ იგივე ელით.

მაშასდამე, ბუდიზმი რელიგია კი არა, ფილოსოფიური აგნოსტიციზმი უფროა, რადგან რელიგია, კლასიკური გაგებით, კავშირს გულისხმობს, კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. ბუდიზმში კი არ არსებობს აბსოლუტური პიროვნების ცნება, არსებობა ბოროტებაა, ცხოვრება ტანჯვათა ჯაჭვია, ხოლო ბუდიზმის მიზანი ამ ტანჯვისგან გათავისუფლებაა. რადგან ტანჯვა თვით ყოფიერების ცნებას ერწყმის, ამიტომ მისგან გათავისუფლება თვით ყოფიერების მოსპობით უნდა მოხდეს. ტანჯვისგან გათავისუფლებისათვის თვითმკვლელობა უაზრობაა, რადგან ბუდიზმი, ისევე როგორც ინდუიზმი, რეინკარნაციას აღიარებს, რასაც კვლავ ახალი ტანჯვა მოჰყვება (3). ამიტომ ბუდა მიიჩნევს, რომ უნდა მოისპოს თვით სიცოცხლის სურვილი, რაც შემდგომი რეინკარნაციის შეწყვეტასა და სანსარისგან თავის დაღწევის საწინდარია. ასე გადადის ადამიანი ნირვანაში, რომელიც ღმერთთან ურთიერთობა კი არ არის, არამედ სიცოცხლიდან გაქცევა და სულიერი ვაკუუმის მდგომარეობაა. ნირვანა სიტყვასიტყვით ჩაქრობას ნიშნავს. იგი ბუდიზმში უდიდესი სიკეთე და ადამიანის საბოლოო მიზანია. იგი ტანჯვის, უბედურების და საერთოდ ყოფიერების ყოველგვარი გამოვლინების მოსპობაა. უკვდავება ბუდიზმს ესმის, როგორც აბსოლუტურ უმოქმედობასა და სრულ განურჩევლობაში გადასვლა.

როგორც უკვე ვთქვით, ბუდისტისათვის ბოროტების სათავე თვით სიცოცხლე, ადამიანის არსებობა და მისი სურვილებია, სადაც სიცოცხლეა, იქ აუცილებლად ბოროტებაცაა, როგორც მისი ძირეული და არსებითი ნიშანი. შესაბამისად ბუდიზმის თანახმად სიცოცხლის გაქრობა სიკეთეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ბუდიზმი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომაა სიცოცხლის სურვილი ბოროტება. იგი მხოლოდ ფაქტების ემპირიულ მხარეს აფიქსირებს.

ბოროტებაზე ამგვარი შეხედულება ბუდიზმს სოციალურ სფეროშიც გადააქვს. ოჯახური, ეროვნული და სხვა ურთირთობები, ბუდისტური მსოფლმხედველობის მიხედვით, ბოროტებაა, რომელთაგანაც ასევე აუცილებელია გათავისუფლება.

თუ ქრისტიანი ასკეტისათვის უმთავრესი ამოცანა საკუთარ ვნებებთან ბრძოლაა და ამ ვნებათაგან გათავისუფლების შემდეგ იგი სიცოცხლისკენ ისწრაფვის, რათა ღირს იქნეს აბსოლუტთან თანაზიარებისა და მის სასუფეველში დამკვიდრებისა, ბუდისტი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, მისთვის მთავარი სიცოცხლის სურვილია და, ამის კვალობაზე, თავად სიცოცხლის გაქრობაა, ანუ როგორც მართებულად შენიშნავს ნ.ლოსკი: „სხეულებრივი სიკვდილით შეშინებული გაუტამა ხსნას აბსოლუტურ სიკვდილში, ყოფიერების სრულ მოსპობაში ეძიებს“, ხოლო გ.კ.ჩესტერტონი ამბობს: „ქრისტეს ეცოდება ადამიანები იმიტომ, რომ ისინი კვდებიან, ხოლო ბუდას ეცოდება იმიტომ, რომ ისინი ცოცხლობენ“. თუ მაცხოვარი ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მათე 5, 3), ბუდა ამ სიტყვების ამგვარ პერიფრაზს „ახდენს“: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათ ელოდებათ არყოფნა“.

ქრისტიანსაც და ბუდისტსაც გრძნობადი ბუნებისაგან გათავისუფლება სწადიათ, მაგრამ თუ ბუდისტი ბიბლიური სამსონივით მტრების მოსპობით საკუთარ თავსაც სპობს, ქრისტიანი, რომელიც სძლევს მტერს, ნეტარი ცხოვრების ღირსი ხდება.

ბუდისტი, რომელიც არ ცნობს პიროვნულ ღმერთს, ვერ ახერხებს დადებითი შინაარსი შესძინოს საკუთარ ზნეობრივ თავისუფლებას. ამიტომ მისთვის თავისუფლება უმიზნო სიცოცხლის უარყოფაში მდგომარეობს. ამის გამო კი იქ, სადაც პოზიტიური მიზანი არ არსებობს, აუცილებლად ხდება ყოველგვარი მიზანშეწონილი მოქმედების პარალიზება. პასიური სათნოებანი (მოთმინება, დათმობა) ბუდიზმში ყოველთვის ჭარბობს აქტიურს. ბუდიზმში ვხედავთ თანაგრძნობისმიერ სიყვარულს, მაგრამ იქ არ მოიპოვება მოქმედი, განმათავისუფლებელი და შემოქმედებითი სიყვარული. უფრო მეტიც, თვით ეს პასიური სიყვარულიც კი, რომელიც მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავს და სიხარულს არ ანიჭებს, უკანა პლანზე იწევს და ადგილს უთმობს თვითჭვრეტისა და თვითმოსპობის სურვილიდან გამომდინარე კვიეტიზმს. ასე რომ, ბუდიზმი თავისი არსით ნიჰილიზმია, და ამის გამო იყო, რომ მან ამგვარი ფორმით დიდხანს ვერ იარსება. ამიტომაც მას ყოველთვის შეცვლილი და შერბილებული სახით წარმოადგენდნენ ხოლმე: კერძოდ, ნირვანას რაღაც სამოთხის მსგავსი თვისებები მიანიჭეს, დააწესეს კულტი, წეს-ჩვეულებები, შემოიღეს თეორია უმაღლეს არსებათა მიერ ადამიანის შეწევნის შესახებ. ყოველივე ამან კი ბუდას თავდაპირველი, წმინდა ფილოსოფიურ-ეთიკური სწავლება რელიგიად აქცია.

ასეთია მოკლედ ბუდიზმის შინაარსი. იგი ტანჯვის, უბედურების და ამდენად ბოროტების დაძლევისა და მისგან თავის დაღწევის თავისთავად კეთილშობილ მიზანს ისახავს, მაგრამ არ აღიარებს რა შემოქმედს, პიროვნულ ღმერთს, და ცხადია არ იცნობს ჭეშმარიტ მხსნელს - იესო ქრისტეს, ამ დიადი მიზნის მიღწევას გაუტამას გონების მიერ შექმნილი რეცეპტით - ნირვანათი აპირებს. ეს კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის (4) მქადაგებლად აქცევს.





(1) მაჰაიანურ ბუდიზმს ახასიათებს აგრეთვე „ბოდჰისატვების“ ინსტიტუტის არსებობა. ბოდჰისატვა ის ადამიანია, რომელიც საკმარის განათლებულობას მიაღწევს, მაგრამ სხვა ადამიანთა ხსნის სურვილის გამო არ გადადის ნირვანაში და ამ ქვეყნად რჩება.

(2) თვით სიტყვა „ძენი“ (ჩინურად „ჩანი“) სანსკრიტული სიტყვიდან „დჰიანა“ მომდინარეობს, რაც პოზას, ასკეტურ ხერხს, გონების შემოკრებას ნიშნავს.

(3) უნდა აღვნიშნოთ, რომ რეინკარნაცია ტრადიციული გაგებითმ როცა პიროვნების სული შემდგომში სხვა სხეულებრივ გარსში აგრძელებს ცხოვრებას, ბუდიზმისათვის უცხოა (ყოველ შემთხვევაში, ასე არ იყო თავდაპირველ ბუდიზმში). ბუდიზმის მიხედვით, არავითარი „პიროვნება“ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ „სულის“ ილუზია, ამიტომაც ახალ ცხოვრებას იძენს არა ადამიანის პიროვნება, არამედ ის ელემენტები, რომლებიც ამ ადამიანის სიცოცხლეს შეადგენენ (როგორც სხეულებრივი , ისე ფსიქიკური) ე.წ. დჰარმები. ამ ახლად შექმნილი ადამიანის ცხოვრებას კი კარმა განსაზღვრავს.

(4) ვოიდიზმი - სიცარიელის, არარაობის ფილოსოფიაა. სხვათა შორის თვით ბუდიზმშიც, კერძოდ მისი მაჰაიანური განშტოების მადჰიამიკას სკოლაში (იგი II ს-ში დააარსა ნიგარჯუნამ), ერთ-ერთ მთავარ ფილოსოფიურ ცნებას სწორედ „შუნია“ - სიცარიელე წარმოადგენს. ესაა სიცარიელის განცდის ფსიქიკური მდგომარეობა, რაც „ყოფნა-არყოფნის“, „რეალურისა და არარეალურის“, „სუბიექტისა და ობიექტის“ და სხვა ასეთი პრობლემების მოხსნის სინონიმი და ნირვანას დადგომის ნიშანია.



IPB-ს სურათი


ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:


1)ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.
2)არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
3)შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
4)არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.



ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:


1)მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
2)მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
3)მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
4)მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
5)მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
6)მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
7)მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
8)მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.


მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.

IPB-ს სურათი



ბუდისტური ტაძრები

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


მაჰათმა განდი: "თუ თითოეული ადამიანი თავისი სარწმუნოების თაყვანისცემისა და სიყვარულის ფონზე სხვა რელიგიებსაც არ შეისწავლის, ქვეყნიერებაზე არასოდეს იქნება მშვიდობა და ჰარმონიული თანაცხოვრების სრული გარანტია. თუ მართლა გვწამს ჩვენი სარწმუნოებისა, თუ ღრმად ღვთისმოსავნი ვართ, სხვათა სარწმუნოებასაც პატივითა და მოკრძალებით უნდა მოვეკიდოთ".

http://www.youtube.com/watch?v=akJMM7PZUwM&feature=related


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 27 2011, 04:36 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



აბა ვახტანგ სად ხარ?
გავისაუბროთ ერთი.გაქრობა, ნირვანა და ა.შ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Jun 27 2011, 07:50 PM
პოსტი #3


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



GIORGI LELUASHVILI
აქ ვარ, მოვედიsmile.gif
კიბატონო გავისაუბროთ;შენნაირ შეგნებულ კაცთან ალბათ საინტერესო იქნება გასაუბრება მსოფლიო რელიგიებზე,ამ შემთხვევაში კი ბუდიზმზე.

დავიწყებ იქიდან, რომ ზემოთ რაც დაწერე ოდნავ მსხვილი შრიფტით, ეტყობა რო, აპოლოგეტიკური წერილია მართლმადიდებლების მიერ შესულებული, რადგან ზოგი რამ ნამეტანი გაბუქებულია.
კარგი,ამაზე შემდეგ გავისაუბროთ,ახლა კი მთავარზე.
მთავარი ისაა, რომ ეს ქვეყანა აღსავსეა მართლაც სულიერი და ფიზიკური ტანჯვით.ეს ყოველივე კარგადაა ჩამოყალიბებული ბუდისტური მოძღვრების ოთხ დიად ჭეშმარიტებაში, რომელიც შენ ზემოთაც დაგიფიქსირებია.შესაბამისად გამოსავალიც არსებობს, რაც მდგომარეობს ნირვანაში, ანუ ღმერთთან შერწყმასა და ნეტარებაში ჩაძირვაში.
ეხლა დავიწყოთ იქედან, თუ რატომაა გაქრობა და ღმერთთან შერწყმა, ანუ ნირვანაში ჩაძირვა გამოსავალი.
როცა ვიცით, რომ ხორცს უბედურებები მოაქვს, მართლმადიდებლები და სხვა მრავალი რელიგიის წარმომადგენლები მის მოძულებას და მოკვეთას ცდილობენ.ასევე ხორციელ უკეთურებებთან ერთად არსებობს სულიერი ცოდვებიც.როგორც ხორციელ ცოდვებს წარმოადგენს ნაყროვანება, სიძვა, განცხრომა, გართობა, ანგარება და სხვა მრავალი, ასევე სულიერი ცოდვები არის ამპარტავნება, ხიბლი, შური, სიძულვილი, ანუ ყოველივე ის, რაც სულს შეეხება.
თუკი ხორციელი ცოდვების მოცილება მის მოძულებასა და მოკვდინებაში მდგომარეობს, მაშინ იგივე შეიძლება ვთქვათ სულიერზეც.ანუ მგონი აქ ყველაფერი გასაგებია, რისი თქმაც მინდოდა.
როდესაც ადამიანი ორივე მათგანს:სულსა და ხორცს მოიძულებს და მათგან განთავისუფლდება,ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 27 2011, 07:53 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



GIORGI LELUASHVILI
ვხედავ დაპირებისამებრ გაგიხსნია ეს თემა.კარგია,მემგონი საინტერესო უნდა გამოვიდეს!

NINJA - ნინძა
ბუდისტური რელიგიის მიხედვით ადამიანი რისგან შედგება?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 27 2011, 08:37 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



NINJA - ნინძა
ციტატა
დავიწყებ იქიდან, რომ ზემოთ რაც დაწერე ოდნავ მსხვილი შრიფტით, ეტყობა რო, აპოლოგეტიკური წერილია მართლმადიდებლების მიერ შესულებული, რადგან ზოგი რამ ნამეტანი გაბუქებულია.

არა, ეს გაბუქებული კი არა, განხილულია, როგორც სიმცდარე, რის გარეშეც ვერ გაარკვევ რა არის ჭეშმარიტება და რა სიცრუე.ანუ ვგულიხმობ იმას, რომ ჭეშმარიტების გამოსაკვლევად რაიმეს განხილვა და ლოგიკური მსჯელობაა აუცილებელი.
ციტატა
როცა ვიცით, რომ ხორცს უბედურებები მოაქვს, მართლმადიდებლები და სხვა მრავალი რელიგიის წარმომადგენლები მის მოძულებას და მოკვეთას ცდილობენ.ასევე ხორციელ უკეთურებებთან ერთად არსებობს სულიერი ცოდვებიც.როგორც ხორციელ ცოდვებს წარმოადგენს ნაყროვანება, სიძვა, განცხრომა, გართობა, ანგარება და სხვა მრავალი, ასევე სულიერი ცოდვები არის ამპარტავნება, ხიბლი, შური, სიძულვილი, ანუ ყოველივე ის, რაც სულს შეეხება.თუკი ხორციელი ცოდვების მოცილება მის მოძულებასა და მოკვდინებაში მდგომარეობს, მაშინ იგივე შეიძლება ვთქვათ სულიერზეც.ანუ მგონი აქ ყველაფერი გასაგებია, რისი თქმაც მინდოდა.

აქ ძალიან ცდები ჩემო ძმაო.
და საერთოდ ბუდიზმის შეცდომა ისაა, რომ გამოსავალს ხედავს საერთოდ მოსპობაში და არა კეთილისაკენ წარმართვაში.
თუკი ხორციელი ცოდვების მოკვეთა და ხორცის სწორად გამოყენებაა შესაძლებალი, მაშინ რატომ უნდა მოისპოს და განადგურდეს იგი?
თუკი შეიძლება, რომ ხორცი სატანის მსახურებას განაშორო და ღმერთის ნების აღსასრულებლად წარმათო, მაშ რატომ უნდა მოსპო იგი?განა ამას ბუდისტი ბერებიც არ აკეთებენ?ისინი ცოდვილ ცხოვრებას თავს ანებებენ და ბუდას ემსახურებიან, ანუ მათ შემთხვევაში ხორცის სასიკეთოდ გამოყენებას ვხედავთ.
აბსოლუტურად იგივე ითქმის სულის შემთხვავშიც.თუ ჩვენ მოვიძულებთ არა ხორცს პიროვნულად, არამედ ხორციელ საქმეებს, მაშინ რატომ უნდა გავანადგუროთ ხორცი?ან თუ მოვიძულებთ სულიერ ცოდვებს და შევიძენთ სულიერ სათნოებებს, რატომღა უნდა მოვისპოთ სული?


აი, ამას დაუკვირდი და ველოდები შენს პასუხს.

A.V.M
ციტატა
ვხედავ დაპირებისამებრ გაგიხსნია ეს თემა.კარგია,მემგონი საინტერესო უნდა გამოვიდეს!

კი, ნამდვილად, აი დაიწყო უკვეsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 27 2011, 09:23 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
აი, ამას დაუკვირდი და ველოდები შენს პასუხს.

მეც ველი დიდი გულისყურით.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Jun 28 2011, 02:50 PM
პოსტი #7


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



GIORGI LELUASHVILI
კარგი გიორგი, გასაგებია რასაც ამტკიცებ როგორც მართლმადიდებელი(თუ არ ვიცი რა აღმსარებლობის ხარbiggrin.gif),მაგრამ სანამ ბუდიზმის სწავლებებსა და მათ განხილვას დავიწყებთ, მაშინ თავიდანვე გეტყვი, რომ მე ვიცავ მაჰაიანას, ანუ ჩრდილოეთი ბუდიზმის მხარეს.მასთან ასევე ახლოსაა ლამაიზმი და აქედან გამომდინარე ორივე მხარის-მაჰაიზმისა და ლამაიზმის სწავლებებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.სხვა სწავლებები ძალიან პრიმიტიული და ხშირ შემთხვევაში უაზროცაა.ამის ნათელი მაგალითია ძენ ბუდიზმი-აბსოლუტური სისულელე.


ანუ ახლა ჩვენ ვმსჯელობთ ცხოვრების მიზანზე-არსზე.
საერთოდ მართლმადიდებლობა და აქედან გამომდინარე შენც, ამტკიცებთ, რომ ყოფიერებაა მთავარი-პიროვნებაა მთავარი, რომელიც არსებობს და რომელიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს როგორც ცოცხალი არსება,სული.

ანუ შევაჯამოთ-ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ბედნიერების მისაღწევად აუცილებელია ყოფიერება- არსებობა.

აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბუდიზმი.
ბუდიზმი აღიარებს რეინკანაციას,რის მეშვეობითაც დჰარმები მუდმივ მოძრაობაში არიან.(და არა სული)დჰარმები არიან სიცოცხლის შემადგენელი ნაწილები და რელიგიების უმრავლესობა დჰარმებს უწოდებს სულს და ყოფიერებას.

სინამდვილეში ყოფიერება არ არსებობს, ეს მხოლოდ ილუზიაა.ილუზია და მეტი არაფერი.
ყოფიერებაში, არსებობაში არ არსებობს განთავისუფლება და ნეტარება.ნეტარება მხოლოდ ნირვანაა, ნეტარებასთან შერწყმა და გაქრობაა, სრული თავისუფლება ესაა არაყოფიერება.სანამ ადამიანი არსებობს, იგი ვერ მოიპოვებს ბედნიერებას.
არსებობა ბოროტებაა, ცხოვრება ტანჯვათა ჯაჭვია, ხოლო ბუდიზმის მიზანი ამ ტანჯვისგან გათავისუფლებაა. რადგან ტანჯვა თვით ყოფიერების ცნებას ერწყმის, ამიტომ მისგან გათავისუფლება თვით ყოფიერების მოსპობით უნდა მოხდეს. ტანჯვისგან გათავისუფლებისათვის თვითმკვლელობა უაზრობაა, რადგან ბუდიზმი რეინკარნაციას აღიარებს,რის შედეგადაც კვლავ ახალი ტანჯვა მოდის.ამიტომ ბუდა მიიჩნევს, რომ უნდა მოისპოს თვით სიცოცხლის სურვილი, რაც შემდგომი რეინკარნაციის შეწყვეტასა და სანსარისგან თავის დაღწევის საწინდარია. ასე გადადის ადამიანი ნირვანაში.
ციტატა
თუკი შეიძლება, რომ ხორცი სატანის მსახურებას განაშორო და ღმერთის ნების აღსასრულებლად წარმათო, მაშ რატომ უნდა მოსპო იგი?

ვერც ამ შემთხვევაში მოიპოვებ სრულ ბედნიერებასა და საბოლოო ნეტარებას.ეს დროებითია , ხორცი, ისევე როგორც სული როგორც არ უნდა განწმინდო, იგი მაინც ვერ განთავისუფლდება ილუზიებისგან.
ციტატა
განა ამას ბუდისტი ბერებიც არ აკეთებენ?ისინი ცოდვილ ცხოვრებას თავს ანებებენ და ბუდას ემსახურებიან, ანუ მათ შემთხვევაში ხორცის სასიკეთოდ გამოყენებას ვხედავთ.

არა, ბუდისტები ბუდას კი არ ემსახურებიან და ასე კი არ ინარჩუნებენ სულსა და სხეულს, არამედ ამით პირიქით-სულისა და სხეულის მოსპობას და განადგურებას ცდილობენ.


ბუდისტების მედიტაცია მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სულისა და სხეულის სრული მოშორების, მოძულებისაკენ.
ესაა მიზანი და განშორება ამ ქვეყნისგან, ილუზიისგან, რომლის შედეგადაც მარადიული ნეტარება-ბუდასთან შერწყმა და ნირვანაში ჩაძირვა მოდის.ადამიანი თავისუფლდება ყოფიერებისგან, თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა.ყოფიერება არ არსებობს.

A.V.M
ციტატა
ბუდისტური რელიგიის მიხედვით ადამიანი რისგან შედგება?

რათქმაუნდა ადამიანი დჰარმებისგან შედგება.თქვენ შემთხვევაში დჰარმებს შეგიძლიათ სული და სხეული უწოდოთ.
შენ თუ პიროვნების შესახებ მეკითხები, ბუდიზმს პიროვნების ცნება არ გააჩნია.ადამიანი როგორც პიროვნება-სისულელეა.


GIORGI LELUASHVILI
ეხლა წავედი მე და მერე წავიკითხავ შენს პასუხსa075.gif


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 28 2011, 02:51 PM
პოსტი #8


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
სინამდვილეში ყოფიერება არ არსებობს, ეს მხოლოდ ილუზიაა.ილუზია და მეტი არაფერი.

რა მაინტერესებს, თუ მხოლოდ ილუზიაა ნინძობისთვის რამო წვალობ?
თუ ილუზიაა ამაო ყოფილა მცნებები როგორიცაა: სიყვარული, თავგანწირვა, მეგობრობა და სხვა მრავალი. ყოველივეს ფასი ეკარგება სამყაროში, ამაოდ ვებრძვით მტერს, ამაოდ ვეწირებით ჩვენს ღირებულებებს.
როგორ ფიქრობ შენი ილუზიის ნაწილი ვარ? თუ ამბობ რომ სამყარო ილუზიაა მაშასადამე მე არ ვარსებობ, და არსებობ მხოლოდ შენ რომელიც ამ ყოველივეს აცნობიერებ, ასე გამოდის?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 28 2011, 06:07 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



NINJA - ნინძა
ვახტანგ წავიკითხე შენი პოსტი და გაოგნებული დავრჩი.არ ვიცი რითი დავიწყო. არ მეგონა ამას შენ თუ დაწერდი.
მალე ჩამოდი სამშობლოში თორე სულ გაგაგიჟეს მაგ ტაეკვანდოში.მე მთელი სერიოზულობით გეუბნები:შეეშვი ამ უაზრო "ფილოსოფიას".ამით თავს დაიღუპავ და უკვე იღუპავ.აზრზე მოდი რეებს ქადაგებ, ვეღარ გცნობ.

კარგი, განვიხილოთ შეძლებისდაგვარად ყოველივე.

ეხლა რაც შეეხება ბუდისტურ ფილოსოფიას:
ციტატა
ბუდიზმი აღიარებს რეინკანაციას,რის მეშვეობითაც დჰარმები მუდმივ მოძრაობაში არიან.(და არა სული)დჰარმები არიან სიცოცხლის შემადგენელი ნაწილები და რელიგიების უმრავლესობა დჰარმებს უწოდებს სულს და ყოფიერებას.სინამდვილეში ყოფიერება არ არსებობს, ეს მხოლოდ ილუზიაა.ილუზია და მეტი არაფერი.

ეს ყოველივე სრული უაზრობა და საფუძველს მოკლებული თეორიაა.ამის დამტკიცება შეუძლებელია.რეინკარნაციის არსებობის შესახებ კი არის დამადასტურებელი რაღაც მოწმობები, მაგრამ ის, რომ პიროვნება და ყოფიერება ილუზიაა, ეს განზრახ თავის დაბრმავებას ნიშნავს.

რატომ?

აბა ეხლა თვითონ დაუკვირდი:შენ არსებობ?წეღან ხომ მწერდი?ახლა რუსეთში ხარ და რაღაც საქმით ხარ დაკავებული.ანუ ეს შენ ხარ, პიროვნება ხარ და არა რაღაც დჰრამა თუ მსგავსი სისულელე.პიროვნება რომ არ არესბობდეს, ყოფიერება არ იარსებებდა.

შენ ახლა იმას მეტყვი-ყოფიერება ილუზიააო.
როგორაა ილუზია.ახლა თვალებიდან ხედავ?აზროვნებ?მოძრაობ?რათქმაუნდა ხო!ჰოდა რაღა თვალებს იბრმავებ-გაახილე და დაინახავ რომ ცხადში ხარ და არა რაღაც ზმანებაში.
(მაპატიე, მაგრამ ისე გამომდის, რომ თითქოს ბავშვს ველაპარაკები)ეს რომ ადამიანმა ვერ დაინახოს, ან არ დაინახოს, მაშინ მას რაღაც სერიოზული პრობლემები აქვს და ამას შენზე ნუ მაფიქრებინებ(ბოლოსდაბოლოს ამდენი წელიწადია გიცნობ).
ანუ ზემოთ რაც დავწერე, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ილუზიას რასაც შენ ეძახი ეგ ცხადია.შენ არ შეგიძლია და ვერ შეგიძლია იმის დამტკიცება, რომ ყოფიერება და პიროვნება რომ ილუზიაა.რომ არ არის ამის დამტკიცება კი მარტივად შეიძლება-უბრალოდ თვალები გაახილე.
ციტატა
არსებობა ბოროტებაა

არსებობა ბოროტებასთან ერთად სიკეთეცაა,რატომ ხედავთ მხოლოდ ბოროტებას?არ არსებობს სიყვარული, თანაგძნობა, მეგობრობა, და სიკეთე?რათქმაუნდა არსებობს, ამას არ სჭირდება ბევრი ფილოსოფია.
ციტატა
ცხოვრება ტანჯვათა ჯაჭვია, ხოლო ბუდიზმის მიზანი ამ ტანჯვისგან გათავისუფლებაა.

კი, ცხოვრება უფრო ტანჯვაა, ვიდრე ნეტარება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ტანჯვასთან ერთად შვება და სიხარულიც არსებობს, რომელიც უფალთან ურთიერთობაში ჩნდება.
ქრისტიანობის მიზანიც ტანჯვისგან განთავისუფლებაა, მაგრამ ზუსტად ამ ადგილიდან იწყება ბუდიზმის მხრიდან მცდარი შეხედულებები,რომელსაც ახლა განვიხილავთ.
ციტატა
რადგან ტანჯვა თვით ყოფიერების ცნებას ერწყმის, ამიტომ მისგან გათავისუფლება თვით ყოფიერების მოსპობით უნდა მოხდეს.

აი ამ ერთ წინადადებაში დევს მთელი ბუდიზმის სიყალბე.
საქმე იმაშია, რომ ბუდიზმი მხოლოდ ბოროტებას ხედავს, მხოლოდ ტანჯვას ხედავს და არ სურს სიკეთისა და სიყვარულის დანახვა.განა ვერ ხედავს, უბრალოდ არ ხედავს!თორემ როგორ შეიძლება ამ ქვეყანაზე ბედნიერება, სიკეთე , სიყვარული არ დაინახო?დიახ, ისინი ამას ხედავენ და ამ ყოველივეს ძალიან მარტივ სახელს-ილუზიას არქმევენ.რატომ არქმევენ?იმიტომ, რომ თავს იბრმავებენ და არ სურთ რეალობის დანახვა.როგორ, თუ ყოფიერების მოსპობას ისინი იმიტომ ცდილობენ, რომ ბოროტება ყოფიერებას ერწყმის, განა სიკეთე არ ერწყმის ყოფიერებას?ამას რატომ ვერ ხედავთ?მაგრამ თქვენ უბრალოდ არ გინდათ ამის დანახვა რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო.

ბოროტების არსებობის გამო ყოფიერების უარყოფა არის სრული სისულელე!მეტი არც არაფერი.
ციტატა
ვერც ამ შემთხვევაში მოიპოვებ სრულ ბედნიერებასა და საბოლოო ნეტარებას.ეს დროებითია , ხორცი, ისევე როგორც სული როგორც არ უნდა განწმინდო, იგი მაინც ვერ განთავისუფლდება ილუზიებისგან.

ესეც მხოლოდ და მხოლოდ უსაფუძვლო მტკიცებაა, რადგან არსებობდნენ ადამიანები, კერძოდ წმინდა მამები, რომლებმაც მთელი ცხოვრება სულისა და ხორცის განწმენდას შესწირეს და ეს ზუსტადაც რომ ბოლომდე მოახერხეს.ისინი ამ პროცესს ახლა ცათა სასუფეველში განაგრძობენ, სადაც განვითარება დაუსრულებლად მიმდინარეობს.ისინი უკვე აღარ სცოდავდნენ, მათ სრულიად მაკვდინეს ხორციელი სურვილები, ამქვეყნიური სიამენი და სული განიწმინდეს.ასეთი ადამიანების ნახვა დღესაც შეიძლება.
ციტატა
ესაა მიზანი და განშორება ამ ქვეყნისგან, ილუზიისგან, რომლის შედეგადაც მარადიული ნეტარება-ბუდასთან შერწყმა და ნირვანაში ჩაძირვა მოდის.

აქ ბუდიზმი საკუთარ თავს თვითონვე ეწინააღმდეგება.თუკი პიროვნება სრულიად უნდა გაქრეს და შეწყვიტოს არსებობა, მაშინ ვინღა ინეტარებს?ვინღა უნდა განთავისუფლდეს, თუკი ყოფიერება არ იქნება?როგორც არ არსებობს სიყვარული იმის გარეშე ვისაც უყვარს, ანუ პიროვნების გარეშე, მაშინ ნეტარებაც არ არსებობს იმის გარეშე, ვისაც ეს სურს.
ციტატა
ეხლა წავედი მე და მერე წავიკითხავ შენს პასუხს

ესეც ჩემი პასუხი და იმედია ოდნავ მაინც გაიაზრებ დაწერილს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 28 2011, 07:15 PM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



NINJA - ნინძა
ერთ ჩემს ძალიან ახლობელს მაგონებ,რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო ერთ-ერთი აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების მიმდევარი და ამ ოცი წლის შემდეგ როდესაც უკვე პიკს მიაღწია მიხვდა თუ რაშიც იყო საქმე და ეხლა მართლმადიდებელი ქრისტიანია.ვიმედოვნებ შენც ეგრე იქნები.
რაც შეეხება შენს მიერ დჰარმების შესახებ წარმოთქმულ სიტყვას.ერთ რამეს შეგეკითხები:ათეისტი ხარ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 28 2011, 07:29 PM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



თქვენ ამ სწავლებას აღიარებთ როგორც მე ვიცი ხომ?
,,ბუდები ერთგვარი კოსმიური ცნობიერების მატერიალიზაციის შედეგად იბადებიან.ისინი მარადიული ბუდები არიან რომლებიც დროისა და სივრცის მიუხედავად არსებობდნენ.მსოფლიო ბუდა ყოველივეს განჭოლავს და ყოველ ადამიანში არსებობს,რომლებსაც საკუთარ თავში გასხივოსნება შეუძლიათ."

თუ მართლა ამ სწავლებას აღიარებს მაჰანაინა იქნებ განგვიმარტო კიდეც რას ნიშნავს იგი?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Jun 30 2011, 03:24 PM
პოსტი #12


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



A.V.M
ციტატა
ერთ რამეს შეგეკითხები:ათეისტი ხარ?

არანაირადsmile.gif
ათეისტი რომ ვიყო, ბუდიზმის მქადაგებელი არ ვიქნებოდიsmile.gif
ციტატა
თქვენ ამ სწავლებას აღიარებთ როგორც მე ვიცი ხომ?,,ბუდები ერთგვარი კოსმიური ცნობიერების მატერიალიზაციის შედეგად იბადებიან.ისინი მარადიული ბუდები არიან რომლებიც დროისა და სივრცის მიუხედავად არსებობდნენ.მსოფლიო ბუდა ყოველივეს განჭოლავს და ყოველ ადამიანში არსებობს,რომლებსაც საკუთარ თავში გასხივოსნება შეუძლიათ."

რათქმაუნდა ჩვენ ვაღიარებთ ამ სწავლებას.თუმცა ამას თვისი განმარტებაც აქვს. შეიძლება ბუდად _ ადამიანად იქცეს, რომელიც იხსნის კაცთა მოდგმას, თუკი ოთხ რამეს შეიცნობს: სიბერეს, სნეულებას, სიკვდილს და ასკეტიზმს.ბუდა შენც შეგიძლია გახდე და საერთოდ ყველას, ვინც კი ამას მოინდომებს.ბუდა გასხივოსნებულს, სხივფენილს ნიშნავს.
ხოლო ის ბუდა, ვისაც ჩვენ თაყვანს ვცემთ, იგი უმაღლესია.
ციტატა
თუ მართლა ამ სწავლებას აღიარებს მაჰანაინა იქნებ განგვიმარტო კიდეც რას ნიშნავს იგი?

ალბათ გიდოდა გეთვქა-მაჰაიანა?
თუ ამას გულისხმობ გეტყვი:ჩრდილოეთის ბუდიზმი - მაჰაიანა (დიდი ეტლი) - გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში. მას დოგმატიკა და კულტი უფრო რთული აქვს, იერარქია მდიდარია, ძლიერაა განვითარებული სამონასტრო ცხოვრება, რომელიც მკაცრი წესებით გამოირჩევა.


GIORGI LELUASHVILI
გიო მე არ მინდა შენთან კამათი, მე ჩემი აზრი და მსოფლმხედველობა მაქვს.
გასაგებია რაც შენ დამიწერე, მაგრამ მე ეგ საკითხები კარგა ხანია გამოკვლეული მაქვს.შევისწავლე ბუდისტური და ქრისტიანული სწავლებები და მივხვდი, რომ ქრისტიანობაში არაა სრული ცოდნა მოცემული.მაგალითად მას არ აქვს ცნობა რეინკარნაციის, მაღალი და დაბალი პლანეტების და სხვა უამრავი საკითხის შესახებ.

მე თითოულ სიტყვას არ გამოვეკიდები შენი პოსტიდან.უბრალოდ მცირე ცნობებს მოგაწვდი ბუდიზმიდან გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი კამათის თემებს შეეხება.


და მერე, თუკი ვეცდებით გავიგოთ, რას ასწავლიდა ბუდა თავისი პირველი ქადაგებით ბენარესის “ირმის ბაღში” ორი ათასი წლის წინათ, ჩვენ გავიგებთ ბუდიზმს. მაგრამ აქ საქმე გაგებას კი არ ეხება, არამედ იმას, რომ ღრმად, სულით და ხორცით ჩავწვდეთ მის არსს. თუმცა ბუდიზმი არც სხეულის რეალობას აღიარებს და არც სულისას.

ბუდიზმი ძალზე მომთხოვნია რწმენის მიმართ. ეს ბუნებრივია, რადგანაც ყველა რელიგია რწმენის გამოვლენაა. არაერთხელ მიკითხავს ჩემი თავისთვის: რას ნიშნავს იყო ქართველი? იყო ქართველი _ ნიშნავს გრძნობდე, რომ ქართველი ხარ. რას ნიშნავს იყო ბუდისტი? იყო ბუდისტი _ არ ნიშნავს გესმოდეს ბუდიზმი, რადგანაც გაგება ორიოდე წუთის საქმეა; იყო ბუდისტი, ნიშნავს გრძნობდე ოთხ კეთილშობილურ ჭეშმარიტებას და რვაჯერად გზას. ჩვენ არ ჩავუღრმავდებით რვაჯერადი გზის წვრილმანებს, რადგანაც ეს რიცხვი დაყოფისა და ქვედაყოფის ინდუისტური ტრადიციისაგან იღებს დასაბამს, და ჩავუღრმავდებით ოთხ კეთილშობილურ ჭეშმარიტებას.

ბუდიზმს არასდროს მიუმართავს ცეცხლისა და მახვილისათვის, არასოდეს უფიქრია, თითქოს ცეცხლითა და მახვილით შეიძლებოდა რწმენის ჩანერგვა. როცა აშოკამ, ინდოეთის მბრძანებელმა, ბუდიზმი მიიღო, არასოდეს უცდია ახალი რელიგიის ძალით დანერგვა. ნამდვილ ბუდისტს თავისუფლად შეუძლია გახდეს ლუთერანელი, მეთოდისტი, პრესბიტერიანელი, კალვინისტი, სინტოისტი; შეუძლია აღიარებდეს კათოლიციზმს, დაოსიზმს; იზიარებდეს მაჰმადიანურ თუ იუდეურ სარწმუნოებას. და პირიქით, ქრისტიანს, იუდეველს, მუსულმანს ეკრძალება ბუდიზმის აღიარება.

სხვა რელიგიები უფრო მეტ ნდობას მოითხოვენ. თუ ქრისტიანები ვართ, ჭეშმარიტებად უნდა მიგვაჩნდეს, რომ ღვთის ერთ-ერთი ჰიპოსტასი ადამიანის იერამდე დაეშვა და იუდეაში მონათლულ იქნა. თუ მუსულმანები ვართ, ჭეშმარიტებად უნდა ვრაცხდეთ, რომ არ არის ღმერთი, გარდა ალაჰისა, და მუჰამედი წინასწარმეტყველია მისი. მაგრამ ჩვენ შეიძლება ჭეშმარიტი ბუდისტები ვიყოთ და ბუდას არსებობას კი უარვყოფდეთ: ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვფიქრობდეთ, რომ მისი რეალურობის რწმენა არსებითი როდია, _ არსებითია, მოძღვრება გწამდეს. ჭეშმარიტად, ლეგენდა ბუდაზე იმდენად მშვენიერია, რომ მე აუცილებლად მოგითხრობთ მას, რათქმაუნდა თქვენის ნებართვითsmile.gif

ბუდას მოძღვრება ასკეტიზმი როდია, რადგანაც ასკეტიზმი, მისი აზრით, შეცდომაა. ადამიანმა ხელი როდი უნდა აიღოს ხორციელ ცხოვრებაზე, _ იმის გამო, რომ ხორციელი ცხოვრება მდაბალია, არაკეთილშობილური, შეურაცხმყოფელი და ავადმყოფური, _ და არც ასკეტიზმზე, რომელიც ასევე არაკეთილშობილურია და ავადმყოფური. ის ქადაგებს კეთილშობილურ საშუალო გზას (ვისარგებლოთ თეოლოგიური ტერმინოლოგიით). მან მიაღწია ნირვანას, მაგრამ კვლავ, ორმოც წელზე მეტხანს ცოცხლობს, რომლებსაც ქადაგებას უძღვნის. მას შეეძლო უკვდავი გამხდარიყო, მაგრამ როცა უკვე ბევრი მოწაფე ჰყავს, თვითონვე ირჩევს თავისი სიკვდილის მომენტს.

ბუდა ამბობს: “მსგავსად იმისა, როგორც მთელი ოკეანის წყალს მხოლოდ ერთი გემო აქვს _ მლაშე, ჩემს მოძღვრებასაც მხოლოდ ერთი გემო აქვს _ ხსნისა”. მოძღვრება, რომელსაც ქადაგებს ბუდა, უზარმაზარია, როგორც ოკეანე, მაგრამ მხოლოდ ერთი გემო აქვს _ ხსნის გემო. რა თქმა უნდა, ბუდას მიმდევრები დაეხეტებოდნენ და, ალბათ, ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს მეტაფიზიკური პაექრობებისას, მაგრამ ბუდიზმის არსი ამ პაექრობებში როდია. ბუდისტი შეიძლება აღიარებდეს ნებისმიერ რელიგიას, თუკი იმავდროულად მოძღვრების არსს მისდევს. არსებითია მხოლოდ ხსნა და ოთხი კეთილშობილური მოძღვრება: ტანჯვა, ტანჯვის მიზეზი, ტანჯვისგან განკურნება და მისი განკურნების საშუალება. უზენაესი მიზანი ნირვანაა. ჭეშმარიტებათა რიგს მნიშვნელობა არა აქვს. მიიჩნევენ, რომ ისინი შეესაბამებიან ძველ სამედიცინო ტრადიციას, რომელშიაც მსჯელობენ ბოროტებაზე, დიაგნოზზე, მკურნალობასა და განკურნებაზე. ამ შემთხვევაში განკურნება სწორედ ნირვანაა.
ციტატა
ეს ყოველივე სრული უაზრობა და საფუძველს მოკლებული თეორიაა.ამის დამტკიცება შეუძლებელია.რეინკარნაციის არსებობის შესახებ კი არის დამადასტურებელი რაღაც მოწმობები, მაგრამ ის, რომ პიროვნება და ყოფიერება ილუზიაა, ეს განზრახ თავის დაბრმავებას ნიშნავს.

კარგი, ახალა ორიოდ სიტყვას ილუზიის შესახებაც გეტყვი:ბოდჰიდჰარმა იყო პირველი მისიონერი; ცხოვრობდა VI საუკუნეში. ინდოეთიდან ჩინეთში გადადის და იმპერატორს ხვდება, რომელმაც ბუდიზმი მიიღო. ის მისიონერს აცნობს მონასტრებისა და ტაძრების სახელებს და ნეოფიტ ბუდისტთა რიცხვს უსახელებს. ბოდჰიდჰარმა ამბობს: “ყოველივე ეს ილუზიების სამყაროს კუთვნილებაა; მონასტრებიც და ბერებიც ისევე არარეალურნი არიან, როგორც მე და შენ”. შემდეგ კი მედიტაციაში ინთქმება და კედელთან ჯდება.

ბოდჰიდჰარმას თან ახლდა ერთი მოწაფე, კითხვას კითხვაზე რომ აყრიდა, მოძღვარი კი არ პასუხობდა. მოწაფე ცდილობდა მედიტაციაში დანთქმულიყო. ცოტა ხნის შემდეგ მარცხენა ხელი მოიკვეთა, მოძღვარს წინ დაუდო იმის ნიშნად, რომ უნდოდა მისი მოწაფე გამხდარიყო და თავისი სურვილის დასტურად განზრახ დაისახიჩრა თავი. მოძღვარმა ყურადღება არ მიაქცია ამ ამბავს, რაც, ბოლოს და ბოლოს, მატერიალური, ანუ ილუზორული მოვლენა იყო, და _ “რა გინდაო?” _ ჰკითხა. “დიდხანს ვეძებდი ჩემს გონებას და ვერ ვიპოვეო”, _ უთხრა მოწაფემ. მოძღვარმა მოკლედ მოუჭრა: “ვერ იპოვე იმიტომ, რომ არ არსებობსო”. მაშინ მოწაფემ შეიცნო ჭეშმარიტება, მიხვდა, რომ ის როგორც პიროვნება არ არსებობს, და ირწმუნა, რომ სამყაროში ყველაფერი არარეალურია.


თუ არ დაგეზარება, თავიდან ბოლომდე წაიკითხე,მგონი დაგაინტერესებს და შემდეგ შენებური კომენტარები გაუკეთე.
მე სიამოვნებით მოგისმენsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Jun 30 2011, 03:37 PM
პოსტი #13


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



http://yvelaferi-religiaze.blogspot.com/20...-post_3715.html

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 30 2011, 08:16 PM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რსსაც ეხლა ვწერ ადრეც ვთქვი და ვიმეორენ.ეს ციტატა დჰარმების შესახებ მაქვს წაკითხული.
,,სამყარო შემოქმედის გარეშე არსებობს და მას მიზეზშედეგობრივი კავშირები განაგებს.ცოცხალი არსების საერთო კარმის მოქმედებით განისაზღვრება ამ სამყაროს სანსარა(ციკლური მოქმედება)დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილიდან დაბადებამდე.თითოეული ციკლიოს ხანგრძლივობა კი მილიონობით წელი გრძელდება"
ციტატა
ათეისტი რომ ვიყო, ბუდიზმის მქადაგებელი არ ვიქნებოდი

მომკალი და ვერ ვიჯერებ,რომ კაცი რომელიც ამას ეთანხმება ათეისტი არაა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 30 2011, 09:01 PM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ერთი საინტერესო საუბარი ბუდიზმისა და ქრისტიანობის შესახებ:
ბუდისტ ბერ გაძანთან სტუმრობისას ერთმა სტუდენტმა დასვა შეკითხვა-თუ ჰქონდა ბერს წაკითხული ბიბლია,ბერმა უპასუხა არაო,შემდეგ სტუდენტმა წაიკითხა:
,,ნუ ზრუნავთ რა ვჭამოთ და რა შევიმოსოთ,რადგან ამას ყოველივეს წარმართები ეძებენ.იცის თქვენმა ზეციერმა მამამ,რომ გჭირდებათ ყოველივე ეს.ამიტომ ეძიეთ პირველად სასუფეველი ღმრთისა და ყოველივე მოგეცემათ.''
ბერმა უპასუხა:,,ვინც ეს სიტყვები წარმოთქვა გასხივოსნებულია".
სტუდენტმა გააგრძელა:,,ითხოვდით და მოგეცემათ,დააკაკუნეთ და გაგეღებათ,ვინაიდან ყველა ის ვინც ითხოვს მიიღებს და ვინც დააკაკუნებს გაეღება."
გაძანმა ამის მოსმენის შემდეგ თქვა:,,ვინც ეს სიტყვები წარმოთქვა,შორსაა ბუდიზმისგან"


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Jun 30 2011, 11:17 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



NINJA - ნინძა
რა სტილს სწავლობ?


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 2 2011, 12:35 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



NINJA - ნინძა
ციტატა
ათეისტი რომ ვიყო, ბუდიზმის მქადაგებელი არ ვიქნებოდი

აბა იძახით ღმერთი არ არის პიროვნებაო და ამ დროს ღმერთთან შერწყმას ესწრაფვით.თქვენ ღმერთი, როგორც ღმერთი-შემოქმედი, ღმერთი-მყოფადი და ღმერთი-სიყვარრული, ისე არ გესმით და ვერ გავიგე რომელ ღმერთის რწმენაზეა საუბარი.
თქვენი სწავლებით ღმერთი თავისთავად არ არსებობს და პიროვნებებიც არ არსებობს და მე პირადად ამის გამო ვერ ვუგებ ბუდიზმს და ყველაზე უაზრო რელიგიად მიმაჩნია.


სხვა რა გითხრა ძმაო:ბუდისტები თავისთავად თვალებს იბრმავებენ და რეალობას არ უყურებენ.მათ ერთი მარტივი სიტყვა მოძებნეს "ილუზია" და ვსო!მათი გაგებით ყველაფერი ილუზიაა და შენც გამოგაშტერეს.
რომ ამბობდეთ, რომ პიროვნება არსებობს, მაშინ კიდევ არაუშავს, მაგრამ ჩემთვის ისაა გაუგებარი, რომ ნეტარებას ესწრაფვით და ამ დროს არც ნეტარების სუბიექტი არსებობს და არც ობიექტი.

რავიცი, მეტი რა უნდა გითხრა, ალბათ აქ რო ჩამოხვალ მაშინ გეშველება რამე, თორე მანდ...

ციტატა
ჭეშმარიტად, ლეგენდა ბუდაზე იმდენად მშვენიერია, რომ მე აუცილებლად მოგითხრობთ მას, რათქმაუნდა თქვენის ნებართვით

ჰო, ბუდას შესახებ დადე, მეც მაინტერესებს.


ბოლოს რაც გიწერია გამუქებული ასოებით ცოცხალი ანეგდოტიაbiggrin.gif

ეეეეეჰ!

A.V.M
საინტერესო ამბავი იყოa075.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 3 2011, 12:33 AM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
სხვა რა გითხრა ძმაო:ბუდისტები თავისთავად თვალებს იბრმავებენ და რეალობას არ უყურებენ.მათ ერთი მარტივი სიტყვა მოძებნეს "ილუზია" და ვსო!მათი გაგებით ყველაფერი ილუზიაა და შენც გამოგაშტერეს.

სწორი შენიშვნაა.ჩვენ ქრისტიანები ყველაფერში ღმერთს ვხედავთ,მას ვეძებთ,ვცდილობთ მას ვასიამოვნოთ.ბუდისტები კი ეძებენ(ან ეძებთ)მდგომარეობას,რომელსაც ბოროტი აძლევთ მათ.
ანალოგიურს იტყვის ნებისმიერი ნარკომანი,როდესაც ,,კაიფშია"ნირვანაში ვარო.განსხვავება ისაა,რომ იგი შპრიცით მოუწოდებს სატანას ჩემში შემოდიო,ბუდისტები კი მედიტაციით.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Jul 4 2011, 08:19 PM
პოსტი #19


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ღმერთი-მყოფადი და ღმერთი-სიყვარრული, ისე არ გესმით და ვერ გავიგე რომელ ღმერთის რწმენაზეა საუბარი.

მე ზემოთ აღვნიშნე, რომ იყო ბუდისტი _ არ ნიშნავს გესმოდეს ბუდიზმი, რადგანაც გაგება ორიოდე წუთის საქმეა; იყო ბუდისტი, ნიშნავს გრძნობდე ოთხ კეთილშობილურ ჭეშმარიტებას და რვაჯერად გზას.
ასე, რომ ამის გაგება მარტივი არ არის.თუ ეს ყოველივე პრაქტიკაში არ განიცადე, ისე ზედაპირული ცოდნით ვერაფერს გაგიგებ.
ძნელია ასე ახსნა, თან შენ ცოტა არ იყოს სკეპტიკურად უდგები ბუდიზმს.
ციტატა
სხვა რა გითხრა ძმაო:ბუდისტები თავისთავად თვალებს იბრმავებენ და რეალობას არ უყურებენ.მათ ერთი მარტივი სიტყვა მოძებნეს "ილუზია" და ვსო!მათი გაგებით ყველაფერი ილუზიაა

პირიქით-ეს თვალების დაბრმავება კი არა- ჭეშმარიტების თვალებში ჩახედვაა.
ეს სამყარო აღსასვსეა ფიზიკური დასულიერი ტანჯვებით და გამოსავალი მხოლოდ ამ სამყაროდან გასვლასა და ნეტყარებაში ჩაძირვაში მდგომარეობს.
არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა ხსნაbiggrin.gif
ციტატა
ჰო, ბუდას შესახებ დადე, მეც მაინტერესებს.

კაი, ამას ალბათ ხვალ მივხედავ, ეხლა უნდა გავიქცეa075.gif


A.V.M
ციტატა
ანალოგიურს იტყვის ნებისმიერი ნარკომანი,როდესაც ,,კაიფშია"ნირვანაში ვარო.განსხვავება ისაა,რომ იგი შპრიცით მოუწოდებს სატანას ჩემში შემოდიო,ბუდისტები კი მედიტაციით

მეტი რაღა უნდა ვთქვა...

starscream
ციტატა
რა სტილს სწავლობ?

ტაეკვანდოს ერთ-ერთ განხრას.


ერთი კი ვიცი ქრისტიანობა რეინკარნაციას რომ აღიარებდეს, ამდენი რაღაც არ იქნებოდა გაუგებარი.
ქრისტიანობაში არაა სრული ცოდნა და რა გითხრათ...


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 4 2011, 09:19 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



NINJA - ნინძა
ციტატა
ასე, რომ ამის გაგება მარტივი არ არის.თუ ეს ყოველივე პრაქტიკაში არ განიცადე, ისე ზედაპირული ცოდნით ვერაფერს გაგიგებ.ძნელია ასე ახსნა, თან შენ ცოტა არ იყოს სკეპტიკურად უდგები ბუდიზმს.

ეს გასაგებია და მართლმადიდებლობასაც თითქმის იგივე ეთქმის, მაგრამ ელემენტარულად კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც შეუძლია. გზააბნეულს თავისუფლად დაანახვებს ჭეშმარიტებას, თუკი ის მართლა ეძებს მას.
მე სკეპტიკურად არც ერთ რელიგიას არ ვუდგები, მაგრამ როცა ვხედავ, რომ რელიგია თვალნათლივ არასწორს ასწავლის, ცოტა ძნელია მასზე კარგი შეხედულება იქონიო.
ციტატა
პირიქით-ეს თვალების დაბრმავება კი არა- ჭეშმარიტების თვალებში ჩახედვაა.ეს სამყარო აღსასვსეა ფიზიკური დასულიერი ტანჯვებით და გამოსავალი მხოლოდ ამ სამყაროდან გასვლასა და ნეტყარებაში ჩაძირვაში მდგომარეობს.

ამას უკვე მერამდენედ მიმეორებ, მაგრამ კითხვებზე "რატომ"? , "შეგიძლია დამიმტკიცო" ?ამაზე პასუხს არ იძლევი.
არც იმის გაგება გინდა, რომ სამყაროში სიბოროტესთან ერთად სიკეთეც არსებობს და ყოფიერებაში არსებობს ნეტარება.
ციტატა
ერთი კი ვიცი ქრისტიანობა რეინკარნაციას რომ აღიარებდეს, ამდენი რაღაც არ იქნებოდა გაუგებარი.ქრისტიანობაში არაა სრული ცოდნა და რა გითხრათ...

საშინლად არ მიყვარს როცა ამას ამბობენ!
ესეიგი რა გამოდის, რეინკარნაციის აღიარებაში ყოფილა სრული ცოდნა!
რახან ქრისტიანობა იმას არ აღიარებს, რაც არ არსებობს, ესეიგი იგი სრული არაა?
და რამდენ ახალსა და განსხვავებულ სწავლებებსა და თეორიებს შემოიტანთ, იმდენივე უნდა მივიღოთ, რომ სრული შეიქნას ქრისტიანობა?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 12:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი