მზე ღვთისმეტყველებაში, "მზეო სიმართლისაო" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მზე ღვთისმეტყველებაში, "მზეო სიმართლისაო" |
marine |
Oct 31 2017, 10:01 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორც მზე აღემატება ზეციურ მოვლენას, ისე აღემატება ღვთისმეტყველი ყველას ღვთივკურთხეული თავისი ღვაწლით".
/ღირსი სვიმეონ მეტაფრასტი/ "და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შვიდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსვრილებასა ერისა თვისისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს" (ეს. 30, 26). დღე, რომელიც მსოფლიო დროს "დააკლდა" მზე გაჩერდა?! ასწლეულები ილევა, რწმენისგან დაცლილ უკანასკნელ საუკუნეს კი, რომელიც მიზეზს არ უშვებს, როგორმე თავი ღვთის არარსებობაში დაირწმუნოს, სულ უფრო ნაკლები არგუმენტი რჩება საამისოდ. წმინდა წერილი არავითარ ეჭვს აღარ ტოვებს - მასში გადმოცემული ყველა ამბავი რომ რეალობაა, მეცნიერულადაც აბსოლუტურად დასტურდება. აი, ერთი მათგანიც: ეს ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მოხდა. აქაურმა მკვლევარებმა და ასტრონავტებმა, რომლებიც სივრცის შემსწავლელ პროგრამაზე მუშაობდნენ, განიზრახეს დაედგინათ, რა პოზიციაზე იქნებოდა 1000 წლის შემდეგ მზე, მთვარე და სხვა პლანეტები. "ამის ცოდნა საიმისოდ გვინდა, რომ ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული თანამგზავრის ორბიტა მათი არსებობის მანძილზე და მომავალში თავიდან ავიცილოთ მათი შესაძლო შეჯახებაო", - ირწმუნებოდა კომპანია "კერტის ენჯირინგის" პრეზიდენტი და ამ პროგრამის კონსულტანტი ჰაროლდ ჰილი. მკვლევარნი იმგვარ კომპიუტერზე მუშაობდნენ, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით სწვლობდა როგორც ერთი საუკუნის შემდგომ, ისე საუკუნის წინათ მომხდარ მოვლენებს. კომპიუტერმა ერთ დღესაც ყველასთვის მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა და მონიტორზე დაიწერა: "პროგრამა არასწორია ან მასში შეტანილი ფაქტები და შედეგები ურთიერთს გამორიცხავენ..." როდესაც სპეციალისტებმა კომპიუტერი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ყველა მონაცემი სწორად იყო შეტანილი, პროცესის ხელმძღვანელი მყის დაინტერესდა, - მაინც, რა ხდებაო. ყოვლად საოცარი, ირეალური პასუხი მიიღო - წარსულს ერთი დღე აკლია! რა არ იღონეს, როგორ არ ითვალეს და იჭყლიტეს ტვინი მეცნიერებმა, მაგრამ მიზეზს მანამ ვერავინ მიხვდა, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა, მორწმუნე ქრისტიანმა, არ გაიხსენა წმინდა წერილის ის მონაკვეთი (ისუ ნავეს წიგნი), სადაც ყოველი "საღად მოაზროვნე" ურწმუნოსთვის წარმოუდგენელი რამ წერია: "უთხრა უფალმა ისუს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერც ერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ" (ისუ ნავეს ძე 10,8). როგორც ბიბლიიდან გახსოვთ, ისუ ნავე იმის გამო წუხდა, რომ ბინდდებოდა, მტრის დასამარცხებლად კი დღის სინათლე იყო აუცილებელი. "მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს იმ დღეს და თქვა: მზეო, დადექ, და მთვარევ! და დადგა მზე და არ განძრეულა მთვარე. განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში? "იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,12-13). "ძლიერი იყო ომში ისუ ნავეს ძე. როგორ განდიდდა, როცა ხელები აღაპყრო. განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და იქმნა ერთი დღე ვითარცა ორი?" (ზირ. 46,1-5). - აი, დღე, რომელიც საუკუნეს აკლია! - წამოიძახეს მეცნიერებმა და კვლავ გადაწყვიტეს, ის დღეები გამოეთვალათ, რომელიც ამ დღემდე განვლო დედამიწამ. როგორც გაირკვა, დრო, რომელიც ისუ ნავეს ძეს ბრძოლისას აკლდებოდა, 23 საათი და 20 წუთი იყო და არა მთელი დღე. მიღებული პასუხის მიახლოებითობამ, უფრო ზუსტად, 40 წუთის ნაკლებობამ, მეცნიერებს ინტერესი გაუცხოველა და მათ წმინდა წერილის ტექსტები უფრო გულმოდგინედ გადაიკითხეს. და უფრო გაოცდნენ: იქ სწორედ ასე წერია: "მზე თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,13) და არა მთელი დღე. ეს იყო უცხადესი დასტური იმისა, რომ წმინდა წიგნებში შემთხვევით არაფერი დაწერილა და თვით უმნიშვნელო სიტყვაშიც კი საგანძური იმალება (იოანე ოქროპირი). ეს თითქოს უმნიშვნელო სიტყვა "თითქმის", როგორც აღმოჩნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ დღეს მეცნიერები იმ 40 წუთს ვერ შეაჯერებენ, ორბიტის გამოთვლისას იგივე შეცდომა ათასობით წლის მანძილზეც განმეორდება. მსგავსი პროექტებისთვის, სადაც წამებიც კი ფასეულია, 40 წუთი, რაღა თქმა უნდა, ძალზე ბევრია. როდესაც ამ "დაკარგული" დღის აღმომჩენმა მორწმუნე მეცნიერმა გაიხსენა, რომ ძველი აღთქმა არა მხოლოდ მზის გაჩერების, მისი უკუსვლის ამბავსაც მოგვითხრობს, მავანმა იგი შეშლილად ჩათვალა, ყველაზე ეჭვიანებმა კი ბიბლიის პარალელური ადგილების მიმანიშნებელი სისტემის მეშვეობით ადვილად მიაგნეს "მეოთხე მეფეთას", სადაც იხილეს: "უთხრა ეზეკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი? თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ათი საფეხურით წინ ჩავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან? თქვა ეზეკიამ: უკან დაბრუნდეს ჩრდილი. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და დააბრუნა უფალმა ჩრდილი ათი საფეხურით" (4 მეფ. 20,8-11). მხოლოდ ჩრდილი დააბრუნა თუ მასთან ერთად მზეც? კერძოდ რომელ სასწაულზე ეკითხებოდნენ ეზეკია წინასწარმეტყველს ბაბილონის ელჩები? ეზეკიას განკურნებისას უფალმა მზე ზენიტში დააბრუნა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ მისთვის "ცხოვრების საღამო" თავისი "ჩრდილით" ჯერაც შორს იყო... ეს სასწაული მხოლოდ მათთვის იყო ხილული, ვინც მას შეესწრო თუ ასტრონომიულ სასწაულს ჰქონდა ადგილი? სწავლულებმა ამ კითხვაზე პასუხი "ესაია წინასწარმეტყველის წიგნში" იპოვეს, სადაც ამ მოვლენის დამატებით დეტალურ აღწერაში წამოჭრილი კითხვის პირდაპირი განმარტებაა მოცემული: "და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ: "აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია საფეხურზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, საფეხურზე, რომელიც უკვე ჩავლილი ჰქონდა" (ეს. 38,4-8). თავად მზის მობრუნების საკითხი ნეტარმა თეოდორიტემ, ძველი აღთქმის ტექსტების საუკეთესო კომენტატორმა, ამგვარად ახსნა: "მზესთან დაკავშირებული სასწაული მსოფლიო მასშტაბით მოხდა, რადგან მზის უკან დაბრუნების შესახებ ყველამ შეიტყო". მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კიბის ათი საფეხური, რომელიც ზევით, პირდაპირ ახაზ მეფის ოთახში ადიოდა, ზუტად 40 წუთს შეადგენს. ამგვარად, 23 საათი და 20 წუთი, რომელიც უფალმა წინასწარმეტყველსა და წინამძღოლს, ისუ ნავეს აჩუქა და 40 წუთი, რომელიც წინასწარმეტყველ ეზეკიას მისცა, ერთიანობაში უდავოდ ის დღეა, რომელიც მსოფლიო დროს კლია. ამ სასწაულის შესახებ მატიანე შემდეგს გვიამბობს: ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე ქრისტემდე 480 წლით ადრე წერდა, რომ ზოგმა ეგვიპტელმა მოგვმა უჩვენა ჩანაწერები, თუ როგორ გაგრძელდა დღე-ღამე 24 საათით. უძველეს ჩინურ ხელნაწერებში პირდაპირაა მითითებული, რომ ეს მოვლენა მოხდა იმპერატორ იოს ეპოქაში, ჩინური გენეალოგიური ნუსხა კი იუწყება, რომ ხსენებული იმპერატორი სწორედ ისუ ნავეს თანამედროვე იყო. ბერძნული, ეგვიპტური და ჩინური წყაროების გარდა მზის გაჩერების ისტორიულ ფაქტს ადასტურებს მექსიკური, ფინური, იაპონური, პერუული და მრავალი სხვა ხალხის ისტორიული წყაროც. მაგალითისთვის, პირველყოფილ ამერიკელ ინდიელთა ყოფის ცნობილმა კვლევარმა ლ. კინგსბორომ დაასკვნა, რომ მექსიკელებს აქვთ უძველესი გადმოცემა მზის შესახებ, რომელიც "უძრავად იდგა მთელი დღის მანძილზე, და ეს სწორედ "შვიდი კურდღლის წელიწადს" - ისუ ნავეს პალესტინაში ბრძოლის ჟამს მოხდა. მსგავსი მარგალიტები ისტორიამ უამრავი იცის, მაგრამ მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერული აღმოჩენა ერთი მიზნითაა დაშვებული: დამოწმდეს ის ღვთაებრივი გამოცხადებანი, რომლებზეც წმინდა წერილი მოგვითხრობს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 1 2017, 09:41 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მზისა და ნათლის ესტეტიკა ოდითგან ქართული სახისმეტყველების საფუძველი იყო. როგორ აირეკლა ეს ნათელი ლიტერატურაში?
- ყველაფერში ნათელია. გავიხსენოთ თუნდაც ნ. ბარათაშვილის ლექსი "რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო..." აქ ბარათაშვილი ცდილობს, განმარტოს, რა არის მშვენიერება: "მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული, რომლით ნათლდება ყოველი გრძნობა, გული და სული". ეს განმარტება არ არის, მაგრამ დამეთანხმებით, რომ განმარტებაზე უკეთესია. ნათლის ესთეტიკა მზის ესთეტიკას დაემყარა, მაგრამ მეტი სულიერება და სიღრმე მოიტანა. მზის ესთეტიკა ჯერ კიდევ მარტივია. ვერ სცილდება საგნებს. ნათელი თვითონაა ესთეტიკური რაობა. "ვეფხისტყაოსნის" მთავარი სიუჟეტი იწყება და მთავრდება მზით. თინათინის პერსონაჟი ნაწარმოებში შემოდის სინათლით: "სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული, სოფლისა მნათი მნათობი... " ძირითადი სიუჟეტი კი ასე მთავრდება: "ნახეს, მზისა შესაყარად გამოეშვა მთვარე გველსა". ქართული აზროვნების განმმსჭვალავი და საფუძველთა საფუძველია სინათლის უდიდესი სიმბოლო - სვეტიცხოველი. ხე, რომელიც მოკვეთეს ბურჯად ტაძრისა, გადაიქცა ნათლად, სულიერ რაობად და შეაერთა ქართული მიწა ზეცასთან. ამგვარად, ყოფიერება გამთლიანდა ნათლით. ნათელი ზებუნებრივია თავისი სიმარტივით და სისპეტაკით. ამ სიმარტივეში დიდი სირთულეა. გალაკტიონი ამბობს: "წმინდა ნათელში, წმინდა სინათლის დიად ბადეში ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში". დიდი ღვთაებრივი წყვდიადი, იდუმალება შინაგანად არის აღვსილი ნათლით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ექვსდღიანი შესაქმის მიხედვით, პირველქმნილი ნათელი მნათობების გაჩენამდე გაჩნდა. ბიბლია სინათლის უდიდეს ეფექტს დაემყარა. კოსმოსურ წყვდიადში გაჩნდა კოსმოსური ნათელი და მშვენიერებაც ამის შემდეგ მოეფინა ქვეყნიერებას. ნათლით იწყება ყველაზე დიდი საოცრება - ყოფნა. კოსმოსური სითბოც სინათლედ განიცდება. ნათლის ჩაქრობასთან ერთად ბატონობს სული ბოროტი და დგება კოსმოსური სიცივე: "ზამთრის სიცივე მოდის მწარე ეგზერსისებად, მე რამ ახალი მათი ხილვით არ მეღირსება, მოდის სიცივე და თარეში სულის ბოროტის, დიდი სიცივე, კოსმიური სიცივე მოდის". ასეთია გალაკტიონისეული პოეტური შეგრძნება, როცა სიკეთის ნათელი ქრება. ეს ზამთარიც სულიერი ზამთარია, ოცნებათა ფოთოლცვენაა, როცა არსაიდან ჩანს ნათელი. ნათლის ესთეტიკა მუსიკალური ესთეტიკის მსგავსია, რადგან თვითონ ნათელი ხმასავით არასაგნობრივია. საგნიდან გამოდის არასაგნობრივი რამ: ესაა მუსიკაც და ნათელიც. ამაშია მსგავსება, მაგრამ ნათელი ზეციდან მოდის. ნათელსაც და ხმასაც შეუძლიათ მოსწყდნენ თავის წყაროს. ასე ანათებენ ჩამქრალი ვარსკვლავები. ასევე მოდის შორეული ხმა. მუსიკაც და ნათელიც სამყაროს იმ სილამაზეს ავლენს, რაც ენით ვერ გამოითქმის. ჩვენი დროის დიდი პოეტი ბესიკ ხარანაული წერს: "როგორც ვიოლინოს სიმი, მიდიოდა სხივი ხნულზე და ნიავის შეხებაზე მამულის ხმებს გამოსცემდა". ამ პოეტურ წარმოსახვაში სხივი ხმებს გამოსცემს, ქნარის ხმა ისევე ანათებს, როგორც, მაგალითად, ადამიანის სილამაზე, რომელიც ნათლად გვეფინება. უფრო სწორად, სილამაზის სხივოსნობას აღვიქვამთ მისი სინათლით. "ვეფხისტყაოსანში" წერია ნესტანზე: "რა მობრუნდა ქალი ჩემსკენ, შემოადგნეს სხივნი კლდესა, თვალთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა ზესა". ეს რეალობის ადეკვატური სიტყვები კი არ არის, არამედ განცდისა. ქალის სილამაზემ გაანათა, სხივი მოჰფინა იქაურობას, ეს განცდა კიდევ უფრო გაძლიერებულია შემდეგი ფრაზით: ქალის სილამაზის წინაშე "გაცუდნეს შუქნი მზისანიო". "თამარიანში" ვკითხულობთ: "გხმობ, თამარ, მზესა, უმზესად ზესა, მით, რომელ უცხოდ ხარ სახილველი". ნათელი, რომელსაც თამარი ასხივებს, აღემატება ზეციურ მნათობთა ბრწყინვალებას. თამარის ნათელს ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს. ადამიანში ღვთაებრივი სილამაზეა დანახული. - ქართველ პოეტთა ნაწარმოებებში ყველაზე მაღალი სიკეთე და სილამაზე მზით, სინათლით გამოისახება. გალაკტიონი წერს: "დღეს ყველგან მზეა და სილამაზე სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი". მზე აქ მხატვრული სიმბოლოა. ცხადია, მასში რელიგიური შინაარსიც დევს... - სიკვდილი ბევრად უფრო იოლი ხდება, როცა ამ მზის არსებობას წარუვალად განიცდი. ეს მზე გეგებება სიკვდილის შემდეგაც. წმინდა ნინო სიკვდილის წინ ამბობს: "მე დღესა დავუღამდებიო" (ე.ი. ამ ხილული, ყოფითი დღის წინაშე მე დავღამდებიო). გურამიშვილი კი ამბობს: "გავთენდი". ჩვენ მივდივართ მარადიული დღისკენ. დღე არის საღვთო სახელი მაცხოვრისა (აქ იგულისხმება "მზე სიმართლისა" - მარადიული მზე). "დღისით და ღამით ვხედავდე მზისა ელვათა კრთომასა" ("ვეფხისტყაოსანი"). დავით გურამიშვილი ცდილობს მზის სულიერ შეცნობას: "მზევ, მზისა მამზევებელო, მე შენსას ვერას ვზარობა, მიუწვდომელო ნათელო, რად პირად მთვარობ, რად მზობა, შენის ვერ ხილვის სევდითა სულსა რისთვისა მაძრობა?! მზევ, მომეშველე, განმათბე, სიცივით ნუ დამაძრობა". გურამიშვილი რელიგიური განწყობის პოეტია. ძნელბედობით აღსავსე ცხოვრებამ იგი ღმერთზე მაღალ ფიქრს აზიარა. იგი მზისა და ნათლის ესთეტიკას ავითარებს. ამის კვალობაზე კაცმა უნდა წარმოიდგინოს ამ მზის მიღმური კიდევ სხვა მზე, ამა მზის მამზევებელი, რაღაც განსაკუთრებული მზეობის მქონე "მზეთა მზე", სულის გამთბობი მზე, "ნათელი წარუვალი". მას გონებაც კი ვერ უსწორდება, ისევე როგორც თვალი ვერ უძლებს ამ მზის ხილვას: "ჭირს საცნაურის მზისაცა სწორად გამართვა თვალისა, არამცთუ უცნაურისა ცნობა გზისა და კვალისა". ეს მზე საცნაური მზეა, ის კი - უცნაური. გურამიშვილთან მზეთა მზის ხატია "გრძელი და ძველი დღე". ამ მხატვრულ სახეშიც ჩანს ნათლის მარადიულობა: "დიდება შენდა, დიდება, სახით მზეთა-მზეო, მიუწვდომელო ნათელო, გრძელო, ძველო დღეო". იშვიათია ნათლისა და მზის ესთეტიკით ასე მძლავრად განმსჭვალული ლირიკა." /რევაზ სირაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 1 2017, 05:05 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიცილი მზეა, რომელიც ადამიანის პირიდან ამოდის."
/ვიქტორ ჰიუგო/ "სიტყვა, რომელიც არაფერს ამბობს, არ უნდა ითქვას... მას ღიმილი სჯობს, მზეზე თბილი ღიმილი..." /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 2 2017, 10:27 AM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთი წმინდა მამა საღამოს ლოცვაზე დადგა და ხელები აღაპყრო. მზე მის ზურგს უკან ჩადიოდა, ღვთის მადლი გადმოვიდა მასზე და ისე ღრმად მოიცვა, რომ მხოლოდ დილას გამოფხიზლდა, როდესაც ამომავალმა მზემ სახე გაუთბო. მაშინ მიხვდა, რომ ახალი დღე დაიწყო და ადიდა უფალი, რომელმაც ის, უღირსი, ასეთი დიდებული საიდუმლოს ღირსი გახდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 5 2017, 08:48 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"და შვიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება" (ეკლესიასტე 2,17).
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 8 2017, 10:47 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მზე მთაზე ფეხებს აითრევს, სიცოცხლე ისე სწყურია".
/ნოდარ დუმბაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 15 2017, 10:28 AM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვაზის მტევნებში ჩაბუდებული მზის მაცოცხლებელი ენერგია"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 15 2017, 11:32 AM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სახელგანთქმულმა ბუნებისმეტყველმა და ბიოლოგმა, მცენარეული და ცხოველთა სამყაროს სისტემატიზაციის ფუძემდებელმა კარლ ლინეამ თქვა: "საუკუნომ, დიდებულმა, ყოვლისმხედველმა და ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა! მე მისი სახე არ დამინახავს, მაგრამ მისმა ანარეკლმა ერთიანად დაიპყრო სული ჩემი და კეთილმოკრძალებით აავსო!
მე აქა-იქ შევამჩნიე მისი ნაკვალევი მისსავე ქმნილებებში. მის ყველა საქმეში, თუნდაც ყველაზე მცირესა და უმნიშვნელოში - რამხელა ძალაა, რამხელა სიბრძნე, ენით უთქმელი სრულყოფილებაა! დავაკვირდი, თუ როგორ მიყვებიან ერთმანეთს მცენარეთა სამყაროსთან შეერთებული უწყვეტი ჯაჭვით განსულიერებული არსებები. მცენარეები კი მინერალურ სამყაროს ეკვრიან, რომლებიც დედამიწის შიგნით ჩადიან, დედამიწა კი უცვლელი წესით მზის გარშემო ბრუნავს, რომელიც მას სიცოცხლეს აძლევს და მე ვიხილე მზე და ყველა სხვა მნათობი, მთელი ვარსკვლავთა სამყარო, რომლებიც უთვალავი, უსაზღვრო, საუკუნო სიცარიელეებს შორის გაკიდულ სივრცეში მოძრაობენ. ამგვარად, სამართლიანი იქნება, გწამდეს, რომ არსებობს ღმერთი დიდებული და საუკუნო, რომელმაც ეს სამყარო შექმნა და მასში წესრიგი დაამყარა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 15 2017, 03:39 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მზესავით გაანათა ღვთის მადლის დამტევი გულები შემოქმედმა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 17 2017, 10:27 AM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგი [ღმერთი] ათბობს სულს, როგორც მზე - მინდვრის ყვავილებს, ქარივით არხევს მათ და სიცოცხლეს ანიჭებს".
/წმ. სილუან ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 18 2017, 09:07 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახლა, როგორც გურულები იტყვიან, იმფერი სიცხეებია, მზე რომ მზეა, იიც გედეიწვა. დუღს დედამიწა, იმფერი ამბავია".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 18 2017, 09:45 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულში მზესავით ჩაეღვარა ქართული ტრადიციები"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 20 2017, 08:56 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მზით ივსება სამყარო,
როგორც ფიჭა - თაფლით" /მარიამ კოზმანიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 22 2017, 09:31 AM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მზე უკვე მიიწურა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 22 2017, 09:51 AM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ის, რომ მზის ჩასვლისას აბრაამი დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა, ნიშნავს, რომ ბოლო ჟამს ერთგულთათვის დაბნეულობა და უბედურება დაისადგურებს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 23 2017, 06:10 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ღირსი სვიმეონი, ახალ ღვთისმეტყველად წოდებული, ისე გაბრწყინდა სული წმინდისგან, რომ წამოიძახა: ო, ღმერთო! ალბათ ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერი არსებობს ქვეყნად! და პასუხად მიიღო: იგი რასაც წმინდანები განიცდიან ამქვეყნად ხორციელი ყოფნის ჟამს, სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით მოგვაგონებს ქაღალდის კუთხეში დახატული და ცაზე მოკაშკაშე მზის შედარებას".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 24 2017, 10:52 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აქ თვითონ მზეც კი სხვანაირია,
უფრო თბილია, უფრო ტკბილია" /გოგლა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 25 2017, 12:26 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვინც გულისგულით მზეს დაატარებს"
/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 27 2017, 06:53 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დრო ბალახია და თან სათივე,
ამოდის, ხმება, ისევ ამოდის და როცა ყველა თვლემს საღამოთი, მას გული უცემს მზის საათივით". /გივი ალხაზიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 27 2017, 10:00 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს ბიბლიაში აღწერილი თარიღი, როცა ისუ ნავეს ძემ მზე გააჩერა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მოხდა 1207 წლის 30 ოქტომბერს ქრისტეს შობამდე, - იყება The Times of Israel.
ბრიტანელი მკვლევარების ვარაუდით, სწორედ ამ დროს მოხდა ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრინდელი მზის დაბნელება. ერთადერთი დაბნელება, რომელიც შეიძლება შეემჩნიათ ქანაანის მიწაზე, 1207 წლის 30 ოქტომბერს მოხდა, რომლის დროსაც მთვარე ძალიან შორს იყო დედამიწისგან და მზე ცეცხლმოკიდებულ ბეჭედს ჰგავდა ". /"საპატრიარქოს უწყებანი" N33, 2017, გვ.15/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი