სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jul 27 2026, 11:13 AM
პოსტი
#4941
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„შევეცადოთ გულის მდუმარებას: ეს არის ბერული ღვაწლის არსი“
„ამა წლის 23 ივნისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქვემო შუანოს წმინდა ანტონი დიდის სახელობის მამათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ზაზა დევიძე, რომელსაც სახელად ბასიანე ეწოდა“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 28 2026, 09:04 AM
პოსტი
#4942
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“ - მართლაც, მამაო, ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქცევა შეუსაბამოა. ჩვენ სხვას ველოდებით, რომ ჩვენდამი მოპყრობა შეცვალონ და არ ვზრუნავთ საკუთარი თავის გამოსწორებაზე. ვიმიზეზებთ ჩვენს უფლებებს და გვავიწყდება ჩვენი მოვალეობები. ვცხოვრობთ ზოგადცხოვრებულთა მონასტერში და არ გვაქვს განვითარებული სხვისი საჭიროებების განცდა. ასე, მაგალითად, დასვენების დროს ერთი ძმა ისვენებს, მეორე კი გაჰყვირის და ხმაურობს, თითქოს არც არაფერიო. განა, არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ასეთი საქციელით ძმას ვამძიმებთ და გულს ვტკენთ? როგორც ჩანს, ძმებს შორის არ არსებობს მჭიდრო კავშირი მსგავს მნიშვნელოვან წვრილმანებში.
-ზოგადცოვრებულთა მონასტერი ჰგავს მოსაზელ ვარცლს, სადაც ძმები ერთმანეთში იზილებიან, მაგრამ ხშირად მოზელის დროს პურის მარცვალი ადვილად არ ტყდება. ძმებს შორის კარგი მოქცევა სიღრმისეული შინაგანი ცხოვრების ნაყოფია. ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობები და მომენტალური მიდგომები წესდებით არ რეგულირდება. რამდენადაც კეთილშობილია მონაზონი, იმდენად უკეთესი დამოკიდებულება აქვს ძმებთან. ხშირად ეშმაკი სულ მციერ მასალისგანაც კი აშენებს. მცირეოდენი კენჭებით, ქვიშითა და კირით მყისვე აღმართავს კედლებს, რომლებიც ძმებს იზოლაციაში ამყოფებენ. ამას რომ მიაღწევს, შემდეგ საშუალებას აძლევს, დილიდან საღამომდე უსარგებლოდ ატრიალონ სკვნილი. მან იცის, რომ, ვიდრე ძმები მსგავს იზოლაციაში არიან, ლოცვა მათ არანაირ სარგებელს არ მოუტანს. გონიერი მონაზონი ყოველთვის მზად უნდა იყოს და მყისვე დაანგრიოს ეშმაკის კედელი, ვიდრე იგი გალავნად იქცეოდეს“ /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 29 2026, 12:54 PM
პოსტი
#4943
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“გელათში იმყოფებოდა თეოდოსი ერისთავი, (რაჭის ერისთავის როსტომის შვილთაშილი). ღვაწლმოსილი გელათელი ბერი, რომელმაც მოღვაწეობა გააგრძელა ათონის ივერთა მონასტერში და მრავალი ქართველი მამა დამოძღვრა და განამტკიცა რწმენაში. ათონის ივერთა სავანეში საძმოს სულიერ მოძღვრობას უწევდა იმ პერიოდის ერთ-ერთ უდიდესი მამა, სქემ-მღვდელ-მონაზონი თეოდოსი (ერისთავი) - აღზრდილი და განსაწავლული გელათის მონასტერში (მამა თეოდოსი იყო ღირსი მამის, ალექსი შუშანიას სულიერი მოძღვარი). აშკარაა, რომ გელათიდან წასულმა მოღვაწემ თავისი დიდი სულიერი გამოცდილება ათონის მთაზე გამოიყენა და გააძლიერა ივერთა სავანეში მყოფი ქართველი ბერები. ეს ფაქტი კარგად მოწმობს, თუ რაოდენ მაღალ დონეზე იყო გელათში XIX საუკუნის შუახანებში მონაზვნური ცხოვრება და გელათიდან გამგზავრებული მამები ათონის მთაზე მოღვაწე მონაზვნებს ჩრდილავდნენ თავიანთი გამოცდილებით. აქედან გამომდინარე უნდა განვაცხადოთ, რომ გელათის მონასტერში ჩამოყალიბდა და განმტკიცდა მკაცრი ასკეტურ-მონაზვნური სტილი, რომელიც განსაკუთრებულ შესწავლას საჭიროებს“ /ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 31 2026, 11:31 AM
პოსტი
#4944
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ - მამაო, კანონის შესასრულებლად როდის არის საუკეთესო დრო?
-თუ მონაზვნობის მთელ ისტორიას დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ღირსი მამები, როგორც ლოცვის მუშაკნი, მონაზვნის ლოცვით კანონს უკავშირებენ ღამის საათებს, მზის ჩასვლიდან ვიდრე გათენებამდე. ღამის კანონით ლოცვის მუშაკში აღესრულება თავისებური ფსიქოსომატური ცვლილება, რაც მას არაჩვეულებრივად ამზადებს ცისკრის მსახურებისთვის. ეს წესი დაცულია წმინდა მთაზეც. თქვენთვის ნათქვამი მაქვს, რომ ბერი სოფრონი, როცა კარულიაში ცხოვრობდა, მთელი ღამე ხელაპყრობილი ლოცულობდა „მამაო ჩვენოს“. ასევე, ღირსი ირინე ქრისობალანდის ცხოვრებიდანაც გემახსოვრებათ, რომ მთელი ღამე ლოცვისგან ხელებზე ისეთი ანკილოზი [სახსების დაბოლოებათა შეზრდის შედეგად განპირობებული სახსრების უძრაობა] ემართებოდა, დილით სხვა დედები ეხმარებოდნენ ხელების ჩამოშვებაში. როგორც მახარებელი გვაუწყებს, უფალი ლოცვისთვის საღამოობით განმარტოვდებოდა: „...ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ“. არასდროს უნდა მივატოვოთ კანონი. მისი შემთხვევითი გამოტოვება, თუ აღსარებაში ვიტყვით, ცხადია, მოგვეტევება, მაგრამ აქვეითებს სულიერ ცხოვრებას. მონაზონი არის მხედარი, კანონი კი მისი საჭურველია. წმინდა მთაზე ამბობენ: „უფალი არი დაუშვებს იმ მონაზვნის დაღუპვას, რომელიც პირად კანონსს არ გამოტოვებს და ხორცს არ შეჭამს“. /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 1 2026, 10:09 AM
პოსტი
#4945
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„თავდაპირველად მონაზონმა მონასტერში მისვლისას უნდა ისწავლოს სწორი ანუ უბიწო ლოცვა, რომლის დროსაც მან უარი უნდა თქვას იმ მანკიერებებზე, რაც ხელს შეუშლის მართებულ ლოცვაში, ანუ ლოცვა ვერ იქნება უბიწო, თუკი იგი წარმოთქმულია სხვისი მტერობის ან შურის, ან კიდევ ამპარტავნების გამო. ამასთანავე ლოცვამ არ უნდა განალაღოს ანუ მონაზონმა თავი არ მოიწონოს ლოცვით“.
/მარტვირი მონაზონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 2 2026, 01:50 PM
პოსტი
#4946
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ახლადდამწყები ბერი, რომელიც მონასტრიდან მონასტერში გადადის, ცხენს ჰგავს, რომელიც აღვირის გამო სხვადასხვა მხარეს აწყდება“
/აბბა ესაია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 3 2026, 12:53 PM
პოსტი
#4947
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ - მამაო, როცა მორჩილებაზე რაიმე უთანხმოება წარმოიშობა, იმისთვის, რომ ძმებს შორის ურთიერთობის გაფუჭება თავიდან ავიცილოთ, თქვენ ხომ არ უნდა მოგმართოთ?
-ვიდრე ჩემთან მოხვიდოდეთ, კარგი იქნება, მიმართოთ აღნიშნული მორჩილების პასუხისმგებელ მონაზონს, რომელსაც შეუძლია, პირადი გამოცდილებით პრობლემა გადაჭრას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან საკითხში ყოველთვის ბერს უნდა მიმართოთ. ყოველ შემთხვევაში, საჭიროა, ჩვენ შორის უთანხმოებებს უბრალოებითა და სიყვარულით მივუდგეთ, ხოლო, თუ ვხედავთ, რომ ძმა ჯიუტად იმეორებს თავის შეცდომას, მაშინ ბერს მივმართოთ. -თუმცა, ხშირად უბრალოების უქონლობის გამო ძმა იმისთვის იყენებს ბერის სიტყვას, რომ გააკეთოს ის, რაც სურს. -არასწორია, როცა ბერის რომელიმე განჩინების უკან ჩვენს ნებას ვამყარებთ, და არც ძმა უნდა დავამწუხროთ ჩვენი, თუნდაც მართებული, შეუვალობითა და დაჟინებით. სიყვარული ყველაზე მთვარია. წმ. ავგუსტინე ამბობდა: „გიყვარდეს და გააკეთე, არც გინდა“. მაგალითად, ვინმეს რომც დაარტყა, რადგანაც ამას სიყვარულით აკეთებ, ღმერთი მას გულსავსეყოფს“. ერთი სიტყვით, სხვის მდგომარეობაში უნდა შეხვიდე და ასე დაეხმარო მას, ჩასწვდეს შენს განწყობას. ზოგადცხოვრებულთა მონასტერში ყოველთვი იქნება ურთიერთობებსა და თანამშრომლობასთან დაკავშირებული სირთულეები. ბევრია ისეთი მონაზონი, რომელიც თავის შეხედულებას მყარად იცავს, რადგან ზედმეტად ენდობა საკუთარ ზრახვებს. მათთან დამოკიდებულებაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, როგორ დავაფიქსიროთ ჩვენი შეხედულება ან, უკეთესია, საერთოდ არაფერი ვთქვათ, რათა არ დავამწუხროთ და კამათი არ წარმოიშვას. უმჯობესია, საქმე გაფუჭდეს, ვიდრე ჩვენი გულები, ცხადია, როცა ეს საქმე არ არის მნიშვნელოვანი და არ მოახდენს გავლენას მონასტრის ჰარმონიულ ცხოვრებაზე. რასაკვირველია, თუკი ძმა განიზრახავს, მონასტერს ცეცხლი წაუკიდოს, ხელები უნდა გავუკავოთ!“ /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 4 2026, 11:45 AM
პოსტი
#4948
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მონასტერში მთავარი ადგილი უჭირავს წინამძღვარს, მან ყველაფერს უნდა მიაქციოს ყურადღება, თუმცა მისი მთავარი საზრუნავი საძმოს წევრთა სულების წვრთნაა და ამასთანავე ის უნდა იყოს მაგალითის მიმცემი მონაზვნისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა“
/ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 5 2026, 12:06 PM
პოსტი
#4949
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“მართალია, შენ სენაკში მდუმარებ, მაგრამ ეს არ განთავისუფლებს შენი ძმისადმი სიყვარულისგან და არ გაძლევს უფლებას უარი უთხრა მას, თუკი იგი რომელიმე ნივთს გთხოვს. მაგრამ, თუკი ეს ნივთი შენთვის ზედმეტი არ არის და აუცილებლად გჭირდება, მაშინ მას ნუ მისცემ, რათა ამის გამო შენი მდუმარება არ დაირღვეს. უმჯობესია ერთი ასო დაკარგო, ვიდრე მთელი ცხოვრება“
/აბბა ესაია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 6 2026, 12:00 PM
პოსტი
#4950
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ - მამაო, ზოგადცხოვრებულთა მონასტერში როგორ უნდა დაუპირისპირდეს მონაზონი მწუხარებებსა და განსაცდელებს?
-როცა ადამიანი საკუთარ თავს ღმერთს მიუძღვნის, უნდა იფიქროს, რომ მის უშუალო მფარველობაში იმყოფება. ეს ღრმად უნდა ჩაიბეჭდოს გულში. ასე მონაზონი დღიდან აღკვეცისა ვიდრე გარდაცვალებამდე, ყველაზე რთულ გარემოებებშიც, სულიერი დაცემის დროსაც კი, არაჩვეულებრივ სულიერ და ფსიქოლოგიურ გარემოში იცხოვრებს. სად და როგორ გარემობაშიც უნდა აღმოჩნდეს, გრძნობს, რომ ღვთის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. მტკიცედ სწამს, რომ შემთხვევითი დაცემებიც კი არ ცვლის ღმერთის მისდამი დამოკიდებულებას!.. მეორე: უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ, ყველანი, მივცურავთ რა ამქვეყნიური ცხოვრების ზღვაში, ვაწყდებით სიმყუდროვესაც და ქარიშხალსაც. ორივე ერთიმეორეს მოსდევს. ჩვენ, მონაზვნები, არ ვართ გამონაკლისები ღვთის ამ სალმობიერი, მაგრამ ასევე სასიკეთო კანონისგან. მესამე: მონასტერში ჩვენი მოსვლა არ არის შემთხვევითი. არცერთ ჩვენგანს ეს წინასწარ არ განუსაზღვრავს, არც წინდაწინ უფიქრია ამაზე, არც წაუკითხავს და არ არც დაუგეგმავს. ჩვენ, ყველანი, აქ საღვთო განგებამ მოგვიყვანა. თუ ყოველივე ეს მხედველობაში გვექნება, ყველა სირთულე გადაგვეჭრება. არ არსებობს პრობლემა, განსაცდელი ან სიმწარე, ჯერ ღვთის დასტური რომ არ გაიაროს. რასაც გავდივართ, ყველაფერი ღვთის სიყვარულისგან არის დამტკიცებული. განსაცდელის დროს თვით უფალი გვადევნებს თვალყურს და გვერდში გვიდგას. და, თუ თითოეული მონაზონი ღირსი ხდება ღვთის განსაკუთრებული მზრუნველობისა, მონასტერი ხომ საღვთო განგებულების ჯამური ძალაა! სირთულეებთან გამკლავება მრავალგვარია, შესაბამისად იმისა, თუ რა სახისა და ხარისხისანი არიან ისინი, მაგრამ არასდროს უნდა მივმართოთ ადამიანურ საშუალებებს, არც გადაჭარბებულად ვღელავდეთ მათ გამო. ლოცვით, წიგნებით კითხვით, საუბრითა და ბერის რჩევით ღმერთისგან გულსავსებას მივიღებთ, თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ მათ. უდაბნოს მამები განსაცდელთა არაერთი შემთხვევის დროს თავიანთ მოწაფეებს ურჩევდნენ, ლოცვით დაჰპირისპირებოდნენ მათ, ამასთან, უკრძალავდნენ სხვა საშუალებების გამოყენებას. მრავალი მონასტერი აღმჩენილა სირთულეების წინაშე და შეეძლოთ, ადამიანური საშუალებებით ეპოვათ სიმართლე, მაგრამ სავსებით მხოლოდ ლოცვით გამართლებულან. - მამაო, ჩვენ რატომ ვუპირისპირდებით მწუხარებებს მცდარი გზით? -ჩვენ გვაკლია მამებისეული სული, ის სული, რომელმაც მონაზონთა უამრავი კრებული სწორი გზით ატარა, სული, რომლის არსი სიმდაბლესა და თავგანწირვაში მდგომარეობს. როდესაც ვხედავთ, რომ განსაცდელების დროს ძმებს შინაგანი რყევები აქვთ, ორი რამ შეიძლება ხდებოდეს: ან საკუთარ თავში არასწორად განავითარეს ის სამი ხედვა, რომლებიც ზემოთ ვახსენე, ან ეგოიზმისა და თავგანწირვის საკითხში წაიბორძიკეს, როცა ადამიანი მზად არის, თავი გაწიროს და დამდაბლდეს, მას არასოდეს ექნება პრობლემა. უფალმა ბრძანა: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ“. და კიდევ: „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 7 2026, 10:41 AM
პოსტი
#4951
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„გელათის მთავარ ტაძარში ქრისტიანული სამყაროს უდიდესი მოღვაწე მონაზვნები არიან გამოსახული, რაც არაა გასაკვირი, რადგან იგი ყველაზე მძლავრი სამონასტრო ცენტრი იყო.
ჩრდილოეთის კარიბჭეში ორი მეუდაბნოე - ნახევრად შიშველი ბერი... თეთრ - მწვანე აგურისფერ ფონზე წმინდა მოღვაწე გრძელი თეთრი წვერითაა, რომლის სიგრძე თითქმის კოჭებამდე სწვდება. ფიგურის შარავანდის მარჯვნივ შემორჩენილია რამდენიმე ბერძნული ასობგერა NOVF… წმინდა მამა უნდა იყოს ონოფრე დიდი. ჩრდილოეთის კედელზე წარმოდგენილია ასევე მეუდაბნოე მამის გამოსახულება, რომელზეც არის შემორჩენილი მკრთალი ბერძნული წარწერა POAV… წმინდა მამა პავლე თებაიდელია, რომელიც განმარტოებული მოღვაწეობის ფუძემდებელია, კარიბჭეში არის სხვა მონაზონთა გამოსახულებანიც. ასეთი დიდი მოღვაწეების გამოსახვას გელათის მონასტერში თავისი დატვირთვა ჰქონდა. ძველ დროში აქ მოღვაწეობდა არაერთი ღვაწლმოსილი ბერი, რომლებმაც განმარტოებული ცხოვრება იტვირთეს (ნიკოლოზ მარტომყოფელი (მორჩაძე), ბერი შიო, დიაკონი ნეოფიტე), შესაბამისად, მსახურებაზე მყოფ გელათელ ბერზე ქრისტიანული სამყაროს ცნობილი მოღვაწეთა ფრესკები დიდ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენდა“. /ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 8 2026, 11:53 AM
პოსტი
#4952
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ერთხელ აბბა ესაიამ ძმა მოიწვია. მან სტუმარს ფეხები დაბანა, პეშვი ოსპი ქვაბში ჩაყარა და როცა იგი ოდნავ მოიხარშა, ქვაბი ცეცხლიდან გადმოიღო. ეს რომ დაინახა, ძმამ უთხრა: „აბბა! ოსპი ჯერ არ მოხარშულა!“ აბბამ უპასუხა: „განა შენთვის საკმარისი არ არის, რომ ოსპი ცეცხლზე იყო? ესეც დიდი ნუგეშია“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 9 2026, 08:23 AM
პოსტი
#4953
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ - მამაო, ზოგადცხოვრებულთა მონასტერში როგორ ხდება უმცროსი და უფროსი ძმების ურთიერთობების ჰარმონიული განვითარება?
-თითოეული ძმა, უფროსი იქნება ის თუ უმცროსი, არის ღვთის მონა, მაგრამ, თუ სურს, სულიერად წარემატოს, ყველას მონა უნდა გახდეს, ანუ, ყველანი ვართ იმის მონა, ვინც გვითხრა, რომ „ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად“ და რომ, „რომელსა უნდა თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყო ყოველთა მონა“. მონაზონი მიდის მონასტერში იმისათვის, რომ მოკვდეს, რომ თავი გაწიროს, რომ იმსახუროს და არა იმისთვის, რომ ჰყავდეს ადამიანები, რომლებიც მას მოემსახურებიან. ამრიგად, უფროს ძმას უნდა ჰქონეს განწყობა, მივიდეს იმ დამამდაბლებელ დონემდე, რომ მასზე უმცროსს ფეხები დაბანოს. როცა უფალმა თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა, ჩვენ როგორ უნდა გავბედოთ, სხვაგვარად მოვექცეთ ჩვენს ძმებს? „არა არს მონაი უფროის უფლისა თვისისა“. უფროსმა არასდროს არ უნდა ჩამოაყალიბოს ცნობიერება, თითქოს უმცროსი ვალდებულია მას ემსახუროს. ამის ფიქრი, მისი მხრივ, დიდი შეცდომა იქნება. ეს საკუთარი თავის სიყვარულისა და ეგოიზმის გამოხატულებაა. უფროსი ვერასდროს გახდება კარგი მონაზონი, თუ დაიჯერებს, რომ უმცროსებს მისი მსახურება მართებთ. ეს იქნება ნიშანი, რომ მას არ გააჩნია უმთავრესი მონაზვნური მონაცემები და რომ გაუთავისებელი აქვს თავისი მისია“. /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
გუშინ, 09:49 AM
პოსტი
#4954
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,142 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“დიდი სქემის კურთხევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მონაზვნისთვის. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში გიორგი მცირე აღნიშნავს, რომ გიორგი მთაწმინდელი მისმა მოძღვარმა, გიორგი შეყენებულმა 30 წლის ასაკში სქემით შემოსა: „ღირს ჰყო მოღებად მეორისა ნათლისა ღებასა, რომელ არს მადლი წმიდისა სქემისა“. ასე რომ მონაზვნის სქემის კურთხევა მეორე ნათლისღებად არის შეფასებული და დიდი სქემით უკვე გამოცდილი მოღვაწეები იმოსებოდნენ“.
/ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th August 2026 - 06:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი