მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
გლახა |
Dec 23 2006, 04:53 PM
პოსტი
#21
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
usgar
ციტატა მამა გაბრიელი კი მოუბრუნდა და მთელი ხმით დაუყვირა :გადიიიიი. და გააგრძელა ღვთის დიდება. დაააააა... |
ლეონტი |
Dec 23 2006, 05:05 PM
პოსტი
#22
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
usgar დაააააა... გასაგებია, ვინც მამა გაბრიელს არ იცნობდა უკვირთ ხოლმე, დიახ ხშირად აკეთებდა ეგეთ რამეებს. მაგრამ ყველაზე ჭკვიანი იყო. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ana-xatia |
Dec 23 2006, 09:57 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 |
უამრავი სასწაულები ვიცი რაც მამა გაბრიელის ზეთმა და მისი საფლვის მოლოცვამ, აასრულა
|
anastasia |
Dec 24 2006, 11:45 PM
პოსტი
#24
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 19-October 06 წევრი № 295 |
წელს ბედიანის დედათა მონასტერსი ვიყავი,იქ დედა პელაგია ძალიან ბევრ რამსე მიყვაბოდა მამა გაბრიელზე... თუ იცით,წიგნშიც წერია ის ამბავი,როგორ განკურნა მამა გაბრიელმა ავადმყოფი გოგონა,ღვთისმშობლის ხატიდან ჩამორეცხილი წყლით... ის გოგო დედა პელაგიას შვილი იყო
-------------------- ჰე,უფალო და მეუფეო,მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა...
|
marine |
Dec 25 2006, 05:46 PM
პოსტი
#25
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამა გაბრიელის ეს სიტყვები ძალიან მომწონს:
"საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს." "ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
lashashar |
Jan 10 2007, 01:09 AM
პოსტი
#26
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 836 |
ცოტა უცნაურობები გვჭირს ქართველებს
ერთხელ გახლდით მამა გაბრიელის საფლავზე და უნდა გითხრათ მის საფლავთან მლოცველი ქართველები ისეთივე გულმოდგინებით რომ შევთხოვდეთ მაცხოვარს, ვფიქრობ უკეთესი იქნება . . . უდიდესი რუსი წმინდანი სერაფიმე საროველი მხოლოდ 100 წლის მერე იქნა კანონიზირებული . . . ჩვენც ცოტა სიფრთხილე ხომ არ გამოგვეჩინა. მე არ ვიცი წმინდანია თუ არა მამა გაბრიელი (იგი ჯერ კანონიზირებული არაა) ამიტომაც ვიტყი: აცხონოს უფალმა მისი სული და თუ წმინდანია შეგვეწიოს მისი მადლი |
დავით ივერიელი |
Jan 10 2007, 02:06 AM
პოსტი
#27
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
აი მამა გაბრიელის ღვალის არსი იცით რა იყო... სხვებს აძლევდა თავის დამდაბლების საშულებას....
წმინდა იოანე სალოსი სულმტლად შიშველი იჯდა გზაზე და სახარებას ხმამაღლა კითხულობდა რათა დაეცინათ მისტვის მას კი დაეთმინა... მამა გაბრიელმა ერთი მონაზონი ბოსელში გააგდო შუა წირვიდან იქ არის შენი ადგილიო... მონაზონიც დაემორჩილა რამხელა თავმდაბლობის სასვალება მისცა მან ამ მონაზონს აბა დაუკვირდით... -------------------- მერე რა რომ . . .
|
G_I_O_R_G_I_ |
Jan 10 2007, 02:54 AM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როცა მე ბერების ცხოვრებაზე ვკითხულობდი (ლავსაიკონი,კიბე და აშ)ვნახე რომ უდაბნოში მოღვაწე ბერებს სხვა დასხვა ნიჭები ენიჭებოდათ უფლისგან ეს არის ეშმაკთა განდევნის,სნეულთა კურნების და აშ.და როგორც აღნიშნულია ყველაზე გამორჩეულ ბერებად ითვლებოდნენ ვისაც ჰქონდა მომავლის ხედვის ნიჭი და ეს ითვლებოდა ყველაზე დიდ ნიჭათ რაც სხვა მრავალ ნიჭთაგან რომელიც მიმადლა უფალმა მამა გაბრიელს ეს ნიჭიც ქონდა
. |
მხევალი ნინო |
Jan 10 2007, 10:31 AM
პოსტი
#29
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა მე არ ვიცი წმინდანია თუ არა მამა გაბრიელი (იგი ჯერ კანონიზირებული არაა) ამიტომაც ვიტყი: აცხონოს უფალმა მისი სული და თუ წმინდანია შეგვეწიოს მისი მადლი იცი რა? კანონიზირება ზუსტად აღნიშნე, ეს ჩვენ აქ დარჩენილები ვახდენთ წმინდანის კანონიზირებას, თორემ უფალთან ის უკვე მართალია და წმინდანიც. რაც შეეხება მის წმინდანად კანონიზირებას, გეთანხმები არაფერი საჩქარო არ არის, არ უნდა ასე გადარევა. მაგის დროც დადგება. ალბათ ძალიან გვიყვარს სასწაულები და იმიტომ ვჩქარობთ ასე. არ ვიცი, პირადა მე არ მეჩქარება. მტავარია ბერმა მისი მისია შეასრულა და მართლად წარდგა უფლის წინაშე. ჩვენ როდის მივანიჭებთ ტტიტულს მისთვის ალბათ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. ისედაც გვეწევა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ნიკოლოზ_V |
Jan 10 2007, 12:40 PM
პოსტი
#30
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
მართლაც საოცარი ბერი გახლდათ მამა გაბრიელი, ბევრი მსმენია მისი ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ.
როდის წავიდეთ მცეთაში? -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
lashashar |
Jan 13 2007, 05:50 PM
პოსტი
#31
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 836 |
მხევალი ნინო
''. . . უფალთან ის უკვე მართალია და წმინდანიც . . .'' '' . . .მტავარია ბერმა მისი მისია შეასრულა და მართლად წარდგა უფლის წინაშე . . .'' საიდან იცი ეს ნინო? დავიჯერო უფლის განგებულების შეცნობის უნარი შენ ან ერთ ვინმე ცოდვილ ადამიანს გააჩნია? '' . . . ჩვენ როდის მივანიჭებთ ტტიტულს მისთვის ალბათ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს . . . '' ნინო წმინდანად კაკონიზირება და ტიტულის მინიჭება ერთიდაიგივე არაა და დამერწმუნე ეს საკმაოდ საფრთხილო საქმეა. ამას საქართველოს წმინდა სინოდი (თავისი სულიერებით ბევრ ადამიანზე ბევრად ამაღლებული ხალხი) უფლის ნებით წყვეტს და ამის უფლება ერთ ან ორ თუნდაც მართალი ცხოვრებით მცხოვრებ ქრისტიანს არ აქვს. |
ზებედე |
Jan 13 2007, 09:57 PM
პოსტი
#32
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მხევალი ნინო ''. . . უფალთან ის უკვე მართალია და წმინდანიც . . .'' '' . . .მტავარია ბერმა მისი მისია შეასრულა და მართლად წარდგა უფლის წინაშე . . .'' საიდან იცი ეს ნინო? დავიჯერო უფლის განგებულების შეცნობის უნარი შენ ან ერთ ვინმე ცოდვილ ადამიანს გააჩნია? '' . . . ჩვენ როდის მივანიჭებთ ტტიტულს მისთვის ალბათ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს . . . '' ნინო წმინდანად კაკონიზირება და ტიტულის მინიჭება ერთიდაიგივე არაა და დამერწმუნე ეს საკმაოდ საფრთხილო საქმეა. ამას საქართველოს წმინდა სინოდი (თავისი სულიერებით ბევრ ადამიანზე ბევრად ამაღლებული ხალხი) უფლის ნებით წყვეტს და ამის უფლება ერთ ან ორ თუნდაც მართალი ცხოვრებით მცხოვრებ ქრისტიანს არ აქვს. მეგობარო, წმ. სინოდის წევრები არიან ეპისკოპოსები, და რამოდენიმე ეპისკოპოსის ქადაგებიდან ვიცი რომ მამა გაბრიელს წმინდანად აღიარებენ, თუმცა ვიცი სასულიერო პირები ვისაც მამა გაბრიელი "არ უყვართ" რადგან ბერი ამხილებდა დიდ ცოდვაში მყოფ მღვდლებს....ისე, წმ. სერაფიმ საროველის წმინდანობაზეც კამათობდნენ სანამ წმინდანად შერაცხავდნენ ღირს მამას, ამიტომ არ მიკვირს ეს... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
teo.. |
Jan 18 2007, 01:00 AM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
კანონიზირება? სანამ ადამიანის გონებამდე დავა თუნდაც რომელიმე წმინდანის წმინდანად შერაცხვა, უფალს და არსთა გამგებელს დადგენილიც აქვს და ჭერაცხულიც...
თავს თუ არ შეგაწყენთ საკუთარ თავზე გადამხდარ მაგალითს მოგიყვებით: მე როგორც ბევრგან აღვნიშნე 9წელია ამერიკაში ვარ და სიმართლე გითხრათ არ მქონდა გაგებული მამა გაბრიელის შესახებ არაფერი. ერთ დღეს (დაახლოვებით ორ წელიწად ნახევრის წინ) ნიუ-იორკის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაზარში შევედი და სანთლების თაროზე ქართული წარწერა შევნიშნე, დავიხარე და ვკითხულობ მამა გაბრიელის სასწაულმომქმედი ზეთი და უხრწნელი სისხლი... მას მერე სიმართლე გითხრათ ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება რატომ? სურათიდან მომზირალი მამა გაბრიელის სახე თითქოს მეტყველებდა, ხან მომღიმარი, ხან კი საოცრად გამწყრალი მიმზერდა... სულში მიღრმავდებოდა რაღაც და ვგრძნობდი უდიდეს, ენით აღუწერელ სინანულს, ცრემლები ნიაღვარივით მდიოდა და ვერ ვიგებდი რა ხდებოდა ჩემში. შემიძლია თამამ ვთქვა ის რომ 8 წლის უნახავი ნათესავებისა და მამა გაბრიელის საფლავის მოსალოცად ერთნაირი სურვილით ჩამოვდიოდი. მის საფლავიდან დედა პარასკევამ ზეთი გამომატანა რომელმაც შემდეგ მრავალი სასწაული მიჩვენა და არა მარტო მე. საქართველოდან პირდაპირ საფრანგეთში გადავედი ორგანიზაციის"ერთობა" დასაფუძნებლად. იმ გოგონას ვისთანაც ჩავდიოდი 5 წლის ავადმყოფი ბიჭი ყავდა. მამა გაბრიელის და მის საფლავზე უფლის სახელით აღსრულებულ სასწაულებზე ვუყვებოდი და ვურჩიე ბავშვები მოენათლა და ამ ზეთით ემკურნალა... იმ დღეს მარჯვენა ხელის გულზე ბოლნური ჯვარი და ნუსხახუცური ასო გამომესახა, რაც ყველა იქ მყოფმა ნათლად დაინახა (10-15 კაცი) ... მამა გაბრიელი ჩემთვის წმინდანია და იმედია ეკლესია აღიარებს მალე, რაც შეეხება იმას თუ ვის როგორი პატივი მივაგოთ მე მგონია რომ ასეთი წმინდანების მიერ აღვლენილი სასწაულები უფლის ძლიერებასა და მფარველობაზე მეტყველებს. ისინი ხომ მამა, ძე და სულიწმინდის სახელით კურნავენ ხალხს და არა საკუთარი სახელით. ამიტომ წმინდანების აღიარება და პატივის მიგებით ჯერ უფალს უნდა ვთხოვოთ შეწყალება მოვუხადოთ მადლობა რომ ყველანაირი სახით გვანახებს თავის უდიდეს ძალასა და მფარველობას, ხსნასა და ... უფალი იყოს ჩვენი მფარველი და გაგვაძლიეროს რწმენაში თუმცა ვიცი სასულიერო პირები ვისაც მამა გაბრიელი "არ უყვართ" რადგან ბერი ამხილებდა დიდ ცოდვაში მყოფ მღვდლებს.... რათქმა უნდა გუჯა ბერ გაბრიელს უდიდესი მისია ჰქონდა დედამიწაზე, მისი სალოსობაც ხომ უფლის განგებულება იყო და მისი წინასწარმეტყველებანიც... -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მხევალი ნინო |
Jan 18 2007, 11:51 AM
პოსტი
#34
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lashashar
ციტატა კანონიზირება? სანამ ადამიანის გონებამდე დავა თუნდაც რომელიმე წმინდანის წმინდანად შერაცხვა, უფალს და არსთა გამგებელს დადგენილიც აქვს და ჭერაცხულიც მე ლაშა აი ამ ციტატას ვგულისხმობდი, თეომ, რომ მოიყავან. არ არის საჭირო ასე გადარევა. დრო მოვა და შერაცხავენ წმინდანად. მე, როგორც ვიცი გრიგოლ ხანძთელის ხსენების Dრე დიდი ხანი არ არის, რაც დაადგინეს. მისი დაუჯდომელი დღემდე არ არსებობს. არ დაგავიწყდეს, რომ ეს ის წმინდანი იყო, რომელიც უფალს ნათლის სახით ხედავდა. ასეთები ძალიან ბევრი არ არიან. ციტატა საიდან იცი ეს ნინო? დავიჯერო უფლის განგებულების შეცნობის უნარი შენ ან ერთ ვინმე ცოდვილ ადამიანს გააჩნია? მე არანაირი უნარი არ გამაჩნია, უბრალოდ მისი ცხოვრებიდან, მის საფლავზე მომხდარი სასწაულებიდან და ჩვენი სიყვარულიდან გამომდინარე გამოვთქვი იმედი. ესეც იმიტომ ვთქვი, რომ ხალხი ძალიან განიცდის და ღიზიანდება ჯერ რომ არ არის წმინდანად შერაცხული. ხაზი გავუსვი, რომ ამით მისი მდგომარეობა არ მძიმდება. მისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. მას ქრისტე უყვარდა და მის გვერდით უნდოდა ყოფნა, იმედს გამოვთქვა, რომ მიაღწია. ჩვენ თუ რაიმე გვჭირდება და რწმენით მივალთ საფლავთან შეწევნაც არ აყოვნებს. ამიტომ, არ არის საჭირო გაღიზიანება და ბრაზი გულში სამღვდელოების მიმართ, რატომ აყოვნებენ წმინდანად შერაცხვასო. ვფიქრობ, ეს ჩვენი საქმე არ არის. როცა დრო მოვა შერაცხავენ. თუ ეს სამღვდელოება არა სხვა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 04:13 PM
პოსტი
#35
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მამა გაბრიელის სახეს რომ შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ ის ნამდვილად იყო კეთილშობილი ადამიანი და ასეთი კეთილშობილი სახის ადამიანი საერთოდაც რომ არ იყოს ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარი, მე დარწმუნებული ვარ, თავისი სიკეთით დაიმსახურებს უფლის მიერ ცხონებას. ამიტომ მეც მჯერა, რომ მამა გაბრიელი ზეციური საქართველოს მკვიდრია.
მამა გაბრიელის სახე საკმარისია, რომ ყველაფერ მიხვდე, რაც არ უნდა გაცივებული გული გქონდეს... მე მინახავს მსგავსი სახის ადამიანები ჩემს სოფელში, ძირითადად 90 წელს გადაცილებულნი, პატიოსანი ცხოვრების წესით ნაცხოვრები ადამიანები, რომელთაც შეიძლება უკრძალავდნენ აღმსარებლობას, მაგრამ მათ ღმერთიც წამდათ და ქართული სინდის-ნამუსიც. ჩვენ დღეს გაცილებით გაბოროტებული სახეებით დავდივართ ქუჩაში, ვიდრე ჩვენი წინაპრების გულუბრყვილო და კეთილი მზერით გაცისკროვნებული სახეებია. მამა გაბრიელის სახეზე საოცარი უბრალოება და პატიოსნებაა აღბეჭდილი, მისი სახე ყველა სიტყვაზე მეტად ლაპარაკობს. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მსგავსი მოღვაწეები! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
ლეონტი |
Mar 30 2007, 02:41 PM
პოსტი
#36
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
რასაც ქვევით დავწერ არ არის სენსაციისთვის განკუთვნილი.
ეს ხმადაბალი ამბავია, ერთი მორწმუნე კაცის პირადი გამოცდილება, რომლისაც მე მჯერა. ერთი მეგობრის ახლობელი მამა გაბრიელთან ხშირად დადიოდა, ესაუბრებოდა. მამა გაბრიელი ეფერებოდა და შიგადაშიგ სხვათაშორის ეუბნებოდა ეხლა ეს იქნება მერე ესო შენ ცხოვრებაშიო. რო დაუკვირდა ,ყველაფერი ზუსტად ისე განვითარდა როგორც მამა გაბრიელმა უთხრა, ცოლი, ოჯახი, ბავშვები, ბინის შეძენა და სხვა მრავალი. ამ ბოლო ხანებში კი მას მამა გაბრიელი სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: სანამ დროა ყველა შენ ძმაკაცს და ახლობელს გადაეცი რომ მოახლოებულია დიდი განსაცდელი, რომლის გაძლება უკიდურესად გაგიჭირდებათო. ამიტომ ყველანი მივიდნენ ეკლესიაში და გაძლიერდნენ, თორე მერე გვიან იქნებაო. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
leluka |
Mar 30 2007, 03:16 PM
პოსტი
#37
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
ამიტომ ყველანი მივიდნენ ეკლესიაში და გაძლიერდნენ, თორე მერე გვიან იქნებაო. უფალმა გაგვაძლიეროს ყველა,შევთხოვ გულითა და სულით, დაგვიფაროს -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
ლეონტი |
Apr 1 2007, 12:22 PM
პოსტი
#38
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
"მოვა დრო მთებში იქნება გასვლა, ოღონდ მარტო არ წახვიდეთ, თორემ ბოროტი კლდიდან გადაგჩეხავთ. ჯგუფ-ჯგუფად უნდა გახვიდეთ ტყეში, მთებში. ქრისტიანებისთვის ყველაზე მეტი სატანჯველი ის იქნება, თვითონ რომ ტყეში გავლენ და მათი ახლობლები კი ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებენ."
-------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
izi-izi |
Apr 5 2007, 02:07 AM
პოსტი
#39
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 64 რეგისტრ.: 4-April 07 წევრი № 1,564 |
მამა გაბრიელს მართლა ძალიან სათნო სახე აქვს როცა ვუყირებ საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ,მისი მადლმოსილი ზეთის წყალობით პაპაჩემს მოსაჭრელი ფეხი ისე შეუხორცდა რომ დღემდე გაკვირვებული ვარ!
-------------------- უფალს ებარებოდეთ!!!
ამ ქვეყნად მხოლოდ ერთი საქართველოა და ისიც ჩვენია!:) |
სოფი |
Apr 5 2007, 05:13 PM
პოსტი
#40
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
izi-izi
უი მართლა?რა კარგიააა... მეც ძალიან მიყვარს მამა გაბრიელი.როდესაც მის გაღიმებულ სახეს შევხედავ,გული სიხარულით მევსება და სული მიმშვიდდება.ბედნიერებაა,რომ ასეთი მამები გვყავდა და გვყავს. მეც მაქვს მამა გაბრიელის ზეთი სახლში, და ხშირად ვიცხებთ ხოლმე მე და ჩემი ოჯახი. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი