IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კითხვა აბრაამის წიაღის შესახებ
ალექსანდრე
პოსტი Feb 8 2007, 08:24 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



დამლოცეთ მამაო

მაინტერესებს ქრისტეს აღდგომის შემდეგ კიდევ არსებობს აბრაამის წიაღი თუ შეიმუსრა მაცხოვრის მიერ?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Mar 2 2007, 03:07 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



წმიდა მოციქულ პავლეს თქმით, აბრაამი არის მამა ყოველთა მორწმუნეთა (რომ.4,16), რადგან "სჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა" (რომ.4,13). ტერმინი "აბრაამის წიაღი" არის ხატოვანი გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს არა იმდენად ადგილის, რამდენადაც მდგომარეობას. ეს არის სიმბოლური გამოხატვა მათი მდგომარეობისა, ვინც განისვენებს აბრაამთან. ძველი აღთქმის მათალი ადამიანები მოელოდნენ მაცხოვრის მოსვლას და ხსნას. ისინი არ იყვნენ სამოთხეში, რადგან როგორც ყოველი ადამიანი ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში, მაგრამ არ იტანჯებოდნენ. მეტიც, მათ ანუგეშებდათ რწმენა და მოლოდინი მესიისა. ამიტომ აბრაამის წიაღში განსვენება იყო საუკეთესო, რაც კი შეიძლებოდა ენატრა ძველაღთქმისეულ ადამიანს. უფალიც მდიდარსა და ლაზარეზე იგავში ხმარობს ამ ხატოვან გამოთქმას, რათა გვაჩვენოს ლაზარეს მდგომარეობა. თუნცა შევნიშნოთ, რომ ის იმდენად ახლოსაა წარწყმედილთა სამყოფელთან, სადაც არის ტანჯვა, რომ მდიდარმა გაახილა თუ არა თვალი, უმალვე იხილა ლაზარე.

მაცხოვრის აღდგომით "შეიმუსრნეს მოქლონნი ჯოჯოხეთისანი" და მამათმთავარ აბრაამის და მასთან ერთად ძველი სამყაროს ყოველთა მართალთა სულები აღტაცებულ იქნენ სამოთხედ. დღეს "აბრაამის წიაღი" აღმნიშვნავს იმ ადგილს, სადაც მკვიდრობს აბრაამი, ძველი და ახალი აღთქმის წმიდანები. ამ კონტექსტში მოიხსენიება "აბრაამის წიაღი" წმიდა ეფრემ ასურის, წმიდა გრიგოლ პალამას და სხვა მამათა მიერ. მიცვალებულთა მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვისას მღვდელი იტყვის: "... წიაღსა შინა აბრაჰამისასა განუსვენოს...". ამასთან ერთად გამოთქმა "აბრაამის წიაღი" ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოხსენიებულ იქნას უწინდელ კონტექსტში, ანუ ჯოჯოხეთში მყოფთა ნაწილის აღსანიშნავად. ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკვირდეთ ტექსტს, რათა არ მოხდეს მცნებების აღრევა. ის ადგილი, სადაც განისვენებდა აბრაამი გამოხსნამდე, დღეს, მართალია არ არის ტანჯვის ადგილი, მაგრამ არ ატარებს ძველ დატვირთვას, რადგან იქ მყოფთათვის არ არის იმედი გამოხსნისა, თუმცა ისინი არ არიან მიცემული სატანჯველს და იქ მოხვედრილებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი წარწყმდნენ.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 4 2007, 02:30 AM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მე მაქვს დამატებითი კითხვა:

მამა-ანდრია- მიცვალებულთა მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვისას მღვდელი იტყვის: "... წიაღსა შინა აბრაჰამისასა განუსვენოს...".


მამაო ამ შემთხვევაში რა იგულისხმება "აბრაამის წიაღში" ჯოჯოხეთის ის ადგილი სადაც "სულები არ იტანჯებიან" თუ სად არის ამ შემთხვევაში აბრაამის წიაღი?


მამა ანდრია- ის ადგილი, სადაც განისვენებდა აბრაამი გამოხსნამდე, დღეს, მართალია არ არის ტანჯვის ადგილი, მაგრამ არ ატარებს ძველ დატვირთვას, რადგან იქ მყოფთათვის არ არის იმედი გამოხსნისა, თუმცა ისინი არ არიან მიცემული სატანჯველს და იქ მოხვედრილებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი წარწყმდნენ.


მამაო, არსებობს ეკლესიის სწავლება რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ანუ ეშმაკები არ სტანჯავენ? ან კიდევ სადაც აბრაამი განისვენებდა, ის ადგილი რომ ისევ არსებობს და იქ ვინც ხვდება არ არის მათი გამოხსნის იმედი ესეც ეკლესიის სწავლებაა? ეს ვერ გავიგე, ჯოჯოხეთში ვინც ხვდება წარწყმენდილი არაა? და თუ წარწყმენდაში იგულისხმება ქვესკნელში მყოფნი, ანუ თვითმკვლელები და ღვთისმგმობები ასეთებზე არც ლოცულობენ და როგორც ვიცით არც მიეტევებათ, და თუ სული ჯოჯოხეთში "წარწყმენდილი არაა" მაგრამ არც "იტანჯება" ასეთები საიდან ვიცით რომ იმედი არ არის მათი გამოხსნისა? და რა კატეგორიის "ცოდვილი" სულები მოიაზრება ამ ადგილში?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Mar 7 2007, 02:40 PM
პოსტი #4


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ალბათ მომიწევს პასუხის ნაწილობრივ განმეორება, რისთვისაც შენდობას ვითხოვ.

მიცვალებულთა მსახურების ბოლო ასამაღლებელში ხსენებული "აბრაამის წიაღი" გამოხატავს სულთა იმავე განსასვენებელს, რასაც უფრო ადრე მოვიხსენიებთ როგორც "ადგილსა მწუანვილოვანსა". ეს არის ხატოვანი გამოთქმა (აბრაამის წიაღი, აბრაამის კალთა, აბრაამის მამობრივი სიყვარული), რომელშიც ვგულისხმობთ სულის იმ მდგომარეობას, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს აბრაამთან ერთად განსვენებისას. მიცვალებულთა მოსახსენებელი მსახურების მთელი ტექსტიდან გამომდინარე ეს არის სამოთხე. აბრაამის წიაღი შეიძლება ვიგულოთ იქ, სადაც დღეს არის აბრაამი, – იქ, "სადაც წმიდანნი განისვენებენ". ხოლო მაშინ, როცა უფალი ამბობდა იგავს მდიდარსა და ლაზარეზე, აბრაამი არ იყო გამოხსნილი; აბრაამის წიაღში ყოფნა ნიშნავდა ჯოჯოხეთში ყოფნას. მაგრამ ვხედავთ განსხვავებას მდიდრისა და ლაზარეს სამყოფელს შორის. მდიდარი იტანჯება და ღაღადებს: "ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა" (ლკ.16,24), ხოლო ლაზარე "ნუგეშინის–ცემულ არს". იმედია, ყოველი მართლმადიდებელი დაგვეთანხმება იმაში, რომ მაცხოვრის აღდგომამდე ყოველი გარდაცვლილი ადამიანის სული, მათ შორის აბრაამისაც, იყო ჯოჯოხეთში.

წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი ბრძანებს, რომ მათ შორის, ვინც მიიცვალა მოუნათლავი, ზოგიერთები არც დაისჯებიან, მაგრამ არც განდიდებულნი იქნებიან, რადგან, თუმცა არ არიან აღბეჭდილნი ნათლობის ბეჭდით, მაგრამ არც უკეთურები არიან (გრიგოლ ღმრთისმეტყველი, სიტყვა 40, "წმიდა ნათლისღების შესახებ" – რუს. ტექსტი). წმიდა ბასილი დიდის თქმით, მოუნათლავს, როგორც ბრმას, ვერ ძალუძს ღმრთის ჭვრეტა (ბასილი დიდის საუბარი მე–13–ე). ცხადია, ასეთი ადამიანები ვერ იქნებიან ცათა სასუფეველში, მაგრამ ჯოჯოხეთში ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სატანჯველში ყოფნას. ასეთი ადმიანები იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებოდნენ აბრაამი და მართლები, რომელთა ნუგეში იყო მაცხოვრის მოლოდინი. მათი მოლოდინი აღსრულდა, მაგრამ დღეს იქ მყოფებსაც კაცთმოყვარე ღმერთი არ მოაკლებს ნუგეშს, თუმცა როგორს, – ჩვენთვის უცნობია. თუ ადამიანისათვის შეუძლებელია ღმრთის ნათელში განსვენება მოუნათლავობის და ბუნების დაცემულობის განუკურნებლობის გამო, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ხსენებული ადამიანები ოდესმე იქნებიან აღმოყვანილნი. ამის მიზეზი არის არა ღმრთის სამართლიანობა, არამედ თავად ადამიანთა მოუმზადებლობა, ღმრთაებრივ ნათელში მყოფობის ვერშემძლებელობა. თუ ნათელღებული ადამიანი ცხოვრებაში არასაკმარისი მონდომების გამო აღმოჩნდა ჯოჯოხეთში, ეკლესიის ლოცვით შეიძლება იქნას აღმოყვანილი.

თუ წარწყმედაში ვგულისხმობთ ტანჯვას, მაშინ წარწყმედილს ვერ ვუწოდებთ ყველას, ვინც აღმოჩნდა ჯოჯოხეთში. თუკი წარწყმედად შევრაცხავთ სამოთხის გარეთ ყოფნას, მაშინ ყოველი ვერგადარჩენილი არის წარწყმედილი. სამწუხაროდ დღეს სახეზე გვაქვს ტერმინების დაუკონკრეტებლობით სპეკულირება, როცა ერთგან წარწყმედად მოიხსენიება ტანჯვა, სხვაგან კი იმავე ავტორების მიერ – სამოთხის გარეთ ყოფნა.

მოუნათლავთა ხვედრზე ფიქრს დღეს გაუმართლებლად დიდი დრო და ძალები ეთმობა. ეს ძალები აკლდება ჩვენს სინანულს, ვნებულობასთან ბრძოლას. ჩვენთვის საკმარისია გვახსოვდეს ღმრთის სიტყვა, რომ წყლითა და სულით ნათლობა არის აუცილებელი პირობა სასუფეველის დამკვიდრებისა. თუ მამები მსჯელობდნენ აღმატებულ საკითხებზე, ამის კადნიერებას მათ განწმედილი და ღმრთისმჭვრეტელი გული აძლევდა. ჩვენ არ ვართ ასეთები, ვკენკავთ მათ სიტყვებს, მაგრამ ყოველთვის ვერ ვიტევთ. ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლების სახე მისცეს უნათლავად ცხოვნების იდეას. მათ თავიანთი მიზნები აქვთ; მოვა დრო და გამოჩნდება. ჩვენ კი ვეცადოთ ჩვენი "შინაგანი კაცის" განწმედას დავუთმოთ მეტი დრო.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 09:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი