IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 20 21 22 23 24 >  
Reply to this topicStart new topic
> წმიდა იყავნ სახელი შენი, რომელი სახელი?
Atman
პოსტი Jun 8 2010, 12:34 PM
პოსტი #421


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი

მე ინფორმაცია დაგიწერე. ინტერპრეტაცია შენთვის მომინდვია smile.gif

იმაში, რომ კრშტოშა და კრშნა განუყოფელნი არიან მეც გეთანხმები, მაგრამ თავად ძე ადიდებს მამას, ანუ როგორც სათაყვანებელი ფორმა მამაა მოცემული, ხოლო როგორც მისაბაძი ფორმა - ძე!

სამების ერთიანობაზე და განუყოფლობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მე უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ, რომ მამაც ისეთივე რეალური პიროვნებაა თავისი საკრალური სახელებით, როგორც ძე (და არა მარტო ერთი ძე)


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Dec 18 2010, 01:02 AM
პოსტი #422


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(damiane80 @ Jun 3 2010, 06:35 PM) *

ციტატა
კარგ რამეს შეეხე...

"უფალი" ნიშნავს "ბატონ"-ს... აქედან გამომდინარე, ეს სიტყვა - "ადონაი"(უფალი) იხმარება ადამიანებზეც და ანგელოზებზეც... (გამონაკლისია როცა ებრაულში იჰვჰ არის ნათარგმნი უფლად)

"ღმერთი"(ელოჰიმ, ელ) - ასევე იხმარება ადამიანებზე...


სადაც იხმარება "უფალი(იჰვჰ) ღმერთი" იქ 100%-ით ნიშნავს ყოვლისშემძლე მამას...



ხო მეც მგონია რომ საინტერესოა, განსაკუთრებით ტერმინი "უფალი" მაინტერესებს წმინდა ეტიმოლოგიური კუთხით. ავხსნი ახლა რას ვგულისხმობ. მაგ: ქართული სიტყვა "ორსული" - აბსოლუტურად ქრისტიანული ეტიმოლოგია აქვს და ნიშნავს, რომ ქალი, რომელიც ორსულადაა თვითონ ერთი სულია და მეორე სული არის ჩანასახი (ანუ ჩანასახი არის სული) ამას უსვამს ხაზს სიტვა "ორსული". განსხვავებით რუსული სიტვა "ბერემენნი", რომელიც, რუსული "ბრემია"-დან მოდის, რაც ტვირთს, სიმძიმეს ნიშნავს ანუ ბერემენნი ითარგმნება როგორც "ფეხმძიმე".
სწორედ ზემოთნახსენები თვალსაზრისით მაინტერესებს სიტვა "უფალის" ეტიმოლოგია (განმარტება). აქ ბევრი ითქვა როდის უფალი გამოიყენება და როდის ღმერთი, მაგრამ მე მაინტერესებს არა ეს საკითხი, არამედ თავად სიტყვების ეტიმოლოგია განმარტება, ისე როგორც "ორსულზე" ვთქვი ზემოთ.

თუ ვინმეს ამ კუთხით გაქვთ რაიმე მოსაზრებები, სიამოვნებით წავიკითხავდი


damiane80

ებრაული სიტყვა "ადონაი" არის სემიტური წარმოშობის სიტყვა და მომდინარეობს სიტყვიდან "ად'ონ"-იდან, რომელიც ებრაულ ენაზე დაწერილ წმინდა წერილებში დაახლოებით 334-ჯერ გამოიყენება სხვადასხვა ფორმებში: "ად'ონ", "ად'ონ-აი", "ად-ონი" და "ად'ონ'იმ".

სიტყვა "ად'ონ-აი" წარმოიშვა "ად'ონ"-ის დაბოლოება "აი"-ის შედეგად. ეტიმოლოგიურად დაბოლოება ("აი") მომდინარეობს უგარეთიდან. (უგარეთი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძველი ქალაქი იყო). სიტყვა "ად'ონ" (ბატონი)-ისთვის დამატებული დაბოლოება "აი" (ად'ონ-აი) სიტყვაზე აკეთებს მახვილს და აღმატებულ მნიშვნელობას ანიჭებს მას. სიტყვა "ად'ონ" და მისგან წარმოშობილი "ად'ონ'აი" ნიშნავს "ბატონს", "უფალს".

"ად'ონ"-ის სიტყვა-სიტყვისთი მნიშვნელობაა "ბატონ-პატრონი; მესაკუთრე, უფალი". წმინდა წერილებში სიტყვა "ად'ონ" და "ად'ონი", რაიმე[ებ]ზე ან ვინმე[ებ]ზე ძალაუფლების მქონე პიროვნების მიმართ გამოიყენებოდა. ის აგრეთვე ქმრებზე გამოიყენებოდა, რადგან ქმრები თავიანთი მეუღლეების მეპატრონეები, ბატონ-პატრონები და მესაკუთრეები იყვნენ. სიტყვა "ად'ონ"-ის მრავლობით ფორმას წარმოადგენს "ად'ონ'იმ" და ის მრავლობითობის აღმნიშვნელია და წმინდა წერილში ითარგმნება როგორც "ბატონები" და "უფალნი".


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IOANE_
პოსტი Mar 4 2011, 10:41 PM
პოსტი #423


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 8-February 08
წევრი № 3,886



წმ. გრიგლ ნოსელი: "წმინდა იყავნ სახელი შენი-უნდა იმეოროს კაცმა (და არა -"მომეც ჩვენ შეწევნა ჭირთა" (ფს. 59.13) ან სხვა ამგვარი) რადგან ამ მოკლე ვედრებაში ბოროტისაგან განრიდება და ყოველგვარი სიქველის მოპოვება იგულისხმება, რამდენადაც ყოველი სიკეთის მიზეზი ღვთის უძლეველობაა, ასევე რათა ღმრთის სახელი მთელს დედამიწაზე იდიდებოდეს და წმიდა იყოს სახარების რწმენა".
წმ კვიპრიანე კართაგენელი: "ღმერთს კი არ ვუსურვებთ რომ მისი სახელი წმიდა იქმნას ჩვენი ლოცვით, არამედ ვითხოვთ, რომ მისი სახელი წმიდა იყოს ჩვენში."
ტერტულიანე:"რაკი გვმართებს ყველგან და მუდამ ვაკურთხევდეთ ღმერთს(ფს.102.22) სიტყვები: "წმინდა იყავნ სახელი შენი"-კურთხევის ნაცვლად არის მოყვანილი, აქ უპირველესად ღვთის დიდებაა.
წმ. იოანე ოქროპირი: "ამ სიტყვებით მლოცველი ყოველივეს უფლის დიდებაზე უმცირესად თვლის. ამგვარი ხოტბით ღმერთს სიწმიდეს კი არ ვანიჭებთ, არამედ ვადიდებთ მის უკვე არსებულ სიწმიდეს. "წმიდა იყავნ" აქ ნათქვამია ნაცვლად სიტყვებისა "დიდებულ იყავნ" ამით ვევედრებით, ისეთი წმიდა ცხოვრების ღირსად-გვყავი, რომ ჩვენს გამო ყველამ გადიდოსო"
წმ კასიანე: "წმიდა იყავნ სახელი შენი"-ვამტკიცებთ რომ ჩვენი სასოება და სიხარული, ჩვენი მამის დიდებაა.
ნეტ. ავგუსტინე: ასე ვლოცულობთ რათა ადამიანებმა შეიცნონ ღმერთი და სხვა რაიმეს არ მიაგონ უმეტესი პატივი, ვიდრე უფალს. კაცმა ღვთის სახელი, როგორც ადამიანის მაცხოვნებელი, მარადის სიწმიდით რომ შეინახოს, ეს მას სჭირდება და არა უფალს.
წმ. თეოფანე დაყუდებული: სიტყვები "წმიდა იყავნ სახელი შენი"-ვედრებაა რათა ჩვენი მოწიწება და დიდების მეტყველება ოდნავ მაინც მიუახლოვდეს უფლის, სიმაღლეს და ჩვენს არსებაში ერთხელ დამკვიდრებული აღარასოდეს განგვეშოროს. რადგან ჩვენი ღმერთი ისეთია, რომ ვინც მის სახელს შეიცნობს, ვეღარ შეიკავებს თავს მის წინაშე მოწიწებისა და დიდებისმეტყველებისაგან. ამგვარად იმისთვის ვლოცულობთ რომ ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება მთელ კაცთა მოდგმაში გავრცელდეს.
წმ. კირილე იერუსალემელი: ეს სიტყვები იმას კი არ ნიშნავს თითქოს უფალი დასაწყისში წმიდა არ არის და მხოლოდ შემდეგ განიწმიდება, არამედ იმისთვის ვლოცულობთ რომ ჩვენ განვიწმიდოთ.
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: როგორ უფლისადმი აღვლენილ ლოცვას, რომ ჩვენი თხოვნა მის სადიდებლად იქცეს.
სვიმეონ თესალონიკელი: სიტყვებით "წმიდა იყავნ სახელი შენი" იგულისხმება, წმიდა ჰყავ სახელი შენი ჩვენში, რათა ვაიდიდოთ იგი და ვიქადაგოთ შენი სახელი. არ იქნას იგი ჩვენს მიერ შეგინებული.
წმ. გრიგოლ ფერაძე: "უფლის სახელი უნდა შევინახოთ სიწმინდით, არ უნდა წავბილწოთ ჩვენს ყოველდღიურ წვრილმანებით სავსე ცხოვრებაში ხსენებით, მას მხოლოდ მძიმე ჟამს უნდა მოვუხმოთ"
წმ. ეპ. გაბრიელ ქიქოძე: "რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ეს სიტყვა? რისთვის ვეტყვი ჩვენ ღმერთსა: წმიდა იყავნ სახელი შენი? ნუ თუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ შორის ჩვენითა კეთილითა და წმიდითა ცხოვრებითა. ჩვენ უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ, ესე იგი, ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, ოდესცა ჩვენი ცხოვრება და ყოფა-ქცევა არის კეთილი და წმიდა, მაშინ ქრისტეს სახელი იდიდება ჩვენ შორის; გარნა უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია, უკეთუ არ გვახსოვს, ვისი სახელი გვაქვს და ცუდად ვიქცევით, მაშინ სახელი ღვთისა დამდაბლდება და შეიგინება. თუ ვისმე დიდი გვარის კაცს ჰყავს შვილი ცუდი, უჭკუო, უღირსი, დიდად ეწყინება იმ კაცს, ხშირად გაუწყრება და აყვედრებს: შენ არა ხარ ღირსი ჩემის სახლისაო, შენ შეარცხვინე და დაამდაბლე შენი მამის სახელიო. სწორედ ესრედვე აყვედრებს ღმერთი იმ ქრისტიანეს, რომელიც ცუდითა თვისითა ცხოვრებითა შეაგინებს მისს დიდს და ზეციერს სახელსა. - თქვენ, ძმანო, ჩემნო, გარნა ზოგნი მადლით, მონათლულნი და ქრისტიანენი ხართ; გარნა ზოგნი თქვენნი მეზობელნი აწცა მოუნათლავნი არიან, ურწმუნონი: იგინი გიმზერენ, როგორ სცხოვრებთ თქვენ. თუ სცხოვრებთ წმიდად, მყუდროდ, თუ თქვენ შორის არის სიყვარული, ერთობა, მაშინ იგინი იფიქრებენ: უთუოდ ქრისტეს სჯული არის ზეციერი, წმიდა და ნამდვილად ღვთიური, და იქმნება კიდეც შეენატროს მათ თქვენი კარგი ცხოვრება და თვით ქრისტიანობაც მიიღონ... გარნა თუ ამათ ნახეს, რომ თქვენ ცხოვრება სრულიად არ გამოიცვალეთ,. არამედ ისრე ცუდად იქცევით, როგორც უწინ მოუნათლავნი იქცეოდით, მაშინ იგინი იფიქრებენ: უთუოდ მათი სჯული არ არის კარგი; თუ კარგი იყოს, ისინი გამოიცვლებოდნენ და უმჯობესნი შეიქმნებოდენ. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ: ესრედ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა. თუ შენს კეთილს საქმეს და ცხოვრებას იხილავს უცხო კაცი, მაშინ იგი ადიდებს შენს ღმერთსა და შენს სჯულსა; და ნაჰხა, რომ ცუდად ცხოვრებ, მაშინ მას შენი სჯული არ მოეწონება. ამისთვის ყოველი ღონის-ძიება უნდა იხმარო, ძმაო ჩემო, რომ სახელი ღვთისა არ შეიგინოს შენითა ცუდითა ცხოვრებითა, რა სარგებლობა იქმნება შენთვის, რომ მარტო სახელით იყო ქრისტიანე და არა საქმით? უმჯობეს არს, რომ კაცი არ მოინათლოს, ვიდრე მონათლულმან უწმინდურად იცხოვროს და შეაგინოს სჯული თვისი. ხოლო თქვენ, ძმანო ჩემნო, რათგანაც მოინათლენით და მიიღეთ ქრისტეს სჯული, ეცადეთ, რომ არ შეარცხვინოთ ახალი თქვენი სჯული ცუდითა თქვენითა ცხოვრებითა. ამინ."

როგორც ვხედავთ წმ. მამები ამ სიტყვებს არა ვიწრო გაგებით არამედ მთლიანად ღვთის შესახებ თქმულად განგვიმარტავენ და არა რომელიმე მის სახელზე (ე.ი. თვისებაზე)

თემის ავტორებმა იქნებ მიაქციონ ყურადღება, რომ აღნიშნული თემა არ შეესაბამება აპოლოგეტიკის ჟანრს... ეს იწვევს ქაოსს ფორუმის თემატიკაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Mar 15 2011, 11:27 PM
პოსტი #424


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(IOANE_ @ Mar 4 2011, 10:41 PM) *

როგორც ვხედავთ წმ. მამები ამ სიტყვებს არა ვიწრო გაგებით არამედ მთლიანად ღვთის შესახებ თქმულად განგვიმარტავენ

IOANE_

საინტერესო იყო წმინდა მამების დაწერილი სიტყვების წაკითხვა.


ახლა მოდი ორთოდოქს.ჯე-დან http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/sarchevi.htm დავაციტირებ წმინდა მოციქულების დაწერილ სიტყვებსაც:


წმ. მათე, 6:9,10. - "ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც".

წმ. მათე, 21:9. - "ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!".

წმ. იოანე, 12:28. - "მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ!".

წმ. იოანე, 17:1-6. - "ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა".

წმ. იოანე, 17:26. - "მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში".

წმ. პეტრე, საქმეები 2:17-21. - "და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს, ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება".

წმ. პავლე, რომაელთა 2:24. - "ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის".

წმ. პეტრე, საქმის 15:14-17. - "სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით. მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია: შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას, რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი".

წმ. პავლე, რომაელთა 15:8-12. - "მე ვამბობ, რომ იესო ქრისტე ღვთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა აღესრულებინა მამათა აღთქმა. წარმართთა მსახური კი - წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს. ესეც ითქვა: ხარობდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად. და კიდევ: აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა. ხოლო ესაია ამბობს: იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა".

წმ. პავლე, 1 ტიმოთეს 6:1. - "უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება".

წმ. იოანე, გამოცხადება 3:12,13. - "მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას , სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს".

წმ. იოანე, გამოცხადება 13:6. - "და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი".

წმ. იოანე, გამოცხადება14:1. - "და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა".

წმ. იოანე, გამოცხადება 16:8,9. - "მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით. დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის".


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iehovas Mocme
პოსტი Mar 17 2011, 02:18 PM
პოსტი #425


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-March 11
წევრი № 10,691



წმინდა წერილი გვასწავლის რომ იეჰოვა ღვთის სახელია. ამიტომ ყველა ქრისტიანმა პატივი უნდა სცეს და მოკრძალებული იყოს როგორც ღვთის, ისე მისი წმინდა სახელისადმი. ათ მცნებაში ღმერთი ამბობს:

" არ ახსენო უღირსად შენი ღვთის, იეჰოვას სახელი, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უღირსად ახსენებს მის სახელს".


--------------------
"მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 17 2011, 02:46 PM
პოსტი #426


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Iehovas Mocme
ციტატა
წმინდა წერილი გვასწავლის რომ იეჰოვა ღვთის სახელია.

1. ტეტრაგრამატონი (יהוה), რომელსაც რასელის მიმდევრები ღმრთის სახელად რაცხავთ, არის ღმრთის ერთ-ერთი ეპითეტი, რაც ითარგმნება, როგორც ,,მყოფი", ,,მარად მყოფი".
2. იმის გამო, რომ იგი თანხმოვნებით იწერება, უცნობია, როგორ გამოითქმოდა მოსეს დროს.
3. სახელი ერქმევა ერთ-ერთს მრავალთა შორის მის განსასხვავებლად, ამიტომ თქმა იმისა, რომ ღმერთს სახელი აქვს, ირიბად მრავალღმერთიანობის აღიარებაა, რომ მრავალ ღმერთს შორის ჩვენს ღმერთს ,,იეჰოვა" ჰქვია.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Mar 17 2011, 02:51 PM
პოსტი #427


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



კანონისტი
ციტატა
1. ტეტრაგამეტონი (יהוה), რომელსაც რასელის მიმდევრების ღმრთის სახელად რაცხავთ, არის ღმრთის ერთ-ერთი ეპითეტი, რაც ითარგმნება, როგორც ,,მყოფი", ,,მარად მყოფი".
2. იმის გამო, რომ იგი თანხმოვნებით იწერება, უცნობია, როგორ გამოითქმოდა მოსეს დროს.
3. სახელი ერქმევა ერთ-ერთს მრავალთა შორის მის განსასხვავებლად, ამიტომ თქმა იმისა, რომ ღმერთს სახელი აქვს, ირიბად მრავალღმერთიანობის აღიარებაა, რომ მრავალ ღმერთს შორის ჩვენს ღმერთს ,,იეჰოვა" ჰქვია.


ჭეშმარიტად

5. რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ, 6. არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ. (კორ. 8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iehovas Mocme
პოსტი Mar 17 2011, 03:01 PM
პოსტი #428


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-March 11
წევრი № 10,691



ციტატა(კანონისტი @ Mar 17 2011, 02:46 PM) *

Iehovas Mocme

1. ტეტრაგრამატონი (יהוה), რომელსაც რასელის მიმდევრები ღმრთის სახელად რაცხავთ, არის ღმრთის ერთ-ერთი ეპითეტი, რაც ითარგმნება, როგორც ,,მყოფი", ,,მარად მყოფი".
2. იმის გამო, რომ იგი თანხმოვნებით იწერება, უცნობია, როგორ გამოითქმოდა მოსეს დროს.
3. სახელი ერქმევა ერთ-ერთს მრავალთა შორის მის განსასხვავებლად, ამიტომ თქმა იმისა, რომ ღმერთს სახელი აქვს, ირიბად მრავალღმერთიანობის აღიარებაა, რომ მრავალ ღმერთს შორის ჩვენს ღმერთს ,,იეჰოვა" ჰქვია.


კანონისტი

იეჰოვას მოწმეები არ ვართ არც რასელის მიმდევრები და არც სხვა ადამიანების მიმდევრები. ჩვენ იესო ქრისტეს მიმდევრები ვართ და რაც გვწამს წმინდა წერილში ჩაწერილის გვწამს.

ღვთის სახელის მყოფად თარგმნა არასწორია. ღვთის სახელი მყოფს არ ნიშნავს. ის რომ ზუსტად არ არის ცნობილი არქაულ დროში როგორ წარმოთქვამდნენ ღვთის წმინდა სახელს, ხელს არ უშლის ქრისტიანებს ღვთის სახელი წარმოთქვას ისე როგორც დღემდე მოაღწია ჩვენამდე: "იეჰოვა".


--------------------
"მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 17 2011, 03:05 PM
პოსტი #429


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Iehovas Mocme
ციტატა
იეჰოვას მოწმეები არ ვართ არც რასელის მიმდევრები და არც სხვა ადამიანების მიმდევრები. ჩვენ იესო ქრისტეს მიმდევრები ვართ და რაც გვწამს წმინდა წერილში ჩაწერილის გვწამს.

რასელის მიმდევრები ხართ თუ არა, ამაზე გვერდით თემაში დაგისვი პასუხი და იქ მიპასუხე.

ციტატა
ღვთის სახელის მყოფად თარგმნა არასწორია. ღვთის სახელი მყოფს არ ნიშნავს. ის რომ ზუსტად არ არის ცნობილი არქაულ დროში როგორ წარმოთქვამდნენ ღვთის წმინდა სახელს, ხელს არ უშლის ქრისტიანებს ღვთის სახელი წარმოთქვას ისე როგორც დღემდე მოაღწია ჩვენამდე: "იეჰოვა".

1. რას ნიშნავს, არასწორია? სიტყვაზე გენდო? წერია წმ. წერილში სადმე, რომ იეჰოვა არ თარგმნოთო?
2. ღმრთის ეპითეტია, აგრეთვე, საბაოთ, რომელიც არ ითარგმნება ხოლმე (ტრადიციულად). ღმრთის ეპითეტია ყოვლისმპყრობელი, რომელიც ითარგმნება ხოლმე და ასე შემდეგ.
3. რას ჰქვია არ უშლის ხელს? რაკიღა პრეტენზია გაქვს, თითქოს ღმერთს სახელი აქვს, მის სწორად და არასწორად გამოთქმას მნიშვნელობა არ აქვს? მაშინ როგორღა იცავ მესამე მცნებას, თუკი არ იცი ღმერთს რა ჰქვია?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iehovas Mocme
პოსტი Mar 17 2011, 03:34 PM
პოსტი #430


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-March 11
წევრი № 10,691



ციტატა(კანონისტი @ Mar 17 2011, 03:05 PM) *

Iehovas Mocme

რასელის მიმდევრები ხართ თუ არა, ამაზე გვერდით თემაში დაგისვი პასუხი და იქ მიპასუხე.

კანონისტი

გიპასუხე და თუ კიდევ მკითხე მასთან დაკავშირებული რაიმე, მასზეც გიპასუხებ.

ციტატა
1. რას ნიშნავს, არასწორია? სიტყვაზე გენდო?


ნიშნავს იმას, რომ ღვთის სახელი მყოფად მისი გადათარგმნა არ შეესაბამება იმას, რა ფორმითაც ის წერია წმინდა წერილში.

ციტატა
წერია წმ. წერილში სადმე, რომ იეჰოვა არ თარგმნოთო?

არა. მაგრამ არც ის წერია არასწორად თარგმნეთო. სწორად თარგმნა და არასწორად თარგმნა ერთი და იგივეა?

ციტატა
2. ღმრთის ეპითეტია, აგრეთვე, საბაოთ, რომელიც არ ითარგმნება ხოლმე (ტრადიციულად). ღმრთის ეპითეტია ყოვლისმპყრობელი, რომელიც ითარგმნება ხოლმე და ასე შემდეგ.


ანუ?

ციტატა
3. რას ჰქვია არ უშლის ხელს?


იმიტომ არ უშლის ხელს რომ ჩვენც და მართლმადიდებლებიც ბიბლიურ სახელებს ზუსტად ისე არ გამოვთქვამთ როგორც არქაულ დროში წარმოთქვამდნენ მაგრამ ამის გამო არ ვერიდებით ბიბლიური სახელების წარმოთქმას. აი ამიტომ არ გვიშლის ხელს ღვთის სახელის ისე წარმოთქმა, როგორც დღემდე მოაღწია მან ღვთის ნებით.

ციტატა
რაკიღა პრეტენზია გაქვს, თითქოს ღმერთს სახელი აქვს,

პრეტენზია გვაქვს? ჩვენ წმინდა წერილის გვწამს. წმინდა წერილი კი ღვთის სახელს ვამცნობს. ამიტომ, ვცდილობთ რომ წმინდა წერილს მივყვეთ.

ციტატა
მის სწორად და არასწორად გამოთქმას მნიშვნელობა არ აქვს?

მნიშვნელობა როგორ არ აქვს. ჩვენ არ ვასწავლით რომ ღვთის სახელი არასწორად უნდა გამოითქვას. პირიქით.

ციტატა
მაშინ როგორღა იცავ მესამე მცნებას, თუკი არ იცი ღმერთს რა ჰქვია?

როგორ არ ვიცი ღმერთს რა ქვია. ბიბლია გვამცნობს რომ ღვთის სახელია იეჰოვა. მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიაშიც წერია ღვთის სახელი "იეჰოვა".


--------------------
"მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 17 2011, 03:48 PM
პოსტი #431


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Iehovas Mocme
ციტატა
იმიტომ არ უშლის ხელს რომ ჩვენც და მართლმადიდებლებიც ბიბლიურ სახელებს ზუსტად ისე არ გამოვთქვამთ როგორც არქაულ დროში წარმოთქვამდნენ მაგრამ ამის გამო არ ვერიდებით ბიბლიური სახელების წარმოთქმას. აი ამიტომ არ გვიშლის ხელს ღვთის სახელის ისე წარმოთქმა, როგორც დღემდე მოაღწია მან ღვთის ნებით.

ანუ ადასტურებ, რომ יהוה-ს არასწორად წარმოთქვამთ, ხომ?

ციტატა
პრეტენზია გვაქვს? ჩვენ წმინდა წერილის გვწამს. წმინდა წერილი კი ღვთის სახელს ვამცნობს. ამიტომ, ვცდილობთ რომ წმინდა წერილს მივყვეთ.

ხო, ერთი ჯვარზე არ გაუკრავთ უფალი და მეორე თქვენ მიყვებით წმ. წერილს....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iehovas Mocme
პოსტი Mar 17 2011, 03:54 PM
პოსტი #432


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-March 11
წევრი № 10,691



ციტატა(კანონისტი @ Mar 17 2011, 03:48 PM) *

Iehovas Mocme

[b]ანუ ადასტურებ, რომ יהוה-ს არასწორად წარმოთქვამთ, ხომ?

კანონისტი

არ ვადასტურებ. პირიქით. ჩვენ ზუსტად ისე წარმოვთქვამთ ღვთის სახელს, როგორც ღვთის სახელმა მოაღწია ჩვენ დრომდე ღვთის ნებით.

ციტატა
ხო, ერთი ჯვარზე არ გაუკრავთ უფალი და მეორე თქვენ მიყვებით წმ. წერილს....

იესო ჯვარზე არ გაუკრავთ არამედ ძელზე და ამას წმინდა წერილი გვამცნობს. ჩვენ კი წმინდა წერილის უფრო გვწამს ვიდრე ელესიის მამების გადმოცემების.


--------------------
"მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Mar 17 2011, 04:06 PM
პოსტი #433


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
ჩვენ კი წმინდა წერილის უფრო გვწამს ვიდრე ელესიის მამების გადმოცემების


და ეს წერილი ვინ დააკანონა? smile.gif


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 17 2011, 04:10 PM
პოსტი #434


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Iehovas Mocme
ციტატა
არ ვადასტურებ. პირიქით. ჩვენ ზუსტად ისე წარმოვთქვამთ ღვთის სახელს, როგორც ღვთის სახელმა მოაღწია ჩვენ დრომდე ღვთის ნებით.

ტყუილი. საერთოდ იცი, რამ მოაღწია ჩვენამდე?

ტეტრაგრამატონის ამოკითხვა, რომ იცოდე, დღევანდელ დღეს, არც მეტი არც ნაკლები, ექვსნაირი (!) ფორმით არსებობს. ებრაულ ენაში, მაზორეტულ პერიოდში შემუშავდა ხმოვნების წერტილებით დატანის სისტემა (ნიკუდი), რომლის თანახმად יהוה ძველ აღთქმაში იკითხება როგორც:
1. იეჰვი (დაბ. 15, 2)
2. იაჰოვა (გამ. 3, 14)
3. იაჰვე (მსაჯ. 16, 28)
4. იეჰოვი (იქვე)
5. იაჰოვი (1 მეფ. 2, 26)
6. იაჰვი (ეზეკ. 24,24)

(სხვათა შორის, იეჰოვა, როგორც თქვენ ამბობთ, საერთოდ არ არის სწორი ფორმა)


ციტატა
იესო ჯვარზე არ გაუკრავთ არამედ ძელზე და ამას წმინდა წერილი გვამცნობს. ჩვენ კი წმინდა წერილის უფრო გვწამს ვიდრე ელესიის მამების გადმოცემების.

მორიგი ტყუილი.
ძელზე გაკვრა - ასეთი სასჯელი რომის იმპერიაში საერთოდ რომ არ არსებობდა, ის მაინც თუ იცი? laugh.gif და ჯვარზე, უფლის გარდა, უამრავი ადამიანი გაუკრავთ, მარტო სპარტაკის და მისი 6000 მომხრის რომი-კაპუას გზაზე გაკვრის გახსენებაც საკმარისია....


აკაკი
ციტატა
და ეს წერილი ვინ დააკანონა?

კარგი, დაანებე. ცოდვაა. მასე ხომ უნდა აღიაროს, რომ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი და აცალე, ცოტა ხანს იყოს იქ. laugh.gif მოძღვრებას მაინც გავეცნობით იქაურს. smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iehovas Mocme
პოსტი Mar 17 2011, 04:27 PM
პოსტი #435


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-March 11
წევრი № 10,691



ციტატა(კანონისტი @ Mar 17 2011, 04:10 PM) *

Iehovas Mocme

ტყუილი. საერთოდ იცი, რამ მოაღწია ჩვენამდე?

კანონისტი

კი როგორ არ ვიცი.


ციტატა
ტეტრაგრამატონის ამოკითხვა, რომ იცოდე, დღევანდელ დღეს, არც მეტი არც ნაკლები, ექვსნაირი (!) ფორმით არსებობს. ებრაულ ენაში, მაზორეტულ პერიოდში შემუშავდა ხმოვნების წერტილებით დატანის სისტემა (ნიკუდი), რომლის თანახმად יהוה ძველ აღთქმაში იკითხება როგორც:
1. იეჰვი (დაბ. 15, 2)
2. იაჰოვა (გამ. 3, 14)
3. იაჰვე (მსაჯ. 16, 28)
4. იეჰოვი (იქვე)
5. იაჰოვი (1 მეფ. 2, 26)
6. იაჰვი (ეზეკ. 24,24)

(სხვათა შორის, იეჰოვა, როგორც თქვენ ამბობთ, საერთოდ არ არის სწორი ფორმა)


მაპატიე და არასწორად გცოდნია. მასორეტების მიერ ღვთის სახელის აღმნიშვნელი ტეტრაგრამატონი ძირითადად სამი ფორმით გახმოვანდა და ესენია: "იეჰვა", "იეჰვი" და "იეჰოვა". გინზბურგის მიერ გამოცემულ ებრაულ ტექსტში (Gins.) ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნების დამატებით ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ გახმოვანებულია იეჰოვა-დ და არა სხვა რაიმე ფორმით.

მსოფლიოში ღვთის სახელის წაკითხვის ფორმა "იეჰოვა" ყველაზე გავრცელებული, მიღებული და აღიარებული ფორმაა. აქედან გამომდინარე, ღვთის ნებით მისმა სახელმა ჩვენს დრომდე მოაღწია იმ ფორმით, როგორც ეს მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიაშიაცაა გადმოცემული: "იეჰოვა".
ჩვენც ზუსტად ასე წარმოვთქვამთ ღვთის სახელს და პატივს მივაგებთ ღვთის დიდებას როგორც ღვთისადმი მორკძალების გამოხატვით, ისე მისი წმინდა სახელისადმი პატივისცემით.

ციტატა
მორიგი ტყუილი.
ძელზე გაკვრა - ასეთი სასჯელი რომის იმპერიაში საერთოდ რომ არ არსებობდა, ის მაინც თუ იცი? laugh.gif და ჯვარზე, უფლის გარდა, უამრავი ადამიანი გაუკრავთ, მარტო სპარტაკის და მისი 6000 მომხრის რომი-კაპუას გზაზე გაკვრის გახსენებაც საკმარისია....

თუ გსურს, დაგისახელებ ჩვენს ლიტერატურას და გაეცნობი მასში მითითებულ იმ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ რომაელების მიერ ძელზე გაკვრით ათასობით ადმაიანის დასაჯას .



ციტატა
აკაკი

კარგი, დაანებე. ცოდვაა.

რა არის ცოდვა? რას გულისხმობ?

ციტატა
მასე ხომ უნდა აღიაროს, რომ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი და აცალე, ცოტა ხანს იყოს იქ. laugh.gif მოძღვრებას მაინც გავეცნობით იქაურს. smile.gif

ამ ფორუმზე იეჰოვას მოწმის ყოფნა თუ არ გსურთ, თქვით და ახლავე დაგტოვებთ.


--------------------
"მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iehovas Mocme
პოსტი Mar 17 2011, 05:01 PM
პოსტი #436


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-March 11
წევრი № 10,691



ციტატა(აკაკი @ Mar 17 2011, 04:06 PM) *

და ეს წერილი ვინ დააკანონა? smile.gif

აკაკი

წმინდა წერილი ეკლესიის მამებს არ დაუკანონებით. ეკლესიის მამებს რომც დაეკანონებნათ, ეგ ხელს არ შემიშლიდა ბიბლიის სწავლებები მერწმუნა და არა ეკლესიის მამების გადმოცემები.


--------------------
"მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 17 2011, 05:08 PM
პოსტი #437


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა
თუ გსურს, დაგისახელებ ჩვენს ლიტერატურას და გაეცნობი მასში მითითებულ იმ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ რომაელების მიერ ძელზე გაკვრით ათასობით ადმაიანის დასაჯას .


ეს ჩემთვის ადამიანური გონების, უფრო სწორად კი ლოგიკისა თუ განსჯის ისეთ დაქვეითებაზე მეტყველებს, რომ საერთოდ საპასუხო აზრიც კი მიქრება ხოლმე. თავის ასეთი მოტყუება მე მგონი ისტორიას არ ახსოვს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iehovas Mocme
პოსტი Mar 17 2011, 05:13 PM
პოსტი #438


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-March 11
წევრი № 10,691



afxazi

რატომ ფიქრობ რომ ის რაც მე დავწერე ადამიანის გონების, ლოგიკისა და განსჯის დაქვეითებაზე მეტყველებს? რატომ მაყენებ მასეთ შეურაცხყოფას?


--------------------
"მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Mar 17 2011, 05:14 PM
პოსტი #439


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Iehovas Mocme
ციტატა
წმინდა წერილი ეკლესიის მამებს არ დაუკანონებით.


ამის დამტკიცება შეუძლებელია. smile.gif



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iehovas Mocme
პოსტი Mar 17 2011, 05:17 PM
პოსტი #440


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-March 11
წევრი № 10,691



ციტატა(აკაკი @ Mar 17 2011, 05:14 PM) *

Iehovas Mocme
ამის დამტკიცება შეუძლებელია. smile.gif

აკაკი

შეუძლებელი არაა შესაძლებელია. მაგრამ შენ ისე ხარ დარწმუნებული აზრიც არ აქვს მის დამტკიცებას. რაღა გაეწყობა, გწამდეს მასე.


--------------------
"მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 20 21 22 23 24 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 07:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი