IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Jan 2 2009, 04:40 PM
პოსტი #221


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ყველას გილოცავთ ახალ, 2009 წელს! გუშინ ჩემი მეკვლე იყო ყუმის სასულიერო აკადემიის ფილოსოფიის ლექტორი - აქბარ მოყადასი! რა თქმა უნდა ახალ ქვეთავს მალე შემოგთავაზებთ! გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 5 2009, 07:39 PM
პოსტი #222


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ჩემი მეკვლე - აქბარ მოყადასი (ზუბიტაშვილი) ყუმის სასულიერო აკადემიის ფილოსოფიის მასწავლებელი.

IPB-ს სურათი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 7 2009, 11:05 AM
პოსტი #223


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გილოცავთ შობას!
გთხოვთ მოინახულოთ ჩემი "შინაურული" საიტი, სადაც დავამატე ახალი ქვეთავი 101 - აქბარ მოყადასი - ჩემი მეკვლე.
პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bycha
პოსტი Jan 8 2009, 11:06 AM
პოსტი #224


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 18-November 08
წევრი № 5,964




gugua
გამარჯობა,გილოცავ შობას-მრავალს დაესწარი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 8 2009, 02:40 PM
პოსტი #225


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მეც გილოცავ ბატონო გიორგი შობას და ასევე სრულიად ქართველებს საქართველოში და საქართველოს გარეთ!
ღმერთმა მოგანიჭოთ სიმშვიდე და გაგაძლიეროთ!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 10 2009, 08:19 AM
პოსტი #226


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მადლობა ძმებო! გაიხარეთ!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 12 2009, 07:40 PM
პოსტი #227


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



gacnobebT, rom saitshi www.fereidani.ge moxda cvlilebebi, kerZod 100-e qveTavSi daemata axali video masala fereidanze da fereidnelebze.
1. "bednieri var..."
2. safrangeTSi mcxovrebi ina inariZe fereidanSi.
3. TurqeTi. trapizoni. "Sumela Monastery" - video.
4. Ice Switzerland - oTar javaSvili. Svecia.

gTxovT moinaxuloT. pativiscemiT, giorgi alaverdaSvili.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iber
პოსტი Jan 12 2009, 07:56 PM
პოსტი #228


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 5,968



გილოცავთ შობა–ახალ წელს gugua და ყველას!!!
გისურვებთ მშვიდობას მტრის სახლში დაბრუნებას ბედნიერებას
და გახარებას!!!


--------------------
კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 13 2009, 07:36 AM
პოსტი #229


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მადლობა ძმაო iber! მეც გილოცავ ძველით ახალ წელს!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 13 2009, 11:03 PM
პოსტი #230


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გამარჯვება გუგუა! ფერეიდნელი ქართველი პირველად თელავში გავიცანი 1972 წელს. სტუდენტური გასვლით ვიყავით თბილისიდან თელავში. ფერეიდანელ ქართველებზე ყოველთვის ვფლობდი ინფორმაციას, თუმცა მწირს. გასულ ღამეს „დესპანზე“ დადებულ ლინკს შევყევი "საიტში". დილის 5 საათამდე ვკითხულობდი... გასული ღამის ჩემს ყოფას დაჭრილი სულის ბღავილს დავარქმევდი. ვიწამოთ ქართველნო! ჩვენ ერთმანეთი გვყავს! ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო გ ა ბ რ წ ყ ი ნ დ ე ბ ა !
"შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები" – "ქართული დიასპორა" – ჩანაწერი 39.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 15 2009, 09:40 PM
პოსტი #231


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ რომ საიტში www.fereidani.ge დაემატა ახალი ქვეთავი 102 - ორჰან ბერიძე - თურქეთის ქართველი.
გთხოვთ მოინახულოთ. პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 17 2009, 02:38 PM
პოსტი #232


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ რომ საიტში www.fereidani.ge დაემატა ახალი ქვეთავი 103 – “გიორგი ამუზაშვილი - სოფელი აკურა”.
გთხოვთ მოინახულოთ. პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 20 2009, 07:22 PM
პოსტი #233


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



კარგა ხანია თვალს გადევნებთ CHURCH.GE მართლმადიდებლური ფორუმიდან. ასევე ხშირად ვსტუმრობ თქვენს ვებ-გვერდს. სიმართლე გითხრათ, რამდენჯერაც კი შემოვედი საიტში, იმდენჯერ გული ამომიჯდა. საქართველოს ისტორია თვალნათლივ დამიხატეთ ირანის მეშვეობით. თვალწინ გამიცოცხლეთ ძველი საქართველო. მადლობა მინდა მოგახსენოთ ამისათვის. მე არა მგონია იყოს ქართველი, ვინც უცრემლოდ და გულგრილად წაიკითხავს ჩვენი თანამემამულეების ნაოცნებარს, მოწიწებას და დიდ სიყვარულს ქართული ჯიშისადმი და მიწისადმი. ვენაცვალე მათ ყველას. რომ შემეძლოს ყველას სათითაოდ ჩავიკრავდი გულში. მათი სახით ძველი საქართველო ცოცხლობს. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და გეფერებით ძალიან ბევრს, როგორც ქართველი ქართველს. მაპატიეთ, ეს ჩემი მოწიწებული წერილია, ვეღარ დავმალე ტკივილი და სიხარული. ამიტომ მოგწერეთ. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით, ფატი გავაშელი. აშშ. ნიუ-იორკი.
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 40.

გარდა ამისა, ქვეთავში 103 – „გიორგი ამუზაშვილი - სოფელი აკურა“ დაემატა ახალი ფოტო-გალერეა. ხოლო „შთაბეჭდილებების“ ბოლოს ფოტო-გალერეა - „სტუმრად კახეთში, მერი ბებიასთან“. პატარა ცვლილებებია 101 და 102 ქვეთავებშიც.
გთხოვთ მოინახულოთ. პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 22 2009, 09:23 PM
პოსტი #234


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ, რომ საიტში www.fereidani.ge დაემატა:
1. ქვეთავი 75 – „მესამე თვალი“;
2. ქვეთავი 43 – რადიო ინტერვიუ გიორგი ალავერდაშვილთან. "ღია სტუდია – ჩვენი საგანძური" – ივანე ჯაფარიძე. ინტერვიუს გადმოქაჩვა – mp3 (105,00 mb.)
პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 24 2009, 06:12 PM
პოსტი #235


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ჯიმი დაბრუნდაშვილი – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში.

გამარჯობათ ძვირფასო ქართველებო! 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამედიცინო ცენტრის გახსნას ლტოლვილთა სოფელში, სოფელ წეროვანთან ახლოს.
გთხოვთ, იხილოთ ფოტო-მასალა და მადლობის წერილი ყველას, ვინც დაგვეხმარა. მოკითხვით ჯიმი დაბრუნდაშვილი. 721 647 748

მოგესალმებით ყველას!

აგვისტოს ომის საშინელ დროს, როდესაც ლტოლვილად იქცა რამოდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქე, მაშინ ჩვენ და ჩვენმა ჩეხმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ წამოგვეწყო რაიმე პროექტი, რომლითაც ამ გაჭირვებულ ხალხს დავეხმარებოდით. ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა ე.წ. მობილური კლინიკის ”Hand for Help” (www.hendforhelp.cz) მონტაჟი სამაჩაბლოს რეგიონში (ამჟამად უკვე სოფელ წეროვანში). ეს პროექტი შედგა სათვისტომოს, ”ჰენდ ფორ ჰელპ”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით.
ამ კვირაში ფოსტით მივიღე ოფიციალური წერილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან. სამინისტრო მადლობას გვიხდის გაწეულ სამუშაოზე. მობილური კლინიკა უკვე მზადაა და ფუნქციონირებს, მაგრამ ამ საქმის გაგრძელება კიდევ იქნება.
ამ წერილით მინდა უღრმესი მადლობა მოვუხადო პირადად ყველას ვინც გვერდში ამომიდგა: საქართველოს მწვანეთა მოძრაობის აღმასრულებელ მდივანს ქალბატონ რუსუდან სიმონიძეს, რომელმაც ურთიერთობა დაამყარა ჩვენსა (”ჩეხურ მხარეს”) და ჯანდაცვის სამინისტორს შორის. დროული კორესპონდენციით ყველა მოთხოვნები დროულად გადასცა, მოაწყო შეხვედრა. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრის მოადგილეს ბატონ ზურა უტიაშვილს, რომელმაც მიღებული კლინიკის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, თავი მოუყარა მათ ხელთ არსებული ყველა რესურსებს, მოგვაწოდა დოკუმენტაცია ჩეხური მხარის პირობების დასაკმაყოფილებლათ, რამაც ხელი შეუწყო პროექტის მოცემულ ვადებში დამთავრებას. მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ალანიას, მან შექმნა ჩვენი სათვისტომოს ვებ გვერდი. ეს ვებ გვერდი თამაშობს დიდ როლს ჩეხეთის საზოგადოებაში საქართველოს გასაცნობად (www.samshoblo.net). მადლობას ვუხდი ქალბატონ ბლანკა ხორვატოვას, რომელთანაც ერთად შევადგინე საგრანტო პროექტი. ასევე დიდი მადლობა ბატონ კარელ დოლანსკის დაუღალავი მუშაობისთვის (პროეტის დირექტორს).
მობილური კლინიკა შედგება საოპერაციო დარბაზისგან და პაციენტების შენობისგან. გრანტის საფასურია ათი ათასობით ევრო (დაწვრილებითი ანგარიში გამოქვეყნდება ამა წლის მარტში) და ამას დაემატა სათვისტომოს სახელით აგროვებული თანხაც, დაახლოვებით ორი ათასი ლარის ექვივალენტი. რისთვისაც დიდი მადლობა – რადიო თავისუფლების პრაღის მთელ ქართულ რედაქციას, ბატონ გიორგი ალანიას, ზურა ლალიაშვილს, პეტრა ლედვინკოვას, სერგო ახვლედიანს და კიდევ ორ ანონიმურ მოქალაქეს (http://samshoblo.net/page.php?6) (რა თქმა უნდა მეც). არსებული თანხის დახარჯვის ფაქტურა მალე გამოქვეყნდება. შეიძლება ეს თანხა მავანს არასაკმარისად მოეჩვენოს, მაგრამ მაგალითად თუ შევადარებთ აქ მცხოვრები ჩეჩნების, ინგუშების, აზერბაიჯანელების, სომხების აქტიურობას, მაშინ უნდა ითქვას, რომ ქართველებს ერთმანეთის სოლიდარობა არ გვაკლია. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა არის დონორთა კონფერენციის ორგანიზატორი. მათი (კერძოდ კი ბატონ ალექსანდრე ვონდრას) ინიციატივით ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად მსოფლიოში აგროვდა 4 მილიარდ ნახევარზე მეტი დოლარი. ამ თანხების დიდი ნაწილი წავა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად.


პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი
ქართული სათვისტომოს ”სამშობლო” in The Czech Republic
dadidube.jimi@gmail.com +420 721 647 748

www.fereidani.ge
ქვეთავი 104.

ალბათ, რამდენჯერ უტირიათ საქართველოდან აყრილ ქართველებს ფერეიდანში?! ალბათ, რამდენჯერ გამოპარულან ირანიდან, გამოუვლიათ ჰორიზონტზე ცის გუმბათად ქცეულ, შვიდფერა ცისარტყელაში და შემოსულან მათთვის მირაჟად ქცეულ სამშობლოში, საქართველოში – "სიზმრად". ალბათ რამდენს თვალის ჩინიც კი წარსთმევიათ საზღაპროდ ქცეულ საქართველოსკენ ყურებით! 400 წელი; – გულის ქვეშ კრძალვით, სიყვარულით შეუნახავთ ძვირფასი განძი – "ხატება საქართველოსი". თქვენ, "400 წლის" ფერეიდნელო ქართველებო! – კმარა "ინქ" ყოფნა! – „ანქ“ გელით! ეს არის, თქვენი სულიერი ტკივილით ტკივილმიყენებული, აქაური ქართველების სულის ამოძახილი! ნაზიბროლა წითელაშვილი.
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 41 (ქვეყანა უცნობია).


მიიტანეთ სახე მონიტორთან ისე, რომ ცხვირის წვერს ეხებოდეს, მოადუნეთ თვალები და მიაჩერდით ნახატს ისე, თითქოს სურათის მიღმა იყურებით. როცა თქვენი თვალები შეწყვეტენ რომელიმე გარკვეული წერტილის ფიქსირებას, ნელ-ნელა დაშორდით ეკრანს (წამში ერთი სანტიმეტრით), გაჩერდით იმ მანძილზე, რომელზეც, ჩვეულებრივ, წიგნს კითხულობთ ხოლმე და გააგრძელეთ სურათის დაჟინებით ყურება. შესაძლოა თავიდან ვერაფერი დაინახოთ, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ, რამდენჯერმე კიდევ სცადეთ და ისეთ შედეგს მიიღებთ, რომ აღფრთოვანებისგან წამოიყვირებთ კიდეც.
www.fereidani.ge
ქვეთავი 75 „გოლე ლაალე ვააჟეგუნ“ – „მესამე თვალი“ – ისტრუქცია.


აკროსტიკი

ა-კურა – ძველო სოფელო,
კ-ურთხეულ კახეთისაო,
უ-ფლისგან გერგო მთა-ბარი
რ-წმენა გაქვს სამებისაო,
ა-ხარე ბაღ-ვენახები,
ს-აუფლო სიწმინდისაო!

მარიამ (ცინარი) ხმიადაშვილი
2009 წლის ქრისტეშობისთვე
www.fereidani.ge
ქვეთავი 103 „გიორგი ამუზაშვილი – სოფელი აკურა“.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Jan 24 2009, 06:29 PM
პოსტი #236


summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927



მე ვწერ საკონფერენციო თემა ფერეიდნელ ქართველებზე და იქნებ ვინმემ საინტერესო ორიგინალური სათაურის შერჩევაში მომეხმაროთ რააა... და საერთოდ ვისაც რითი შეგიძლიათ დამეხმარეთ კარგი? smile.gif smile.gif


--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 24 2009, 07:17 PM
პოსტი #237


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



თამარ, სიამოვნებით დაგეხმარები, მაგრამ კონკრეტულად მაინც რის შესახებ გინდა დაწერო? სურათები დაგჭირდება?


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 24 2009, 07:59 PM
პოსტი #238


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გამარჯობათ ყველას,

მინდა გუშინდელ წერილში კიდე ერთი სიზუსტე შევიტანო. ზოგიერთ ჩვენს წვერს გაუჩნდა კითხვები კლინიკის დაფინასებზე, სათვისტომოს მხრიდან. სია, სადაც ვახსენე ქართველების და ჩეხების შემონაწირი არის თითქმის ზუსტი. საქმე იმაშია, რომ ჩვენ კლინიკის აღჭურვილობის თანხა უნდა გადაგვერიცხა ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში, მაგრამ საჭირო თანხი აგროვება საჭირო ტემპით არ მიმდინარეობდა. 14 ნოემბერს ჩაირიცხა რადიო თავისუფლების მხრიდან თანხა, რომელითაც შეივსო სასურველი რაოდენობა. თუმცა გადავრიცხეთ ათი დღის შემდეგ (იმის იმედით, რომ იმ დღეებში კიდევ მოიმატებდა). ჩვენ მიერ თანხის გადარიცხვა მოხდა 24 ნოემბერს. მას შემდეგ შემოვიდა კიდევ რამოდენიმე ათასი კრონი მაგრამ გადარიცხვა აღარ მოხდა (ხელშეკრულების გამო). თუმცა დარჩენილი თანხა დაიხარჯა არა ნაკლებად ეროვნულ საქმეზე. კერძოდ კი ბატონი გიორგი ალანიას ინციატივით ვიყიდეთ საახალწლო ნობათი, აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ობლებისათვის. ნახეთ: http://www.samshoblo.net/memoriali/. ეს ინიციატივა ჯერ არ არის დამთავრებული (ამიტომაც არ გვინდოდა დაგვეწერა). იქნება მისი გაგრძელება. ამ წამოწყებას აქვს დიდი გამოხმაურება, მათ შორის სხვადასხვა ქართულ ინტერნეტ ფორუმებზეც. ყველა ეს ღონისძიება დაფიქსირებულია სათვისტომოს ვებ გვერდზე და ყველაფერი კეთდება სათვისტომოს სახელით.
ბოლოს, ბოდიში მინდა მოუხადო ბატონ პაატა ბოკერია, რომელიც გამომრჩა კლინიკის დონორთა სიაში (გაუგებარი ინიციალების გამო). ასევე მოუწოდებ ყველას ვინც ფიქრობს, რომ მისი მონაცემები უნდა იყოს ვებ გვერდზე, მიანიშნონ თანხის გადმორიცხვის დროს. რადგანაც ბანკი უარს ამბობს პირადი მონაცემების ჩვენებაზე და მეორეც, ჩვენ დასტურის გარეშე არ გამოვაქვეყნებთ. არასამთავრობო ორგანიზაციის ანაგრიშის შენახვა თვეში ღირს დაახლოვებით ორას კრონამდე, ასე რომ ანგარიშს შენახვაც უნდა. მადლობთ ყველას თანამშრომლობისთვის და გთხოვთ მოგვწეროთ, თუ რაიმე დამატებით გაინტერესებთ.

პატივისცემით
ჯიმი დაბრუნდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 26 2009, 07:18 PM
პოსტი #239


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ბატონო გიორგი, 2-3 დღეა თქვენს საიტს ვეცნობი... აქამდე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი ფერეიდანზე, მუსიკალური ფონი კი უფრო მასევდიანებს... ფერეიდანის თემაზე ცოტა მოგვიანებით შეგეხმიანებით, ახლა კი აგვისტოს ომის თემაზე მინდა მოგწეროთ. მე ხაშურიდან ვარ და რამდენჯერაც თავიდან ვკითხულობ ამ ქვეთავებს, იმდენჯერ ისევ თავიდან განვიცდი, თუ რა საშინელება გადავიტანეთ. როცა 104-ე ქვეთავში ვნახე აუფეთქებელი ბომბის ფოტო, გადავწყვიტე გამოგიგზავნოთ ორი ვიდეო, რომლებსაც მობილური ტელეფონით სულ თან დავატარებ, იქნებ რამეში გამოგადგეთ. პატივისცემით გიორგი მხატრიშვილი. ხაშური.
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“– ჩანაწერი 45

ეს შარშან დავწერე. ვფიქრობ, ჩვენს ფერეიდნელებს გულებს გაუთბობს ეს მცირე წერილი: „დაახლოებით 8 წლის წინ მომიწია ჩემი დახატული სამშობლოს დატოვება. მოვდიოდით მე და ჩემი მეუღლე. არ გვქონდა მაშინ საშუალება ბავშვებიც წამოგვეყვანა, ჩვენ თვითონ არ ვიცოდით კონკრეტულად, სად მოვდიოდით. არავინ არ გველოდებოდა და არც არავის იმედი არ გვქონდა, საკუთარი თავის გარდა. მოკლედ, რომ იტყვიან, სახრჩობელაზე ჩვენი ფეხით მივდიოდით. სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ეხლაც არ ვიცი რამ მიბიძგა, გამეკეთებინა ვაზის წალამისგან შეკვრა და წამომეღო. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა ყველას. მეც, მეუღლესაც და ჩემს ვაზსაც. 7 წელი ვატარე ჩემთან ერთად სადაც წავედით და წამოვედით, ჩემთან ერთად იტანდა ყველანაირ გაჭირვებას. თავიდან სასტუმროებს ვიცვლიდით ყოველ კვირა, ძვირიდან იაფისკენ, სანამ საცხოვრებელ ადგილს მოვძებნიდით. არ უღალატიათ, არცერთი არ გამხმობია. აბაზანაში, სველ პირსახოცებში მყავდნენ გახვეულები. ვეღირსეთ აპარტმენტს, მაგრამ სად უნდა გამეხარებინა. კვირტები დახეთქვაზე ჰქონდათ უკვე. პარკებში დავეხეტებოდი, იქნება სადმე მზიანი ადგილი მეპოვა და დამერგო, თორემ უკვე მიხმებოდნენ. ბევრჯერ შევიცვალეთ ადგილსამყოფელი, შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში, სახლიდან სახლში. ჩემ ქართულ ვაზს ჩემთან ერთად უჭირდა, ხან ვედროებში მქონდა, ხან პლასტმასის კასრებში, თან ვახარებდი და ვამრავლებდი. 7 წლის მერე ვეღირსეთ "დროებით" საცხოვრებელს. მივაბარე ბარაქიან განაყოფიერებულ მიწას და შემოდგომაზე ნაყოფიც მომცა. ჩვენებურად ცოტა ღვინოც გავაკეთე.
მოდით ეხლა გეტყვით: იმ გრძნობას და იმ ძალას გაუმარჯოს, რომელმაც იმ რამოდენიმე ვაზის წალამი წამომაღებინა ამ გადაკარგულში. გაიხარეთ და გამრავლდით. გიორგი ელჩიბეგაშვილი. აშშ.
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“– ჩანაწერი 35.2


მოგესალმები გუგუავ, გამარვებით! წუხელის გვიან, კიდევ ერთხელ გადავიკითხე საიტის ორივე ნაწილი, არაფერი გამომრჩეს მეთქი და შთაბეჭდილებებშიც შევყევი "ცრემლთა მდინარეს". მდინარეს ვამბობ და, გამჩენს ვფიცავარ არ ვცრუობ. განა კი, რა უნდა ერქვას, ორთავ თვალიდან წამოსულ ცრემლთა ნაკადულს, ნიკაპთან რომ ჰპოვებს შესართავს და მდინარესავით მიედინება, შენს მიერ თავმოყრილი წერილების სტროფიდან სტროფზე. ყოველ მათგანში, ულამაზესი საქართველოს, ულამაზესი ქართველების, ტკივილნარევ, თითქოს ლამაზ "ლეგენდად" ქცეულ ისტორიას რომ აღმოაჩენ. მადლობის მეტი რა გვეთქმის, ჩემო გუგუავ (გიორგი)! ნაზიბროლა წითელაშვილი. აშშ. ნიუ იორკი.
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“– ჩანაწერი 41.2


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jan 26 2009, 07:39 PM
პოსტი #240


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



მე დავით88 და ჩემი ფერეიდნელი ძმა! თორნიკე ვენაცვალე მაგარი კაცი ძალიან smile.gif
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი