IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები
TAMAR_QALI
პოსტი Mar 21 2007, 09:41 PM
პოსტი #101


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 18-March 07
მდებარ.: USA
წევრი № 1,414



გაგხარებთ ღმერთი,როგორც მე გამახარეთ.რომ დავიწყე თავიდან და მოვყევიიიი....სულ სიმღერ-სიმღერით გავედი ბოლოში.დიდი მადლობა


--------------------
ღმერთს ებარებოდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qavto
პოსტი Mar 23 2007, 01:15 AM
პოსტი #102


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 12-January 07
წევრი № 848



მემგონი ესენ არ წერიაsmile.gif

სი ქოულ ბატა

სი ქოულ ბატა მა დომიტალენქო
ჭოფილი ვორექ თოკილი ვორექ ვაგომიტალენქო
სი ქოულ ბატა მა დომიტალენქო
გურს გენია მონტებულსუ ვეშემიბრალენქო
სი ქოული ბატა მა დომიტალენქო.


დიდოუ ნანა

ვეენგარა, ნანა სქუა, ჭყოლირ გურსუ ვეეჭუა
ძუძუ სქირაფილი მაფუ, ბჟაშენ მუთუნ ვამიწუა
ვაგიჩქუნო მინ ორექ, ღარიბი ყასახიში სქუა
ნანაია , ნანა სქუა, ჭყოლირ გურსუ ვამიწუა.


ლილე(სვანური)

ო ლილეო ისგვამი დიდაბიო რილგვაია
შილედა ვოიდივო ლილეო
შაიდივოი ლილედა ოქურაში სამკალიო ღილგვაია
შილედა ვოიდივო ლილაო


ლაჟღვარ(სვანური)

ვოიდილივო ისგვამიო დიდაბლიავო და რილივოივო
ვოიდილივო და რაიდილივო ჰო ჰო
ვოიდილივო დი ოქურაშიო სამკალიავო და რილივოივო
ვოიდილივო და რაიდილივო ჰო ჰო
ვოიდილივო დი ხაინარიო ჯირდახლიავო და სგაშ ლალ გენა
ვოიდილივო და რაიდილივო ჰო ჰო
ვოიდილივო დი მუჭვარიო ხაგანხლიავო და შიდ ვოქურეში
ვოიდილივო და რაიდილივო ჰო ჰო.


დიდებათა(სვანური)

ვოდი დიდებათაია რილგვაია შედა
ვოდი ლალღრალედ ლილშედს გუშგვეი
ვოდი ვოქურაშ სამკაია რილგვაია შედა
ვოდი ხაინარ ჯირდახ სგაშ ლალ გენა
ვოდი მუჭვარ ხაგანხ შიდ ვოქურაში
ვოდი გიცრალ ჯირდახ სგაშ ლალ გენა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 26 2007, 08:56 PM
პოსტი #103


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ერთხელ სიზმარში მეცხვარემ,
სიზმარი ნახა ზიანი,
ადგა და ბიძას მოუყვა,
ბიძა რომ ჰყავდა ჩკვიანი.

-წუხელ სიზმარში, ბიძაო,
ქარი იყო და ნიავი,
წაიღო ჩვენი ფარეხი,
ზეცას გაჰქონდა გრიალი,
ან მე მოვკვდები ამ სამ დღეს,
ან ცხვარს მოუვა ზიანი.

-ადექ და შვილო შინ ცადი,
შინ ხომ არ არის ზიანი.

-მომგვარეთ ჩემი ლურჯაი,
ცხრა-ზალტ შემოსართავიანი,
დილით წასული ფირუზი
საღამოს ალვარში არის.

სოფლის ბოლოდან შემოდის
ლურჯა-ცხენ, პიროფლიანი,
გადმაიძახეს მასპინძლთა,
-ვინ მოდის დოვლათიანი?
-ჩვენი მეცხვარის ცხენსა ჰგავს,
ვაიმე, თუ დავრჩით ტიალნი.

შვილო ფირუზი, რად მოხველ?
ახლა ხომ დოლის დრო არის?

-დედი ლოგინი გაშალე,
სულის ამოსვლის დრო არის.

ცოლმა ლოგინი გაშალა,
ლოგინი, ატლასიანი.
დედა დასტირის ფირუზის.
-რატო დაგვტოვე ტიალნი.

ფირუზი როცა კვდებოდა,
ცა ცითლდებოდა, სკდებოდა,
მთაში ნაფრენი კაჭკაჭი,
სატირლად ემზადებოდა.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 27 2007, 05:49 PM
პოსტი #104


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



შინა ორგილ

შინა ორგილ, ორგილ ოსა
ვო შინა ვო გე გე.
შინა ორგილ, ორგილ ოსა
ვო შინა ვო გე გე.
შინა ორგლ, ორგილ ოსა
ვო შინა ვო გე გე.
ოსავ რირო რამაიდა
ოსავ ორუდილა რამაიდა.
შაირა ორერა ოსოვო რერა.


გ.კოკელაძე

ინდი მინდი

ვის გაქ ბაგე ფერად შინდი,
თვალი შავი, ინდი-მინდი,
გადმოხევი, გადმოფრინდი,
გამინათლე თვალთა ბინდი.
შენს სიყვარულს არ შევშინდი,
უკვდავების წყაროდ მინდი.

ვ.მახარაძე

მგზავრული
(კახური)

წასვლა სჯობს წარმავალისა,
არ დაყოვნება ხანისა.
კოცნა სჯობს თეთრი ქალისა,
ჩახვევნა შავგვრემანისა.

გ.კოკელაძე

ცჰავუხტეთ ბარათაშვილსა

მოვტაცოთ და მოვტაცოთ,
წამოვიყვანოთ, ჰე!
თვალჟუჟუნ და თვალჟუჟუნ,
თეთრი ქალიო, ჰე!
მოგვდევდა და მოგვდევდა,
ჩვენი სიდედრი, ჰე!
ნუ მოგვდევ და ნუ მოგვდევ,
ჩვენო სიდედრო, ჰე!
არ არის და არ არის,
შენი ქალიო, ჰე!

ზ.ჩკივაძე

სუფრული
(რაჭული)

ჩვენი მასპინძლის მარანში,
სულ ლხინია და თამაში.
ჩვენი მასპინძლის მარანში
ვაზის ხე ამოსულიყო,
მასზე მოსხმული მტევნები
ბოლომდე ჩამოსულიყო.
მისგან დამთვრალი ბიჭები
ტალახში ამოსვრილიყო.

ნ. შარაბიძე


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 27 2007, 06:12 PM
პოსტი #105


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ბროლის ყელსა
(იმერული კილო)

ბროლის ყელსა მოგეხვიე,
ცრემლით უბე ამოგივსე;
აბა,მოსახვევათ მოსასურვო,
ყელსაბამო, მარგალიტო.
უბეში ჩასაკონარო,
ჩასაკვნეტო, ვით რომ გვრიტო.
აბა,ნამეტანი სიყვარულით
მეშინიან არ ჩამკვნიტო.
ახ,სულიკო მარგალიტო,
ნეტავ მარად შენთან ვიყო,
აბა,შენი ჯავრი გულში ჩამრჩა,
რა ვიფიქრო, ან რა გიყო.

ვ.მახრაძე


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 27 2007, 06:29 PM
პოსტი #106


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ქება თუშისა გმირისა

გამზრდელიც დაილოცების,
თუშისა როსტომისაო;
ალზანის პირზედ შემოდის
მცყემსი გვეგონა ცხვრიანი.

გადაიარა ბორბალო,
ყამიც არა აქვს მტრისაო;
ჩამოდის ქისტის ჭალაზე,
სწავლა არ უნდა გზისაო.

მარტო ჩავიდა არხოტში,
თან კვალი ჩაჰყვა მგლისაო;
როსტომსა სისხლსა მებრძოლსა,
იმედი აქვსა ხმლისაო.

თოფს არ გაისვრის როსტომი,
გატეხ არ უნდა ხმისაო;
მოჰკლა ყაწეთა ბეთირი-
მომკვლელი ძმობილისაო.

ი.კარგარეთელი

აკა სი რექიშო

აკა სი რექიშო, ალმასი რექიშო,
ქორდე ლეხინი, ვა მიძირექიშო,
დილოვ, დედა, მევდინაო!

ირო გერიშა ალამირექიშო,
გუ მაშინენი, მანგარინენიშო;
დედოვ, დედა მევდინაო;
ჩქიმი ცოდა!

გ.კოკელაძე


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 29 2007, 01:56 PM
პოსტი #107


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



საყვარლისა ეშხითა

გოგოვ, გოგოვ, შავთვალა, შენმა ცქერამ დამღალა,
მოდი ნუღარ მაწვალებ, ან ჰო მითხარ ან არა.
ღვინოს დავლევ წყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დანდალი,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.

საყვარლისა ეშხითა, ღვინოც დამილევია,
დალოცვილი კახური, მაგ ტუჩების ფერია.
ღვინოს დწყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დანდალი,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.

მოდი მნახეთ ბიჭებო, საყვარელმა რა მიყო,
წავიდა და დამტოვა, გული შუაზე გამიყო.
ღვინოს დავლევ წყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დამდალი,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.

ბნელშიაც მინათებენ, გოგოვ შენი თვალები,
შენი ეშხით დამწვარი, ღვინოს დავეწაფები.
ღვინოს დავლევ წყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დანდალი, ,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 29 2007, 06:16 PM
პოსტი #108


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ქალავ შენი სილამაზე არვის არ შეადარო,
მთაში შვლის ნუკრს ემსგავსები, ბარში ბულბულს მზიანო,
შენზე ფიქრში წლები გადის უშენობა მერევა,
სანამ ჩემად არ გიგულებ დარდი არ დამელევა.
ჰეიდა ჰარალე...


ცხორს გაუყენებ თან წავიღე ქალავ შენზე ფიქრები
სიზმრად მაინც თუ არ გნახე დარდიანი ვიქნები,
ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვდნებოდე
არავისთვის არ მეგალოს მარტო შენთვის ვდნებოდე
ჰეიდა ჰარალე...

იალაღზე ცხორს გავშლი და გადავცქერი მთა-გორებს
ყოველ დილით მზის ამოსვლა. მხოლოდ შენს თავს მაგონებს,
ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ მე შენს გამო ვირევი,
შენ თუ ჩემი არ გახდები მართლა გადავირევი...
ჰეიდა ჰარალე...



ეს სიმღერა მიყვარს ძალიან, მგონი რაღაც შეცდომები მაქვს, შემისწორეთ რაა ვინც იცით.... unsure.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 29 2007, 09:05 PM
პოსტი #109


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ჩონგურს სიმები გავუბი


ჩონგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო,
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
"ოდელა-დელა-დელაო!"

თავის ჰანგებზე, თავის ხმით
წკრიალებს ერთად ყველაო,
ერთი მეორის თანხმობით:
:ოდელა-დელა-დელაო!"

ერთი მათგანიც რომ გაწყდეს,
ეგრევე უნდა შველაო,
რომ არ გაფოჭდეს ჩონგური:
"ოდელა-დელა-დელაო!"

ჩონგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვა და სხვა კუთხის მცხოვრებნი:
"ოდელა-დელა-დელაო!"

ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისთვის სახრჩობელაო,
მტერს, "ვაი დედა" ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ "დელა-დელაო!"


ა.წერეთელი დამ. ა მეგრელაძე


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 29 2007, 09:22 PM
პოსტი #110


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ყურძენმა თქვა


ყურძენმა თქვა: მეც ხილი ვარ,
ყველა ხილზე უმჯობესი,
სალხინო და სადუხჭირო
ხალხის ხელით დანათესი.

ზამთარში ვარ ხმელი ჯირკი,
გაზაფხულზე ავყვავდები
და დავისხავ ყურძნის მტევნებს,
დავმწიფდები, დავშაქრდები.

დამკრეფავენ დოდნები.
გადამყრიან საწნახელში.
ტალიკ-ტალიკი ბიჭები
დამაჭერენ ფეხებს ყელში.

დამჭყლეტავენ, დამწურავენ,
ჭურში ჩამაჩუხჩუხებენ.
უცეცხლოდ წამოვდუღდები,
ამომიღებენ, დამლევენ.

ჭკვიანს თავში ჭკვას შევუშლი,
სახეს დავდებ სულ სხვა იერს;
შემისძახებს გიჟმაჟური.
სუფრულს და მრავალჯამიერს.
მრავალჯამიერს!


მ.ჩირინაშვილი


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 29 2007, 09:32 PM
პოსტი #111


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ვოჯანუდი ჩქიმ ჯარგვალს


ვოჯანუდი ჩქიმ ჯარგვალს,
კარკილერო, უმინჭურო,
დიდოუდო ნანინა.

ქუმორტ ჟირი მაჭირხოლქ,
ღურჭულეს მხიარულო,
დიდოუდო ნანინა.

ქუგმაშინ ყოროფილქ,
გურქ მიმაჭუ უგემურო,
დიდოუდო ნანინა.

ლოგინს თეში გილევნგარდი,
მუჭო ჩქიჩქუ უძუზურო,
დიდოუდო ნანინა.


ვ.მახარაძე


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯეგე
პოსტი Mar 30 2007, 11:42 AM
პოსტი #112


ღორონთქ გოგიმორძგვან!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 231
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: ორბიტა
წევრი № 970



ვეძებ "ჩქიმ ჩონგურისა" და "ულა მოკო კახათიშას" ტექსტებს...
ვეშაპო, შენ ასიანი გექნება ეს ტექსტები და ცოტა მიწილადე რააა biggrin.gif


--------------------
მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა
დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ
უჩა ზღვაში ქვარა!
-------------------------------------
ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა,
ვამიწუა ანწი ვარი,
გემიჸუნწი ოჯალეში,
დომიხვამი ჸუდე–კარი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 30 2007, 12:58 PM
პოსტი #113


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



როსტომ ჭაბუკოი

როსთომ ჭაბუკი (ვო),
ზანეშ ნამჩედი (ვო),
ონღვრი ონღვრიდა (ვო),
ბახაშ ლახვასი (ვო).

მ.ჩიხინაშვილი

ვინ შეხტა

ვინ შეხტა და მყინვარწვერზედა,
ვინ შეხსნა და რკინის კარები...
ხმალი ვარ და ხმალთა ბატონი;,
შემომიქნიოს და ვერ გავჭრა;
ნუ შემომირტყამს და პატრონი.

ა.ანდრიაშვილი & ვ.მახარაძე

შენ ხარ ვენახი

შენ ხარ ვენახი
ახლად აყვავებული
და თავი თავისით
მზე ხარ და გაბრწყინებული
ნორჩი კეთილი
ედემში ნანერგული

პ.ფალიაშვილი


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 30 2007, 01:14 PM
პოსტი #114


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



დიდოვო ნანა

ასე ჩონგური ქოვთქუათუ-ნა,
სქანი დო ჩქიმი გაჭირება-და.
გოუ ნანა, დიდოვოი ნანა, დიდოვოი ნანა.

ჩონგურ სი მუ შეგიდებუ-და,
ვეგიგადვე განჩინება_და.
ვოუ ნანა, დიდოვოი ნანა,დიდოვოი ნანა.

დუდი უყვილარი მაფუ-და,
საქმექ თეში გინმართუ-და.
ვოუ ნანა, დიდოვოი ნანა, დიდოვოი ნანა.

უბედური ჩქიმი დუსუ-და,
ორფელ ჭუა ჩქიმდა მუყსუ_და.
ვოუ ნანა, დიდოვოი ნანა, დიდოვოი ნანა.


ა.ანდრიაშვილი


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Mar 30 2007, 10:23 PM
პოსტი #115


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



მღერიან თუშის ბიჭები
მიტანტალებენ ბილიკზე
თუშის პატარა ბიჭები
ფეხში ესობათ ეკლები,
ფეხში ესობათ ხიჭვები.

მიდიან მიიმღერიან
მთები უწყობენ ხმასაო.
თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ
კიდევ ვჯობივარ სხვასაო.

არ მივატოვებ არასდროს
მთაში გარეკილ ცხვარსაო,
არ გავაციებ ღადარსა,
არ გამოვკეტავ კარსაო.

ნიამორები გადმოდგნენ
გადმოეფინენ მთებსაო
მდინარეები გადმოსკდნენ
კლდემ კლდეზე დაიკვნესაო.

ირემმა ირემს გასძახა
ბალღებმა ეს რა თქვესაო.
ნეტაი თქვენსა მამულსა,
ნეტაი დედათქვენსაო.



***
ქალიცა ხარ და ცის ნამიც
ქალიცა ხარ და ქარიცა,
შენს ფეხქვეშ ჩანან ეს მთები
თავს დაგციმციმებს მკრთალი ცა.

ქარაფის პირპირ ნუ მიხვალ
უეცრად გადავარდები,
შენ ხომ ისეთი კარგი ხარ
უფსკრულსაც შეუყვარდები.

რად გინდა ჭრელი მანდილი
შენს ეშხს ეგ გაინაწილებს,
მძივი რად გინდა შენ თვით მძივს
მიეცა ლხენა ყმაწვილებს.

ნეტავი მართლა ქალი ხარ,
თუ სალოცავი ხატება,
მჯერა შენს ეშხით შენს მლოცველს
სიცოცხლეც მოემატება.

ზევით ამოდი ზევითა
ქალავ უტკბესო სულზედა,
ერთად ვიაროთ მე და შენ
ჩემს ფარის ნაგზაურზედა.


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 2 2007, 08:56 PM
პოსტი #116


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ეგ სახე
]
ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანაქარს,
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ალი ხარ ქაჯი ხარ მითხარი ვინახარ.

არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული,
მერე მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული,
უფრთხილდი ლამაზო მთა განაბულია,
აქ ყველგან ქარიშხლით მთაც განაბულია.

მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვარდები,
ძვირფასო საშველად ნუ დაგვიანდები,
მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინებს,
კვლავ ხელი მომხვიე კვლავ გადამარჩინე.

მივდივარ მივყვები ჭიუხვში მთასვლელებს,
ხან ქარი მიბერავს ხან წვიმა მასველებს,
მე შენმა სურვილმა მთასვლელად მაქცია,
წერაქვი მიჭირავს წრიახი მაცვია.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 2 2007, 09:18 PM
პოსტი #117


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



მთაზე ავალ და დავძახებ
სიმღერას ომახიანსა,
ვერ ვათელინებ სამშობლოს,
მტერს, ვერაგსა დადიანსა.
ქართველს სიკვდილი ურჩევნის
სიცოცხლეს ღალატიანსა.

კარგი ყმა ერთხელ ნაშობი,
მოკვდების ხელში ხმლიანად,
არც ხმალი უნდა ვაჟკაცსა
თუ გული გაიფრთიანა.
ჯიშს ვერ მოსპობენ ქართველის
გინდ ამოსწყვიტონ მთლიანად.

ავახმიანებ სამრეკლოს,
ზარებს შემოვკრავ ხმიანად,
ქომაგ თუ ამოგვიწყვიტეს
ვაი რომ დავრჩებით ტიალად.
ქართველოსა საქართველოსთვის
გვემღეროს მუდამ მთლიანად.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 4 2007, 07:17 PM
პოსტი #118


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ვარდს ჰკითხეს

ვარდს ჰკითხეს: ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად.
მიკვირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად.
მან თქვა: ტკბილსა მწარით პოებ, სჯობს იქნების რაცა ძვირად.
ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარ ღირდეს არცა ჩირად.

ვ.მახარაძე


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 4 2007, 08:19 PM
პოსტი #119


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



წაიყვანეს თამარ ქალი

წაიყვანეს თამარ ქალი, დიელო და,
მოწმე ხარ შენ საქრთველო!
ლურჯა ცხენიც შეუკაზმეს, თამარ ქალსა, დიელო და,
მოწმე ხარ შენ საქართველო!
დიდუბეში იქორწინა თამარქალმა, დიელო და,
მოწმე ხარ შენ საქართველო!

გ.ჩხიკვაძე

სალ კლდეში ორბი ბუდობდა

სალ კლდეში ორბი ბუდობდა;
სალი კლდის თავზე არცივი.
ორბი შესძახებს:"ამიშვი!"
"არ ამოგიშვებ! "-არწივი.
ერთურთის სისხლსა ნუ დავღვრით,
ნებისად მივცეთ ადგილი.

ი.კარგარეთელი

ჰაი და ქალებო
(ქლთა გუნდი)


ჰაი და ქალებო,
ქვეყნის თვალებო,
მოკისკისენო,
პირმცინარენო,
ია და ვარდის
მოტრფიალენო.
გულ-ლომ ვაჟკაცის
გამხარებელნო.
ხმატკბილნო, ნაზნო,
თვალწარმტაცენო,
ბულბულის ენით
გამონაქებნო.


ი.კარგარეთელი

მგზავრული
(გურული)


კალთაში ჩაგიგორდები,
შენი ხელით მასვი წყალი.
ამას მაინც გათქმევინებ,
ჩემთვის კვდება ეს საწყალი.
ადდიდებულ ზღვას გავცურავ,
შენ თუ გაღმა მეგულები.

ვ.მახარაძე

ვოდივო

სიყვარულმა დამვა ჰო,
დამწვა, ხო კი იცი გამწირა.
მივენდე არ დამინდო,
მწარ და ცხარე ცრემლით მატირა.
მიყვარს შენი თვალი
და შურისა დამთესავი.
ფიცით მოგახსენებ, გეტყვი,
არ ხარ ჩემი ნათესავი,
მაგრამ ნაინც მეყვარები
ტრფობისგან ვარ დამთვრალი.


ზ.ფალიაშვილი

საბოდიშო

ბატონებო მოუოხეთ,
მოუოხეთ ბატონებო.
ლამაზი ბატონებია,
ია და ვარდი ჰფენია.
თეთრი ტანისამოსელით
მობრძანდებიან ბიჭები,
ია და ვარდი ჰფენია.
თეთრი ცხვარი და თხის ჯოგი
მორბის, თიკანმს იხტუნა,
გაუხარდა ბატონებსა
და უცბად პირი იბრუნა.

ვ.მახარაძე

გურული სატრფიალო

ლამაზო ნაზო და წყნარო,
საქებო ყოველ ქალშია.
თვალწინ მიდგახარ მახსოვხარ,
ყოველ წუთსა და წამშია.
შორიდან გიცქერ, სიცოცხლევ,
მინდა ჩაგხედო თვალშია.
მაგრამ უფრო ხშირად ზიხარ
ცეცხლის დასაწველ სახლშია.
გიყვარს ცეკვა და თამაში,
ჩონგური მასთან ხელშია.
ღმერთს ვთხოვ მაღირსოს ზაფხული,
რომ გნახულობდე კარშია.
და შენი უნახულობით,
არც მე ვიწვოდე ტანშია.

ვ.მახარაძე


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 4 2007, 10:15 PM
პოსტი #120


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ხალხნო, დაგენაცვლეთ! რა კარგია. . . თუ შეიძლება აჭარულებიც რომ დადოთ რა? პლზ rolleyes.gif (იმედია ჩემი თხოვნა ნამეტანი არ შეგაწუხებთ ) unsure.gif განდაგანა მინდოდა და აქ ვიპოვე. წინასწარ მადლობა.


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი