ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
იოანა |
Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით ) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთ)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...
პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ) მისი საერო სახელი იყო ანასტასი... პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
იოანა |
Aug 21 2006, 05:19 PM
პოსტი
#2
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
მონაზონი ინა:
"მამა ვიტალის (სიდორენკო) ძალიან უყვარდა ცხოველები, ერთხელ ჩვენს კატას ოთხი ულამაზესი კნუტი გაუჩნდა. მეზობლის ძაღლი მათ დასანახად ვერ იტანდა. მაშინ მამა ვიტალიმ გადაწყვიტა, როგორმე დაემეგობრებინა ისინი: აიყვანდა კატას და ძაღლთან ძალიან ახლოს მიჰყავდა, როგორც კი დაიყეფებდა, მაშინვე მოარიდებდა ხოლმე. შემდეგ კვლავ იმეორებდა იმავეს. "მათი დამეგობრება მინდაო",- ამბობდა იგი და თან ბავშვივით იცინოდა". მამა ვიტალის განსაკუთრებული კატა ჰყავდა. მარხვის დროს, როცა ყველა სამარხვო წვნიანს ჭამდა, ისიც ასევე იქცეოდა. თუ ვინმე კატას ამ დროს ძეხვს მისცემდა, იგი პირს არ აკარებდა. როდესაც ყველა ლოცვას იწყებდა, კატაც იქვე გაჩნდებოდა და ლოცვის დამთავრებამდე წყნარად იჯდა. ცხოველები გრძნობდნენ მამა ვიტალსი სიყვარულს და არაჩვეულებრივი სიყვარულითვე პასუხობდნენ მას". გასაოცარი ფაქტი: როდესაც უკვე სასიკვდილოდ დაავადებული მამა ვიტალი დიდუბუდან მოსკოვის პროსპექტზე გადადიოდა და მეზობლებს ემშვიდობებოდა, მის მანქანასთან იმ მხარის ყველა ის კატა მოგროვდა, რომლებსაც იგი აჭმევდა და ეფერებოდა. ისინი თითქოს მის გასაცილებლად მოვიდნენ. წიგნიდან "შეიყვარეთ სიყვარული; სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) ცხოვრება" -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th April 2024 - 07:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი