IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

39 გვერდი V « < 31 32 33 34 35 > »   
Reply to this topicStart new topic
> "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია
marine
პოსტი Feb 1 2017, 03:15 PM
პოსტი #641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ახალი წელი სამეფო კარზე

საქართველოს სამეფო კარის საახალწლო ეტიკეტი გამორჩეული იყო: მეფის საზეიმო შემოსვლა, მეკვლე, მილოცვები. ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, მეჯინიბეთუხუცესი მეფეს სამ ცხენს მიართმევდა, ორი სამეფო ცხენი იყო, ერთი კი - ჯაგლაგი. ჯაგლაგს კლავდნენ და ხორცს სანადიროდ შეგულებულ ადგილას ყრიდნენ, რათა სუნით ნადირი მიეტყუებინათ. ცისკრის ლოცვის წინ სამეფო ოჯახში ჭყონდიდელი ჯვრითა და ხატით შემოდიოდა და ის უკვლევდა. ცისრკის ლოცვის შემდეგ კი ნადირობა იმართებოდა. ამ დღეს ნადირისთვის არ უნდა აეცდინათ და ვისაც მიზანი უმტყუნებდა, იმას წელი ცუდად წაუვიდოდა.

/"საპატრიარქოს უწყებანი" N1, 2017, გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2017, 05:11 PM
პოსტი #642


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფე ოსვინი [წმ. მოწამე მეფე ოსვინ დეირელი] მფარველობდა მოციქულთასწორ წმინდა აიდანს, რომელმაც მასზე იწინასწარმეტყველა: "მე ვიცი, რომ მეფე დიდხანს ვერ იცოცხლებს, რადგან არასოდეს მინახავს ასეთი თავმდაბალი ხელმწიფე. ეს ხალხი ასეთი მეფის ღირსი არ არის, ამიტომაც მალე წარიტაცება ამ ცხოვრებიდან".

/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 აპრილი, გვ. 30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2017, 05:25 PM
პოსტი #643


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოწყალების გარდა მარხვაც უყვარდა მეფეს [წმ. მეფე დემეტრე თავდადებული], ლოცვა და მრავალგზის მუხლის დრეკა. როგორც მისი მემატიანე მოგვითხრობს, ათასხუთასჯერ მოიდრეკდა მუხლს და ღვთისგან წყალობას გამოითხოვდა თავისი ქვეყნისთვის“.

/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 აპრილი, გვ. 42/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2017, 07:22 PM
პოსტი #644


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ არსებობს ხელმწიფობა, თუ არა ღვთისაგან" (რომ. 13,1) - შეგვაგონებს პავლე მოციქული. "ღმრთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით" (I პეტრე, 2,17) - გვმოძღვრავს მოციქული პეტრე.

საქართველოს ისტორიაში - ქრისტიანობამდელ ეპოქაშიც და ქრისტეს აქეთაც - სამშობლოსადმი გაწეული საკეთილდღეო ღვაწლით თავისი წარუშლელი კვალი დატოვეს მეფეებმა, რომელთა სახელებსაც კრძალვით იხსენიებს შთამომავლობა. მარტო ქრისტესათვის წამებული წმინდანი მეფეების ჩამოთვლა რად ღირს: მეფე მირიანი, მეფე მირდატი, ვახტანგ გორგასალი, არჩილ მეფე, აშოტ კურაპალატი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე დავითის-ძე, თამარ მეფე, დემეტრე თავდადებული, ლუარსაბ მეორე, ქეთევან დედოფალი..."

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2017, 08:48 PM
პოსტი #645


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საჭიროა, საერთო სინანული, რათა გვყავდეს ახალი მეფე, სინანულის გარეშე მეფე არ მოვა"

/"ქვაკუთხედი" N2, 2017, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2017, 09:56 PM
პოსტი #646


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განსხვავებით მრავალი ქვეყნის გვირგვინოსნებისაგან, ვინც განცხრომით და ფუფუნებით ატარებდნენ მშვიდობიან ყოფას, ხოლო ომის დროს ტახტზე მორჭმულად მსხდომნი იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ბრძოლის ველისაგან მოშორებით, ქართველი მეფეები ომის დროს მუდამ შუაგულ ასპარეზზე, ხელჩართულ ბრძოლაში, თუ ცხენდაცხენ იბრძოდნენ ლაშქრის მოწინავე რაზმში - და, აი, ასეთ, მათთვის ჩვეულ ვითარებაში უეცრად მეფეს მტრის მეომრები უკლავდნენ ცხენს; ხოლო ერთგული თანამებრძოლნი საკუთარ ცხენს სთავაზობდნენ მათ, თანაც დასძენდნენ: - მეფეო, შენი სიკვდილი და საქართველოს უმეფოდ დარჩენა არ შეიძლება. ინებე ჩემი ცხენი! ასე ერთნაირად თავდადებით პასუხობდნენ სრულიად სხვადასხვა საუკუნეებში თავიანთ მეფეებს დემეტრესა და ერეკლეს ერთგული ქვეშევრდომნი: აბაშ ყიფიანი და გლეხი ბოსტაშვილი. ხოლო თავგანწირვის შედეგია - ცხენზე ამხედრებული მეფე და მტრის წინააღმდეგ შემართული განმხნევებული და შეგულიანებული ქართველობა.

მეფისთვის სიკვდილი ისევე სანატრელი იყო ქართველი კაცისთვის, როგორც ქრისტესა და სამშობლოსათვის, რაც კარგად გამოხატა რუსთაველმა:

"ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 36/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2017, 10:17 PM
პოსტი #647


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი


წმ.მეფე ბაგრატ ( მესამე)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2017, 07:10 PM
პოსტი #648


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ არის ხელმწიფება ღვთის გარეშეო"

/"კარიბჭე" N4, 2008, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2017, 10:41 AM
პოსტი #649


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მეფე თეიმურაზი და მისი მოძღვარი

თავიდან ის ქართველი მეფე და მისი მოძღვარი ვახსენოთ - კაცთაგან სათანადოდ პატივმიუგებელნი, რომლებიც ღმერთმა განადიდა. მეფემ მტკიცედ დაიცვა მართლმადიდებლობა. არ მოერიდა ანტონ კათალიკოსის სახელს და იგი რჯულის ღალატისთვის კათალიკოსობიდან განაყენა. ზოგი ფიქრობს, რომ ამ აქტს პოლიტიკური სარჩული ედო. მაგრამ ფაქტია, კათალიკოსმა "მტკიცედ აღიარა ქართველთა სარწმუნოებისგან განსვლა და ლათინთა მიმართ მიდრეკა". მისმა წარმომადგენელმა ხუთმა სამღვდელო პირმა უფრო თამამად აღიარა მართლმადიდებლობის ღალატი. თუნდაც მხოლოდ ეს საქციელი თეიმურაზისა განსადიდებელია ქართველთაგან, რამეთუ კათალიკოსის ლათინობა ერსაც ადვილად მიდრეკდა სარწმუნოებისაგან. "რა მშვიდი, რა მართალი, რა მორწმუნე, რა ტკბილი, რა ღვთისმოყვარე", - ამბობს მეფეზე მღვდელმთავარი ამბროსი.

რუსეთში იმპერატორთან დახმარების სათხოვნელად წასული თეიმურაზი პეტერბურგში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ღვთისმშობელს ტირილით შეავედრა თავისი ქვეყანა, - საქართველოს ერს შენი წილხვდომილება განუახლეო. პეტერბურგში მეფის ცხედარი დააბალზამეს და საქართველოში წამოასვენეს. გზაში ცხედარმა გახრწნა დაიწყო, ამიტომ ასტრახანის საკათედრო ტაძარში ვახტანგ VI-ის გვერდით დაკრძალეს. ეს მოხდა 1762 წელს.

გავიდა ორასი წელი. 1973 წელს, ასტრახანის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის დროს, ქართველთა მეფის სამარხის გამოსაკვლევად საქართველოდან მეცნიერთა ჯგუფი გაემგზავრა. ვახტანგ VI-ის სამარხში მხოლოდ ძვლები აღმოაჩინეს. თეიმურაზის აკლდამა გახსნეს. განუხრწნელი დახვდათ როგორც მეფის ცხედარი, ისე მისი შესამოსელი. კეთილსურნელება იფრქვეოდა მეფის სხეულიდან. საღმრთო განგებულებით, ხრწნა შეჩერებულიყო და ვერც ასტრახანის ნესტიან ჰავას დაეკლო მისთვის რამე. საუკუნოდ იყოს ხსენება მეფე თეიმურაზისა.

/"კარიბჭე" N7, 2009, გვ.12/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2017, 01:52 PM
პოსტი #650


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- ალბათ სწორედ მთავრობისმოყვარეობის ცოდვაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. სიტუაციის დაბალანსების თვალსაზრისით, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კონსტიტუციურ მონარქიაზე, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმაზე. თქვენ რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- მე პოლიტიკოსი არ ვარ და ვერ ვიტყვი, რა ჯობია და რა - არა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ იყო დრო, როცა ხალხმა მოითხოვა მეფე. ეს ერის სურვილი იყო და უფალმა შეისმინა ის - მოუვლინა ისრაელს პირველი მეფე - საული... არის კი დღეს ხალხის ცნობიერება ისეთი, რომ მეფე ითხოვოს? არის ჩვენი საზოგადოება მონარქისტულად განწყობილი? ჩვენ საუკუნოვანი რღვევა გვაქვს მონარქიისა, ხალხის ცნობიერება ახალ პირობებში ჩამოყალიბდა, როცა იმდენად გაშარჟებული იყო მეფის ხელისუფლება, იმდენად ცილისმწამებლური ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჯერ კიდევ ვერ ირწმუნა მონარქიის აუცილებლობა. მაგრამ უფალი სასწაულთმოქმედია. თუ ჩვენი ერისთვის ეს უკეთესია, ღმერთი განაგებს და ეს ასეც მოხდება. მე ვერ გავკადნიერდები და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

მეუფე იოანე (გამრეკელი)

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ. 6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2017, 02:11 PM
პოსტი #651


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხანს ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. აქვე ზრდიდნენ ქართველ უფლისწულებს."

/"კარიბჭე" N18, 2008, გვ.48/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2017, 12:26 PM
პოსტი #652


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ მეფე არა ჰყავს ქვეყანას, ის თავმოკვეთილია".

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2017, 11:09 AM
პოსტი #653


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვხედავთ, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა - სამოქალაქო და სასულიერო. სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალყურს ადევნებს იმას, რაც ეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას. სამოქალაქო - მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო - ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს. ორივე ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს, საბოლოო მიზანი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება".

/წმინდა ტიხონ ვორონეჟელი
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2017, 11:40 AM
პოსტი #654


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთივგვირგვინოსანი მეფე თავის ხალხთან შედის საღვთო-საიდუმლო კავშირში სულიწმინდით ცხებულობისას. ამგვარად, მეფე და ხალხი თითქოს ერთ მძლავრ სულიერ-ზნეობრივ კავშირში ერწყმის ერთმანეთს, როგორც იდეალურ ქრისტიანულ ოჯახში, სადაც წარმოუდგენელია განყოფა, დაუშვებელია უნდობლობა, სხვაგვარი დამოკიდებულება, გარდა ურთიერთსიყვარულისა, ერთგულებისა, თავგანწირვისა და მზრუნვლობისა".

/წმინდა ახალმოწამე მამა იოანე ვოსტორგოვი
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2017, 10:09 PM
პოსტი #655


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთმა უბრძანა მეფეებს, იმეფონ და მართონ ქვეყანა, ამადაც იწერებიან ტიტულებში თვითმპყრობელებად".

/ღირსნი სერგი და გერმანე ვალაამელები
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2017, 11:58 AM
პოსტი #656


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხალხთა მართვის საქმე ყველაზე რთული საქმეა".

/წმ. იოანე კრონშტადტელი
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2017, 10:37 AM
პოსტი #657


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართვის სისტემა სათავეში ყოველთვის გულისხმობს პიროვნებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს განკარგულება, ზედამხედველობა გაუწიოს მის აღსრულებას, იკისროს პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი. ასეთი საქმეები კი ღვთით ბოძებული ძალისა და ნიჭის გარეშე არ ხდება. მეფობის საფუძველი ღვთივკურთხეულობაა. "სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია", - ამბობს წმინდა ისიდორე პელურიოტი. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ისევ წამოიჭრა საკითხი მონარქიის აღდგენისა. სამეფო ხელისუფლება ხომ ზეციური იერარქიის ხატია დედამიწაზე."

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2017, 08:01 PM
პოსტი #658


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფე მაშინ არის პატრონი თავისი ერისა და ქვეყნისა, როდესაც იცის თავის ქვეშევრდომთა ყველა ჭირი და განსაცდელი."

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2017, 09:13 PM
პოსტი #659


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფობის ღვთივკურთხეულობა კარგად ჰქონდა შეგნებული სულხან-საბა ორბელიანს, რომელიც თავადაც, როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვიცით, ბაგრატოვანთა ნათესავი და მეფის აღზრდის საქმეში ფრიად დახელოვნებული კაცი გახლდათ. როგორც ლეონმა ჯუმბერი, ისევე აღზარდა მან ვახტანგ VI, რომელმაც უდიდესი ღვაწლი დასდო როგორც საერო, ასევე სასულიერო საქმეს."

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 02:46 PM
პოსტი #660


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოლონეთის მეფე კაზიმირი მეტად აზარტული მოთამაშე იყო და ერთხელ თავის კარისკაცთან ერთად თამაშობდა. კარისკაცი აგებდა, მეფე კი იგებდა. გაბრაზებულმა კარისკაცმა მეფეს სილა გააწნა. საქმე სასამართლომდე მივიდა და მსახურს სიკვდილი მიუსაჯეს. როცა მეფეს განაჩენი მიუტანეს, ხელი არ მოაწერა. თქვა: - დამნაშავე მე ვარ და არა ის. არ ეკადრება მეფეს, ვნებები გაუღვივოს ქვეშევრდომებსო."

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ.17/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

39 გვერდი V « < 31 32 33 34 35 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 10:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი