IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Closed TopicStart new topic
> ვეგეტარიანელობა, სულიერი და მატერიალური კუთხით
აბდალა
პოსტი Jan 22 2012, 07:50 AM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ქევანა
ციტატა
მერამდენედ უნდა განვიხილოთ ეს ვეგეტერიანელობა? ერთხელ ხომ მიიღე პასუხი, უხსოვარ დროს...


პასუხმა არ დამაკმაყოფილა smile.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 22 2012, 07:59 AM
პოსტი #62


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



აბდალა
ციტატა
ვიფიქრე, ვიფიქრე და მაინც ვერ დაგეთანხმე...

რა თქმა უნდა შენ ვერ კი არა არ დამეთანხმები.
არ გაწყობს და იმიტომ.

ციტატა
მეგობრები საკმარისად მყავს ღმერთის წყალობით. მითუმეტეს "რაღაც მიზეზების გამო" ჩემთან მეგობრობა გაუჭირდებათ.

მე კი მესმის შენი სწორად, მაგრამ შენ რაც თავი მახსოვს არასწორად გესმის ჩემი. რას იზამ, ეტყობა ჩემი კარმაა

ღმერთმა მოგცეს მეგობრები, მაგრამ ალალად თქვი, თუნდაც შენს თავთან, არავინ გთხოვს სახალხოდ აღიარებას, ის შენი მეგობრები რომ ერთ დღესაც ადგნენ და არ მოუსმინონ შენს ჭკუის დამრიგებლობას, გაგაჩერონ და გითხრან, იცი რა ჩემო კარგო? გასაგები გავიგეთ და დასანახი დავინახეთ, აღარ გვინდა შენი ფილოსოფიით ტვინის გამოტენვაო, დარჩები კი იმათ მეგობრად? შენ თავად აღარ დარჩები, იმიტომ რომ შენ ადამიანში მეგობრებს კი არა, მსმენელებს და შენი სიტყვის დამჯერებლებს ეძებ.
ყველასთან დაიწყებ მეგობრობას, ვის გონებასაც დაიმორჩილებ და შენს ნებაზე ატრიალებ. მეგობრობ სანამ ფხიზლდებიან, აი გამოფხიზლებულებს კი ვეღარანაირად ეგუები.
გგონია ეგ მეგობრობაა? უკაცრავად ასე პირდაპირ რომ ვწერ ჩემს აზრებს, მაგრამ ბოლო-ბოლო ხომ უნდა ითქვას სათქმელი.
თავიდან მართლა ვეცადე ცოტა მაინც გამეგო შენთვის, მით უმეტეს ძალიან არ მიყვარს ადამიანში რაიმე ცუდის ძიება, მირჩევნია ერთი დავინახო და ისიც კარგი და იმ კარგის გამო შევიქმნა მასზე შეხედულება.
ოღონდ რა თქმა უნდა თუ ის ადამიანიც მომცევს უფლებას რომ კარგს ვხედავდე მხოლოდ მასში და ცუდის დემონსტრირებას არ ახდენდეს ყოველთვის.
შენთანაც ასე ვეცადე, მაგრამ დიდი ვერაფერი გამოვიდა. მე შენ აი ასეთად გხედავ დღეს, როგორც დაგიწერე.
მაპატიე, მაგრამ ისევ შენგან გამომდინარეა.

ციტატა
პასუხმა არ დამაკმაყოფილა


ნუთუ გგონია, რომ ჩვენი მისია შენი დაკმაყოფილებაა?


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 22 2012, 08:15 AM
პოსტი #63


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ნაინა
ციტატა
ღმერთმა მოგცეს მეგობრები, მაგრამ ალალად თქვი, თუნდაც შენს თავთან, არავინ გთხოვს სახალხოდ აღიარებას, ის შენი მეგობრები რომ ერთ დღესაც ადგნენ და არ მოუსმინონ შენს ჭკუის დამრიგებლობას, გაგაჩერონ და გითხრან, იცი რა ჩემო კარგო? გასაგები გავიგეთ და დასანახი დავინახეთ, აღარ გვინდა შენი ფილოსოფიით ტვინის გამოტენვაო, დარჩები კი იმათ მეგობრად? შენ თავად აღარ დარჩები, იმიტომ რომ შენ ადამიანში მეგობრებს კი არა, მსმენელებს და შენი სიტყვის დამჯერებლებს ეძებ. ყველასთან დაიწყებ მეგობრობას, ვის გონებასაც დაიმორჩილებ და შენს ნებაზე ატრიალებ. მეგობრობ სანამ ფხიზლდებიან, აი გამოფხიზლებულებს კი ვეღარანაირად ეგუები. გგონია ეგ მეგობრობაა? უკაცრავად ასე პირდაპირ რომ ვწერ ჩემს აზრებს, მაგრამ ბოლო-ბოლო ხომ უნდა ითქვას სათქმელი.


ნაინ, ვიცი გაგიჭირდება ამის დაჯერება, მაგრამ ჩემი მეგობრების დიდ უმრავლესობას საერთოდ არ "ვეფილოსოფოსები". ზოგმა ისიც კი არ იცის, რა არის ვედები. უმეტესობას კი აქეთ ვუსმენ და აქეთ ვსწავლობ მისგან, არათუ მე ვასწავლიდე ჭკუას. არიან ისეთებიც, ვინც ჩემგან სწავლობენ, და იმის გამო ნამდვილად არ ვემეგობრები, რომ "მასწავლებლის როლი" მომწონს.

საერთოდ კი როგორც "საყვარელი ფილმების" თემაში დავწერე, ყველას გვიყვარს "მშობლის ან ბავშვის როლის" მორგება და არც მე ვარ გამონაკლისი. ხშირად ზედმეტიც მომდის და ვაცნობიერებ ამას. მაგრამ აქ ვცდილობ რაც შეიძლება მალე და ლაკონურად ვთქვა ჩემი სათქმელი და იმის დრო არ მაქვს, რომ ჩემს განწყობაზე და დამოკიდებულებაზე ვიმუშაო. იმიტომ რომ ეს ვირტუალური სივრცეა და სმაილიკებით ვერ გამოხატავ რეალურ ემოციას.



ციტატა
ნუთუ გგონია, რომ ჩვენი მისია შენი დაკმაყოფილებაა?


სტუმარი ღვთისაა, მითუმეტეს მართლმადიდებლურ ფორუმზე, თქვენი მისია კი სტუმრის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა. ასე რომ კი, უნდა იყოს თქვენი მისია.

ციტატა
შენთანაც ასე ვეცადე, მაგრამ დიდი ვერაფერი გამოვიდა. მე შენ აი ასეთად გხედავ დღეს, როგორც დაგიწერე. მაპატიე, მაგრამ ისევ შენგან გამომდინარეა.


საპატიებელი არაფერი გაქვს, იმიტომ რომ იმაზე მეტად არ ვიმსახურებ შენს შენიშვნას, ვიდრე სხვები აქ. უბრალოდ იმაზე მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე მიღებულია smile.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 22 2012, 08:20 AM
პოსტი #64


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



აბდალა
ციტატა
ნაინ, ვიცი გაგიჭირდება ამის დაჯერება, მაგრამ ჩემი მეგობრების დიდ უმრავლესობას საერთოდ არ "ვეფილოსოფოსები". ზოგმა ისიც კი არ იცის, რა არის ვედები. უმეტესობას კი აქეთ ვუსმენ და აქეთ ვსწავლობ მისგან, არათუ მე ვასწავლიდე ჭკუას. არიან ისეთებიც, ვინც ჩემგან სწავლობენ, და იმის გამო ნამდვილად არ ვემეგობრები, რომ "მასწავლებლის როლი" მომწონს.

საერთოდ კი როგორც "საყვარელი ფილმების" თემაში დავწერე, ყველას გვიყვარს "მშობლის ან ბავშვის როლის" მორგება და არც მე ვარ გამონაკლისი. ხშირად ზედმეტიც მომდის და ვაცნობიერებ ამას. მაგრამ აქ ვცდილობ რაც შეიძლება მალე და ლაკონურად ვთქვა ჩემი სათქმელი და იმის დრო არ მაქვს, რომ ჩემს განწყობაზე და დამოკიდებულებაზე ვიმუშაო. იმიტომ რომ ეს ვირტუალური სივრცეა და სმაილიკებით ვერ გამოხატავ რეალურ ემოციას.

მე ჩემი სათქმელი გითხარი უკვე, რაც დავინახე შენში რა როგორი შეხედულებაც დამრჩა.
ასე რომ მეტს აღარ გავაგრძელებ, უკვე ძალიან ზედმეტი იქნება.

ციტატა
სტუმარი ღვთისაა, მითუმეტეს მართლმადიდებლურ ფორუმზე, თქვენი მისია კი სტუმრის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა. ასე რომ კი, უნდა იყოს თქვენი მისია.


ერთჯერ, ორჯერ, ათჯერ? რა პასუხს ელოდები? მანამდე უნდა გახსნა და გახსნა ერთსა და იმავე საკითხზე სანამ ისეთ პასუხს არ გაგცემენ როგორიც შენ გაწყობს?
პასუხმა კი არ დაგაკმაყოფილა, არ მოგეწონა პასუხი, იმიტომ რომ შენს ფილოსოფიას არ ეთანხმებოდა, იმიტომაც ცდილობ ასე გამწარებით, რომ გინდა საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება.
შენ სხვა არაფერი არ გჭირდება მამუკა, შენ უბრალოდ საკუთარ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებ ამით და ასეთებით. smile.gif

და კიდევ ერთს ჩავამატებ, სტუმრის ცნობისმოყვარეობაო რომ ამბობ, მთელი ცხოვრება სტუმარი იქნები როცა ასე გაწყობს.
შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ ჩვენ ყველა სტუმრები ვყოფილვართ აქ, მაშინ რატომ ვარ ვალდებული მე, თავად სტუმარი, შენი, ასევე სტუმრის პატივმოყვარეობა ვაკმაყოფილო და თან არაერთხელ?


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 22 2012, 09:07 AM
პოსტი #65


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ნაინა
ციტატა
ასე რომ მეტს აღარ გავაგრძელებ, უკვე ძალიან ზედმეტი იქნება.


კარგი იქნება თუ არ გააგრძელებ. თემას დავუბრუნდეთ.

ციტატა
ერთჯერ, ორჯერ, ათჯერ? რა პასუხს ელოდები? მანამდე უნდა გახსნა და გახსნა ერთსა და იმავე საკითხზე სანამ ისეთ პასუხს არ გაგცემენ როგორიც შენ გაწყობს? პასუხმა კი არ დაგაკმაყოფილა, არ მოგეწონა პასუხი, იმიტომ რომ შენს ფილოსოფიას არ ეთანხმებოდა, იმიტომაც ცდილობ ასე გამწარებით, რომ გინდა საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება. შენ სხვა არაფერი არ გჭირდება მამუკა, შენ უბრალოდ საკუთარ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებ ამით და ასეთებით.


და რატომ გაღიზიანებთ ასე ეს თემა? მე მაგალითად მაშინ ვღიზიანდები, როცა მტყუანი ვარ და სხვა მართალია, ან როცა ორივე მართლები ვართ და სხვა მაინც ცდლობს თავისი "სიმართლე" ჩემს "სიმართლეზე" მაღლა დააყენოს. რომ არ უნდა გავღიზიანდე ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე თავად ფაქტს ვამბობ.

როცა ვიცი რომ მართალი ვარ და სხვა ტყუის, ძალიან მშვიდად ვარ და სრულიად მშვიდად ვეკამათები (თუ კამათი უნდა რა თქმა უნდა). ასე რომ თქვენც შეხედეთ მშვიდად ამ საკითხს და დამიმტკიცეთ, რომ ვტყუივარ.

მოტივს არა აქვს დიდი მნიშვნელობა, პატივმოყვარეობის გამო ვაკეთებ ამას თუ "სიმართლის ძიებისთვის". რაც არ უნდა იყოს ფორუმია ეს და მსჯელობისთვისაა შექმნილი. ან საერთოდ რა შუაშია ჩემი მოტივი? კარგი ბატონო, პატივმოყვარეობა მალაპარაკებს. მაგით რა მერე? ვისაც ამპარტავნება ალაპარაკებს, ე.ი. იმას არ უნდა ელაპარაკო? რომელია აქ, ჭეშმარიტი ღვთის სიყვარული რომ ალაპარაკებს და მხოლოდ ღმერთის ინსტრუმენტია? გასაგებია, რომ პატივმოყვარე ვარ და ამას არც ვმალავ, მაგრამ მე რა შუაში ვარ საერთოდ და რატომ გაღიზიანებთ ის, რომ პატივმოყვარე ადამიანი ლაპარაკობს ამ ყველაფერს?

კიდევ მესმის ამიჯანყდეთ, მორჩილებაზე და პატივმოყვარეობის გადაგდებაზე რომ ვასწავლიდე სხვებს ჭკუას და ამაზე რომ ვიძლეოდე რჩევებს. მაგრამ მე გესაუბრებით სრულიად მიწიერ და "ბანალურ" საკითხებზე, ისეთზე, როგორიცაა "ვეგეტარიანელობა", აქვს თუ არა ცხოველს სული და ა.შ.

რა შუაშია აქ ჩემი მოტივი? ცუდი ზრახვებიც რომ მქონდეს ე.ი. რა, არ უნდა მელაპარაკოთ ამაზე? biggrin.gif






და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რომელიც "არა კლას" თემაში უკვე დავსვი და გასაგები პასუხი ვერ მივიღე:

რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორის ჩანასახოვან სტადიებში და "როდიდან შედის ადამიანში სული (თუ შედის საერთოდ და თავიდანვე არ იყო?)

ანუ მივდივართ თემამდე: აქვს თუ არა ცხოველს ისეთივე სული, როგორიც ადამიანს (და არა სამშვინველი ან სხვა ტონკი ელემენტი).

IPB-ს სურათი

როგორც ვიცით ონტოგენეზი გარკვეულწილად იმეორებს ფილოგენეზს და ჩანასახოვან სტადიებზე გარეგნულად თითქმის არაფრით არ განვსხვავდებით ერთუჯრედიანისგან, თევზისგან, ამფიბიისგან და ა.შ. მაშინ რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ადამიანს აქვს სული, ხოლო ცხოველს არა აქვს?


უმეტესობა პასუხებს გაურბის და ხუმრობაში, ან აგრესიაში გადააქვს ეს ყველაფერი. მოდი აბა მშვიდად და ლოგიკურად ვიმსჯელოთ...

გაჩნდება კითხვა: "რას გულისხმობ სულში?"

სულში ვგულისხმობ ღმერთის იმ პიროვნულ ნაწილაკს, რომელიც მარადიულია და არ კვდება, რომლის არსებობაც განასხვავებს ცოცხალს არაცოცხალისგან და რომელიც მატერიას არ განეკუთვნება (არც უხეშს და არც ნატიფს).


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 22 2012, 09:29 AM
პოსტი #66


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



აბდალა
ციტატა
მოტივს არა აქვს დიდი მნიშვნელობა, პატივმოყვარეობის გამო ვაკეთებ ამას თუ "სიმართლის ძიებისთვის". რაც არ უნდა იყოს ფორუმია ეს და მსჯელობისთვისაა შექმნილი.

მოტივს არა აქვს მნიშვნელობა? ასე გგონია?
შეიძლება შენთვის არ ჰქონდეს, მაგრამ სხვისთვის კი აქვს ნამდვილად.
შენი სამედიცინო განათლება შენთვის შეინახე და თუ რამე გაინტერესებს, მაშინ მართლმადიდებლური წიგნებიც იკითხე, რახან შენ თავად თქვი პასუხმა ვერ დამაკმაყოფილაო, ესე იგი რაც შეეძლოთ გიპასუხეს, რაც ვერა ადექი და თავად მოიძიე და დაკმაყოფილდი. ეძიებდე და ჰპოვებდეო, ეს მხოლოდ სხვების ნერვებში და მოთმინებაში ეძიეო იმას არ ნიშნავს.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 22 2012, 09:56 AM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ნაინა

რატომ გეშლება ნერვები? რატომაა ეს შენთვის ან ამ ფორუმისთვის მტკივნეული თემა?

მხოლოდ იმაზე უნდა იყოს აქ საუბარი, რომ "რაც მაგრები ვართ მართლმადიდებლები ვართ და ყველაზე მაგრები ქართველი მართლმადიდებლები ვართ?"

ეს ფორუმია თუ მყუდრო და იდილიური გარემო, რომლის მყუდროების დამრღვევიც მაშინვე უნდა დაისაჯოს?

უკაცრავად იდილია რომ დაგირღვიეთ და შემოგეჭერით. როგორც ყოველთვის ჩემს "ინტრიგებს" "სკანდალები" მოჰყვება ხოლმე და ისევ ამის სუნი მცემს ახლაც... და მე წავალ, მაგრამ მაგით რა შეიცვლება? სიმშვიდე გინდათ? პირველ რიგში საკუთარ თავში მოძებნეთ და არა ფორუმზე...

საქმე ჩემს მოტივში არაა. თქვენს პატივმოყვარეობას შევეხე ჩემი პატივმოყვარეობით და კონფლიქტიც მაქედან მოვიდა. მაგრამ კონფლიქტის გადაწყვეტის გზა მართლმადიდებლურ ფორუმზე არამგონია გაგდება, შეურაცხყოფა, გაჩუმება და ჯვრის თავში ჩარტყმა იყოს. და არც "ტანჯულის პოზიცია" მჭირდება პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის. ესეც გამოვიარე უკვე.

მხოლოდ მინდა, რომ მტკივნეულ სიმართლეს თვალებში შეხედოთ და თუ სიმართლე არაა ესეც დამიმტკიცოთ მშვიდად და ემოციების გარეშე.


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 22 2012, 09:57 AM
პოსტი #68


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



...


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 22 2012, 10:10 AM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ციტატა
18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.

19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.

20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.

21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?(ეკლესიასტე. თავი მესამე)


თუნდაც ამას როგორ ახსნით?


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jan 22 2012, 11:45 AM
პოსტი #70


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ამ ფორუმზე მწვალებლური აზრების შემოსატანად ხარ შენ!საკამათოდ ხარ შენ და არა რამის გასაგებად.
წადი ამ ფორუმიდან შენ აქ არ შეგიძლია სხვანაირად ყოფნა
შენ რომ მოგისმინოს ადამინმა თავადაც უნდა ჩავარდეს წვალებაში და ეჭვებში ამიტომ უნდა წახვიდე.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 22 2012, 11:51 AM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



აბდალა

ციტატა
რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!


მაგალითად ბასილი დიდის კომენტარი

) «Что Ми множество жертв ваших, глаголет Господь?» Вот одно из того, что должно слышать князьям и соблюдать народу! «Что Ми множество жертв ваших? Жертвы нечестивых мерзость Господеви» (Притч. 15, 8). Как же посредством жертв, приносимых во множестве без достодолжного покаяния, надеетесь приобрести избавление душам своим? Бог умилостивляется не кровью животных, не заколениями жертвенными, но сердцем сокрушенным. Ибо «жертва Богу дух сокрушен» (Пс. 50, 19). А то же прилично сказать о тех, которые не щадят издержек, но не приносят покаяния на деле. Посему Писание отвергает не вообще жертвы, но жертвы иудейские. Ибо говорит: «Что Ми множество жертв ваших?» Множества не одобряет, а требует одной жертвы. Каждый сам себя принеси в жертву Богу, предоставив себя «в жертву живу, благоугодну Богови», чрез «словесное служение» заклав Богу жертву хвалы (ср.: Рим. 12, 1). Поскольку же отринуто множество подзаконных жертв как бесполезное, то принята единая Жертва, принесенная в последние веки во оставление греха. Ибо Агнец Божий взял на Себя грех мира, предав «Себе за ны приношение и жертву Богу в воню благоухания» (Еф. 5, 2).
«Исполнен есмь». Здесь хорошо окончить чтение и последующее читать как начало новой мысли. Богу всего наиприличнее быть исполненным собственного Своего блаженства и в Себе Самом иметь преизбыток; говорить же о Себе, что исполнен тука всесожжений и крови закланных жертв, не достойно Бога. Итак, исполнен Тот, «от исполнения» Которого «мы прияхом» (ср.: Ин. 1, 16) и в Ком «живет всяко исполнение Божества телесне» (Кол. 2, 9). Бесам, по их любосластию и страстному состоянию, доставляют некоторое услаждение и удовлетворение жертвы, когда они сожигаются, потому что кровь во время горения испаряется и, таким образом утонченная, восприемлется ими в собственный их состав. Всецело и совершенно напитываются они сими испарениями не чрез вкушение и не с помощью чрева, но подобно волосам, ногтям животных и всему тому, что в целую сущность свою принимает пищу. Посему они до жадности любят тук и услаждаются дымом ладана, как годным к питанию их. И, может быть, в животных есть некоторое сродство с отличительными качествами бесовских тел. И постигшие желания бесов приносят одно предпочтительно пред другим, как более сродное к питанию. Но Богу приличествует слово: «исполнен есмь». "Я ничего не желаю, но все Мое". Ибо все стремится ко благу. А благ в истинном смысле Бог. "Я источник исполнения". «Еда небо и землю не Аз наполняю? рече Господь» (Иер. 23, 24). И «Господня земля, и исполнение ея» (Пс. 23, 1). "Посему и Сам Я ни в чем не имею нужды, и к кому приближаюсь, тем сообщаю исполнение. Мною бывают исполнены святые". «Стефан же исполнь благодати» [1] «и силы творяше знамения и чудеса велия в людех» (Деян. 6, 8). И Павел, как скоро познал Христа, исполненный Духа Святаго, возвратился в Иерусалим. От сего исполнения и Авраам был «старец исполнен дний» (Быт. 25, 8). И в людях обращающихся «дние исполнени обрящутся» (Пс. 72, 10).
«Всесожжений овних и тука агнцев, и крове юнцев и козлов не хощу». Это также принадлежит к слышанному слову и к закону, который должно принять в слух. Вникните, точно ли узаконяется и заповедуется сие вопреки Моисееву закону, и что у Моисея требуется, то здесь отвергается? И каким же образом «иота едина, или едина черта не прейдет от закона, дондеже вся будут» (Мф. 5, 18)? Или, может быть, пророческое слово показывает, что духовно, возвышенно и в высоком смысле надлежит изъяснить и то, что предписывает внешняя сторона закона. Без сомнения, говорит Бог: "Я не требовал овна, то есть животного, но требую, чтобы Мне всецело был посвящен ум, то есть владычественное души, ум, не развлекаемый земными заботами, как бы очищенный огнем и оказавшийся достойным похвалы. Хочу не того, чтобы тук агнцев посредством огня обращаем был в тончайшие пары, но чтобы непорочная душа приносила Мне простоту нравов; хочу не того, чтобы кровь быков и козлов проливалась на подножие жертвенника, но чтобы вожделевательное и раздражительное в душе истребляемо было многотрудной молитвой и постоянным пребыванием во святилище".
Заметь же, не сказал, что не хочет всякой крови, но крови известных животных. Ибо не сказал, что не хочет Крови, излиянной в последние веки в отпущение грехов, которая «лучше» глаголет, «нежели Авелева» (ср.: Евр. 12, 24), но прелагает жертвы на духовное, потому что должно быть пременение и священству (см.: Евр. 7, 11-28). А если отвергает телесные жертвы, то отвергает и подзаконного первосвященника. Ибо как подзаконные первосвященники освятят руки, не принося во всесожжение овна, на которого они возлагали руки? Как окропятся, не окропляемые кровию? Таким образом, то и другое имеет место: и закон Моисеев, и введение лучшего закона. Посему извергаются первосвященники от семени Ааронова, чтобы на их место вступил «Первосвященник по чину Мелхиседекову» (ср.: Евр. 5, 10). Нет уже жертв «всегдашних» (ср.: Исх. 29, 42), нет жертв в день очищения, нет пепла юницы, очищающего «оскверненыя» (ср.: Евр. 9, 13). Ибо одна жертва - Христос и мертвость святых по Христе; одно кропление - «баня пакибытия» (ср.: Тит. 3, 5); одно умилостивление за грех - излиянная за спасение мира Кровь. Для того отменяет первое, чтобы постановить второе.

ციტატა
17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. 18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. 19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. 21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?


რა თქმა უნდა, ქრისტიანული სწავლებით და წმინდა წერილის მიხედვით, კაცს და პირუტყვს პირდაპირი გაგებით ერთი სული არ გააჩნიათ. ისინი ერთი შემოქმედის მიერ არიან შექმნილები, როგორც რუსთაველი იტყვის "ზეგარდმო არსნი სულითა ჰყვნა, ზეცით მონაბერითა". ადამიანისა და პირუტყვის საერთო რაიმე ერთი სულის შესახებ ქრისტიანობა არ ასწავლის, ხოლო "კაცის სულის ზევით და პირუტყვის სულის ქვევით ლტოლვა" მთელი წიგნიდან გამომდინარე, ხაზს უსვამს ამქვეყნიურ ამაოებას და ადამიანს შეახსენებს მის დაცემულობას, რომ ის არ უნდა იყოს დარწმუნებული თავის უეჭველ ცხონებაში, რომ ამქვეყნიურ ამაოებაზე შეყვარებული ის სულს წარიწყმედს.

ხოლო რაც შეეხება სამოთხისეულ კურთხევას კვებაზე, სამოთხისეული მდგომარეობა ადამიანის სხვა არის და მისი გამოძევების შემდგომი პერიოდი სხვა.

ციტატა
ეს თემა სპეციალურად არ მიმყავს "ვედური ცოდნისკენ".


მიგყავს მამუკა, ისევე აკრიტიკებ ხორცის ჭამაზე ქრისტიანების ცხოვრების წესს, როგორც პრაბჰუპადა თავის საუბრებში. შენ ამას წერ შენი პირველ რიგში შენი სარწმუნოებრივი შეხედულებებიდან გამომდინარე.

ციტატა
"ხინკლის და ლუდის მეგობრები" კი უკვე კარგა ხანია ჩამომცილდნენ.


ჭამის წესის გამო როგორ უნდა ჩამოსცილდე მეგობარს არ მესმის. :\


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 22 2012, 01:03 PM
პოსტი #72


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 22 2012, 01:07 PM
პოსტი #73


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
და რატომ გაღიზიანებთ ასე ეს თემა?

შენდამი დიდი პატივის მიუხედავად, მეც მაღიზიანებს ეს თემა და გეტყვი რატომ..
პირველივე პოსტიდან ცდილობ დაგვიმტკივო რომ ვეგეტერიანელობა ერთადერთი ჭეშმარიტებაა...

მე კიდე გეუბნები, რომ არ მინდა ვიყო ვეგეტერიანელი..

ძალაზე ხარ?

თუ მშობლის როლი გინდა მოირგო, მაშინ აქედანვე უნდა იცოდე, რომ რაც უფრო მეტს დააძალებ, მით მეტად შეგეწინააღმდეგება

და არაფერ შუაში არაა აქ ვინ მართალია და ვინ მტყუანია

მე მინდა ვჭამო ქათმის ხორცი და ძროხის ხორცი, და შენ ამას ვერ ამიკრძალავ და ვერც დამადანაშაულებ... თუ კარგი გინდა ჩვენთვის, გაგვიშვი და მოგვეცი უფლება ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი... ჩვენს მაგივრად არჩევანს შენ ნუ აკეთებ, ძალიან ბევრს დაიდებ კისერზე და მაგიტომ.

ეს არ გესმის შენ

იგივე შეცდომას უშვებ

სულ არ გაზრდილხარ

სიყვარულით გეუბნები, არ გინდა, შეეშვი იმას, რაც შენი მოწოდება არაა (დამოძღვრას ვგულოსხმობ) sad.gif
შენი საქციელი ისეთივე სასაცილოა, როგორც მაგალითად მე რომ დავიწყო დამოძღვრა და ჭკუის სწავლება და ვინმეს ვუმტკიცო, რომ ის ცდება და მე ვარ მართალი...
მე ვიცი როცა ვარ მართალი, ჩუმად უნდა ვიყო. რამდენად გამომდის, სხვა საქმეა, მაგრამ ვიცი რომ უნდა მუდამ მახსოვდეს: ვინც მართალია, ის ჩუმად არის


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Jan 22 2012, 01:21 PM
პოსტი #74


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



მოკლედ, ნოემდე არ ჭამდნენ ადამიანები ხორცს.. წარღვნის შემდეგ ღმერთმა ნოეს მისცა ნება ეჭამა ხორცი.. ჰოდა ვერცერთი ვეგეტარიანელი ვერ ამიკრძალავს იმას რომ ხორცის ჭამა არ შეიძლება,რადგან ღმერთმა დამრთო ამის ნება.. გვაქვს უფლება დავხოცოთ და შევჭამოთ (ზომიერების ფარგლებში,მაშინ როცა გვშია)... არავის უნდა რო ეს თემა დახუროს? smile.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jan 22 2012, 03:57 PM
პოსტი #75


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




ბიფშტექსი მინდა sad.gif
სისხლიანი


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 22 2012, 06:31 PM
პოსტი #76


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა(ქევანა @ Jan 22 2012, 04:07 AM) *

შენდამი დიდი პატივის მიუხედავად, მეც მაღიზიანებს ეს თემა და გეტყვი რატომ..
პირველივე პოსტიდან ცდილობ დაგვიმტკივო რომ ვეგეტერიანელობა ერთადერთი ჭეშმარიტებაა...

მე კიდე გეუბნები, რომ არ მინდა ვიყო ვეგეტერიანელი..

ძალაზე ხარ?

თუ მშობლის როლი გინდა მოირგო, მაშინ აქედანვე უნდა იცოდე, რომ რაც უფრო მეტს დააძალებ, მით მეტად შეგეწინააღმდეგება

და არაფერ შუაში არაა აქ ვინ მართალია და ვინ მტყუანია

მე მინდა ვჭამო ქათმის ხორცი და ძროხის ხორცი, და შენ ამას ვერ ამიკრძალავ და ვერც დამადანაშაულებ... თუ კარგი გინდა ჩვენთვის, გაგვიშვი და მოგვეცი უფლება ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი... ჩვენს მაგივრად არჩევანს შენ ნუ აკეთებ, ძალიან ბევრს დაიდებ კისერზე და მაგიტომ.

ეს არ გესმის შენ

იგივე შეცდომას უშვებ

სულ არ გაზრდილხარ

სიყვარულით გეუბნები, არ გინდა, შეეშვი იმას, რაც შენი მოწოდება არაა (დამოძღვრას ვგულოსხმობ) sad.gif
შენი საქციელი ისეთივე სასაცილოა, როგორც მაგალითად მე რომ დავიწყო დამოძღვრა და ჭკუის სწავლება და ვინმეს ვუმტკიცო, რომ ის ცდება და მე ვარ მართალი...
მე ვიცი როცა ვარ მართალი, ჩუმად უნდა ვიყო. რამდენად გამომდის, სხვა საქმეა, მაგრამ ვიცი რომ უნდა მუდამ მახსოვდეს: ვინც მართალია, ის ჩუმად არის

გაგახარებს ღმერთი, იქნებ შენი მაინც გაიგოს. სხვისი არაფერი ესმის.
უამრავი პლიუსი ამ პოსტისთვის. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 22 2012, 06:53 PM
პოსტი #77


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ქევანა
ციტატა
მე მინდა ვჭამო ქათმის ხორცი და ძროხის ხორცი, და შენ ამას ვერ ამიკრძალავ და ვერც დამადანაშაულებ... თუ კარგი გინდა ჩვენთვის, გაგვიშვი და მოგვეცი უფლება ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი... ჩვენს მაგივრად არჩევანს შენ ნუ აკეთებ, ძალიან ბევრს დაიდებ კისერზე და მაგიტომ.


იცი, აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით თან. აქ დაძალებაზე არ არის საუბარი, რამდენადაც სხვისი წმინდა წერილის განმარტებაზე. ვერც მამუკა და ვერც სხვები ვერ ვაიძულებთ ერთმანეთს მრწამსის საკითხებში შევიცვალოთ აზრი, თუ ეს ჩვენ არ გვსურს. თან პირადად მე ფორუმზე აზრშეცვლილი ადამიანი არც მინახავს... თემა გაიხსნა პირველი პოსტით, რომელშიც თემის ავტორი ცდილობს მისცეს ბიბლიის ზოგიერთ მუხლს ინტერპრეტაცია და რომც არ დაასახელოს ეს მუხლები აქ, სხვა წყაროებით ვიცით უკვე, ხორცის ჭამასთან დაკავშირებით როგორი დამოკიდებულება და აზრი აქვთ კრიშნაიტებს ქრისტიანების მიმართ. სერიოზულ უხერხულობას ქმნის ის, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლების აზრით, ჩვენ თურმე არ გვესმის წმინდა წერილი ისეთ პრაქტიკულ საკითხში, როგორიც არის ვეგეტარიანელობა, როდესაც წმინდა წერილზე ზღვა მასალაა ქრისტიანი ავტორების მიერ დაწერილი. ფაქტი და ისტორიული რეალობა ერთია, რომ სარწმუნოებრივად, ქრისტიანობა და ინდური რელიგიური მოძღვრებები ვეგეტარიანელობაზე არ არიან ერთი აზრის და ამაზე რაღაც ახალი "აღმოჩენების" გაკეთება არის უაზრობა. მით უმეტეს, მითითებები ბიბლიაში კონტექსტიდან ამოვარდნილ მუხლებზე არის არაკომპეტენტურობა. ამ საკითხზე უმჯობესი იქნებოდა, რომ ორივე კონფესიის წარმომადგენლებმა ჩვენი პოზიციები და მოსაზრებები დავდოთ და დავინახოთ განსხვავებები. რელიგიათა შორის დიალოგი სწორედ ამას უნდა ემყარებოდეს და კრიშნაიტი ქრისტიანებს ვერ ასწავლის უკეთ, თუ რას გულისხმობს ბიბლია და რას ასწავლის ქრისტიანობა და პირიქით.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jan 22 2012, 07:11 PM
პოსტი #78


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE
ჩვენ თურმე არ გვესმის წმინდა წერილი ისეთ პრაქტიკულ საკითხში, როგორიც არის ვეგეტარიანელობა, როდესაც წმინდა წერილზე ზღვა მასალაა ქრისტიანი ავტორების მიერ დაწერილი.

რომელიც მამუკას აზრით აქ უნდა დავდოთ და ვეკამათოთ და რაღაცეები ვუმტკიცოთ.
საინეტრესოა კრიშნას რელგია ასე ეკამატეს და უმტკიცეს თუ პირდაპირ დაიწყო ძიება?
კრიშნა გამოსაძიებელია მამუკასთვის და ქრისტიანობა იმდენსაც არ იმსახურებს დადგეს და თავად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია ან მოძღვარს მიაკითხოს
ფორუმის საშუალებით უნდა რომ აზრი შეგვიცვალოს
სინამდვილეშI კი ეს გახლავთ მისიმორიგი ახირება და თვითდაჯერებულობის კიდევ ერთი გამოხატულება

წადი შვილო ეკლესიაში და დაიწყე გამოძიება თუ ასე ძალიან გაინტერესებს
ჩვენ ვიცით ეს ქვეცნობიერ დონეზე და ცნობიერზე თუ გინდა მაინდამაინც ამოტანა ჯერ კურთხევა აიღე ამის(პირადი მოძღვრისგან) და მერე იკამათე და იდავე,(თუ ამას მოგიწოდებს მოძღვარი)
წადი მამა გიორგისგან და კითხე რატო არ ეკითხები გეშინია ხო იქ ჩასვლა კეთილი ჯადოქარი რომ მოგხვდება მაგ თავში.
არავინ არ დაგიწყებს აზრის შეცვლევინებას არც აქ და არც არსად
ვისაც აზრი უნდა შეიცვალოს თავად დაიწყებს ძიებას და არა იმას რასაც აკეთებს ეხლა ეს აქ.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jan 22 2012, 07:21 PM
პოსტი #79


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE
როგორც ვიცით ონტოგენეზი გარკვეულწილად იმეორებს ფილოგენეზს და ჩანასახოვან სტადიებზე გარეგნულად თითქმის არაფრით არ განვსხვავდებით ერთუჯრედიანისგან, თევზისგან, ამფიბიისგან და ა.შ. მაშინ რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ადამიანს აქვს სული, ხოლო ცხოველს არა აქვს?

ამაზე გარკვევით დავაფიქსირეთ აზრი რომ ადამინის სხეულში სული შედის მაშინ როდესაც ის გაინძრევა პირველად,ეს შეუმჩნეველია დედისთვის გარკვეულ დღეებში და მალე დედაც ამჩნევს.

აფხაზმა ძალიან ზუსტი ტექსტი მოიყვანა რომ წმინდა მამები ამას ამბობენ და ამის იქით სხვა დანარჩენი ცდომილებაა.
თუ გნებას დავძებნი რომელ თემაში იყო ზუსტად და განახებ


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 22 2012, 07:23 PM
პოსტი #80


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



karpaki

ციტატა
რომელიც მამუკას აზრით აქ უნდა დავდოთ და ვეკამათოთ და რაღაცეები ვუმტკიცოთ.


დადება პრობლემა არ არის, ჩემთვის მასალების კიდევ უფრო მეტი მოძიება და პოლემიკა საინტერესო არის, არ დამეზარება დაინტერესებული პირისთვის ამის მიწოდება, მაგრამ ძალიან არ მესმის, როდესაც ასეთ მარტივ საკითხზე გაუგებარ ინტერპრეტაციას უკეთებენ ბიბლიის მუხლებს. ეს არ არის რაიმე რთული და ბუნდოვანი საკითხი. აქ ისმის კითხვა: ვეგეტარიანულ პრაქტიკას ერთმნიშვნელოვნად და მკაცრად უჭერს თუ არა მხარს ქრისტიანობა და მის დარღვევას თუ მიიჩნევს საზიანოდ. პრაქტიკაში კი არც ებრაელებთან და არც შემდეგ მთელს საქრისტიანოში ასეთი ცალსახა აკრძალვა არ არის იმ ფორმით, როგორიც ეს კრიშნას მიმდევრებთან არის.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 07:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი