IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია
sergi_glaxa
პოსტი Jan 5 2010, 02:27 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



არ მინდოდა მეთქვა...მაგრამ მრევლის რაღა უნდა გიკვირდეს ადამიანს..ილია II გამოდის ტელევიზიით და ამბობს რომ სამსჯავრო ქართულ ენაზე იქნებაო....მეგონა ეს უბრალოდ გაუნათლებელ მრევლს სჯეროდა....ახლა როცა პატრიარქი ამბობს ამ აბსურდს, რიგით ქართველ მართლმადიდებელს რაღა უნდა უთხრა კაცმა...

მოკლედ უჭირს ქვეყანას ჩვენსას უბადრუკს....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 5 2010, 05:22 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



sergi_glaxa
და მერედა ვინ სთქვა, რომ პატრიარქმა სთქვა ეს?
მან უბრალოდ გაიმეორა და შეგვახსენა smile.gif

იოანე ზოსიმე
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ



1. დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.

2. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.

3. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან. ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაჲ

4. და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა [მახარებელმან]. რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

5. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან, რამეთუ „წელი ათასი – ვითარცა ერთი დღეჲ“.

6. და სახარებასა შინა ქართულსა, ხოლო, თავსა მათეჲსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს. და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, –

7. და ესე არს ოთხი დღეჲ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა.

8.და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.

9. და სასწაულად ესე აქუს: ას-ოღხი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.

10. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამებ წარმოგითხარ, ას-ოთხი ესე წელი, და წილი ანბანისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 5 2010, 06:07 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



აკაკი

ეგ არის ტრაგედია მეგობარო, რომ იოანე ზოსიმეს სიცრუე, პატრიარქმა "გააპრავა"..

შენ მართლა გჯერა რომ სამსჯავრო ქართულად იქნება?

ნუთუ ვერ ხვდებოით, რომ მარაზმშია ქვეყანა გადავარდნილი ამ ზღპრებით?
როგორც საქართველოს მთავრობას გონია რომ გაიმარჯვეს ომში, ისე გონია საქართველოს მართლმადიდებელთა უმრავლესობას, რომ საქართველო მარიამის წილხვედრილი ქვეყანა და გიორგი იცავს და ნიკოლოზი..
რით ვერ დაიცვეს საინტერესოა...

ახ გურჯისტან უბადრუკო, მეზღაპრედ იქცა ერი და ბერი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 5 2010, 06:16 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(sergi_glaxa @ Jan 5 2010, 06:07 PM) *


ეგ არის ტრაგედია მეგობარო, რომ იოანე ზოსიმეს სიცრუე, პატრიარქმა "გააპრავა"..

შენ მართლა გჯერა რომ სამსჯავრო ქართულად იქნება?

ნუთუ ვერ ხვდებოით, რომ მარაზმშია ქვეყანა გადავარდნილი ამ ზღპრებით?
როგორც საქართველოს მთავრობას გონია რომ გაიმარჯვეს ომში, ისე გონია საქართველოს მართლმადიდებელთა უმრავლესობას, რომ საქართველო მარიამის წილხვედრილი ქვეყანა და გიორგი იცავს და ნიკოლოზი..
რით ვერ დაიცვეს საინტერესოა...

ახ გურჯისტან უბადრუკო, მეზღაპრედ იქცა ერი და ბერი!



სჯეროდეთ კაცო რას აშავებენ biggrin.gif მისტიციზმი რაღაცა დოზით ყველა საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი a075.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 5 2010, 06:21 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



აი ფანატიკოსები biggrin.gif ერთნი კატეგორიულად თვლიან რომ პატრიარქი ცდება მეორენი კი კატეგორიულად თვლიან რომ პატრიარქი არ ცდება...

თვითონ პატრიარქი კი, ვინაიდან ხშირად საუბრობს კატეგორიული აზროვნების ავბედითობაზე, სავარაუდოდ ფიქრობს რომ ზოსიმეს ნათქვამი უბრალოდ უყურადრებოთ არ უნდა დატოვოს კაცმა და ერთხელ მაინც უნდა დაფიქრდეს ცხოვრებაში რა და რატომ წერია ამ სიტყვებში...

მან უბრალოდ შესაძლო ახსნა მოუძებნა, მან ტქვა რომ ,,ეს შეიძლება ასე აიხსნას" ანუ დასაშვებია, საფიქრალია, შეიძლება, ამის ალბათობა არსებობს...

biggrin.gif

არ გეწყინოთ ვხუმრობ რა თქმა უნდა


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 5 2010, 06:35 PM
პოსტი #26


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



აკაკი

ისე მე როგორც ვიცი ძველქართულად "ენა" ერსაც ნიშნავდა a075.gif თუ ვცდები კომპეტენტურმა ადამიანებმა შემიწორეთ a075.gif ასე რომ ზოსიმე აქ ქართველ ერს გულისხმობს და არა მგონია რომელიმე ენის განსაკუთრებულობაზე იყოს საუბარი (მერამდენედაა ამაზე ლაპარაკი რა dry.gif ).
რახ შეეხება პატრიარქს, მე მისგან ასეთი სიტყვები არ მომისმენია მეორედ მოსვლა ქართულად იქნებაო smile.gif უბრალოდ პატრიარქი არის ერის წინამძღოლი, რელიგიური ლიდერი და აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ის თავის ერზე საუბრობს, თავის სამწყსოზე smile.gif
უბრალოდ ისევ და ისევ მრევლის ნაწილი, მეორედ მოსვლაზე და აპოკალიფსზე გადამეტებული ფიქრით შეწუხებული, თავისებურ ინტერპრეტირებას უკეთებს ხოლმე ყველაფერს, მათ შორის უწმინდესის სიტყვებსაც smile.gif ასე რომ გლახა, ჩემი თხოვნაა იყო კორექტული smile.gif 2kiss.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 5 2010, 06:43 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(ნანინა @ Jan 5 2010, 06:35 PM) *

აკაკი

ისე მე როგორც ვიცი ძველქართულად "ენა" ერს ნიშნავდა a075.gif თუ ვცდები კომპეტენტურმა ადამიანებმა შემიწორეთ a075.gif ასე რომ ზოსიმე აქ ქართველ ერს გულისხმობს და არა მგონია რომელიმე ენის განსაკუთრებულობაზე იყოს საუბარი (მერამდენედაა ამაზე ლაპარაკი რა dry.gif ).



არ ვიცი რამდენად კომპეტენტურ პირად გამოვდგები, მაგრამ ენა ძველ ქართულად ერს ნამდვილად არ ნიშნავს biggrin.gif

მანდ იოანე ზოსიმე გამოარჩევს ქართულ ენას და მის მომავალზე საუბრობს ვინაიდან თვლის, რომ ქართული რომელიც ბერძნულთან შედარებით ჩრდილში იმყოფება დღეს თუ არა ხვალ დაჩრდილავს მას და სხვა ენებსაც და ამაში ქართულ ენას რაღაც მისიას უძებნის (ანუ განკითხვა ქართულად მოხდებაო), აქ XI საუკუნის ბოლოს მოღვაწე ქართველი მწიგნობრის ხედვა ჩანს, რომელიც ამავე საუკუნეში (საქართველოს) მიღწეული წარმატებებით 'გათამამებულია' და მეტი აღიარებისკენ მიისწრაფვის.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 5 2010, 06:50 PM
პოსტი #28


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



sable
ციტატა
არ ვიცი რამდენად კომპეტენტურ პირად გამოვდგები, მაგრამ ენა ძველ ქართულად ერს ნამდვილად არ ნიშნავს

კაი მაშინ მაპატიეთ biggrin.gif დაზუსტებით ნამდვილად არ ვიცი, თუმცა შეიძლება ამ მნიშვნელობითაც იყოს-თქო smile.gif

ციტატა
მანდ იოანე ზოსიმე გამოარჩევს ქართულ ენას და მის მომავალზე საუბრობს ვინაიდან თვლის, რომ ქართული რომელიც ბერძნულთან შედარებით ჩრდილში იმყოფება დღეს თუ არა ხვალ დაჩრდილავს მას და სხვა ენებსაც და ამაში ქართულ ენას რაღაც მისიას უძებნის, აქ XI საუკუნის ბოლოს მოღვაწე ქართველი მწიგნობრის ხედვა ჩანს, რომელიც ამავე საუკუნეში მიღწეული წარმატებებით 'გათამამებულია' და მეტი აღიარებისკენ მიისწრაფვის.

გეთანხმები smile.gif ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა და არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება smile.gif
ნუ საერთოდ ნებისმიერი ერის მოღვაწეს ახასიათებს საკუთარის განსაკუთრებული განდიდება smile.gif + ამას ბერძნულისა და ქართულის შედარება\შეჯიბრი (მსგავსი რამ ჯერ კიდევ აბო თბილელში მახსოვს თუ არ ვცდები unsure.gif ). ასე რომ ეს ყველაფერი მგონი იმ ეპოქისათვის ბუნებრივი იყო smile.gif
რაც შეეხება პატრიარქის სიტყვებს, ჩემი თხოვნაა, პერიფრაზირებას მორჩით და ნუ იგებთ ყველაფერს თქვენებურად smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jan 6 2010, 01:23 AM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(athos @ Jan 4 2010, 07:15 PM) *

Ligia
ანათემისთვის რატომ უნდა გადაეცათ?


რადგან რაც იყო გავრცელებული მრევლში ცრუ სწავლებები, იმის საწინააღმდეგო არგუმენტები უწერია

და საკმაოდ სწორიც

მახსოვს პელაგია რიაზანელის წინასწარმეტყველებას ყველა იმეორებდა smile.gif
"ჯოჯეხითის კრება"
ვითომ ლენინს უთხრეს აღიარე საჯაროდ რომ ინანიებ და ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადაგიყვანთო და ამან კდიევ გაიცინა და არაო უპასუხა smile.gif

საქართველოზე ლეგენდები და ბეჭდები ხომ საერთოდ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 6 2010, 12:28 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ნანინა
ციტატა
რახ შეეხება პატრიარქს, მე მისგან ასეთი სიტყვები არ მომისმენია მეორედ მოსვლა ქართულად იქნებაო


ნამდვილად თქვა..ხშირად ვუსმენ საპატრიარქოს ტელეარხს და საკუთარი ყურით ვუსმინე და თვალით დავინახე...

რა თქმა უნდა არსებობს ყველა ადამიანში ფანატიზმის ელემენტები და არც მე ვარ გამონაკლისი smile.gif

მაგრამ საქმე იმაშია მეგობრებო, რომ ასეთი რამე "ქართულ ენაზე გასამართლება" ყველანაირ ბიბლიურ საფუძველს მოკლებულია...

და გინდაც ქართულად იყოს გასამართლება, ქართველს რა სეემატება?

სხვებს გადაუთარგმნიან თუ როგორ?

რატომ არ გვინდა ელემენტარულად ბიბლიაშიუ ჩავიხედოთ და იმის სინათლეზე განვსაჯოთ ამა თუ იმ ადამიანის ნათქვამი...

იმიტომ რომ დედაბრული ზღაპრები ადვილი დასამახსოვრებელია და გონების დაძაბვა არ ჭირდება...

საოცარია როცა ქართველი ადამიანი თავისი ენის განსაკუთრებულობაზე საუბრობს მეორედ მოსვლისას და ახალ წელს გატენილი ჩანტებით ღორსა და ქათამს ეზიდებს სუფრისთვის...არადა თან მარხვაშია...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 6 2010, 01:32 PM
პოსტი #31


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



sergi_glaxa
შენგან ესეთი ფანატიზმი გამიკვირდა sad.gif ყოველთვის რაციონალურად მოაზროვნედ გიცნობდი და გიცნობ....

P.S. მომენატრე kiss1.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 6 2010, 03:18 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(კანონისტი @ Jan 6 2010, 01:32 PM) *

sergi_glaxa
შენგან ესეთი ფანატიზმი გამიკვირდა sad.gif ყოველთვის რაციონალურად მოაზროვნედ გიცნობდი და გიცნობ....

P.S. მომენატრე kiss1.gif



ვიზე რითი ნაკლები ქართველი ვარ?! ფანატი ფანატზე ნაკლები როგორ შეიძლება ქართველი იყოოს?! laugh.gif

მერე რომ მოგენატრე დამპატიჟე ხინკალზე a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 6 2010, 03:25 PM
პოსტი #33


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



sable
კიდევ კარგი დაპოსტე, თორე სანამ შენს პოსტს წავიკითხავდი, გული კინაღამ გამისკდა biggrin.gif

***
და ისა, თითქმის ყველა ერს გენეტიკურად მოჰყვევა ეს განსაკუთრებულობისა და მესიანელობის იდეა, რას გადააკვდით ამ ზოსიმეს, ვა, რუსებს თავიანთი ქვეყანა მესამე რომად არ მიაჩნიათ თუ რა?
ან ებრაელები აიღეთ...
ან კიდევ რამდენია .. ოი, ღმერთო ჩემო... ამიტომ ზოსიმე კარგა ხანია არ მიკვირს biggrin.gif

გადადით ფანატიზმის სხვა მაგალითებზე, ეს ამოწურულია უკვე.. we need new blood cool.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 6 2010, 03:53 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(ქევანა @ Jan 6 2010, 03:25 PM) *



გადადით ფანატიზმის სხვა მაგალითებზე, ეს ამოწურულია უკვე.. we need new blood cool.gif

laugh.gif

ჩაგეთვალაააა!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Mar 13 2010, 10:55 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ცოტა რთული საკითხია.. ძნელია ზღვარის გავლება..ფანატიზმი ნიშნავს ბრმადმორწმუნობას და გარკვეულწილად ასეცაა, გვწამს ის ვინც არ გვინახავს, გვჯერა იმის რასაც ვერ ახსნი ბუნებრივი კანონზომიერებით,

ალბათ ფანატიზმი ბოროტებაა, როცა ადამინი მშრალი წესების იქით ვერაფერს ხედავს, ვერც უფალს, ვერც მოყვასს და სიყვარულს ყველაზე მთავარს..,
მაგრამ ყველაფრის ფანატიზმად მონათვლა ესეც უკიდურესობაა, ასევე ფანატიზმთან ფანატზმით ბრძოლა,..
ვგულისხმობ, როცა უფლის სიყვარულისთვის უკიდურეს თავგანწირვას ფანატიზმად ნათლავენ, მოხშირდა ასეთი დამოკიდებულება, -ეს არაა ლოგიკური, თავგანწირვისთვის საზღვარი არავის დაუდია, ადამიანს რომელსაც აქვს პიროვნული ურთიერთობა უფალთან, იცის ზუსტად რისგან შეიკავოს თავი, რისი ეშინოდეს, მაგრამ უცხო თვალისთვის ეს შეიძლეება ცოტა რთული გასაგებია, და ყველა ასეთ დამოკიდებულებას, თუ შეზღუდვას ეძახის ფანატიზმს
ასეთი თავგანწირვის უკან მხოლოდ ფანატიზმის ხედვა, ესეც სიბრმავეა, და მასთან მშრალი თეზისებით დაპირისპირება - მეორე უკიდურესობა, ფანატიზმი, უსიყვარლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 5 2010, 10:05 AM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



აკაკი
გაგიმარჯოს

ავიღოთ შენი თეორია ფანატიკოსობაზე და ვნახოთ ვინ არიან ფანატიკოსები. ავირჩიოთ ამასთანავე რამოდენიმე რელიგია და მათი მიმდევრები და შევხედოთ ვინ ჩაჯდება შენს მიერ მოცემულ განმარტებებში. ავიღოთ ქრისტიანი (არამართლმადიდებელი), მართლმადიდებელი ქრისტიანი, სუფი, მუსლიმი, იუდაისტი, კრიშნას მიმდევარი, ბუდისტი და ათეისტი (რაიმე რელიგიის მიმდევარი არ არის, მაგრამ ასევე მსოფხედველობის მატარებელია, როგორც ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი).

ციტატა
სიტყვა "ფანატიზმი" ნიშნავს რაიმე იდეის რწმენით უკიდურეს გატაცებას (ეს შეიძლება იყოს რელიგია ან ნებისმიერი სხვა რამ)
ბრმადმორწმუნეობას, ის ავადმყოფობაა.
ვინ არიან ზემოჩამოთვლილი რელიგიის მიმდევრებიდან რაიმე იდეითა და რწმენით უკიდურესად გატაცებულნი და რატომ?

ციტატა
"ფანატიზმი" პირიქით ხშირად გვხვდება ათეისტებს შორის, "ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა
ვინ იგდებს აბუჩად სხვის რწმენას ზემოჩამთვლილი მიმდევრებიდან?

ციტატა
ჭეშმარიტი მორწმუნე "ფანატიკოსი" არ არის (არ შეიძლება იყოს და არ იქნება), ეს უბრალოდ შურით დატყვევებული ადამიანის მინაძახია ღრმადმორმწუნე ადამიანისადმი,
რომელსაც შურს იმ ადამიანის რწმენისა... თვითონ კი ჩაკეტილია თავის ეგოიზმთან ერთად თავის თავში და ფანატია თავისი თავისა.
ვინ არის ჭეშმარიტი მორწმუნე ზემოჩამთვლილი მიმდევრებიდან და რატომ? ვის აქვს ეგო დათმობილი ზემოჩამთვლილი რელიგიების მიმდევრებიდან და რატომ?

ციტატა
არ შეიძლება ჭეშმარიტ მორწმუნეს "ფანატიკოსი" ვუწოდოთ
ვის შეიძლება ჭეშმარიტი მორწმუნე ვუწოდოთ ზემოჩამთვლილი მიმდევრებიდან?

და თუ მართლმადიდებელი ხარ, მაშინ როგორ შეიძლება ამ კითხვებს პასუხი გასცე ისე, რომ თავად ფანატიკოსი არ იყო? მართლმადიდებელმა მაშინ ყველა რელიგია ჭეშმარიტად უნდა აღიაროს, სხვანაირად შენს მიერ ჩამოთვლილი თვისებები შენვე მოგეწერება, რამეთუ ვერანაირ პასუხს ვერ მომცემ, რომელიც მართლმადიდებელს გახდის უკეთეს მორწმუნედ ვიდრე ნიებისმიერ მორწმუნეს სხვა რელიგიაში. იძულებული იქნები შენივე ჩამოყალიბებული თეორიის მსხვერპლი გახდე.

P.S. ფაქტიურად უკვე გააკეთე ფანატიკური განცხადება, როცა ათიესტს ფანატიკოსი უწოდე, რამეთუ არიან ათეისტები, რომლებიც საერთოდ არ ჯდებიან შენს მიერ მოცემულ განმარტებებში, გარდა იმ პუნქტისა, რომ მათი რწმენა ღმერთს არ მოიცავს. არის ათეისტების დიდი ნაწილი, რომელნიც არც ვინმეს რწმენას შუერაცყოფენ, არც უკიდურესად არიან გატაცებული თავიანთი რწმენით (უბრალოდ ჯერავთ ღმერთის არ არსებობის და არ აწუხებენ ვინმეს), არც ბრმადმორწმუნედ არიან ათეისტები (რამეთუ შენზე, ჩემზე და გაცილებით მეტ მორწმუნეზე დიდი ანაილიზ აქვთ გაკეთებული), ასევე ჭეშმარიტი ათეისტური რწმენის მატარებლები არიან, ამასთანავე მორალითაც გაცილებით უფრო მაღლა დგანან და მათი ქცევა გამომდინარეობს მხოლოდ მორალიდან და არა ჯოჯოხეთში წასვლის შიშიდან. მაშინ როცა, შენ უკვე დასცინი მათ რწმენას-ფანატიკოსს უწოდებ მათ და ამასთანავე შენივე განმარტებით ჭეშმარიტი მორწმუნე არ დასცინის სხვის რწმენას და არ უწოდებს მათ ფანატიკოსებს. შენივე განცხადებით მხოლოდ ფანატიკოსები უწოდებენ სხვას ფანატიკოსებს და ათეისტებს ფანატიკოსებს უწოდებ.

ვინ ხარ შენ შენი განმარტებებით: ფანატიკოსი თუ ჭეშმარიტი მორწმუნე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 5 2010, 10:28 AM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



xokaido
ციტატა
აუცილებლად!..
მაგრამ მართლმადიდებელში ჩვენ მხოლოდ იმას არ ვგულისხმობთ, რომ ის
მონათლულია მარტლმადიდებლად...
იგუსლისხმება მართლმადიდებელი, რომელიც ღირსია ამ სახელის ტარების... ;-)
გაგიმარჯოს

იქ ზემოთ ჩამოითვალა ფანატიკოსსა და მართლმადიდებლებს შორის სხვაობა (ასეთი დაყოფა ადამიანებისა საოცარია საერთოდ იმის მხრიდან, ვინც ქრისტიანობას ქადაგებს-მე ვერ ვხვდები, მაგრამ მე მაინც განწირული ვარ ჯოჯოხეთისათვის biggrin.gif). ხოდა თუ შეიძლება მითხარი, შენ მართლმადიდებელი ხარ? და თუ ხარ მართლმადიდებელი, ხარ ამ სახელის ტარების ღირსი? აგერ კიდევ ისევ ის ამოანარიდი:
ციტატა
მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას. მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს; ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია; მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს; ფანატიკოსი ფორმის იქით ვერაფერს ხედავს. მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს. მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა; ფანატიკოსისთვის ადამიანია სჯულისათვის. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც სჯულის შინაარსის გამგები, მოწაფეა ქრისტესი; ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია. მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება; ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი.


ციტატა
მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება
იმის მერე როცა პასუხს გაცემ კითხვას მართლმადიდებლობის ტარების ღირსებაზე, შემდეგ ამიხსენი თუ იკვებები სიმდაბლით?

ციტატა
მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას
სხვის ცოდვებს ხედავ? თუ არ ხედავ, მაშინ როგორ უწოდებ სხვას ფანატიკოსს? მე არ ვარ მართლმადიდებელი და არც ქრისტიანი, არც რომელიმე რელიგიის მიმდევარი და არც ათეისტი. საკუთარ უგუნურებას ვხედავ; ეს უგუნური გონება ხშირად თავის პრობლემებს სხვას აბრალებს, თუმცა ასევე ნათლად ხედავს ასეთი საქციელის სიმდაბლეს. ვარ თუ არა მე ფანატიკოსი, მაშინ როცა მართლმადიდებელი არა ვარ?

ციტატა
მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს
რა არსს ჭვრეტ მართლმადიდებლობაში? წმინდანების ციტატები არ მოიყვანო თუ შეიძლება, რამეთუ ეს არსის განჭვრეტა კი არ არის, არამედ დოგმა. შენ უშუალოდ რა განჭვრიტე?

ციტატა
მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს
ყოველ ადამიანში ქრისტე შვილს ხედავს და ქრისტეს შვილების 96 % ფანატიკოსია? შენ თუ ხედავ ყველაში ქრისტეს შვილებს?

ციტატა
ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს.
არამართლმადიდებლები ღვთის მოწინააღმდეგენი არიან?

ციტატა
ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია.
ისევ და ისევ, მე არა ვარ მართლმადიდებელი და მე (და ჩემთან ერთად მსოფლიო მოსახლეობის 96 %) ვაცვმევ ქრისტეს ჯვარს?

თუ შეგიძლია ახლა ამ კითხვებზე ისე უპასუხო, რომ თან თავმდაბალი და ჭეშმარიტად ღირსი მართლმადიდებელი დარჩე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Apr 5 2010, 11:43 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
არამართლმადიდებლები ღვთის მოწინააღმდეგენი არიან?


smile.gif

კი.

ქრისტემ თქვა ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს ის აბნევსო smile.gif

ეს ხუმრობით.

სინამდვილეში კი ჩვენ ყველა ერთად ვაცვავთ ჯვარს და ყველა ერთად ვართ მოწინააღმდეგეები... ამას ბევრი ფიქრი არ ჭირდება ჩვენ ყველა ვცოდავთ და ვაკეთებთ იმის საწინააღმდეგოს რაც ქრისტემ დაგვიბარა... ყოველდ დღე, ყოველ საათში და ბევრი წოველ წუთშიც კი... ეს არის მოწინაარმდეგეობა...

მართმადიდებლები უბრალოდ ამას უნდა აცნობიერებდნენ... და მართმადიდებლური სწავლება მთლიანა კონცეტრირებულია ამის გაცნობიერებაზე, სინანულზე, სულიერ მეტამორფოზაზე, მეტანოიაზე...


არ არსებოსბ ნეიტრა;ური ტერიტორია, არ არსებობს სტატიკური პიროვნება... ჩვენ ან ვმოძრაობთ ღმერთისკენ ან მის საწინააღმდეგოდ... ასე თქვა ქრისტემ, ასე გადმოგვცეც მისმა მოსწავლეებმა და მისი მოსწავლეების მოსწავლეებმა.





--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Apr 5 2010, 11:43 AM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
არამართლმადიდებლები ღვთის მოწინააღმდეგენი არიან?


smile.gif

კი.

ქრისტემ თქვა ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს ის აბნევსო smile.gif

ეს ხუმრობით.

სინამდვილეში კი ჩვენ ყველა ერთად ვაცვავთ ჯვარს და ყველა ერთად ვართ მოწინააღმდეგეები... ამას ბევრი ფიქრი არ ჭირდება ჩვენ ყველა ვცოდავთ და ვაკეთებთ იმის საწინააღმდეგოს რაც ქრისტემ დაგვიბარა... ყოველდ დღე, ყოველ საათში და ბევრი წოველ წუთშიც კი... ეს არის მოწინაარმდეგეობა...

მართმადიდებლები უბრალოდ ამას უნდა აცნობიერებდნენ... და მართმადიდებლური სწავლება მთლიანა კონცეტრირებულია ამის გაცნობიერებაზე, სინანულზე, სულიერ მეტამორფოზაზე, მეტანოიაზე...


არ არსებოსბ ნეიტრა;ური ტერიტორია, არ არსებობს სტატიკური პიროვნება... ჩვენ ან ვმოძრაობთ ღმერთისკენ ან მის საწინააღმდეგოდ... ასე თქვა ქრისტემ, ასე გადმოგვცეც მისმა მოსწავლეებმა და მისი მოსწავლეების მოსწავლეებმა.





--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 5 2010, 11:58 AM
პოსტი #40


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



neo

ციტატა
ასე თქვა ქრისტემ, ასე გადმოგვცეც მისმა მოსწავლეებმა და მისი მოსწავლეების მოსწავლეებმა.


ეგ მოსწავლეობრივი ჯაჭვი ქრისტიანობაში დარღვეულია სამწუხაროდ (ან თუ შემორჩა მე არ ვიცი). მოძღვრისა და მოსწავლის ცნება ძალიან გაუფასურებულია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 12:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი