IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
marine
პოსტი Jan 11 2016, 03:07 PM
პოსტი #161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



აფხაზეთში დავბრუნდებით

დიმიტრი ჯაიანს

დაკოდილო გულო, ჰყვირი,
ვერც ვერასდროს დადუმდები.
სისხლიანი გზებით ვივლით,
მაგრამ მაინც დავბრუნდებით.

იქნებ ჩვენი ნაღდი ძმობის
უტყუარი საბუთებით...
იქნებ სხვისი თოფი გვჯობნის,
მაგრამ მაინც დავბრუნდებით.

ფრთებს დამსხვრეულს, ისევ გავშლით,
ძველ ბუდეში ჩავბუდდებით.
იქნებ სხივიც ჩაქრეს თვალში,
მაგრამ მაინც დავბრუნდებით.

ლოცვა ჩვენი ცის და მიწის,
თან დაგვყვება გამუდმებით,
იქნებ ბრძოლით, იქნებ სისხლით,
მაგრამ მაინც დავბრუნდებით!

კვლავაც მშობლიური მიწის
სიმღერებით გავბრუვდებით,
ჩქიმი ჯიმა, ცოტა გვიჭირს,
მაგრამ მაინც დავბრუნდებით!

ჯანსუღ ჩარკვიანი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2016, 01:26 PM
პოსტი #162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"და დააბოტებენ ყოვლად უგნურნი კოლხთა, სვანთა, აფხაზთა და იბერიელთა კუთვნილ მიწაზე... მოჩვენებებივით დაძრწიან ქართველთა გავერანებულ ნასახლარებში, ურცხვად იკვებებიან ქართული მიწიდან ამოზრდილ ხეებზე მოწეული ჭირნახულით, რომელსაც ქართული სისხლის გემო დაჰკრავს და არ უწყიან, რაოდენ მკაცრ განსაცდელს უმზადებს მათ ქართველი ერის უდიდესი მეოხი და მოკავშირე, მარიამ ღვთისმშობელი!..."

/"მოახლოებული მეორედ მოსვლა, რა გველის? წმიდა მამების მიხედვით" გვ.60/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2016, 10:41 PM
პოსტი #163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ოლეანდრა
/ სოხუმს /

ძარღვი ხარ, გულიდან მოგლეჯილი,
მე, კი მიქცეული ტალღა შენი ზღვისკენ,
ღრუბელს უტირია წვიმა მოწყენილი,
ქალაქმა მზის სხივები ვეღარ შეირიგე...

სახლი ხარ... საფლავი, უჩემობით
ქუჩა... გარდაცვლილი, ცივი, უმცენარო,
მე - დაობლებული სული უშენობით,
მუნჯი მოლოდინი ცვილის, უდღეღამო...

მიწა ხარ... უდაბნო, სისხლისგან აცრილი,
და ტყვე, დაჩოქილი, გამშრალ ოაზისთან...
მე - მოწყურებული შენს კალთას, დაზრდილი
თვალებით, ბავშვობის ბაღში მონამზირთა...

ზეცა ხარ... მტირალი, ვით მოსეს აღთქმა...
და უსასოობის ბინდით გაკვამლული,
მე - შორს გადარგული შენი ოლეანდრა,
უტყვი მოლოდინის სეტყვით დალახვრული...

ძარღვი ხარ, გულიდან მოგლეჯილი,
და მე მიქცეული ტალღა შენი ზღვისკენ...
ღრუბელს უტირია წვიმა მოწყენილი,
ქალაქმა მზის სხივები ვეღარ შეირიგე...

მეგი მოლოდინი 12.2.2016.

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 11 2016, 10:54 PM
პოსტი #164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთმა მალე გახსნას გზა აფხაზეთისაკენ, ამინ!"

/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N2, 2016,გვ.3/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 12 2016, 11:23 AM
პოსტი #165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმედი გვაქვს, რომ უფალი მოიღებს ჩვენზე წყალობას და ისეთ სიხარულს მოგვანიჭებს, როგორიცაა აფხაზეთის დაბრუნება!"

/მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა)
"საპატრიარქოს უწყებანი" N2, 2016,გვ.8/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2016, 12:30 PM
პოსტი #166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთის ომი დაიწყო ჯვრის დღესასწაულზე და დამთავრდა ჯვართამაღლებას, ანუ კვლავ ჯვრის დღესასწაულზე. ჯვარი დასაწყისში, ჯვარი - დასასრულს. რას ნიშნავს ეს?

მოგებული ვართ - ჯვარი ჩვენთან არის! აფხაზებს ასე გონიათ. ნურას უკაცრავად! ჯვარი მათთან არ არის. იმიტომ, რომ მათთან უსამართლობაა და ჯვარი სიმართლის გამოვლინებაა.

ჩვენ გვგონია, რომ მართლები ვართ; აფხაზებთან - კი, რუსებთან - იცოცხლე. მაგრამ მარტო ეს ფიქრები არ გვიშველის. ჩვენ გვიშველის მხოლოდ ის, რომ ქრისტესთან ვიყოთ მართლები. უფალმა დაუშვა ეს ომი და დაგვანახა, რომ ჯვრით დაიწყო და ჯვრით დასრულდა, თან წააგე. ე. ი. შენ რაღაცას აშავებ ქრისტესთან, ჯვრის წინაშე".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.509-510/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2016, 04:37 PM
პოსტი #167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“აფხაზეთს ისევ მშვიდობით თუ შემოვიმტკიცებთ“.

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.7/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2016, 10:37 PM
პოსტი #168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



[აფხაზეთში] "ქართული სკოლები თითქმის აღარ დარჩა. აფხაზეთში არის რუსული და სომხური სკოლები. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ასე ვაყენებთ საკითხს - თუ აფხაზეთში შეიძლება სომხურად და რუსულად სწავლა, რატომ აიკრძალა ქართულად სწავლება? თვითონ აფხაზებიც არ არიან კარგ დღეში. თუ ადრე სკოლებში საგნებს აფხაზურად მეოთხე და ზოგჯერ მერვე კლასამდე ასწავლიდნენ, დღეს ამის შესაძლებლობაც მოესპოთ. აფხაზები კარგავენ თავის იდენტობას აფხაზეთში ".

/"საპატრიარქოს უწებანი" N6, 2016, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2016, 10:56 PM
პოსტი #169


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1992 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს, რუსმა ექსტრემისტებმა აფხაზთა ნაწილი, ძირითადად აფსუები, დაარწმუენს, რომ ქართველები მათი მჩაგვრელები არიან. ასევე აამხედრეს ისინი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, რამეთუ ეროვნულ სულსა და თვითმყოფადობას ოდითგანვე ეკლესია ინარჩუნებდა, ეკლესია ედგა ბურჯად ეროვნული ღირებულებების ერთგულებას და დაცვას, ამიტომაც ყველაფერი კეთდებოდა სასულიერო მოღვაწეთა მორალური და ფიზიკური განადგურებისათვის.

როგორც თავად პატრიარქი ბრძანებს: "1995 წელს ურწმუნო ხალხი იქიდან გამოდევნეს. ეს იყო წამება და ტკივილი, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი სულიერი ამაღლება იმიტომ, რომ ერში გაძლიერდა სარწმუნოება, მოექცა ჩვენი ხალხი და ძალიან მალე ღვთის წყალობით მორწმუნე დაბრუნდება".

უწმინდესისა და უნეტარესის ეს სიტყვები არის ძალა და იმედი იმისა, რომ აფხაზეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის უძველესი ქრისტიანული მხარე, კვლავ საქარველოს შემადგენელ ძვირფას მარგალიტად აელვარდება".

/ლალი ურდულაშვილი, "მზისა და ვაზის ძალით აღვსილი", გვ.119/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2016, 10:12 PM
პოსტი #170


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

1998 წელი. ინტერვიუ აფხაზ სნაიპერ ქალთან, ეკა ახალაიასთან

" - ვაჟკაცი ქართველი არ შეგხვედრიათ?
_ არა, იყვნენ, როგორ არა. აი, თქვენი მწერალი რომ არის, ამირეჯიბი, მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენს წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო… ვეფხვივით იბრძოდა. ნადირობდნენ ჩვენები მასზე… დაიღუპა. მაშინ ჩვენები თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს, ომი ომიაო, მოუბოდიშეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გაამაგრეს თავისი პოზიციები.
_ როგორ მოკლეს?
_ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა, ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია~.
ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა.
ირაკლის სიკვდილმა შესძრა მთელი საქართველო. მის სახელში შენივთდა და გაერთიანდა უამრავი თავდადებული ვაჟკაცის გლოვა, იმათიც, ვინც ფრონტის ხაზიდან მისი ცხედრის გამოტანას ემსხვერპლა. შეიქმნა ტკივილითა და მრისხანებით სავსე მრავალი ლექსი. უმწვავესია გ. ფერაძის სტრიქონები:
,,ღამე ბოღმისგან არ მძინავს,
შავი ჩამოწვა ნისლი,
რად შევარჩინოთ არძინბას
ამირეჯიბის სისხლი!..“
– არც შერჩა, ცოდვამ მიაკითხა… ჭეშმარიტმა აფხაზებმა კი იქვე, ტამიშში, ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად მისვლის ნება ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს…

1998 year. Interview with Eka Akhalaia,Abkhazian sniper woman:
"- Haven't you seen a brave Georgian?
-No, they were, of course. Here, your writer Amirejibi, his son was fighting here, against us, in Tbilisi battalion. Tall, handsome boy... Was fighting like a tiger. Ours were hunting for hi... Died. Then ours with white flagmoved to the enemy's position, expressed condolences to the battalion, war is war, apologized, then come back and they fortified their positions.
-How was he killed?
-He was killed by the - Do not get away with, sin came true ...Lithuanian sniper woman. She liked and worried about him, because of his beauty, but as she said, she was paid because of her job and that's why she threw. Once bowed down Irakli his head, only once, it was only because to transfered wounded from the car and at that time hit bullet to him.
His death shook entire Georgia. Under his name desperate and united many devoted patriots mourning, those who were killed because of his body handling. Set many poems full of pain and anger. The most acute are strings by G. Feradze:
"I can't sleep at night by the anger,
ravaged heavy, black fog,
Why should we forgive to Ardzimba
blood of Amirejibi?! "
-Did not get away from him, sin came true ... But true Abkhazians asked to come to corpse, nearby in Tamishi and gave honor to the memory of the brave ...

თარგმანი - მარიამ დეისაძე

ჩვენი წიგნი/Our Book https://saba.com.ge/books/details/6414

(ლუკა გვაზავა - Luka Gvazava)

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2016, 07:35 PM
პოსტი #171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იქ, შორს...

იქ, შორს, აფხაზეთია ... ნაპალმარი ნაპირი,
სისხლის წყარო დამშრალა, ვერ გამძღარა ვამპირი...
იქ ,,სხვისი'' სოხუმია, ჩემი სახლის სარკმელით...
ზღვა ისეთი ჩუმია, დგას ისეთი ნაღველი,
ცა ისეთი უმზეო, ფერმკრთალი და სველია,
მოკლული ამორძალი ნაპირზე ასვენია...
წყალში დგას და გამშრალი გული უდუღს, სწყურია,
ცხუმის ცოცხალ ნაფლეთებს გლოვობს დიოსკურია...
იქ, შორს, აფხაზეთია ... და ვით ოშკი, პარხალი,
ობლად არის ბედია, დგას ილორი ჩამქრალი...
გამქრალია იმედიც, სანთლის ბოლო ნაღვენთი,
სიზმარ-სიზმარ რომ ვსდიე, ღამეს რითაც ვათევდი...
იქ ,,სხვისი'' სოხუმია, ჩემი სახლის სარკმელით,
ზღვა ისეთი ჩუმია, ცა ... ისეთი ნაღველით...

მეგი მოლოდინი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2016, 07:10 PM
პოსტი #172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სოხუმის წვიმა

/...აფხაზეთის წვიმა მიყვარს, იცი, რად?
...მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე ხმაურობს...'' გალაკტიონი /

სოხუმის წვიმავ, კვლავ ჩემში წვიმობ,
მაცხოვრის ჩამოცრილო თაიგულო...
ნაწნავებს იმკობდი ზურმუხტებით,
როს მანდობდი შენეულ საიდუმლოს...
ლურჯო აკვნის სხივო, ზეცის ჩვილის,
ცრემლო მითიური ფასკუნჯების,
ცხუმის ცის წვიმავ, ჩემში ტირი,
და წვიმობ, მომიხმობ, გამუდმებით...
ფოთლებს მგოსანივით ეხებოდი,
ღრუბლის ჩამოგყავდა მგალობეთი,
მახსოვს, მაცეკვებდა სანაპირო
შენი დალალების სამოთხეთი;
ცისკრის ღვინოსავით პეშვით გსვამდი,
სოხუმის ზეციურო ხმიანებავ...
შენი საოცარი ზარ-წკრიალის
გალობას შევიგრძნობდი ზიარებად,
ახლა კი ნოსტალგიით დაღალულის,
ხილვა ხარ, ნაწვიმარო მაგნოლიავ...
ო, წვიმავ, ოღონდაც წამიყვანე,
და ზღვიდან ზურმუხტებს ამოვიყვან!..

მეგი მოლოდინი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2016, 03:58 PM
პოსტი #173


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსეთმა მიწა-წყლის მეხუთედი წაგვართვა იმედით, რომ დანარჩენსაც წაიღებენ. საინტერესოა ერთი რუსის წერილი 1803 წელს თბილისიდან მომავალ დეკაბრისტ ძმაკაცთან: "მივუჩინოთ ამ მოსახლეობას ადგილი სადმე და დავასახლოთ რუსები ამ სამოთხეში". აფხაზებს კვლავაც ელით გადასახლება რუსების მიერ, როგორც მე-18 საუკუნეში მოხდა, თუ ჭკუით არ იქნებიან".

/ბერი დავითი (ჭაბუა ამირეჯიბი)
"კარიბჭე" N18, 2011, გვ.45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2016, 04:16 PM
პოსტი #174


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საუკუნის მრავალ ცოდვათაგან მე ერთ-ერთზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. აფხაზეთში ჩვენი დამარცხების მრავალი მიზეზი არსებობს. მაგრამ ეს დამარცხება რა მოსატანია იმ მარცხთან, რომელიც ჩვენ კოდორის ხეობაში განვიცადეთ. თუ ჩვენ წინ ჭუბერის გადასასვლელი გველოდა, ღმერთი არ მოგვცემდა გამარჯვებას აფხაზეთში. ჩვენ აფხაზეთში არ დავმარცხდით, ჩვენ კოდორის ხეობაში დავმარცხდით, ამოწყვეტილ, გაუბედურებულ ადამიანებს ნამდვილი გოლგოთა მოვუწყვეთ, არნახული სისასტიკის ძარცვა-გლეჯვა და დამცირება შევამთხვიეთ. რამდენი სიცოცხლე შეიწირა ამ ასპიტურმა სისასტიკემ! ფიზიკური მარცხი ზნეობრივ მარცხთან რა მოსატანია!

ის, რაც ქართველებმა კოდირის ხეობაში, ჭუბერზე საკუთარ თანამოძმეებს დავმართეთ, არის საუკუნის ცოდვა, სრული ზნეობრივი კრახი, საქართველოს სირცხვილთა შორის ერთ-ერთი უდიდესი სირცხვიი. შეიძლება შეგვედავონ - ადამიანების ერთი ჯგუფის დანაშაული მთელ ერს რატომ უნდა მოეკითხოსო. გარეწრების ერთი ჯგუფის ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე ერის მამასა და ქომაგს, ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ ეს ცოდვა მთელი ერის საზიდი გახდა.

როგორც წმინდა მამები ამბობენ, ჩვენ ყველანი ერთიანი სასიცოცხლო ჯაჭვით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ერთი ადამიანის ცოდვა მეორე ადამიანის ტანჯვას, ავადმყოფობას, სიკვდილს იწვევს... აფხაზეთში ჩვენ მტერს ვებრძოდით, კოდორის ხეობაში - საკუთარ თანამოძმეს, ძმათამკვლელ ომს კი სიკეთე არასოდეს მოუტანია. ჩვენ არ ვიცით, სად გვიწევს კოდორის ხეობის დანაშაული, თუკი უკვე არ გვიწია!"

/მარიამ (მანანა) ყიფიანი, ჟურნალ "მრევლის" რედაქტორი,
"კარიბჭე" N18, 2011, გვ.36/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2016, 09:17 PM
პოსტი #175


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვა აკრძალული გვაქვს აფხაზეთში, რადგან იყო დრო, როდესაც თავად ჩვენ ვთქვით უარი აფხაზეთში ლოცვაზე. ტკივილი გვჭამს, რომ იქ არ ვცხოვრობთ, თუმცა ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ის ადგილი ლოცვისა და სიწმინდისთვის გვესაჭიროება".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)
"კარიბჭე" N19, 2016, გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2016, 09:39 PM
პოსტი #176


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთის ომის დროს ძმებმა იარაღის აღება ვერ შევძელით - აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთთან საუკეთეო ურთიერთობა გვქონდა. ბევრი აფხაზი რუსეთში გადაიხვეწა და იარაღს არ მოჰკიდა ხელი".

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)
"კარიბჭე" N19, 2016, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2016, 09:37 PM
პოსტი #177


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რაც უფრო დიდია ერის სულიერი პოტენცია, მით მეტია განსაცდელიც. ამიტომ ყოველივე ამაში უნდა დავინახოთ ერის განწმენდისა და სულიერი ამაღლების გზა და ყველაფერს რწმენით, იმედით და სასოებით შევხვდეთ. არათუ აფხაზეთი გაცოცხლდება, განიკურნება და მშვიდობა დაისადგურებს, არამედ სრულიად საქართველო აღდგება, ამაღლდება და გაიმარჯვებს".

/"კარიბჭე" N19, 2016, გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2016, 10:10 PM
პოსტი #178


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ერი მზად არის, წმინდად ეთაყვანოს დაკარგულს, სათანადო დიდებით შეამკოს დაკარგული სიწმინდეები. უფალმა უკეთ იცის, რისთვის გვინდა ის მიწა-წყალი. სანამ ჩვენი გონება სრულყოფილად არ აღდგება აფხაზეთის წმინდა კათალიკოსთა მსგავსად, მანამდე შეუძლებელია იქ ფეხის შედგმა. ჩვენი გული იქ არის, სხეული კი გამოგდებული. სხეული მაშინ შევა, როდესაც იმ ცოდვებს ჩამოირეცხავს, რაც სხეულებრივად ჩატოვა სოხუმში. განწმენდა გვჭირდება ყველას.

წმინდა იოანე ოქროპირი სიმბოლოა დევნილ პატრიარქთა შორის. მრავალგზის განდევნეს და ისევ დააბრუნეს საპატრიარქო ტახტზე, მისი ლოცვა ერის ლოცვასთან ერთად ადიოდა უფლამდე. წმინდა იოანესადმი ლოცვა შეგვაძლებინებს გაგდებულ ერს, უკან დაბრუნებაში დაგვეხმაროს. ქართველ ერს ლოცვის გარდა სხვა იარაღი არ გაგვაჩნია დასაბრუნებლად. რელიგია დაკარგულის აღდგენას ნიშნავს, სწორედ რელიგიის, რწმენისა და ლოცვის გზით უფალი შეგვაძლებინებს უკან დაბრუნებას. გამთლიანებული და გასამართლიანებული საქართველო დალოცოს უფალმა, მოგვასწროს იმ დღეს, როდესაც მთლი ერი ერთად აღვავლენთ საზეიმო მსახურებას აფხაზეთსა და ტაოში, სამაჩაბლოში".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)
"კარიბჭე" N19, 2016, გვ.21/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2016, 12:22 PM
პოსტი #179


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"90-იანი წლების დასაწყისი იყო, მთელი სკოლა პატრიარქის მოსვლას ველოდებოდით, ყველა საგანგებოდ ემზადებოდა, დიდი სიხარული იყო. მერე დაიწყო ის საშინელი ომი. ძალიან მძიმე, რთული იყო იქაურობის დატოვება, ყველასთვის დაუჯერებელი იყო აფხაზი და ქართველი ხალხის საუკუნეებგამოვლილი ურთიერთობის დანგრევა, მაგრამ გარეშე ძალებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს. ბევრი აფხაზი გულწრფელად წუხდა და განიცდიდა ამ ომის გამო".

/"კარიბჭე" N19, 2016, გვ.16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2016, 12:40 PM
პოსტი #180


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელი ლიხნი საერთოაფხაზური სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პირველი დიდი სახალხო შეკრება ლიხნში 1861 წელს გაიმართა, რომელიც შემდეგ ანტირუსულ აჯანყებაში გადაიზარდა".

/"კარიბჭე" N19, 2016, გვ.17/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 02:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი