IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

250 გვერდი V « < 248 249 250  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 7 2026, 09:28 AM
პოსტი #4981


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონასტრებში, როგორც წესი, მიცვალებულებს ახალგაზრდა ბერები მარხავენ. საკუთარ ფიქრებში დანთქმული მოხუცი ბერები მიცვალებულს მხოლოდ მცირეოდენ მიწას მიაყრიან ხოლმე. ისინი ღვთისმოსაობით დააყრიან ხოლმე მიწას გარდაცვლილს სხეულზე და არავითარ შეთხვევაში - თავზე. ერთ მონასტერში, როდესაც დაკრძალვაზე მოვხვდი, ფრიად უსიამოვნო სურათს წავაწყდი, როდესაც მიცვალებული სამარეში ჩაასვენეს და მიწა მიაყარეს, ღვთისმსახურმა წარმოთქვა სიტყვები: „მიწა ხარ და მიწად მიიქეც!“ იმ დროს, როდესაც ბერები ღვთისმოსაობითა და კრძალვით აყრიდნენ მიწის ბელტებს გარდაცვლილი ძმის სხეულს, ერთმა ყმაწვილმა ბერმა მოიხსნა სქემა, ნიჩაბს ხელი დაავლო და ძალიან გაუფრთხილებლად დაიწყო მიცვალებულისთვის ყველაფრის მიყრა, რაც კი ნიჩაბს მოჰყვა: მიწის, ქვების, ნაფოტების. ის ამას იმისთვის აკეთებდა, რომ თავისი სიყოჩაღე ყველასთვის დაენახვებინა, გამონახა რა შემთხვევა თავისი ძალისა და შრომისმოყვარეობის საჩვენებლად! სულ სხვა საქმე იქნებოდა, თუ მონასტერში ხეები იქნებოდა დასარგავი, ან აუზი ასაშენებელი, და იგი ამ დროს სიკეთესა და თავგანწირვას გამოავლენდა და იტყოდა: „სხვა ბერები მოხუცები არიან, იმათგან რას უნდა ელოდე, აბა, როგორ იმუშავებენ? მოდი, მე ვიმუშავებ!“ ასეთ შემთხვევაში ის ცოტა უფრო მეტად დაიღლებოდა, მაგრამ სხვებს შრომას შეუმსუბუქებდა. საერთოდ, ხომ მკვდარი პირუტყვის დანახვაც კი სიბრალულს იწვევს ადამიანის გულში და მაშინ რაღა იქნება, როდესაც ხედავ, რომ სამარეში შენი ძმა წევს. შენ კი მიწახაპიასავით გულგრილად აყრი მას მიწასა და ქვებს. ყოველივე ეს ააშკარავებს, რომ ამ ახალგაზრდა ბერს სიკვდილის ხსოვნის ნასახიც კი არ გააჩნდა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2026, 03:39 PM
პოსტი #4982


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სადმე რომ გადახვალ, ადრინდელი ადგილიდან წამოსვლის მიზეზი შენ თავზე აიღე, ძმებს ნუ გაკიცხავ, რომლებთანაც ადრე ცხოვრობდი. ნუ მოუსმენ მტრებს - დემონებს, რომლებიც ჩაგაგონებენ ძმების გაკიცხვით თავი დაიფარო, დაამახინჯო მათი კეთილი დამოკიდებულება შენ მიმართ და დაჩაგრულად წარმოჩინდე. თუ ასე მოიქცევი, ახლად ამორჩეულ ადგილას შენს მტრებს ვერ გაუმკლავდები.
ახალ ადგილას რომ მიხვალ, ნუ გადაწყვეტ მაშინვე მოეწყო, ისე, რომ მისი მდგომარეობა არ განიხილო. თუ კეთილგონიერი ხარ, მაშინ რამდენიმე დღეში გაიგებ იქ დარჩენა სულისთვის სასარგებლოა თუ საზიანო“.

/აბბა ესაია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2026, 03:48 PM
პოსტი #4983


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მარტვირის სწავლებით, მონაზონმა არცერთი ადამიანი არ უნდა უარყოს, რადგან ამას თავად წმინდა სახარება გვასწავლის. ყველას მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე დგას, ადამიანთა შეურაცხყოფას ისინი ცხადად ხედვენ, ამიტომ მონაზონი უაღრესად კაცთმოყვარე უნდა იყოს, განსაცდელში მყოფთათვის სარწმუნოებით ილოცოს და მის გამო ბოლომდე დაიხარჯოს, სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანის მოქმედება.

ყველა სწავლების დროს, როგორც ვთქვით, მარტვირი წმინდა წერილს იმოწმებს, რითაც შეუვალს ხდის თავის შეგონებებს, იგი მარტივი ენითა და არგუმენტების მოხმობით სცდილობს, რომ შეაღწიოს მონაზვნის გონებამდე, რათა მან კარგად დაიმარხოს ყველა აუცილებელი სათნოება, რაც მომავალში სრულყოფილ მოღვაწედ ჩამოაყალიბებს.

მარტვირი მონაზონმა კარგად იცის ადამიანის შინაგანი სამყარო და ცდილობს, მონაზონს ჩაუნერგოს ქრისტიანული ფასეულობები, რათა მათზე კეთილისმყოფელი გავლენა იქონიოს“

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2026, 09:25 AM
პოსტი #4984


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სიტყვა „მონაზონი“ ბერძნული წარმოშობისაა. იგი ორი სიტყვისაგან შედგება: „მონოს“ და „ზოი“. „მონოს“ - მარტოს ნიშნავს, ხოლო „ზოი“ - ცხოვრებას. მონაზონი არის ადამიანი, რომელიც მარტო მყოფობს, მარტო ცხოვრობს.

ბერობა განსაკუთრებული მდგომარეობაა. იგი მონაზვნობაზე მაღლა დგას. შეიძლება ადამიანი ისე დაბერდეს მონაზვნად, რომ ვერ მიაღწიოს ბერობის საფეხურს“.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2026, 12:12 PM
პოსტი #4985


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ უძლური და ვნებებისკენ მიდრეკილი ხარ, არ დაუშვა, რომ ძმებმა შენ, როგორც უვნებობას მიღწეულს, თავიანთი ვნებითი გულისსიტყვები გაგიმხილონ, იმიტომ, რომ ასეთი რამ დამღუპველი გახდება შენი სულისთვის“

/აბბა ესაია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2026, 12:09 PM
პოსტი #4986


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მარტვირი აფრთხილებს მონაზვნებს, რომ მათ უნდა დაიცვან ზომიერება და იმდენად არ უნდა შევავიწროვოთ ჩვენი სხეული, რომ ის დაიშალოს, დაირღვეს და მოისპოს, ეს შეგნებული თვითმკვლელობა იქნებოდა. ე.ი. მონაზონმა კარგად უნდა იცოდეს ის, რომ მან ზედმეტად არ შეაწუხოს ხორცი, რადგან ასეთი რამ ღვთისთვის მიუღებელია.

მარტვირი ქართველმა იცის ამ საფრთხის შესახებ და იგი ბერებს მოუწოდებს: „იყავნ საზრდელად ჩუენდა მცირედ პური და წყალი, სახმარად ოდენ ხორცთა ჩუენთა“.
მარტვირი კვების საკმაოდ მკაცრ ფორმას (პური და წყალი) სთავაზობს მონაზვნებს, იმას, რაც აუცილებელია არსებობისთვის.

საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ მკაცრი ასკეტიზმი და პურისა და წყლის მიღება ქართული მონაზვნობისთვის დამახასიათებელია და მარტვირის აღნიშნული მოძღვრება ალბათ არაერთ ქართულ მონასტერში ისწავლებოდა“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2026, 03:29 PM
პოსტი #4987


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც უცხოობაში მყოფი მონაზონი მცირე ლმობიერებასა და შიშს მოიპოვებს, ბოროტისაგან აღძრული დიდებისმყოვარეობის განზრახვა ჩააგონებს, წავიდეს ერში და უქადაგოს ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მისი წარსული ცხოვრებით იყვნენ დაბრკოლებულნი, რათა აჩვენოს, თუ რა სასიკეთოდ შეიცვალა მისი ცხოვრება, როგორი კეთილი და ღვთისმოსავი გახდა. ამგვარი ხრიკებით, დაცემული სული ცდილობს, მოღვაწე მონასტერს განაშოროს და უფრო მეტ ცოდვაში ჩააგდოს. შესაძლოა ადამიანი ხორციელ ცოდვებში არ ჩავარდეს, მაგრამ პატივმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა გაცილებით მომაკვდინებელია სულისთვის“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2026, 12:12 PM
პოსტი #4988


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„ძმებმა აბბა აგათონს ჰკითხეს: „მონაზვნურ ცხოვრებაში რომელი ღვაწლია სხვებზე ძნელი?“ მან მიუგო: „მომიტევეთ! ვფიქრობ, რომ ლოცვის ღვაწლი დანარჩენ ღვაწლზე ძნელია. როცა ადამიანი მოისურვებს ღვთის წინაშე თავისი ლოცვა აღავლინოს, მაშინ მტრები, დემონები, იჩქარიან დააბრკოლონ ლოცვა, იციან, რომ არცერთი ღვაწლი იმდენად სახიფათო არ არის მათთვის, რამდენადაც სახიფათოა ლოცვა, ღვთისათვის მთელი გულით შეწირული. ყველა სხვა ღვაწლში, რომელსაც კი იტვირთავს იგი, ვინც მონაზვნურ ცხოვრებას თავი მიუძღვნა, თუნდაც ამ ღვაწლს დაჟინებითა და გამუდმებით ეწეოდეს, იგი მოიხვეჭს და ექნება გარკვეული წარმატება; ლოცვა კი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მძიმე ბრძოლის შრომასთან არის დაკავშირებული“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2026, 11:09 AM
პოსტი #4989


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედათა მონასტერი დაარსდა 1865 წელ დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში მიტოვებულ „მთავარანგელოზთა კუნძულზე“. თეკლათის მონასტრის დამფუძნებელი იყო მონაზონი სალომე თავდგირიძე. თეკლათის მონასტერმა დიდი როლი ითამაშა სამეგრელოს მონასტრულ-ასკეტური ცხოვრების საქმეში, დედათა მონასტერში არაერთი ღირსეული მონაზონი მოღვაწეობდა: სქიმიღუმენია ათანასია სალაყაია (1878-1903), სქიმიღუმენია ეკატერინე აფაქიძე (1903-1910), იღუმენია ნინო ვაჩნაძე (1910-1917), სქიმიღუმენია ელეოდორა დადიანი (1918-1923) და სხვები.

ცნობილია, რომ მღვიმევის მონასტერში მოღვაწეობდა დიდი სქემით შემოსილი სექმ-მონაზონი მინადორა ნუცუბიძე. იგი გაბრიელ ეპისკოპოსის განკარგულებით აღუკვეცავთ მონაზვნად 1868 წლის 28 თებერვალს, ხოლო დიდი სქემით შეუმოსავთ 1907 წლის 15 ოქტომბერს, ეპისკოპოს ლეონიდეს განკარგულებით. მინადორა აღკვეციდან 39 წლის შემდეგ შეუმოსავთ დიდ სქემაში, მაშინ როცა იგი უკვე 75 წლის ასაკში ყოფილა.

მეცხრამეტე საუკუნეში დედათა მონასტრები არსებობდნენ: მღვიმევში, სოხასტერში, ქვათახევში, სამთავროსა და სხვაგან“.

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2026, 11:57 AM
პოსტი #4990


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ფეხშიშველნი, არ იცავმდნენ ფეხსაცმელს მთელი წლის განმავლობაში. 1479 წელს იერუსალიმში იმყოფებოდა ზებალდტ რიტერი, რომელსაც მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში უნახავს ბერძენი და ქართველი ფეხშიშველი ბერები“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2026, 12:58 PM
პოსტი #4991


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულს ქცევის ოთხი ნაკლი ბილწავს: ქალაქში სიარული და იქ თვალების დაუცველობა, ქალთან მეგობრული ნაცნობობა, სოფლის დიდებულებთან მეგობრული ნაცნობობა, ნათესავებთნ ხშირი საუბრები და მათ მიმართ მიჯაჭვულობის გრძნობა“.

/აბბა ესაია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2026, 02:38 PM
პოსტი #4992


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქართველ კალიგრაფ ბერებს წიგნების ხშირი წერისას მხედველობის პრობლემები ჰქონდათ, რადგან ისინი ღამითაც, სანთლის შუქზეც წერდნენ წიგნებს. სწორედ ამას აღნიშნავს ხუცეს-მონაზონი ზაქარია და ცდომილების პოვნის შემთხვევაში შენდობას ითხოვს: „მოხუც-მხცოვანებითა მხედველობითნი უძლურ-ქმნილ იყვნეს“.

/ლევან ტყეშელაშვილი/

„სოფლისგან განშორება არ ნიშნავს მხოლოდ მონაზვნად შედგომასა და მონასტერში გასვლას, ან განმარტოებით მოღვაწეობას. სოფლისგან განშორება უპირველესად ადამიანის გონებაში უნდა მოხდეს, - უარი უნდა ითქვას ადამიანურ სიამეებზე. სწორედ ასეთნი იყვნენ პირველი ქრისტიანები“.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2026, 03:09 PM
პოსტი #4993


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ჭაბუკი ბერი თავისი თანატოლების საზოგადოებაში იქნება ანდა ისეთი ბერებისაც კი, რომლებიც არ ხელმძღვანებლობენ ჭეშმარიტად მონაზვნური საქმიანობისა და მოსაგრეობის წესებით, მაშინ იგი დაკარგავს იმ კეთილ ზნეობრივ წყობას, რომელიც მას მამებმა ასწავლეს“.

/აბბა ესაია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2026, 08:59 PM
პოსტი #4994


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სურო, რომელიც ვაზს ეხვევა, მის ნაყოფს ანადგურებს. ამპარტავნებაც ანადგურებს ბერის ნაყოფს“
/აბბა ესაია/


„ამა წლის 1 ივნისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგენით, გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის სულთმოფენობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იაკობი (სირდაძე)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2026, 05:02 PM
პოსტი #4995


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედათა მონასტრები არსებობდა საქართველოშიც, მათ შორის არაერთი დიდებული აზნაურის მეუღლე წასულა მონაზვნად. 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა კოლასა და ოლთისში მოგზაურობის დროს მოინახულა სოლომონისის მონასტერი, მასთან ახლოს კი მღვიმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელშიც გამოსახული იყო ბერ-მონაზონი მუქი მწვანე საბერო ტანისამოსით და გრძელი წვერით, იქვე წარწერა: „რატი ყოფილსა რაფიელს შეუნდოს ღმერთმა“, წარწერაში იხსენიება ყვარყვარე ათაბაგი 1499 წ. რატის სურათის პირდაპირ ჩრდილოეთის კედელზე დახატულია ქალი მონაზონის ტანისამოსით: „პატრონი მარეხ... ყუარყუარე“. მარეხი უნდა იყოს ათაბაგ ყვარყვარე მეხუთის მეუღლე, ლევან პირველი დადიანის ასული, რომელიც ბოლოს მონაზვნად შემდგარა.

ქალი მონაზვნები იხსენიება ასევე კალკოსის მე-13 საუკუნის ქართულ სახარებაზე, რომელზეც არის შემდგომი დროის 13-14 საუკუნის წარწერები მხედრული ხელით: „ღმერთო, შეიწყალე მახარი: თანა დარია ყოფილი მარინე: ღმერთო, შეიწყალე და მისი მარინე: ყოფილი მართა“. სახარების წარწერიდან ცხადი ხდება, რომ ერთი ოჯახის ორი და მონაზვნად აღკვეცილა, აღკვეცის შემდეგ ორთავეს შეცვლიათ სახელები, თუმცა მინაწერებში საერთო და საეკლესიო სახელებსაც ისხენიებდნენ“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

250 გვერდი V « < 248 249 250
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th November 2026 - 11:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი