IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კოლხეთი, ერთ-ერთი უძველესი ქართული პოლიტიკური ერთეული
sable
პოსტი Oct 8 2009, 02:07 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



აქ კოლხეტის შესახებ ერთ-ერთი უძველესი ქართული პოლიტიკური ერთეულის შესახებ.

ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიას ხშირად კოლხეთიდან იწყებენ, ხოდა კოლხეთის შესახებ არ იქნება ურიგო კამათი და ინფორმაციის შეგროვება.


აგერ მცირე ექსკურსი ქართული ვიკიდან კოლხეთის ისტორიის შესახებ:



ძვ. წ. XVII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა კოლხეთის სამეფო. ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყაროს ურარტუელთა მიერ ცნობილი იყო როგორც ქუხა (ასევე კოლხა, ან კილხი). მეზობელ ერებთან გამოდმებულ ომებში ჩართულმა კოლხებმა მოახერხეს დიაოხის ნაწილის შემოერთება ძვ. წ. 750-იანებში, თუმცა რამდენიმე სხვა პროვინცია დაკარგეს (მათ შორის სამეფო ქალაქი ილდემუსა) ურარტუს მეფე სარდურის II-სთან ძვ. წ. 750-748 და 744-742 ომების შედეგად.

სიმერიელებისა და სკვითების შემოსევებით დაუძლურებული სამეფო ძვ. წ. 730-720-იანებში აქამენიდი სპარსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ექცევა ძვ. წ. VI საუკუნის შუა წლებში. სკვითებისა და კიმირიელების დიდი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და უმთავრესად მესაქონლეობას და ცხენების მოშენებას მისდევდა. ამ მეომარ მომთაბარეთა ცხენოსანი ლაშქარი იმ დროისათვის საშინელ ძალას წარმოადგენდა და თავისი მოძრაობის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. სამხრეთ კოლხეთში მცხოვრები ტომები (ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონების, მოსქები და მარები) სპარსეთის მე-19 სატრაპოში მოაქციეს, ხოლო ჩრდილოეთი ტომები უსისხლოდ დანებდნენ და ხარკის სახით ყოველ ხუთ წელიწადში 100 ქალიშვილსა და 100 ჭაბუკს უგზავნიდნენ სპარსეთის მეფეს. აქამენიდთა უზარმაზარი იმპერიის სხვა რეგიონებთან მზარდი კომერციული და ეკონომიკური კავშირების წყალობით კოლხების მიწების სოციო-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა.


საინტერესოა იყო თუ არა კოლხეთი უძველესი ქართული პოლიტიკური ერთეული და თუ იყო როდიდან ყალიბდება ასეთად აქ მოყვანი დათარირება ცოტა საეჭვოა რადგან კოლხეთის სამეფოდ ჩამოყალიბება ძვ.წ. XVII ს. რამდენადაც მე ვიცი არ დასტურდება შესაბამისი მასალებით.

მოკლედ საკამათო ბევრი დაწერეთ ვისაც რა გაგიგიათ და ტყუილი და მართალი მერე თანდათან გაირჩევა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 07:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი