IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> გარდაიცვლა ანა კალანდაძე, ჩვენი უსაყვარლესი პოეტი :(
Ismail
პოსტი Mar 12 2008, 12:09 AM
პოსტი #21


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ნამდვილად დიდი პოეტი!

ღმერთმა გაანათლოს მისი სული...


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Mar 12 2008, 12:18 AM
პოსტი #22


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ძალიან სამწუხაროაა sad.gif
ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Mar 12 2008, 12:34 AM
პოსტი #23


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



უზომოდ დამწყდა გული, ჩემი უსაყვარლესი პოეტი იყო, მის ლექსებზე გავიზარდეთ, საოცრად თბილ და სულში ჩამწვდომ პოეზიას გვჩუქნიდა.
სამწუხაროა რომ აღარა გვყავს, მართლაც რამდენი საუკეთესო ადამიანი გამოგვაკლდა ბოლო პერიოდში. sad.gif

ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს ქალბატონ ანას.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 12 2008, 03:52 AM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



დიდებული ადამიანი დაკარგა საქართველომ, ძალიან დამწყდა გული sad.gif

უფალმა წმიდათა თანა განუსვენოს და დააწესოს სული მისი სადაცა მართალნი განისვენებენ


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 12 2008, 10:58 AM
პოსტი #25


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ფეხი დამადგით, გულზე დამადგით,
ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე დავით,
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით,
რა გაქვს, მეფეო, ცოდვა ასეთი
მიუტევები?
ღირს-მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
თუ ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ?
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
ფეხი დამადგით, გულზე დამადგით,
ფეხი ყოველთა...


ჩემი უსაყვარლესი ლექსი...... sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Mar 12 2008, 11:35 AM
პოსტი #26


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



რა საწყენია sad.gif

უფალმა გაანათლოს მისი სული..

****
- თქვი, არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
serafita
პოსტი Mar 12 2008, 12:11 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 15-May 07
წევრი № 1,913



ძალიან დამწყდა გული, ჩემი უსაყვარლესი პოეტია, აცხოვნოს უფალმა!

''ნინოობა დღეს
თითქმის უცვლელად
ამ გზებზე ქარნი
ქრიან ძლიერნი.
იფარებიან
გზები ბურუსით,
თითქოს... რაღაცას
მოელიანო...
ცას შეავედრებს
დათოვლილ სოფლებს, -
ნათელი ღამე
გზაზე დგებაო:
ბოდბედან თვისი
კაბის შრიალით,
ამბობენ, ნინო
მობრძანდებაო.''


--------------------
''უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Mar 12 2008, 06:36 PM
პოსტი #28


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ღმერთმა აცხონოს...


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Mar 12 2008, 06:41 PM
პოსტი #29


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



Satevari

ციტატა
რითი გარდაიცვალაო?


მე რამდენადაც გავიგე,ინსულტით.

კი ვიცოდი ბოლოს ძალიან ცუდად რო იყო და სასწრაფოს ექიმები თავზე რომ დასტრიალებდნენ,მაგრამ არ ვიცოდი მასე ცუდად თუ იყო საქმეsad.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Mar 12 2008, 08:07 PM
პოსტი #30


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



აუ sad.gif ძალიან დამწყდა გული sad.gif ამას წინათ ვიყავი ჩოხატაურის მუზეუმში, თავისი კუთხე გაუკეთეს sad.gif და დირექტორმა გვითხრა ველოდებით როდის ჩამოვაო, რომ ვუთხარით ძალიან გაუხარდაო sad.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cash
პოსტი Mar 12 2008, 10:47 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 126
რეგისტრ.: 4-March 08
წევრი № 4,083



მიდიან... გვტოვებენ... ვისღა გვიტოვებენ?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 12 2008, 10:52 PM
პოსტი #32


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



sad.gif

ყოველთვის ძალიან სამწუხაროა საქართველოსთვის ასეთი ადამიანების დაკარგვა sad.gif

უფალმა აცხონოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Mar 12 2008, 11:25 PM
პოსტი #33


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



sad.gif სამწუხაროა,ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი დიდი პოეტის ,ქალბატონ ანას სული და სასუფეველი დაუმკვიდროს.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 14 2008, 05:16 PM
პოსტი #34


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.
ვდებ დედაჩემის ლექსს, რომელიც ეძღვნება ანა კალანდაძის ნათელ სულს

იებს და ცრემლებს დაგაფენთ

იებს და ცრემლებს დაგაფენთ
მაგ სათნო გულმკერდზედაო,
ღვთიური მადლით მოსილო
ქართული სიტყვის დედაო,
მიდიხარ საუფლო გზაზე
სამოთხე გაგეხსნებაო,
ძეწნა ალერსით აგავსებს
რითმებად დაგადნებაო,
ქარი კი ნანას გიმღერებს
ჰანგებად დაიღვრებაო.
გემშვიდობებით, შესძელი
სიკვდილზე გამარჯვებაო,
ღვთისმშობლის დედის სახელს ფლობ,
ენთე ამ ქვეყნად მზედაო,
მარადჟამს სული ლეგენდა
სანთლებად აგვენთებაო,
მოეფერება სამშობლოს
შენი ლექსების წყებაო...
ია და ვარდი გეფინოს,
სამოთხის ბილიკზედაო

ცინარი-მარიამ ხმიადაშვილი

14. 03. 2008 წ.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 15 2008, 01:39 PM
პოსტი #35


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



საქართველოს პოეზიის დედოფალს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 15 2008, 03:05 PM
პოსტი #36


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



...ლამის სახლში შემოიჭრას თუთა...

ლამის წელზე შემომხვიოს ხელი...


რა საშინელი ქარით აცილებს თბილისი ანას sad.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 15 2008, 04:06 PM
პოსტი #37


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
ქარით აცილებს

ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი
პატარა ვარ, მოფერება მინდა

sad.gif ეს ლექსი 4 წლისამ ვისწავლე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alter ego
პოსტი Mar 15 2008, 04:53 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 14-January 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 3,630



ამ წელმა კიდევ ერთი დიდებული პიროვნება წაართვა ქართულ კულტურას...

ერთ ლექსს მოვიყვან, მარტივს და გენიალურს:


ამ სოფლის იქით
სხვა სოფელია,
ამ გზების იქით
გზებია კიდევ.
ნუთუ საგზალი გამოგელია?
იქნებ მძიმეა
და ვეღარ ზიდე?

მე მოგცემ
თუკი გამოგელია,
წაგიღებ,
თუკი ვეღარა ზიდე,
ამ სოფლის იქით
სხვა სოფელია
ამ მთების იქით
მთებია კიდევ.


--------------------
"არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Mar 15 2008, 09:16 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ღმაერთმა აცხონოს....



ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის კონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 15 2008, 10:27 PM
პოსტი #40


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მიდიან... გვტოვებენ... ვისღა გვიტოვებენ?!


მეც ეგ გავიფიქრე....

აცხონოს უფალმა...

ანა კალანდაძე

* * *

ო, აქ, თქვენ შორის შესვენება
მცირედი მწადის,
აქ დავასვენო ჩემი სანთური...
მე ამ წალკოტში მიპოვია
მყუდრო სადგური, -
ცდუნებებით
უვნებელ ადგილს...
მე აქ,
თქვენ შორის,
შესვენება მცირედი
მწადის.

1983

მანაც შეისვენა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 10:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი