IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საპატრიარქოს უნივესიტეტი, აგრესიული რექტორი
unknown lady
პოსტი Mar 25 2013, 09:59 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 25-August 10
წევრი № 9,343




მოგესალმებით,
ჩემი პირველი თემა ამ ფორუმზე სამწუხარო ამბავს შეეხება.
2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში, საპატრიარქოს უნივესრსიტეტში. იმედი მქონდა, რომ მართლაც ცოდნას და მადლს აზიარებს ეს უნივერსიტეტი ადამიანებს. თანდათან დავინახე რექტორის აგრესია თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ. რომ არ ვისაუბრო სხვებზე მოვყვები პირად მაგალითს.

ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!) თქვენ ჩვენი სტუდენტები ხართო? მეც გავყევი. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ ეს არსებითი არ არის. ვუპასუხეთ, დიახ თქვენი სტუდენტები ვართ. ხოდა ძალიან სამწუხაროა, მობილობა იქნება და გადადითო. ყვიროდა და შეგვიყვანა აუდიტორიაში. საკმაოდ ხაზგასმით ვუთხარით, რომ ხელშეკრულებაში არ გვიწერია, რომ მწეველ ადამიანს არ აქვს სწავლის უფლება და სიგარეტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ ეწეოდნენ გოგოები. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში.

მე ვარ ეკლესიის მრევლი ბავშვობიდან. ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე. ის სულ გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა არ არის "კბილთა ღრჭენა". ეს არ არის აგრესია და ადამირიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმა. სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას. ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის)

აღინიშნება სწვალის ძალიან დაბალი ხარისხი, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენა და გახალტურება. რექტორი არის უნივერსიტეტის სახე. უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს. საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. არ ზრუნავს ხარისხზე. მე კი ამის გამო ვწუხვარ.

საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი და იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება. ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ვერც განათლებას აძლევს და რწმენაშიც აბრკოლებს.
სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს.
რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია.

პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
unknown lady
პოსტი Jun 2 2013, 01:28 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 25-August 10
წევრი № 9,343



ძვირფასო მარინე,

ამბავი იმ ტერიტორიაზე მოხდა, რა ტერიტორიაც წერილში აღვნიშნე. დაძახება ყურს მისწვდა, იმიტომ რომ დაცვა გამოვიდა ეზოს გარეთ. მერე შევედით ეზოში და გავიგეთ ქალის ხმით კივილი smile.gif საერთოდ, განწყობილი ხართ ეჭვის შესატანად.

ვწერ გასაგებად: ლექციები ცდება საპატრიარქოს უნივერსიტეტში ქრონიკულად, ლექტორები ახალტურებენ - ჩათვლებს არც ამოწმებენ ნიშნებს პირდაპირ წერენ, ჩათვლებზე გადაწერაა, ბევრი პირდაპირ სახლში გვატანს დასაწერად. სწავლის ხარისხი ნულს ქვემოთ არის. რატომღაც ყურს იყრუებს ყველა ამაზე.

გნებავთ გაიგეთ და შეიტანეთ ყველამ პირადად ის წვილილი, რაც შეგიძლიათ, რომ გააუმჯობესოთ სწავლის ხარისხი, თუ არა და იმკითხავეთ სად ეწეოდნენ სიგარეტს მაგისტრატურის სტუდენტები biggrin.gif

რაც შეეხება სიგარეტის გამო უპირობოდ გარიცხვას (არა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცხადია) მოდი მოვწევ გარეთ, გამრიცხეთ და ვიჩივლებ smile.gif რადგან საპატრიარქოს ლოგოს ატარებ, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. მე სახელმწიფომ მომცა გრანტი, დამიფინანსა მაგისტრატურა, უნივერსიტეტმა და მე ორმხრივად მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას. ვარღვევ ხელშეკრულებას? გამრიცხოს. დააღვევს ბატონი ვარდოსანიძე? მე ვუჩუვლებ და ისე მოვუგებ, მზე მაღლა დარჩება smile.gif თუ არა და ჩამოართვან აკრედიტაცია, რადგან ხარისხს ვერ აკმაყოფილებს და სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა მოქმედებდეს ასეთ უხარიხსო პროდუქტზე, მაშინ პრეტენზიაც არ მექნება. ახლა ბიუჯეტი იფლანგება რაზე? იმაზე, რომ ლექტორმა ლექციები გააცდინოს, ჩათვლა არ შეამოწმოს, გამოცდაზეც არ მობრძანდეს და სახლებში ვწეროთ, ფორმალურად.

ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქართველოში ბნელა და გეშლებათ თუ ეკლესია კოლექტივების სამართავი რელიგია გგონიათ smile.gif


მიხედეთ სწავლის ხარისხს, ნუ აცდენთ ლექციებს, გამოცდებზე და ჩათვლებზე გადაწერა არ შეიძლება. გინდათ თუ არა, მოგიწევთ ხარისხზე ზრუნვა.

თქვენს კისერზე იქნება უცოდინარი სპეციალისტების გამოშვება smile.gif

კეთილ საქმეს აკეთებს საპატრიარქო უნივერსიტეტის შექმნით, თქვენ კი სკამებზე დახარბებულები, მარტო საკუთარ თანამდებობებზე ფიქრობთ, რომ როგორმე სადმე დაგნიშნონ და ხელფასი მიიღოთsmile.gif იზრუნეთ სწავლის ხარისხზე და აკეთეთ ის, რაც თქვენი მოვალეობაა და რაშიც ხელფასს გიხდიან
თორემ წერილობით კი არა ვიდეო მასალით ვაჩვენებ საზოგადოებას საპატრიარქოს უნივერსიტეტის სწავლის დონეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
unknown lady   საპატრიარქოს უნივესიტეტი   Mar 25 2013, 09:59 PM
A.V.M   unknown lady პირველი რასაც...   Mar 26 2013, 02:00 AM
A.V.M   პირადად მე რომ არ ვ...   Mar 26 2013, 02:16 AM
unknown lady   სამწუხაროდ, ოჯახის...   Mar 26 2013, 05:03 PM
A.V.M   unknown lady ღმერთმა გამო...   Mar 26 2013, 10:53 PM
sergi_glaxa   unknown lady ბრავო გაბედულ...   Mar 27 2013, 09:11 AM
marine   A.V.M მგონი უკანასკნე...   Mar 29 2013, 02:29 PM
marine   მე პირადად არ მიმა...   Mar 27 2013, 10:47 AM
G_saxva   ჩემ აზრს დავწერ: მე ...   Mar 27 2013, 10:55 AM
marine   ჩემ აზრს დავწერ: მე...   Mar 27 2013, 11:38 AM
G_saxva   ჯერ იმას დავწერ რო...   Mar 27 2013, 12:20 PM
marine   ბატონ სერგოს პირად...   Mar 27 2013, 12:23 PM
A.V.M   marine :* :*   Mar 30 2013, 01:22 AM
sergi_glaxa   მე თქვენი ყველას ა...   Mar 30 2013, 10:57 PM
marine   A.V.M sergi_glaxa მჯერა, რომ კ...   Apr 2 2013, 04:08 PM
A.V.M   marine და მრწეველობა ს...   Apr 3 2013, 12:14 AM
marine   marine და მრწეველობა ს...   Apr 3 2013, 10:34 AM
G_saxva   marine და მრწეველობა ს...   Apr 3 2013, 10:39 AM
A.V.M   G_saxva აქ ჩავდე არსი ,,თ...   Apr 3 2013, 10:05 PM
unknown lady   ძვირფასო მარინე, ა...   Jun 2 2013, 01:28 PM
G_saxva   ავწერ გასაგებად: ლ...   Jun 2 2013, 05:55 PM
qetevano   unknown lady ბატონ სერგოს ...   Jun 2 2013, 06:26 PM
A.V.M   მაქამდე ვიცოცხლოთ...   Jun 3 2013, 09:48 PM
kent5   სერგო ვარდოსანიძე ...   Jun 9 2013, 05:38 PM
qetevano   5 ივლისს, პარასკევს,...   Jul 2 2013, 11:23 PM
A.V.M   qetevano ვა... თბილისში რო...   Jul 3 2013, 12:02 AM
G_saxva   ძალიან საინტერესო...   Jul 3 2013, 08:52 AM
qetevano   G_saxva ხოოო რომ გაიგებ...   Jul 3 2013, 11:30 AM
G_saxva   G_saxva ხოოო რომ გაიგე...   Jul 3 2013, 11:45 AM
qetevano   G_saxva ნუ ხარ ასეთი მორ...   Jul 3 2013, 11:48 AM
G_saxva   G_saxva ნუ ხარ ასეთი მო...   Jul 3 2013, 12:00 PM
A.V.M   G_saxva მოველ უკვე! გე...   Jul 3 2013, 09:31 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 02:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი