IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდა თეკლას დედათა მონასტერი
mogzaura
პოსტი Jan 8 2007, 02:28 AM
პოსტი #21


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



როგორ უნდა დავუკავშირდე არ ვიცი ან სად უნდა გავიგო მარტო 35კილომეტრიო და მეტი ინფორმაცია არ არის,თუ ვინმე რამეს გაგიებთ იქნებ გაგვარკვიოთ


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
anaqartveli
პოსტი Jan 8 2007, 02:37 AM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 4-January 07
მდებარ.: usa
წევრი № 787



ულამაზესი მონასტერია, პირველად ვნახე. მადლობა უფალს რომ არსებობს სავანეები სადაც ყველასგან უჩუმრად და დაფარულად უფლისთვის ღაღადებენ მისი მორჩილნი. და სანამ ეგეთი ადამიანები არსებობენ ჩვენც ვიარსებებთ ამ ცოდვილ მიწაზე.
უფალმა გააძლიეროს ყველა და მისცეს ძალა რომ ჩვენ ცოდვილთათვის აღავლინონ ლოცვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 8 2007, 10:57 AM
პოსტი #23


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მართლაც ძალიან საინტერესო მონასტერია, სხვა რა აზრი გამოვთქვა არ ვიცი, თუ რაიმე სახის ბერძნული ტრადიცია მოსწონთ, მგონი არ უნდა იყოს დიდი პრობლემა. გალობას არ ვგულისხმობ ეს თემა (გალობა)საშინლად მაღიზიანებს. გალობით ქართულად გალობდნენ, განკვეთილები არ უნდა იყვნენ, შემოსილებიც ქართული მანდილებით იყვნენ მონაზვნები, ბერძნული რა აქვთ ვერ მივხვდი. მასეთი ლოგიკით ჩვენ რუსული ტრადიციები გვაქვს და აშ


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
anaqartveli
პოსტი Jan 9 2007, 01:46 AM
პოსტი #24


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 4-January 07
მდებარ.: usa
წევრი № 787




რა არის აქ დასაპირისპირებელი? ან სადაო? მადლობა მას ვინც მოგვცა შაშუალება რომ გაგვეგო ამ მონასტრის შესახებ, ულამაზესია.

ანუ მადლობა გუჯას!!!
გაგახაროს ღმერთმა!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jan 9 2007, 01:57 AM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



გუჯა
გუჯა დიდი მადლობა.. smile.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 9 2007, 02:01 AM
პოსტი #26


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(anaqartveli @ Jan 8 2007, 09:46 PM) *

რა არის აქ დასაპირისპირებელი? ან სადაო? მადლობა მას ვინც მოგვცა შაშუალება რომ გაგვეგო ამ მონასტრის შესახებ, ულამაზესია.

ანუ მადლობა გუჯას!!!
გაგახაროს ღმერთმა!!!



გვეყო რაც იყო დაპირისპირება...კარგია რაც უფრო მეტს ეცოდინება ამ მონასტრის შესახებ, ვინ იცის, იქნებ ვინმეს გაუჩნდეს აქ წასვლის სურვილი და...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
anaqartveli
პოსტი Jan 9 2007, 02:18 AM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 4-January 07
მდებარ.: usa
წევრი № 787



ციტატა(შოთა @ Jan 9 2007, 12:57 AM) *

გუჯა
გუჯა დიდი მადლობა.. smile.gif

აბა რა, ვინ იცის კიდე რამდენი მონასტერი არსებობს რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი არ ვიცით!!!
ღმერთმა უწყის.... მაგაზე წმინდა გზა არცაა მგონი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Davithi
პოსტი Jan 9 2007, 02:20 AM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 24
რეგისტრ.: 5-January 07
წევრი № 793



შვილნო ჩემნო!

რა თქმა უნდა,ყველა ავტოკეფალური ეკლესია თანაბარია ღვთის წინაშე!!
და ნუ ვიკამათებთ იმაზე თუ რომელს უფრო მეტი მადლი გააჩნია! მაგრამ როცა მავანნი იძახიან და ცდილობენ საკუთარი ეკლესია დააკნინონ და და სხვა თანაბარი ეკლესია, უპირატესად წარმოაჩინონ. (კერძოდ საქართველოს ეკლესიაში, ბერძნული გალობისა და წესების დანერგვის მავნე პრაქტიკა).
თუ რუსული გავლენა ასე გვაღიზიანებს, რატომ უნდა მოვექცეთ ბერძნული გავლენის ქვეშ? მით უმეტეს საქართველოს ეკლესია მართალია ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ცდილობს რუსული გავლენიდან გამოსვლას.
მახსენდება ერთი ანდაზა... თუ შენი არ გიყვარს, სხვისას ვერ შეიყვარებო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 9 2007, 02:43 AM
პოსტი #29


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Mama Davithi @ Jan 8 2007, 10:20 PM) *

შვილნო ჩემნო!

რა თქმა უნდა,ყველა ავტოკეფალური ეკლესია თანაბარია ღვთის წინაშე!!
და ნუ ვიკამათებთ იმაზე თუ რომელს უფრო მეტი მადლი გააჩნია! მაგრამ როცა მავანნი იძახიან და ცდილობენ საკუთარი ეკლესია დააკნინონ და და სხვა თანაბარი ეკლესია, უპირატესად წარმოაჩინონ. (კერძოდ საქართველოს ეკლესიაში, ბერძნული გალობისა და წესების დანერგვის მავნე პრაქტიკა).


გეთანხმებით მამაო, რა თქმა უნდა ყველა ბერძნოიდი არა, მაგრამ უმეტესობა სამწუხაროდ ბერძნულს ყველაფერს მიიჩნევენ მართლმადიდებლობის იდეალად, და ქართული არამართლმადიდებლური ჰგონიათ, იგივე წარმოდგენაა გალობაზეც...ჩემი აზრით პრობლემა არა იმდენად ბერძნული სტილის ტაძრის აშენებაა, არამედ ქართული ტრადიციების ხელყოფა და არაკანონიკურად მიმჩნევა, მაგ: ბერძნოიდები მცხეთის ჯვარზეც ამბობენ რომ ბიზანტიურია...




--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Davithi
პოსტი Jan 9 2007, 02:56 AM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 24
რეგისტრ.: 5-January 07
წევრი № 793



ციტატა(გუჯა @ Jan 9 2007, 02:43 AM) *

გეთანხმებით მამაო, რა თქმა უნდა ყველა ბერძნოიდი არა, მაგრამ უმეტესობა სამწუხაროდ ბერძნულს ყველაფერს მიიჩნევენ მართლმადიდებლობის იდეალად, და ქართული არამართლმადიდებლური ჰგონიათ, იგივე წარმოდგენაა გალობაზეც...ჩემი აზრით პრობლემა არა იმდენად ბერძნული სტილის ტაძრის აშენებაა, არამედ ქართული ტრადიციების ხელყოფა და არაკანონიკურად მიმჩნევა, მაგ: ბერძნოიდები მცხეთის ჯვარზეც ამბობენ რომ ბიზანტიურია...



მართალი ხარ შვილო.

მცხეთის ჯვარზე სხვათა შორის, სომხებიც აცხადებენ თავის პრეტენზიას....

ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 9 2007, 06:12 PM
პოსტი #31


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816




რაც შეეხება არქიტექტურას, მე მგონი თუ არ ვცდები (თუ მეშლება შემისწორეთ) ყველაზე ძველი ქართული მონასტერი რომელსაც საყოფაცხოვრებო ნაგებობებიც შენარჩუნებული აქვს არის ივერონი. ის თავისი არქიტექტურით ქართული კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორც დანარჩენები. მე მგონი ათონი უნივერსალურია და ის არ ეკუთვნის რომელიმე ერს. საათის გადაწევა დაღამებისას ასევე ათონური (და არა ბერძნული) უძველესი ტრადიციაა, და დარწმუნებული ვარ ჩვენი ათონელი მამებიც ასევე იქცეოდნენ. სარეკელი დანამდვილებით ვიცი სერბებს და რუმინელებსაც აქვთ, რაც შეეხება სტასიდებს, მაშინ საჭიროა გამოკვლევა იყო თუ არა სტასიდები ივერონში ბერძნების მოსვლამდე თუ მათ მოიტანეს a075.gif და გამოკვლევის დამთავრებამდე არ უნდა მივაკუთვნოდ ბერძნულ ტრადიციას.
სხვა კიდევ რა ვიცი რა დაინახეთ "ბერძნული". უმშვენიერესი მონასტერია.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 9 2007, 09:58 PM
პოსტი #32


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(athos @ Jan 9 2007, 02:12 PM) *

ათონზე რამოდენიმე ფილმი მაქვს ნანახი, მაგრამ განსაკუთრებულად იმოქმედა ერთ-ერთმა, რომელიც ორი თვის წინ ვნახე. სურვილიც კი გამიჩნდა ათონის ნაწილი წამომეღო და უფრო ხელშესახები და ახლო გამეხადა. შეიძლება თავის დროზე მამა თეიმურაზსაც გაუჩნდა ასეთი აზრი, არ ვიცი. cool.gif
რაც შეეხება არქიტექტურას, მე მგონი თუ არ ვცდები (თუ მეშლება შემისწორეთ) ყველაზე ძველი ქართული მონასტერი რომელსაც საყოფაცხოვრებო ნაგებობებიც შენარჩუნებული აქვს არის ივერონი. ის თავისი არქიტექტურით ქართული კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორც დანარჩენები. მე მგონი ათონი უნივერსალურია და ის არ ეკუთვნის რომელიმე ერს. საათის გადაწევა დაღამებისას ასევე ათონური (და არა ბერძნული) უძველესი ტრადიციაა, და დარწმუნებული ვარ ჩვენი ათონელი მამებიც ასევე იქცეოდნენ. სარეკელი დანამდვილებით ვიცი სერბებს და რუმინელებსაც აქვთ, რაც შეეხება სტასიდებს, მაშინ საჭიროა გამოკვლევა იყო თუ არა სტასიდები ივერონში ბერძნების მოსვლამდე თუ მათ მოიტანეს wink.gif და გამოკვლევის დამთავრებამდე არ უნდა მივაკუთვნოდ ბერძნულ ტრადიციას.
სხვა კიდევ რა ვიცი რა დაინახეთ "ბერძნული". უმშვენიერესი მონასტერია.



მთავარი პრობლემაც მაგაშია, ათონის მთიდან "გარეგნული მხარის" წამოღება არაა მთავარი, მთავარია მათგან ლოცვა, მორჩილება და სარწმუნოება ვისწავლოთ და არა მათნაირი ტაძრების აშენება. მაგრამ მამა თეიმურაზის ზოგიერთი მრევლი ამბობს რომ ეს არის მხოლოდ მართლმადიდებლური ტრადიცია, ქართული არამართლმადიდებლური ჰგონიათ, როგორც გალობა...




ციტატა(ქავთარაძე @ Jan 9 2007, 04:36 PM) *

გუჯა

უბრალოდ არ უნდა გამახვილდეს ყურადღება და როგორ ფიქრობ ეს მოძღვრის გავლენა არაა რაც მრევლმა გითხრა?


არ ვიცი...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 9 2007, 10:08 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(athos @ Jan 9 2007, 06:12 PM) *

საათის გადაწევა დაღამებისას ასევე ათონური (და არა ბერძნული) უძველესი ტრადიციაა, და დარწმუნებული ვარ ჩვენი ათონელი მამებიც ასევე იქცეოდნენ.


ძველად დროის ათვლა ცოტა სხვანაირად მიდიოდა, ახლანდელი ათონური წესი ერთგვარად "ტემპერირებულია", თუმცა იმასთან განუზომლად ახლოსაა, რასაც ტიპიკონი მოითხოვს, ვიდრე მთელი წლის მანძილზე იგივე მწუხრის ლოცვის მუდმივად "სამოქალაქო დროით" 5 საათზე დაწყება.

ციტატა
სარეკელი დანამდვილებით ვიცი სერბებს და რუმინელებსაც აქვთ


საბაწმიდურ ტიპიკონს თუ ნახავთ (შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონი გამოცემული აქვს ე. კოჭლამაზაშვილს), იქ არანაირ ზარებზე საუბარი არ არის. ჩვენს კურთხევანში ახლაცაა სარეკელის კურთხევის ლოცვა, თუმცა დროთა სიავის გამო სარეკელი გაქრა საქართველოს ეკლესია-მონასტრებიდან. სხვათა შორის ამ ათიოდე წლის წინ როდესაც მამა თეიმურაზმა და სხვა მღვდლებმა დაბალყელიანი ფილონების ტარება დაიწყეს, ამას დიდი მითქმა-მოთქმა და დრტვინვა მოყვა, ზოგმა უცხო ტრადიციის შემოტანად მიიჩნია, არადა თუ მამა თეიმურაზის ანტიფონური გალობის შესახებ დაწერილ წიგნს ჩახედავთ, რამდენადაც მახსოვს იქ ნახსენებია, რომ დაბალყელიანი ქართული ფილონები დაცული არის ხელოვნების მუზეუმში. ახლა რუსულ მაღალყელიან ფილონს თითქმის არავინ ატარებს. ასევე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმან, რომ მოძღვრების ერთი ჯგუფი აღსარების მიღებისას თავადაც ზის და აღმსარებელიც ზის, ეს უცხო ტრადიციად გამოცხადდა. არადა ეფთვიმე მთაწმიდელის მცირე სჯულისკანონს თუ ჩახედავს კაცი, იქ სწორედ ეს არის ნათქვამი. ასეთი წვრილმანი დეტალი ძალზედ ბევრია, მათგან კი სამწუხაროდ ნეგატიური ფონი იქმნება.

ციტატა
რაც შეეხება სტასიდებს, მაშინ საჭიროა გამოკვლევა იყო თუ არა სტასიდები ივერონში ბერძნების მოსვლამდე თუ მათ მოიტანეს wink.gif


სტასიდები არაერთგზის იხსენება სხვადასხვა ბერძნულ ტიპიკონსა და სხვა წიგნში. რამდენად იყო დამახასიათებელი იგი საქართველოს ეკლესიისთვის, ძნელი სათქმელია, თუმცა აი დასაჯდომები რომ იყო ქართულ მონასტრებში, ეს უეჭველია (არ ვიცი მიგიქცევიათ ყურადღება თუ არა, მაგრამ ბევრ ძვ. ეკლესიაში ახლაცაა შემორჩენილი მაგალითად ეკლესიის კედლებს გასწვრივ ქვის დაბალი დასაჯდომები). რა უპირატესობა აქვს სტასიდას? მასზე შეიძლება როგორც დაჯდომა, ასევე დაყრდნობა, გარდა ამისა მლოცველებს ხელს არ უშლის ლოცვისას, ე.ი. მეტანიების აღსრულებისას არაა მისი გაწევა საჭირო, ნაკლებ ადგილს იკავებს, რადგან შესაძლებელია მისი აკეცვა, ინდივიდუალურია და არ გაიძულებს შენს გვერდით მჯდომს შეეხო და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მას გააჩნია საერო დასაჯდომელისგან სრულიად განსხვავებული ფორმა, ე.ი. გამიჯნულია საერო და საეკლესიო ტრადიციები. ჩვენს ეკლესიებში ახლა რა დასაჯდომლებს არ ნახავს კაცი, მახვშის სკამიდან დაწყებული ტახტრევანით დამთავრებული, ისეთი მრავალფეროვნებაა, კაცს გიკვირს. არადა ეკლესიისთვის შესაფერისი ამ სკამებიდან რამდენია? ამიტომ სტასიდის შემოღებაში კრიმინალური და ქართული ეკლესიის ტრადიციის დამაკნინებელი არაფერია (მასე გიორგი მთაწმიდელიც კრიმინალი უნდა იყოს, ათონური სვინაქსარი რომ თარგმნა, რომელმაც ჩვენგან ძვ. იერუსალიმური საღმრთისმეტყველო წესი საბოლოოდ გამოდევნა, სანამ, საბაწმიდური ტიპიკონით არ შეიცვალა თვითონაც). მითუფრო ვგონებ სადღაც მოვკარი კიდეც თვალი სხვაგან (მგონი მეუფე ზენონს არ უნდა ქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ). სტასიდა მარტო ბერძნებს კი არა აქვთ, კიევის ლავრაშიც მინახავს ერთ ეკლესიაში.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 9 2007, 10:28 PM
პოსტი #34


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ქავთარაძე @ Jan 9 2007, 06:16 PM) *

გუჯა
არც მე laugh.gif



იცი რაა გასაკვირი? ზემოთაც დავწერე და ეხლაც დავწერ, მე პირადად არ მიმაჩნია სწორად, ათონის მთაზე რომ წახვალ და იქაურობით რომ მოიხიბლები და იმ ტრადიციების დანერგვას დაიწყებ აქ... არც ის მესმის, მრევლი არ ამბობს რა მონასტერს აშენებს მისი მოძღვარი, და იძახის რომ კურთხევა არ აქვთ გაამხილონ მონასტრის შესახებ, ეს რაა? რას მალავენ? მონასტერს? მხოლოდ მათია მონასტერი? სხვები არ უნდა წავიდნენ იქ სულის საცხოვნებლად? ან მართლა მოძღვრის გავლენით მოქმედებენ, ან მორჩილება არააქვთ მოძღვრის...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 9 2007, 11:01 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(გუჯა @ Jan 9 2007, 10:28 PM) *

სხვები არ უნდა წავიდნენ იქ სულის საცხოვნებლად?


გუჯა, ეს საქართველოში გახდა ახლა ასე, თორემ ყოველთვის იყო მონასტრები, სადაც უცხოებს არ უშვებდნენ. ვთქვათ მამათა მონასტერში არ შეიძლებოდა ქალთა მისვლა, დედათა მონასტერში - კაცების, დიდ მარხვაში საერთოდ არავის ღებულობდნენ და ა.შ. (შემიძლია შესაფერისი ციტატები მოვიყვანო). მონაზვნები უპირველეს ყოვლისა საკუთარი სულის ცხონებისთვის არიან მონასტრებში წასული და თუ ამ სოფლისგან იზოლაცია სურთ, შენ როგორ უნდა დააძალო მიმიღეო? ათონზე ახლაც დღიური ქვოტებია მომლოცველთა რაოდენობაზე. სხვათა შორის იყო ასე ერთი ქართველი მღვდელმთავარი ჩასული ათონზე და ერთმა ათონელმა მამამ არ მიიღო. რატომ? განა ის მღვდელმთავარი იყო ცუდი, ან ის ათონელი მამა? არა, ცხადია. უბრალოდ იმ ათონელმა მამამ ჩათვალა, რომ ორივესთვის ასე აჯობებდა.

ციტატა
ზემოთაც დავწერე და ეხლაც დავწერ, მე პირადად არ მიმაჩნია სწორად, ათონის მთაზე რომ წახვალ და იქაურობით რომ მოიხიბლები და იმ ტრადიციების დანერგვას დაიწყებ აქ...


სამწუხაროდ კომუნისტური მმართველობის გამო სამონასტრო ტრადიცია ჩვენთან თითქმის გაქრა. თუმცა დიდი მამებიც გვყავდა (ბეთანიელი მამები), მაგრამ ბეთანია მათ დროს არ იყო მონასტერი ამ სიტყვის ძვ. გაგებით, არა, ეს იყო ბეთანიაში მცხოვრები ორი დიდი მოღვაწის სამყოფელი. ეს არ არის მონასტერი. მონასტრის ორგანიზებას ადმინისტრაციული, საღმრთისმსახურო, საყოფაცხოვრებო და ა.შ. თვალსაზრისით დიდი გამოცდილება ჭირდება, ასეთი კი საქართველოში ძნელი შესაძენია (რატომ უნდა ისწავლო საკუთარ შეცდომებზე და ეძებო, თუ სხვისი გამოცდილების გადმოღება შეგიძლია, ოღონდ ცხადია ბრმად არა). ამიტომაა ათონი ფასეული.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 9 2007, 11:16 PM
პოსტი #36


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
და იმ ტრადიციების დანერგვას დაიწყებ აქ...


იქნებ ჩამოთვალო ის ქართული სამონასტრო ტრადიციები, რომლებიც არ არის დაცული ამ მონასტერში.
დაანებე მრევლს თავი და თუ რამე გაინტერესებს მიდი და მამა თეიმურაზს კითხე, თორემ გაფუჭებული ტელეფონი გამოდის და სინამდვილეში როგორაა კაცი ვერ გაიგებს. ნებისმიერი სიცრუისთვის კი ყველას მოგვეკითხება


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 10 2007, 12:40 AM
პოსტი #37


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(athos @ Jan 9 2007, 07:16 PM) *

იქნებ ჩამოთვალო ის ქართული სამონასტრო ტრადიციები, რომლებიც არ არის დაცული ამ მონასტერში.


მე არსად არ მითქვამს ქართული ტრადიციები არ არისთქო...



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Jan 10 2007, 01:00 AM
პოსტი #38


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



გუჯა არ იცი ზუსტათ ეს მონასტერი სადაა?ან არ შეგიძლია თუ გაქვს მაგის საშუალება რომ გაიგო


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 10 2007, 01:15 AM
პოსტი #39


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(mogzaura @ Jan 9 2007, 09:00 PM) *

გუჯა არ იცი ზუსტათ ეს მონასტერი სადაა?ან არ შეგიძლია თუ გაქვს მაგის საშუალება რომ გაიგო


კურთხევა არ მაქვს რომ გითხრა biggrin.gif biggrin.gif მხოლოდ ის ვიცი რომ არის "ბევრეთში" და ცუდი გზებიაო, 35 კმ.-ია თბილისიდანო


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 10 2007, 06:10 AM
პოსტი #40


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(mogzaura @ Jan 9 2007, 09:23 PM) *

sad.gif ეგრე როგორ გავიგებ,მაგრამ გაიხარე რომ ესეტი თემა გახსენი


ჩიტაძის ქუჩაზე არის წმ. ნინოს სახცელობის ეკლესია, ტაძრის წინამძღვარი არის იმ მონასტრის წინამძღვარიც, და იქ გაიგებ ყველაფერს მრევლისგან იმედია smile.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 09:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი