მოზაიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოზაიკა |
georgios |
Aug 14 2011, 12:34 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
მოზაიკა, რომელსაც ღრმა ფესვები გააჩნია, გავრცელდა ქრისტიანულ ხელოვნებაში და დღემდე დაცულია ნამუშევრები, რომლებიც გამორჩეულია და აღგვაფრთოვანებს.
მოზაიკის ხელოვნების საყურადღებო ნიმუშები არის, მაგალითად სიცილიაზე. ეს არის სიცილიის ქალაქ ჩეფალუს საკათედრო ტაძარი. ამ ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობა არის მოზაიკა. ის შესრულებულია როჟერ მეორის მიერ 1145 წელს მოწვეული ბიზანტიელი ოსტატების მიერ. არა მარტო ამ ტაძარში, ზოგადად იტალიის ხელოვნებაში ვხედავთ ბიზანტიელი ოსტატების გავლენას და ეს განსაკუთრებით ჩანს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის სიცილიაზე. ჩეფალუს ტაძარში ეს არის პალერმოში არსებული ტაძარი, მარტორანა. ეს კი ამ ტაძრის მოზაიკა ხარება მთავარანგელოზი მიქაელი მთავარანგელოზი გაბრიელი მირქმა ღვთისმშობლის მიძინება შობა -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
georgios |
Sep 18 2011, 11:55 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
რავენაში ყველაზე ადრეული მოზაიკა შემონახულია გალა პლაციდიას მავზოლეუმში, რომელიც დათარიღებულია მეხუთე საუკუნის მეორე მეოთხედით. აქ რომაული მხატვრული მემკვიდრეობა შეერწყა ქრისტიანობის მისწრაფებას ავსოლუტურობისკენ და ტრანსცენდენტურობისკენ, რამაც შექმნა შესანიშნავი ნიმუშები.
ეს ფრაგმენტი ასახავს ღამის ცას, მასზე გამოსახული ჯვარი ასახავს სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე, მასში ნაგულისხმევი ქრისტე არის სიმართლის მზე, რომელსაც ბნელი ვერ ეწევა. ჯვრის დიდი ძელი მიმართულია აღმოსავლეთისკენ. აქ კი სიმბოლურად, ყვავილებითა და ვარსკვლავებით ასახულია სამოთხის ბაღი. მოციქულები ეს კი ცნობილი მოზაიკური ფრაგმენტი. ორი მტრედი შადრევნიდან სიცოცხლის წყალს სვამს. მტრედი, რომელიც ადრეული პერიოდიდან, კატაკომბებიდან გვხვდება სიმბოლურად სულის ნიშნად, მიგვითითებს, რომ სულები უკვდავების წყალს იღებენ. მწყემსი კეთილი. განსხვავებით რომის კატაკომბებისგან, სადაც ქრისტე უბრალო სოფლის მწყემსივით არის გამოსახული, აქ იესო დიდებულია, ოქროსფერ კვართში და მოსასხამით. ხელში ჯვარი უჭირავს და მისი პოზა მისსავე ცენტრალურობას უსვამს ხაზს, ის ხედავს ყველა თავის ცხვარს, და ყველა ცხვარი მას ხედავს. წმინდა ლავრენტი, კოცონზე მიმავალი. ეს ძალზე ლამაზი ფრაგმენტი უკავშირდება ფსალმუნის ცნობილ ლექსს, სადაც საუბარია ირმების დაუოკებელ წყურვილზე, სიმბოლურად ეს უკავშირდება მორწმუნის დაუოკებელ მისწრაფებას სიცოცხლის წყაროსკენ - ქრისტესკენ. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2024 - 06:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი