IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში?
evangelizer
პოსტი Mar 19 2009, 12:54 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 194
რეგისტრ.: 16-March 09
წევრი № 6,657



ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!

თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო..


თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. smile.gif


ახლა კი თემის შესახებ:


ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას?


იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)...

ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ?

ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები...


ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში!
smile.gifsmile.gifsmile.gif


--------------------

"წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ"..


1პეტრე3:15
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 19 2009, 01:03 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



evangelizer
ციტატა
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო..

არსებობს ასეთი თემა "სამხედრო" სადაც გადაღეჭილია ის, რასაც შენ აქ უმიზნებ smile.gif იქ შებრძანდით და ათეულობით გვერდი სწორედ ამ საკითხს ეხება და თან ჯანსაღი დისკუსიით.

სანამ თემას დახურავდნენ შეგეკითხები: სახლში რომ მოგივარდეს ვინმე და ცოლ-შვილის ან ქმარ-შვილის (ჩორტ ზნაეტ კაცი ხარ თუ ქალი) ამოწყვეტას გიპირებდეს, გქონდეს თავის დაცვის საშუალება იარაღით, რას იზამ, ნეტარებით უმზერ შენიანების აჩეხვას?

სამშობლოს დაცვაზე არ გეკითხები, რამდენადაც ვიცი თქვენთვის ეს არ არსებობს და უაზრო კითხვა გამომივა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
evangelizer
პოსტი Mar 19 2009, 01:16 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 194
რეგისტრ.: 16-March 09
წევრი № 6,657



ციტატა(staywhite @ Mar 19 2009, 01:03 PM) *

evangelizer

არსებობს ასეთი თემა "სამხედრო" სადაც გადაღეჭილია ის, რასაც შენ აქ უმიზნებ smile.gif იქ შებრძანდით და ათეულობით გვერდი სწორედ ამ საკითხს ეხება და თან ჯანსაღი დისკუსიით.

სანამ თემას დახურავდნენ შეგეკითხები: სახლში რომ მოგივარდეს ვინმე და ცოლ-შვილის ან ქმარ-შვილის (ჩორტ ზნაეტ კაცი ხარ თუ ქალი) ამოწყვეტას გიპირებდეს, გქონდეს თავის დაცვის საშუალება იარაღით, რას იზამ, ნეტარებით უმზერ შენიანების აჩეხვას?

სამშობლოს დაცვაზე არ გეკითხები, რამდენადაც ვიცი თქვენთვის ეს არ არსებობს და უაზრო კითხვა გამომივა.

არაფერს არ ვუმიზნებ... აზრი მაინტერესებს და ნუ მაინტრიგებ smile.gif


რატომ უნდა დახურონ, მგონი შეეფერება აპოლოგეტიკის განყოფილებას.. იქ მეტყვიან არამართლმადიდებლურ ახსნებს წერო და ა.შ...


პირადი თავდაცვა სხვა რამეა.. ნაციონალიზმი კი სულ სხვა!

მე რომ მომივარდეს, თავს დავიცავ, მაგრამ არა იარაღის აღებით და მოკვლით... მაგალითად შემიძლია რამე ჩავარტყა და გავაბრუო, ან ავირიდო სხვანაირად, თუ მოკვდა, ეს ჩემი ბრალი არ იქნება, რადგან მას ჩემი და ჩემიანების მოკვლა ჰქონდა განზრახული... მაგრამ გამიზნული მკვლელობა (თუნდაც ამ შემთხვევაში) არ არის გამართლებული!

იესო სწორედ ამაზე საუბრობდა, როდესაც თქვა: " თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალის სანაცვლოდ თვალი და კბილის სანაცვლოდ კბილი“, მე კი გეუბნებით: ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს. თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე" (მათე5:38, 39)...

აქ იესომ ქრისტიანული პრინციპი შეადარა მოსეს კანონს, რომლის მიხედვითაც სამაგიეროს გადახდა ხდებოდა ტოლფასობის პრინციპით და ეს დაგმო ქრისტემ!



მაგრამ თემა ეხება სწორედ ნაციონალიზმს... იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ რამდენად უნდა ახასიათებდეს ეს ქრისტიანს. smile.gif


--------------------

"წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ"..


1პეტრე3:15
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 19 2009, 01:36 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
მაგრამ გამიზნული მკვლელობა (თუნდაც ამ შემთხვევაში) არ არის გამართლებული!

გასაგებია შენი აზრი. მაგრამ რატომაა "გამიზნული" ეს? შენ ხომ მანამდე წყნარად მიირთმევდი ყავას ან პოპკორნს ტვ-ს წინ და აზრად არ გქონდა ვინმეს დაზიანება ან მოკვლა?

ციტატა
მაგალითად შემიძლია რამე ჩავარტყა და გავაბრუო, ან ავირიდო სხვანაირად, თუ მოკვდა, ეს ჩემი ბრალი არ იქნება, რადგან მას ჩემი და ჩემიანების მოკვლა ჰქონდა განზრახული..

ნუ ეს შენი გამოუცდელობის ბრალია ალბათ, რამდენადაც წარმოდგენა არ გაქვს იარაღიანი თავდამსხმელის აღმატებულობაზე. ისე კი ხელით მოკლავ, იარაღით თუ ტაფით საბოლოო ეფექტი ამით იცვლება?

ციტატა
მაგრამ თემა ეხება სწორედ ნაციონალიზმს... იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ რამდენად უნდა ახასიათებდეს ეს ქრისტიანს

რა შუაშია ნაციონალიზმი იარაღთან ? ან შემთხვევით პატრიოტიზმს და ნაციონალიზმს ერთმანეთში ხომ არ ურევთ?
ვისაც გსურთ, ნუ იბრძოლებთ და ნუ დაიცავთ არა სხვისას, საკუთარსაც და ვისაც ამისთვის ვაჟკაცობა და ჯიგარი გააჩნია, ისინი გააკეთებენ და ბოლო-ბოლო თქვენნაირებს დაიცავენ მაინც smile.gif ომი ყველაზე მეტად ვისაც არ უყვარს, ეს ჯარისკაცია ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
evangelizer
პოსტი Mar 19 2009, 01:48 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 194
რეგისტრ.: 16-March 09
წევრი № 6,657



ციტატა(staywhite @ Mar 19 2009, 01:36 PM) *

გასაგებია შენი აზრი. მაგრამ რატომაა "გამიზნული" ეს? შენ ხომ მანამდე წყნარად მიირთმევდი ყავას ან პოპკორნს ტვ-ს წინ და აზრად არ გქონდა ვინმეს დაზიანება ან მოკვლა?
ნუ ეს შენი გამოუცდელობის ბრალია ალბათ, რამდენადაც წარმოდგენა არ გაქვს იარაღიანი თავდამსხმელის აღმატებულობაზე. ისე კი ხელით მოკლავ, იარაღით თუ ტაფით საბოლოო ეფექტი ამით იცვლება?
რა შუაშია ნაციონალიზმი იარაღთან ? ან შემთხვევით პატრიოტიზმს და ნაციონალიზმს ერთმანეთში ხომ არ ურევთ?
ვისაც გსურთ, ნუ იბრძოლებთ და ნუ დაიცავთ არა სხვისას, საკუთარსაც და ვისაც ამისთვის ვაჟკაცობა და ჯიგარი გააჩნია, ისინი გააკეთებენ და ბოლო-ბოლო თქვენნაირებს დაიცავენ მაინც smile.gif ომი ყველაზე მეტად ვისაც არ უყვარს, ეს ჯარისკაცია ...

შეიძლება ადამიანი გეჩხუბება და შენ მოუქნიე რამე და მოკვდა.. ეს არის თავის არიდების მცდელობა და არა გამიზნული მოქმედება, რომ შენ გინდოდა მოგეკლა.. ამას სამართლის სისტემაც იტვალისწინებს და სასჯელიც კი უმსუბუქდება. აი რა განსხვავებაა.


თავდამსხმელის აღმატებულობა არაფერს შუაშია, იესოს სიტყვებს დააკვირდი. smile.gif


ვისაც უნდა იბრძოლოს, ვისაც უნდა არა, მაგრამ მე ბიბლიურ საფუძველზე ვსაუბრობ..



თემას ნუ მიოFებ smile.gif





--------------------

"წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ"..


1პეტრე3:15
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 19 2009, 01:58 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



evangelizer
ციტატა
თემას ნუ მიოFებ

კი არ გიოფებ, შენ გსურს ასე იყოს smile.gif ნუ გეშინია ჩემი, მე არ ვარ "ადამხორი" ,
ისიც აქ ინტერნეტში რისი უნდა გეშინოდეს a075.gif

პ.ს. ეს თემა აქ ზედმეტია, არსებობს მსგავსი თემები მინიმუმ 2 .
პ.ს.ს. თანაფორუმელის აზრი რომ არ გავიმეორო, ამ თემიდან გავდივარ smile.gif

პ.ს. სუსლიკობას ქრისტიანობაში ნუ ურევთ!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 19 2009, 02:01 PM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



staywhite
ნანა ეს თემა სადაა იქნებ იქნებ მანახო რა. და თუ რამის ტქმა უნდათ იქ თქვან.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 19 2009, 02:04 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



afxazi
ციტატა
ნანა ეს თემა სადაა იქნებ იქნებ მანახო რა. და თუ რამის ტქმა უნდათ იქ თქვან.

სახელმწიფო და ეკლესიის განყოფილებაშია თემა "სამხედრო". ასევე მსგავსი დისკუსიები იყო წმინდა გიორგის თემაში (დიდგორი), რომელიც დახურულია.

ჩემი აზრით, თემა სამხედრო შეესაბამება ამას, იქ თავიდან მინიმუმ 20 გვერდი სწორედ ამ საკითხზეა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 19 2009, 02:21 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



staywhite
ციტატა
ჩემი აზრით, თემა სამხედრო შეესაბამება ამას, იქ თავიდან მინიმუმ 20 გვერდი სწორედ ამ საკითხზეა.

თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში თემის ავტორს მოტივი აინტერსებს, ვფიქრობ თეოლოგიური კუთხით, რიღაა გამართლებული სამშობლოს დაცვისას ომში ჩაბმა და ცხადია ადამიანთ მოკვდინება ადამიანებისა.

ჩვენც ვუპასუხოთ smile.gif smile.gif (თუმცა აზრი არ აქვს) მხოლოდ იმიტომ რომ არ ჩათვალონ პასუხი არ აქვთო.

ლუკას სახარებაში არის ასეთი მუხლი, იოანე ანთლისმემელტან დაკავშირებით: "მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას". (ლუკა 3,14)

რაო იოანემ ახსენა სადმე მეომრობა ცოდვაა და სასწრაფოდ დატოვეთ ჯარის რიგებიო? არამედ თავიანთ სამსახურში ზნეობრივი მსახურების დაცვა შესტავაზა.

უფალს იგავის სახით მოყავს ცხოვრებისეყლი მაგალითი და საერთოდ არ ამბობს რომ ბრძოლა ცოდვაა და მსგავსი რამ.

"ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით კაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხდურს? და თუ არ შეუძლია, ელჩებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას" (ლუკა 14, 31-32)

"კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, მორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი ტავისი სახლეულით, ხალხის მიმართ მრავალმოწყალე და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი" (საქმე 10, 1-2)

ეხლა ართ ქვათ ამ ასისთავს არცერთი ადამიანი არ ეყოლებოდა ბრძოლებში მოკლული. მაგრამ არათუ ეს არაა ნახსენები, პირიქით მის ზნეობრივ სიმაღლეებზეა ხაზგასმა.

მსგავსი მაგალითია მათეს სახარების მერვე თავში ასისთავთან დაკავშირებით.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 19 2009, 02:31 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



afxazi
ციტატა
ჩვენც ვუპასუხოთ

აგაშენა ღმერთმა, დავით smile.gif

პ.ს.ის თემაშიც არის ეს ციტატები მოყვანილი, გიორგის, კანონისტის, მნათეს, კაიროსის და სხვათა მიერ.

პ.ს.ს. გავედი ისე აქედან, რამდენადაც აზრი არ აქვს მაგათთან საუბარს და ვინც მიცნობთ იცით, ვაჟკაცობა და გული ჩემთვის რას ნიშნავს smile.gif ასე რომ აღარ ჩავერევი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 19 2009, 07:06 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში?

მე ეს კითხვა ვერ გავიგე.. რა იარაღი.. რამეში ვიყენებთ რო?
smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Mar 19 2009, 07:42 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



evangelizer
ციტატა
პირადი თავდაცვა სხვა რამეა.. ნაციონალიზმი კი სულ სხვა!

აი მაგაშია სწორედ თქვენი უბედურება. როცა მთლიანად ერს ეხება მაშინ პაციფისტები ხართ. როცა პირადად თქვენ გეხებათ, მაშინ სხვა საქმეაო. საკუთარი გტკივათ და გაწუხებთ, ერისა კი არა.
მართალია staywhite, თქვენთან ამ თემაზე საუბარი წყლის ნაყვაა. წავედი სანამ რამე არ წამომცდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Mar 19 2009, 07:58 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



ნაციონალიზმი რა შუაშია?
საერთოდ, რა არის შენი აზრით ნაციონალიზმი? თუ სამშობლოს დაცვა დასჭირდა, რა, კონსერვატორი არ წავა ბრძოლაში? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Mar 19 2009, 08:35 PM
პოსტი #14


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



საინტერესოა ამ თემის თეოლოგიური კუთხით განხილვა. პირადად მე, ჯერჯერობით არ მაქვს სურვილი ამ თემაში აქტიური მონაწილეობის მიღების მაგრამ, სიამოვნებით წავიკითხავდი, თეოლოგიური, ანუ ბიბლიურ, სახარებისეული, ქრისტიანული კუთხით გამართულ, ბიბლიაზე დაფუძნებულ მსჯელობას და სწორედ ამიტომ ვუერთდები evangelizer-ისა და afxazi-ის პოსტებში დაწერილ სიტყვებს:


ციტატა

evangelizer: ვისაც უნდა იბრძოლოს, ვისაც უნდა არა, მაგრამ მე ბიბლიურ საფუძველზე ვსაუბრობ..


ციტატა

afxazi: თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში თემის ავტორს მოტივი აინტერსებს, ვფიქრობ თეოლოგიური კუთხით, რიღაა გამართლებული სამშობლოს დაცვისას ომში ჩაბმა და ცხადია ადამიანთ მოკვდინება ადამიანებისა.


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 19 2009, 08:49 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მოყვასი
ციტატა
ლუკას სახარებაში არის ასეთი მუხლი, იოანე ანთლისმემელტან დაკავშირებით: "მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას". (ლუკა 3,14)

რაო იოანემ ახსენა სადმე მეომრობა ცოდვაა და სასწრაფოდ დატოვეთ ჯარის რიგებიო? არამედ თავიანთ სამსახურში ზნეობრივი მსახურების დაცვა შესტავაზა.

უფალს იგავის სახით მოყავს ცხოვრებისეყლი მაგალითი და საერთოდ არ ამბობს რომ ბრძოლა ცოდვაა და მსგავსი რამ.

"ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით კაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხდურს? და თუ არ შეუძლია, ელჩებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას" (ლუკა 14, 31-32)

"კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, მორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი ტავისი სახლეულით, ხალხის მიმართ მრავალმოწყალე და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი" (საქმე 10, 1-2)

ეხლა ართ ქვათ ამ ასისთავს არცერთი ადამიანი არ ეყოლებოდა ბრძოლებში მოკლული. მაგრამ არათუ ეს არაა ნახსენები, პირიქით მის ზნეობრივ სიმაღლეებზეა ხაზგასმა.

მსგავსი მაგალითია მათეს სახარების მერვე თავში ასისთავთან დაკავშირებით.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Mar 19 2009, 09:02 PM
პოსტი #16


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



როგორც უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია, ჯერჯერობით არ ვერთვები თემაში აქტიურად. უბრალოდ მაინტერესებს თვალყური ვადევნო, იუზერების (თეოლოგიურ) მსჯელობას არსებულ თემაზე, რასაც ვაკეთებ კიდეც. ჩემთვის საინტერესო იქნება evangelizer-ის კომენტარების და სხვა იუზერების მოსაზრებების წაკითხვაც. მადლობ აფხაზი.


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Mar 20 2009, 12:30 AM
პოსტი #17


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ყველაზე "საინტერესო" მოსაზრება ამ შემთხვევაში იაღოვას მოწმეებს აქვთ biggrin.gif

ეს სექტა უარს ამბობს ყოველგვარ სამხედრო ოპრაციაში მონაწილეობაზე, მიზეზი ნათელი უნდა იყოს biggrin.gif

მოკლედ ერთმა ჟურნალისტმა დაახლოებით ესეთი კითხვა დაუსვა, საქართველოში იაჰოვას მოწმეების წარმომადგენელს (გენადი გუდაძე) საქართველოში:

თუ თქვენ უარს ამბობთ ჯარში სამსახურზე, მაშინ რა ბედი ეწევა ისეთ სახელმწიფოს, რომელიც მთლინად იაღოველებით იქნება დასახლებული. ანუ შემოესევიან და გაჟღლიტავენ ისინი კი თავისი ნებით შეაკვდებიან

პასუხი არ გაინტერესბთ biggrin.gif

"არამგონია, იეჰოვას მოწმეებმა ერთი მთლიანი, მაგრამ ცალკე აღებული სახელმწიფო შეადგინონ"

ხო დაგლიჯა პასუხმა? biggrin.gif

რომ შეადგინონ ბატონო გენადი, მერე სად გარბიხართ? a075.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
evangelizer
პოსტი Mar 20 2009, 12:37 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 194
რეგისტრ.: 16-March 09
წევრი № 6,657



ციტატა(death @ Mar 20 2009, 12:30 AM) *

ყველაზე "საინტერესო" მოსაზრება ამ შემთხვევაში იაღოვას მოწმეებს აქვთ biggrin.gif

ეს სექტა უარს ამბობს ყოველგვარ სამხედრო ოპრაციაში მონაწილეობაზე, მიზეზი ნათელი უნდა იყოს biggrin.gif

მოკლედ ერთმა ჟურნალისტმა დაახლოებით ესეთი კითხვა დაუსვა, საქართველოში იაჰოვას მოწმეების წარმომადგენელს (გენადი გუდაძე) საქართველოში:

თუ თქვენ უარს ამბობთ ჯარში სამსახურზე, მაშინ რა ბედი ეწევა ისეთ სახელმწიფოს, რომელიც მთლინად იაღოველებით იქნება დასახლებული. ანუ შემოესევიან და გაჟღლიტავენ ისინი კი თავისი ნებით შეაკვდებიან

პასუხი არ გაინტერესბთ biggrin.gif

"არამგონია, იეჰოვას მოწმეებმა ერთი მთლიანი, მაგრამ ცალკე აღებული სახელმწიფო შეადგინონ"

ხო დაგლიჯა პასუხმა? biggrin.gif

რომ შეადგინონ ბატონო გენადი, მერე სად გარბიხართ? a075.gif

ცოტა კორექტულად თუ ისაუბრებ, უფრო მესიამოვნება ადამიანისთვის პასუხის გაცემა.. smile.gif
რაშია საქმე იცი ჩემო კარგო? ვერასოდეს ვერ შეადგენე ქრისტიანები სახელმწიფოს, რადგან იესოს დავალება იყო რომ ყველა ერიდან ერთადერთ თავყანისმცემლობაში გაერთიანებულიყვნენ (მათე28:19)...

იესომ თქვა კიდე რითი იქნებოდნენ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები დაკავებულნი უკანასკნელ დროს: "ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს, ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და აი მაშინ მოვა აღსასრული.."(მათე24:14)...



არ შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანობა იყოს პოლიტეკლესია და შესაბამისად ვერც სახელმწიფოს შექმნიან..


--------------------

"წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ"..


1პეტრე3:15
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Mar 20 2009, 12:51 PM
პოსტი #19


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



death

ისე მართლია evangelizer-ი, ცოტა არ იყოს, აგდებული და არაკორექტული საუბარით გამოგივიდა, რომლის გარეშე ალბათ უფრო მეტის თქმას შეძლებდი. mellow.gif


ციტატა(evangelizer @ Mar 20 2009, 12:37 PM) *

ცოტა კორექტულად თუ ისაუბრებ, უფრო მესიამოვნება ადამიანისთვის პასუხის გაცემა.. smile.gif
რაშია საქმე იცი ჩემო კარგო? ვერასოდეს ვერ შეადგენე ქრისტიანები სახელმწიფოს, რადგან იესოს დავალება იყო რომ ყველა ერიდან ერთადერთ თავყანისმცემლობაში გაერთიანებულიყვნენ (მათე28:19)...

იესომ თქვა კიდე რითი იქნებოდნენ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები დაკავებულნი უკანასკნელ დროს: "ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს, ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და აი მაშინ მოვა აღსასრული.."(მათე24:14)...
არ შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანობა იყოს პოლიტეკლესია და შესაბამისად ვერც სახელმწიფოს შექმნიან..



მართალი ხარ ამ მხრივ გეთანხმები evangelizer

ისტორიული ფაქტები და თვით ადრინდელი ეკლესიის მამებიც ადასტურებენ რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები არ ხდებოდნენ ჯარისკაცები, შესაბამისად არც იარაღს ატარებდნენ და არც არავის კლავდნენ სახელმწიფოებრივი რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო.


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
evangelizer
პოსტი Mar 20 2009, 12:51 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 194
რეგისტრ.: 16-March 09
წევრი № 6,657



ციტატა(afxazi @ Mar 19 2009, 02:21 PM) *

staywhite

თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში თემის ავტორს მოტივი აინტერსებს, ვფიქრობ თეოლოგიური კუთხით, რიღაა გამართლებული სამშობლოს დაცვისას ომში ჩაბმა და ცხადია ადამიანთ მოკვდინება ადამიანებისა.

ჩვენც ვუპასუხოთ smile.gif smile.gif (თუმცა აზრი არ აქვს) მხოლოდ იმიტომ რომ არ ჩათვალონ პასუხი არ აქვთო.

ლუკას სახარებაში არის ასეთი მუხლი, იოანე ანთლისმემელტან დაკავშირებით: "მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას". (ლუკა 3,14)

რაო იოანემ ახსენა სადმე მეომრობა ცოდვაა და სასწრაფოდ დატოვეთ ჯარის რიგებიო? არამედ თავიანთ სამსახურში ზნეობრივი მსახურების დაცვა შესტავაზა.

უფალს იგავის სახით მოყავს ცხოვრებისეყლი მაგალითი და საერთოდ არ ამბობს რომ ბრძოლა ცოდვაა და მსგავსი რამ.

"ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით კაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხდურს? და თუ არ შეუძლია, ელჩებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას" (ლუკა 14, 31-32)

"კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, მორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი ტავისი სახლეულით, ხალხის მიმართ მრავალმოწყალე და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი" (საქმე 10, 1-2)

ეხლა ართ ქვათ ამ ასისთავს არცერთი ადამიანი არ ეყოლებოდა ბრძოლებში მოკლული. მაგრამ არათუ ეს არაა ნახსენები, პირიქით მის ზნეობრივ სიმაღლეებზეა ხაზგასმა.

მსგავსი მაგალითია მათეს სახარების მერვე თავში ასისთავთან დაკავშირებით.

გამარჯობა აფხაზი, რამდენადაც მე შენს პოსტებს ვაკვირდებოდი, არ შემიმჩნევია გახასიათებდეს აჩქარებულად იარლიყების მიწერა უსაფიძვლოდ.. მე ნათლად გამოვხატე აზრი, თუ რატომ გავხსენი თემა.. smile.gif და აზრი აქვს თუ არა შენს მიერ არგუმენტაციას, დამიჯერე, ამას არსებიტად განაპირობებს შენი არგუმენტაციის ხარისხი... smile.gif მე რომ არ მაინტერესებდეს თქვენი აზრი, თემას არც გავხსნიდი. smile.gif

ახლა რაც შეეხება კომენტარს შენს ამ პოსტზე:

1. ჯერ ერთი ის რომ შენს მიერ ჩამოთვლილ ადამიანს შესაძლებელია ვინმე მოეკლა, ეს არის მხოლოდ შენი ჰიპოთეზა..

2. ეს ადამიანები იყვნენ იუდეველები, რომლებიც მოსეს კანოს ემორჩილებოდნენ, რომლის მიხედვითაც არსებობდა სამხედრო სამსახური და ის (კორნელიუსი) არ ყოფილა გაცნობილი ქრისტიანობას და ამიტომ ბიბლია მას დადებითად მოიხსენიებს.. ღმერთმა რომ მისი გული და სწორი მოტივები დაინახა, ამიტომაც იზრუნა პეტრესთან მისულიყო და ქრისტიანი გამხდარიყო.. მერე საინტერესოა თუ იყო იგი რაზმის ასისთავი.. smile.gif

3. იოანე ნათლისმცემელს არ ეხებოდა ქრისტიანული პრინციპების სწავლება, რაც ჯარისკაცებს უთხრა, ეს არაფერს ამტკიცებს.. ჯერ იესო უნდა მოსულიყო.. ქრისტეს კანონიც კი მისი დაღვრილი სისხლის შემდეგ შევიდა ზალაში, ასე რომ მოვლენებს ნუ გაუსწრებ..

4. იესოს მაგალიტზე კი რისი თქმა გინდა, ვერ ვხვდები.. ადამიანებს რომ გაეგოთ მარტივად, ის მათთვის ნაცნობ სიტუაციებს იყენებდა, თუმცა სულაც არ ნიშნავს რომ იზიარებდა მათ.. მაინც ვნახოთ კონტექსტი, თუ რაზე თქვა ეს იესომ, ის საუბრობდა იმ ძალისხმევაზე, რაც მის მოწაფედ ყოფნისთვის იყო საჭირო. 28-ე მუხლიდან დავიწყოთ:



28 მაგალითად, რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად? 29 სხვაგვარად, შეიძლება საძირკველი ჩაყაროს, მაგრამ მშენებლობა ვერ დაამთავროს, და ყველამ, ვინც დაინახავს, მასხრად აიგდოს. 30 იტყვიან, ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო. 31 ან რომელი მეფეა, რომ სანამ სხვა მეფესთან საბრძოლველად წავიდოდეს, არ დაჯდეს და არ მოითათბიროს, გაუმკლავდება თუ არა ათი ათასით ოციათასიან მოწინააღმდეგეს? 32 თუ ვერ გაუმკლავდება, სანამ ის მეფე ჯერ კიდევ შორს არის, ელჩებს გაუგზავნის მას და ზავის დადებას სთხოვს. 33 ასევე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ დათმობს მთელ თავის საკუთრებას, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

იესომ არა მარტო ბრძოლას შეადარა შესაძლებლობების წინასწარგანჭვრეტის აუცილებლობა, არამედ კოშკის აშენებასაც.. biggrin.gif ასე, რომ ის უბრალოდ თვალსაჩინო მაგალიტებს იყენებდა სასწავლებლად. smile.gif

1. მანახეთ ბიბლიიდან თუნდაც მინიშნება მაინც სამხედრო სამსახურზე ქრისტიანებთან მიმართბეში.
2. რომელი ქრისტიანი იბრძოდა .. biggrin.gif
3. ან როგორ უთავსებთ ქრისტეს დავალებას და "ახალ მცნებას" სიყვარულზე ამ ყოველივეს
?


--------------------

"წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ"..


1პეტრე3:15
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი