თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ქრისტე

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 24 2007, 04:08 AM

კითხვამ გამიელვა 'რა აკლია ფორუმს?' და უცბად საკუთარმა თავმა მიპასუხა-'ქრისტე' smile.gif დიახ, ჩვენ ქრისტეანები, მართლმადიდებლობის სახელით შევკრებილვართ და არც ართი თემა, მესიისთვის არ მიგვიძღვნია...

არადა მან შეგვქმნა, გახდა ერთი ჩვენთაგანი, თავი დაიმდაბლა, ბაგაში იშვა... სადაც ალბათ სუნი იყო... საქონელი მოძრაობდა... შემდეგ ადამიანად იცხოვრა დედამიწაზე და ყველაზე საშინელი ტკივილით აღესრულა.... დაიფლა და აღდგა, დაჯდა მამის მარჯვნივ და მაინც, ის ჩვენთნაა... ევქარისტიით და მადლით smile.gif ჩვენ მასში ვერთიანდებით.. იგია ალფა და ომეგა, ანი და ჰოე, დასასრული და დასაწყისი.... მზრუნველი მამა რომელიც გვანუგეშებს....

ყველა და ყველაფერი ქედს იხრის მისი დიდების წინაშე...

და ახლა როცა ამ პოსტს კითხულობთ, ის თქვენ გისმენთ... რა ბედნიერებაა იმის გააზრება რომ თავად ქრისტე, ზეციური მეუფე შენ გულს აყურადებს... აყრუადებს და სურს შემოვიდეს, შემოვიდეს და აავსოს ყველაფერი სიხარულით... მაგრამ ვაგდებთ.. განვეშორებით, არ გვიყვარს sad.gif არადა მას უნდა ვიცნობდეთ, როგორც მამას და მეგობარს, მას უნდა ვეჩურჩულებოდეთ და დაცვას ვთხოვდეთ... ალბათ ჯვარცმისას თითოეულ ჩვენგანს ხედავდა და 'ამათთვისო' იძახდა... მინდა შევიყვარო, მაგრამ ამისთვის გულის გაწმენდა მომიწევს.... რა რთული, საამაყო და რაც მთავარია სასიხარულოა გერქვას: მართლმადიდებელი ქრისტეანი smile.gif

ცრემლით ვითხოვოთ სინანული, რომ ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს მწველ, ქრისტესმიერ სიყვარულამდე smile.gif


ყველას გილოცავთ ქრისტეს მიგნებას, იმედი მაქვს იქ, ზეციურ მამულშიც მექნება ამის საშუალება smile.gif


დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, როგორ ნატიფად ასამს ხოტბას მის დიდებულებას smile.gif

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.


http://imageshack.us

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Feb 24 2007, 04:25 AM

მართლაც ასეთი თემა უნდა ყოფილიყო გახსნილი

ლოცვა ბასილი დიდისაუფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ხორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ-ხარ, და ყოველსავე მდაბალთა ხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო, ნათლო თვალთ-შეუდგამო, რომელი მოიაჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ, უკვდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩვენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ ვართ, და გევედრებით, შეიწირე მწიკვლევანთა ამათ ბაგეთა ჩვენთა მიერი ვედრება, და მომიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, საქმითნი, სიტყვითნი, და გონებითნი, ცნობით და უმეცრებითნი, და განმწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულის-სიტყვა კეთილი, და ყოვლისაგან ღამისა ამისა სოფლისაგან ჩვენზედა მომავალისა საცდურისაგან მიხსნენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნად ბრწყინვალესა და განათლებულსა დღესა მას მეორედ მოსვლისა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, მოსვლასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თვითეულსა საქმეთა მათთაებრ, რათა არა განგდებულ ვიქმნეთ უდებებითა, არამედ რათა მღვიძრედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა, მომლოდნელნი წარდგომას სიხარულისა, და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რათა ჩვენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს-ვიქმნეთ დღესასწაულობად ხმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად, და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელისა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა, და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩემი საყვარელი ლოცვა


პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Feb 24 2007, 04:43 AM

უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი


IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Feb 24 2007, 12:51 PM

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.... wub.gif მიყვარს ეს სიტყვები ლიტურგიის ბოლოს რომ წარმოსთქვამს მღვდელმსახური... wub.gif

გული ჩემი აღავსე სინანულით იესო
თვალნი ჩემნი აღავსე ცრემლებითა იესო
სული ჩემი აღანთე სანთელივით იესო
ბაგე ჩემი აღახვენ შენდა ქებად იესო
ძალა გამომელია შემიბრალენ იესო
მომიტევენ ცოდვანი შემიწყალე იესო
სასუფეველსა შენსა დამამკვიდრე იესო

ვემთხვევი თქვენს ნაკვალევს ქირსტეში
IPB ImageIPB Image

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 24 2007, 09:48 PM

ქრისტე იესო ანუ ცხებული მხსნელი

ბერძნულად:
იისუს ხრისტოს

ლათინურად:
იისუს კრისტუს

სლავურად:
იისუს ხრისტოს

ებრაულად:
იეშუა ჰა-მეშიახ

არაბულად:
ისა ალ-მასიჰ

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Feb 24 2007, 10:06 PM

solomony
ჩემი საყვარელი ლოცვა smile.gif

ტკბილია იესო ქრისტე. smile.gif

უტკბილესია

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 24 2007, 10:15 PM

გუჯა
ჩემი საყვარელი ლოცვაა...

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Feb 24 2007, 10:37 PM

ლოცვა დღითი-დღე სათქმელი
უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ
წმ.ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა

უფალო,არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან!შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან!შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ.გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის,ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.

მამაო!მეც მონასა შენსა -რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო.არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა,გინა ნუგეშინისცემისა.მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს.ხედვენ შენ საჭიროებასა ჩემსა,რომელსა მე ვერ ვხედავ!

ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენსა!მომწყლავდე და განმურნებდე მე,დამცემდე და აღმადგინებდე.ვჰკრთი და უსიტყველ ვიქნები წინაშე შენსა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.

თავსა ჩემსა მსხვერპლად შემოგწირავ.მიგენებები შენ.არარაი მაქუს სურვილი,გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი.

მასწავე მე ლოცვაი შენი-ტვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა.ამინ.

ეს ლოცვა ადრე თუ წაგიკითხავთ?მე მხოლოდ ეხლა

IPB-ს სურათი

ეს მონაკვეთი განსაკუთრებით მომეწონა

თავსა ჩემსა მსხვერპლად შემოგწირავ.მიგენებები შენ.არარაი მაქუს სურვილი,გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი.

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 28 2007, 04:34 AM

გაიხარე მნათე მაგარი თემაა ვცდილობ ყოველ დღე იესოოს ლოცვა ვთქვა ხოლმე ასჯერ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 1 2007, 12:17 PM

beqa.shuxoshvili

ციტატა
გაიხარე მნათე მაგარი თემაა ვცდილობ ყოველ დღე იესოოს ლოცვა ვთქვა ხოლმე ასჯერ

კურთხევა უნდა მაგას, შენ შემოგევლოს შენი ძამიკო.... 2kiss.gif

wink.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Mar 1 2007, 12:27 PM

კანონისტი

ციტატა
beqa.shuxoshvili

ციტატა
გაიხარე მნათე მაგარი თემაა ვცდილობ ყოველ დღე იესოოს ლოცვა ვთქვა ხოლმე ასჯერ

კურთხევა უნდა მაგას, შენ შემოგევლოს შენი ძამიკო....



დაააააა........უცნაურია, რომ ვილოცო, ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება....
no.gif

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Mar 1 2007, 12:31 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 1 2007, 12:34 PM

ციტატა
დაააააა........უცნაურია, რომ ვილოცო, ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება....


უფფფფფფფ, ეგ კანონისტის ფანტაზიებია laugh.gif

ციტატა
მე ეს სამი სიტყვა მომწონს:

ქრისტემან ღმერთმან ჭეშმარიტმან...

რატომღაც სულ მაგონებს... იყო და არა იყო რა...

თბილი სიტყვებია


როგორც ყოველთვის შენი აზრი, ესთეტიურობისა და შესაბამისობის ნორმებს სცილდება smile.gif სამწუხაროა.....

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Mar 1 2007, 12:38 PM

მნათე

მართლა სამწუხაროდ, შენ ჯერ არ იცი, რომ ამ სამ სიტყვას სხვა ენებზე ასე ვერ იტყვი...

აბა სცადეთ...

ქრისტემან ღმერთმან ჭეშმარიტმან...

დადეთ ამის თარგმანები

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 1 2007, 12:40 PM

გლახა

ციტატა
ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება....

\


ვიღაცას არა რააა biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 1 2007, 12:42 PM

გლახა

ციტატა
უცნაურია, რომ ვილოცო, ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება....

უფლება არა, კურთხევა. რომ ეშმაკთან ბრძოლას რომ იწყებ (იესოს ლოცვა ძალიან ძლიერია), საღმრთო მადლი რომ გფარავდეს

მნათეს არ დაუჯერო, ჯერ არ იცის მაგდენი... laugh.gif

მნათე
ციტატა
უფფფფფფფ, ეგ კანონისტის ფანტაზიებია


მომიბრძანდები შენ იქ!!!! cool.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 1 2007, 12:42 PM

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ ტქვენ ყოველთა თანა.

მე ეს სიტყვებიც მიყვარს

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 1 2007, 12:43 PM

შეხვეწილი

ციტატა
ქრისტემან ღმერთმან ჭეშმარიტმან...

დადეთ ამის თარგმანები


ხრისტოს ალითინოს თეოს

რაცხა ბერძნულიც კაი ჩანს.... cool.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Mar 1 2007, 12:44 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 1 2007, 12:42 PM) *

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ ტქვენ ყოველთა თანა.


მაგ სიტყვებს სხვა ენებზეც იგივე დატვირთვა აქვს...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 1 2007, 12:45 PM

შეხვეწილი

ციტატა
მაგ სიტყვებს სხვა ენებზეც იგივე დატვირთვა აქვს...




ეს თემა დატვირთვას ეხება???smile.gif

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Mar 1 2007, 12:45 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 1 2007, 12:59 PM

შეხვეწილი
კანონისტი


ამ თემას სათაურად ქრისტე ჰქვია შეხვეწილმა გამოთქვა თავისი აზრი ქრისტესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მისთვის ეს სიტყვები განსაკუთრებულად თბილია, რატომ გახდა ეს სადავო ვერ გავიგე. blink.gif
კანონისტს რა დაემართა, პირდაპირ გაოცებას ვარ ან მნათეს რა დაემართა, ვისა რა უყვარს განსაკუთრებით იმას წერს რა გჭირთ ხალხნო!

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Mar 1 2007, 01:04 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2007, 01:04 PM

თითოეული ჩვენგანის ცხოვრება გოლგოთამდე მძიმე ჯვრის ზიდვაა..

ჩვენი ცხოვრება გამეორებაა იმ ტანჯვისა, უფალმა რომ იტვირთა..

და ამავდროულად სავსე ვართ მისი სიყვარულით, სითბოთი და ეს გვიმსუბუქებს ყოველგვარ საწუხარს..

მან ინება ჩვენი დედამიწაზე არსებობა, რათა მასსავით წმინდა ცხოვრებით ვიცხოვროთ, მას დავემსგავსოთ და მის მსგავსად ვიტვირთოთ ჯვარი გოლგოთამდე..

მადლობა უფალ იესო ქრისტეს, რათა ინება ჩვენი დაბადება, მოგვმადლა ნიჭი მისი შეცნობისა და გვაჩუქა გრძნობა სიყვარულისა..

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 1 2007, 01:06 PM

შეხვეწილი

ციტატა
მხევალო ნინო, კანონისტს რას ერჩი?
მნათემ დაიწუნა ჩემი ესთეტიურობა, კანონისტმა კი უბრალოდ მე რაც ვთხოვე, თარგმანი, დადო.




არ გავოცდი კაცო???? რა სჭირს კანონისტს თქო huh.gif

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Mar 1 2007, 01:08 PM

ქრისტემან ღმერთმან ჭეშმარიტმან!...

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 1 2007, 10:05 PM

ძალიან დიდი მოწიწებით მიდნა გთხოვოთ, რომ საღვთისმეტყველო განყოფილებაში ვპოსტავთ და ცოტა მეტი საღვთისმეტყველო პოსტებბი თუ იქნება, ძალიან გამახარებთ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2007, 12:03 PM

"იყო ზუსტად ისეთივე ადამიანი, როგორიც ვართ ჩვენ, ოღონდ თვინიერ ცოდვისა. მას არ ჰქონდა პირველქმნილი ცოდვაც კი. ის იშვა ზეცაში მამისაგან დედის გარეშე და იშვა მიწაზე დედისაგან მამის გარეშე. ის იყო სრული ღმერთი და სრული კაცი. ის დადიოდა, მას შიოდა, სწყუროდა, სციოდა ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს.

ის, როგორც ღმერთი, ამსოფლად ხორციელად ყოფნის დროსაც კი, ზეცაში იყო. იოანეს სახარებაში ნათქვამია, არავინ ასულა ზეცაში, გარდა მიწაზე ჩამოსული ძისა კაცისა, რომელიც ასევე იყო ზეცაშიო. იესო ქრისტე დედამიწაზე ერთ კონკრეტულ ადგილას იყო როგორც კაცი, ხოლო ამავე დროს ყველგან - როგორც ღმერთი."

მღვდელი დავით ქვლივიძე

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 27 2007, 10:46 PM


სახიერმა ღმერთმა ადამიანებს მისცა სჯული იმისათვის, რომ მათთვის შემწეობა აღმოეჩინა, მოექცია ისინი სიკეთისადმი და გაემართა მათი ცხოვრება. ღვთის მიერ მოცემულ კანონებს დაცემული კაცი უნდა აღედგინა, მაგრამ იგი ვერ გაიმართა. ამის შემდეგ ღმერთმა ადამიანებს დასახმარებლად მოუვლინა წინასწარმეტყველნი, მაგრამ ვერც მათ შეძლეს ქვეყნიერების წყლულების განკურნება, ვერც მათ მოახერხეს ადამიანის ხსნა და გადარჩენა. წინასწარმეტყველი ისაია ამაზე ბრძანებდა: „არა არს მის შორის სიმართლე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძვილი განსივებული, არა არს სალბუნი, დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი“ (ის. 1, 6). აღნიშნული სიტყვების აზრი შემდეგია: ქვეყნიერების წყლული, ანუ ბოროტება მცირე არ არის, მას რომ მარტო ერთი რომელიმე ადგილი მოეცვა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მისი განკურნება, მაგრამ მან დაიპყრო მთელი ქვეყანა. ყოველი ადამიანი დაემონა ცოდვას, ყოველივე დაპყრობილ იქნა ბოროტების მიერ. წინასწარმეტყველი იერემია ამბობს ერთგან: „ვკურნე ბაბილონსა და არა განიკურნა“ (იერ. 51, 9) ე.ი. ბაბილონს, ანუ ქვეყანას ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ ვერ განიკურნა, რადგან არ შეინანა და არ დაუტევა უკეთურება. და როგორც წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: „..ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა“ (ფს. 106, 18). ე.ი. ყოველი ქვეყნიური სიკეთე იგემა კაცმა, ყოველი ქვეყნიური სიამე მოიძაგა და ერთიღა - სრული დაღუპვა და სიკვდილიღა დარჩენოდათო.
აი, სწორედ, კაცობირობის ხსნისათვის უმნიშვნელოვანეს დროს, სახიერმა და კაცთმოყვარე უფალმა ქვეყნად მოავლინა მხოლოდშობილი ძე თვისი - იესო ქრისტე, რადგან მხოლოდ ღმერთს შეეძლო სრული განკურნება საქვეყნო სენისა, მხოლოდ მას შეეძლო აღდგენა დაცემული ადამიანისა. იშვა მაცხოვარი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოხდა სასწაული ენით გამოუთქმელი: ჩვენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი, მიიღო სახე მოკვდავი ადამიანის, რათა როგორც წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი ბრძანებს - მსგავსითა განეკურნა მსგავსი, სულითა - სული, ხორცითა - ხორცი. იესო ქრისტემ ცოდვის გარდა ყოველმხრივ ადამიანის ბუნება მიიღო. მან მიიღო არსება ჩვენი. იგი იქმნა განახლებული ადამი, რომელმაც განწმინდა და განაახლა ბუნება დაცემული ადამიანისა. კაცი გაათავისუფლა ცოდვის მონობისაგან და შემუსრა სიკვდილი.


„უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 27 2007, 11:39 PM

ეს სიტყვები ძალიან მიყვარს:დიდება შენდა უფალო,რომელმან მოჰფინე ნათელი.

პოსტის ავტორი: ირგე თარიღი: May 31 2007, 06:04 PM

არ შეიძლება ამ თემაში იესოს დაბადების წელი, თვე და რიცხვი დავადგინოთ?

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: May 31 2007, 06:34 PM

აკურთხევს სული ჩემი უფალსა wub.gif

მადლობ მნათე ამ თემის გახნისთვისsmile.gif

ციტატა
ყველას გილოცავთ ქრისტეს მიგნებას

მართლაც რომ მისალოცი ფაქტიაsmile.gif რომ იცოდეთ,ზოგიერთის შემყურე,რამდენჯერ მითქვამს უფლისთვის მადლობა,რომ მისი თავი შემაცნობინა... და საოცარი გრძნობა დამუფლებია... თვალებზე ცრემლი მადგება ხოლმე,ასე ბედნიერი ადამიანი რო ვარ, და ღირსი შევიქმენ მეგრძნო უფალი...

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Nov 23 2007, 06:22 PM

ვერ აკრთობს ცხოვრებისეული ქარიშხალი იმას,ვასაც გულში შენეულ ცეცხლის შუქურა უნთია.ირგვლივ უჟმური ამინდია და სიბნელე,ძრწოლა და ღმუილი ქარისა,სულში კი სიმშვიდე და სინათლე:იქ ქრისტეა!და სული გალობს:ალილუია! მე ვხედავ შენს ცას,ვარსკვლავით მოჭედილს.ოხ,რა მდიდარი ხარ,რამდენი სინათლე გაქვს!შორეულ მნათობთა სხივებით დამეყრება მარადისობა,იმდენად პატარა ვარ და არარაობა,მაგრამ ჩემთან არს უფალი,მისი მოყვარული მარჯვენა მიცავს ყოველგან.
რაოდენ ახლოს-ხარ სნეულებათა შინა,შენ თვით მოჰვლი ავადმყოფებს,თვითონვე იხრები ტანჯულის სარეცელთან და გული საუბრობს შენთან.შენ მიჰფენ სულებს მშვიდობას უდიდეს მწუხარებათა და ტკივნეულობათა ჟამს.შენ უგზავნი მოულოდნელ შემწეობას.შენ ანუგეშებ,სიყვარულისა გამომცდელო და
მხსნელო,შენ გიგალობთ:ალილუია.
საუკუნეთა ყინულოვან რიგს მიღმა ვგრძნობ შენი ღვთიური სუნთქვის სითბოს,მესმის შენგან გარდამომდინარე სისხლის ჟღრიალი.ახლოსვე ხარ,დროის მონაკვეთი განქარდა.მე ვუმზერ შენს ჯვარს-ის ჩემთვისაა.სული ჩემი იფერფლება წინაშე ჯვარისა:აქ ზეიმია სიყვარულისა და ცხონებისა,აქ დაუდუმებელად გაისმის შესხმა:ალილუია.
უფალო იესო,მე შენ მჭირდები,გმადლობ,რომ ჯვარს ეცვი ჩემი ცოდვებისათვის.მე გავხსნი ჩემი ცხოვრების კარს და მიგიღებ,როგორც ჩემს მაცხოვარს და უფალს.შენ მიწინამძღვრე ცხოვრებაში და მაქციე იმად ,რადაც გსურს ვიქცე.ამინ
დიდება შენდა ღმერთო,უკუნისამდე.

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 24 2007, 01:14 AM

გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე..
პური სიცოცხლისა,
სიტყვა,
ვაზი ჭეშმარიტი,
ნათელი წუთისოფლისა,
მეფეთა-მეფე
უფალთა-უფალი,
მწყემსი კეთილი

............

პოსტის ავტორი: mkitxveli თარიღი: Nov 24 2007, 05:56 AM

"ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი". წმ. პავლე ეფესელთა მიმართ 5:23.

მნათე
დანამდვილებით იცი, რომ ლოცვა რომელიც იწყება სიტყვებით: "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის მცემელო, სულო შეშმარიტებისაო" ღმერთკაცის - იესო ქრიტეს მიმართ ითქმის?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 24 2007, 06:07 AM

mkitxveli

არა, ცხადია სულიწმიდის მიმართ... მაგრამ ვინც სულიწმიდა მიიღო, ეს ქრისტეს დანაპირებისაებრ არ განხორციელდა? განა ქრისტე რომ არა, მოევლინებოდა ნუგეშისცემის სული ეკლესიას?

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Nov 25 2007, 06:15 PM

რა მაინტერესებს იცით? თქვენ ბევრი საუბრობთ ისეთ თემებზე რომელიც საოცარ განათლებას მოითხოვს ამ საქმეში . საიდან ღებულობთ ასეთ განათლებას შეგიზლიათ მითხრათ. უბრალოდ მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 26 2007, 02:50 AM

ციტატა
რა მაინტერესებს იცით? თქვენ ბევრი საუბრობთ ისეთ თემებზე რომელიც საოცარ განათლებას მოითხოვს ამ საქმეში . საიდან ღებულობთ ასეთ განათლებას შეგიზლიათ მითხრათ. უბრალოდ მაინტერესებს.


მამებიდან, ეკლესიიდან, ლიტერატურიდან smile.gif

თუ რაიმე შეცდომას ვუშვებ მიმითითეთ, სიამოვნებით გამოვასწორებ და მადლობას გეტყვით...

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 27 2008, 10:41 PM

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა!

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2008, 11:03 PM

უფრო საინტერესო იქნება რომ შემეცნებითი კუთხით წარიმართოს საუბარი,
კერძოდ რას გვამცნობს სახარება ქრისტეზე, ვინაა იგი, რას ამბობს ძველი აღთქმა ქრისტეს შესახებ,
ის არის ღვთის შვილი და თანაც ძე კაცისა...

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 27 2008, 11:10 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 1 2007, 12:42 PM) *

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ ტქვენ ყოველთა თანა.

მე ეს სიტყვებიც მიყვარს


მეც განსაკუთრებით მიყვარს ეს (და)ლოცვა wub.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 19 2009, 12:33 PM

ეს თემა ეხლა აღმოვაჩინე, გადავხედე და ასეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რომ მის სათაურს მხოლოდ პირველი პოსტი მიყვება, სხვა ლოცვაა. არადა სწორედ ქრისტეზე საუბარი იქნებოდა ყველაზე კარგი.

იქნებ, გაგავრძელოთ სწორედ ქრისტზე , მის პიროვნებაზე საუბარი?


პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 19 2009, 01:04 PM

მშვენიერი თემაა smile.gif

მე ჩამოვწერ იესოს იმ სიტყვებს რომლებსაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაზე მეტად მომეწონა:

1. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს.
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.

2. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.

3. მტრის სიყვარულზეც მომწონს მერე რომ ამბობს, და ერთი რამ რომ წაგართვან სხვა რამეც მიეცითო და ეგეთები, სიამოვნებით ავასრულებდი, რთული არაფერი არაა, მარა არ მაქვს იმდენი რწმენა რომ მაგათ ღირდეს sad.gif ვისაც სწამს მან აასრულოს... sad.gif ბოროტება დედამიწაზე არ უნდა ზეიმობდეს...

4. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა!!! თქვენ ღმერთები ხართ!!!

5. ესეც არაკანონიკურიდან: "უფრთხილდით რათა არავინ გაცდუნოთ და გითხრათ: აი იქ არის, ან აი აქ არის, რადგან ძე ღვთისა თქვენშია."

6. "თუ წინამძღოლი გეტყვის, 'ცათა სასუფეველი' ცაშია', მაშინ ცათა ფრინველნი დაგასწრებენ მის მოსაპოვებლად. ხოლო თუ გეტყვის 'ცათა სასუფეველი' ზღვაშია', მაშინ ზღვის თევზნი დაგასწრებენ. არამედ, ცათა სასუფეველი თქვენშია და თქვენს გარეთ. როცა გეცოდინება ვინ ხარ შენ, მაშინ შენც გიცნობენ და გაიგებთ, რომ თქვენ ხართ ცოცხალი მამის(ანუ ღმერთის) შვილები. მაგრამ თუ ვერ გაიგებ ვინ ხარ, მაშინ ღარიბი იქნება და თვით სიღარიბე იქნები."

7. "პიროვნება გავს ბრძენ მეთევზეს, რომელმაც ბადე გადააგდო და პატარა თევზებით სავსე ამოიღო წყლიდა. პატარა თევზებს შორის ბრძენმა ერთი დიდი თევზი დაინახა. მან გადაყარა ყველა პატარა თევზი და მხოლოდ ერთი დიდი თევზი დაიტოვა. ვისაც ყური აქვს ისმინოს."

8. მოწაფეებმა ჰკითხეს: ვიმარხულოთ? პასუხი: "როცა ივლით სხვადასხვა ქვეყნებში და სოფლებში იმოგზაურებთ, მიიღეთ ის საკვები რასაც მასპინძელი შემოგთავაზებთ და განკურნეთ ავადმყონი მათ შორის.
ბოლოსდაბოლოს, იმით კი არ წარწყდება ადამიანი რასაც იღებს, არამედ იმით, რაც მისი პირიდან გამოდის."

9. მოწაფეებმა შეეიკითხეს მას: "გვითხარი როგორია ცათა სასუფეველი.
მან უპასუხა: "ცათა სასუფეველი მდოგვის მარცვალს გავს, უმცირესი მარცვალს მარცვალთა შორის. მაგრამ როცა იგი დამუშავებულ ნიადაგზე მოხვდება, დიდ ხეს მისცემს დასაბამს და ცის ფრინველთა თავშესაფარი გახდება."

10. "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი", "მოექეცი სხვებს როგორც გინდა რომ გექცეოდნენ."

smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jan 22 2009, 04:20 AM

"ქრისტე ჩვენი მსგავსი შეიქნა,რათა ჩვენც მისი მსგავსნი შევექენით;უკვდავი მოკვდავებთან გარდამოხდა ზეცით,უკვდავებად გვაქცია ჩვენ,სიკვდილს დაქვემდებარებული ადამიანები,და კვლავ ზეცად ამაღლდა მამსთან,რათა ჩვენც ამა ქვეყნიდან იქ აგვამაღლოს" წმ.ეფრემ ასური
"ქრისტეს მთელი ეკლესია არის მონანულთა,იმათი,ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის"წმ.ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 22 2009, 02:37 PM

ციტატა
ბოლოსდაბოლოს, იმით კი არ წარწყდება ადამიანი რასაც იღებს, არამედ იმით, რაც მისი პირიდან გამოდის

და რა გამოდის ადამიანის პირიდან? ანუ გულიდან.. მაგრამ საიდან მოხვდა ის გულში? გარედან ხო? თუ თავიდანვე იყო?


პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 22 2009, 02:45 PM

ციტატა(ქეთინო @ Jan 22 2009, 03:37 PM) *

და რა გამოდის ადამიანის პირიდან? ანუ გულიდან.. მაგრამ საიდან მოხვდა ის გულში? გარედან ხო? თუ თავიდანვე იყო?


არა ეს იმას ნიშნავს რომ იმით კი არ წარიწყმიდება ადამიანი თუ რას ჭამს, არამედ იმით თუ რას ლაპარაკობს... ზოგადი განმარტება ესაა smile.gif

მოწაფეებმა იესოს დაუსვეს შეკითხვა ვიმარხულოთ თუ არაო... და პირველი ფრაზა ამოვჭერი, ზედმეტად არაკანონიკურია biggrin.gif ჰოდა მეორეში ამას ამბობს smile.gif


პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 2 2009, 02:45 AM

სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.

ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.


საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 2 2009, 04:20 AM

თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი იოანე 1,1

1 ტიმ. 3,16 უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა წუთისოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში

ესაია 9,6 რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი

რომ. 9,5 ...არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 2 2009, 04:28 AM

მე და მამა ერთი ვართ..

გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა..

შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი..

პოსტის ავტორი: ciracira თარიღი: Feb 7 2009, 11:34 PM

ყველა ლამაზი სიტყვა ერთად დამავიწყდა,ერთი კი ვიცი ის ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი და ერთადერთია რაც კი გამაჩნია,მხოლოდ ახლა წამიერად და ეს ძალიან სამწუხაროა რომ უფალი მაშჰინ გვახსენდება როცა გვიწირს,მადლობა მას ამისთვის

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 7 2009, 11:40 PM

ხო ..როცა ვუყურებ საპატრიარქოს, როცა ვუსმენ მრევსლს, მღვდლებს ლაპარაკობენ ყველაზე: ნინოზე, ბარბარეზე, ნიკოლოზზე, სხვადასხვა წმინდანებზე.....მაგრამ ქრისტე თითქოს უცხოა მათთვის...
გული მწყდება რომ ჯერ კიდევ ვერ ხვდება ხალხი იმას რომ საქართველოს წმინდა გიორგი ვერ დაიცავს..არამედ ქრისტე! და მხოლოდ ქრისტე!
მაგრამ ვინ მოუხმობს ქრისტეს?!

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 8 2009, 12:39 PM

ციტატა
ხო ..როცა ვუყურებ საპატრიარქოს, როცა ვუსმენ მრევსლს, მღვდლებს ლაპარაკობენ ყველაზე: ნინოზე, ბარბარეზე, ნიკოლოზზე, სხვადასხვა წმინდანებზე.....მაგრამ ქრისტე თითქოს უცხოა მათთვის...გული მწყდება რომ ჯერ კიდევ ვერ ხვდება ხალხი იმას რომ საქართველოს წმინდა გიორგი ვერ დაიცავს..არამედ ქრისტე! და მხოლოდ ქრისტე!მაგრამ ვინ მოუხმობს ქრისტეს?!

laugh.gif ალბათ იხუმრე a075.gif

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Mar 6 2009, 11:47 PM

ციტატა(დავით ივერიელი @ Feb 24 2007, 12:51 PM) *

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.... wub.gif მიყვარს ეს სიტყვები ლიტურგიის ბოლოს რომ წარმოსთქვამს მღვდელმსახური... wub.gif

გული ჩემი აღავსე სინანულით იესო
თვალნი ჩემნი აღავსე ცრემლებითა იესო
სული ჩემი აღანთე სანთელივით იესო
ბაგე ჩემი აღახვენ შენდა ქებად იესო
ძალა გამომელია შემიბრალენ იესო
მომიტევენ ცოდვანი შემიწყალე იესო
სასუფეველსა შენსა დამამკვიდრე იესო

ვემთხვევი თქვენს ნაკვალევს ქირსტეში
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

ეს როდის იკითხება ხოლმე? მე მგონი ჩვენს ტაძარში არ არის ხოლმე....

ციტატა(sapo @ Nov 23 2007, 06:22 PM) *

ვერ აკრთობს ცხოვრებისეული ქარიშხალი იმას,ვასაც გულში შენეულ ცეცხლის შუქურა უნთია.ირგვლივ უჟმური ამინდია და სიბნელე,ძრწოლა და ღმუილი ქარისა,სულში კი სიმშვიდე და სინათლე:იქ ქრისტეა!და სული გალობს:ალილუია! მე ვხედავ შენს ცას,ვარსკვლავით მოჭედილს.ოხ,რა მდიდარი ხარ,რამდენი სინათლე გაქვს!შორეულ მნათობთა სხივებით დამეყრება მარადისობა,იმდენად პატარა ვარ და არარაობა,მაგრამ ჩემთან არს უფალი,მისი მოყვარული მარჯვენა მიცავს ყოველგან.
რაოდენ ახლოს-ხარ სნეულებათა შინა,შენ თვით მოჰვლი ავადმყოფებს,თვითონვე იხრები ტანჯულის სარეცელთან და გული საუბრობს შენთან.შენ მიჰფენ სულებს მშვიდობას უდიდეს მწუხარებათა და ტკივნეულობათა ჟამს.შენ უგზავნი მოულოდნელ შემწეობას.შენ ანუგეშებ,სიყვარულისა გამომცდელო და
მხსნელო,შენ გიგალობთ:ალილუია.
საუკუნეთა ყინულოვან რიგს მიღმა ვგრძნობ შენი ღვთიური სუნთქვის სითბოს,მესმის შენგან გარდამომდინარე სისხლის ჟღრიალი.ახლოსვე ხარ,დროის მონაკვეთი განქარდა.მე ვუმზერ შენს ჯვარს-ის ჩემთვისაა.სული ჩემი იფერფლება წინაშე ჯვარისა:აქ ზეიმია სიყვარულისა და ცხონებისა,აქ დაუდუმებელად გაისმის შესხმა:ალილუია.
უფალო იესო,მე შენ მჭირდები,გმადლობ,რომ ჯვარს ეცვი ჩემი ცოდვებისათვის.მე გავხსნი ჩემი ცხოვრების კარს და მიგიღებ,როგორც ჩემს მაცხოვარს და უფალს.შენ მიწინამძღვრე ცხოვრებაში და მაქციე იმად ,რადაც გსურს ვიქცე.ამინ
დიდება შენდა ღმერთო,უკუნისამდე.

საიდანაა ეს? ლოცვაა? ანუ რომელიმე წმინდა მამის დაწერილი ლოცვაა თუ უბრალოდ შენი ნაფიქრალი და გულიდან ამოსული სიტყვები?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 6 2009, 11:55 PM

ციტატა
რაოდენ ახლოს-ხარ სნეულებათა შინა,შენ თვით მოჰვლი ავადმყოფებ

ეს რაღაც ბაპტისტურ-პროტესტანტული სტილის ლოცვაა, ნარევი არც ახალი ქართულია და არც ძველი smile.gif

მთ. ეპ. იოანე შანხაელი

ყურადღებით წაიკითხეთ პატარაა, მაგრამ ღრმა!

"В начале бе Слово, и Слово бе к Богу, и Бог бе Слово."

На литургии в день Светлого Воскресения читается начало Евангелия от Иоанна о Божественном Слове. Когда все исполняется Светом Воскресения Христова и небеса соединяются с землей в прославлении Победителя смерти, Евангелием возвещается Кто Он: "В начале (по древнему переводу - искони) было Слово."

О Слове говорилось еще в Ветхом Завете: "Словом Господним небеса утвердишася, и Духом уст Его вся сила их" (Пс. 32:6), "Посла Слово Свое, и исцели я" (Пс. 106:20). Особенно ярко и выразительно о могущественном действии Слова Божьего сказано в книге Премудрости Соломона.

Однако ветхозаветные люди под Словом Божиим подразумевали лишь проявление воли и действия Божьего. Ныне же благовествует Иоанн, что Слово Божие есть Сам Сын Божий Единородный, Второе Лицо Святой Троицы.

Почему Сын Божий именуется также Словом?

Потому что через него Отец выражает Свою волю.

Слово Божие не таково, как слово человеческое. Человек выражает словом свои мысли и желания. Но слово, сказанное человеком, умолкает и исчезает. Выраженное им желание иногда исполняется, а часто остается невыполненным.

Слово Божие вечно и всемогуще. Оно всегда у Бога. Слово человеческое есть его служебная сила. Слово Божие есть Второе Лицо Святой Троицы. Оно Само Бог.

Бог Слово есть Сын Божий и любит Отца, и все добровольно творит по Его воле. Точнее - у них одна воля.

Бог Отец любит Своего Сына и все творит через Него. Ничего не создано Отцом помимо Сына. "Им же вся быша." Все через Него начало быть и без Него ничего не начало существовать, что существует: "Вся Тем быша, и без Него ничто же бысть, еже бысть" (Иоан. 1:3) (Как об этом говорит 2-й член Символа Веры). Когда в книге Бытия говорится, что при творении мира Бог "рече да будет Свет, рече да будет твердь," то это значит, что Бог Отец захотел сотворить свет, твердь и прочее и что Слово, Сын Его, привело это в исполнение.

Слово Божие дает жизнь. Оно есть источник жизни: "В Нем была жизнь, и жизнь была свет человеков."

Слово Божие есть Свет, через Него являет Себя Бог Отец и возвещает Свою божественную волю: "Был свет истинный, который просвещает всякого человека приходящего в мир" (Иоан. 1:9).

Тот Свет не может сокрыть никакая тьма: "Свет во тьме светит и тьма его не объят."

Мрак греха овладел человечеством после грехопадения, но не мог сокрыть Божественного Света.

Согласно воле Отчей, Сын Божий освятил мир, сошед на землю и воплотившись. "Слово стало плотью и обитало с нами" (Иоан. 1:14).

Приготовив путь Ему в сердцах людских послан был Богом Иоанн Предтеча. Он проповедовал о Христе и призывал веровать в Него, ибо Он Сын Божий.

Задолго до того через Моисея был дан Закон. Но Закон, ограничивая зло, не мог спасти людей. Внешне исполняя Закон, люди оставались полными зла внутри себя. Посему мир не узнал пришедшего на землю Своего Творца, Сына Божия: "В мире был, и мир через Него начал быть, и мир Его не познал. Пришел к своим, и свои Его не приняли"

(Иоан. 1:10-11). Блюстители Закона не прияли воплотившееся Слово, ибо нестерпим был для них Свет Его.

Но преданный ими на смерть Источник Жизни, сошед во ад, разрушил его, разогнал мрак Своим Божественным Светом.

Воскресши из мертвых, Христос отверз врата Царства Славы Своей всем верующим в Него. Уверовавшие в воплотившегося Сына Божия и принявшие Его в свою душу и сердцем становятся чадами Божиими. Благодать Божия духовно возрождает их, вселяясь в них и давая силы любить Истину и творить волю Господню. "А тем, которые приняли Его, верующим, дал власть быть чадами Божиими" (Иоан. 1:12).

Возрожденные благодатью, если до конца земной жизни пребудут в ней и будут идти путем, указанным Христом, Светом истинным, удостоятся приять от Него новый дар: они вечно будут наслаждаться в Царстве Отца Небесного зрением Славы Сына Его Единородного, Славы, превосходящей все в мире, испытывая при том радость и блаженство невыразимые.

То же превечное Божие Слово, которым сотворен мир, спасло и возродило к новой радостной жизни род человеческий Своим воплощением и Воскресением.

Светлое Воскресение есть торжество Бога Слова, день победы Его над адом и смертью, начало новой жизни и вечного веселия, Им даруемого.

Собезначальное Слово Отцу и Духови, от Девы рождшееся на спасение наше, воспоим вернии, и поклонимся, яко благоволи плотию взыти на крест, и смерть претерпети, и воскресити умершия славным Воскресением Своим.

Единородный Сыне и Слове Божий, бессмертный сый, смертию смерть поправый, Един Сый Святыя Троицы, спрославляемый Отцу и Святому Духу, спаси нас.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 9 2009, 11:56 AM

რატომ არის რომ საქართველოშიო ვინც წმინდა გიორგიზე ხშირად ქრისტეს სახელს ახსენებს, სექტანტად შეირაცხება?

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Mar 9 2009, 12:14 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Mar 9 2009, 11:56 AM) *

რატომ არის რომ საქართველოშიო ვინც წმინდა გიორგიზე ხშირად ქრისტეს სახელს ახსენებს, სექტანტად შეირაცხება?


პირველად მესმის

პოსტის ავტორი: galateli თარიღი: Mar 19 2009, 05:49 PM

" შენი შენთაგან შენდა შემწირველნი" - უდიდესი საიდუმლო,რომელიც არესრულება ყოველ წირვაზე.

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Apr 23 2009, 02:37 PM

sergi_glaxa
წმიდა გიორგიზე მეტად ქრისტეს სახელის მხმობელი კი არაა სექტანტი არამედ ის ვინც საერთოდ ლოცვით ახსენებს წმიდა გიორგის სახელს, ასე რომ შენ გამოდიხარ სექტანტი smile.gif)))

შენი წინა ფოსტი ვნახე სადაც ''ღაღადებ'' რომ ლოცვას თურმე კურთხევა რათ უნდაო. ნუუუ ეხლა შენთვის ყველაპერი დაშვებულია ბატონო და იქნებ ჩვენ გვაცალო როგორმე შენ დონემდე მოვიდეთ smile.gif))))) სპორცმენმა რომ იმაზე მეტი ვარჯიში მოინდომოს ვიდრე მანამდე ვარჯიშობდა ნუტუ ტავის მცვრტნელს არ უნდა კიტხოს ამის შესახებ? გეკითხები და პასუხი გამეცი

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Apr 23 2009, 03:04 PM

მე თვითონ ყოფილი სპორცმენი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვი რომ აუცილებლად უნდა კითხოს, წინააგმდეგ შემთვევაში შეიძლება სავალალო შედაგი მოიტანოს ამან, ფიზიკურად დააზიანოს და სერთოდ ვეღარ შეძლოს ასპარეზი მთელი ცხოვრების მაძილზეც კი. ხოლო თუ ამ შემთხვევაში ფიზიკურ სხეულს სულით(რომელიც სექტანტებს არ გაგაჩნიათ ან მკვდარი გაქვთ)და მწვრთნელს სულიერი მწვრთნელით(სულიერი მოძღვრით) შევცვლით თვალაჩინო პასუხი იქნება შენთვის და შენნაირი პროტესტანტებისტვის (ისე ძალიან მაინტერესებს პროტესტს ვის, ან რის წინააღმდეგ გამოთქვავთ. მე კი ვიცი მაგრამ თუ გინდა თვალსაჩინოებისთვის ეს თემაც განვავრცოთ. პირველი პროტესტანტი და რევოლუციონერი თვით ლუციფერი იყო)

შენდობას ვითხოვ მართლმადიდებლებიზგან, წინა ფოსტში აზრი დამახინჯებულია ჩემი დაუდევრობით ანუ უნდა იყოს შემდეგი: ''წმიდა გიორგიზე მეტად ქრისტას სახელის მხმობელი კი არაა სექტანტი არამედ ვინც წმიდა გიორგის სახელს საერთოდ ლოცვით არ უხმობს'' კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ

პოსტის ავტორი: iveria. თარიღი: Jun 26 2009, 03:44 PM

mze.gif რ ა მ ო ა ქ ვ ს ს უ ლ ი ს ა თ ვ ი ს უ ქ მ ა დ მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა ს? ღობის გარეშე დარჩენილი ბაღი გაითელება და გაჩანაგდება. ამგვარადვე დაღუპავს თავის სათნოებას ყველა ის, ვინც არ მოზღუდავს საკუთარ ბაგეთ. ,,წმ. ეფრემ ასული''. //+++++// რ ა შ ი მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ს ი ე ს ო ს ლ ო ც ვ ი ს ძ ა ლ ა? იესოს ლოცვის ძალა ღმერთკაცის, ჩვენი უფლისა და ღმერთის, იესო ქრისტეს ღვთაებრივ სახელშია. ,,წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი''.//+++++// რ ო მ ე ლ ი ა ყ ვ ე ლ ა ზ ე უ კ ე თ ე ს ი ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ა? ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება, ვიდრე ხელისუფლება მართმადიდებელი მეფისა. ,,წმ. სერაფიმე საროველი''//+++++//.

პოსტის ავტორი: gio1993 თარიღი: Jan 1 2010, 02:42 PM

ბერების შესრულებული გული ჩემი აღსავსე :

http://alldrives.ge/main/linkform.php?f=70548f006cd97a86


წყარო :mrevli.ge/

პოსტის ავტორი: upalo shemickale me codvili! თარიღი: Apr 3 2010, 03:11 AM

ციტატა(დავით ივერიელი @ Feb 24 2007, 12:51 PM) *

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.... wub.gif მიყვარს ეს სიტყვები ლიტურგიის ბოლოს რომ წარმოსთქვამს მღვდელმსახური... wub.gif

გული ჩემი აღავსე სინანულით იესო
თვალნი ჩემნი აღავსე ცრემლებითა იესო
სული ჩემი აღანთე სანთელივით იესო
ბაგე ჩემი აღახვენ შენდა ქებად იესო
ძალა გამომელია შემიბრალენ იესო
მომიტევენ ცოდვანი შემიწყალე იესო
სასუფეველსა შენსა დამამკვიდრე იესო

ვემთხვევი თქვენს ნაკვალევს ქირსტეში
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

დავით ძმა გაუმარჯოს,ტხოვნა მაქ შენთან, მითხარი ძმურად სად შეიძლება ვნახო გალობა, "გული ჩემი აღავსე სინანულით იესო"გალობა ძმა ძაან მნიშვნელოვანია მეგოაბარო ეგ გალობა რომ ვნახო და იქნე იცოდე და დამეხმარო

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: May 6 2010, 10:28 PM

ეს რომელი მონასტრიდანაა???

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2014, 05:07 PM

"უფალმა იესო ქრისტემ, გამოუთქმელი დიდებისა და სიდიადის მქონემ, მოგვცა მაგალითი, რათა მივყვეთ მის ნაფეხურებს".

"ჩვენც უნდა ვიცხოვროთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ უფლისთვის".

/მოსაგრე მამა ამონი/

"ყოველი არსებულის დამბადებელი და მეხელოვნე".

/წმ. ანტონი დიდი/


"უფალი ერთგულ მონათა სულების განმკარგულებელია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2014, 08:51 PM

"ადამს - შეუძლია, არ სცოდავდეს.

ქრისტეს - არ შეუძლია, სცოდავდეს.

ჩვენ - არ შეგვიძლია, არ ვცოდავდეთ."

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2014, 07:22 PM

"ის კაცობრივი ბუნებით ამაღლდა. ხოლო ღმრთაებრივი ბუნებით ის ყოველთვის იმყოფებოდა ზეცაშიც და ქვეყანაზეც".

/დეკ. გიორგი ყიფშიძე/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 9 2014, 07:37 PM

ის ვეღარასოდეს დაიბრუნებდა ხორცს , რადგან მან თავისი ხორცი სრულად გაიღო კაცობრიობის გამოსახსნელად , იესო ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა , კაცი კი ქრისტე იესო მკვდარია უკუნითი უკუნისამდე!!!

the pastor russell blink.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 10 2014, 09:16 AM

ციტატა
ის ვეღარასოდეს დაიბრუნებდა ხორცს , რადგან მან თავისი ხორცი სრულად გაიღო კაცობრიობის გამოსახსნელად , იესო ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა , კაცი კი ქრისტე იესო მკვდარია უკუნითი უკუნისამდე!!!

the pastor russell

37 ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა
ვხედავთო.
38 მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან
თქვენს გულში?
39 შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ;
შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც
ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.

40 ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ.
41 მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და
განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ:
საჭმელი თუ გაქვთ აქ?
42 და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.
43 მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ.
ლუკა 24

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 10 2014, 07:01 PM

ციტატა(G_saxva @ Dec 10 2014, 10:16 AM) *

37 ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა
ვხედავთო.
38 მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან
თქვენს გულში?
39 შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ;
შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც
ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.

40 ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ.
41 მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და
განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ:
საჭმელი თუ გაქვთ აქ?
42 და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.
43 მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ.
ლუკა 24

აქ უფალმა ხორცი შეისხა რათა მოწაფეებს ერწმუნათ მისი აღდგომა. აგერ თომამ თუ თითს არ ჩავყოფ ნალურსმევში არ დავიჯერებო და სწორედ ამიტომ ხდება უფალი იძულებული რომ ხორცი შეისხას. აბა მანამდე პურის ჭამისას იესოს არ აქ ხელებზე ნალურსმევი და თან სახეც სხვა აქვს , მოწაფეები კი მხოლოდ მოქმედებით სცნობენ უფალს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2014, 10:51 PM

"არ არსებობს უფრო რთული და მნიშვნელოვანი სულიერი ბრძოლა, ვიდრე ბრძოლა ქრისტეს სიყვარულში გამარჯვებისათვის".

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2014, 09:49 PM

"- როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მოწამეობრივი აღსასრულით ჩამორეცხა კაცობრიობას პირველჩენილი ცოდვის ლაქა, ამით მან დასაბამი მისცა ძველი აღთქმის ეკლესიის გაუქმებას, ხოლო მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლით ძველი აღთქმის ეკლესიის რელიგიურ-ისტორიული მისია დასრულდა. ამის ხულული ნიშნები შემდეგია:

1. წმიდა წმიდათაში ჩამოკიდებული ფარდა ანუ კრეტსაბმელი ორად გაირღვა - ღვთიურმა მადლმა დატოვა ეს ადგილი;

2. იერუსალიმის დიდებული ტაძარი ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელს მთლიანად დაინგრა - როგორც მოსამზადებელმა დაწესებულებამ შეწყვიტა თავისი არსებობა".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2014, 06:28 PM

"ღირსმა ალექსანდრე სვირელმა უფალი იესუ ქრისტე იხილა, გაშლილი ფრთებით, ვითარცა მიწაზე მოსიარულე და ის უჩინარი შეიქმნა".




"არ შეიძლება, ეს დავმალოთ, ყველას უნდა ვუქადაგოთ ყოველდღიურად, ყოველწამიერად, ყოველწუთიერად მაცხოვრის შესახებ, იმის შესახებ , თუ როგორ გამოგვიხსნა მაცხოვარმა საუკუნო წარწყმედისგან".


"ზეაღმატებული სიწმინდეა უფალი".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2014, 06:23 PM

"მაცხოვრის სიტყვაში ღვთაებრივი ცხოვრებაა დაუნჯებული, და ის, ვინც ამ სიტყვას გულს ბოლომდე გაუღებს, ღმერთს ემსგავსება".

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2014, 07:33 PM

"ყველაფერი ღმერთს უნდა შესწირო მსხვერპლად და მხოლოდ მისი ნება აღასრულო".

პოსტის ავტორი: soso-svani თარიღი: Dec 26 2014, 08:46 PM

ციტატა(შეხვეწილი @ Mar 1 2007, 12:44 PM) *

მაგ სიტყვებს სხვა ენებზეც იგივე დატვირთვა აქვს...

ქართული უნიკალური ენაა დამწერლობით smile.gif






პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2014, 09:49 PM

"...რომლისთვისაც ცხოვრება ქრისტე იყო და სიკვდილი შესაძინელი..."

"სწყუროდა ამ ქვეყნიდან განსვლა ქრისტეს სიყვარულისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2014, 10:01 PM

ქრისტე-ჭეშმარიტება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 05:19 PM

"ყოველთვის იცხოვრეთ ღმერთკაცით, -არასოდეს ადამიანით. ყოველთვის იცხოვრეთ მარადიულობის სულის შესაბამისად, - არასოდეს დროის სულით", - ამბობს ღირსი იუსტინე პოპოვიჩი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2014, 11:15 AM

"ჩვენსავე შეგრძნებად სხეულში ცხოვრობდა ჩვენ გვერდით"


"ღმერთის არანივთიერი ხმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2015, 08:54 PM

"ის ამავე დროს "სანიმუშო" ღვთის ხატი და სრულყოფილი ადამიანია, სწორედ მისით არის ჩვენთვის შესაძლებელი "საკუთარი პიროვნების გახსნა", "საკუთარი თავის მოძებნა" ისეთად, როგორებიც უფლის ჩანაფიქრის მიხედვით უნდა ვიყოთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2015, 08:08 PM

"როგორც ადვილად გაირჩევა სუფთა დაფაზე ნაწერი, ასევე აღიბეჭდება ზრახვებისაგან თავისუფალ გულში სახელი იესო ქრისტე".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2015, 08:05 PM

"მხოლოდ იმაზე ვზრუნავდი, რომ ჩემი ქრისტე არ გამემწარებინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2015, 09:59 PM

"შენ ერთადერთს ძალგიძს აზიარო ადამიანი გამოუთქმელ ბედნიერებას" wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2015, 05:26 PM

"ქრისტიანი რომ იყო, პირველ ყოვლისა, გული უნდა განიწმინდო" (იგავ. 4, 24)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2015, 09:25 PM

"ქრისტეს გარეშე არც ღმერთი ვიცი და არც ადამიანი"

/არქიმანდრიტი სოფორნი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2015, 07:01 PM

"იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით დაგვანახა, რომ კარების მტვრევა არ არის საჭირო, რადგან ყველა კარს აქვს გასაღები. ამ გასაღების გამოყენება რომ შევძლოთ, საკუთარი თავის უარყოფით უნდა დავანახოთ სხვას - არაფრით ვართ მასზე უპირატესი და აღმატებული. უნდა დავივიწყოთ ჩვენი იდენტობა - ასეთია ქრისტეს კანონი".

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2015, 10:10 PM

"ქრისტე ისე აერთიანებს მთელ კაცობრიობას, რომ მასში ყოველ ადამიანს "თავისი ნაწილის მოძებნა შეუძლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2015, 03:16 PM

"ქრისტე არის თვით უმაღლესი სამართალი და მართლმსაჯული"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 04:01 PM

"ვეცადოთ, ხელახლა დავინახოთ და განვიცადოთ უფალი, თავმდაბალი, მოსიყვარულე, უბოროტო, ტკბილი, თბილი - იმ სიტყვების ფონზე, რაც განკაცებულმა ღმერთმა ჯვარზე აღმოთქვა.

ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი ეგე! - გაისმა პილატეს წინ შეკრებილი უღმეთო კრებულისგან, - ხოლო მოგვიტევე მკვლელი ბარაბა! თავიანთი მამის - ეშმაკის შვილი გამოითხოვეს უკეთურებმა (ბარ - ებრაულად ძეს ნიშნავს, აბა - მამას)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 04:14 PM

"ქრისტეს განკაცება - ღმერთის პირდაპირი შეჭრაა ბოროტების მიერ კონტროლირებად სივრცეში.

ამ ქმედების მიზანი ადამიანის გადარჩენაა, პიროვნების გათავისუფლებაა ბოროტ საქმეებში მონაწილეობისგან და მისი დაბრუნებაა ღვთაებრივი სიყვარულის სივრცეში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 09:42 PM

"კაცობრიობისათვის იესო ქრისტე დიდი მასწავლებელი, დიდი წინასწარმეტყველი და ზნეობრივი იდეალია.

მაგრამ უწინარეს ყოვლისა იესო ქრისტე კაცობრიობის გამომხსნელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2015, 02:07 PM

"ვინ არის ამქვეყნად ყველაზე დიდი უმეცარი? ის, ვინც უარყოფს იმას, რასაც ქრისტე ამტკიცებდა, და ამტკიცებს იმას, რასაც უფალი უარყოფდა. ერთი სიტყვით - ის, ვისაც თავი განათლებულად მიაჩნია რაიმეში, რაც ქრისტიანული ცოდნის საწინააღმდეგოა".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2015, 02:43 PM

"თუ ჩვენ ვიქნებით ქრისტესთან, ნებისმიერ განსაცდელში ვიქნებით ბედნიერნი"

/დეკ. ალექსანდრე ბოლქვაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2015, 03:39 PM

მაცხოვრის საყვარელი ადგილსამყოფელი - გეთსიმანია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2015, 06:48 PM

"მეცნიერთა კვლევების მიხედვით, ძველ აღთქმაში იესო ქრისტეს შესახებ დაახლოებით 450 წინასწარმეტყველებაა დაფიქსირებული. მათ შორის 100-მდე ფსალმუნში იძებნება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2015, 08:39 PM

"რამდენადაც მეტად არის მინდობილი ადამიანი ქრისტეს, იმდენად ქრისტიანია ადამიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2015, 10:28 PM

"მაცხოვარი არა ამის სოფლისაგანია (იოან. 8:23). ის ცეცხლია, რომელიც მან ჩვენს გულებში დაანთო, ჩვენს სისხლში მის სისხლთან ზიარების შედეგად აფეთქდა"

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2015, 04:01 PM

"იესო ქრისტე ჩვენი ხორციელი მამა შეიქნა... ჩვენ დაგვითანასწორდა"

/წმ. გრიგოლ პალამა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2015, 11:50 AM

"სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2015, 12:18 PM

"ის კვდებოდა მარტო, როგორც ადამიანი - სამარცხვინო სიკვდილით; მაგრამ სწორედ ამ გზით შეძრა და შეანჯღრია მან მსოფლიო, რადიკალურად შეცვალა ისტორიის მსვლელობა, მილიარდობით ადამიანი კეთილი მომავლისათვის გადაარჩინა, ქმნილება მთლიანად გააკეთილშობილა"

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2015, 08:29 PM

"თბილა შენთან"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2015, 11:02 PM

"ქრისტე იყო მარტოხელა, აქ საეჭვო არაფერია, და XXI საუკუნემდე ამაში არავინ დაეჭვეულა"


/სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2015, 09:53 PM

"იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს" (ფილიპ. 2:5)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2015, 10:52 PM

"მთელი სიბრძნე ქრისტიანისა ამაშია: მოეჭიდო მოუწყვეტლად უფალ იესო ქრიტეს, მოეჭიდო ლოცვით, მოეჭიდო მარხვით, მოეჭიდო მოწყალებით, მოეჭიდო სიყვარულით, მოეჭიდო სიმშვიდით, მოეჭიდო სიმდაბლით, მოეჭიდო მოთმინებით, მოეჭიდო სინანულით, მოეჭიდო წმინდა აღსარებით, ყოველივე ამით მოეჭიდო მას, მარადიულს, ღმერთსა და უფალს, რომლის მაგივრობას ვერავინ და ვერაფერი ვერ გასწევს, მოეჭიდო ყოველი წმინდა საიდუმლოთი და ყოველი წმინდა ღვთისსათნო საქმით. და რა იქნება მაშინ? მაშინ ყველა სიკვდილსა და ყველა ტანჯვაზე შენ სიხარულით გაიმარჯვებ - რწმენისა და გადარჩენის სიხარულით"

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 10:28 PM

"უფლით აღსავსე გული შემომკრებია უდიდესი განძისა, რომელსაც ქრისტე ჰქვია"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 01:24 PM

"IV ჯგუფის უარყოფითი რეზუს სისხლი ჰქონდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2015, 11:22 AM

"გარდაიცვალა უაღრესად ძლიერი ტკივილების დროს, სტრესულ მდგომარეობაში. გარდაცვალების მიზეზად ასფიქსიას (ფილტვების უკმარისობა) ასახელებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 06:49 PM

"მან ჯვარზე გააკრა ჩვენი ცოდვების ხელწერილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 09:41 PM

"მაცხოვარმა არა ცალკეული - კონკრეტული პიროვნების, არამედ მთელი კაცობრიობის ბუნება შეითავსა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 11:01 AM

"სიყვარულაღვლენილი ქრისტე"

/ელგუჯა მაღრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2015, 09:34 PM

"სწორედ ჩვენთვის, კაცთათვის გარდამოხდა ზეცით, ხორცნი შეისხა, ჯვარს ეცვა, მოკვდა და აღსდგა და გვიჩვენა მარადისობა"

/დეკ. გიორგი მალხაზიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 08:46 PM

"მაცხოვრის დების სახელები არ არის ცნობილი; ძმებს კი ჰქვიათ იაკობი, იოსე, იუდა და სიმონი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2015, 11:07 PM

"უშუალოდ ჯვარცმის დროს კი არ განუდგა ისრაელის ერი უფალს, არამედ განდგომილი იყვნენ და სწორედ ამის გამო ვერ მიიღეს მაცხოვარი"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2015, 09:48 PM

"იესო ტკბილო, ქრისტე იესო, განმიღე მე სინანულისა კარი, კაცთმოყვარე იესო ჩემო, შემიწყნარე მე შენდა მოლტოლვილი, და მხურვალედ მთხოველი იესო მაცხოვარო ჩემო, ცოდუათა მოტევებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 08:45 PM

"როცა მაცხოვარი დავინახე, გავიფიქრე: "როგორ შეეძლოთ ასეთი სახისთვის შეენერწყვებინათ? ნუთუ ასე არ ეშინოდათ არც ღმერთის, არც ადამიანების, რომ სახეში ცემა გაუბედეს? როგორ დაუხვრიტეს ლურსმნებით სხეული? ოჰ, ღმერთო ჩემო!"

გავნცვიფრებული ვიყავი. როგორ სიტკბოებას განვიცდიდი, როგორ სიხარულს! არ ძალმიძს სიტყვებით აღვწერო მისი სილამაზე. ის იყო უმშვენიერესი ძეთა შორის კაცთასა. ასეთი სილამაზე არ მინახავს მის არც ერთ ხატზე. თუმცა, იყო ერთი ხატი, ოღონდ არ მახსოვს, სად ვნახე, ცოტათი რომ წააგავდა.

კაცს უღირდა, ათასი წელი ეღვაწა იმის გულისთვის, რომ მისი სილამაზე წამით მაინც ენახა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2015, 11:58 AM

"უფალო იესო ქრისტე, ჩვენს მიმართ გამოვლენილი შენი აღუწერელი ძალითა და შენი კეთილი ნებით, მე უბადრუკი და ბეჩავი ახლა უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავდივარ... ახლა - მე ვარ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2015, 06:47 PM

"ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო"

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2015, 12:44 PM


"გვქონდეს სულიერი კეთილშობილება. როცა ის გვაქვს, ამით ქრისტეს ვენათესავებით".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2015, 09:38 PM

"ჩვენი მაცხოვრის უტკბესი ხმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 10:18 PM

"იესო ქრისტე არის დასაბამი, შუა და დასასრული. ყველაფერთან მყოფობს: პირველებში, საშუალოებშიც და უკანასკნელებშიც, არც ერთ მათგანს არ გამოარჩევს, უკანასკნელებთანაც ისევეა, როგორც პირველებთან. არ განსხვავდება "ბარბაროს, სკვითელ, მონება, აზნაურება; არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე".

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 08:49 PM


„ქების ღირსია ვინც შენკენ ილტვის; ხოლო უმეტეს საქებელი, ვინც შენვე გპოვებს. მაგრამ უფრორე ნეტარია, ვინც თვით იყვარე, ვინც შენ ითვისე, ვინც შენ განსწავლე, ვინც დაიმკვიდრა შენს წიაღში, ვინც შენ მიერ მიიღო საზრდო, - ქრისტე უკვდავი, ქრისტე ღმერთი ჩვენი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 09:52 PM

„ქრისტესთან თანამეუფება“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 05:47 PM

"ყოველი წამი ქრისტეთი სუნთქვაა"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 11:22 PM

"როცა უფლის აჩრდილი აღარ იყო დედამიწაზე, დიდებული პეტრეს აჩრდილი სიკვდილს არღვევდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2015, 05:37 PM

"ჰოი, საოცრებავ! ის, ვინც მე ცაში მყოფი მეგონა, ჩემში ვიხილე"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2015, 05:54 PM

"(ქრისტე) უხორცოდ ჩვენს სხეულშია, ჩვენს არსს ის ავსებს გამოუთქმელად, ჩვენი ბუნება, როგორც მის ხორცთან შეზავებული, მისით ღმერთდება, ჩვენა ვართ ხორცი მისი ხორცისგან და ძვალი ვართ ჩვენ მისი ძვალისგან".

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 10:08 PM

"იესო, დიდო სიმდაბლეო ! მომეც მის ძალა მადლისა შენისა, რათა სამარადისოდ შენ გიყურებდე, რადგან შენ მხოლო ხარ ჩემი სიცოცხლე, ჩემი იმედი, ჩემი ნუგეში და ჩემი ბედნიერება, ჩემი სასოება, ჩემი სიკვდილი და ჩემი აღდგომა !"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 09:01 PM

"მე იქ ვიგრძენი, რას ნიშნავდა მათთვის, ისევე როგორც ყველა ჭეშმარიტი ბერისა და ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის, უწმინდესი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც "მეტია ყველა სხვა სახელზე".

/არქიმანდრიტი ქერუბინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 03:50 PM


„ერთადერთი, რასაც შეუძლია შეგეწიოს ყველა სიძნელის გადალახვაში - ესაა, რომ მთელი შენი სიყვარული ქრისტეს მიუძღვნა. მაშინ დანარჩენი მძიმედ აღარ მოგეჩვენება, გზაზეც არაფერი გადაგეღობება წინ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2015, 01:49 PM

„ქრისტეს უნდა, რომ მთლიანად მას ვეკუთვნოდეთ. მას არ სურს, სოფელთან ერთი ძაფიც რომ გვაკავშირებდეს, თუნდაც ის ძაფი ოქროსი იყოს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 12:23 PM

"მასში ქრისტე იყო დავანებული, ხოლო სადაც ქრისტეა, იქ სამოთხეა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 09:52 PM

"უფალო ჩემო, იესო ქრისტე, მე ვარ - შენში და მე ვარ - შენით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 05:13 PM

"Вам тяжело , а Он вас любит ,
Вы не пришли , а Он вас ждёт .
Вы согрешили – Он не губит ,
Вы попросили – Он даёт .
Вам стало больно – Он заплакал ,
Вам стало грустно – Он грустит .
Он – Свет и не имеет мрака !
Проси прощенья , Он простит !
Вы обратитесь – Он услышит ,
Вы позовите – Он придёт .
Покайтесь , Он сойдёт к вам свыше !
Поверьте – и тогда спасёт !"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2015, 11:13 PM

"ვისაც წილად ხვდა კვართი, მას წილად ხვდა ქრისტე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2015, 11:31 AM

"იესო ქრისტე არის მთა, რომელზეც შეგიძლია დაეყრდნო გულით და ფიქრებით"


/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2015, 10:11 PM

"გაბრიელ ბერმა თქვა: როცა უფალი რამეს ამბობს, ზოგმა იცის, უფალმა თქვაო, უნდა ითქვას: უფალმა ბრძანა, - ის ხომ არ არის, ვიღაც".

/დედა პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2015, 10:57 PM

"ქრისტე - მოყვასი - ზეციური სამშობლო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:23 PM

"სახელი ქრისტე ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ცხებულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2015, 09:38 PM

"იმისთვის, რომ შიგნით ქრისტე მოვიპოვოთ, ჩვენ წარმოსახვის ყველა კარს ვრაზავთ. წარმოსახვით შენ სატანის კარებს განაღებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2015, 03:53 PM

"წმიდა არს მხოლოდ უფალი იესო ქრისტე: "ერთ არს წმინდა, ერთ არს უფალი, იესო ქრისტე..." - გალობს წმიდა ეკლესია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2016, 02:47 PM

"საუკუნოდ შევუნაწევრდით ქრისტეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 11:02 PM

"ჩვენ რომ არ შეგვეცოდა, ის არ განკაცდებოდა".

/წმ. კირილე ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2016, 01:48 PM

"ქრისტე ჩვენზე არა მხოლოდ მორალურ, არამედ ფიზიკურ ზეგავლენასაც ახდენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2016, 09:11 PM

"ამ მუხლში ფრაზა: "პონტოელისა პილატეს ზე", მიუთითებს ისტორიულ დროს, როდესაც იუდეას მართავდა რომაელთა მიერ დანიშნული პროკურატორი პილატე, სწორედ მისი გამოტანილი განაჩენით აცვეს ჯვარს მაცხოვარი, რაც რეალური, ისტორიული ფაქტია".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2016, 01:19 PM

"იესოს ხსოვნა რომ გვქონდეს, ამისთვის დიდი გულმოდგინება, თავის იძულება, სარწმუნოება, იმედი, შეუპოვრობა, მოთმინება და დროა საჭირო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 11:02 PM

"ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ".

/წმ. ესაია წინასწარმეტყველი/

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 1 2016, 06:27 PM

ციტატა(marine @ Jan 15 2016, 11:02 PM) *

"ჩვენ რომ არ შეგვეცოდა, ის არ განკაცდებოდა".

/წმ. კირილე ალექსანდრიელი/

და თუ არ განკაცდებოდა მაგით რამე დაშავდებოდააა? ღმერთს ვერ გავიცნობდით?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 1 2016, 09:00 PM

ძე მამის გარეშე არ იქნებოდა! ამიტომ პატივი მიაგე მამას იმისათვის რომ ასეთი დიდებული ღმერთი , იესო ქრისტე შექმნა.

თქვენ ხომ ქრისტესნი ხართ? ქრისტე კი ღვთისაა, ამგვარად ბრძანებს პავლე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 12:40 PM

"ქრისტესავით ჯვარზე უნდა გავეკრათ სამყაროსთვის და მისი ყველა საზრუნავი ერთით - ქრისტეს სახარების ქადაგებით უნდა შევცვალოთ".

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 2 2016, 04:17 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 1 2016, 09:00 PM) *

იესო ქრისტე შექმნა.

თქვენ ხომ ქრისტესნი ხართ? ქრისტე კი ღვთისაა, ამგვარად ბრძანებს პავლე
esre ars cheshmariteba

წმინდა პავლე იმასაც წერს რო ქრისტე იესუ ერთგულ არს შემოქმედისა თჳსისა. თავისი შემოქმედის ერთგულიაო. თავისი შემოქმედის? smile.gif

მართმადიდებლური გამოთქმა 'შობილი და არა ქმნილი', არ ეთავსება წმინდა პავლეს სიტყვებს. blink.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 2 2016, 07:15 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 2 2016, 04:17 PM) *

esre ars cheshmariteba

წმინდა პავლე იმასაც წერს რო ქრისტე იესუ ერთგულ არს შემოქმედისა თჳსისა. თავისი შემოქმედის ერთგულიაო. თავისი შემოქმედის? smile.gif

მართმადიდებლური გამოთქმა 'შობილი და არა ქმნილი', არ ეთავსება წმინდა პავლეს სიტყვებს. blink.gif

ვიცი ხო , მე არ ვარ მართლმადიდებელი blink.gif

ქრისტე შექმნილია მამის მიერ, ის შემოყვანილია არსში არაარსიდან

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 10:49 PM

"მარადიული წმინდა ქება-დიდება ტანჯული ღვთის სიმბოლოს, მაცხოვარს, ეკლიანი გვირგვინით ჯვარცმულ ქრისტეს, ვისი სისხლიც ის მაკურნებელი ბალზამი იყო, კაცობრიობის ჭრილობებში რომ ჩაიღვარა".

/ჰაინრიჰ ჰაინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 11:04 PM

"ადამიანური სრულქმნილების იდეალი არის ქრისტე".

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 3 2016, 03:05 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 2 2016, 07:15 PM) *

ვიცი ხო , მე არ ვარ მართლმადიდებელი blink.gif

ქრისტე შექმნილია მამის მიერ, ის შემოყვანილია არსში არაარსიდან

esre ars cheshmariteba

მართალი ხარ! ქრისტე ქმნილია. ღმერთის გამოგზავნილი წინასწარმეტყველი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2016, 03:26 PM

ქრისტე - სრული ღმერთი და სრული კაცი wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 12:37 PM

"დღედაღამ ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ნაფეხურებს ვეამბორები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 02:02 PM

„მე ქების მსხვერპლს შევწირავ საუკუნეთა მეუფეს, ჩემს ერთადერთ უკვდავ ღმერთს“.

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 4 2016, 08:08 PM

ციტატა(marine @ Feb 3 2016, 03:26 PM) *

ქრისტე - სრული ღმერთი და სრული კაცი wub.gif

marine

სახარებაში მსგავსი არაფერი წერია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 09:01 PM

წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა



თავი მეორე

გამოსათქმელთა და გამოუთქმელთა, საცოდნელთა და უცოდნელთა შესახებ

ამრიგად, ვინც ღვთის შესახებ თქმას ან სმენას ინებებს, მართებს მას გარკვევით იცოდეს, რომ ღვთისმეტყველებაში და განგებულებაში არც ყოველივე გამოუთქმელია, არც ყოველივე გამოსათქმელი, არც ყოველივე უცოდნელია, არც ყოველივე საცოდნელი. ხოლო სხვა რამ არის „საცოდნელი“ და სხვა რამ - „სათქმელი“, როგორც სხვა არის მეტყველება და სხვა არის მცოდნეობა. ამიტომ, არ არის შესაძლებელი, რომ ბევრი რამ, რასაც ღვთის შესახებ ბუნდოვნად მოვიაზრებთ, ჯეროვნად იქნეს გამოთქმული. შესაბამისად, იძულებული ვართ, რომ ჩვენზე უზემოესთა შესახებ ის ვთქვათ, რაც ჩვენეულია, როგორც, მაგალითად, ვამბობთ ღვთისადმი ძილს, მრისხანებას, უზრუნველობას, ხელებს, ფეხებს და სხვა ამგვართ.

ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, - დაუსაბამო, დაუსრულებელი, საუკუნო, მარადიული, შეუქმნელი, უცვლელი, გარდაუქმნელი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, გარეშემოუწერელი, უსასრულო, მოუაზრებელი, გარეშემოუცველი, მიუწვდომელი, კეთილი, სამართლიანი ყველა ქმნილების შემოქმედი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმხედველი, ყოველთა წინაგანმგები, მეუფლე და მსაჯული, - ეს ვიცით და ვაღიარებთ. აგრეთვე, ვიცით ისიც, რომ ღმერთი ერთია ანუ ერთი არსებაა. რომ სამ გვამოვნებაში შეიცნობა და არსებობს იგი, მამაში, - ვამბობ, - ძეში და წმინდა სულში. რომ მამა, ძე და სულიწმინდა ყოვლითურთ ერთია, გარდა უშობელობისა, შობილობისა და გამომავლობისა. რომ მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და ღმერთი თავისი მოწყალებითი თანალმობით, მამისეული სათნოყოფითა და ყოვლადწმინდა სულის თანამოქმედებით ჩვენი ხსნისათვის უთესლოდ მუცლადღებული, განუხრწნელად იშვა წმინდა ქალწულისა და ღვთისმშობლის მარიამისგან სულიწმინდის მიერ და მისგან (მარიამისგან) სრული კაცი გახდა. ვიცით, რომ თვითვე არის ერთდროულად სრული ღმერთი და სრული კაცი, ორი ბუნებისაგან, ღმრთეებისგან და კაცებისაგან, და - ორ ბუნებაში, რომლებიც არიან გონისმიერნი, მნებებელნი, მოქმედნი, თვითუფლებრივნი, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, სრულნი, შესაბამისად თითოეულის საზღვრისა და რაობისა (ვამბობ ღმრთეებას და კაცებას), ხოლო ვიცით იგი ერთი შედგენილი გვამოვნებით; ვიცით, აგრეთვე, რომ მოშივდა მას და მოსწყურდა, დაიღალა და ჯვარს ეცვა, სიკვდილისა და საფლავის სამდღიანი გამოცდილება მიიღო და ცათაკენ ზეავიდა, საიდანაც მოვიდა ჩვენთან და კვლავ მოვა შემდეგში - ამის მოწმეა საღვთო წერილი და წმინდანთა მთელი მწყობრი.

მაგრამ თუ რა არის ღვთის არსება ან როგორ არის იგი ყოველივეში ან როგორ დაიცარიელა თავისი თავი მხოლოდშობილმა ძემ და ღმერთმა და როგორ გახდა იგი ადამიანი ქალწულებრივ სისხლთაგან, რაჟამს ბუნებისგან ეცხო რამ სხვა წესით შეიქმნა, ან როგორ განვლო მან წყალი დაუსველებელი ფეხით, - ამათ შესახებ უმეცარნი ვართ და არც თქმა ძალგვიძს. ამრიგად, არ არის შესაძლებელი, რომ ღვთის შესახებ რაიმე ვთქვათ ან მოვიაზროთ, გარდა იმისა, რაც ძველი და ახალი აღთქმის საღვთო სიტყვათა მიერ ჩვენდამი ღვთისსახოვნად განცხადებულა ანდა თქმულა.



- See more at: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/2.htm#sthash.9GgS1jSk.dpuf

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 7 2016, 04:47 PM

ციტატა(marine @ Feb 4 2016, 09:01 PM) *

წმინდა იოანე დამასკელი

- See more at: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/2.htm#sthash.9GgS1jSk.dpuf

marine

შენ რაც მოიყვანე ზემოთ ეგაა დამასკელის სწავლება და არა ბიბლიის. საერთოთ, გესმის რასაც დამასკელი წერს?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 7 2016, 07:32 PM

ალაჰუ-აქბარ

არა მოიცა ! რახან იესო ქრისტე არის შექმნილი მამის მიერ , ეს იმას არ ნიშნავს რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი არაა , რამეთუ მამაის უყვარს ძე და ყოველივე მას გარდასცა ხელთ (იოანე 3 თავი) ასევე იოანეს 16 თავში ქრისტე ამბობს რომ ყველაფერი რაც მამას აქვს ჩემია! აი ხედავ ?! თუ შენ შენს შვილს დაუტოვებ მემკვიდრეობას და არაფერს არ დაიშურებ მისთვის , განა ღმერთი იგივეს არ იზავდა?

კოლოსელების 1 თავში ნათქვამია რომ ყველაფერი ქრისტესთვის შეიქმნა და თუ ეს ასეა , მაშ ჩვენ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ მამის ერთადერთი ძე ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად შობილად , ქმნილად . თუ ქრისტეს გვერდს აუვლი , შენ ვერასოდეს ვერ მიხვალ მამასთან !

ფსალტირის 2 თავში მამა ღმერთი აცხადებს რომ თუ ძეს არ ეამბორებიან ამა ქვეყნის ძლიერნი , ის განრისხდება! .

ახლა გადავიდეთ იმაზე , არის თუ არა იესო ქრისტე იგივე დიდების მფლობელი რისიც მამა?!
ცხადია წერილი ამტკიცებს რომ მამა უზენაესია და ქრისტე მისი მორჩილია და ამას არავითარ შემთხვევაში არ ვუარყოფ, მაგრამ მამამ სიყვარულით იგივე დიდება უბოძა ძეს , რაც თავად აქვს . თუ მათეს 16 თავს გადავშლით იქ წერია რომ ქრისტე თავისი მამის დიდებით უნდა მოვიდეს რაც ბუნებრივია იმას ნიშნავს რომ მამამ იგივე დიდება მისცა ძეს , და თუ იქვე მათეს 25 თავს ვნახავთ , წერია რომ ქრისტე თავისი დიდებით მოვა , ანუ მამის დიდება ეს ძის დიდებაა . თუ იოანეს მე 5 თავსაც ვნახავთ იქ წერია _ რათა პატივი მიაგონ ძეს , როგორც მამას მიაგებენ პატივს ! აშკარაა რომ ძე მამისგან იგივე დიდებას იღებს , რაც მასთან ათანასწორებს , არა თავისთავად , არამედ მამის წყალობით . თუ ქრისტე ამბობს რომ მამაი ჩემი ჩემზე დიდია , ეს იმას ნიშნავს რომ ქრისტე თავმდაბლობას ავლენს და თავის საყვარელ მამას თავის თავზე მეტად რაცხს , რაც აფსოლუტურად მიესადაგება ფილიპელთა 2 თავს _ ის თუმცა ღმერთის ფორმით არსებობდა (მორფის_ფორმა ) ფიქრადაც არ მოსვლია ღმერთთან სწორობა ! ანუ თუმცა ძე ღმერთად იყო შობილი და შეიძლებოდა თამამად ქონოდა პრეტენზია ღმერთთან სწორობაზე , პირიქით ის ამაზე არც კი ფიქრობდა , ანუ თავმდაბალი იყო და არასოდეს არ გაუტოლებDა თავს მამას რადგან მამამ ისედაც თავის თავზე წინ დააყენა თავისი ძე , რადგან ძლიერ უყვარს იგი გესმის?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2016, 09:15 PM

ვისაც საოცარი წმინდანის, წმინდა იოანე დამასკელის სიტყვები და განმარტება არ ესმის, ვერ იგებს, შეუძლებელია მან ბიბლია გაიგოს.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 7 2016, 09:48 PM

Damaskeli filosofosia da era bibliis ganmmartebeli

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2016, 11:20 PM

წმინდა იოანე დამასკელი ღვთისმეტყველია და შესაბამისად ზემოთ მოყვანილი ნააზრევი ქრისტეს შესახებ, ბიბლიაზე დაყრდნობით, ძალიან საინტერესო, გასაგები და მისაღებია სრულიად ყველა მართლმადიდებლისთვის.

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 13 2016, 10:55 AM

ციტატა(marine @ Feb 7 2016, 11:20 PM) *

წმინდა იოანე დამასკელი ღვთისმეტყველია და შესაბამისად ზემოთ მოყვანილი ნააზრევი ქრისტეს შესახებ, ბიბლიაზე დაყრდნობით, ძალიან საინტერესო, გასაგები და მისაღებია სრულიად ყველა მართლმადიდებლისთვის.

მარინე

დამასკელი ბიბლიას არ ეყრდნობა. რასაც ის ამბობს ბიბლიაში არ მოინახება. ამიტო ნუღარ იტყვი ბიბლიაზე დაყრდნობით ამბობსო. smile.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 13 2016, 11:07 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 7 2016, 07:32 PM) *

ალაჰუ-აქბარ

არა მოიცა ! რახან იესო ქრისტე არის შექმნილი მამის მიერ , ეს იმას არ ნიშნავს რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი არაა ,

esre ars cheshmariteba

ქრისტე შექმნილია ბიბლიის მიხედვით. ქმნილება ჭეშმარიტი ღმერთი რომელსაც სხვა დანარჩენი ქმნილება უნდა ეთაყვანებოდეს, ვერ იქნება. ქმნილებას არ უნდა ვეთაყვანოთ. არც ყურანი და არც ბიბლია არ ამართლებს ქმნილების თაყვანისცემას.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2016, 12:03 PM

ახალი აღთქმა ბიბლიის შემადგენელი ნაწილია, ასე რომ როცა წმინდა იოანე დამასკელი ღმერთზე, იესო ქრისტეზე, საუბრობს, ის საუბრობს ბიბლიაზე დაყრდნობით.

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 13 2016, 02:45 PM

ციტატა(marine @ Feb 13 2016, 12:03 PM) *

ახალი აღთქმა ბიბლიის შემადგენელი ნაწილია, ასე რომ როცა წმინდა იოანე დამასკელი ღმერთზე, იესო ქრისტეზე, საუბრობს, ის საუბრობს ბიბლიაზე დაყრდნობით.

მარინე

დამასკელი ახალ აღთქმას არ ეყრდნობა. რასაც ის ამბობს ახალ აღთქმაში არ მოინახება. ამიტო ნუღარ იტყვი ბიბლიაზე დაყრდნობით ამბობსო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2016, 02:48 PM

ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში ფიქრობს ადამიანი, როცა ახალი აღთქმა არ იცის, ამიტომ კამათის გაგრძელებაში აზრს ვერ ვხედავ.

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 13 2016, 03:16 PM

ციტატა(marine @ Feb 13 2016, 02:48 PM) *

ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში ფიქრობს ადამიანი, როცა ახალი აღთქმა არ იცის, ამიტომ კამათის გაგრძელებაში აზრს ვერ ვხედავ.

marine

მასე იმიტო ვფიქროფ რო ახალი აღთქმა შენზე კარქათ ვიცი. იმიტომაც გეუბნებოდი რო დამასკელის აზრები არაბიბლიურია.

"ორბუნებიანი" ქრისტე არ იქადაგება ახალ აღთქმაში. დამასკელის ნაწერების გაზუთხვას ახალი აღთქმა წაიკითხო ჯობია.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 13 2016, 11:10 PM

ალაჰუ-აქბარ გეთანხმები ყოველნაირად! შენთან სრულ თანხმობაში ვარ! და რა გწამს მაინტერესებს, ქრისტიანობას აღიარებ?

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 14 2016, 03:15 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 13 2016, 11:10 PM) *

ალაჰუ-აქბარ გეთანხმები ყოველნაირად! შენთან სრულ თანხმობაში ვარ! და რა გწამს მაინტერესებს, ქრისტიანობას აღიარებ?

ბოლომდე ვერა. ჯერ კიდე ვსწავლობ ქრისტიანობას.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 14 2016, 04:15 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 14 2016, 03:15 AM) *

ბოლომდე ვერა. ჯერ კიდე ვსწავლობ ქრისტიანობას.



უნდა აღიარო ქრისტიანობა , რამეთუ ძალიან უყვარხარ იესო ქრისტეს და ის გელოდება

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 14 2016, 04:44 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 14 2016, 04:15 PM) *

უნდა აღიარო ქრისტიანობა , რამეთუ ძალიან უყვარხარ იესო ქრისტეს და ის გელოდება

esre ars cheshmariteba

ღმერთს არ ვუყვარვაარ? ქრისტეზე რატო მიმითითეფ?!

გელოდება საიდანღა მოიფიქრე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 14 2016, 08:43 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 14 2016, 05:44 PM) *

esre ars cheshmariteba

ღმერთს არ ვუყვარვაარ? ქრისტეზე რატო მიმითითეფ?!

გელოდება საიდანღა მოიფიქრე? biggrin.gif


ქრისტეზე იმიტომ მიგითითებ რომ როგორც პავლე მოციქული ბრძანებს მისით ითქმება ჰო და ამინი ყველაფერში! ღმერთის სიყვარული აღსრულდა ქრისტეს მეოხებით . ღმერთი კი ჩუენდამი სიყვარულს ამტკიცებს იმით რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის ! ეხლა თუ ლოგიკურად მივუდგებით ღმერთი რა შუაშია თუ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის ?! მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მამამ ძით და ძის მიერ აღასრულა ყველაფერი და დიახ ძეში უნდა მოიყაროს თავი ზეციურმა და მიწიერმა! მოკლედ ძე არის ძირითადი ბირთვი სამყაროში! თუ შენ ძეს განაშორებ მამას და მხოლოდ მამის უზენაესობას აღიარებ , შენ ვერასოდეს ვერ გახდები ქრისტეანი .

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 14 2016, 08:58 PM

არ ვიცი მაგრამ რატომ უნდა მსურდეს განვადიდო მამა და ძე მხოლოდ და მათზე დავამოწმო სულმუდამ რომ ეს ორი არის მთავარი არსი ამ ქრისტიანობის

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 15 2016, 11:40 AM

esre ars cheshmariteba

ვერ დამარწმუნე. ახალი აღთქმა ღმერთს აყენებს ყველაზე მაღლა და არა ქრისტეს. შენ ქმნილება ქრისტეს განადიდებ შემქმნელზე მეტათ. დიდად არ განსხვავდები სხვებისგან.

შენსავე ბიბლიას ჩაუკვირდი: "რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა".
- http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/1korintelta-6.htm#sthash.H9cumGVb.dpuf

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 15 2016, 10:05 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 15 2016, 12:40 PM) *

esre ars cheshmariteba

ვერ დამარწმუნე. ახალი აღთქმა ღმერთს აყენებს ყველაზე მაღლა და არა ქრისტეს. შენ ქმნილება ქრისტეს განადიდებ შემქმნელზე მეტათ. დიდად არ განსხვავდები სხვებისგან.

შენსავე ბიბლიას ჩაუკვირდი: "რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა".
- http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/1korintelta-6.htm#sthash.H9cumGVb.dpuf


და ვინ დაობს იმაზე რომ ღმერთი ქრისტეზე მაღლა დგას ?! რათქმაუნდა მამა ღმერთი უზენაესია და უზეშთაესია მაგრამ მოდი მე ასეთ რამეს გეტყვი_ მე არ ვარ დაოჯახებული და არ მყავს შვილი , მაგრამ როცა მეყოლება თუ უფალი ინებებს , მე მისთვის ყველაფერს გავაკეთებ და თუ საქმე საქმეზე მიდგა თავსაც გავწირავ მისი გულისთვის , და წარმოიდგინე ამას გეუბნები მე ცოდვილი ადამიანი . მაშ რაოდენ უფრო აღმატებულად უყვარს მამა ღმერთს თვისი ძე იესო ქრისტე?
კოლოსელთა 1 თავში წერია ქრისტეზე რომ ყველაფერი მისთვის შეიქმნა და თუ მისთვის არის შექმნილი ეს იმას ნიშნავს რომ მამას ის დაუყენებია ყოვლის მემკვიდრედ და თუ ღმერთს სურს რომ მის ძეს სცენ თაყვანი , მაშ ჩვენ ვინ ვართ რომ მის წინააღმდეგ წავიდეთ?! იცი კარგად ბიბლია? აბა გადაშალე ისაიას 42 თავი ჰოი საოცრებავ იქ მამა ღმერთი წინასწარმეტყველებს თავის ძეზე და ამბობს რომ ჩემს დიდებას არ მივცემ სხვასო , ანუ ამის გარდა, იესოს გარდა არავის არ მისცემს ღმერთი თავის დიდებას და თუ ფსალმუნის მეორე თავს ნახავ იქ ღმერთი მოითხოვს რომ მის ძეს ეამბოროს ყველა, რათა არ განრისხდეს. იოანეს 16 თავში იესო ამბობს ყველაფერი რაც მამას აქვს ჩემია, ანუ მოდი დაუკვირდეთ ამ სიტყვებს _ რა უნდა ქონდეს მამას ისეთი ძირითადი რაც შეიძლება იესოსიც იყოს? ერთადერთი რაც ყველაზე მტავარია ეს არის დიდება (მამის დიდება ძის დიდებაცაა , რადგან მამამ უბოძა მას ეს ) მათეს 16 თავი. მე არასოდეს არ ვამბობ რომ ძე თავისთავადაა მამის თანასწორი , არა! მამას სურს რომ მის ძესაც ქონდეს იგივე სიხარული რაც მას აქვს და თუ ეს ასე არაა მაშინ ახლა გადაგაგდებ ყველაზე უკიდურეს და გამოუვალ მდგომარეობაში , ანუ ბიბლიის , წმინდა წერილის მიხედვით სიყვარულის გამოვლინების ყველაზე უდიდესი ფორმაა თავის გაწირვა სხვისთვის (იოანე15 თავი) ამაზე უზეშთაეს სიყვარულს ბიბლია არ ქადაგებს . ახლა მე გკითხავ ვინ გაწირა სიცოცხლე ? მამა ღმერთმა თუ იესო ქრისტემ? თუ ღმერთს სურდა რომ თავად ყოფილიყო ერთადერთი დიდების და განდიდების მფლობელი , განა ეს ვერ გათვალა როცა ქრისტეს აგზავნიდა ? ჩემთვის ქრისტეა გმირი, იმიტომ რომ ის ჩემთვის მოკვდა ! მამა ღმერთი ვერ დამანახებს მე ცოდვილ ადამიანს იმაზე მეტს რაც ქრისტემ გააკეთა, ხოდა ესაა მთელი არსი ქრისტიანობისა რომ მამა კეთილინება , რომ ძეში დაემკვიდრებინა ღმრთეების მთელი სავსება , კოლოსელთა 1:19 . მე ვერ გამიგია რატომ უნდა შურდეს ვინმეს თუ მამა ღმერთმა თავისი ძე დააყენა ყოვლის მემკვიდრედ? ! უცნაურია რატომ უნდა სურდეს პავლე მოციქულს (ტო ეინაი ისა თეოსის ) ხსენება , თუ ქრისტე არანაირად და ვერანაირად ვერ მივა ღმერთის დიდებამდე? ფილიპ 2:6 თუ ის თავმდაბალია და არც კი ფიქრობდა ღმერთთან სწორობაზე განა ეს იმას არ ნიშნავს რომ მამას უბოძებია მისთვის ისეთი დიდება რაც მასტან ათანასწორებ? ანუ როგორი კუთხითაც არ უნდა მიუდგე ქრისტე მაინც ყოველზე აღმატებული გამოდის , იმიტომ რომ მამას უნდა ასე! თუ მე უხეში მხრიდან მივუდგები , იესო ქრისტე მამა ღმერთთან შედარებით არაფერია , რადგან ის ქმნილებაა , მაგრამ თუ სიყვარულით მივუდგებით იესო გამოდის ყველაზე აღმატებული , რადგან ყველაზე აღმატებულს ღმერთს უყვარს ყველაზე აღმატებულად და თუ შენ ძეს უარყოფ არც მამა გეყოლება როგორც იოანე ამბობს . ესეიგი მტელი რიგი ყურადღება მამა ღმერთს გადააქვს იმაზე რომ მისი ძე განადიდონ და იგივე პატივი უძღვნან რაც თავად აქვს . იოანე 5 თავი

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 15 2016, 10:45 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 15 2016, 10:05 PM) *

იესო ქრისტე მამა ღმერთთან შედარებით არაფერია , რადგან ის ქმნილებაა ,

esre ars cheshmariteba

კარგო ადამიანო თუ იმდენს ხვდები რო ქრისტე არაფერია ღმერთთან შედარებით და რო ქრისტე ქმნილებაა, რატო განადიდებ ქმნილებააას?! რატო მეუბნებოდი ქმნილებაზე გელოდებაოო?

ყურადღებით წაიკითხე შენი ახალი აღთქმა და ჩაუკვირდი იმ ფაქტს რო მოციქულები არ განადიდებენ ქრისტეს არამედ ღმერთს განადიდებენ. ეს საკითხი საწყისებია და მე კი არ უნდა გიხსნიდე, შენ უნდა იცოდე ისედაც.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 01:14 PM

"ნეტარი ავგუსტინე წერს: "ქრისტე, როგორც კაცი, არის გზა, ხოლო, როგორც ღმერთი, არის მიზანი", ანუ განკაცებული ღვთის სიტყვა არის გზა, ღმერთთან მისასვლელი, ხოლო ღმერთთან მისვლა კი ყოველი კაცის მიზანი უნდა იყოს, ამიტომაც მაცხოვარი ადამიანის განღმრთობის ერთერთი საშუალებაა, და მხოლოდ ისაა ჩვენი ხსნის მიზეზი და მიზანი".

/არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)/

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 16 2016, 03:47 PM

ციტატა(marine @ Feb 16 2016, 01:14 PM) *

"ნეტარი ავგუსტინე წერს: "ქრისტე, როგორც კაცი, არის გზა, ხოლო, როგორც ღმერთი,

marine

ნეტარ ავგუსტინეს ბიბლიისთვის რო დაეგდო ყური კაის იზამდა. ქრისტე არაა ღმერთი. ამიტო ავგუსტინეს გამონათქვამი არაბიბლიურია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 05:04 PM

ყველა მართლმადიდებელი წმინდანი ბიბლიაზე დაყრდნობით, სულიწმინდის მადლით გადმოგვცემს სწავლებას. ვისაც ქრისტე არ სწამს ღმერთად, ვინც არ ფლობს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მისი გონებისთვის ეს სწავლებანი მიუწვდომელია, ამიტომ მესმის თქვენი და გასაგებია თქვენი აგრესია სიტყვებში...

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 16 2016, 05:10 PM

ციტატა(marine @ Feb 16 2016, 05:04 PM) *

ყველა მართლმადიდებელი წმინდანი ბიბლიაზე დაყრდნობით, სულიწმინდის მადლით გადმოგვცემს სწავლებას. ვისაც ქრისტე არ სწამს ღმერთად, მისი გონებისთვის ეს სწავლებანი მიუწვდომელია, ამიტომ მესმის თქვენი და გასაგებია თქვენი აგრესია სიტყვებში...

marine

არანაირი აგრესია. თქვენ კი არადა მთელი საუკუნეების მანძილზე მცოხვრები ეკლესიის მამები ვერ ჩაწვდნენ სამების არსს და ვერც ახსნეს. თქვენ კიდე სხვაზე ამბობთ მისი გონებისთვის მიუწვდომელიაო.

თქვენ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელსაც ეშინია აზროვნება, საღი აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა და ჯანსაღი კამათი. თქვენ ხართ საკუთარ ნაჭუჭში მოქცეული ადამიანი, რომელიც ბრმად მიყვება სხვების აზრებს და ბიბლიისაც კი არ სწამს.

მასეთი მდგომარეობით თავს იღუპავთ.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 16 2016, 07:35 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 15 2016, 10:45 PM) *

esre ars cheshmariteba

კარგო ადამიანო თუ იმდენს ხვდები რო ქრისტე არაფერია ღმერთთან შედარებით და რო ქრისტე ქმნილებაა, რატო განადიდებ ქმნილებააას?! რატო მეუბნებოდი ქმნილებაზე გელოდებაოო?

ყურადღებით წაიკითხე შენი ახალი აღთქმა და ჩაუკვირდი იმ ფაქტს რო მოციქულები არ განადიდებენ ქრისტეს არამედ ღმერთს განადიდებენ. ეს საკითხი საწყისებია და მე კი არ უნდა გიხსნიდე, შენ უნდა იცოდე ისედაც.


მე მოგიყვანე ბიბლიიდან მუხლები და თუ არ გესმის და არ გინდა რომ გაიგო , მაშინ თვით მამა ღმერთი რომ ჩამოვიდეს და გითხრას მე ჩემ ძეს გარდავეცი დიდება და ჩემი ნებაა რომ მას სცე თაყვანი ჩემთან ერთად , მაინც არ შეიგნებ. მე ისაიას 42 თავზე გითხარი სადაც სწორედ ღმერთი თავის დიდებას იესოს აძლევს და თუ არ გწამს ესაიასი , ძალიან ცუდია .

მე არ მწამს სამების დოგმატი , მე არ ვაღიარებ იესო ქრისტეს დაუსაბამობას , მე არ ვაღიარებ რომ ის უქმნელია , მე არ ვაღიარებ რომ ის თავისთავადაა მამის სწორი , მე არ ვაღიარებ რომ ის ერთადერთი შემოქმედია.

მე ვაღიარებ იმას რასაც ბიბლია მოწმობს რომ მამამ გადასცა თავის ძეს დიდება და უფლობა და მისი ნებაა რომ ძესაც იგივე პატივი მიაგონ , რასაც თავად იღებს . მე მწამს რომ მამა თავის ძესთან ერთად არის შეჭმარიტი ღმერთი და თუ ეს ასე არაა , მაშინ ყველაფერი წყალში იყრება ! ყველა ის შრომა რაც იესომ გასწია !

შეიძლება ვცდები , მაგრამ მე ასე მივიღე სახარება უფლისაგან და სხვანაირად ჯერ ჯერობით მისი მიღება არ ძალმიძს რადგან იესო ქრისტეს მსხვერპლი აშკარად ჩრდილავს და შთანთქავს ყოველივეს , თვით მამა ღმერთსაც კი .

ბოლოს იოანეს სიტყვებს დავიმოწმებ იმის შესახებ თუ ვინაა ჭეშმარიტი ღმერთი , ის არ ამბობს რომ მხოლოდ მამაა ჭეშმარიტი ღმერთი! 2 იოანე 2:9 ყოველი ვინც გარდადის იესუ ქრისტეს მოძღვრებას , არა ჰყავს ღმერთი ____ის კი ვინც ქრისტეს მოძღვრებაშია მამაიცა ჰყავს და ძეც !!!! ასე რომ მოგიწევს მამასთან ერთად ძის აღიარება რადგან მამა მოითხოვს ამას ჩვენგან !

ისმინე მამის ნებაა რომ ძეს ქონდეს ყოველივე რაც თავად აქვს !

თუ არ გაიგონებ მამა ღმერთის ძახილს , მაშ მე ვიტყვი ყველას გასაგონად ___ ურთიერთობა არც კი იქონიოთ მასთან , ვინც გამოერიდა ჭეშმარიტებას!

იესო ქრისტეს ბოლო ჟამის ეკლესია

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 16 2016, 08:05 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 16 2016, 07:35 PM) *

მე მოგიყვანე ბიბლიიდან მუხლები

esre ars cheshmariteba

ბიბლიიდან მუხლების მოყვანა 2-ე კლასელ თაკოსაც შეუძლია. ესერო ეგ დიდი არაფერია მუხლები რო მოიყვანე. ეგ მუხლები თავდაყირათ გესმის ანუ არასწორედ.

ერთხელ უკვე გაგიმახვილე ყურადღება მაგრამ აარიდე თავი. მეორეთ გეუბნები. ქრისტეს მოციქულებმა და მოწაფეებმა ახალი აღთქმა დაწერეს და მასში ყველაფერი ნათელია. ეხლა მიდი გადაშალე შენი ახალი აღთქმა და მომიყვანე ისეთი ადგილები სადაც მოციქულები ქრისტეს განადიებენ. მომიყვაან? ვერ მომიყვან! ეხლა ჩაუფიქრდი: თუ ქრისტეს კაცთაგან განდიდება ეკუთვნის, რატო არ განადიდებენ და რატო არ ასხამენ ხოტბას მისი მოციქულებიი?!
იფიქრე ამაზე.

ციტატა
იესო ქრისტეს ბოლო ჟამის ეკლესია

მიდი შენ ეკელსიაში და დაუსვი კითხვა: თუ ქრისტეს კაცთაგან განდიდება ეკუთვნის, რატო არ განადიდებენ და რატო არ ასხამენ ხოტბას მისი მოციქულებიი?!

როცა მიხვდებით რო განდიდება ქრისტეს კი არა ერთადერთ ღმერთს ეკუთვნის, მერე გადადი ესაიაზე და სხვა მუხლებზე. ისე აზრი არ აქ.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 16 2016, 10:33 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 16 2016, 09:05 PM) *

esre ars cheshmariteba

ბიბლიიდან მუხლების მოყვანა 2-ე კლასელ თაკოსაც შეუძლია. ესერო ეგ დიდი არაფერია მუხლები რო მოიყვანე. ეგ მუხლები თავდაყირათ გესმის ანუ არასწორედ.

ერთხელ უკვე გაგიმახვილე ყურადღება მაგრამ აარიდე თავი. მეორეთ გეუბნები. ქრისტეს მოციქულებმა და მოწაფეებმა ახალი აღთქმა დაწერეს და მასში ყველაფერი ნათელია. ეხლა მიდი გადაშალე შენი ახალი აღთქმა და მომიყვანე ისეთი ადგილები სადაც მოციქულები ქრისტეს განადიებენ. მომიყვაან? ვერ მომიყვან! ეხლა ჩაუფიქრდი: თუ ქრისტეს კაცთაგან განდიდება ეკუთვნის, რატო არ განადიდებენ და რატო არ ასხამენ ხოტბას მისი მოციქულებიი?!
იფიქრე ამაზე.
მიდი შენ ეკელსიაში და დაუსვი კითხვა: თუ ქრისტეს კაცთაგან განდიდება ეკუთვნის, რატო არ განადიდებენ და რატო არ ასხამენ ხოტბას მისი მოციქულებიი?!

როცა მიხვდებით რო განდიდება ქრისტეს კი არა ერთადერთ ღმერთს ეკუთვნის, მერე გადადი ესაიაზე და სხვა მუხლებზე. ისე აზრი არ აქ.


მე არცერთ რელიგიას არ ვაღიარებ და არცერთ ეკლესიაში არ ვარ, მოდი აქდედან დავიწყოთ ! ახლა კიდე იმას გეტყვი რომ მოციქულები არათუ განადიდებენ არამედ თაყვანს სცემენ იესო ქრისტეს. მათეს ბოლო თავებში მოწაფეები ფეხებზე მოეხვევიან იესო ქრისტეს და თაყვანს სცემენ , ბერძნულში პროსკინეოს ერთ ერთი ფორმაა იქ გამოყენებული .

აგრეთვე პეტრე მოციქული თავის მეორე წერილში სულ ბოლო მუხლში ქრისტეზე ამბობს რომ მისია დიდება და ქება საუკუნო დღის მიმართ.


პავლე მოციქული ფილიპელტა 2 თავის 11 მუხლში ამბობს რომ იესოს წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყველა ზეცისანმა მიწისანმა და ქვესკნელელმა

ებრაელთა მიმართ 1 თავში _როცა კუალად შემოყავს პირმშო ქვეყნად ამბობს _ დაე თაყუანი სცეს მას ღმრთის ყველა ანგელოსმა , ანუ შეგახსენებ რომ აქ უკვე მკვდრეთით აღმდგარ იესოზეა საუბარი და ბუნებრივია რომ აღდგომამდე ქრისტე არ იღებს თაყვანისცემას და ბუნებრივია მოწაფეები გაგებაშიც არ არიან თუ სინამდვილეში ვინ არის ის და ამიტომ უცნაური იქნება რომ ის განადიდონ აღდგომამდე ! აღდგომის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად იცვლება მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს თომა უფალსა და ღმერთს უწოდებს და ქრისტე ამის გამო კი არ კიცხავს , არამედ ეუბნება რომ შენ მიხილე და იმიტომ მირწმუნეო . ეხლა თუ ქრისტეს არ ეკუთვნის განდიდება მაშინ აქ თავად მას შეცდომაში შეყავს თომაც და 10 მოციიქულიც რადგან თომას სიტყვებზე ჩემო ღმერთოო, არ აძლევს შენიშვნას

პავლე მოციქული ბრძანებს _ გადავწყვიტე რომ თქვენთან მოსვლისას არაფერი არ მცოდნოდა გარნა იესუ ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა , ანუ პავლემ ქრისტეთი ღმერთი გადაფარა.

გამოცხადების 1 თავში იოანე მოციქული მკვდარივით ემხობა ქრისტეს წინაშე რაც ბუნებრივია თაყვანისცემას ნიშნავს , ხოლო როცა ანგელოზის წინაშე ემხობა ანგელოზი უკრძალავს ამ მოქმედებას.

კიდევ ვიმეორებ სახარებაში უშუალოდ მკვდრეთით აღდგომამდე არ განიდიდება ქრისტე მოწაფეების მიერ რადგან მათ არ იციან სინამდვილეში თუ ვინაა ქრისტე , ამას მხოლოდ მისი აღდგომიდან და სულიწმიდის გადმოსვლის მერე ხვდებიან.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 12:17 PM

"ჩვენ არ გვიხილავს იესო ქრისტე, მაგრამ ვიცნობთ მას. ჩვენზე თითქოს არ უზუნია, როგორც მოციქულებზე, მაგრამ გვიყვარს იგი და ვგრძნობთ მის მზრუნველ ხელს. ქრისტე გვეუბნება, სთხოვეთ ჩემი სახელით ღმერთს და ყოველივეს მოგცემთო."

/იღუმენი დიონისე (გვიმრაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 07:44 PM

"წარმოუდგენელია, აუხსნა ქრისტეს ნათელი ადამიანებს, რომელთაც გულში ქრისტეს მშვიდობა და სიხარული არ განუცდია".

/ინდოელი ქრისტიანი სუნდარ სინგჰი/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 17 2016, 09:10 PM

იესო ქრისტე რომ კიდევ უფრო დიდებულია , ვიდრე ჩვენ გვგონია , ეს ცხადზე ცხადია!

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 17 2016, 11:13 PM

მე კიდევ ბევრს დავწერ ქრისტეს შესახებ და კიდევ უფრო განვადიდებ მას რამეთუ ესე არს იგი რომელიც მამას უყვარს საკუთარ თავზე მეტად, და სორედ ამას ემყარება მთელი საღმრთო განგებულება და მთელი ქრისტეანობის არსი სწორედ ესაა . თუ ამას არ აღიარებთ , თქვენ ვერასოდეს ვერ მიხვალთ ჭეშმარიტებამდე. ამის გარეშე ღმერთი ვერარა სიყვარულს ვერ დაამტკიცებს კაცობრიობის წინაშე !


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2016, 11:30 AM

"სიტყვა "შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" ძე ღვთისას მარადის შობაზე მიგვანიშნებს და ხაზს უსვამს მამისა და ძის თანამარადიულობას. მრწამსის ეს სიტყვები მიმართულია ერეტიკოსი არიოსზის წინააღმდეგ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ძე ღმრთისას მყოფობას თავისი დასაბამი გააჩნია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2016, 11:41 AM

"უხილავად იწამე ქრისტე. გიყვარდეს, გიხაროდეს და ნეტარი იქნები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2016, 12:03 PM

„მტკიცე სარწმუნოება კოშკია ძლიერი, ქრისტე კი ყველაფერი ხდება მორწმუნისათვის“.

/წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 18 2016, 09:27 PM

ციტატა(marine @ Feb 18 2016, 12:30 PM) *

"სიტყვა "შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" ძე ღვთისას მარადის შობაზე მიგვანიშნებს და ხაზს უსვამს მამისა და ძის თანამარადიულობას. მრწამსის ეს სიტყვები მიმართულია ერეტიკოსი არიოსზის წინააღმდეგ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ძე ღმრთისას მყოფობას თავისი დასაბამი გააჩნია".


თუ ქრისტე დაუსაბამოა , მაშინ მე მის გარდა არავინ არ მჭირდება , მაგრამ მე მიყვარს მამა ძითურთ , ეს ორი და ამიტომ ძეს დასაბამი აქვს ! თუ ეს ასე არაა მაშინ წმინდა წერილი ბუნდოვანია.

შობილი უწინერეს ყოველთა საუკუნეთა მიანიშნებს იმაზე რომ ქრისტე დაბადებული ყველაზე უწინ ქმნილებებს შორის! საუკუნეში ადამიანთა და ქმნილებათა თაობა იგულისხმება , ამას იოანე დამასკელიც აღნიშნავს . ხოლო რაც შეეხება დროს ის არის უქმნელი

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 19 2016, 12:25 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 16 2016, 10:33 PM) *


პავლე მოციქული ფილიპელტა 2 თავის 11 მუხლში ამბობს რომ იესოს წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყველა ზეცისანმა მიწისანმა და ქვესკნელელმა

esre ars cheshmariteba

მუხლს მეფეების წინაშეც იდრეკდნენ. მერე რაა. ეგ არ ნიშნავს იმის ღმერთობას ვის წინაშეც მუხლს იდრეკენ. არც იმას რო ღმერთის შესაფერის დიდებას და ხოტბას ასხამდნენ. ალბათ იცი რო პატივისცემას ნიშნავს.

შენ ვერ მოიყვანე ვერცერთი მონაკვეთი შენი ბიბლიიდან, სადაც ეწერებოდა რო მოციქულები ხოტბას ასხამენ ქრისტეს და განადიდებენ.

წესითა და რიგით უნდა ხვდებოდე რომ დიდება და ხოტბის შესხმა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და სხვას არავის სამყაროში. ყველა ქმნილია ღმერთის გარდა. ეცადე ეს უბრალო სიმართლე გააცნობიერო.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 19 2016, 09:04 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 19 2016, 01:25 PM) *

esre ars cheshmariteba

მუხლს მეფეების წინაშეც იდრეკდნენ. მერე რაა. ეგ არ ნიშნავს იმის ღმერთობას ვის წინაშეც მუხლს იდრეკენ. არც იმას რო ღმერთის შესაფერის დიდებას და ხოტბას ასხამდნენ. ალბათ იცი რო პატივისცემას ნიშნავს.

შენ ვერ მოიყვანე ვერცერთი მონაკვეთი შენი ბიბლიიდან, სადაც ეწერებოდა რო მოციქულები ხოტბას ასხამენ ქრისტეს და განადიდებენ.

წესითა და რიგით უნდა ხვდებოდე რომ დიდება და ხოტბის შესხმა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და სხვას არავის სამყაროში. ყველა ქმნილია ღმერთის გარდა. ეცადე ეს უბრალო სიმართლე გააცნობიერო.


იცი რას ნიშნავს იესო ქრისტე ? ებრაულად _ იეჰოვშუა ხამაშიახ _ანუ მხსნელი იაჰვე ! ახლა გაიხსენე საქმეთა 4 :12 სხვა არავისში არ არის ხსნა და არც არის სხვა სახელი მიცემული ცის ქვეშ რომლითაც ვცხონდებით ! ეს კი იმას ნიშნავს რომ იაჰვე ძის შეწევნით არის მხსნელი , არადა ისაიაში იაჰვე ამბობს ჩემ გარდა არავინ არის მხსნელიო ! თუ იესოც მხსნელია ესეიგი მამა და ძე , ეს ორი უნდა იყოს ღმერთი . საქმეთა 20 : 28 პირდაპირ ამბობს პავლე რომ ღმერთმა თავისი სისხლით შეიძინა ეკლესია , ხოდა ცხადია რომ იესო ვიღაცა არ არის , არამედ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია , ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის იაჰვეს შექმნილი blink.gif

იაჰვეს ძალიან უყვარს თავისი შვილი იესო ქრისტე , კიდევ უფრო ძალიან ვიდრე შენ გგონია და სწორედ ამით ( ამ ცნებით ვიმარჯვებ შენზე
ალაჰუ-აქბარ sad.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 19 2016, 10:34 PM

ვინაიდან ზოგიერთნი ამბობენ , რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი და მას არ მიეგება იგივე პატივი რაც მამას , ამიტომ მთელი ყურადღება გადამაქვს პავლეს სიტყვებზე _ საქმეთა 20:28 მოუფრთხილდით თქვენს თავს და თქვენს სამწყსოს , რომლის მცველადაც სულმა წმიდამ დაგაყენათ , რათა დამწყემსოთ ღმრთის ეკლესია , რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა!

თუმცა ზოგიერთნი ცდილობენ ძის ჩამატებას , არ გამოუვათ! რამეთუ ბერძნულში ძე არ დგას ტექსტში . ახლა ისმის კითხვა ვინ შეიძინა ეკლესია თავისი სისხლით? რათქმაუნდა ქრისტემ დაღვარა სისხლი და თუ მისი სისხლი სიმბოლურად მამის სისხლიცაა , ესეიგი ეს იმის ძახილია რომ იესო არის ჭეშმარიტი ღმერთი , რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის ძეა .

ამ მონაკვეთის სხვაგვარი აღქმა იწვევს ტექსტის დარღვევას !


პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 19 2016, 11:20 PM

esre ars cheshmariteba

აი გიყურეფ გიყურეეფ და შენი ცოდვით ვიწვები. იცი რატოო? იმიტო რო ვერ მოგყავს ისეთი მონაკვეთები სადაც მოციქულები ქრისტეს ხოტბას ასხამენ და განადიდებენ. მიხვდი ეხლა რო ცდები. დაყარე ფარხმალი. smile.gif

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 16 2016, 10:33 PM) *
აგრეთვე პეტრე მოციქული თავის მეორე წერილში სულ ბოლო მუხლში ქრისტეზე ამბობს რომ მისია დიდება და ქება საუკუნო დღის მიმართ.

ეგ მონაკვეთი ორნაირათ შეიძლება გავიგოთ. დიდება ქრისტესო არ წერს. მას დიდებაო წერს. მასში ღმერთი იგულისხმა პავლემ. მაგის გარდა, პავლე წერს რო ღმერთს მრავალი ძე მიყავს დიდებამდე. smile.gif შენ თუ ღმერთის ძეებს აღმერთებ მაშინ აქ უნდა დავასრულოთ. smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 20 2016, 08:56 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 20 2016, 12:20 AM) *

esre ars cheshmariteba

აი გიყურეფ გიყურეეფ და შენი ცოდვით ვიწვები. იცი რატოო? იმიტო რო ვერ მოგყავს ისეთი მონაკვეთები სადაც მოციქულები ქრისტეს ხოტბას ასხამენ და განადიდებენ. მიხვდი ეხლა რო ცდები. დაყარე ფარხმალი. smile.gif
ეგ მონაკვეთი ორნაირათ შეიძლება გავიგოთ. დიდება ქრისტესო არ წერს. მას დიდებაო წერს. მასში ღმერთი იგულისხმა პავლემ. მაგის გარდა, პავლე წერს რო ღმერთს მრავალი ძე მიყავს დიდებამდე. smile.gif შენ თუ ღმერთის ძეებს აღმერთებ მაშინ აქ უნდა დავასრულოთ. smile.gif



მე რა უნდა მოგიყვანო ცოდვილმა კაცმა რით აგიხსნა , რით დაგარწმუნო?! ღმერთი დაბადებს შენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისივე სათნოებით (ფილ 2:13) ღმერთი თავად აგიხსნის იმას თუ ვინაა ქრისტე , ამის დრო მოვა დამიჯერე ! მე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ იესო ქრისტეს ეწოდება მხოლოიშობილი ღმერთი , რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ ისაა ვინც ღმერთმა ღმერთად შექმნა , და მხოლოდ იესოა რომელიც მამის ბუნების იდენტური გამზიარებელია! გაიხსენე იოანეს 14 თავი ფილიპეს რას ეუბნება ქრისტე , ვინაცა მიხილა მე მან მამაი ჩემი იხილა ! უცნაურია მაგრამ საკმაოდ თამამი სიტყვები ხომ არაა ქმნილებისგან ? თუ იესო რიგითი ძეა და არა ღმერთად შობილი მაშინ სიტყვები ვინც მე მიხილა მამა იხილა , აფსოლუტური შეურაცხყოფაა ღვთისთვის , რამეთუ განა რომელიმე ქმნილებას შეუძლია თქვას რომ მე მამის თვისებების და სახის აფსოლუტური მაჩვენებელი ვარო? რათქმაუნდ ა უბრალო ქმნილება ამას ვერ იტყვის!

რაც შეეხება განდიდებას აი სწორედ ესაა ყველაზე უდიდესი საიდუმლო რაშიც ვლინდება რომ ქრისტე ნამდვილი ღმერთია , იცი რატომ? ის რადიკალურად განსხვავებულ და უკიდურეს თავმდაბლობას ავლენს ყველა შემთხვევაში რაც აფსოლუტურად შეშვენის ღმერთს ! შენ გწაამს ამაყი ღმერთი? თუ გწამს თავკერძა მამა ღმერთი რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის განდიდებას მოითხოვს , მაშ მომილოცავს ! შენი ღმერთი დიდებული ყოფილა! . იესო ამბობს თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ , ეს დიდება არაფერია , მაგრამ მე განმადიდებს მამაი ჩემი , ვისზედაც ამბობთ ჩვენი ღმერთი არისო , ანუ მოიცა სტოპ სტოპ ! რაო ? ვინ განმადიდებსო? ეხლა თუ შენ იტყვი რომ ეს განდიდება ნიშნავს იმას , რომ იესოს დიდებას მისცემს მამა , მაშ როგორ გავიგოთ იესოს სიტყვები _ თუ მე ჩემს თავს განვადიდებ ეს დიდება არაფერიაო?! შეეძლო ქრისტეს თვისი თავისთვის დიდება მიენიჭებინა ? არანაირად ! რადგან ის თვითმარქვია გამოვიდოდა ; ამიტომ ბუნებრივია იესო საუბრობს ხოტბის შესხმაზე , რასაც მამა მისადმი აღავლენს არა ვალდებულების გამო , არამედ იმის გამო რომ უყვარს და ღმერთად შვა იგი! ნუთუ არ გინახია ისეთი კაცი ქვეყნად , ტავის შვილს რომ არ აქებდეს ?!
მე ისაიას 42 თავი მიგითითე სადაც მამა ღმერთი იესოზე მიუთითებს რომ მის გარდა არავის არ მისცემდა სხვას თავის დიდებას , ხოდა თუ არ იცნობ ანდა არ გესმის ისაიას წინასწარმეტყველება , მაშინ თვით ანგელოსიც რომ ცამოვიდეს და გითხრას , არ ირწმუნებ! ისაიას 35 თავი აHა ღმერთი თქვენი მოვა , მოვა ის და გიხსნით თქვენ ! ვინ მოვიდა ? რათქმაუნდა იესო , რომელიც მამის სახელით მოვიდა , იოანე 8 თავი_ მე მამის ჩემის სახელით მოვედი ! ისაიას 40 თავი აჰა ხმაა მრაღადებლისა უდაბნოსა ზედა განუმზადეთ გზა იაჰვეს , მოუსწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენს ღმერთს ! ვისზე შესრულდა ეს ? იესოზე ! . აღარ გავყვები მთელ რიგ წინასწარმეტყველებებს , რადგან უფლის წყალობით 1054 მუხლი ვიცი ბიბლიიდან კოდურად , ხოლო დანარჩენი მოყოლით ! ასე რომ ჩემი ნათქვამი ალბათ რამედ ღირს.

კიდევ ვიმეორებ თუ ქრისტე ღმერთი არ არის და თუ მამას მისთვის დიდება არ უბოძებია , მაშინ Yველაფერი წყალში იყრება და ღმერთი რჩება დესპოტ მმართველად რომელიც სიყვარულს მოითხოვს ჩვენგან , თავად კი არ გააჩნია სიყვარული ერთი ძის მიმართ რომელიც , მხოლოიშობილი ღმერთია!

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 22 2016, 04:17 AM

esre ars cheshmariteba

ამდენს წერ და ერთი ბიბლიის მუხლი ვერ მოგყავს რომელშიც ვნახავდით რო ვინმე მოციქულებთაგან ქრისტეს განადიდებდეს და ხოტბას ასხამდეს.

ხო ხვდები რო ცდები? რაღატო ჯიუტოფ? smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 22 2016, 09:42 PM

ალაჰუ-აქბარ

მე ბევრი რამ დაგიწერე და ისიც გითხარი თუ რატომ არ განიდიდება ქრისტე მკვდრეთით აღდგომამდე .

და თუ დაჟინებით ითხოვ კარგი აჰა ერთი მუხლიც სახარება იოანესი 8 თავი 50 მუხლი _ აქ იესო ქრისტე ბრძანებს _ კიდევ ვიმეორებ ის უკიდურესად თავმდაბალია და ამიტომ არასოდეს მოითხოვს საკუთარი თავის განდიდებას , რამეთუ ის ღმერთია და ის თავმდაბალია . _- ის ამბობს მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ (ორიგინალ ბერძნულში განდიდებაზეა საუბარი) , არის მძებნელი და განმკითხველი ! შეხედე __ შეეშალა იესოს როცა თქვა არის მძებნელი და განმკითხველი ?! არანაირად ! მან იცოდა რომ მისი სიკვდილის შემდეგ ის უეჭველად დაიმსახურებდა კაცთაგან განდიდებას და სწორედ ამიტომ წინსწრებით თქვა ეს სიტყვები .

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 22 2016, 10:26 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 22 2016, 09:42 PM) *

არ განიდიდება ქრისტე მკვდრეთით აღდგომამდე .
esre ars cheshmariteba
გონი ხვდები ნელნელა რო ცდებოდი. კაია.

ბიბლიური ფაქტია: ქრისტეს არ განადიდებდნენ.

შენი ვარაუდია: შენ გგონია რო აღდგომის მერე ქრისტეს განადიდებენ და ხოტბას ასხამენ როგორც ღმერთს. მომიყვანე 3 მაგალითი რომელშიც გამოჩნდებოდა რო მოციქულები ქრისტეს განადიდებდნენ და ხოტბას ასხამდნენ როგორც ღმერთს. შეგიძლია? მეეჭვება, მაგრამ შანსი გეძლევაართმადიდებლური თვალსაზრისის გასამყარებლად ბიბლიიდან მოიყვნო მიხლები.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 23 2016, 01:27 AM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 22 2016, 11:26 PM) *

esre ars cheshmariteba
გონი ხვდები ნელნელა რო ცდებოდი. კაია.

ბიბლიური ფაქტია: ქრისტეს არ განადიდებდნენ.

შენი ვარაუდია: შენ გგონია რო აღდგომის მერე ქრისტეს განადიდებენ და ხოტბას ასხამენ როგორც ღმერთს. მომიყვანე 3 მაგალითი რომელშიც გამოჩნდებოდა რო მოციქულები ქრისტეს განადიდებდნენ და ხოტბას ასხამდნენ როგორც ღმერთს. შეგიძლია? მეეჭვება, მაგრამ შანსი გეძლევაართმადიდებლური თვალსაზრისის გასამყარებლად ბიბლიიდან მოიყვნო მიხლები.


ქრისტეს პოვნა ადვილი არ არის , უნდა იბრძოლო რომ მასში ღმერთი დაინახო, მერე დაინახო მისი სიყვარული და მერე ამან უნდა აღგძრას რომ ის განადიდო ! მითხარი განა არ იმსახურებს იესო რომ შენ მას განადიდებდე? არ აქვს მას ამის დამსახურება? მან საკუთარი სისხლით და ტკივილით და განცდებით გამოგისყიდა ! ის შენთვის მიემსჭვალა ჯვარზე და დაითმინა ყველანაირი შეურაცხყოფა და ვისი გულისთვის ?! შენი გულისთვის და თავისი მამის გულისთვის ! ხედავ , ამ პიროვნებამ შეარიგა ღმერთი და ადამიანი ! რომ არა ის , მაშ მითხარი ვინ გამოგისყიდიდა ? ღმერთი უკვდავია გახსოვდეს ! ის ვერ გამოგისყიდიდა ! გესმის რამდენად რთულ სიტუაციაში ჩავარდა ღმერთი? ის აბრაამის მსგავსად ვერ მიდის თავისი მონოგენესის ნაცვლად , ვერ მიდის ! არადა იცი როგორ სურდა რომ საკუთარი თავით გამოესყიდე , შენ იცი რომ მამა ღმერთი კიდევ უფრო კაცთმოყვარეა ვიდრე იესო? ის ზეარსია მან შვა ქრისტე , მან აადგმევინა ფეხი თავის ძეს , მან ასწავლა ყველაფერი , მანვე განაწესა ის მემკვიდრედ , მანვე განიზრახა რომ მისი ძის წინაშე მოედრიკა ყველას მუხლი , იმიტომ რომ უყვარს ძალიან ძალიან ! არ შემიძლია ვტირივარ ახლა ამ ბოსტის დაწერისას და არ მყოფნის ძალა რომ გადმოგცე ის თუ რა ძლიერ უყვარს მამას ძე , ამას მეც ვერ ვიაზრებ ცუდად ვხდებიი , და ყველა ქმნილება მუხლს იდრეკს მამისა და ძის შორის არსებული სიყვარულის წინაშე . გესმის რაზე გელაპარაკები?! რად გინდა მუხლი ბიბლიიდან ქრისტეს განდიდების შესახებ , როცა თავად მამა ღაღადებს იმას თუ რაოდენ უყვარს თავისი ძე? მთელი ბიბლია ამას ღაღადებს . ჩვენ ერთი მაცხოვარი გვყავდა , მაგრამ ბიბლია ასახელებს მეორე მაცხოვარს ქრისტეს ! ორი მაცხოვარი? რანაირად? უცნაურია ! პეტრე თავის მეორე ეპისტოლეში ქრისტეს უფალსა და მაცხოვარს უწოდებს და ბევრჯერ იყენებს ამ სიყტყვებს რათა აჩვენოს რომ ეს ქრისტე მამის მიერ არის დადგენილი მაცხოვრად და ბოლოს ამ უფალზე და მაცხოვარზე ამბობს რომ მას ეკუთვნის დიდება მარადის ! თუკი პავლე მოციქული საუბრობს ღმერთზე და ქრისტეზე და ამ ორს განაყენებს ერთურთისგან (ტიტეს 2 თავში) პეტრე მოციქული მხოლოდ ქრისტეს უწოდებს უფალსა და მაცხოვარს . კარგად წაიკითხე 2 პეტრეს ეპისტოლე . და ახლა კიდევ ყურადღება მიაქციე 1 იოანეს 5 ;20 _ იქ იოანე ასახელებს ორს _ღმერთს და ქრისტეს და ამბობს რომ ესენი , არიან ჭეშმარიტი ღმერთი და სიცოცხლე , _ ეხლა თუ ბერძნული სიტყვა უტოს , მიმართულია ღმერთის მიმართ , როგორც უკანასკნელზე ტექსტის წყობაში , მაშინ მე ვერ ვიგებ რატომ თქვა იოანემ დასაწყისში რომ საუკუნო სიცოცხლე იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩუენ ? განა უცნაური არაა რომ დასასრულს კვლავ ბუკვალურად დაასახელოს იოანემ ორი ღმერთი და ქრისტე და საუკუნო სიცოცხლე და ჭეშმარიტი ღმერთი , მხოლოდ ერთს უწოდოს? ! უცნაურია ვერ ვხსნი ! მეორე იოანეს 9 მუხლში კვლავ ბუკვალურად ასახელებს იოანე მამას და ძეს და ღმერთს უწოდებს ამ ორს! შენ იტყვი განა ღმერთი ერთი არაა? რათქმაუნდა ერთია მაგრამ რატომღაც ბიბლიას სურს დაგანახოს რომ მამამ თვისი ძე თავის შემწე ღმერთად გახადა და ეს ორი გახდა განდიდების საგანი . ეს ჩანს სახელ იესოშიც იეჰოვ შუახა მაშიახ ! ანუ იაჰვე მხსნელი ! საქ 4:12 სხვაში არავისში არაა ხსნა , და არც არის მიცემული სხვა სახელი რომლითაც ვცხონდებით ანუ იაჰვე კვლავ ერთადერთი მხსნელია ძის მეშვეობით ახლა. რამეთუ ძეს დაერქვა იაჰვე მხსნელი ! შეხედე იოანე რა კარგად ამბობს 1 წერილი 4 ;14 ჩვენ ვიწამეთ და ვცანით რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად , ანუ მამამ ინება რომ ძესთან ერთად გამოესყიდა კაცობრიობა . ესეიგი ძე მოკვდა ნამდვილად და არაარსში გავიდა და უკვდავმა მამამ აღადგინა ის , და მამა ვერ მოკვდა , რამეთუ ის უკვდავია ! ქრისტემ ეს შეძლო როგორც ქმნილება , ახლა შეხედე ერთურთის გარეშე არცერთს არ შეუძლია გამოსყიდვა კაცობრიობის , ანუ მამა ვერ მოკვდებოდა და ძე ვერ აღდგებოდა რომ არა მამა ! აქვე დააკვირდი იესოს სიტყვებს _ იოანეს 10 თავი _ თავის სიცოცხლეზე ამბობს იესო _ ხელმეწიფება მისი დადება (გაღება ) და ხელმეწიფება მისი კვლავ დაბრუნება . რანაირად? თუ იესო მოკვდა როგორ აღიდგენდა თავს ? ვერანაირად , მაგრამ აქ აჩვენებს იესო რომ ის მამასთან ერთად არის ქუეყნის გამომხსნელი და მამის დაპირება მისადმი რომ თუ მოკვდებოდა კაცთათვის , მას აუცილებლად დაუბრუნდებოდა სიცოცხლე მამისგან , იმდენად უტყუარია რომ ქრისტე თავის ტავს მიაწერს არაარსიდან გამოსვლას , რაც კიდევ ვიმეორებ იმის დასტურია რომ მამა ძესთან ერთად გამოიხსნის კაცობრიობას ! სხვა რაღა ვთქვა , ვიტყვი ძალიან ბევრს და მთლიან ბიბლიას დავამოწმებ ამ ჭეშმარიტებისთვის მაგრამ ვფიქრობ ტექსტი ძალიან დიდი გამოვა და დაგეზარება მისი წაკითხვა, რადგან როგორც ვატყობ გეზარება იესო ქრისტეს აღიარება , რომელიც შენთვის მოკვდა ! ეს უკანასკნელი პოსტი იყო რაც დავწერე შენდამი ალაჰუ აქბარ და მზად ვარ რომ ამ ფორუმის მიღმა დაუსრულებლად გელაპარაკო იმ სიყვარულზე რაც იესოს და მის მამას აქვს ერთურთს შორის და ამას ემყარება მისი ხატი ადამიანი რომელიც ქმნილია მის მსგავსად მამაკაცად და დედაკაცად , რომელთაც ძალიან უყვართ ერთურთი როცა შეუღლდებიან . შედარებას მხოლოდ სიყვარულში ვაკეთებ და არა სქესში! და ამ ორს მამაკაცსა და დედაკაცს ქვია ადამიანი (კაცი ) როგორც ერთი არსება. ისევე როგორც მამა და ძეა ერთი ღმერთი . სულიწმიდას არ ვაღიარებ და არც სამებას გაითვალისწინე. როგორც ევა გამოვიდა ადამიდან , ასევე ძე გამოვიდა მამის მკერდიდან , მისი წიაღიდან ! რა საოცარია ხომ როცა უფალი მართლა თავის მსგავსად ქმნის ადამიანს და სწორედ ძეს ეუბნება რომ შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატადო და შექმნილი ღვთის ხატია (მამის და ძის)

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 23 2016, 01:43 AM

შეიძლება ვცდები , მაგრამ უფალო ამის გარეშე არ შემიძლია შენი მიღება , რადგან ჩემ გულს ამაზე აღმატებული მოძღვრების მიღება არ შეუძლია !

მაპატიე უფალო ! ყველას გასაგონად ვწერ აქ და ახლავე ვინანიებ თუ არასწორად მესმის წერილი ! მე მზად ვარ სხვა ჭეშმარიტების მისაღებად , თუკი ინებებ რომ მე ცოდვილს მაზიარო !


მაპატიე უფალო ღმერთო დიდება შენ და დიდება შენს ჭეშმარიტ გზას !

არ მინდა გავხდე ვინმეს შეცდომაში შეყვანის მიზეზი , უბრალოდ მსურს ყველამ იხილოს ის თუ როგორ გიყვარს შენი ძე მხოლოდშობილი იესო ქრისტე !

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 23 2016, 03:00 AM

esre ars cheshmariteba

არცერთ იმ მუხლში რაც მოიყვანე ზემოთ, არ განადიდებენ ქრისტეს. ვერ შეხელი იმის დამტკიცება რო ამბობდი აღდგომის შემდეგ განადიდებდნენ ქრისტესო.

მე დაგანახვებ ბიბლიით რო ქრისტეს კი არა, მის ღმერთს განადიდებდნენ ქრისტეს მიმდევრები:

მათე 5:16
მათე 15:31
იოანე12:28
საქ 10:46
საქ 11:18
1კორ 6:20

და თუ შენ მაინც ვერ ხედავ ვის განადიდებდნენ ქრისტეს მიმდევრები, მაშინ ცუდად გაქვს საქმე რადგან "ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა" -
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/2korintelta1-7.htm#sthash.Pm1ON7XT.dpuf

იმედს ვიტოვეფ რო ზემოთ რა მუხლებიც დაგიდე მისით დაინახავ რო ღმერთი უნდა განადიდო და ხოტბა შეასხა (გამოცხ. 19:1—4) და არა მისი ძე.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 23 2016, 10:45 PM

მათეს 5:16 , ქრისტე ამ დროს ადამიანია და მისი წარმოდგენა ღმერთად ბუნებრივია ყველას უჭირს რადგან ის მხოლოდ კაცი იყო დედამიწაზე ყოფნისას და არა ხორცშესხმული ღმერთი და გარდა ამისა იესო არ განადიდებს საკუტარ თავს არასდროს რადგან თავმდაბალია .

მათე 15 ;31 ეს წინასწარმეტყველება სრულდება ქრისტეზე ისაიას 35 თავიდან , ამიტომ აქ შენ უნდა აღიარო რომ მოსული არის ღმერთი იაჰვე.

იოანე 12 :28 ამ მუხლამდე 26 მუხლში იესო ამბობს ვინც მე მემსახურება , მას პატივს მიაგებს მამაი ჩემი . უცნაურია, ქმნილება ქრისტეს ემსახურო , თუ ის ღმერთი არაა?! ქრისტე მამის განსადიდებლად მოვიდა და ასევე რჯულის აღსასრულებლად , ამიტომ ვალდებული იყო დამორჩილებოდა და განედიდებინა მამა.

საქ 10:46 ეს მე უფრო მაწყობს , რადგან მანამდე ქრისტეზეა საუბარი რომელიც მამამ განაწესა ყველას მსაჯულად და მისი სახელით მიეტევება ყველა და ბოლოს ყველა ქრისტეს სახელით ინათლება და არა ღმერთის !

საქ 11:18 ეს რა შუაშია ვერ გავიგე!

1 კორ 6;20 დიახ ღმერთმა ქრისტეთი იყიდა მორწმუნე ქრისტიანები და დიახ ყველა მორწმუნის სხეული ქრისტეს სხეულის ნაწილია , რომელიც მწყობრად ნაგებად იმართება . ეფეს ეპისტოლე/

გამოცხ 19 ;1-4 დიახ დიდება იაჰვეს ალლელუიაჰ ნისნავს დიდება იაჰვეს იესო კი იაჰვე მხსნელია .

ვინაიდან შენს მიერ მოყვანილი მუხლები არაფერს ამბობს , ამიტომ მხოლოდ ერთ ადგილს მოგიყვან საქმეთადან 9 : 1_17 წაიკითხე ვინ ეცხადება სავლეს , იესო და ეუბნება რად მდევნი მე ?! მერე სავლე ბრმავდება და ახლა ეს უფალი ეცხადება ანანიას _ ანანია ამ უფალს ეუბნება რომ სავლეს აქვს უფლება მღვდელმთავარტაგან რომ შებორკოს ყველა ვინც შენ სახელს ახსენებსო ! შეხედე სახელ იესოზე მიდის აქ საუბარი . მერე ეუბნება ეს უფალი იესო რომ მე დავადგინე სავლე რათა ჩემი სახელი ატაროს წარმართთა წინაშე და მერე ჰოი საოცრებავ _ მე ვაჩვენებ მას თუ რაოდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისთვის ! ანუ პავლეს ტანჯვა მოუწევს სახელ იესოსთვის , ანუ ამ უფლისთვის . ახლა მითხარი თუ ქრისტე არაა ღმერთი მამასთან ერთად , მაშინ ის რა უფლებით ამბობს რომ ჩემი სახელის გულისთვის უნდა იტანჯოს პავლემო? ცხადზე ცხადია რომ აქ იესო ქრისტე ლაპარაკობს როგორც ღმერთი და მოქმედებს როგორც ღმერთი

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 24 2016, 03:34 AM

ციტატა
ვინაიდან შენს მიერ მოყვანილი მუხლები არაფერს ამბობს ,

esre ars cheshmariteba

ჩემსმიერ მოყვანილი მუხლები თუ შენთვის არაფერს ამბობს, მაშინ ცუდად ყოფილხარ სულიერათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 11:56 AM

"მუდამ მზად იყავი, გული ქრისტეს მიუძღვნა. გიყვარდეს ის, რომელმაც ჯერ თვითონ შეგიყვარა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 12:20 PM

"ქრისტეს სახელით განიწმინდება ჰაერი და ძრწიან ეშმაკნი".

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 24 2016, 10:01 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 24 2016, 04:34 AM) *

esre ars cheshmariteba

ჩემსმიერ მოყვანილი მუხლები თუ შენთვის არაფერს ამბობს, მაშინ ცუდად ყოფილხარ სულიერათ.


ცუდად ვარ კი ძალიან ცუდად ვარ სულიერად და არარაი გამეგება საღმრთო წერილიდან და სრულიად უცხო ვარ ღმერთისთვის , მაგრამ ღმერთი მინდა და მისკენ მივილტვი , აი ეს მაქვს მხოლოდ !

ალაჰუ აქბარ შენ კარგად გცოდნია ძმაო ბიბლია და ჩემნაირ უგუნურთან არც კი გეკადრება საუბარი !

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 25 2016, 05:54 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 24 2016, 10:01 PM) *

ღმერთი მინდა და მისკენ მივილტვი ,
esre ars cheshmariteba

ადამიანი, რომელსაც მართლა ღმერთი უნდა და მისკენ მიილტვის, ღმერთის სიტყვებზე არ ამბობს არაფერიაო. პირიქით, მის სიტყვებს დიდ ყურადღებას აქცევს და გულთან მიაქვს. შენ კი ასე არ იქცევი.

შენ უარყოფ ბიბლიის სიტყვებს, არ უსმენ მას. მე დაგისაბუთე ბიბლიით, რომ ქრისტეს მიმდევრები მხოლოდ მამას, სამყაროსა და ქრისტეს შემოქმედს განადიდებენ და ხოტბას მხოლოდ მას ასხამდნენ. შენ ამ ფაქტს უარყოფ და თან უტიფრად აცხადეფ რო ღმერთი მინდაო. რა გჭირს? სიამაყე ხომ არ გიშლის ხელს სიმართლე აღიარო და გულით მიიღო?

დაუფიქრი ფაქტს, რო ყველა მოციქული მხოლოდ მამა ღმერთს განადიდებს და ხოტბას ასხამს. არცერთი მათგანი არ განადიდებს და არ ასხამს ხოტბას ღმერთის ძეს.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 26 2016, 05:59 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 25 2016, 06:54 AM) *

esre ars cheshmariteba

ადამიანი, რომელსაც მართლა ღმერთი უნდა და მისკენ მიილტვის, ღმერთის სიტყვებზე არ ამბობს არაფერიაო. პირიქით, მის სიტყვებს დიდ ყურადღებას აქცევს და გულთან მიაქვს. შენ კი ასე არ იქცევი.

შენ უარყოფ ბიბლიის სიტყვებს, არ უსმენ მას. მე დაგისაბუთე ბიბლიით, რომ ქრისტეს მიმდევრები მხოლოდ მამას, სამყაროსა და ქრისტეს შემოქმედს განადიდებენ და ხოტბას მხოლოდ მას ასხამდნენ. შენ ამ ფაქტს უარყოფ და თან უტიფრად აცხადეფ რო ღმერთი მინდაო. რა გჭირს? სიამაყე ხომ არ გიშლის ხელს სიმართლე აღიარო და გულით მიიღო?

დაუფიქრი ფაქტს, რო ყველა მოციქული მხოლოდ მამა ღმერთს განადიდებს და ხოტბას ასხამს. არცერთი მათგანი არ განადიდებს და არ ასხამს ხოტბას ღმერთის ძეს.

შეიძლება სიამაყეც მიშლის ხელს მაგრამ , რა ვაღიარო? როგორ დავდგე ჩემს გრძნობებზე მაღლა? მე ადამიანი ვარ! არ შემიძლია მივიღო ის რაც ჩემს გულს ვერ ეხება , თუ ღმერთი ჩემს გულს ვერ ეხება , ის ღმერთი არ არის ! მე უკიდურესად კაცთმოყვარე ღმერთს ვიცნობ მხოლოდ და ეს მამა და ძეა ერთად , სხვა გამოსავალი არსად არ არის , გამოსავალი მარტო მამისა და ძის აღიარებაშია , ეს არის ბიბლიის სწავლება , მე სხვა ბიბლია არ მწამს blink.gif

თუ მამას ძე საკუთარ თავზე მეტად არ უყვარს , მაშინ უცნაურია ასეთი ღმერთი გიყვარდეს , უცნაურია შეიყვარო ღმერთი რომელიც ქმნილებას , ვიღაცას აგზავნის და მას ატეხს თავს ყველა ტანჯვას თავად კი ზის ზეციურ სავანეებში მშვიდად . შენ იწამებ ასეთ ღმერთს ? ცოდო არ იყო იესო ქრისტე როცა ღვთის მაგინებლების რისხვა დაატყდა მას თავად? ღმერთი ამბობს უმიზეზოდ მომიძულეს და ეს ძეზე სრულდება , რაც იმას მოწმობს რომ ძეში მოვიდა ღმერთი

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 26 2016, 08:04 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 26 2016, 05:59 PM) *

შეიძლება სიამაყეც მიშლის ხელს
esre ars cheshmariteba

ხოდა, გამოიკვლიე შენი თავი და მოიშორე ის რაც ხელს გიშლის. განა ეს ჩემი სიტყვებია: თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. - http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-5.htm#sthash.bDlr21Jf.dpuf

დროულად იმოქმედე.

ციტატა
მაგრამ , რა ვაღიარო?
ის ფაქტი, რაზეც მიგანიშნე. სახელდობრ: ქრისტეს მიმდევრები მხოლოდ მამას, სამყაროსა და ქრისტეს შემოქმედს განადიდებენ და ხოტბას მხოლოდ მას ასხამდნენ.

ციტატა
როგორ დავდგე ჩემს გრძნობებზე მაღლა? მე ადამიანი ვარ!

უნდა განუდგე შენ თავს. აკი გიწერიათ ბიბლიაში ქრისტეს სიტყვები: "ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს". მოუსმინე ქრისტეს თუ ქრისტიანი ხარ.

ციტატა
არ შემიძლია მივიღო ის რაც ჩემს გულს ვერ ეხება , თუ ღმერთი ჩემს გულს ვერ ეხება , ის ღმერთი არ არის !

აკი გიწერიათ ბიბლიაში: "ცბიერია გული კაცისა, უკუღმართია". ეხლა დაფიქრდი, უსმენ ცბიერ, უკუღმართ გულს და უარყოფ ბიბლიის მოწოდებას. ღმერთი თუ არ შეუშვი გულში, ღმერთის ბრალი კი არა შენი ბრალი იქნება გულს რომ ვერ ეხება, ცბიერ გულს.

ციტატა
მე უკიდურესად კაცთმოყვარე ღმერთს ვიცნობ მხოლოდ და ეს მამა და ძეა ერთად , სხვა გამოსავალი არსად არ არის , გამოსავალი მარტო მამისა და ძის აღიარებაშია , ეს არის ბიბლიის სწავლება , მე სხვა ბიბლია არ მწამს
მეც მაგისკენ მოგიწოდებ. აღიარე მამაც და ძეც, მაგრამ ძეს ნუ განადიდებ და ნუ ასხმაბ ხოტბას. ძემ გითხრა რომ "მამაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი".
ციტატა

ვიღაცას აგზავნის

აი თურმე რაში ყოფილა საქმე! ღმერთის ძე ვიღაცა არაა. ის ღმერთის შვილია, რომელიც ისე უყვარს ღმერთს რო შენთვის გაწირა. (იოანე 3:16). რანაირი ქრისტიანი ხარ ღმერთის ძეს ვირაცად მიიჩნევ?! არ გერიდება მაინც? სულ ცოტათი მაინც?
ციტატა
და მას ატეხს თავს ყველა ტანჯვას

ღმერთს არ დაუტეხია თავზე თავისი შვილისთვის არანაირი ტანჯვა და ბოროტება. მის ქმნილებებს სატანა შეიტანა ატეხს თავს ყოველგვარ ბოროტებას და უბედურებას.

ციტატა
თავად კი ზის ზეციურ სავანეებში მშვიდად .
მშვიდად არა, ძალიან განიცადა თავისი მსახური ქრისტეს სიკვდილის გამო. და რო განიცადა, ეს ბევრ ნაირათ გამოვლინდა. მიწისძვრებით, ტაძრის ფარდის ჩახევით, ცის დაბნელებით და აშ.
ციტატა

შენ იწამებ ასეთ ღმერთს ?

შენ როგორიც აღწერე ეგეთი არაა ქრისტეს ღმერთი.

ციტატა
ძეში მოვიდა ღმერთი

მაგას არ ქადაგებენ მოციქულები. რატო იტყუებ თავსა? ძეში კი არ მოვიდა ღმერთი, ძემ მოგვითხრო ღმერთის შესახებ.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 26 2016, 09:51 PM

ალაჰუ-აქბარ .

ახლა სულიწმიდამ გამომიცხადა რომ შენ იეჰოვას მოწმე ხარ და რატომ მალავ შენს თავს?

იეჰოვას არ უყვარს შენიღბული მსახურები !

მე კარგად ვიცნობ საზოგადოება საგუშაგო კოშკს და მის სწავლებას და მისი სწავლების აფსოლუტური დაცვაც ძალმიძს.

არ მიჭირს შენი ამოცნობა .

ახლა კი გეტყვი ერთს _ შენ ჩემი პოსტები არ წაგიკითხავს , არამედ ზერელედ გადახედე იმიტომ რომ ორგანიზაცია კრძალავს სხვა ნებისმიერი ცრუ სწავლების წაკითხვას ან განხილვას . მოიხსენი საგუშაგო კოშკის სათვალე და ბიბლიას ჩაუკვირდი ! მე საგუშაგო კოშკის უამრავი ჟურნალი მაქვს წაკითხული და მჯეროდა რომ მივიღებდი პასუხს თუ ვინ იყო სინამდვილეში ქრისტე , მაგრამ ამაოდ , მხოლოდ ლაფის გადასხმა ქრისტეზე და უბადრუკ ქმნილებად შერაცხვა, რომელიც იეჰოვას მსახურია მხოლოდ და სხვა არაფერი !

არ ვიცი ახლა სად ვარ მაგრამ მადლობელი ვარ პასტორი რასელის სიტყვებისა _კაცი ქრისტე იესო მკვდარია უკუნითი უკუნისამდე ! და მადლობელი ვარ ელენ უაითისა რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში რაც ახლა მწამს ! რომ არა ელენ უაითი და მე7 დღის ადვენტისტური ეკლესია , დღეს იეჰოვას მოწმეების ხსენებაც არ იქნებოდა ! ერთადერთი წინასწარმეტყველი ვისაც დღეს ვაფასებ ეს ელენ უაითია . რაც შეეხება პასტორ რასელს , ძალიან მიყვარს ეს კაცი.

ჩემი რჩევაა ბიბლია გამოიკვლიო და არა საგუშაგოს პუბლიკაციები , რომელიც ყოველთვის გაურბის ქრისტეს !

ადრე თუ გვიან შეიძლება დავბრუნდე საზოგადოებაში , მაგრამ რაც დრო გადის კიდევ უფრო მიჭირს რადგან იესო ქრისტე დღითი_დღე მიყვარდება და ამ სიყვარულს და სიხარულს ვერავინ წამართმევს!

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 26 2016, 10:18 PM

esre ars cheshmariteba

ეხლა უკვე ნამეტანი გაუბერე. ვეცადე ბიბლიით დამენახებინა ვინ უნდა განადიდო და რატო. უშუალოთ ქრისტეს სიტყვებით აგიხსენი. იმის ნაცვლათ ბიბლიისთვის ყური დაგეგდო, პასტორი რუსელი მიყვარსო მწერ. კარგათ იფიქრე რაც წინა პოსტში აგიხსენი.
ქრისტემ თქვა: "ვინც ღვთისგან არის, ისმენს ღვთის სიტყვებს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ".

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 27 2016, 01:22 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 26 2016, 11:18 PM) *

esre ars cheshmariteba

ეხლა უკვე ნამეტანი გაუბერე. ვეცადე ბიბლიით დამენახებინა ვინ უნდა განადიდო და რატო. უშუალოთ ქრისტეს სიტყვებით აგიხსენი. იმის ნაცვლათ ბიბლიისთვის ყური დაგეგდო, პასტორი რუსელი მიყვარსო მწერ. კარგათ იფიქრე რაც წინა პოსტში აგიხსენი.
ქრისტემ თქვა: "ვინც ღვთისგან არის, ისმენს ღვთის სიტყვებს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ".


შენ მეუბნები ნამეტანი გაუბერეო , რაც იმას ნიშნავს რომ ღვთის სული შორსაა შენგან! შენ რომ მოკრძალებით და პატივისცემით მოგემართა და აგეხსნა ჩემთვის ბიბლიის სინათლე , მაშინ ნამდვილად დაგიჯერებდი , მაგრამ როგორ გგონია თუ ვინმეს ეუბნები გაუბერეო და მერე ბიბლიაზე ესაუბრები , დაგიჯერებს? დაე მათი ნაყოფით სცანით ისინი!

მე კუალად უკიდურესად ვიდრეკ თავს შენს წინაშე და გეუბნები რომ ბიბლიაზე მაქვს გათენებული და დაღამებული , რაც იმას ნიშნავს რომ მიყვარს წმინდა წერილი და მიყვარს მამა და ძე და ყოველთვის ვეცდები გავაკეთო ის რაც მათგან მისწავლია! მე არ ვამბობ რომ სწორად მესმის წერილი , მე მიყვარს ის და მინდა გავიგო და თუ შენ უპატიომყოფ და თავმდაბლურად არ მიხსნი წმინდა წერილს , მაშინ იოანეს სიტყვებს დავიმოწმებ _ ამით ამოიცნობიან ღმრთის შვილნი და ეშმას შვილნი, ყოველი , ვინც კი არ იქმს სიმართლეს, იგი არა არს ღმრთისაგან და ის ვისაც თავისი ძმა არ უყვარს !

მე მორწმუნეებს დავუჯერებ ვინც თავმდაბლობითაა შემოსილი და თუ შენც გსურს მოგისმინო , მაშინ პატივისცემა გამოიჩინე და მერე ილაპარაკე ბიბლიაზე !

მეც დავუშვი შეცდომები აქ ფორუმზე , მაგრამ , მას მერე გავიზარდე სულიერად , და აქ მყოფმა ფორუმის წევრებმა დიდი გავლენა იქონიეს ჩემზე , რისთვისაც ქედს ვიხრი და მადლობას ვუხდი ყველა ფორუმის წევრს ვისთანაც დიალოგში შევედი wub.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 27 2016, 10:26 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 27 2016, 01:22 PM) *

შენ მეუბნები ნამეტანი გაუბერეო , რაც იმას ნიშნავს რომ ღვთის სული შორსაა შენგან!

esre ars cheshmariteba


შენ ცილი დამწამე იეჰოველი ხარო და თან აქეთ მიმტკიცებდი რუსელი კაი კაცია მიყვარსო. მაგას ქვია გაუბერე და რახანც გაუბერე მოგწერე რო გაუბერე ანუ ნამეტანი შეტოპე.

ციტატა
მიყვარს წმინდა წერილი და მიყვარს მამა და ძე და ყოველთვის ვეცდები გავაკეთო ის რაც მათგან მისწავლია!

მათგან ნასწავლს უარყოფ. უფალი გელეპარაკება წმინდა წერილით რო ხოტბა და დიდება მხოლოდ ღმერთს უნდა შეასხა. შენ კი ღმერთის გვერდით მის ქმნილებასაც აღმერთეფ. ღმერთს არ უყვარს ქმნილების გამღმერთებლის საქციელი.

ციტატა
მე არ ვამბობ რომ სწორად მესმის წერილი ,

თუ იტყვი არ იქნები მართალი იმიტო რო არასწორეთ იგებ მას.


მე მიყვარს ის და მინდა გავიგო და თუ შენ უპატიომყოფ და თავმდაბლურად არ მიხსნი წმინდა წერილს , მაშინ იოანეს სიტყვებს დავიმოწმებ _ ამით ამოიცნობიან ღმრთის შვილნი და ეშმას შვილნი, ყოველი , ვინც კი არ იქმს სიმართლეს, იგი არა არს ღმრთისაგან და ის ვისაც თავისი ძმა არ უყვარს !

ციტატა
მე მორწმუნეებს დავუჯერებ ვინც თავმდაბლობითაა შემოსილი

ცილს ნურარ დამწამეფ და პატივისცემასაც დაიმსახურეფ. მე არ ვარ არც იეჰოველი და არც კათოლიკი..

ციტატა
მეც დავუშვი შეცდომები აქ ფორუმზე , მაგრამ , მას მერე გავიზარდე სულიერად ,

არ ვიცი რატო თვლი მასე რო ვითომ გაიზარდე სულიერათ. სულიერათ გაზრდილები ცილს არ სწამებენ სხვებს.

შენ თავმდაბლობას არ ავლენ იმით რო არ ღებულოფ ბიბლიის სიტყვებს ანუ ღმერთის სიტყვებს. ქმნილებას ეთაყვანები. შეგინდოს შენმა ღმერთმა.

პოსტის ავტორი: konstantin Logos თარიღი: Feb 28 2016, 01:42 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ახლა სულიწმიდამ გამომიცხადა რომ შენ იეჰოვას მოწმე ხარ და რატომ მალავ შენს თავს?

მართალი ხარ. ეს ადამიანი არის "დაისი" forum.ge -დან, რომელიც ადრეც და ახლაც იეჰოვას მოწმეების სწავლებებს ქადაგებს. ადრე შემოდიოდა A-G-A-P-E - ს ნიკით. ცოტა რამ იცის ისლამზე, ამიტომაც ინიღბება პროისლამური მოწოდებებით, სინამდვილეში იეჰოვას მოწმეა, რომელიც არცხვენს პასტორი რასელის სახელსაც თანამოსაუბრის უპატივცემლობით.

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 28 2016, 03:21 AM

ციტატა(konstantin Logos @ Feb 28 2016, 01:42 AM) *

esre ars cheshmariteba
მართალი ხარ. ეს ადამიანი არის "დაისი" forum.ge -დან, რომელიც ადრეც და ახლაც იეჰოვას მოწმეების სწავლებებს ქადაგებს. ადრე შემოდიოდა A-G-A-P-E - ს ნიკით. ცოტა რამ იცის ისლამზე, ამიტომაც ინიღბება პროისლამური მოწოდებებით, სინამდვილეში იეჰოვას მოწმეა, რომელიც არცხვენს პასტორი რასელის სახელსაც თანამოსაუბრის უპატივცემლობით.

შენ ავათ ხარ. biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 28 2016, 06:00 PM

ციტატა(konstantin Logos @ Feb 28 2016, 02:42 AM) *

esre ars cheshmariteba
მართალი ხარ. ეს ადამიანი არის "დაისი" forum.ge -დან, რომელიც ადრეც და ახლაც იეჰოვას მოწმეების სწავლებებს ქადაგებს. ადრე შემოდიოდა A-G-A-P-E - ს ნიკით. ცოტა რამ იცის ისლამზე, ამიტომაც ინიღბება პროისლამური მოწოდებებით, სინამდვილეში იეჰოვას მოწმეა, რომელიც არცხვენს პასტორი რასელის სახელსაც თანამოსაუბრის უპატივცემლობით.


სულიწმიდამ მაუწყა მეთქი და აბა სულიწმიდა რანაირად შეიძლება ტყუოდეს?! blink.gif

ამ ბოლოს აღარ მიჭირს ქრისტეს ჭეშმარიტი ძმების ამოცნობა , რამეთუ წმინდა წერილი და სულიწმიდა ბევრ რამეს მიმოწმებს! იეჰოვას მოწმეებს ქვაბში მოხარჩულს ვიცნობ , თუმცაღა ეს პიროვნება ალაჰუ აქბარი ან ცრუ მოწმეა ან უბრალოდ საზოგადოება საგუშაგო კოშკის მოძღვრების სწამს .

არის მთელი რიგი საკითხები რაშიც მეც ვეთანხმები საგუშაგოს , მაგრამ ქრისტეს რაც შეეხება აქ წერტილს ვსვავ ჩემსა და საზოგადოებას შორის.

როგორაც არ უნდა შეალამაზო მოძღვრება , ერთ რამეს მაინც ვერ გაექცევი _ ქრისტე ღმერთია ! და ის მამასთან ერთად არის ყოველთვის blink.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 28 2016, 06:54 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 28 2016, 06:00 PM) *

ეს პიროვნება ალაჰუ აქბარი ან ცრუ მოწმეა ან უბრალოდ საზოგადოება საგუშაგო კოშკის მოძღვრების სწამს .

esre ars cheshmariteba

იმკითხავე. biggrin.gif ამდროს არც ერთის მწამს და არც მეორის. ის რაც სულიწმინდა გეგონა სხვა ვიღაცამ გალაპარაკა. გაცდუნა. სულიწმინდა არ აცთუნებს მე როგორც მახსოვს ახალი აღთქმიდან. მაცდუნებლად სხვა ვიღაცაა აღწერილი. მგონი უნდა ხვდებოდე ვინც გაცდუნა. smile.gif

ციტატა
ქრისტე ღმერთია ! და ის მამასთან ერთად არის ყოველთვის

შენივე ბიბლიის თანახმათ ქრისტე ღმერთის ძეა, ღმერთის მსახური და ქმნილი. ზეცად შექმნა და დედამიწაზე კაცათ მოავლინა. შენ კი ქმნილებას აღმერთებ. blink.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 28 2016, 09:19 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 28 2016, 07:54 PM) *

esre ars cheshmariteba

იმკითხავე. biggrin.gif ამდროს არც ერთის მწამს და არც მეორის. ის რაც სულიწმინდა გეგონა სხვა ვიღაცამ გალაპარაკა. გაცდუნა. სულიწმინდა არ აცთუნებს მე როგორც მახსოვს ახალი აღთქმიდან. მაცდუნებლად სხვა ვიღაცაა აღწერილი. მგონი უნდა ხვდებოდე ვინც გაცდუნა. smile.gif
შენივე ბიბლიის თანახმათ ქრისტე ღმერთის ძეა, ღმერთის მსახური და ქმნილი. ზეცად შექმნა და დედამიწაზე კაცათ მოავლინა. შენ კი ქმნილებას აღმერთებ. blink.gif



ჰო ქრისტე ღმერთის ძეა ! ჰო ქრისტე ღმერთის ქმნილია! ჰო ქრისტე ღმერთის მსახურია !

ჰო ქრისტეა ის ვისაც შენი სული და სიცოცხლე გარდასცცა მამამ . ის ბრძანებს როგორაც მამა აღადგენს მკვდართა , აგრეთვე ძეცა აღადგენს და აცოცხლებს იმას ვინაცა სურს !
ჩანს რომ აფსოლუტური ძალაუფლება აქვს ჩაბარებული ქრისტეს ღმერთისგან . შენ გშურს ქრისტესი , რომელსაც მამამ მისცა ყოველივეე ! სწორედ ქრისტესი შურდა სატანას რომელიც მესამე იყო ძალაუფლებით მამისა და ძის შემდეგ და ვინაიდან მამამ ძეს გარდასცა ყველაფერი , სწორედ ეს შეშურდა სატანას და დაიწყო უფლის წინააღმდეგ ბრძოლა .

რატომ უნდა შურდეთ დღეს იმისა რომ ქრისტეს მისცა მამამ ყველაფერი ?! რატომ ? რისთვის? განა ეს არ აჩვენებს მამა ღმერთის მიერ გამოვლენილ უკიდურეს სიყვარულს ყველა ქმნილების მიმართ? განა აქედან არ გვაქვს გულდაჯერება ღმერთის მიმართ და განა ქრისტეს მეოხებით არ გვაქვს მისადგომი ღმერთთან? თუ მე რაღაცის მიცემა მენანება სხვისთვის , ესეიგი მე სიყვარული არ გამაჩნია , იმიტომ რომ , თუ მიყვარს , მე ყველაფერი უნდა გავიღო მისთვის ! რა ასე არ არის ? მე მიყვარს ერთი ადამიანი განსაკუთრებით და მზად ვარ რომ მისთვის ყველაფერი გავიღო , მე მზად ვარ რომ მისი გულისთვის სიცოცხლეც გავიღო , მზად ვარ ! განა ამას არ ამბობს იოანე _ თუ მან საკუთარი თავი დასდო , მაშინ ჩვენც გვმართებს რომ ჩვენი სულები გავიღოთ ძმათათვის , აი ესაა ქრისტიანობა და არა კათედრიდან გულმხურვალე ქადაგებანი და მოწოდებანი და თვალთმაქცური სიყვარული გამორჩენის მიზნით და სხვანი . თუ ქრისტიანობა სულის დადება ანუ თავგანწირვაა ერთურთის მიმართ ?! მაშინ პირველი ვინც ეს გააკეთა იესო ქრისტეა და სწორედ ამიტომ არის ყველაფერში პირველი , ყველაფერშიიი , როგორც პავლე ამბობს რომ ყველაფერში პირველობა ქონდეს მას.

ამაზე დგას ქრისტიანობა _ მამა ღმერთს უყვარს თვისი ძე საკუთარ თავზე მეტად და ძემ შეიყვარა კაცობრიობა საკუთარ თავზე მეტად და სული დადო მისთვის და კაცობრიობამ შეიყვარა ქრისტე და თავს სწირავს მისთვის , ამ ყველაფრით განიდიდება მამა რომელიც ამ ყოველივეს საფუძველს უდებს ! აბა პავლე რომ ამბობს ღმერთი სიყვარულს იმით გიმტკიცებს რომ ქრისტე მოკვდაო შენთვის , ეს რას ნიშნავს ან რას ქვია ? ეს სიყვარულია მაშინ თუ ეს ქრისტე ღმერთს საკუთარ თავზე მეტად უყვარს და მაინც გაიღო შენთვის თორემ თუ თავის ტავზე წინ არ აყენებს ქრისტეს ღმერთი , მაშინ ქრისტე ყოფილა ყველაზე ზეარსი და ზეაღმატებული და მის ფონზე მამა ღმერთი , ჩანს ვიღაც გაურკვეველ არსებად , რომელიც რისთვის უნდა შეიყვარო , ვერ გამიგია ?! blink.gif




ვინაიდან გააფთრებით ვებრძვი სამების დოგმატს და სულის უკვდავების მოძღვრებას , სწორედ ამიტომ ვუდებ საფუძველს მოძღვრებას იმის შესახებ რომ მამა და ძეა მხოლოდ ღმერთი ერთურთის თანაშეწევნით და მამა ძეს საკუთარ თავზე წინ აყენებს ! ასევე ის რომ ძე გადის არაარსში , ანუ ის მხოლოდ კაცად გვევლინება და ნამდვილად კვდება (სული მოკვდავია) და მამის ძალმოსილებით ის კვლავ არსში შემოდის და იღებს ძალაუფლებას ყოველივე ხორციელზე !

აი ესაა რასაც ვქადაგებ და რაზეც მთელი ჩემი რწმენა მაქვს დაშენებული და თუ ეს წამართვით , მაშინ ყველაფერი წყალში მეყრება და ჩემი რწმენა რაც ავაგე 17 წლის განმავლობაში ბიბლიაზე მთლიანად კვდება ! მაშ სად წავიდე და ვისთან მივიდე ? სხვა გამოსავალი არსად არ მაქვს ! ვერ ვხვდები ღმერთის ნებას

ჩემს პოსტებს ბოლოში რომ ვაწერ _ იესოს ბოლო ჟამის ეკლესია ! ამას უკვე მექანიკურად ვაკეთებ , იმის საჩვენებლად რომ ვეძებ სულ სხვას სხვა ქრისტიანობას , რომელიც არსად არ არის sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 11:12 AM

"როგორც გულია მთელი ორგანიზმის ცენტრი, ისეა ქრისტე ეკლესიის გული და ცენტრი".

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 29 2016, 02:30 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 28 2016, 09:19 PM) *

ჰო ქრისტე ღმერთის ძეა ! ჰო ქრისტე ღმერთის ქმნილია! ჰო ქრისტე ღმერთის მსახურია !

esre ars cheshmariteba

ქმნილების თარყავნისცემა კერპთაყვანისცემაა ქრისტეს მოძღრების თანახმათ.

"რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა". -http://holybible.ge/bible/georgian/book-1-52-1-25-2-geo-4-geo--0

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 29 2016, 08:04 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 29 2016, 02:30 PM) *

esre ars cheshmariteba

ქმნილების თარყავნისცემა კერპთაყვანისცემაა ქრისტეს მოძღრების თანახმათ.

"რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა". -http://holybible.ge/bible/georgian/book-1-52-1-25-2-geo-4-geo--0

აქ საუბარია ქრისტიანობის მთავარ მორალზე , რომ უნდა განდიდდეს მხოლოდ ღმერთი უქმნელი და არა სხვა ნებისმიერი !
მაგრამ ქრისტე არაა ვიღაც , მე მამიდან გამოვედი , მე და მამაი ერთიდაიგივე ვართ და ასე შემდეგ . იესო მამის წიაღიდანაა გამოსული , ანუ მამა ღმერთის საკუთრებაა გესმის? პავლე ხომ ამბობს _თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, აი ქრისტე კი ღვთისაა! ანუ ეს ქრისტეა შექმნილი მარტო ღმერთად ის მხოლოდშობილი ღმერთია , ბერძნულში პირდაპირ წერია რომ ის მხოლოდშობილი ღმერთია , ანუ ერთადერთი ღმერთი ვინც ღმერთმა შვა , ხოლო სხვა დანარჩენი არის მადლისმიერი ღმერთი , მაგალითად ანგელოზები .

ამიხსენი რას ნიშნავს მხოლოდშობილი ღმერთი ? და მიპასუხე შეუძლია თუ არა ღმერთს შექმნას სხვა და ღმერთი უწოდოს? ან რატომ ამბობს დავითი იესოზე რომ ტახტი შენი ღმერთო , უკუნითი უკუნისამდეა და ამიტომ გცხო შენ ღმერთმა , შენმა ღმერთმა შენს თანამოზიარეებზე მეტად ! აი შეხედე სახეზე ორი ღმერთი გვყავს ! ორი ღმერთი როგორ? ერთი უნდა იყოს უქმნელი და მეორე მისი წიაღიდან გამოსული და თუ ეს ასე არაა მაშინ წმინდა წერილს შეცდომაში შევყავართ , რადგან ზღვა მუხლებს მოგიყვან ბიბლიიდან სადაც ქრისტეც ღმერთია და აფსოლუტურად იგივე პოზიციას იკავებს რასაც მისი მამა blink.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 1 2016, 02:37 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 29 2016, 08:04 PM) *

აქ საუბარია ქრისტიანობის მთავარ მორალზე , რომ უნდა განდიდდეს მხოლოდ ღმერთი უქმნელი და არა სხვა ნებისმიერი !


მაგას გიხსნი ამდენი ხანია რო ქმნილების თარყავნისცემა კერპთაყვანისცემაა ქრისტეს მოძღრების თანახმათ. მნიშვნელობა არააქ ღმერთის პირმშო ქმნილბას გააღმერთებ თუ უკანასკნელ
ქმნილებას.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 1 2016, 08:35 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 1 2016, 02:37 AM) *

მაგას გიხსნი ამდენი ხანია რო ქმნილების თარყავნისცემა კერპთაყვანისცემაა ქრისტეს მოძღრების თანახმათ. მნიშვნელობა არააქ ღმერთის პირმშო ქმნილბას გააღმერთებ თუ უკანასკნელ
ქმნილებას.

მე არ ვაღმერთებ , მამა ღმერთი აღმერთებს თავის ძეს და მეც მინდა მწამდეს და მიყვარდეს იესო ქრისტე. არ ვიცი მაგრამ რატომ მიყვარს იესო ქრისტე ? რატომ? რამ განაპირობა ის რომ მე ის უფრო მეტად შიყვარს , ვიდრე მისი მამა? ვერ ვხსნი არ ვიცი ვერ გეტყვი , ეს თავისთავად მოხდა როცა ბიბლიას ვუღრმავდებოდი , მაშ განა უსამართლობა არაა რომ ღმერთს შეცდომაში შევყავდე? ბიბლია ისეა დაწერილი , რომ შეუძლებელია ქრისტე არ შეგიყვარდეს მთელი გულით და თუ ეს ვინმეს არ შეუძლია ,, მაშინ მგონია რომ ის ქრისტიანი ვერ იქნება !

ქრისტიანობის მთავარი არსი და დედაბოძი არის ის რომ მამა საკუთარ თავზე წინ აყენებს ძეს , რამეთუ ძლიერ უყვარს ის , ეს არის სიყვარული რომელიც მარტო ღმერთს შეუძლია ! ეს არის ქრისტიანობა და თუ ამას ვერ გაიაზრებ შენ ვერასოდეს ვერ გახდები ქრისტიანი!

ეს არის რაც არ სწამს ქვეყნიერებას და მოვა დრო როცა ამას მიხვდება , მე კი სრულიად მარტო ვარ sad.gif sad.gif

დღეს ისე ცუდად ვარ როგორც არასდროს , ყველაზე ცუდად და ცუდ ვითარებაში , მაგრამ გამოსავალს ღმერთში ვპოვებ ! sad.gif აქამდე ყველას მხარს ვუჭერდი და ყველას ვამხნევებდი , მაგრამ მომივიდა ჟამი როცა თავად აღმოვჩნდი გამოუვალ სიტუაციაში ! არ ვიცი რა ვქნა არ ვიცი . გთხოვთ ყველა ფორუმელს რომ ილოცოთ ჩემთვის , რამეთუ ძალიან დიდი ძალა აქვს მართლის ძლიერ ლოცვას ! sad.gif დიდება იესოს და დიდება მის მამას !

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 1 2016, 11:41 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 1 2016, 08:35 PM) *

მე არ ვაღმერთებ , მამა ღმერთი აღმერთებს თავის ძეს

esre ars cheshmariteba

ისევ გეშლება. მამა ღმერთი თვითონაა ღმერთი და არავის არ აღმერთებს. შენ რაც გწამს და ქადაგებ, ეგ არაა ქრისტიანობა.

ციტატა
და მეც მინდა მწამდეს და მიყვარდეს იესო ქრისტე.

ღმერთს სურს რომ მისი შვილის გწამდეს, მაგრამ მას არ სურს რომ მისი შვილი გააღმერთო.

ციტატა
რამ განაპირობა ის რომ მე ის უფრო მეტად შიყვარს , ვიდრე მისი მამა?
რამ და ღმერთის შესახებ არასწორმა თვალსაზრისმა.

ციტატა
ვერ ვხსნი არ ვიცი ვერ გეტყვი ,
მე ვიცი რატომაც და უკვე დაგიწერე.

ციტატა
განა უსამართლობა არაა რომ ღმერთს შეცდომაში შევყავდე?

უსამართლობა იქნებოდა ღმერთს რომ შეცდომაში შეეყვანე, მაგრამ მან დაგიწერა, რო მისი შექმნილია ძე და რომ მხოლოდ მამას უნდა სცე თაყვანი და განადიდო. შენ კი არ უსმენ ღმერთს და მკრეხელოფ.

ციტატა
ბიბლია ისეა დაწერილი , რომ შეუძლებელია ქრისტე არ შეგიყვარდეს მთელი გულით და თუ ეს ვინმეს არ შეუძლია ,, მაშინ მგონია რომ ის ქრისტიანი ვერ იქნება !
გეთანხმები, ისეა აღწერილი ღმერთი, მისი ძე და მისი მიმდევრები რო შეუძლებელია არ შეგიყვარდნენ. smile.gif


ციტატა
ქრისტიანობის მთავარი არსი და დედაბოძი არის ის რომ მამა საკუთარ თავზე წინ აყენებს ძეს ,
საკუთარ თავზე წინ არ დაუყენებია ღმერთს არცცერთი თავისი ძე.
ციტატა

მე კი სრულიად მარტო ვარ sad.gif sad.gif

მარტოც იქნები, სანამ არ მისცემ ღმერთს იმის საშუალებას რო თავის ხალხთან ურთიერთობით დატკბე. ეჯიუტები ღმერთს. შედეგიც ცუდი გაქვს, არასასიამოვნო.

ციტატა
დღეს ისე ცუდად ვარ როგორც არასდროს , ყველაზე ცუდად და ცუდ ვითარებაში ,
არც მიკვირს. ის ვინც ღმერთს არ უსმენს, ცუდადაა.

ციტატა
მომივიდა ჟამი როცა თავად აღმოვჩნდი გამოუვალ სიტუაციაში !
არ მიკვირს.



პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 2 2016, 07:36 PM

ალაჰუ-აქბარ ვინ ხარ რა გწამს? მიტხარი რა , რომ ვიცოდე ვისთან მაქვს საქმე ,?! თუ იეჰოვას მოწმე არა ხარ მაშ ვინ ხარ? blink.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 2 2016, 08:22 PM

esre ars cheshmariteba

1 ღმერთის მწამს. დანარჩენი არ მაინტერესებს. რელიგიებს არ მივდევ.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 2 2016, 09:52 PM

ალაჰუ-აქბარ რელიგიებს არც მე მივდევ მაგრამ მე ერთი ღმერთი და ერთი მხოლოდშობილი ღმერთი მწამს , ანუ მიდგომა მაქვს ასეთი _ ღმერთი და მამა არის ყოვლადდაუსაბამო ხოლო მისი ძე მხოლოდშობილი არის დასაბამად შობილი დროში და თუ ღმერთი ჭეშმარიტია , მაშასადამე მისი ნამდვილი ძეც ჭეშმარიტი ღმერთია . იესო ქრისტე არის მამის ნამდვილი ძე და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ბუნებრივია რომ ის მემკვიდრეა და ღმერთს სურს რომ მისმა ქრისტემ იხელმწიფოს და იუფლოს ყველა ქმნილებაზე . არ ვამბობ რომ ძე იგივე მამაა , ან ძე თავისთავად არის მამის სწორი , არა პირიქით ძე მამისგან იღებს ყოველივეს სიყვარულით , ესაა სულ რაც მწამს და მარტივად გიწერ და ბიბლიიდანაც გაჩვენე

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 3 2016, 10:40 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 2 2016, 09:52 PM) *

მამა არის ყოვლადდაუსაბამო ხოლო მისი ძე მხოლოდშობილი არის დასაბამად შობილი დროში

esre ars cheshmariteba

-დასაბამად შობილი დროში- რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 3 2016, 09:07 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 3 2016, 11:40 AM) *

esre ars cheshmariteba

-დასაბამად შობილი დროში- რას ნიშნავს?

იმას , რომ ქრისტე შექმნილია დროში. დრო თანამარადიულია ღმერთისა , ხოლო ქრისტე შექმნილია დროში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2016, 09:31 PM

ალაჰუ-აქბარ
esre ars cheshmariteba

ბავშვებო, მართლმადიდებლები გახდით და ყველა თქვენ კითხვას პასუხი გაეცემა, იპოვით ჭეშმარიტებას, ასეთი ძალითი რომ ეძიებთ smile.gif პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ, რაკი ამ ფორუმზე ხარ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ხელში აიღეთ მართლმადიდებლური ლიტერატურა, მოუსმინეთ მართლმადიდებელი სამღვდელოების ქადაგებებს, უყურეთ მართლმადიდებლურ არხს "ერთსულოვნება", იარეთ ტაძარში და უფალი შეახებს თქვენ გულებს ხელს, აუცილებლად იპოვით იმ ჭეშმარიტებას, გულით რომ გწადიათ და არ იცით რომ ის მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაშია დავანებული smile.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 4 2016, 01:10 AM

marine

ყალბი სიტყვებია ეგ. შენ და კიდევ ბევრი აქ მყოფი მართმადიდებელია მაგრამ კითხვებზე პასუხები არააქვთ.

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 3 2016, 09:07 PM) *

იმას , რომ ქრისტე შექმნილია დროში. დრო თანამარადიულია ღმერთისა , ხოლო ქრისტე შექმნილია დროში

esre ars cheshmariteba

ხო, ღმერთის ძე ქმნილია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2016, 11:32 AM

რაკი ღვთისმეტყველება გაინტერესებს წიგნები წაიკითხე, რომლებიც წმინდანების და ცნობილი თეოლოგების დაწერილია და იქ იპოვი პასუხებს. ქრისტიანობა ამოუწურავი თემაა, მე პირადად უამრავი რამ არ ვიცი და ამიტომ გირჩევ, რომ უბრალო მოკვდავ ფორუმელებისგან კი არ უნდა ელოდო პასუხებს, არამედ წმინდანებთან ამოიკითხო.

ეს დასაფასებელია რომ გინდა ღმერთი შეიმეცნო, ამიტომ ლიტერატურა აიღე ხელში smile.gif

ქრისტეს რაც შეეხება, მრწამსში წერია, რომ "შობილი და არა ქმნილი", ანუ მცდარია ორივე თქვენგანი შეხედულება, რომ ქრისტე ქმნილია.

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 4 2016, 05:15 PM

ციტატა(marine @ Mar 4 2016, 11:32 AM) *

რაკი ღვთისმეტყველება გაინტერესებს წიგნები წაიკითხე, რომლებიც წმინდანების და ცნობილი თეოლოგების დაწერილია და იქ იპოვი პასუხებს.
marine

რაც წავიმიკითხია დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მიმიღია.

ციტატა
მოკვდავ ფორუმელებისგან კი არ უნდა ელოდო პასუხებს, არამედ წმინდანებთან ამოიკითხო.

წმინდანებად შერაცხული ადამიანებიც მოკვდავები იყვნენ.

ციტატა
ქრისტეს რაც შეეხება, მრწამსში წერია, რომ "შობილი და არა ქმნილი",

მრწამსში სამღვდელო პირებმა რა ჩაწერეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბიბლიაში რაც წერია ისაა მთავარი. ბიბლიაში წერია რო ქრისტე ქმნილია. ანუ მცდარია მრწამსში ჩაწერილი შეხედულება, რო ქრისტე შობილიაო. შენ თუ მრწამსში ჩაწერილს ბიბლიაში ჩაწერილზე მაღლა აყენებ მაშინ ეგ მიუღებელია ქრისიანებისთვის.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 4 2016, 09:02 PM

ციტატა(marine @ Mar 3 2016, 10:31 PM) *

ალაჰუ-აქბარ
esre ars cheshmariteba

ბავშვებო, მართლმადიდებლები გახდით და ყველა თქვენ კითხვას პასუხი გაეცემა, იპოვით ჭეშმარიტებას, ასეთი ძალითი რომ ეძიებთ smile.gif პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ, რაკი ამ ფორუმზე ხარ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ხელში აიღეთ მართლმადიდებლური ლიტერატურა, მოუსმინეთ მართლმადიდებელი სამღვდელოების ქადაგებებს, უყურეთ მართლმადიდებლურ არხს "ერთსულოვნება", იარეთ ტაძარში და უფალი შეახებს თქვენ გულებს ხელს, აუცილებლად იპოვით იმ ჭეშმარიტებას, გულით რომ გწადიათ და არ იცით რომ ის მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაშია დავანებული smile.gif



მადლობას გიხდი რომ გსურს ჩვენი მოქცევა ჭეშმარიტებისაკენ , მაგრამ მართლმადიდებლობის მიღება არ შემიძლია ამ ეტაპზე და თუ უფალი ინებებს აუცილებლად გავხდები.

ის რაც ახლა მწამს ეს არის ჭეშმარიტება ჩემთვის და ჩემი ნიკმეინიც სწორედ ამის დასტურია.

უბრალოდ შეუძლებელია რომ წავიდე იმის წინააღმდეგ რაც ახლა მწამს , მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ , თუ უფალი ხელს ჩამავლებს და წამიყვანს იქ სადაც უნდა , მე წინააღმდეგობას არ გავუწევ. მე მწამს ის რაც მივიღე უფლისგან სახარებით და თუ შეცდომით მივიღე , მაშინ ადრე თუ გვიან სულიწმიდა აშკარა განხეთქილებამდე მიმიყვანს smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 4 2016, 09:18 PM

ალაჰუ აქბარს ვეტყვი რომ ქრისტე ქმნილებაა და ამავდროულად ღმერთია, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ქრისტე ხოლო სხვა ყველაფერი შექმნილია ქრისტეს მიერ ! ამიტომ ქრისტე შემოქმედია და ამავდროულად ჭეშმარიტი ღმერთისგან გამოსული ჭეშმარიტი ღმერთია !

რას ნიშნავს ჭეშმარიტი ღმერთი? ქრისტე ცრუ არ არის ! პავლე მოციქული ბრძანებს , რამეთუ ჭეშმარიტება თავად იესოშია . შეუძლებელია რომ ჭეშმარიტება იყოს ღმერთის გარდა ვინმეში , ჩვენ სახეზე გვაქვს სატანა უმაღლესი ქერუბიმი რომელიც განდგა , მაგრამ იესოს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა ის , ამბობს _ რათა იცოდეს ქვეყნიერებამ რომ მიყვარს მამაი ჩემი და როგორც მან მამცნო ყოველთვის აგრე ვიქმ! შეხედე , როგორ აფსოლუტურ მორჩილებას ავლენს იესო? სწორედ ამიტომაა ღმერთი რომ ის უკიდურესად თავმდაბალია , რომელიც საოცრად გავს თავის მამას , გაიხსენე როცა მამა ღმერთი მოსეს ეუბნება ისრაელებზე _ მიმიშვი რომ აღიგზნოს ჩემი რისხვა და გადავბუგო ისინი! ეს ის მომენტია ოქროს ხბო რომ ჩამოისხეს . ახლა დააკვირდი ღმერთი მოსეს ეუბნება მიმიშვიო ?! ხედავ რამხელა თავმდაბლობას ავლენს ღმერთი როცა მოსესგან ელის ნებართვას რომ ისრაელები დაღუპოს და ამავდროულად მოსეს სცდის , თუ რამდენად კაცთმოყვარეა მისი მორჩილი მოსე!

ხედავ რა საოცარია ღმერთი და რა თავმდაბალი ? ხოდა იესო ქრისტე ზუსტად გავს თავის მამას და შეუძლებელია რომ ის ჭეშმარიტი ღმერთი არ იყოს!
შენ ვერ მეტყვი ვერაფერს იესო ქრისტეზე რომ რამე არ შეეძლოს , მას ყველაფერი შეუძლია ისევე როგორც თავის მამას და თუ ერთს მაინც მეტყვი ქრისტეზე , რომ რამე არ შეუძლია , მაშინ უმალვე მზად ვარ რომ ქრისტე უბრალო ქმნილებად გამოვაცხადო! blink.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 6 2016, 05:45 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 4 2016, 09:18 PM) *

ალაჰუ აქბარს ვეტყვი რომ ქრისტე ქმნილებაა და ამავდროულად ღმერთია, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ქრისტე ხოლო სხვა ყველაფერი შექმნილია ქრისტეს მიერ !

esre ars cheshmariteba

ესეგი ბოლოს მაინც აღიარე ღმერთის ძე ქმნილია.


ციტატა
ქრისტე შემოქმედია და ამავდროულად ჭეშმარიტი ღმერთისგან გამოსული ჭეშმარიტი ღმერთია !

უქმნელმა ღმერთმა ქმნილი ღმერთი შექმნა რომელიც ჭეშმარიტი ღმერთია? blink.gif აგერია მგონი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2016, 06:36 PM

თუ წმინდანებს არ ვერწმუნებით და მათ მიერ განმარტებულ ბიბლიას არ მივიღებთ, ეს დიდ ცდომილებაში ჩააგდებს ადამიანს, დიდ ამპარტავნებაში, რომ მას თავისით, თავისი ინტერპრეტაციით, შეუძლია შეიმეცნოს უფალი. ეს მცდარი გზაა.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 6 2016, 09:10 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 6 2016, 05:45 PM) *

esre ars cheshmariteba

ესეგი ბოლოს მაინც აღიარე ღმერთის ძე ქმნილია.
უქმნელმა ღმერთმა ქმნილი ღმერთი შექმნა რომელიც ჭეშმარიტი ღმერთია? blink.gif აგერია მგონი.

რა ვაღიარე მთელი ცხოვრება ქრისტეს შექმნილად ვაღიარებ და ამაზე ვაფუძნებ ჩემს რწმენას.
-
უქმნელმა ქმნილი შექმნა , არაფერიც არ ამრევია ! რა არ შეუძლია ღმერთს თავისი მსგავსის შექმნა?
როგორ ფიქრობ ვის ეუბნება ღმერთი- შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატადადო?' ჩვენს რას ნიშნავს ? იესო ღვთის ხატი და მისი არსების ანაბეჭდია ანუ ზუსტი ასლი უხეშად რომ ვთქვათ. ტელეფონით ვწერ და მიჭირს წერა

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 7 2016, 11:04 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 6 2016, 09:10 PM) *

რა ვაღიარე მთელი ცხოვრება ქრისტეს შექმნილად ვაღიარებ და ამაზე ვაფუძნებ ჩემს რწმენას.
-
უქმნელმა ქმნილი შექმნა , არაფერიც არ ამრევია ! რა არ შეუძლია ღმერთს თავისი მსგავსის შექმნა?
როგორ ფიქრობ ვის ეუბნება ღმერთი- შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატადადო?' ჩვენს რას ნიშნავს ? იესო ღვთის ხატი და მისი არსების ანაბეჭდია ანუ ზუსტი ასლი უხეშად რომ ვთქვათ. ტელეფონით ვწერ და მიჭირს წერა

esre ars cheshmariteba

მსგავსი შექმნა სხვაა და ერთმა ჭეშმარიტმა ღმერთმა მეორრ ჭეშმარიტი ღმერთი შექმნას ეგ უკვე მიუღებელია იმიტო რო ორი ჭეშმარიტი ღმერთი მრავალღმერთიანობა გამოდის.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 7 2016, 11:39 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 7 2016, 12:04 PM) *

esre ars cheshmariteba

მსგავსი შექმნა სხვაა და ერთმა ჭეშმარიტმა ღმერთმა მეორრ ჭეშმარიტი ღმერთი შექმნას ეგ უკვე მიუღებელია იმიტო რო ორი ჭეშმარიტი ღმერთი მრავალღმერთიანობა გამოდის.

ჭეშმარიტი რას ნიშნავს შენი აზრით ? იესო ცრუა ? იესო ღმერთია ამას ბიბლია დაუფარავად ამბობს და როგორ იქნება იესო ცრუ ღმერთი?
საკითხს სახვანაირად უნდა მიუდგე _ ჭეშმარიტი ანუ ნამდვილი ღმერთი რომელმაც ყველაფერი შექმნა არის იესოს მამა , მაგრამ ამ მამას ყავს ძე ანუ ერთადერთი მემკვიდრე , რაც იესოს შექმნისთანავე უკვე ცხადი იყო იმიტომ რომ იყო დრო როცა ძე არ იყო და იქმნა დრო როცა ძე გამოვიდა ანუ შეიქმნა მამიდან , რაც იმას ნიშნავს რომ იესო მამის ნაწილია ანუ მამის მკერდიდანაა გამოსული და ამიტომ ის მამასთან ერთადაა ჭეშმარიტი ღმერთი! სხვა ყველაფერს ქმნის იესო და არა მამა ! ანუ შეხედე _ იესო შემოქმედია სინამდვილეში , ოღონ მამისგან შექმნილი . გაიხსენე ისაია_ მამა ამბობს მე მარტომ შევქმენი ყოველივე და მერე _ ვინ იყო ჩემთან? აქ მოიაზრება რომ ქრისტე შექმნა მამამ მარტომ და შემდეგ ქრისტეს მიერ შექმნილი სამყარო , იგივე მამის შექმნილი გამოდის , რადგან ქრისტეც მამამ შექმნა ! თუ ეს ასე არაა მაშინ ქრისტე აფსოლუტური ღმერთია , რაც უკვე ბიბლიასთან წინააღმდეგობრივია! ბიბლია ასწავლის რომ ქრისტე მამის მორჩილია და ის მამის წყალობითაა იმავე დიდების მფლობელი, რისიც ეს უკანასკნელი . თუ იესო ცრუ ღმერთია , მაშინ მას მთელი მსოფლიო შეცდომაში შეუყვანია, რაც მამის ბრალი გამოდის , რადგან ვერ გათვალა რომ ქრისტეს მსხვერპლი აუცილებლად მის გაკერპებას გამოიწვევდა ! თავად ღმერთივე ეუბნება ისრაელებს სპილენძის გველზე რომ ვინც მას შეხედავდა განიკურნებოდა , ეს კი რაში სწირდებოდა ღმერთს რომელიც გააფთრებით კრძალავდა ნებისმიერ გამოსახულებას , უცნაურია! ეს ქრისტეს წინასახე იყო.
მე არ ვდაობ იმაზე თუ ვინაა უზენაესი ?! უზენაესი არის იესოს მამა , მაგრამ ამ მამას უყვარს საკუთარ თავზე მეტად , თავისი ძე და შესაბამისად შენ დაასკვენი ის თუ რა მდგომარეობა აქვს იესოს , ის ძირითადი ბირთვია სამყაროსი , რომელიც ყველას უყვარს , ღმერთსაც და ადამიანსაც wub.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 7 2016, 11:45 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
იესო ცრუ ღმერთი?


ეს როგორ გესმის? "უთხრა უფალმა მოსეს: "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის". მოსე ცრუ ღმერთია? ფარაონს თაყვანი უნდა ეცა ცრუ ღმერთისთვის?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2016, 10:04 PM

"დედამიწაზე ქრისტეს ცხოვრების ერთადერთი მიზეზი არის სიყვარული! და სწორედ იმიტომ ცხოვრობდა იგი ჩვენ შორის, რომ ჩვენთვის სიყვარული ესწავლებინა".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარრი)/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 8 2016, 11:11 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 8 2016, 12:45 AM) *

esre ars cheshmariteba
ეს როგორ გესმის? "უთხრა უფალმა მოსეს: "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის". მოსე ცრუ ღმერთია? ფარაონს თაყვანი უნდა ეცა ცრუ ღმერთისთვის?

იესო ქრისტეს , მოსეს ადარებ? მე ვთქვი თქვენ ღმერთები ხართ ფსალმუნის 81 თავი ანუ ადამიანებიც ღმერთები არიან და ანგელოზებიც ! ანგელოზები მაზორეტულ ტექსტებში პირდაპირ ღმერთებად მოიხსენიებიან და ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ Yველა ჭეშმარიტია? მარტო იესოზეა ნათქვამი რომ მხოლოდ შობილი ღმერთია ის _ ანუ მხოლოდ იესო შვა მამამ ჭეშმარიტ ღმერთად , ხოლო სხვა დანარჩენი მადლისმიერადაა ღმერთი ანუ ღვთის მსგავსი. იესო კი უკვე არსშო შემოსვლისას ფლობდა ღვთაებრივ ბუნებას! გაიხსენე ეფესელთა 1:19 კეთილინება ღმერთმა რომ მასში დამკვიდრებულიყო ღმრთეების მთელი სავსება ან ფილიპელთა 2 :6 ის თუმცა ღმერთად არსებობდა (მორფის) ფიქრადაც არ მოსვლია ღმერთთან სწორობა ! ანუ იესო ღმერთად იყო შექმნილი მაგრამ მასში არასოდეს ყოფილა ის აზრი რომ თავი გაეტოლებინა ღმერთისთვის , ისე როგორც სატანამ მოინდომა ! ეს არის სხვაობა (თავმდაბლობა ) რაც იესოს აქვს და რაც მას ჭეშმარიტ ღმერთად მამის მორჩილ ღმერთად ხდის . blink.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 8 2016, 11:59 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 8 2016, 11:11 PM) *

იესო ქრისტეს , მოსეს ადარებ?

esre ars cheshmariteba

არანაირათ. კითხვებზე რატო არ მპასუხოფ? მიპასუხე:

"უთხრა უფალმა მოსეს: "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის". მოსე ცრუ ღმერთია? ფარაონს თაყვანი უნდა ეცა ცრუ ღმერთისთვის?


ციტატა
მე ვთქვი თქვენ ღმერთები ხართ ფსალმუნის 81 თავი ანუ ადამიანებიც ღმერთები არიან და ანგელოზებიც !

თუ ადამიანებიც და ანგელოზებიც ღმერთები არიან მაშინ ღმერთი ერთი კი არა მილიონი ყოფილა. biggrin.gif დროა მიხვდე რო პირობითად ეწოდებათ ქრისტესაც, მოსესაც, ადამიანებსაც და ანგელოზებსაც ღმერთები.

ციტატა
ანგელოზები მაზორეტულ ტექსტებში პირდაპირ ღმერთებად მოიხსენიებიან და ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ Yველა ჭეშმარიტია?

მასე გეტყვი ქრისტეზეც. ანგელოზებიც და ღმერთის ძე ბიბლიაში ღმერთებად მოიხსენიებიან და ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ჭეშმარიტია. შენ ვინ დაგნიშნა აქ დირექტორათ განმისაზღვრო რომელია ჭეშმარიტი და რომელი არა როცა შენთავათვე აღიარეფ რო ქრისტეც და ანგელოზებიც ქმნილებები არიან და სუყველანი ღმერთებად მოიხსენიებიან.

ციტატა
მხოლოდ იესო შვა მამამ ჭეშმარიტ ღმერთად ,
იტყუები. ბიბლიაში ეგეთი რამე არაა ნათქვამი. მოგატყუეს და იტყუები.


ციტატა
ხოლო სხვა დანარჩენი მადლისმიერადაა ღმერთი ანუ ღვთის მსგავსი.
რახანც შენ იტყვი... biggrin.gif

ციტატა
მასში დამკვიდრებულიყო ღმრთეების მთელი სავსება

მანდ თვისებებზეა ლაპარაკი და არა ღმერთის ჩასახლებას ადამიანის სხეულში. ბიბლიაში გიწერიათ რო ღმერთს ვერ იტევს ცანი ცათანი. ნუ, არ გესმის რაა სწორედ და რატო იწვაებ თავს მაგ აზრებით არ მესმის.

ციტატა
ან ფილიპელთა 2 :6 ის თუმცა ღმერთად არსებობდა

ეგრე მოსეც და ანგელოზებიც არსებობდნენ ღმერთად მაგრამ არ ნიშნავს რო ჭეშმარიტი ღმერთები იყვნენ. იგივენაირათაა ქრისტეზეც ნათქვამი, პირობითად.

ციტატა
(მორფის) ფიქრადაც არ მოსვლია ღმერთთან სწორობა !
არ იყო ღმერთი და არ მოსვლია ღმერთობა აზრადაც კი.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 10 2016, 09:33 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 9 2016, 12:59 AM) *

esre ars cheshmariteba

არანაირათ. კითხვებზე რატო არ მპასუხოფ? მიპასუხე:

"უთხრა უფალმა მოსეს: "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის". მოსე ცრუ ღმერთია? ფარაონს თაყვანი უნდა ეცა ცრუ ღმერთისთვის?

თუ ადამიანებიც და ანგელოზებიც ღმერთები არიან მაშინ ღმერთი ერთი კი არა მილიონი ყოფილა. biggrin.gif დროა მიხვდე რო პირობითად ეწოდებათ ქრისტესაც, მოსესაც, ადამიანებსაც და ანგელოზებსაც ღმერთები.
მასე გეტყვი ქრისტეზეც. ანგელოზებიც და ღმერთის ძე ბიბლიაში ღმერთებად მოიხსენიებიან და ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ჭეშმარიტია. შენ ვინ დაგნიშნა აქ დირექტორათ განმისაზღვრო რომელია ჭეშმარიტი და რომელი არა როცა შენთავათვე აღიარეფ რო ქრისტეც და ანგელოზებიც ქმნილებები არიან და სუყველანი ღმერთებად მოიხსენიებიან.

იტყუები. ბიბლიაში ეგეთი რამე არაა ნათქვამი. მოგატყუეს და იტყუები.
რახანც შენ იტყვი... biggrin.gif


მანდ თვისებებზეა ლაპარაკი და არა ღმერთის ჩასახლებას ადამიანის სხეულში. ბიბლიაში გიწერიათ რო ღმერთს ვერ იტევს ცანი ცათანი. ნუ, არ გესმის რაა სწორედ და რატო იწვაებ თავს მაგ აზრებით არ მესმის.
ეგრე მოსეც და ანგელოზებიც არსებობდნენ ღმერთად მაგრამ არ ნიშნავს რო ჭეშმარიტი ღმერთები იყვნენ. იგივენაირათაა ქრისტეზეც ნათქვამი, პირობითად.

არ იყო ღმერთი და არ მოსვლია ღმერთობა აზრადაც კი.

სულ ბოლო ფრაზაზე გეკითხები ახლა _ რაში სჭირდება პავლე მოციქულს სიტყვა თანასწორობის ხმარება ფილიპელთა 2:6 ში თუ იესო არანაირად არაა ღმერთის სწორი? ტო ეინაი ისა თეოს , ანუ ღმერთის თანასწორად ყოფნას იესო მიიჩნევდა მიტაცებად , თუმცა დასაწყისში პავლე ამბობს რომ ის ღმერთის ფორმით არსებობდა , უფრო პროფესიონალურად ასე ჟღერს _ ის თუმცა იმ სახით არსებობდა , როგორც ღმერთი , ანუ შეხედე პავლე ამბობს იესოს განსაკუთრებულობაზე _ ის ღმერთი იყო მაგრამ ფიქრადაც არ მოსვლია რომ მამისთვის გაეტოლებინა თავი , ანუ თავმდაბალი იყო და ესმოდა რომ მას მადლით ქონდა ყველაფერი მამისგან , რაც ნამდვილად არ აკნინებს მას მამასთან შედარებით რამეთუ მამამ ისურვა რომ მისთვის იგივე დიდება მიეცა , რაც თავად აქვს !

მოდი კონტექსტს დავაკვირდეთ , პილიპელთა 2 თავში პავლე თანაქრისტიანებს თავმდაბლობისკენ უბიძგებს და ამბობს რომ საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთურთიო , თუმცა მორალური თვალსაზრისით ყველა ქრისტიანი ერთმანითის თანასწორია ღვთის თვალში ხომ ასეა? და სწორედ ამ თანასწორობაზე მიდგება საუბარი მე 6 მუხლში და პავლეს ნიმუშად მოყავს ქრისტე , რომელიც სინამდვილეში მამის სწორია (მამისავე წყალობით) ოღონდ ამ თანასწორობაზე არც ფიქრობს და უფრო მეტიც მიტაცებადაც კი თვლის , იმიტომ რომ თავმდაბალია და თუ იესო მამის სწორი არ არის მაშინ ამიხსენი რა აზრი აქვს მის მაგალითად მოყვანას ? ეს ამიხსენი და ვჩუმდები! თუ იესო უბრალოდ რიგითი ქმნილებაა და არ გააჩნია ის დიდება , რაც მამას აქვს , მაშინ ის ისედაც ვალდებულია რომ მამა საკუთარ თავზე მეტად შერაცხოს , მაგრამ პავლე როდი საუბრობს საკუთარ თავზე მეტად შერაცხვაზე , რაც ლოგიკური იქნებოდა მაგალითიდან და კონტექსტიდან გამომდინარე! არა ჩემო კარგო ის თანასწორობაზე ამახვილებს ყურადღებას და როგორც ყველა ქრისტიანია ერთურთის თანასწორი და ვალდებულია საკუთარ თავზე მეტად სხვა , თავისი მოყვასი ჩათვალოს , ასევე ქრისტეც მამის სწორად შეიქმნა და თავმდაბლობის გულიზე ის მამისადმი მორჩილია და მამას ყოველთვის აღმატებულად თვლის იოანე 14;28 . მონაკვეთის სხვანაირი გაგება იწვევს ქექსტის დარღვევას ! თუმცა მზად ვარ შენიშვნა მივიღო თუ ლოგიკურად ამიხსნი რაში ვცდები?! blink.gif

მე არ ვარ საღვთო თეოლოგიის დოქტორი , თუმცაღა ნებისმიერი კუთხით შემიძლია ლოგიკური მსჯელობა წმინდა წერილიდან გამომდინარე ! და თუ ლოგიკურად არ ამიხსნი რაშიც ვცდები , მაშინ არ გეწყინოს , არანაირი წილი არ გაქვს ჩემთან , რამეთუ არ უსმენ ჩემს თავმდაბლურ და სულისკვეთებით გამსჭვალულ შეგონებას sad.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 11 2016, 02:22 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 10 2016, 09:33 PM) *

სულ ბოლო ფრაზაზე გეკითხები ახლა _ რაში სჭირდება პავლე მოციქულს სიტყვა თანასწორობის ხმარება ფილიპელთა 2:6 ში თუ იესო არანაირად არაა ღმერთის სწორი?


esre ars cheshmariteba

იმაში, რომ შეიტანის მსგავსათ არ მოიქცეს ადამაინი და არ გაყოყოჩდეს. ქრისტე ღმერთივით იყო, ძლევამოსილი მდგომარეობა ეკავა მაგრამ აზრათაც კი არ მოსვლია ღმერთს გატოლებოდა. შეიტანმა კი მოინდომა. ქრისტე ყველასთვის ხო მისაბაძი მაგალითია? ამიტო მოიყვანა მისი მაგალითი და არა სატანისა რომელმაც ღმერთობა და მისი სწორობა მოინდომა.

ეცადე ჩაწვდე იმ უბრალოებას რასაც ბიბლია გთავაზობს.
ციტატა

თუ ლოგიკურად არ ამიხსნი რაშიც ვცდები , მაშინ არ გეწყინოს , არანაირი წილი არ გაქვს ჩემთან , რამეთუ არ უსმენ ჩემს თავმდაბლურ და სულისკვეთებით გამსჭვალულ შეგონებას sad.gif

აგიხსენი მარტოვათ და ლოგიკურათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 11:55 AM

"მაცხოვარმა იტვირთა ადამიანის ცოდვები და ჯვარზე მიამსჭვალა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 12:23 PM

"უფალთან ერთად ყველგან სამოთხეა, უმისოდ კი ყველგან ჯოჯოხეთია და სულის უნუგეშო მსხვრევა".

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 11 2016, 09:33 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 11 2016, 03:22 AM) *

esre ars cheshmariteba

იმაში, რომ შეიტანის მსგავსათ არ მოიქცეს ადამაინი და არ გაყოყოჩდეს. ქრისტე ღმერთივით იყო, ძლევამოსილი მდგომარეობა ეკავა მაგრამ აზრათაც კი არ მოსვლია ღმერთს გატოლებოდა. შეიტანმა კი მოინდომა. ქრისტე ყველასთვის ხო მისაბაძი მაგალითია? ამიტო მოიყვანა მისი მაგალითი და არა სატანისა რომელმაც ღმერთობა და მისი სწორობა მოინდომა.

ეცადე ჩაწვდე იმ უბრალოებას რასაც ბიბლია გთავაზობს.

აგიხსენი მარტოვათ და ლოგიკურათ.

არა გეშლება! მე არ გელაპარაკები ღმერთზე მაღლა დგომაზე , რაც სატანამ მოინდომა . მე გელაპარაკები თანასწორობაზე ! არადა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ პავლეს უნდა ეთქვა რომ იესოს არც კი უფიქრია რომ საკუთარი თავი ღმერთზე მაღლა დაეყენებინაო, იმიტომ რომ მაგალითში ქრისტიანებს ეთქვათ _ ერთიმეორეზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთიო , და რატომღაც ქრისტეზე არ ამბობს პავლე რომ საკუთარ თავზე მეტად რაცხდა ღმერთს , არა ის თანასწორობას ეხება , რაზეც იესო არ ფიქრობს თუმც აქვს ! როგორ ფიქრობ მისაბაძი იქნები თუ დირექტორის შვილი ხარ და მამის ადგილის დასაკავებლად თანამშრომლების თვალში ყოყოჩობ?! არამგონია მისაბაძი იყო! იესო კი მისაბაძია იმიტომ რომ აქვს მამისგან იგივე დიდება და ამ დიდებაზე არც ფიქრობს blink.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 13 2016, 02:06 AM

esre ars cheshmariteba

ისევ კრუგზე მიდიხარ რა მოგივიდა. ხო აგიხსენი რო ქრისტე რომელიც ქმნილებაა, ღმერთის თანასწორედ ყოფნაზე არც ფიქრობდა და არც ოცნებობდა რიტაც მაგალითი დაუტოვა ყველ აქმნილებას. რა გჭირს რით ვერ გაიგე?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 13 2016, 09:02 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 13 2016, 03:06 AM) *

esre ars cheshmariteba

ისევ კრუგზე მიდიხარ რა მოგივიდა. ხო აგიხსენი რო ქრისტე რომელიც ქმნილებაა, ღმერთის თანასწორედ ყოფნაზე არც ფიქრობდა და არც ოცნებობდა რიტაც მაგალითი დაუტოვა ყველ აქმნილებას. რა გჭირს რით ვერ გაიგე?

ასე მარტივად არაა საქმე , როგორც ამბობ , ბიბლია არის ღრმა თეოლოგიური წიგნი რასაც სწავლა და ჩაკვირვება უნდა. არ უნდა მოუსვა მარტივად ხელი ყველას ღმერთის გარდა და არ უნდა მოიშორო , რადგან ღმერთია ის ვინც განაწესა იესო ყოველივეს თავად და მემკვიდრედ! იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნისამდეც, იგივე არს ! იესო ქრისტე უცვალებელია ! ის ღმერთად შეიქმნა და მუდამ ასე იქნება !

ურთიერთობა არც კი იქონიოთ იმათთან ვინც გამოერიდა ჭეშმარიტებას !!! იესოს ბოლო ჟამის ეკლესია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2016, 09:58 PM

ალაჰუ-აქბარ
esre ars cheshmariteba

ბავშვებო, თქვენ ვერასოდეს შეჯერდებით, რადგან არცერთი თქვენგანი სწორ გზას არ ადგას smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 13 2016, 10:05 PM

სიმართლე ვთქვა ორად ვარ გახლეჩილი ჩემი გულის ერთი მხარე მამა ღმერთს ეკუთვნის , მეორე კი იესო ქრისტეს ! არ კი ვიცი სად წავიდე და ვის დავუთმო მთლიანი გული sad.gif . ამიტომ ეს ორი გავაერთიანე და ურთიერთის თანაშეწევნით ვთვლი ორივეს ჭეშმარიტ ღმერთად ! ეს არის რაც ბიბლიიდან ამოვიღე რომ მამას უყვარს თავის თავზე მეტად თავისი ძე იესო ქრისტე , სხვა გამოსავალი არ მაქ და არც შემიძლია სხვა მოძღვრების მიღება ! გარეგნულად არაფერს ვიმჩნევ ცხოვრებაში, შიგნით კი ყოველ ღამე ვტირი და ღმერთს ვთხოვ რომ ამ მდგომარეობიდან გამომიყვანოს ! სად არის გამოსავალი? არ ვიცი , მაგრამ რაც მივიღე ყოველტვის იმას დავამოწმებ _ მამას უყვარს ძე საკუთარ თავზე მეტად , აი ესაა რაც დღემდე მინარჩუნებს მხნეობას sad.gif

მენატრება ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია მენატრებაა ძალიან ! sad.gif

მე კი მაქვს იმედი რომ ოდესღაც უფალი დამიხსნის და ჩემს გულს დაინახავს sad.gif .


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2016, 08:34 PM

"რატომ არის სვეტიცხოველის ძირში დაკრძალული წმიდა კვართი? იმიტომ, რომ ქრისტე ეხებოდა მას. რატომ არის უფლის სამსჭვალი, რომელიც წმინდა სამების ტაძარშია, წმიდა? მისით ხომ უფალი მოკლეს? იმიტომ რომ ქრისტე ეხებოდა მას. ასე ყოველივე, რასაც კი უფალი ეხება, ყველაფერი წმინდა ხდება. წმინდა გახდა სიკვდილიც, რამეთუ უფალი შეეხო მას".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 17 2016, 06:21 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 13 2016, 09:02 PM) *

ასე მარტივად არაა საქმე , როგორც ამბობ , ბიბლია არის ღრმა თეოლოგიური წიგნი რასაც სწავლა და ჩაკვირვება უნდა.
ციტატა
ვთვლი ორივეს ჭეშმარიტ ღმერთად !

esre ars cheshmariteba

ქრისტე უბრალო, გაუნათლებელი ხალხისთვის ადვილად გასაგებ ენაზე ლაპარაკობდა და მარტივად თქვა რომ მისი გამომგზავნელია ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ერთადერთის მნიშვნელობა თუ გესმის, მაშინ უნდა ხვდებოდე რო მამა ღმერთის გარდა სხვა ჭეშმარიტი ღმერთი არ არსებობს.

შენ რო გინდა ეგრე არაა. ბიბლიასაც უნდა უნდოდეს. smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 17 2016, 06:40 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 17 2016, 06:21 PM) *

esre ars cheshmariteba

ქრისტე უბრალო, გაუნათლებელი ხალხისთვის ადვილად გასაგებ ენაზე ლაპარაკობდა და მარტივად თქვა რომ მისი გამომგზავნელია ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ერთადერთის მნიშვნელობა თუ გესმის, მაშინ უნდა ხვდებოდე რო მამა ღმერთის გარდა სხვა ჭეშმარიტი ღმერთი არ არსებობს.

შენ რო გინდა ეგრე არაა. ბიბლიასაც უნდა უნდოდეს. smile.gif

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს იაჰვე მელაპარაკება პირდაპირ!!!

ასე ვერ შემოვა ჩემს გულში იაჰვე ვერა ! მე ვერ დავდგები ჩემს გრძნობებზე მაღლა! მე რასაც და საიდანაც სიყვარულს ვგრძნობ იმას ვეჭიდები , ხოდა ამიერიდან ნუღარ შემაწუხებთ _ ისედაც ქრისტეს წყლულებს ვატარებ პავლესავით sad.gif

გაიგოს ქვეყნიერებამ რომ ქრისტე მიყვარს და მას მის მამასთან იაჰვესთან ერთად ვთვლი ჭეშმარიტ ღმერთად !

მზად ვარ ამ რწმენით მოვკვდე ! მზად ვარ მე არ ვცვლი არაფერზე იმ სიყვარულს რაც მამასა და ძეს შორის არის და რაც ვიწამე და მივიღე მათგან!
იქნებ აქ იპოვა სუსტი წერტილი სატანამ ჩემში და შეცდომაში შემიყვანა? არ ვიცი ! sad.gif

ძალიან დიდ გასაჭირში ვარ ახლა ვალი დამედო დიდი და მთლიანად უიმედოდ ვარ , მაგრამ ჩემი ღმერთი მამა და ძე ერთ დღესაც გაცოცხლდება და რეალობად იქცევა ჩემს დასახმარებლად მე მწამს ამის ! sad.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 17 2016, 11:11 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 17 2016, 06:40 PM) *

გაიგოს ქვეყნიერებამ რომ ქრისტე მიყვარს და მას მის მამასთან იაჰვესთან ერთად ვთვლი ჭეშმარიტ ღმერთად !

esre ars cheshmariteba

ორი ჭეშმარიტი ღმერთი გყოლია. ეგ კიდე მიუღებელია ღმერთისთვის.


ციტატა
იქნებ აქ იპოვა სუსტი წერტილი სატანამ ჩემში და შეცდომაში შემიყვანა? არ ვიცი ! sad.gif

სწორეთ მიმხვდარხარ. მაგრამ როცა ხედავ პრობლემას და არაფერს ღონოფ პრობლემის მოსაგვარებლათ გავხარ იმ კაცს რომელმაც სარკეში შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.-http://holybible.ge/bible/georgian/book-1-45-1-23-2-geo-3-geo--0

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 18 2016, 10:22 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 18 2016, 12:11 AM) *

esre ars cheshmariteba

ორი ჭეშმარიტი ღმერთი გყოლია. ეგ კიდე მიუღებელია ღმერთისთვის.



სწორეთ მიმხვდარხარ. მაგრამ როცა ხედავ პრობლემას და არაფერს ღონოფ პრობლემის მოსაგვარებლათ გავხარ იმ კაცს რომელმაც სარკეში შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.-http://holybible.ge/bible/georgian/book-1-45-1-23-2-geo-3-geo--0

არა უბრალოდ ტერმინოლოგიის დაზუსტება მიწევს , როცა საუბარი მაქვს მამაზე და ძეზე, იმიტომ რომ რატომ ეხლა_ მე ვცნობ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს იაჰვეს , მამას იესო ქრისტესას და ერთ ჭეშმარიტ ღმერთად შობილ და შექმნილ იესო ქრისტეს ! ანუ პრობლემა რაშია ?! მე არ მყავს ორი ღმერთი , მე მყავს ერთი ღმერთი და ეს ერთი ღმერთი იესო ქრისტეა , იმიტომ რომ ეს იაჰვეს ნებაა ! იაჰვე ითხოვს იესო ქრისტეს აღიარებას ადამიანთაგან ! მე ვიცი რომ ჭეშმარიტი ღმერთი იაHვეა, მაგრამ ამ იაHვემ მოისურვა რომ იესო ქრისტე გამხდარიყო ჭეშმარიტი ღმერთი და მას გარდასცა ყოველივე ! აი ესაა რაც მწამს და რასაც ვღაღადებ და თუ ეს ასე არაა , მაშინ ჩემთვის სრულიად უცხოა იაჰვე , რადგან ვერ ვიგებ მის სიყვარულს , ვერანაირად! blink.gif

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Mar 19 2016, 01:27 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 18 2016, 10:22 PM) *

მე ვცნობ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს იაჰვეს , მამას იესო ქრისტესას და ერთ ჭეშმარიტ ღმერთად შობილ და შექმნილ იესო ქრისტეს !

esre ars cheshmariteba

თან ამბობ ღმერთის ძე ქმნილებააო და თან იძახი ჭეშმარიტი ღმერთიაო. ქმნილებას უქმნელ ღმერთს უთანასწორეფ და ეთაყვანები. ქმნილების თაყვანისცემა შემოქმედთან ერთად კერპთაყვანისცემაა.
ციტატა
ანუ პრობლემა რაშია ?!

პრობლემა იმაშია რო ორი ღმერთი გყავს. მრავალღმერთიანობა კერპთაყვანისმცემლობაა. კრუგებზე სიარულის ნაცვლათ ეცადე გაიაზრო რო ქმნილების გაღმერთება ცოდვაა და მიუღებელია ღმერთისთვის.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 22 2016, 11:27 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Mar 19 2016, 02:27 PM) *

esre ars cheshmariteba

თან ამბობ ღმერთის ძე ქმნილებააო და თან იძახი ჭეშმარიტი ღმერთიაო. ქმნილებას უქმნელ ღმერთს უთანასწორეფ და ეთაყვანები. ქმნილების თაყვანისცემა შემოქმედთან ერთად კერპთაყვანისცემაა.

პრობლემა იმაშია რო ორი ღმერთი გყავს. მრავალღმერთიანობა კერპთაყვანისმცემლობაა. კრუგებზე სიარულის ნაცვლათ ეცადე გაიაზრო რო ქმნილების გაღმერთება ცოდვაა და მიუღებელია ღმერთისთვის.

იესო ქრისტე ბრძანებს _ მე და მამაი ჩემი ერთიდაიგივე ვართ (ბერძ ჰენ ) ამიტომ უცნაური იქნება იმის თქმა რომ მამა და ძე განსხვავდება და ორი სხვადასხვა ღმერთია ! თუმცა სხვადასხვა პიროვნებაა , მაგრამ არსით და ნებით და ზრახვით ერთიდაიგივეა ! იესო ამბობს როგორც მამამ მამცნო , ყოველთვის აგრე ვიქმ , ასე რომ იესო ქრისტე აფსოლუტურად განასახიერებს თავის მამას იაჰვეს და ამიტომ ის ჭეშმარიტი ღმერთია მამასთან ერთად ! იაჰვე ხდის იესოს ჭეშმარიტ ღმერთად ! თუ ქრისტე ღმერთი არაა , მაშინ ყველაფერი წყალში იყრება blink.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 23 2016, 11:49 AM

esre ars cheshmariteba

ისევ აქ ტრიალებ? biggrin.gif

ციტატა
აგრამ არსით და ნებით და ზრახვით ერთიდაიგივეა !


ანუ ჩვენი მრწამსის ფრაზას: "შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა", სწორად მიიჩნევ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 24 2016, 09:25 PM

ციტატა(afxazi @ Mar 23 2016, 12:49 PM) *

esre ars cheshmariteba

ისევ აქ ტრიალებ? biggrin.gif
ანუ ჩვენი მრწამსის ფრაზას: "შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა", სწორად მიიჩნევ? biggrin.gif

ხო ამ ბოლოს შემოვიხედე დავით ფორუმზე და ხო იცი რაღაცას რო დაწერ და გიპასუხებენ მერე ავტომატურად გაინტერესებს პასუხი და ეგრე შევყევი ალაჰუ -აქბარს რომელიც ეჭვი მაქ რომ იეჰოვას მოწმეა biggrin.gif

დავით მე თუ ვაღიარე რომ იესო ქრისტე არის ყოვლადდაუსაბამო , მაშინ ყველაფერი წყალში მეყრება blink.gif . ხომ იცი ამით ვსუნთქავ რომ იესო ქრისტე მამის შექმნილია და მამა თავის თავზე წინ აყენებს იესო ქრისტეს , ხოდა შემარგე ეს რაც მწამს , თორემ ამ ბოლოს ისე ვარ ლამისაა მართლმადიდებელი გავხდე , თან შეყვარებული მართლმადიდებელი მყავს და იქით მექაჩება ისიც biggrin.gif

საით წავიდე აღარ ვიცი , ერთი კი ვიცი რომ ამ ბოლოს უფრო გააფთრებით ვამტკიცებ რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 24 2016, 10:34 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ხოდა შემარგე ეს რაც მწამს


ეს შენი უფლებაა და მე არც არაფერს არ გაძალებ biggrin.gif

ხუმრობა იქით იყოს და უცნაურად რომ გწამს ამაზე გავამახვილე ყურადღება. ან ერთი უნდა გჯეროდეს ან მეორე, შენ კი ორივეს ამტკიცებ.

ჩემთვის ძვირფასია ის სწავლება, რომლის მიხედვითაც გამოხსნილი ვარ არა ქმნილების, არამედ თავად ღმერთის მიერ, რომელმაც (სწორედ მან) ჩემს გამო თავი დაიმდაბლა და ადამიანი გახდა და იყო და არის იგი ღმერთ კაცი - იესო ქრისტე. ვინც არა ძალდატანებით ან იძულებით, არამედ ნებით გაწირა თავისი თავი და ჯვარზე გაეკრა, რათა იქ აღესრულებინა სიკვდილის გამომწვევი ცოდვის ძლევა.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 25 2016, 10:42 PM

ციტატა(afxazi @ Mar 24 2016, 11:34 PM) *

esre ars cheshmariteba
ეს შენი უფლებაა და მე არც არაფერს არ გაძალებ biggrin.gif

ხუმრობა იქით იყოს და უცნაურად რომ გწამს ამაზე გავამახვილე ყურადღება. ან ერთი უნდა გჯეროდეს ან მეორე, შენ კი ორივეს ამტკიცებ.

ჩემთვის ძვირფასია ის სწავლება, რომლის მიხედვითაც გამოხსნილი ვარ არა ქმნილების, არამედ თავად ღმერთის მიერ, რომელმაც (სწორედ მან) ჩემს გამო თავი დაიმდაბლა და ადამიანი გახდა და იყო და არის იგი ღმერთ კაცი - იესო ქრისტე. ვინც არა ძალდატანებით ან იძულებით, არამედ ნებით გაწირა თავისი თავი და ჯვარზე გაეკრა, რათა იქ აღესრულებინა სიკვდილის გამომწვევი ცოდვის ძლევა.


ჩემთვის კი ძვირფასია ის სწავლება რომლის მიხედვითაც ქრისტე , მამა ღმერთის უსაყვარლესი ძე მხოლოიშობილი , ჭეშმარიტად განკაცდა და ჭეშმარიტად განიცადა ტკივილები და ტანჯვანი როგორც მხოლოდ კაცმა , ყოველგვარი ღვთიურობის გარეშე ! და რომელიც ჭეშმარიტად მოკვდა და არაარსში გავიდა და სიკვდილსაც კი ჩახედა თვალებში ! აი ეს ქრისტეა ჩემთვის ძვირფასი და არა ყალბი ქრისტე , რომელიც ღმერთკაცია თითქოს. ეს ქრისტე მიყვარს რომელმაც სიკვდილს გარდასცა თავისი თავი კაცობრიობისათვის და მისი მამა მიყვარს იმისათვის რომ აფსოლუტურად თავმდაბალი და კაცთმოყვარეა , რომელმაც ინება რომ ეს იესო ქრისტე თავის თავზე წინ დაეყენებინა და ყოველივე ებოძებინა მისთვის , თორემ თუკი მე ჩემი საყვარელი ადამიანისთვის რაიმე დამენანება , განა ეს სიყვარულია ? თუ მე მზად ვარ რომ სხვისთვის წავიდე სიკვდილზე , განა ის უფრო აღმატებული არ არის ვინც ჩემში ჩადო ეს პატარა სიყვარული?
დათო არ არის ჩემი რწმენა გაუგებარი და თუ დაფიქრდები რასაც მე ვიძაახი ალბათ მიხვდები რომ რაღაც პატარა სიმართლეს მაინც ვამბობ smile.gif განა შენ შენი შვილისთვის დაინანებ რამეს? არამგონია! smile.gif ხოდა არც მამა ღმერთს დაენანება რაიმე იესო ქრისტესთვის , რამეთუ ის ყველაზე ძლიერ უყვარს !
ეს არის ჩემი რწმენა _ მამას საკუთარ თავზე მეტად უყვარს ძე და ამაზე ვაფუძნებ მთლიანად ჩემს მრწამსს და სიყვარულს blink.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 25 2016, 11:59 PM

esre ars cheshmariteba

სულ სხვა რაღაც ვთქვი და შენ სულ სხვა რაღაც დაწერე.

დიახ გაუგებარია ის, რომ ერთდროულად ამტკიცებ იმას, რომ ქრისტე ქმნილებაა და ამასთან ის ჭეშმარიტი, არსობრივი, ბუნებითი ღმერთია. მაშინ უნდა შეისწავლო ამ ტერმინების რეალური მნიშვნელობა და აღარ გამოიყენო ისინი.

შენი მიდგომა აბსოლუტურად ზნეობრივია (რასაც არავინ არ უარყოფს) და არა საღვთისმეტყველო, თუმცა ეს ზნეობრივიც ვერ არის მთლად დამაჯერებელი.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 26 2016, 09:41 PM

ციტატა(afxazi @ Mar 26 2016, 12:59 AM) *

esre ars cheshmariteba

სულ სხვა რაღაც ვთქვი და შენ სულ სხვა რაღაც დაწერე.

დიახ გაუგებარია ის, რომ ერთდროულად ამტკიცებ იმას, რომ ქრისტე ქმნილებაა და ამასთან ის ჭეშმარიტი, არსობრივი, ბუნებითი ღმერთია. მაშინ უნდა შეისწავლო ამ ტერმინების რეალური მნიშვნელობა და აღარ გამოიყენო ისინი.

შენი მიდგომა აბსოლუტურად ზნეობრივია (რასაც არავინ არ უარყოფს) და არა საღვთისმეტყველო, თუმცა ეს ზნეობრივიც ვერ არის მთლად დამაჯერებელი.

დავით როცა ვამბობ რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია ეს იმას ნიშნავს რომ მხოლოდ ის შექმნა მამამ ჭეშმარიტ ღმერთად და მხოლოდ იესოს უბოძა მამამ ღვთაებრივი ბუნება და ყოველივე რაც თავად მამას აქვს ! თუ მეტყვი რომ ღვთაებრივი ბუნება უქმნელია და ქმნილება იესო ამიტომ ვერ იქნება ღმერთიო , მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა - შეუძლია თუ არა ყოვლისმძლე (ელ შადაი ) ღმერთს ,შექმნას ვინმე და და ჭეშმარიტი ღმერთი გახადოს? თუ მეტყვი რომ არ შეუძლია , მაშინ ღმერთში ეჭვი შეგაქვს და თუ შეუძლია , მაშინ სადაო აქ არაფერია . მე იესუ ქრისტეზე ვიძახი იმას რომ ყოველივე მამისაგან აქვს მიღებული სიყვარულით blink.gif . ღვთაებრივ ბუნებას კი უკვე არსში შემოსვლისას ფლობდა იესო ქრისტე , ანუ ის ღმერთად დაიბადა . იესო ქრისტე არ არის თავისთავად ჭეშმარიტი ღმერთი , ის მამისაგან არის ჭეშმარიტ ღმერთად შობილი ( ქმნილი) blink.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 28 2016, 08:42 PM

esre ars cheshmariteba

ტერმინებს ურევ ერთმანეთში, ანდა უბრალოდ მათი მნიშვნელობა არ გესმის. როგორ ვისაუბროთ აბა?

რა არის ბუნება, როგორ გესმის ის?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 28 2016, 10:56 PM

ციტატა(afxazi @ Mar 28 2016, 09:42 PM) *

esre ars cheshmariteba

ტერმინებს ურევ ერთმანეთში, ანდა უბრალოდ მათი მნიშვნელობა არ გესმის. როგორ ვისაუბროთ აბა?

რა არის ბუნება, როგორ გესმის ის?

დავით ხომ გახსოვს მე ტერმინებზე მაღლა ვდგები! არ ვცნობ ტერმინებს და ტერმინოლოგიას ანუ არ ვენდობი, რამეთუ მან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ადამიანი. ტერმინი ბუნება ზედმეტია ღმერთთან მიმართებაში, ეს შეიტანეს იმისათვის რომ სამების დოგმატი რამენაირად აეხსნათ. თვითონ ბუნებაში ნება და თვისებები მოიაზრება , უფრორე თვისებები ., ამიტომ თვისებებზე შეიძლება საუბარი მხოლოდ . უსია და იპოსტასი ერთმანეთის სინონიმებია და რაში სჭირდებათ რომ ერთს დაერქვას ბუნება , ხოლო მეორეს , ასე ვთქვათ პიროვნება (პირი) , რათქმაუნდა ეს იმიტომ რომ როგორმე სამება განიმარტოს , თორემ ორიგენემდე სულ არავის არ ანაღვლებდა ის თუ რა ხდებოდა ღმერთის შიგნით მის არსში blink.gif
დავით შენ ბუნება როგორც არ უნდა განმარტო აზრი არ აქვს , მე გირჩევ თავადვე იმუშაო გონებით , იმიტომ რომ მაგარი მოზგი ხარ და სხვის განმარტებას ნუ უსმენ blink.gif . მე დამასკელი როცა წავიკითხე მივხვდი რომ ეს მთლიანი ფილოსოფია იყო და ამ ლოგიკაზე მაღლა შემიძლია დავდგე ჩემი ინტელექტუალურობით , მიუხედავად იმისა რომ არ მაქვს განათლება მიღებული blink.gif
სიმართლე გითხრა სულიწმიდის ძალმოსილება მხოლოდ ელენ უაითის ორი წიგნის წაკითხვით ვიგრძენი _ დიადი ბრძოლა და ქრისტეს იგავები ეს ორი წიგნი პირდაპირ შეეხო ჩემს გულს , თითქოს სულიწმიდამ მანიშნა რომ ესაა სწორი განმარტება , თუმცა მხოლოდ მდიდრისა და ლაზარეს იგავის განმარტება ვერ მივიღე სარწმუნოდ smile.gif .
დავით თხოვნა მაქვს _ შეგიძლია ადვენტისტების იმ დაჯგუფებაზე დამიდო რამე ინფორმაცია რომლებიც სამების დოგმატს არ აღიარებენ? ელენ უაითს აშკარად არ სწამს სამება _ ერთგან წერს რომ სატანა არის ძალაუფლებით მესამე პირი სამყაროშიო , ანუ მამისა და ძის შემდეგო! არ ვიცი მაგრამ მგონი ადვენტისტი ვარ უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2016, 08:19 PM

"სადაც ქრისტეა, იქ ყველაფერი იცვლება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 03:05 PM

"ის იყო ჩვეულებრივი კაცი, ისევე სწყუროდა, შიოდა, სციოდა, სცხელოდა, როგორც ადამიანს, ყოვლით მსგავსი იყო კაცისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 03:42 PM

"ო, შვილო, ჩვენი იესო შეიყვარე და მხოლოდ მას ემსახურე მთელი შენი ცხოვრება. მაშ, დაე, იესო იყოს შენი გულის სიხარული და არასოდეს გაცვალო ეს წმინდა სიყვარული მიწიერ სიამოვნებათა სიმყრალეზე, როგორც უნდა მოიწადინოს ამაო სოფელმა შენი იძულება".

/მამა ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2016, 07:45 PM

"გულის ფსკერზე ქრისტეს რომ აღმოაჩენ, შეგრცხება, უმადური რომ იყავი..."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2016, 10:21 PM

"იესო ჩემო, უტკბილესო სიყვარულო ჩემო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 02:47 PM

"მხოლოდ ქრისტე, სხვა არაფერი არ უნდა გავიკაროთ. გულში მხოლოდ უფალი უნდა იყოს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 11:59 AM

"როცა ვინმე შეიცნობს ქრისტეს, შეიყვარებს მას და მასაც შეიყვარებს უფალი, მაშინ ყველაფერი მშვენიერი, წმინდა, სასიხარულო და მსუბუქი გახდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2016, 10:39 AM

"ვიაროთ გზაზე ჩვენი სათაყვანებელი, ჩვენი ტკბილი უფლისაკენ".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2016, 01:49 PM

"ნუ დაგვავიწყდება, რომ მან თავისთავს არასოდეს დაახმარა ღვთაებრივი ძალა!
ერთ მაგალითსაც ვერ ნახავთ ახალ აღთქმაში, სადაც უფალმა თავის თავს დაახმარა ღვთაებრივი ძალა. მან თუ როდესმე ღვთაებრივი ძალა გამოიყენა, ჩვენთვის, და არა საკუთარი თავისათვის".

/მამა ანდრია მინდოდაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2016, 09:29 PM

"ერთ-ერთი ღმრთისმეტყველი ამბობს, ქრისტე რომ არ არსებობდეს, მე მას მაინც ვირწმუნებდიო, რადგან მასზე ამაღლებული, მასზე დიადი, მასზე მშვენიერი, მასზე მართალი, მასზე უფრო დიდი სიმართლე, უბრალოდ, არ არსებობს. მაგრამ არის ქრისტე, არის უფალი. როცა ხედავ, თუ რა გააკეთა შენთვის ღმერთმა და შენ ამ საოცარ სიკეთეს, სინათლეს, რომელიც ბრდღვიალებს სამყაროში, რომელიც უზარმაზარ კოცონად გიზგიზებს, ზურგს აქცევ, ვერ ხედავ კი არა, არ ხედავ, რომელ რწმენაზეა ლაპარაკი, რომელ მარადიულ ცხოვრებაზეა ლაპარაკი".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2016, 10:47 PM

"ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ჩვენ მას არ ვუჩვენებთ!"

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2016, 08:55 PM

"შემდეგ უფალი გვეუბნება, ასეთმა ადამიანმა, რომელიც ყველას უარყოფენ ქრისტეს სიყვარულისათვის, "ასწილად მიიღოს". ის ტყუილად, უმიზნოდ კი არ უარყოფს, არამედ ქრისტესათვის. საერთოდ, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ქრისტესათვის ვაკეთებთ. მარხვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება, ტაძრის მოპირკეთება, ზნეობრივი საქციელი, ნებისმიერი საქმიანობა, სიკეთეს ვგულისხმობ - ქრისტესათვი, ღმრთისათვის, ღმრთისაკენ რომ ვისწრაფოთ, იმისათვის".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 01:45 PM

"ქრისტე მესიას ნიშნავს, რომელიც არის ძე ღმრთისა ცხოველისა, ცოცხალის ღმერთის ძე. ეს იყო პეტრეს აღიარება, რომელიც თავისთავად უდიდესი სასწაულია. ადამიანს, რომელიც შენს გვერდითაა, შენს გვერდით ჭამს და სვამს და თავისი ადამიანური უძლურებები აქვს, მას რომ უწოდო, შენ ხარ ცოცხალი ღმერთის შვილიო, ესაა შემაძრწუნებელი მიხვედრილობა. მაგრამ პეტრე მოციქული თვითონ მიხვდა? - არა. უფალი განუმარტავს: - ნეტარი ხარ შენ, რადგან ზეციურმა მამამ გამოგიცხადა ეს საიდუმლოებაო. ხედავთ, საიდან დაიწყო პეტრეს მოციქულებრივი ღვაწლი, საიდან დაიწყო პეტრე მოციქულის ქრისტიანობა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 10:07 AM

"ქრისტე შეუბრალებელია ბოროტებისადმი".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2016, 01:03 PM

"შენი გულმოწყალება ცოდვის ოკეანეებს აღემატება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2016, 08:20 PM

„ქრისტესთვის მარტვილობა - ტანჯვა არ არის!“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2016, 11:46 AM

"უდიდესი სიწმინდის კაცი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 07:50 PM

"დაიქუხა მიწაზე ქრისტეს სიტყვამ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 10:27 PM

"წინასამარადისო ყრმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 08:44 PM

"ჯვარზე მაჯებმილურსმული მაცხოვარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2016, 01:06 PM

"თავად ღმერთია ჩვენთან, იგია ჩვენი მოკავშირე და დამცველი, სისხლი, ხორცი და სუნთქვა. იგი ყველაფერია ჩვენთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2016, 10:01 PM

"ქრისტე ჯვრიდან გვეუბნება თითქოს ყველას და ყოველ ჩვენგანს: "აი, რა გავაკეთე შენი გულისათვის! შენ რა გააკეთე ჩემთვის?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 12:00 PM

"მადლობას გწირავ, ნეტარებავ ჩემო, ღირსებავ ჩემო, სასოებავ ჩემო, ღმერთო ჩემო! მადლობას გწირავ ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მიწყალობე; მაშ, შემარჩინე და შემინარჩუნე ისინი; ასე შემინარჩუნებ მეც, და ამრიგად იმატებს და სრულქმნილებას მიაღწევს ის, რაც ჩემთვის გიბოძებია; და მე სამუდამოდ შენთან ვიქნები, რადგან თვით სიცოცხლეც შენ მიწყალობე".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 08:52 PM

"სადაც ქრისტეა, იქ ყველაფერი იცვლება!"

/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 06:51 PM

"განკაცებული ქრისტე განმაღმერთებს... წმინდა იოანე დამასკელის სიტყვებით გალობს ეკლესია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2016, 09:45 PM

"[უფალო] შენთან ერთად სიკვდილი სიცოცხლეა, შენს გარეშე კი სიცოცხლე - სიკვდილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 10:05 AM

"ვუყუროთ სამყაროს ქრისტეს თვალებით".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 12:29 PM

"როგორ უნდა დაავიწყდეს ცხრა თვის ფეხმძიმეს, რომ მის წიაღში ბავშვი არსებობს? ასევე, არ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ და ქრისტე ერთად ვართ. ჩვენ ქრისტეს გარეშე აღარ ვართ. ამიტომ ქრისტეს დავიწყება ეს არის არაბუნებრივი მდგომარეობა ჩვენთვის, ხოლო ქრისტეს ხსოვნა - ბუნებრივი. ამიტომ, დიხაც, "არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე"! - ეს არ არის მეტაფორა ან უსიცოცხლო მოწოდება, არამედ ის რეალობაა, რომელშიც ქრისტიანი იმყოფება. ამ სიტყვებით ვახსენებთ საკუთარ თავს, რომ მართლაც ამ რეალობაში ვართ. მართლაც არც ერთი წამი არ ვართ ქრისტეს გარეშე!"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)