IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე, ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა
argani
პოსტი Jun 29 2008, 08:55 PM
პოსტი #141


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



ციტატა(ზვარე @ Jun 28 2008, 11:45 PM) *

ბიბლიის დიდი ნაწილი მათ შორის ხუთწიგნეული ებრაულად დაიწერა.

ცინიკური გადახვევები საჭირო არაა. ადრეც დავპოსტე სულიწმიდის შესახებ წმ. კირილე იერუსალიმელის ციტატა.
შენ კი მიპასუხე
შენი პასუხიდან გამომდინარე შენ, როგორც ,,წმიდა გულის მქონეს'' ამდენი განმარტება არ უნდა გჭირდებოდეს smile.gif biggrin.gif tongue.gif

მართალი სვიმეონი (უფლის მიმრქმელი) სეპტუაგინტას შექმნისას შეეცადა ადამიანური გონებით შეეცვალა ბიბლიის ტექსტი, მაგრამ მას ხელი ანგელოზმა შეუშალა. წმ. პეტრე მოციქული, მიენდო რა უფალს წყალზე დადიოდა, მაგრამ როცა დაიწყო ადამიანური განსჯა, წყალში დანთქმა დაიწყო.

ისე ძალიან არათანამიმდევრული ხარ, თუ არ ეთანხმები ამ პუნქტში ჩემს განმარტებას, ამ პუნქტზე ვიკამათოთ. ხან იქეთ გადახვალ ხან აქეთ,. გინდა თემა გაშალო, რომ შემდეგ ათასი ფრაზა წამოისროლო და საფუძვლიანი კამათისათვის უბრალოდ ადგილი აღარ დარჩეს.

გავყვეთ თემას თანამიმდევრულად, ვიმსჯელოთ, არ გინდა ზოგადი ფრაზები, თუ რამე საკითხს არ ეთანხმები ან რაიმე ეჭვს აღგიძრავს პირდაპირ თქვი.

ზვარე
ციტატა
ბიბლიის დიდი ნაწილი მათ შორის ხუთწიგნეული ებრაულად დაიწერა.

ანუ მისი სხა ენაზე მეტყველთათვის გადაცემა არც ისე ადვილია? ესაა შენი აზრით უფლის დიდი გეგმა რომ მისი შეგონებები თარგმნის სირთულეების გამო ვერ ამოიკითხოს ხალხმა? მგონი უცნაურია ასეთი რამის ვარაუდი.
ციტატა
მართალი სვიმეონი (უფლის მიმრქმელი) სეპტუაგინტას შექმნისას შეეცადა ადამიანური გონებით შეეცვალა ბიბლიის ტექსტი, მაგრამ მას ხელი ანგელოზმა შეუშალა..

სწორედაც! მეც იმას ვამბობდი რომ მრარგმნელი ანუ ადამიანი კი არ მუშაობს აქ არამედ უფლის გამყოლი ხელი. ამიტომ არ დაგეთანხმე ასე ძალუმად როცა თარგმნის ნაკლოვანენბზე დაიწყე ლაპარაკი. მტრგმნელი არაფერ შუაშია!

ანგელოზი გიშლი და ანგელოზი გეხმარება!!!
ციტატა
ისე ძალიან არათანამიმდევრული ხარ,

ვერ დაგეთანხმები. სწორედაც რომ ზედმიწევნით თანმიმვდევრულად და გულდასმითი გამოწვლილვით განვსჯით უფლის გამაოგნებელ ხელთუქმნელობას. სხვა არ ეგების შემოქმედს! და მაშ დავუბრუნდეთ ამ განსჯას:

უფალმა შემოქმედმა ქაოსური და მოუწესრიგებელი ხმელეთი და ცა შექმნა ?
თუ უბრალოდ, ცა და ხმელეთი შექმნა, რომელი ხმელეთიც უხილავი იყო ან სინათლის ან წყალჭარბობის გამო? აი საპასუხო კითხვები.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jun 30 2008, 10:19 AM
პოსტი #142


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



თუ ვინმეს გაინტერესებთ შესაქმის განმარტება წაიკითხეთ ბასილი დიდის "ჰომილიები 6 დღისათვის" კარგად არის გადმოცემული, ოღონდ გულდასმით უნდა წაიკითხოთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
galateli
პოსტი Jun 30 2008, 03:45 PM
პოსტი #143


ugirsi shvili
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 90
რეგისტრ.: 27-February 08
წევრი № 4,039



ციტატა(argani @ Jun 28 2008, 11:20 PM) *

ანუ უფალმა შემოქმედმა ქაოსური და მოუწესრიგებელი ხმელეთი და ცა შექმნა ? ვერ დავიჯერებ. ეს ერთი კითხვა.

და მეორე ის რომ თანამედროვე ქართულით შესაქმის მატიანეში სიტყვა ქაოსი (არეულ დარეული, ზოგადად რამისთვის უვარგისი ) არ იხილება. მაშ რაშია საქმე? გამორჩათ. შეეშალათ? მხურვალედ მოგიწოდებთ ნუ ვილაპარაკებთ აქ მთარგმნელების ნაკლოვანებებზე. წმინდა წერილის გაახალქართულება უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით ხდებოდა და აქ შეცდომებს თავად სულიწმინდა არ დაანებებდა. გემუდარებით ამ ბილიკს გადაუხვიეთ!!!

მაშასადამე, უფალმა შექმნა ხელთუქმნელი ხმელეთი და ცა. მაგრამ როდის შექმნა წყალი?
და სად იყო ნათელი?




დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა.(შესაქმე.თავი I;მუხლი I) ჰოდა წყალიც ამ ყველაფრის შექმნისთანავე შეიქმნებოდა.


--------------------
ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ. (თეს.I; თავი I;მუხლი8;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 30 2008, 07:09 PM
პოსტი #144


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



galateli
ციტატა
ჰოდა წყალიც ამ ყველაფრის შექმნისთანავე შეიქმნებოდა.

'შეიქმნებოდა' წყალგაუვალი smile.gif ვარაუდია. შეიქმნებოდა აბა რა, იშვიათი ლითონი კი არაა, დღესაც გარშემო უფრო მეტი წყალია ვიდრე ხმელი.
მაგრამ, როცა ქვეყანა უხილავი იყო, შესაძლოა სწორედ წყლის სიჭარბის გამო, რატომ არაა ნახსენები წყლის შექმნა? არა მგონია ნაგულისხმები იყოს მისი უკვე არსებობა, რადგან ვიღაცას ხომ უნდა შეექმნა იგი. ხოლო შესაქმე ერთი დღის დაწყებული იყო და ერთი სიტყვით წყლის შექმნის ხსენება არ იქნებოდა ძნელი.

მაშ როდის შეიქმნა წყალი და რატომ არაა მისი შექმნა ნახსენები. წყლის გარეშე სამ დღესაც ვერ ზძლებას ადამიანი.

და რახან ბასილი დიდი ახსენე, მოდი ისიც აღვნიშნოთ უფლის სიდიადის ეგ ნეტარი მჭვრეტელი რომ ამბობს: წმინდა წერილს ზოგისგან განსხვავებით პირდაპირ ვიგებ, რადგან არ მრცხვენია მისიო. ესრეთვე, ზოგიერთი ჩვენთაგანსაც არ უნდა ეჩოთირებოდეს, სამწუხაროდ, მეცნიერთა მჩხიბავობის გავლენით, იმის ხმამაღლა განცხადება რომ უფალმა სამყარო დიახაც რომ ექვს დღეში შექმნა, რასაც ჩვენ აქ ასე წვრილმანად განვიხილავთ. დიდება უფალს და ველი თქვენს პასუხებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jun 30 2008, 09:20 PM
პოსტი #145


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



no coment


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
galateli
პოსტი Jul 2 2008, 02:27 AM
პოსტი #146


ugirsi shvili
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 90
რეგისტრ.: 27-February 08
წევრი № 4,039



[quote name='argani' date='Jun 30 2008, 06:09 PM' post='354950']
galateli

'შეიქმნებოდა' წყალგაუვალი smile.gif ვარაუდია. შეიქმნებოდა აბა რა, იშვიათი ლითონი კი არაა, დღესაც გარშემო უფრო მეტი წყალია ვიდრე ხმელი.
მაგრამ, როცა ქვეყანა უხილავი იყო, შესაძლოა სწორედ წყლის სიჭარბის გამო, რატომ არაა ნახსენები წყლის შექმნა? არა მგონია ნაგულისხმები იყოს მისი უკვე არსებობა, რადგან ვიღაცას ხომ უნდა შეექმნა იგი. ხოლო შესაქმე ერთი დღის დაწყებული იყო და ერთი სიტყვით წყლის შექმნის ხსენება არ იქნებოდა ძნელი.




ვფიქრობ როცა მამამთავარმა დაწერა,რომ სული ღვთისა იქცეოდაო წყალზე მიუთითა რომ წყალიც სამყაროს შექმნისთანავე შეიქმნა და აღარ დაწერა რომ ღმერთმა შექმნა ცა,მიწა და წყალიო...



--------------------
ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ. (თეს.I; თავი I;მუხლი8;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jul 2 2008, 06:43 PM
პოსტი #147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



galateli
ციტატა
აღარ დაწერა რომ ღმერთმა შექმნა ცა,მიწა და წყალიო...

ამას რომ ამბობ ღმერთი სამობითააო არ გაგია მაინც?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jul 2 2008, 11:09 PM
პოსტი #148


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ცა და მიწა-ში იგულისხმება მთელი ხილული სამყარო


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jul 2 2008, 11:18 PM
პოსტი #149


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



orthodox-georgia
ციტატა
იგულისხმება მთელი ხილული სამყარო

აჰა, აჰა, და ჩემი კითხვაც სწორედ მაგიდან ამოდის: რატომ იყო ის რაც ხილულია უხილავი? ანუ "2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 3 2008, 12:42 AM
პოსტი #150


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



argani
ციტატა
რატომ იყო ის რაც ხილულია უხილავი

ანგელოზებრივ სულიერ სამყაროზეა საუბარი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jul 3 2008, 12:55 AM
პოსტი #151


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859




დათიკო
ციტატა
ანგელოზებრივ სულიერ სამყაროზეა საუბარი.

ამაზე?
2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი, და ბნელი იყო უფსკრულზე, და სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალზე.

ანგელოზებრივი სულიერი სამყარო იყო განუმზადებელი და ბნელით მოცული?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 3 2008, 08:09 PM
პოსტი #152


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



argani
ციტატა
ანგელოზებრივი სულიერი სამყარო იყო განუმზადებელი და ბნელით მოცული?

არა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jul 3 2008, 08:22 PM
პოსტი #153


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



დათიკო
ციტატა
არა!

დაჩვეული ხარ რა მბრძანებლობას, არ გეხერხება უფრო ვრცლად საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა განმარტო უფრო ვრცლად. რომელ ანგელოზებრივ სამყაროზე ლაპარაკობდი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
korti
პოსტი Jul 4 2008, 01:00 AM
პოსტი #154


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 20-May 08
წევრი № 4,867



ციტატა(argani @ Jul 3 2008, 12:18 AM) *


აჰა, აჰა, და ჩემი კითხვაც სწორედ მაგიდან ამოდის: რატომ იყო ის რაც ხილულია უხილავი? ანუ "2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი".



გითხრეს ეს გამოთქმა ნათარგმნია ებრაული ,,თოჰუ ვა ბოჰუ''-დან და მისი განმარტებაც დედნის მიხედვით უნდა მოხდეს. შენ კი რამდენიმე ქართული ვერსიიდან იღებ შენთვის მისაღებს და ,,სიტყვასიტყვითი'' (თითიდან გამოწოვილი) მნიშვნელობით ამახინჯებ ბიბლიის შინაარსს. განყოფილების (წმიდა წერილი) პროფილს გადაუხვიეთ. ებრაული დედნის მნიშვნელობა შეგეძლო ძველებრაულის სპეციალისტებთან გადაგემოწმებინა.

თუ თემაზე ამ კუთხით გაგრძელდება მსჯელობა, ვთხოვ მოდერატორს თემა ,,სასაუბროში'' გადაიტანოს ან სულაც დახუროს. თუ თემა ამ განყოფილებაში იქნება, ამ განყოფილების წესებით უნდა გავყვეთ მსჯელობას.

(ისე განყოფილების წესები კი არა საერთოდ საღი, ჯანსაღი მსჯელობის კვალი იკარგება)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 01:12 AM
პოსტი #155


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს განყოფილების
"წმიდა წერილის"
წესები



I. განყოფილება "წმიდა წერილი"
1. განყოფილება წარმოადგენს ფორუმის ნაწილს და განკუთვნილია ფორუმზე დარეგისტრირებული წევრებისა და ფორუმის სტუმრების მიერ წმიდა წერილის (ძველი და ახალი აღთქმის) შესწავლისათვის ქრისტეს წმ. აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში არსებული დოქტრინის შესაბამისად.
2. განყოფილებაში მოქმედებს ფორუმის საერთო წესები.
3. განყოფილებაში დაუშვებელია პირადი მოსაზრების დაწერა. პირადი მოსაზრების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ ჯგუფ "მოძღვრებ"-ში გაერთიანებულ სასულიერო პირებს.4. განყოფილების ენა არის ახალი ქართული.
4.1. ყოველი პოსტი უნდა იქნეს დაწერილი ქართული მხედრული ანბანით.
4.2. არაქართულენოვანი განმარტების განთავსების შემთხვევაში სასურველია პარალელურად დაიდოს ქართული თარგმანიც, თუნდაც პოსტის ავტორის მიერ შესრულებული. იგივე წესი მოქმედებს ძველქართულენოვანი განმარტების განთავსების დროს.
4.3. დაუშვებელია მოდერატორის მიერ წაშლილი პოსტის განგებ განმეორება.

II. განმარტების დაწერის წესი
1. განმარტება იწერება წმ. წერილის ერთ დასრულებულ სიუჟეტზე. ერთ სიუჟეტზე შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ერთი თემა
2. განმარტებად შეიძლება დაიდოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდათა დასში შერაცხული მოძღვრების ან მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული ღვთისმეტყველების მიერ დაწერილი განმარტებები.
3. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია მოქმედი მართლმადიდებლური სასულიერო სასწავლებლების პედაგოგთა მიერ დაწერილი განმარტებების დაწერა.

4. დაუშვებელია მოსაზრების გამოთქმა დაწერილ განმარტებაზე. შეიძლება მხოლოდ დაზუსტება, რაც არ უნდა შეიცავდეს რაიმე შეხედულების მტკიცებას.
5. ფორუმის 10 წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მნიშვნელოვანი თემის მიჭიკარტება.

III. მოდერირება
1. ფორუმზე დადგენილი წესების შესაბამისად განყოფილებას აკონტროლებს მოდერატორი.
2. მოდერატორს უფლება აქვს:
2.1. შეაერთოს, გადაიტანოს, მიაჭიკარტოს, ჩამოაჭიკარტოს, წაშალოს, ჩაასწოროს ან დახუროს თემა ან შესაბამისად ცალკეული მოსაზრება;
2.2. გაფრთხილება (ე.წ. "ვორნი") მისცეს ფორუმის წევრს ამ წესების ან ფორუმის საერთო წესების დარღვევისათვის;
2.3. შეასრულოს მისთვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
3. ფორუმის წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს მოდერატორის ნებისმიერი გადაწყვეტილება სენატში.

IV. წესებში ცვლილების შეტანა
1. წესებში ცვლილების შეტანა ხდება მოდერატორის მიერ საკუთარი, 2 სენატორის ან არანაკლებ 15 წევრის ინიციატივით.








რა ვიცი ისე ყოველი შემთხვევისთვის წესების განყოფილებაში ბევრს ეზარება შეხედვა


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
korti
პოსტი Jul 4 2008, 01:18 AM
პოსტი #156


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 20-May 08
წევრი № 4,867





ციტატა(ზვარე @ Jun 27 2008, 03:18 PM) *

გადავიდეთ მეორე პუნქტზე. მეორე პუნქტი სამი ნაწილისაგან შედგება, დავიწყოთ პირველით.

წარმოგიდგენთ ამ პუნქტის სამ ქართულ ვერსიას
ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ (მცხეთური ხელნაწერი)

მიწა იყო უსახო და უდაბური (ახ. ქართული 1989წ. გამოცემა)

ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი (ახ. ქართული ბიბლიის თარგმნის ჯგუფი)

ციტატა(ზვარე @ Jun 29 2008, 12:50 AM) *

რადგან იმაზე, რომ დაბადების პირველი თავის პიველ პუნქტში ნახსენები ცა და ქვეყანა არის უხილავი და ხილული სამყარო დავა არ დაწყებულა და ეს სადავოდ არავის გაუხდია დამტკიცებულად ჩავთვალოთ, რომ მეორე პუნქტში ნახსენები ,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით) არის ხილული, მატერიალური სამყარო.
ეს ,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'' ანუ ხილული, მატერიალური სამყარო, ყოფილა -- ,,უხილავ და განუმზადებელ'', ,,უსახო და უდაბური'' და ,,უხილავი და გაუმზადებელი'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით).
ამ სიტყვების საშუალებით (,,უხილავ და განუმზადებელ'', ,,უსახო და უდაბური'' და ,,უხილავი და გაუმზადებელი'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით)) არის მცდელობა ქართულ ენაზე იქნას გადმოცემული ძველებრაული გამოთქმა ,,თოჰუ ვა ბოჰუ''. ანუ ხილული სამყარო (,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'') იყო ,,თოჰუ ვა ბოჰუ''.

ეს გამოთქმა კიდევ ორგზის გვხვდება წმ. წერილში და იგი ,,არარაობის'', ,,ნგრევის'' და ,,უდაბურობის'' მნიშვნელობით, მარტო თოჰუ კი ,,ამაოს'' მნიშვნელობით.

ძველებრაული გამოთქმა ,,თოჰუ ვა ბოჰუ"" პირდაპირი მნიშვნელობით დაახლოებით აღნიშნავს ,,მოუწესრიგებლობას'', ,,ქაოტურ მდგომარეობას'', ,,გონივრული აგებულების არარსებობას'' ნიშნავს.

ეს გამოთქმა წმ. წერილში იშვიათად გამოიყენება და დღევანდელი მნიშვნელობით ,,ქაოსს'' ნიშნავს.

(კრიტიკულად განწყობილებს შეუძლიათ გადააზუსტონ ძველი ებრაულის სპეციალისტებთან)

..........




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jul 17 2008, 09:08 PM
პოსტი #157


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ჩემს მიერ გამოყენებული იყო მასალები შენდეროვიცკის, მენის, კიკნაძის, ლოპუხინის და მეუფე ზოსიმეს კომენტარებიდან.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jul 17 2008, 09:13 PM
პოსტი #158


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ყველაზე მეტად მაინც დისკუსია იმაზეა, როგორ შექმნა 6 დღეში სამყარო უფალმა.
დროზე გიფიქრიათ? smile.gif
და რა არის? smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 17 2008, 09:14 PM
პოსტი #159


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



რა ცოდვა დავიდე ამ განყოფილების შექმნის ინიციატივა რომ შევიტანე, სენატში (ტფუი ეშმაკს tongue.gif ) biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jul 17 2008, 09:37 PM
პოსტი #160


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



smile.gif
სულაც არა. მაგარი საინტერესოა და სერიოზული დისკუსია მიდის... smile.gif
თან ძაან კარგი აზრები გამოითქვა. smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 07:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი