პროგრამების ლიცენზირება ქურდობა ხომ არაა?, პროგრამების ლიცენზირება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პროგრამების ლიცენზირება ქურდობა ხომ არაა?, პროგრამების ლიცენზირება |
llaasshhaa |
Feb 19 2010, 07:36 PM
პოსტი
#81
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
დღეს აღარ ჩამერთო უბუნტუ და ახლიდან დავაყენე მასე ვქენი ეხლა 10გბ დავუტოვე უბუნტუს დნარჩენი 490 მე
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
llaasshhaa |
Feb 20 2010, 12:21 PM
პოსტი
#82
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
აქ წერია მშვენივრად თუ როგორ უნდა დაყენდეს http://news.softpedia.com/news/Installing-...10-126370.shtml
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
m.g.giorgi93 |
Feb 24 2010, 12:00 PM
პოსტი
#83
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-November 09 წევრი № 7,706 |
მე Zorin OS დავაყენე ძალიან მომწონს, უბუნტუს ჩემი აზრით ჯობია.ვიზუალურად ვინდოუზს გავს.
გადმოსაწერი ლინკი : http://zorin-os.webs.com/download.htm -------------------- ,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
|
აბე |
Feb 24 2010, 01:19 PM
პოსტი
#84
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მე Zorin OS დავაყენე ძალიან მომწონს, უბუნტუს ჩემი აზრით ჯობია.ვიზუალურად ვინდოუზს გავს. გადმოსაწერი ლინკი : http://zorin-os.webs.com/download.htm ისევე როგორც ძალიან ჰგავს უინდოუზს, აგრეთვე საოცრად ჰგავს ლინუქსს (და არის კიდეც ლინუქსი, ან სულ მცირე ლინუქსის ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემა). უბუნტუშიც იგივე პროგრამებია: Gimp, OpenOffice, Evolution e-mail client, Rhythmbox music player, Totem video player. ბოლო-ბოლო Zorin OS-იც ღია კოდის (open source) ოპერაციული სისტემაა და მისი გრაფიკული გარსიც არის GNOME. ამ Zorin OS-შიც, ისევე როგორც უბუნტუში, უინდოუზის აპლიკაციების (პროგრამები, თამაშები) გაშვება ხდება WINE-ის დახმარებით. მოკლეთ, ეს იგივე ლინუქსია. რა პრობლემაა, ვისაც რომელი ვერსია მოეწონება ლინუქსის ის დააყენოს. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ikanosi |
Feb 24 2010, 03:08 PM
პოსტი
#85
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
აბე
თარგმანიც მიაყოლე ხოლმე შენს ნათქვამს -------------------- ფარით ან ფარზე
|
აბე |
Feb 24 2010, 10:51 PM
პოსტი
#86
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე თარგმანიც მიაყოლე ხოლმე შენს ნათქვამს კი ბატონო. დიდი არაფერი გამეგება მეც, მაგრამ ვცადოთ... მემგონი ღრმა ცოდნა არც თქვენ გჭირდებათ... ისევე როგორც ძალიან ჰგავს უინდოუზს, აგრეთვე საოცრად ჰგავს ლინუქსს (და არის კიდეც ლინუქსი, ან სულ მცირე ლინუქსის ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემა). ზოგადად ოპერაციული სისტემა ნიშნავს იმ "დიდ პროგრამას", რომელიც მრავალი პატარა პროგრამისაგან შედგება. ოპერაციული სისტემა საშუალებას გვაძლევს კომპიუტერის ნაწილებს მივცეთ ბრძანებები კონკრეტული დავალების შესასრულებლად. ოპერაციული სისტემები სხვადასხვა "გვარისაა". ლინუქსი მიეკუთვნება ე.წ. ღია კოდის "გვარის" ოპერაციულ სისტემას. უბუნტუშიც იგივე პროგრამებია: Gimp, OpenOffice, Evolution e-mail client, Rhythmbox music player, Totem video player. Gimp არის ფოტოშოპის ალტერნატიული საკმაოდ ძლიერი პროგრამა; OpenOffice არის მაიკროსოფტ ოფისის ალტერნატიული, ასევე საკმაოდ ძლიერი პროგრამა; Evolution e-mail client არის Outlook Express-ის ალტერნატიული, ასევე საკმაოდ ძლიერი პროგრამა. მისი ფუნქციაა ელ-ფოსტის მენეჯმენტში დაგეხმაროს. მისი საშუალებით კითხულობ და აგზავნი წერილებს ბრაუზერის (ინტერნეტში შესასვლელი პროგრამა. მაგ: Internet Explorer, Opera, Mozilla FireFox, Google Chrome...) გამოყენების გარეშე. ელ-ფოსტის მართვის საქმეში მოსახმარად ბრაუზერზე უფრო კომფორტულია. ამ Evolution-ის გარდა არსებობს კიდევ სხვა მრავალი მეილის კლიენტი პროგრამა. Rhythmbox music player ჩვეულებრივი მუსიკის დასაკრავი პროგრამაა Totem video player ვიდეოების დასაკრავი პროგრამა, ასევე საკმაოდ მომწონს მე... ბოლო-ბოლო Zorin OS-იც ღია კოდის (open source) ოპერაციული სისტემაა Zorin OS საკუთარ სახელს წარმოადგენს იმ ოპერაციული სისტემისა, რომელიც m.g.giorgi93-მა შემოგვთავაზა. მის სახელწოდებაში ჩართული ასოთ-შეთანხმება OS წარმოადგენს ინიციალებს საზოგადო სახელისა Operating System (ოპერაციული სისტემა). ღია კოდი, როგორც ზემოთ აღვნიშნე ოპერაციული სისტემის "გვარია", ანუ ტიპი... ეს პრაქტიკულად ჩვენ რაში გვეხმარება? იმაში, რომ მოსახმარად უფრო მოხერხებულია, მაგრამ ჯერ მე არ ვიცი რატომ... ზოგადად, ბორბლებიანი "გვარის" სკამები უფრო მოსახერხებელია კომპიუტერთან დასაჯდომად, ვიდრე არაბორბლებიანი "გვარის"... ასეთი რაღაცაა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რას ნიშნავს ღია კოდი ზუსტად და კონკრეტულად რა არის ასეთი ტიპის (ღია კოდის) ოპერაციული სისტემის უპირატესობანი... და მისი გრაფიკული გარსიც არის GNOME. გრაფიკული გარსი არის ოპერაციული სისტემის ვიზუალური მხარე. ალბათ გინახავთ ფილმებში პროგრამისტები რომ მუშაობენ კომპიუტერზე, სადაც შავ, ლურჯ თუ სხვა ფერის ეკრანზე მხოლოდ ასოები წერია და კლავიატურით წერენ რაღაცა ბრძანებებს. ჩვენ კი როდესაც კომპიუტერს ვრთავთ ეკრანზე "იხატება" რაღაცეები: ფონი, ქვემოთ ამოცანათა პანელი, რომელზეც არის Start მენიუ. მუშაობის პროცესში ფანჯრები, პაპკები, ფაილები და ა.შ. უამრავი რაღაცეები იხატება მონიტორზე. აი ეს არის გრაფიკული გარსი. ლინუქსზე მაგარი პროგრამისტები მუშაობენ გრაფიკული გარსის გარეშე და ერთფეროვან ეკრანზე ასოების გარდა არაფერი არ "იხატება". თუმცა ამგვარ მუშაობასაც აქვს ალბათ თავისი უპირატესობა, თორემ თავს რატომ დაიტანჯავდნენ... მათთვის ტანჯვა გრაფიკულ გარსთან მუშაობაა ზოგჯერ/ყოველთვის... ამ Zorin OS-შიც, ისევე როგორც უბუნტუში, უინდოუზის აპლიკაციების (პროგრამები, თამაშები) გაშვება ხდება WINE-ის დახმარებით. უინდოუზის პროგრამები ზოგადად ლინუქსზე არ ყენდება. მაგრამ არსებობს ლინუქსისთვის დაწერილი პროგრამა WINE, რომელიც აღიქვამს უინდოუზის პროგრამებს და გაძლევს საშუალებას დააინსტალირო ისინი ლინუქსზე... თუ კიდევ ვერ ხვდებით რაცხას, იქნებ სხვა ფორუმელი დამეხმაროს, ვინც უფრო განათლებულია კომპიუტერებში... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ikanosi |
Feb 24 2010, 11:12 PM
პოსტი
#87
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
აბე
გმადლობ.....რაცხა კი გავიგე მაგრამ ციტატა პროგრამა WINE ეგ რათ გვინდა თუ ვინდოუშ ვშორდებით -------------------- ფარით ან ფარზე
|
აბე |
Feb 24 2010, 11:18 PM
პოსტი
#88
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე გმადლობ.....რაცხა კი გავიგე მაგრამ ეგ რათ გვინდა თუ ვინდოუშ ვშორდებით უინდოუზზეც არის ისეთი პროგრამები, რომლებიც უფასოა და ლეგალურია მათი გამოყენაბა. ასე რომ მათი გამოყენება შეგვიძლია მოგვინდეს ლინუქსზე და მაგაში დაგვეხმარება ვაინი... თუმცა მე ჯერ არ დამჭირვებია... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
orthodox-georgia |
Mar 8 2010, 11:26 PM
პოსტი
#89
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
მოკლედ ასეთ რამეებში ვერ ვერკვევი ხოლმე(ვინდოუსი ჩემით პირველად შარშან გადავაყენე, ასეთი უვიცი ვარ). ვინდოუსს ისე მივეჩვიე რომ ახალ სისტემაზე გადასვლა გამიჭირდება. რა მაინტერესებს იცით? ლინუქსზე ვინდოუსისთვის განკუთვნილი პროგრამები და თამაშები თუ დაინსტალირდება? პატარა ძმა მყავს და ლინუქსი რომ დავაყენო და თამაშები ვერ ჩართოს მომკლავს
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
tamti1 |
Mar 9 2010, 04:14 PM
პოსტი
#90
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-February 10 წევრი № 8,254 |
გამარჯობათ.
იცით რა მაინტერესებს? უფრო სწორედ რა მინდა ვთქვა ჯერ და მერე გკითხოთ.. მთლად ვერ ვეთანხმებოდი, რომ დავუშვათ ქურდობის შეფასება მივცეთ პროგრამების კოპირებას, მაგრამ დავუშვებ რომ ასეა...აი, მე რომ მიყენია უკვე ვინდოუსი, უფრო სწორედ ვიყიდე ლეპტოპი, რომელსაც მოჰყვა თავისი ვინდოუსი და წარმოდგენა არა მაქვს ,,მოპარულია'' თუ არა. დავუშვათ გადავაყენე და ლინუქსი დავაყენე-ეს ქურდობის ცოდვას როგორ შემიმსუბუქებს? რას ვგულისხმობ, მოიპარე ადამიანმა რაღაც და მერე უკან უნდა დაუბრუნო ხომ პატრონს და ცოდვა მოინანიო და -რა შეიცვლება იმისთვის ვისაც უნდოდა რომ ფული გადავუხადო ამ პროგრამის გამოყენებაში? შეიძლება მთლად ვერ ჩამოვყალიბდი რისი თქმაც მინდოდა. იმედია მიმიხვდებით... წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის. |
აბე |
Mar 10 2010, 09:55 PM
პოსტი
#91
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
გამარჯობათ. იცით რა მაინტერესებს? უფრო სწორედ რა მინდა ვთქვა ჯერ და მერე გკითხოთ.. მთლად ვერ ვეთანხმებოდი, რომ დავუშვათ ქურდობის შეფასება მივცეთ პროგრამების კოპირებას, მაგრამ დავუშვებ რომ ასეა...აი, მე რომ მიყენია უკვე ვინდოუსი, უფრო სწორედ ვიყიდე ლეპტოპი, რომელსაც მოჰყვა თავისი ვინდოუსი და წარმოდგენა არა მაქვს ,,მოპარულია'' თუ არა. დავუშვათ გადავაყენე და ლინუქსი დავაყენე-ეს ქურდობის ცოდვას როგორ შემიმსუბუქებს? რას ვგულისხმობ, მოიპარე ადამიანმა რაღაც და მერე უკან უნდა დაუბრუნო ხომ პატრონს და ცოდვა მოინანიო და -რა შეიცვლება იმისთვის ვისაც უნდოდა რომ ფული გადავუხადო ამ პროგრამის გამოყენებაში? შეიძლება მთლად ვერ ჩამოვყალიბდი რისი თქმაც მინდოდა. იმედია მიმიხვდებით... წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის. ლეპტოპი როგორც ვიცით ნაწილ-ნაწილ არ იწყობა, როგორც ე.წ. დესკტოპ ტიპის კომპიუტერი. დესკტოპ ტიპის კომპიუტერის აწყობა შესაძლებელია სხვადასხვა მწარმოებლების სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ნაწილებით. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც მე შევდივარ კომპიუტერულ მაღაზიაში და ვთხოვ ამიწყონ კომპიუტერი ამა და ამ ნაწილებით, აწყობის შემდეგ ისინი დგებიან პრობლემის წინაშე - არ აქვთ ოფიციალური უინდოუზი ჩასაწერად, რამეთუ კონტრაქტები აქვვთ გაფორმებული ნაწილების მწარმოებლებთან და არა ოპერაციული სისტემების მწარმოებლებთან, ამ შემთხვევაში კორპორაცია მაიკროსოფტთან (Microsoft), ამიტომ აინსტალირებენ გატეხილ ვერსიას, მაშინ როცა ლეპტოპების მწარმოებელი კომპანიებისგან პროდუქციას იძენენ ჩაწერილი (დაინსტალირებული) ოპერაციული სისტემითურთ. მაშასადამე, როდესაც მე მაღაზიაში ვყიდულობ მწარმოებლის მიერ დადგენილი კონფიგურაციის, მის მიერვე აწყობილ ლეპტოპს, მე ვღებულობ თავად მწარმოებლის მიერ ჩაწერილ ოპერაციულ სისტემას ლეპტოპის ფასში და არა დამატებითი თანხის სანაცვლოდ. შეიძლება თავად ოპერაციული სისტემის ფასი ლეპტოპის თვითღირებულებაში შეყვანილიც კი ჰქონდეთ მის მწარმოებლებს. ნაკლებ სავარაუდოა, პირადად ჩემთვის კი წარმოუდგენელიც კი, რომ ისეთმა გიგანტურმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Hewlett-Packard, compaq, Acer, Apple, Samsung, დააინსტალირონ გატეხილი ოპერაციული სისტემა. თუმცა არ მინდა ეს პოსტი გამომივიდეს ლეპტოპების სასარგებლო პროპაგანდა. ნებისმიერ X ლარად შეძენილი ლეპტოპი ვერ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც იქნება ამავე ფასად შეძენილი დესკტოპ კომპიუტერი. თან საქმე იმაშიც არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს საშუალება შეიძინოს ლეპტოპი, არამედ გაწვდებიან მხოლოდ დესკტოპ კომპიუტერის შეძენას. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
tamti1 |
Mar 10 2010, 10:24 PM
პოსტი
#92
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-February 10 წევრი № 8,254 |
აბე
გაიხარე! ესე იგი სინდისის ქენჯნის გარეშე გმოვიყენებ ჩემს ვინდოუსს! |
აბე |
Mar 10 2010, 11:35 PM
პოსტი
#93
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე გაიხარე! ესე იგი სინდისის ქენჯნის გარეშე გმოვიყენებ ჩემს ვინდოუსს! დაგლოცოს ღმერთმა! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
marine |
Mar 11 2023, 08:05 PM
პოსტი
#94
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გზაშიც რომ იპოვო რაიმე, აიღო და საკუთარ თავს უთხრა, რომ ეს ნივთი შენია - მაშინაც კი დაკარგავ სიმშვიდეს. მპოვნელმა არ იცის, ვისია ეს ნივთი, მას არავისთვის უწყენინებია, არც გაუძარცვავს ვინმე, მაგრამ სიმშვიდეს მაინც კარგავს. და რაღა უნდა ვთქვათ ქურდზე?! ის ვერ განიცდის იმ სიხარულს, რომელსაც განიცდიან, როდესაც რაღაცას გასცემენ. და რა სიხარული უნდა იყოს, როცა ქურდობა და შეურაცხყოფა მისგან მოდის. ამიტომ უცქირეთ მათ, ვინც სხვებს ჰპარავს და ატყუებს. რა საშინელი სახეები აქვთ, რა მახინჯი გრიმასები!"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი