IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

68 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> მოვილოცოთ ზუგდიდში სიწმინდეები
ნათია
პოსტი May 14 2008, 02:28 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში 2 დღით (შაბათი, კვირა) წავიდეთ ზუგდიდში, ვინც სამეგრელოდან ხართ იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია სიწმინდეების შესახებ, რისი ნახვა შეიძლება...

აუცილებლად უნდა მოვილოცოთ ღვთისმშობლის კვართი (როგორც ვიცი მუზეუმში ინახება), მგონი წმ. მარინეს ხელის მტევანიც ამ მუზეუმში უნდა იყოს და ა.შ.


დრო ისე უნდა შევარჩიოთ რომ მამა ირაკლიმაც შეძლოს წამოსვლა, ზუგდიდში ჩვენს ფორუმელ მამა ანდრიასაც მოვინახულებთ smile.gif

აბა, იდეები მოგვაწოდეთ smile.gif



ზუგ­დი­დის ვლა­ქერ­ნის ყოვ­ლად­წმი­და ღმრთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (1825-1830 წწ.)

ზუგ­დი­დის კვი­რაც­ხოვ­ლო­ბის სა­ხე­ლო­ბის (მაც­ხოვ­რის კა­რის) ტა­ძა­რი (XV-XVI სს)

წა­ლენ­ჯი­ხის მაც­ხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (X ს.)

კორ­ცხე­ლის ყოვ­ლად­წმი­და ღმრთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი (X ს.)


ყოვ­ლად­წმინ­და ღმრთის­მშობ­ლის სა­მოს­ლის ისტორიიდან
ზუგ­დი­დის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა ერთ - ერ­თი უძ­ვირ­ფა­სე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლიქ­ვია - პა­ტი­ო­სა­ნი სა­მო­სე­ლი (კვარ­თი) ყოვ­ლად­წმი­დი­სა ღმრთის­მშო­ბე­ლი­სა.



ეპარქიის სიწმინდეები

ზუგ­დი­დის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი ეროვ­ნუ­ლი სა­უნ­ჯის დაც­ვი­სა და მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლის ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კე­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მის ფონ­დსა­ცა­ვებ­ში და­უნ­ჯე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგ­ლე­ბი.

მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ე­ბი შე­იქ­მნა სა­მეგ­რე­ლოს ყო­ფი­ლი მთავ­რე­ბის, და­დი­ა­ნე­ბის სა­ო­ჯა­ხო საგ­ვა­რე­უ­ლო სა­გან­ძუ­რის, 1922-1923 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი­სათ­ვის ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის, მუ­ზე­უ­მის მი­ერ შეს­ყი­დუ­ლი ხალ­ხუ­რი ხე­ლოს­ნო­ბის ძვირ­ფა­სი ნი­მუ­შე­ბი­სა და შე­წი­რუ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამ­ჟა­მად მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლია 40 ათას­ზე მე­ტი სხვა­დას­ხვა სა­ხის – არ­ქე­ო­ლო­გი­ური, ეთ­ნოგ­რა­ფი­ული, ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი, ფერ­წე­რუ­ლი, ჭე­დუ­რი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის, წე­რი­ლო­ბი­თი და ბეჭ­დუ­რი მა­სა­ლა.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია ოდით­გან­ვე თაყ­ვანს სცემ­და და სა­თუ­თად ეპ­ყრო­ბო­და მო­ნას­ტრებ­ში და­ცულ სიწ­მინ­დე­ებს, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­რე­შე მტრე­ბის შე­მო­სე­ვე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი შუღ­ლის გა­მო ეკ­ლე­სი­ის სა­გან­ძურ­თან ერ­თად სიწ­მინ­დე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ნა­წი­ლი კი მუ­ზე­უ­მებ­სა და სხვა ად­გი­ლებ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლა.

ამას ადას­ტუ­რებს ზუგ­დი­დის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი სიწ­მინ­დე­ები, რომ­ლე­ბიც ხო­ბის ღმრთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან 1923-1936 წლებ­ში შე­მო­სუ­ლა და მუ­ზე­უ­მის სა­გან­ძურ­თა შო­რის დიდ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს. ეს არის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი კვარ­თი ღმრთის­მშო­ბე­ლი­სა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე დე­კო­რით ყო­ფი­ლა შემ­კო­ბი­ლი, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ღე­ბა­ვი გა­და­სუ­ლა. ამ­ჟა­მად იგი ტი­ლოს წა­ა­გავს (ზო­მა 180 X 150 სმ.). აქ­ვეა და­ცუ­ლი წმინ­და მა­რი­ნეს მკლა­ვი უსამ­კა­უ­ლოდ (აკ­ლია დი­დი თი­თი და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თის სახ­სა­რი), წმინ­და კვი­რი­კეს ხე­ლი (აკ­ლია ორი თი­თი – პა­ტა­რა და უსა­ხე­ლო), წმინ­და გი­ორ­გი­სა და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ძვლე­ბის ნა­წი­ლე­ბი.

წმინ­და ნა­წი­ლე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლია ვერ­ცხლით მო­ჭე­დილ პა­ტა­რა ზო­მის კუ­ბო­ში, რო­მე­ლიც ძლი­ერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. იგი გა­კე­თე­ბუ­ლია ლე­ვან II და­დი­ა­ნის (1611-1657 წწ) დაკ­ვე­თით.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა ამ წმინ­და ნა­წი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვედ­რის შე­სა­ხებ: ერ­თი ვა­რა­უ­დით, ეს სიწ­მინ­დე­ე­ბი მე-15 სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყის­შია ჩა­მო­ტა­ნი­ლი იე­რუ­სა­ლი­მი­დან.

ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი მწირ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის აღ­ნიშ­ნულ სა­კით­ხებ­ზე: “... ხო­ფის ეკ­ლე­სი­ა­სა ში­ნა მსუ­ე­ნა­რებს პე­რან­გი ყოვ­ლად წმი­დი­სა ღმრთის­მშობ­ლი­სა სას­წა­ულ მოქ­მე­დი...”

სა­მა­გი­ე­როდ, ცნო­ბე­ბი ამ სიწ­მინ­დე­თა შე­სა­ხებ უხ­ვა­დაა და­ცუ­ლი უც­ხო­ელ ავ­ტორ­თა თხზუ­ლე­ბებ­ში. სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა დაგ­ვი­ტო­ვეს რუს­მა ელ­ჩებ­მა ფე­დოტ ელ­ჩინ­მა და პავ­ლე ზა­ხა­რი­ევ­მა. ისი­ნი 1640 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე სტუმ­რობ­დნენ ლე­ვან II და­დი­ან­თან. ამ ელ­ჩო­ბის დროს ისი­ნი ხო­ბის მო­ნას­ტერ­საც ეწ­ვივ­ნენ. სტუმ­რე­ბის კით­ხვა­ზე, ვის მი­ერ და სა­ი­დან იყო ჩა­მო­ტა­ნი­ლი ეს სიწ­მინ­დე­ები, არ­ქი­მან­დრიტს გა­ნუ­მარ­ტავს: „მე დი­დი ხა­ნი არ არის, რაც აქ ვარ, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და არ ვი­ცი, სა­ი­დან და ვის მი­ერ არის ეს წმინ­და ნივ­თე­ბი ჩა­მო­ტა­ნი­ლიო”.

არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტი პირ­და­პირ მი­თი­თე­ბას იძ­ლე­ვა წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ხო­ბის მო­ნას­ტერ­ში არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ვის მი­ერ ან რო­დის იქ­ნა ჩა­მო­ტა­ნი­ლი, ამა­ზე არა­ფერს ამ­ბობს. ის აღ­ნიშ­ნავს , რომ ხო­ბის მო­ნას­ტერ­ში „აჩ­ვე­ნებ­დნენ ღმრთის­მშობ­ლის პე­რანგს, რო­მელ­საც იქა­უ­რე­ბი დიდ პა­ტივ­სა სცე­მენ”.

სიწ­მიდ­ნე­თა შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბას იძ­ლე­ვა ან­ტი­ო­ქი­ის პატ­რი­არ­ქი მა­კა­რი, რო­მელ­მაც ღმრთის­მშობ­ლის კვარ­თი ნა­ხა მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში. მან და მის­მა მხლებ­ლებ­მა სიწ­მინ­დეს თაყ­ვა­ნი სცეს და შემ­დგომ მის თარ­გზე აჭ­რეს ახა­ლი კვარ­თი, რო­მე­ლიც კურ­თხე­ვის შემ­დეგ დი­დი სი­ხა­რუ­ლით წა­ას­ვე­ნეს თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში.

თე­ა­ტი­ნელ­თა მი­სი­ის პრე­ფექ­ტი სა­მეგ­რე­ლო­ში ჯუ­ზე­პე მა­რია ძამ­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ­ში გაგ­ზავ­ნილ ერთ-ერთ მოხ­სე­ნე­ბა­ში უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სოდ აღ­წერს ხო­ბის მო­ნას­ტერ­ში და­ცულ სიწ­მინ­დე­ებს: „ამ ხალხს ბევ­რი რე­ლიქ­ვია აქვს, რომ­ლე­ბიც მათ, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მი­ი­ღეს იმ დროს, რო­ცა აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქრის­ტი­ა­ნო­ბა ჰყვა­ო­და და მათ მთავ­რებს კავ­ში­რი ჰქონ­დათ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის იმ­პე­რა­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც მათ ბევრ რე­ლიქ­ვი­ას უგ­ზავ­ნიდ­ნენ სა­ჩუქ­რად. ამ­ბობ­დნენ, რომ მა­შინ კოლ­ხი­და­ში ჩა­მო­ვი­და ერ­თი არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი, თან ჩა­მო­ი­ტა­ნა ერ­თი მტკა­ვე­ლის ოდე­ნა ნა­ჭე­რი ძე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი­სა (ფრან­გუ­ლი ფუ­ტის რვა დი­უმ­ზე რამ­დე­ნად­მე დი­დი) და კვარ­თი, რო­მე­ლიც, მა­თი თქმით, ღმრთის­მშო­ბელს ეკუთ­ვნო­და. ჩვენს პატ­რებს უნა­ხავთ ტი­ლო, რომ­ლის­გა­ნაც იგი არის შე­კე­რი­ლი, ყვი­თე­ლი ფე­რი­საა, აქა-იქ და­ჩი­თუ­ლია ყვა­ვი­ლე­ბით და მო­ქარ­გუ­ლია ნემ­სით. სიგ­რძით იგი რვა რო­მა­უ­ლი მტკა­ვე­ლის ოდე­ნაა, გა­ნით კი – ოთ­ხი­სა, აქვს ერ­თი მტკა­ვე­ლის სიგ­რძის მოკ­ლე მკლა­ვე­ბი და ვიწ­რო სა­ყე­ლო. აქ­ვე ვნა­ხე ძვირ­ფა­სი თვლე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი ოქ­როს ლუს­კუ­მა­ში გამ­ხმა­რი მკლა­ვი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს არის წმინ­და მა­რი­ნეს მკლა­ვი; ვნა­ხე აგ­რეთ­ვე წმინ­და კვი­რი­კეს მკლა­ვი და ოქ­რო­თი და ვერ­ცხლით შემ­კუ­ლი წმინ­დან­თა სხვა ნა­წი­ლე­ბი. კვარ­თი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მე ვი­ლა­პა­რა­კე, ინა­ხე­ბა ვერ­ცხლის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თულ ება­ნო­ზის ყუთ­ში”.

ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი თა­ვის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, ხო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ცულ სა­გან­ძურ­თა შო­რის აღ­წერს სა­ნა­წი­ლე კო­ლოფს, რო­მელ­შიც ინა­ხე­ბო­და ღმრთის­მშობ­ლის კვარ­თი და სხვა ნა­წი­ლე­ბი. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ „წარ­წე­რა ეკუთ­ვნის დიდ ლე­ვან და­დი­ანს, მი­სი მე­უღ­ლე ნეს­ტან-და­რე­ჯან ჭი­ლა­ძის ასუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 1639 წელს. მა­შა­სა­და­მე, წარ­წე­რა გა­კე­თე­ბუ­ლია 1639-1657 წლებ­ში”.

ცხა­დია, რომ ზე­მოთ მო­ტა­ნი­ლი ცნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რუს ელ­ჩებს ად­გი­ლობ­რივ­მა ინ­ფორ­მა­ტო­რებ­მა მი­ა­წო­დეს, სა­ყუ­რად­ღე­ბოა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ისი­ნი ყოვ­ლად­წმინ­და ღმრთის­მშობ­ლის კვარ­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვედ­რის ორი ვერ­სია შე­მოგ­ვი­ნა­ხა: პირ­ვე­ლის თა­ნახ­მად, ის ჩა­მო­ი­ტა­ნეს მე-8 სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის დე­და­ქა­ლაქ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­დან; მე­ო­რეს მი­ხედ­ვით, კვარ­თი ჩვენ­ში ჩა­მო­ტა­ნილ იქ­ნა მე-15 სა­უ­კუ­ნე­ში, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის თურ­ქთა­გან დაპ­ყრო­ბის (1453 წ.) შემ­დეგ. თუ რო­მე­ლი მო­საზ­რე­ბაა სწო­რი, ამას შემ­დგო­მი კვლე­ვა წარ­მო­ა­ჩენს.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი May 14 2008, 02:28 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მე მოვდივარ ჩამწერეთ სიაში
ლილიანა +


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2008, 02:36 PM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ლილიანა
ციტატა
მე მოვდივარ ჩამწერეთ სიაში
ლილიანა +

ლიილ biggrin.gif 2kiss.gif


1. ლილიანა





P.S. სამეგრელოში არსებული ეკლესიების შესახებ თუ მოგეპოვებათ ინფორმაცია დადეთ



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2008, 02:37 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



+ მე smile.gif იმედი მაქვს ხელს არაფერი შემიშლის წამოსვლაში.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 14 2008, 02:39 PM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა(ნათია @ May 14 2008, 01:28 PM) *

ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ პირველ კვირას 2 დღით (შაბათი, კვირა) წავიდეთ ზუგდიდში, ვინც სამეგრელოდან ხართ იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია სიწმინდეების შესახებ, რისი ნახვა შეიძლება...

აუცილებლად უნდა მოვილოცოთ ღვთისმშობლის კვართი (როგორც ვიცი მუზეუმში ინახება), მგონი წმ. მარინეს ხელის მტევანიც ამ მუზეუმში უნდა იყოს და ა.შ.
დრო ისე უნდა შევარჩიოთ რომ მამა ირაკლიმაც შეძლოს წამოსვლა, ზუგდიდში ჩვენს ფორუმელ მამა ანდრიასაც მოვინახულებთ smile.gif

აბა, იდეები მოგვაწოდეთ smile.gif



sad.gif

cray.gif cray.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2008, 02:46 PM
პოსტი #6


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



1. ლილიანა
2. მარინე


P.S. სამეგრელოს მხარეს საერთოდ არ ვიცნობ და დეტალურ ინფორმაციებს ვერ ვდებ, პირველ პოსტში მოცემული ეკლესიების ნახვას მგონი მოვასწრებთ smile.gif



ამ საიტზე ზუგდიდში არსებული ყველა ეკლესიის სიაა http://eparqia.iatp.ge/tadzrebi/tadz.html

ვინც იცის სამეგრელო იქნებ აგვიხსნას ახლოს რომელია და რამდენი ტაძრის მოლოცვას მოვასწრებთ...

ლამის 1 დღე გზაში გვინდა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი May 14 2008, 02:54 PM
პოსტი #7


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ნათ და მაინც ზუსტად როდის ვგეგმავთ?? პირველივე კვირა პირველია და ნინოობა მაშინ მე გარანტირებულად ვერ მოვდივარ. და სხვა არ ვიცი smile.gif
ისე რა თქმა უნდა სიამოვნებით წამოვიდოდი მანდ ასე რომ იქნებ დავაზუსტოთ რა თარიღიც კაი smile.gif

მჯერა ძალიან კარგი ესკურსია გამოვა smile.gif


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2008, 02:58 PM
პოსტი #8


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



piligrimi
ციტატა
ნათ და მაინც ზუსტად როდის ვგეგმავთ?? პირველივე კვირა პირველია და ნინოობა მაშინ მე გარანტირებულად ვერ მოვდივარ. და სხვა არ ვიცი

ნინოობას არა, მამაო ვერ წამოვა, სავარაუდოდ 8-ში smile.gif



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiako
პოსტი May 14 2008, 02:59 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 823
რეგისტრ.: 6-August 07
წევრი № 2,575



ციტატა(ნათია @ May 14 2008, 02:46 PM) *

1. ლილიანა
2. მარინე
P.S. სამეგრელოს მხარეს საერთოდ არ ვიცნობ და დეტალურ ინფორმაციებს ვერ ვდებ, პირველ პოსტში მოცემული ეკლესიების ნახვას მგონი მოვასწრებთ smile.gif
ამ საიტზე ზუგდიდში არსებული ყველა ეკლესიის სიაა http://eparqia.iatp.ge/tadzrebi/tadz.html

ვინც იცის სამეგრელო იქნებ აგვიხსნას ახლოს რომელია და რამდენი ტაძრის მოლოცვას მოვასწრებთ...

ლამის 1 დღე გზაში გვინდა



ნათი შიგ ზუგდიდში არის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და იქვეა მაცხოვრის კარის სახლეობის ტაძარიც ე.წ. ფუნიკულიორზე,ეს ორი ტაძარი ანუ ახლოსაა ერთმანეთთან და ქალაქშია თან, დანარჩენი ორის შესახებ კი მხოლოდ გამიგია smile.gif

და ისე ზუგდიდში წასვლა ვლაქერნობის დღესასწაულზე ანუ 15 ივლისს აჯობებდა smile.gif

და კიდევ თუ 3 რიცხვამდე მოხერხდა წასვლა მეც წამოვალ და ჩამწერე smile.gif და ზუგდიდი 2 დღიანი იქნება ალბათ არა?


--------------------
ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2008, 03:01 PM
პოსტი #10


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



natiako
ციტატა
და ისე ზუგდიდში წასვლა ვლაქერნობის დღესასწაულზე ანუ 15 ივლისს აჯობებდა

დღესასწაულზე ბევრი ხალხია და არ ღირს, მოსალოცად მივდივართ გამატარე-გამიშვის თავი არ გვაქვს biggrin.gif

2kiss.gif

ციტატა
ნათი შიგ ზუგდიდში არის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და იქვეა მაცხოვრის კარის სახლეობის ტაძარიც ე.წ. ფუნიკულიორზე,ეს ორი ტაძარი ანუ ახლოსაა ერთმანეთთან და ქალაქშია თან

გაიხარე ნათ!

natiako
ციტატა
ზუგდიდი 2 დღიანი იქნება ალბათ არა?

კი 2 დღიანი, შაბათი და კვირა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 14 2008, 03:01 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



+


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2008, 03:03 PM
პოსტი #12


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა
და კიდევ თუ 3 რიცხვამდე მოხერხდა წასვლა მეც წამოვალ და ჩამწერე

3 რიცხვამდე არამგონია, 1-ში ნინოობაა და არამგონია წავიდეთ smile.gif

1. ლილიანა
2. მარინე
3. piligrimi
4. კანონისტი
5. ნათია
6. მაიკონა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი May 14 2008, 03:03 PM
პოსტი #13


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა(ნათია @ May 14 2008, 03:01 PM) *

natiako

დღესასწაულზე ბევრი ხალხია და არ ღირს, მოსალოცად მივდივართ გამატარე-გამიშვის თავი არ გვაქვს biggrin.gif

2kiss.gif
გაიხარე ნათ!

natiako

კი 2 დღიანი, შაბათი და კვირა



მაგარამ მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იქ შეშვების საკითხზე smile.gif
8 ჯერჯერობით მე მაწყობს smile.gif
ხო დარჩენის საკითხებზეც მოგვიწევს დაფიქრება


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 14 2008, 03:03 PM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნათია
ციტატა
სამეგრელოს მხარეს საერთოდ არ ვიცნობ და დეტალურ ინფორმაციებს ვერ ვდებ, პირველ პოსტში მოცემული ეკლესიების ნახვას მგონი მოვასწრებთ

მარტვილის ეკლესიაა უცილობლივ სანახავი + ჭყონდიდელის რეზიდენცია

გარდა მაგისა, მეუფე გერასიმეს ვიცნობ საკმაოდ ახლოს და შემიძლია ვთხოვო მას კურთხევა და იდეებიც smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2008, 03:03 PM
პოსტი #15


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



piligrimi
ციტატა
მაგარამ მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იქ შეშვების საკითხზე

მამაო დაგვეხმარება, მეუფესთან დარეკავს smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiako
პოსტი May 14 2008, 03:03 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 823
რეგისტრ.: 6-August 07
წევრი № 2,575



ციტატა(ნათია @ May 14 2008, 03:01 PM) *

natiako

დღესასწაულზე ბევრი ხალხია და არ ღირს, მოსალოცად მივდივართ გამატარე-გამიშვის თავი არ გვაქვს biggrin.gif

2kiss.gif
გაიხარე ნათ!

natiako

კი 2 დღიანი, შაბათი და კვირა



კარგი მაშინ 8-ში მე ვერანაირად ვერ წამოვალ 6-ში მივდივარ და 10 დღე არ ვიქნები, თუ ისე მოხდა რომ თარიღი გადაანავცლეთ შემოგიერთდებით 2kiss.gif

არაუშავს კარგი, ზუგდიდში მაინც ვარ ნამყოფი, უბრალოდ თქვენთან ერთად მინდოდა მეც წამოსვლა 2kiss.gif


--------------------
ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2008, 03:06 PM
პოსტი #17


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



კანონისტი
ციტატა
მარტვილის ეკლესიაა უცილობლივ სანახავი + ჭყონდიდელის რეზიდენცია

დათ მაგას გავივლით ხო? smile.gif

ციტატა
გარდა მაგისა, მეუფე გერასიმეს ვიცნობ საკმაოდ ახლოს და შემიძლია ვთხოვო მას კურთხევა და იდეებიც

ძალიან კარგი, აბა დატრიალდი

natiako
ციტატა
კარგი მაშინ 8-ში მე ვერანაირად ვერ წამოვალ 6-ში მივდივარ და 10 დღე არ ვიქნები, თუ ისე მოხდა რომ თარიღი გადაანავცლეთ შემოგიერთდებით

კარგი ნათ, აკონტროლე მაინც ეს თემა თუ რამე შეიცვალა და მოახერხო გამიხარდება smile.gif







ჩვენი აბო და თემო (ქუთაისელი) არ გამოგვრჩეს smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 14 2008, 03:06 PM
პოსტი #18


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნათია
ციტატა
დათ მაგას გავივლით ხო?

კი, ან გავლით ან გამოვლით smile.gif

ციტატა
ძალიან კარგი, აბა დატრიალდი

რომ ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ, დავურეკავ აუცილებლად smile.gif

P.S. ძალიან ვუყვარვარ wub.gif tongue.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiako
პოსტი May 14 2008, 03:08 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 823
რეგისტრ.: 6-August 07
წევრი № 2,575



ციტატა(ნათია @ May 14 2008, 03:06 PM) *

კანონისტი

დათ მაგას გავივლით ხო? smile.gif
ძალიან კარგი, აბა დატრიალდი

natiako

კარგი ნათ, აკონტროლე მაინც ეს თემა თუ რამე შეიცვალა და მოახერხო გამიხარდება smile.gif
ჩვენი აბო და თემო (ქუთაისელი) არ გამოგვრჩეს smile.gif



არა ნათ მარტვილს რანაირად გაივლით ის სხვა მხარესაა ზუგდიდი სხვა მხარეს.სხვა ამბავია წალენჯიხიდან ჩხოროწყუში თუ გადახვალთ და იქიდან შემოუვლით თორემ, ან უკან დაბრუნებისას სენაკიდან თუ გადაუხვევთ smile.gif


--------------------
ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2008, 03:09 PM
პოსტი #20


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



კანონისტი
ციტატა
კი, ან გავლით ან გამოვლით

აჰა

ციტატა
რომ ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ, დავურეკავ აუცილებლად

კაქი! 2kiss.gif

ციტატა
ძალიან ვუყვარვარ

შენ ვის არ უყვარხარ biggrin.gif


natiako
ციტატა
არა ნათ მარტვილს რანაირად გაივლით ის სხვა მხარესაა ზუგდიდი სხვა მხარეს.სხვა ამბავია წალენჯიხიდან ჩხოროწყუში თუ გადახვალთ და იქიდან შემოუვლით თორემ, ან უკან დაბრუნებისას სენაკიდან თუ გადაუხვევთ

რუკა ხომ არ გაქვს ?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

68 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 03:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი