IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები...
თათარაშვილი
პოსტი Jul 27 2007, 12:16 AM
პოსტი #61


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(Sexvewili @ Nov 16 2006, 11:42 AM) *

ერთი სიტყვით ყველაფერი... ვეფხისტყაოსანზე!


ვეფხისტყაოსანი!
ეს არის უდიდესი ნიჭიერება.
ეს არის განუმეორებელი.
ეს იყო,არის და იქნება.
ვეფხისტყასანი ეს არის არაამქვეყნიური სიბრძნე smile.gif

ხოლო შოთა რუსთაველი გენიოსი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2007, 10:51 AM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,565
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვეფხისტყაოსნის" უძველესი მინიატურები, რომლებიც ინახება ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის განყოფილებაში, უორდროპების ფონში:

IPB-ს სურათი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 27 2007, 02:35 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



ციტატა(Ismail @ Jul 27 2007, 12:02 AM) *

იქნებ შოთამ ცოტა გართობა გადაწყვიტა და იმიტომ გააკეთა ეს? rolleyes.gif ანუ უბრალოდ ერთი ხალისიანი ექსპერიმენტი ჩაატარა?
ჰა? თქვენ რას ფიქრობთ?
___________________________________________________________



ხო ეგ ერთობოდა და აბა ჩვენ გვკითხე biggrin.gif რო ვიმტვრევთ თავს....... აღარ დავინახო ეგეთი ექსპერიმენტები laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 27 2007, 08:15 PM
პოსტი #64


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(makuna7474 @ Jul 27 2007, 01:07 AM) *

რა გართობა კაი რა...
ეს ყველაზე უსაფუძვლო და სუსტი არგუმენტია რაც კი მომისმენია ამ თემასთან დაკავშირებით!
პ.ს. ამ თემაზე აქაც შეიძლება საუბარი
პ.პ.ს. იმედია არ მიწყენ wink.gif





არ გიწყენ...
შენ არ გიწყენ... a025.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Sep 4 2007, 10:52 AM
პოსტი #65


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



რუსთაველის "ლექსი" ისე უნდა იკითხო ყოველ დილა საღამოს, როგორც დილა-საღამოს კითხულობენ ბერები ლოცვას და ძილისპირივით უნდა იღიღინო ჯადოსნური სტრიქონები... ყოველი ქართველი უნდა ივსებდეს გონებას შოთას შაირით, როგორც დემოსთენი ივსებდა პირს კენჭებით, ენაბრგვილობის დასაძლევად... smile.gif


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Sep 4 2007, 02:22 PM
პოსტი #66


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



დიდი სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს და ამ სახითაც შევუწყობდი ხელს მის უკვდავებას თუმცა რა სასაცილოა ჩემს გარეშეც უკვდავია!!! ჰო მაგრამ რომ გადამეღო ფილმად ზუსტად ვიცი ბეჭდების მბრძანებელსაც ვაჯობებდით და სხვა მისთAნებს! tongue.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 23 2007, 01:23 PM
პოსტი #67


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



საინტერესოა...

ამოღებულია წიგნიდან "რუსთველოლოგიური ძიებანი"

კალისტრატე ცინცაძე - ვეფხისტყაოსნის ავტორის მსოფლმხედველობისათვის

პროკოფი რატიანი - ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი

ანზორ აბჟანდაძე -ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი

ლამარა ტატიშვილი - ვეფხისტყაოსნის გადამწერნი

ვიქტორ ნოზაძე - ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 23 2007, 04:15 PM
პოსტი #68


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ვეფხისტყაოსანი (რუსულად)


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Oct 24 2007, 01:11 PM
პოსტი #69


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



"იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია"

"საწუთრო ნათლად გვატირებს ,რაც ოდენ გაგვიცინია"

"მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს"

"ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია"

"მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია"


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chiamaialologi
პოსტი Nov 6 2007, 12:34 PM
პოსტი #70


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი № 3,068



მიწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნად ამოსვლა მწვანისა
ვარდის ფურცლობის ნიშანი - დრო მათის პაემანისა.

smile.gif


--------------------
მომე ნატვრები

როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 9 2007, 12:55 AM
პოსტი #71


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



სჯობს საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია...


sad.gif wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TuTashxia
პოსტი Nov 9 2007, 11:30 PM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 564
რეგისტრ.: 9-July 07
წევრი № 2,420



ეს არის ჩემი საყვარელი სტროფი....ვგიჟდებიიიიი ძალიან მიყვარს და არასდროს დამავიწყდებაააააა biggrin.gif

შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;
ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.


a025.gif


--------------------
დიდგორი the best
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 7 2007, 12:12 AM
პოსტი #73


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



მართალია დიდათ მტანჯა მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ვეფხისტყაოსანი...
განსაკუთრებით ის მომენტი მიყვარს ტარიელი ქახებისაგან დიდ გორას რო გააკეთებსsmile.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Jan 23 2008, 10:25 PM
პოსტი #74


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



დავწერ რაც ზეპირად მახსოვს: tongue.gif

მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია;
უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია;
სმა-ჭამა_დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?
ღასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია!


მართლად თქმულა: “არა მართებს ყვავსა ვარდდი, ვირსა რქანი,”


მაგრა თქმულა: “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების”



მიჯნური მიჯნურსა შეებრალების


თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!


ნუ ამდურებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!


რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.


რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?


რაც არა გწადდეს იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.


რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.


რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!


საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს
ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამაგონოს
არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს


სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო.


სიყვარული აგვამაღლებს.


სცდების და სცდების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად

ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს

შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად

წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაასივნებს

ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.


ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.


ვარდთა დ ანეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა უნ მოგეწყინების!
Uხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინე ბის.
ხვად გასცემდი!-ზღვათაცა შესდის და გაედინების


წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ! “სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ,
შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!




ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ეროგან მოყმე და მცხოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Jan 23 2008, 10:29 PM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებე, დამლოცვენ, მოვეგონები.”




--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Jan 24 2008, 10:21 PM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ციტატა
მიწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნად ამოსვლა მწვანისა
ვარდის ფურცლობის ნიშანი - დრო მათის პაემანისა



ისე ზაფხული თუ მიწურული იყო,(ანუ შემოდგომა დგებოდა) როგორ ღა იყო ვარდის ფურცლობის ნიშანი ?


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მანანა
პოსტი Apr 4 2008, 01:43 PM
პოსტი #77


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 16-November 06
წევრი № 483



როგორც ვიცით, "ვეფხისტყაოსანში" თანდათან ჩნდება ახალი ქართულისათვის დამახასიათებელი გრამატიკული ფენომენები. ხომ არ მოგეპოვებათ უფრო ვრცელი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ან ხომ ვერ მიმითითებთ ინტერნეტში ლიტერატურას რუსთველის ენის შესახებ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 20 2008, 03:00 AM
პოსტი #78


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



თუ ყვავი ვარდსა იპოვნის, თავი ბულბული ჰგონია...



ჰმ... rolleyes.gif

ციტატა(მანანა @ Apr 4 2008, 02:43 PM) *

როგორც ვიცით, "ვეფხისტყაოსანში" თანდათან ჩნდება ახალი ქართულისათვის დამახასიათებელი გრამატიკული ფენომენები. ხომ არ მოგეპოვებათ უფრო ვრცელი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ან ხომ ვერ მიმითითებთ ინტერნეტში ლიტერატურას რუსთველის ენის შესახებ?

ა.შანიძის თხზულებათა მეხუთე ტომი ნახეთ, იქნებ დაგეხმაროთ.


ისე რამდენად ახალი ქართული ჰქვია ამას, არ ვიცი, უფრო საშუალი ქართულია მგონი smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 21 2008, 03:50 PM
პოსტი #79


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ვეფხისტყაოსანი ნამდვილად სიბრძნის წიგნია:"რასაცა გასცემ სჰენია რაც არა დაკარგულია" "ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა ვით ქვიტკირსა" "ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი, მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ გულოვანი, ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთად მოყმე და მცხოვანი, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი" wub.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 21 2008, 07:41 PM
პოსტი #80


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ვეფხისტყაოსნის გამონაგონობას რაც შეეხება, ეს ამბავი რეალური ამბებიდან აქვს შოთას აღებული, ჩემი აზრით. ტოპონიმებიც კი ისეთივეა ნახსენები,როგორიც საქართველოში რეალურად არსებობდა. როგორც მსმენია სამცხეში იყო ქალაქი რომელსაც ქართველები ქაჯთა ქალაქს უწოდებენ. "ინდოეთს შვიდთა მეფეთა...." ნახსენებია ვეფხისტყაოსანში პარალელი შეიძლება გავალოთ ოქროს ხანის დროინდელ საქართველოსთნ რომელიც 7 სამეფო -სამთავროდ იყო დაყოფილი. თავად ნესტან დარეჯანისა და ტარიელის გმირები შეიძლება თამარ მეფისა და მისი ბიძაშვილის დემნა ბატონიშვილის პროტოტიპებად მოვიაზროთ. ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება არსებობს თუმცა ისტორიული წყაროებით ეს დადასტურებული არ არის. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ თინათინის გამეფების ეპიზოდი აბსოლუტურად ემთხვევა ისტორიულ წყაროებში თამარის გამეფების შესახებ დაცულ და მოხსენიებულ ქრონოლოგიას. rolleyes.gif დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალი პარალელის პოვნა შეიძლება რეალობასთან. მე მაინც ვემხრობი იმ აზრს, რომ ეს რეალური მოვლენების შთაგონებით შექმნილი ნაწარმოებია. P.ს. ნიკო მარი ამტკიცებდა , რომ ლონდონის მუზეუმში დაცული იყო სპარსული წყარო- ვეფხისტყაოსნის დედანი, შემდგომში მან ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადა. ესეც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ვეფხის ტაოსანი ქართველი ავტორის მიერ შექმნილი ქართული ნაწარმოებია! thumbs.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 09:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი