თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ჯადოქრობა,მაგია

პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Dec 16 2010, 05:20 PM

რას იტყვით ამის შესახებ? მაინტერესებს არის თუ არა რაიმე წიგნი ან მსგავსი ამ თემის შესახებ? როგორ ხსნის მართლმადიდებლური ეკლესია ამ ფაქტს,არსებობს თუ არა მაგია და ჯადოქრობა?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 16 2010, 06:34 PM

ნიკა ქუცნიაშვილი


http://www.betlemi.ge/index.php?request=calendar&mode=modern&month=10&day=15

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 16 2010, 07:23 PM

ჯადოქრობა და მაგია ღვთისმეტყველებაა?

პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Dec 16 2010, 07:35 PM

ციტატა
ჯადოქრობა და მაგია ღვთისმეტყველებაა?

არ ვიცოდი სხვაგან სად გამეხსნა

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 16 2010, 07:37 PM

ციტატა(ნიკა ქუცნიაშვილი @ Dec 16 2010, 07:35 PM) *

არ ვიცოდი სხვაგან სად გამეხსნა

ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი


აქ


პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Jul 11 2014, 07:38 PM

მაგია - ზოგჯერ ჯადოქრობასთან იგივდება. იგი რელიგიის უძველესი ფორმაა. თუმცა, მაგ. ჯორჯ ფრეზერი უფრო მეტად მაგიისა და მეცნიერების კავშირზე მიუთითებდა, ვიდრე- მაგიისა და რელიგიის. მაგიას მეცნიერულ ტერმინად იყენებდნენ რენესანსის ხანის მოღვაწეები.
მაგია ადრინდელი რელიგიის ისეთი ფორმაა, რომლის მიხედვით ადამიანსა და ბუნების საგნებს შორის არსებობს ისეთი რამ, რომლითაც დასახული მიზანი მიიღწევა. არსებობს სხვადასხვა ტიპის მაგია (იხ. დანართი) რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა ჯადოქრობა, როგორც ობიექტზე, ასევე ამ ობიექტის გარკვეულ ნაწილებზეც. ( ფრჩხილზე, თავზე, ტანსაცმელზე და ა.შ.)
მაგიის საგანგებო ფორმად ითვლება ზიანის მომტანი, ანუ შავი მაგია. სხვადასხვა ხალხში მაგიურ იარაღად მიიჩნეოდა ისეთი მცენარეები ან ნივთები , რომლებიც ზიზღს, შიშს იწვევდა ადამიანებში. ასეთი იყო გველის გამხმარი ტყავი.
მაგიის ფენომენი კარგად აქვს გადმოცემული პოლონელ მეცნიერს, ბ. მალინოვსკის, გამოკვლევაში- ,, მაგია, მეცნიერება და რელიგია'' აქ ერთგან წერია: მაგიური რიტუალის რა ელემენტიც არ უნდა ავიღოთ -გარკვეული ემოციების გამომხატველი ქმედებები, იმიტაცია, საბოლოო შედეგის წინასწარი განჭვრეტა ან უბრალო ჯადოქრობა- ყველა მათგანს ერთი რამ აქვს საერთო: მაგიური ძალა, მისი შემოქმედება ყოველთვის გადაეცემა მოსაჯადოვებელ ობიექტს. რა ძალაა ეს? თუკი მის მოკლე გარდმოცემას შემეცდებოდით შეიძლებოდა გვეთქვა რომ, ეს არის ჯადოქრული შელოცვის გარკვეული, მეტად მნიშვნელოვანი ძალაუფლება. ეს ხაზგასმით აღსანიშნავია, რადგან მკვლევრებს ხშირად ყურადრების მიღმა რჩებათ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი გარემოება. ჯადოქრული შელოცვა მაგიური რიტუალის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჯდოსნური შელოცვის საიდუმლო მაგიური საიდუმლოს ნაწილია რომელიც განდობილისგან (ხელდასხმულისგან) განდობილს გადაეცემა. აბორიგენთათვის მაგიის ცოდნა, ჯადოქრული შელოცვის ცოდნას ნიშნავს; მაგალითად, შავი მაგიის ნებისმიერი რიტუალის აღწერა, ფაქტობრივად, იმის დადასტურებაა რომ მაგიური რიტუალი ჯადოქრობის გარშემო იყრის თავს. ,, ჯადოქრობის ფორმულა მაგიური წარმოდგენის ცენტრალური ნაწილია''
მაგიური წარმოდგენეიდან განვითარდა არაერტი მიმდინარეობა, რომლებიც როგორც ძველად, ისე ჩვენს დროშიც გავრცელებულია, მათ შორის ასტროლოგია, ალქიმია, მაგნეტიზმი, ტელეპათია, ფსიქომეტრია.

ეგვიპტური მაგიის ცნობილი ასპექტი გახლდათ ავგაროზების( ამულეტების) გამოყენება პრაქტიკულ საკითხებში. ეგვიპტური ავგაროზები ცნობილია როგორც ეგვიპტის მიწა-წყლიდან, აგრეთვე ძველი აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან და ანტიკური სამყაროდან. ოქსფორდის უნივერსიტეტის ორიენტალური ინსტიტუტის ეგვიპტოლოგი ჯერალდ ფინჩი თავის მონოგრაფიაში-,,მაგია ძველ ეგვიპტეში''-გვაწვდის ცნობას, რომ ერთ-ერთი ძველიეგვიპტური კატალოგი ავგაროზებს 275 მტავარ ტიპად ყოფს. ეგვიპტის ელიტარული წრის წარმომადგენელთა საფლავებში აღმოჩენილია ავგაროზები, რომლებიც საგანგებოდ სამგლოვიარო დანიშნულების იყო. ზოგი ავგაროზის მნიშვნელობა განმარტებულია ,, სარკოფაგების ტექსტებიდან'' და ,, მკვდართა წიგნიდან'' ძველეგვიპტური ავგაროზებიდან უნდა აღინიშნოს პატარა ხოჭო, რომელიც ან ფირფიტაზე გამოიხატებოდა ან ქვისგან საგანგებოდ მზადდებოდა მისი მომცრო ფიგურა. ეგვიპტელები მიცვალებულისთვის აკეთებდნენ თიხისაგან დამზადებულ ხოჭოს ფიგურას, რომლის ბრტყელ მხარეს ამოტვიფრული იყო ციტატები: ,,მკვდართა წიგნის 30-ე ოავიდან'' ამ საკრალური წიგნის ეს ადგილი ადამიანს მოუწოდებდა, ცუდი არაფერი ეთქვა მიცვალებულისა და საიქიო სამსჯავროს შესახებ.

როდესაც აღნიშნული საკითხის შესახებ ვმსჯელობთ, უნდა მიმოვიხილოთ და პრინციპულად გავმიჯნოთ მართლმადიდებლური საიდუმლოებები და წარმართული, რომელიც ესოდენ სხვაობს ერთმანეთისაგან. ჩვენ ვიცით, რომ საიდუმლოებები, როგორც რელიგიური მღვდელოქმედებები, არა მარტო ქრისტიანებს არამედ წარმართებსაც აქვთ. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, რომ წარმართულ, არაქრისტიანულ რელიგიებში შეიძლება ისეთი ადათები და წესები აღმოვაჩინოთ რომლებიც თავისი გარეგნული ფორმით საოცრად ჰგვანან ჩვენს მართლმადიდებლურ საიდუმლოებებს. საბჭოთა ატეისტურ ეპოქაში, მებრძოლი უღმერთობის ზეიმობის დროს, მეცნიერ-რელიგიათმცოდნეებს, ძალიან უყვარდათ ქრისტიანულ საიდუმლოთა წარმართული ფესვების ძიება და ამტკიცებდნენ, რომ ქრისტიანებმა ზოგიერთი საიდუმლო ეგვიპტელებს მოპარეს, ზოგი მითრას კულტის მიმდევრებისგან მიითვისეს და ზოგიც კიდევ საიდანღაც ვიღაცის მიბაძვით შემატეს თავის რელიგიას. გარეგნული თვალსაზრისით ადათებისა და მღვდელმოქმედებათა შესრულების რიგში გარკვეული მსგავსება ნამდვილად შეიძლება შევამჩნიოთ, თუმცა კი ქრისტიანული და წარმართული საიდუმლოებების სულიერი შინაარსი სრულიად ურთიერთასპირისპირო და ურთიერთშეუთავსებელია.
ახლა კი შევეცდებით განვსაზღვროთ საიდუმლოთა წარმართული გაგების ფესვები და ნათელი მოვფინოთ ძველი ,,მაგიზმის'' სულიერ საფუძვლებს. წარმართული მაგიზმის თვალთახედვით, ღმერთებისა და დემონების სულიერ სამყაროში არსებობენ გარკვეული კანონები, რომლებიც ისევე უცვლელნი არიან, როგორც მატერიალური სამყაროს ბუნებრივი კანონები. ამ კანონებს ემორჩილებოდნენ თვით ღმერთებიც, რომლებიც წარმართების წარმოდგენით ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ ადამიანების მსგავსად ისინიც არ იყვნენ სრულყოფილნი, ჰქონდატ თავისი სისუსტეები, ჩვევები, გრძნობები,მისწრაფებები,დამოკ
იდებულნი იყვნენ სამყაროს ამა თუ იმ კანონზომიერებაზე.და აი, იმისთვის, რომ ამ ღმერთისთვის მაგის, შემლოცველის თუ ჯადოქრის სასარგებლოდ ,,წამუშავება'' ეიძულებინათ, საკმარისი იყო ამ ადამიანს ,,გასაღები მოერგო'' თითოეული მათგანისათვის, გაეგო რა მოსწონს ამ ღმერთს და რაზეა ამ სამყაროში დამოკიდებული. შეიძლება ასეთი ძველი მაგი ამ სულის დამორჩილებაზეც კი ფიქრობდა, თუკი შეძლებდა და მის რომელიმე სისუსტეს ან იდუმალ საიდუმლოს გაიგებდა და მიაკვლევდა.სწორედ ამ ყველაფერშია ჩაქსოვილი წარმართული მაგიზმის არსი: პირადი, სავსებით მატერიალური, ფიზიკური კეთილდღეობისთვის ამ ,,ღვთაებრივი'' სამყაროს კანონების ამოხსნა და მისი დამორჩილებაა საჭირო. სხვაგვარად რომ ვთქვათ მაგიზმის დანიშნულებას უხილავი სულიერი სამყაროს ადამიანისთვის დამორჩილება-დამონება წარმოადგენდა. ამისთვის მაგს აუცილებლად უნდა შეემუშავებინა წაუგებელი მეთოდი საღმრთო რეალობაზე მოქმედებათა,შელოცვათა და ზემოქმედებათა განგება. მაგალითად: როდესაც ჩვენ წყურვილი გვაწუხებს, შეგვიძლია მივიდეტ გაზიანი წყლის ავტომატთან, ჩავაგდოთ მასში მონეტა, დავაჭიროთ თითი და იქიდან ესა თუ ის წვენი გამოვარდება. წარმართი თავის ღმერთებზე ზემოქმედებას სწორედ ამგვარადვე ცდილობდა. მას უბრალოდ უნდა გაეგო, სად იდგა ამგვარი ,,სულიერი'' ავტომატი, როგორი მონეტა-მსხვერპლი უნდა ჩაეგდო მასში და რომელი ღილაკისთვის დაეჭირა თითი, ამის შემდეგ მას პირდაპირ ხელებში უვარდებოდა კეთილდღეობის ნანატრი ქილა. საბოლოვოდ წარმართები მხოლოდ ერთ რამეზე ზრუნავდნენ,როგორმე თავისი ადამიანური ნებისთვის დაემორჩილებინათ ღმერთები. ამით წარმართულ მაგიზმში უძველესი ადამიანის ცოდვით დაცემასთან სიღრმისეული კავშირი გამოვლინდა. ადამის პირველი შეცდომა და დანაშაული სწორედ საკუთარი ნების საღმრთო ნებაზე მაღლა დაყენების, ღმერთზე ამაღლების მცდელობა იყო. წარმართული მაგიზმი ამ სამწუხარო ტრადიციას აგრძელებს: მის მიხედვით საჭიროა თავად ღმერთზე მაღლა დადგომა.

ქრისტიანობაში სხვა წესებია, ქრისტიანულ ღმრთისშემეცნებაში არაა მექანიციზმი.აქ ვერ ნახავთ პირველქმნილი ცოდვასავით ძველ წარმართულ ცრუ წანამძღვარს: თუკი მე საიდუმლო აღვასრულე, მან უნდა ,,იმუშაოს'' , ,,გაჭრას'' და ჩემი მოქმედებების პასუხად ღმერთი უბრალოდ ვალდებულია, მომცეს მე ესა და ეს. ქრისტეს ეკლესიაში არ არის მაგიზმის- როგორც ღმერთის იძულების ადგილი. აქ არის მხოლოდ უფლის გულმოწყალებისადმი რწმენა, მისი ჩვენ მიმართ სიყვარულისადმი სასოება, იმ სიყვარულისადმი რომელიც მონაწილეობას იღებს ჩვენს ლოცვაში და პასუხს სცემს ჩვენს მოწოდებას. ეკლესიაში ვერ ვნახავთ ვერც ქურუმობას, ვერც მოგვობას, და ვერც ჯადოქრობას, აქ არის მხოლოდ თავისუფალი საღმრთო განგებულება, რომელსაც ხსნისა და უფალთან შეერთებისაკენ მივყავართ.
თბილისის სასულიერო სემინარია
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.

https://prozeliti.wordpress.com/2014/07/11/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/ (გადადით ლინკზე და იხილეთ სქოლიოში დართული ინფორმაცია)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2014, 07:59 PM

azazeli
კარგია ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2017, 09:49 AM

"როგორ დავიცვათ თავი ჯადოსაგან?

- როგორ დავიცვათ თავი ბოროტი ვეზირისგან? უნდა ვიმეგობროთ მეფესთან. როგორ დავიცვათ თავი ბოროტი, დაცემული ანგელოზებისგან, ანუ ეშმაკისგან? უნდა ვიმეგობროთ ზეციურ მეფესთან, ანუ ქრისტესთან.

ზეციურ მეფესთან, ანუ ქრისტესთან მეგობრობა მისი კანონების, ანუ ახალი აღთქმის მცნებების (ე.ი. არასაკმარისია ძველი აღთქმის ათი მცნების აღსრულება) აღსრულებას ნიშნავს. იყავით ქრისტეს ერთგული მოწაფენი და ჯადოზე მხოლოდ გაგეცინებათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2017, 09:15 PM

"- ხსნის თუ არა ჯადოს წმინდა კვიპრიანეს ლოცვები და რამდენად მართებულია მათი შინ წაკითხვა?

- სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, წმინდა კვიპრიანე ჯადოქარი იყო, მაგრამ უფლის ძლიერების მხილველმა უარყო ცრუ მოძღვრება და მღვდელმთავარი გახდა, შემდეგ კი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.

იგი სიცოცხლეშივე ეხმარებოდა ადამიანებს, თავი დაეცვათ ეშმაკისგან და, ბუნებრივია, იმქვეყნიური საუფლოდანაც შეეეწევა მათ.

სასურველია, ამ ლოცვების წაკითხვაზე მოძღვარს სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა. მაგრამ გახსოვდეთ - ყველაზე დიდი დამცველი ადამიანისა წმინდა ზიარებაა. თუ არ თქვით აღსარება და არ ეზიარეთ, თქვენს ლოცვებს დიდი ძალა არ ექნება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2018, 08:51 PM

"ჯადო და ყავაში ჩახედვა ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც პური და ცომი"

/წმ. გაბრიელ სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 09:55 PM

"კითხვა: ეჭვი მაქვს, რომ მეზობელმა შვილებზე ჯადო გამიკეთა. ბავშვები ეკლესიაში ზიარებაზე დამყავს. კიდევ რა ძალით შეიძლება, ვებრძოლო ამ ბოროტებას?

პასუხი: შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან ეს სიავე უკვე დაგიძლევიათ. ეკლესია არის ერთადერთი საშუალება ამ ბოროტების წინააღმდეგ. თქვენს შვილებს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, თუკი ისინი მომავალში ეკლესიურად იცხოვრებენ და თქვენი ქრისტიანული ცხოვრება ექნებათ მაგალითად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 10:42 PM

"კითხვა: ვიპოვე ჩემს ოჯახზე გაკეთებული ჯადო. ძალიან შეშინებული ვარ. მირჩიეს, ნათელმხილველს მივაკითხო, ვინც მას გაანეიტრალებს. ჯადოს ხომ აღიარებს ეკლესია, სწორად მოვიქცევი, თუ დასახმარებლად ნათელმხილველთან მივალ?

პასუხი: „ნათელმხილველთან“ მისვლით თქვენს მდგომარეობას უფრო დაამძიმებთ, რადგან ეგრეთ წოდებული, „ნათელმხილველი“ იქნება თეთრი ან შავი მაგიის მიმდევარი, შესაბამისად, ბნელი ძალების მსახური. ასეთი ნაბიჯი თქვენს ოჯახს ვერ დაეხმარება. მიმართეთ ეკლესიას! მოძღვარი წაგიკითხავთ სპეციალურ ლოცვას და თქვენი ოჯახი ასცდება დამანგრეველ ზემოქმედებას, რაც შეიძლება, ჯადომ გამოიწვიოს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 03:26 PM

"კითხვა: სახლში ვიპოვეთ ოჯახზე გაკეთებული ჯადო. გვირჩევენ, ნათელმხილველთან მისვლას, მაგრამ თავს ვიკავებთ. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: „ნათელმხილველთან“ მისვლით თქვენს მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებთ. ყველა „ნათელმხილველი“ (თეთრი თუ შავი მაგიის მიმდევარი) ბნელი ძალების მსახურია. აქედან გამომდინარე, თუ თქვენი ოჯახის გადარჩენა გინდათ, მიმართეთ ეკლესიას, სადაც არის ხსნა და ადამიანის სულის ცხონება. მოძღვარი წაგიკითხავთ სპეციალურ ლოცვას. ეკლესიური ცხოვრება კი აგაცილებთ ჯადოთი გამოწვეული დამანგრეველი ძალის მოქმედებას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:41 PM

"კითხვა: ოჯახს აქვს გაკეთებული ჯადო. როგორ მოვიქცეთ მის ასახსნელად?

პასუხი: ჯადომ რომ არ იმოქმედოს ოჯახზე, უპირველესად საჭიროა, ოჯახის წევრებმა დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება: ჰყავდეთ მოძღვარი, ამბობდნენ აღსარებას, მიიღონ წმიდა ზიარება. ამასთანავე, აუცილებელია, მღვდელმსახურს აკურთხებინონ ბინა, სადაც ისინი ცხოვრობენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 07:51 PM

"კითხვა: ვირწმუნო თუ არა ჯადოს არსებობა და თუ არსებობს, ვის მივმართო მისგან გასათავისუფლებლად?

პასუხი: ჯადო ნამდვილად არსებობს, ის ბოროტი ძალის ზემოქმედების შედეგია. მთელი ბიბლიის არსი ბოროტ ძალასა და კეთილს შორის დაპირისპირებაა. ჯადოს საწინააღმდეგოდ ეკლესიაში იკითხება განსაკუთრებული ლოცვები, თუმცა გახსოვდეთ, რომ ქრისტიანს, რომელიც ზიარებითა და აღსარებით ცხოვრობს, ჯადო ნაკლებად ეკარება. გირჩევთ, ჯადოს მოსახსნელად მოძღვარს მიმართოთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 10:50 AM

"კითხვა: ვგრძნობთ, რომ ჩვენს ოჯახს ჯადო აქვს გაკეთებული. არაფერში ხელი არ გვემართება. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: ჯადოს, ანუ ბოროტი ძალის ზემოქმედების არსებობას ეკლესია არ უარყოფს. იმისთვის, რომ ჯადომ ოჯახზე არ იმოქმედოს, უპირველესად, ოჯახის წევრებმა უნდა დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება – უნდა ჰყავდეთ მოძღვარი, ამბობდნენ აღსარებას. მიიღონ წმიდა ზიარება. ასევე, აუცილებელია მოძღვარს აკურთხებინოთ თქვენი საცხოვრებელი ბინა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2020, 08:10 PM

"უნდა გვეშინოდეს თუ არა ჯადოსი და გათვალვის? თუ ჯადო გაკეთებულია, როგორ უნდა მოვიშოროთ იგი? ცუდ ძალას ქრისტიანი წინ უნდა აღუდგეს საკუთარი სულიერი ძალით, მადლით, რომელიც მას აქვს. ქრისტიანმა თავი ყოველთვის უნდა დაიცვას პირჯვრის გადასახვით, ლოცვით, ღვთის სიტყვის კითხვით, სიწმინდეებით, ნაკურთხი წყლით, სეფისკვერით, ნაკურთხი ზეთით, ხშირი აღსარებითა და ზიარებით, და ასე შემდეგ... ასეთ შემთხვევაში მტერი იოლად ვერ მოერევა მას"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2020, 07:29 PM

" - როგორ დამოკიდებულებაში ვიყოთ ჯადოსნებთან, მკითხავებთან და მათთან, ვინც მათ მიმართავს?

- ერთადერთი ვისაც ნათელმხილველი ბერი ალექსი ბ. მკაცრად ეკიდებოდა, ჯადოსნები და მკითხავები იყვნენ. იგი მათ თავისთან არ უშვებდა და ბრძანებდა გადაეცათ მათთვის, რომ მიიღებდა მათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოინანიებდნენ ღვთის წინაშე და თავს დაანებებდნენ ეშმაკის მსახურებას. ამასთან, იგი კიცხავდა არა მხოლოდ ჯადოსნებს, არამედ ყველას, ვინც მათ "საშველად" მიაკითხავდა ("XVIII-XIX სკ. ღვთისმოსავი მოღვაწეები").

ზოგი კადნიერდება და ცდილობს მკითხავების მეშვეობით მოიწვიოს ღვთისმშობელი და უფლის წმიდა სათნომყოფლები, პირჯვარს იწერენ კიდეც, მაგრამ მათ უნდა განვერიდოთ" (წმ. თეოფანე დაყუდებული).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 02:44 PM

"ზოგიერთი ისე კადნიერდება, რომ შელოცვა-მჩხიბავობის დროს უხმობენ ღვთისმშობელს, წმინდანებს და პირჯვარს ისახავენ, მაგრამ მათ უნდა გაურბოდეთ".

/ღირსი თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 01:48 PM

"მკითხაობა დიდი ცოდვაა და ღვთის მოწინააღმდეგობაა. ღვთისგან დაფარულის ბოროტად გამჟღავნების ერთგვარი მცდელობაა, რასაც მკითხავი ეშმაკის შთაგონებით ნაწილობრივ ახერხებს".

/წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 08:47 PM

"ვინც გრძნეულს მიმართავს, ეკლესია ხუთი-ექვსი წლით განაყენებს მას წმიდა ზიარებისაგან"

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 10:27 PM

"ჯადო არსებობს და საშინელი ძალითაც მოქმედებს. მას შეუძლია ურწმუნო ადამიანები თოჯინებივით ათამაშოს"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2021, 12:09 PM

"ხშირად, ურწმუნო ადამიანი, მრავალი წელი იტანჯება ავადმყოფობითა თუ სხვადასხვა გაჭირვებით და არ იცის, რომ, ხშირ შემთხვევაში,ეს ჯადოს მიზეზია"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2021, 05:25 PM

"არსებობენ ცრუ ძალები, როგორიცაა - ჯადოქრული"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 08:33 PM

"ცხადია, რომ კერპთმსახურება, ჯადოქრობა და მსგავსი, დამახასიათებელია სულისათვის და არა ხორცისათვის. ამიტომაც პავლე [მოციქული] ადანაშაულებს არა ხორცს, არამედ დაუდევრობას აზროვნებაში"

/ნეტარი თოდორიტე კვირელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2021, 08:07 PM

"ქრისტე მაცხოვრის მოვლინების წინა პერიოდში ბერძნულ-რომაულ სამყაროში გავრცელდა აღმოსავლური კულტები მკითხაობით, ჯადოქრობითა და მსგავსი პრაქტიკით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2021, 04:00 PM

"თუ განგებას სურს, რომ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი, უეჭველია, ჩვენსავე სასიკეთოდ და სასარგებლოდ! განა, ჩვენი მხრიდან კადნიერება არ იქნება, მკითხავებსა და მჩხიბავებს მივმართოთ, რათა გავიგოთ, თუ რა მოგველის წინ?! ან ჩვენგან ეს ღვთის მძიმე შეურაცხყოფა არაა?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 03:16 PM

"ნუ დაინტერესდები მომავლით, არამედ - სასარგებლოდ გამოიყენე აწმყო. რა სარგებელი გაქვს განჭვრიტო განგება?! თუ მომავალი რაიმე სიკეთეს მოგიტანს, მაშინ იგი თავისთავად მოვა, თუნდაც წინასწარ ვერ გაიგო. ხოლო თუ იგი მჭმუნვრეა, რა მონაპოვარია შენთვის, წინასწარ გაითანგო მწუხარებით?"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 02:39 PM

"მკითხაობა გავრცელებული ცოდვა იყო ისრაელიანებსა და ბევრ აღმოსავლელ ხალხს შორის. მომავლის გამოსაცნობად გამოიყენებოდა სხვადასხვა სასაცილო და აბსურდული მეთოდები. ამავე დროს ჯადოქრობისას ხშირად იყენებდნენ სპეციალურ სარიტუალო თასს. თასით მკითხაობა - უძველესი ცრურწმენაა, რომელიც ხალხთა უმრავლეს ნაწილში ფართოდ გამოიყენებოდა.
მკითხაობა (მისნობა) განსაკუთრებული სიმკაცრით იკრძალებოდა მოსეს რჯულითა და წმინდა წერილის მწერლების მიერ. იგი წარმართული კერპთაყვანისმცემლობისა და ცრურწმენის განშტოებებად მოიაზრებოდა. ეს ქმედება ცოდვად და სამარცხვინოდ ითვლება ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის და ავლენს ღმერთის რწმენის ნაკლებობასა და უემცრებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 03:43 PM

"წმინდა წერილში არცერთი ცოდვა არ არის დაგმობილი ისე მკაცრად, როგორც მესულთანეობა, მჩხიბაობა და მკვდართა გამოკითხვა (რჯლ. 18,10, 14), არა მხოლოდ ძველ აღთქმაში, არამედ ახალ აღთქმაშიც (გალ. 5.20).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2022, 07:13 PM

"უფალმა ღმერთმა ადამიანებს აუკრძალა, მიმართონ ჯადოქრებს, მკითხავებს, იმათ, ვისაც საქმე ბოროტ სულებთან აქვთ ან იმათ, ვინც გარდაცვლილთა სულების მეშვეობით მკითხაობენ. იმას, ვინა ამას გააკეთებს, უფალი სჯის: "და აღვიღო იგი შორის ერისაგან ჩემისა" (იეზ. 14:8). უფლის ეს მცნება მეფე საულმა დაარღვია დ იზღვია საკუთარი თავით. მიუხედავად იმისა, რომ თავისი მმართველობის დასაწყისში მან გადაწყვიტა ყველა მკითხავი, ჯადოქარი და და ყველა სახი სპირიტიზმი, შემდგომ როდესაც ღმერთს განუდგა, ის ერთ მჩხიბავთან გაემგზავრა და მოსთხოვა, გამოეძახა სული, რათა გაეგო, მომავალში რა ელოდებოდა. საულს გამოეცხადა წინასწარმეტყველ სამუელის სული და მრისხანედ უთხრა, რომ ხვალ დაიღუპებოდა. და მართლაც, მეფე საული მეორე დღეს დაიღუპა ფილისტიმელებთან ბრძოლისას. ამრიგად, მეფე საული დაიღუპა არა ბრმა შემთხვევის გამო, არც იმის გამო, რომ ბრძოლაში გამოუცდელი იყო, არც იმის გამო, რომ მტრის ძალა აღემატებოდა, არამედ საკუთარი ცოდვის გამო. მისი სიკვდილიც ასევე აიხსნება არა ბუნების კანონებით, არამედ ზნეობრივი კანონით".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 04:00 PM

"პირველი მცნების წინაშე სცოდავენ აგრეთვე გრძნეულები, მკითხავები, რომელთაც მიატოვეს უფლის ძალის რწმენა და ირწმუნეს ქმნილებათა იდუმალი ძალებისა, განსაკუთრებით კი ბოროტი სულებისა და მათთან კავშირის მეშვეობით ცდილობენ სხვათა საზიანოდ მოქმედებას. თუ თქვენ შორის ასეთი ცოდვილები არიან, მწარე ცრემლით უნდა შეინანონ უფლის წინაშე".

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 05:39 PM

"ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, ანდა ურჩვეია - მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცოდავს, ვიდრე თვით ჯადოქარს, ვინაიდან დაუტოვებია რწმენა უფლის ძალისა და შემწედ დაუსახავს გრძნეული. ზოგი იტყვის, "ყური უგდეთ, რას ამბობს წმიდა მამა იოანე ოქროპირი: "წმინდა სამების სახელსაც წარმოთქვამენ მისნობისას, წმინდანებსაც მოიხმობენ და ჯვარსაც სახავენ. განეშორეთ მათ". ვინც გრძნეულს მიმართავს, ეკლესია ხუთი-ექვსი წლით განაყენებს მას წმ. ზიარებისაგან".

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 11:50 AM

"იქნებ ზოგიერთ თქვენგანს უფლის კეთილი ნების რწმენა არ ჰქონია და მკითხავებთან, მისნებთან, ჯადოქრებთან მისულა დახმარებისათვის? შეინანეთ, ეს უდიდესი ცოდვაა!"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 12:42 PM

"ჯადოქრობა და მჩხიბაობა ეს სულის გაყიდვაა"

/ბერი ანატოლი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2022, 09:01 PM

"მოუტანა ჯადოქარმა რაღაც მალამო.
- მგლის ქონი არის შელოცვილი და სათუთად შეზავებული. საფრთხილოა! სჯობს იდუმალ წაუსვა იმ ქალს ტანისამოსზედ. მგლის სახედ ეჩვენება კაცს. ფეხს აღარ გასდგამს იქით!
-თუ იდუმალ წასმა ვერ მოვახერხე?
- გასჭრის ცხადადაც. ფრთხილად, თვითონ არ მოგხვდეს მალამო, მეტადრე სახეზედ.
ქალმა დიდის სიფრთხილით შეინახა ჯადო წამალი"

/ვასილ ბარნოვი, "მარგალიტის ცრემლები"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 07:45 PM

"მკითხაობაში" კოდელი ნინო ვერ მაჯობებს". smile.gif

/წმ. გაბრიელი (აღმსარებელი და სალოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 08:08 PM

" - სპირიტიზმის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებასაც შევეხოთ...

- ეკლესია მკითხაობას მკვლელობაზე, კაცის კვლაზე დიდ ცოდვად განიხილავს. ეს არის უდიდესი ცოდვა. მკვლელობის დროს ხორციელად ვკლავთ ადამიანს. ცხადია, ესეც უდიდესი დანაშაულია, მაგრამ მკითხაობის და სპირიტუალური სეანსების დროს ადამიანის სულიერი მკვლელობა ხდება, რაც გაცილებით დიდი ცოდვაა".

/მამა მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 05:40 PM

"სპირიტიზმი ჯერ კიდევ ძველ ბაბილონელებში, ეგვიპტელებსა და ინდოელ ბრაჰმანებში იყო გავრცელებული. გარდაცვლილთა სულებსის გამოძახებას ხშირად მიმართავდნენ ელინებიც. ძველ აღთქმაში მოთხრობილია, თუ როგორ გამოიძახა ყურდონელმა მისანმა ქალმა სამუელ წინასწარემეტყველის სული მეფე საულისთვის, მაგრამ იმ დროშიც კი, ებრაელთა შორის, იქ, სადაც ჭეშმარიტ ღმერთს აღიარებდნენ და მის მიერ მიცემულ სჯულს იცავდნენ, ასეთი რამ - ზოგადად, ყველა სახის მისნობა - იკრძალებოდა და ამის ჩამდენნი უმკაცრესად ისჯებოდნენ. მეორე რჯულში პირდაპირ წერია: "ნუ იქნება თქვენ შორის თავის ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნობით შემკვრელი, მკვდართა გამომკითხველი, რადგან საძაგელია უფლისთვის ყოველივე ამის ჩამდენი. ასეთი რამ ხდებოდა მოციქულთა ხანაშიც და ჩვენ დრომდეც მოაღწია".

/მამა მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 01:42 PM

"ცხადია სპირიტული სეანსის დროს არავითარი მიცვალებულის სული არ გვეცხადება, არამედ ეშმაკი ატყუებს ადამიანს, ამ დროს თუ რაიმე არაბუნებრივი, უჩვეულო ხდება - თეფშის, მაგიდისა თუ სხვა უსულო საგნების ძალდატანების გარეშე მოძროაობა, წარწერები იმ გარდაცვლილის კალიგრაფიით, რომლის გამოძახებაც მოხდა, თუ სხვა და სხვა, ეშმაკის ჩარევით ხდება, მიცვალებულის სახელით მოდის და თავისი ხრიკებით ადამიანებს ატყუებს"

/მამა მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 09:55 PM

"დანაშაულებრივია მომავლით ზედმეტად დაინტერესება და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად უკანონო ხერხების გამოყენება. ასევე, ცოდვაა უფლის წინაშე არასასურველი და ზედმეტი ზრუნვა მომავალზე - ეს ან მოუთმენლობის ნიშანია სიხარულის მოლოდინში, ან - წუხილი - მჭმუნვარების მოლოდინში, და ჩვენში ღვთის განგებულებისადმი უიმედობასა და ნაკლოვანებას ამხელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2022, 09:30 PM

"მეორე დღეს, ბრწყინვალე ორშაბათს, მგონი ტრაპეზის შემდეგ, მამა გაბრიელმა გამოაცხადა, სასაფლაოზე პანაშვიდი უნდა გადავიხადოთო. ო, რა გავიხარეთ! ეს იყო ჩვენთვის ზეიმი. წავიღეთ ანალოგია და დაწყობილები ჩავედით სასაფლაოზე. მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი] საკურთხევლიდან დიდი კურთხევანი გამოიტანა, სრულ საბერო შესამოსელში გამოეწყო და სულ მალე ყველანი საფლავებს შორის განვლაგდით. ის შუაში დადგა, ანალოგიასთან, ჩვენ - მის მახლობლად. უნდა ითქვას, რომ ეს საბერო შესამოსელი ერთიანად ცვლიდა მამა გაბრიელს, სულ სხვა ხდებოდა. განსაკუთრებით კუნკულ-ბარტყული აძლევდა დიდებულ იერს და უკვე ეჭვი აღარ გეპარებოდა, რომ ის სხვა სამყაროდან იყო მოსული.

ბედნიერი წუთები! მოვემზადეთ, ველოდებით როდის იტყვის ასამაღლებელს, რომ პირველი "ამინი" ვიგალობოთ, აი, წიგნიც გადაშალა და უცბად...

- ეს რა არის! ჯადო! - შესძახა მთელი ხმით.

- რა ჯადო, რის ჯადო? - ავჩოჩქოლდით ჩვენ.

- ჯადო, ჯადო! - და ერთი ამბავი ატეხა.

მივცვივდით წიგნს და ვხედავთ, მოჭრილი თმები დევს, უცნაურად მომრგვალებული, მგონი შიგ თეთრი ძაფებიც იყო გაყრილი. ეჭვი არავის შეგვპარვია, რომ ნამდვილად ჯადოსთან გვქონდა საქმე. თუმცა პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო - მონასტრის წიგნში ჯადო. თან ეს თმები პანაშვიდის განგებაში იდო, ესე იგი, ერთ ადამიანს მეორის მეორის სიკვდილი უნდოდა. დავიწყე ფიქრი: "ვის უნდა ჩაედო, რაღაც შეცდომაა, ალბათ ვიღაც ერის ადამიანმა გააკეთა". ერთი სიტყვით, თვალით ვხედავ, რომ ჯადოა, მაგრამ გულით არ მჯერა, გული ვერ იღებს. მამა გაბრიელი კი ამასობაში ერთ ამბავშია. ვიღას ახსოვს პანაშვიდი? ბოლოს გამოაცხადა:

- წაიღეთ და გალავნის გარეთ დასწვით!

ასე დამთავრდა ეს ამბავი. მაშინ, რასაკვირველია, ვერაფერს მივხვდით, მაგრამ ახლა ვხვდები: ჩვენ პანაშვიდისთვის არ ჩავსულვართ სასაფლაოზე, ჯადოსთვის ჩაგვიყვანა მამა გაბრიელმა. ხომ შეიძლებოდა ის ჯადო დაგვეწვა და მერე ჩაგვეტარებინა პანაშვიდი, რისთვისაც იქ ვიყავით შეკრებილები? მაგრამ - არა. რატომღაც ამ გზით ისურვა იმ ჯადოს მოშორება. არ ვიცი, ვინ ამხილა ამ საქციელით, მაგრამ, ცხადია, თვითონ ყველაფერი კარგად იცოდა. მთელი მონასტერი შეიძრა იმ დღეს: ჯადო კურთხევანში!"

/იღუმენია პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 08:32 PM

"წარმოვიდგინოთ, რომ ძეს მამის სახლში აქვს თავისუფლება ისარგებლოს ყველაფრით, რაც მას სჭირდება, და - ბევრით, რაც სიამოვნებს, მაგრამ ის არ კმაყოფილდება ამით და როდესაც წააწყდება საკუჭნაოს, რომლის გასაღებიც არ აქვს ბოძებული, აყალბებს გასაღებს და აღებს კარებს; დავუშვათ, არა იმისთვის, რომ მოიპაროს, არამედ, მარტო იმისთვის, რომ ნახოს, რა იმალება იქ. განა ეს უმადურობა არ არის?! განა არ უნდა რცხვენოდეს ძეს?! განა არასასიამოვნო არ უნდა იყოს მამისთვის?! - საქმის სულ მარტივი შეხედვით, აი, მთელი სამსჯავრო ყოველგვარი მკითხაობის ან შელოცვისა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 09:36 PM

" - როგორც მსმენია, შავი გიშერი ადამიანს ავი თვალისგან იცავს. მიზანშეწონილია თუ არა შავი გიშრის ჯვრის ტარება?

- ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ შავი გიშერი ადამიანს გათვალვისგან იცავს, გათვალვის შემთხვევაში კი იბზარება, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა. გაბზარვის მიზეზი შესაძლოა, იყოს თვითონ ქვის ხარისხი და არა ავი თვალი. რაც შეეხება გიშრის ჯვარს, შეგიძლიათ, თამამად ატაროთ ის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 07:11 PM

"დიდი ხნის წინ ერთი ყმაწვილი (ნ.) მოვიდა აქ და მითხრა:

- მამაო, ერთმა ჯარისკაცმა ჯადო გამიკეთა და ახლა ვეღარ ვახერხებ, რომ ე. შევირთო ცოლად.

მე მას ვუთხარი:

- წადი მამა ხარლამპი ვასილოპულოსთან, მან იცის ჯადოების შესახებ.

როცა მივიდა, მამა ხარლამპიმ მას ჰკითხა:

- იმ დროს, როცა ჯადო გაგიკეთეს, ეზიარებოდი?

- არა, - უპასუხა მან.

- ამიტომაც იმოქმედა შენზე ჯადომ, შვილო.

ექვსი წელი რომ გავიდა, ვკითხე ნ.-ს:

- ნ., რა ხდება, დაქორწინდი ე. - ზე?

- ვერც მე ვირთავ სხვას და ვერც ის თხოვდება სხვაზე, - მიპასუხა მან".

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 08:24 PM

"მამა ეფრემი [კატუნაკელი] მხურვალედ ლოცულობდა ასევე თავისი ტანჯული ბიძაშვილისთვის, რომელიც ჯადოქრობაში იყო გარეული. ამ დროს მისმა ლოცვებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ღმერთს ევედრებოდა: "ღმერთო ჩემო, შენი პატიოსანი სისხლის გამო, რომელიც ჯვარზე დასთხიე, ეს საბრალო ადამიანიც შეიწყალე". პასუხად კი ერთი მაგარი სილა მივიღე, რომელიც სამართლიანად დავიმსახურეო, - ამბობდა ბერი. "ღმერთი ყველაფერს ითმენს, მაგრამ ჯადოქრობა... შორს". შემდეგ, როცა ჭკუა ისწავლა, ამბობდა: "სხვა დროსაც ვცადე მსგავსი რამ და ღვთის რისხვა დავიტეხე თავს, თუმცა მოვასწარი შენდობის თხოვნა და აღარ ვიწვნიე სილა. შიში და ძრწოლა გიპყრობს ადამიანს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2023, 08:10 PM

"ცოტა ხნნის წინ წმიდა მთაზე ერთი ჯადოქარი მოვიდა. რაღაც მოჯადოებული პალოებითა და ბადეებით მან ერთ ადგილს მთლიანად დაფარა ჩემი სენაკისკენ მომავალი გზა. აქეთ რომ გაევლო ისეთ ადამიანს, ვისაც ცოდვები მონანიებული არ ჰქონდა, აუცილებლად დაშავდებოდა, ოღონდ ისე, რომ მას ამის მიზეზი არ ეცოდინებოდა. როცა გზაზე ეს ჯადოქრული ბადე დავინახე, ჯვარი გადავისახე და მათ შორის შევაბიჯე - ყველაფერი დაირღვა. შემდეგ სენაკში თვითონ ჯადოქარი მივიდა. მან ბოროტი ზრახვები აღიარა და თავისი წიგნები დაწვა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2023, 09:56 PM

"იმათთვის, ვინც თავისი ნებით შევიდა კავშირში ბოროტ ძალასთან და ჯადოქრობას შეუდგა, გამოსავალი არ არის. ექიმბაშებს არ უნდა მიმართოთ, ისინი ერთს მოარჩენენ, სულს კი ავნებენ"

/მართალი მატრონა მოსკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 07:23 PM

"XV საზვერე - ჯადოქრობისა და მკითხაობის ცოდვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 07:15 PM

"ის, რასაც ჯადოქარი აკეთებს, არის ცდომილება, ბოდვა. ამ დროს ბოროტი "ანგელოზად ნათლისა" გვევლინება. თუ მისი ოინები არ იცი, ვერ მიხვდები, ღვთის სულია თუ ბოროტის, შეიძლება ჩაგითრიოს კიდეც და საღვთო აღტაცება გეგონოს. ბევრნი ცდებიან ასე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 01:24 PM

"მრავალია შემთხვევა როცა ეშმაკეულობის, შეპყრობილობის მდგომარეობა განვითარებიათ ბავშვებს, მოზარდებს, მშობელთა, ნათესავთა ცოდვების გამო, მათზე შელოცვის, ჯადოქრობის რიტუალის შესრულების შედეგად.

ერთ-ერთი მოზარდი მართლმადიდებლურად მისი მონათვლიდან ერთი წლის შემდეგ დათვრა და შემდეგ შესცოდა ამ მდგომარეობაში, თან ჯადოქართან წავიდა ვითომ განსაკურნებლად. სტუმრობის შემდგომ იგრძნო როგორ ჩასახლდა მასთან ორი დემონური სული და საუბარი დაუწყეს მას, ისინი ხანდახან იმდენად იპყრობდნენ რომ ის იმეორებდა მათ ნაკარნახევ სიტყვებს ისე რომ შინაარსაც კი ვერ წვდებოდა მათსას, თან შეგრძნება ჰქონდა წამებისა, ბოლოს იმდენად შეერყა გონება რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 06:25 PM

"მამა პაისმა [ათონელი] გვიამბო: "სენაკში ვიჯექი და ზარის რეკვა მომესმა. ფანჯრიდან გავიხედე და რას ვხედავ: ჩემს წინ შავი მაგიის მასწავლებელი დგას, მას კი ეშმაკთა კრებული მოჰყვება. ადამიანი, ხატი ღვთისა, ერთი ეშმაკი არ ეყოფა? მას დემონთა ჯარი მისდევს. კარი არ გავუღე, დროს ამაოდ დავკარგავდი".

მოგვიანებით, როცა მამა პაისი მონასტერში ჩავიდა, მამებმა ერთი უცნაური სტუმრის შესახებ უამბეს, მაგრამ მას არაფერი უთქვამს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 03:38 PM

"ვიღაცამ ლოცვა-კურთხევა სთხოვა საქადაგებლად წასასვლელად. მამა პაისმა [ათონელი] უპასუხა: "ქადაგების დასაწყებად ადამიანი წმიდანი უნდა იყოს. სასწაულების ქმნა უნდა შეეძლოს! მაგალითად, სადმე კუთხეში ჯადოქარს რომ შეხვდეს, მის წინაშ სასწაული უნდა აღასრულოს, რათა იმ საბრალო ცდუნებულმა იწამოს ქრისტე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 04:22 PM

ჯადოსგან განკურნება

"ანასტასია თავის ქმარ გაბრიელთან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სიმშვიდესა და თანხმობაში. მაგრამ, აი, გაურკვეველი მიზეზების გამო, მან მოიძულა თავისი ქმარი იმდენად, რომ უნდოდა გაყრა. გაბრიელი ძალიან განიცდიდა ცოლის მხრიდან სიძულვილს და ეცადა, თავი მოეკლა. მათი ერთობლივი ცხოვრება გახდა აუტანელი და ქალი სახლიდან წავიდა. ვიღაცამ მას უამბო ხუეეს სვიმეონის შესახებ და ანასტასია მასთან რჩევისთვის გაემგზავრა.

მისვლისთანავე დედა ალექსანდრამ მას ჩაი დაალევინა. ანასტასიამ უამბო, რომ ერთი კვირით სტუმრობდა ლავრას, მაგრამ რა მიზეზით - ეს არ უთქვამს.

მოულოდნელად თავისი კელიიდან გამოვიდა მამა სვიმეონი და დაუძახა ანასტასიას აღსარებაზე, მაგრამ დედა ალექსანდრამ დაუწყო ხუცეს მტკიცება, რომ ანასტასია ახალი ჩასული იყო და აღსარებისთვის ჯერ არ იყო მზად. "მამაო, ჯერ აქვს დრო, არ ეჩქარება", - დაამატა მონაზონმა. მაგრამ ხუცესი დაჟინებით ითხოვდა და დაიწყო აღსარების მიღება. ქალი გამოვიდა მოძღრისგან გაცისკროვნებული და გახარებული.

მეორე დღეს ანასტასია ეზიარა ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს და ამის შემდგომ გაემგზავრა. ყვეალფერი, რაც უთხრა მამა სვიმეონმა, ახდა. ოჯახში ის დაბრუნდა, როგორც მოსიყვარულე მეუღლე. მან უამბო ქმარს, რომ მოძღვარმა მასზე ბოროტი ადამიანების მიერ გაკეთებული ჯადო დაინახა, რომელიც სადღაც საკუჭნაოში ძნებში იყო დამალული. ცოლ-ქმარი ერთად წავიდა ჯადოს მოსაძენბად და იპოვეს კიდეც.

მოძღვრის კურთხევით, მათ გადაწყვიტეს მისი დაწვა, რა დროსაც მათ სახლში ყვირილით შეირბინა მეზობელმა ქალმა და ყვირილთვე იტაცა თავზე ხელი - არ დაწვათ! არ დაწვათ! - ყვიროდა ის. ამის შემხედვარე ქმარი მას დაემუქრა, რომ ჯადოსთან ერთად მასაც დაწვავდა ღუმელში, რის მერეც მეზობელი ქალი გაიქცა.

როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ჯადოქარი და შურის გამო მათ ოჯახში ასეთი განხეთქილება ჩამოაგდო - ქმარი აპირებდა თვითმკვლელობა, ანასტასია ასე მალე რომ არ დაბრუნებულიყო მასთან. აი, თურმე რატომ ითხოვდა მოძღვარი დაუყოვნებლივ აღსარებას და ქალის ქმართან დაბრუნებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 04:22 PM

ჯადოსგან განკურნება

"ანასტასია თავის ქმარ გაბრიელთან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სიმშვიდესა და თანხმობაში. მაგრამ, აი, გაურკვეველი მიზეზების გამო, მან მოიძულა თავისი ქმარი იმდენად, რომ უნდოდა გაყრა. გაბრიელი ძალიან განიცდიდა ცოლის მხრიდან სიძულვილს და ეცადა, თავი მოეკლა. მათი ერთობლივი ცხოვრება გახდა აუტანელი და ქალი სახლიდან წავიდა. ვიღაცამ მას უამბო ხუცეს სვიმეონის შესახებ და ანასტასია მასთან რჩევისთვის გაემგზავრა.

მისვლისთანავე დედა ალექსანდრამ მას ჩაი დაალევინა. ანასტასიამ უამბო, რომ ერთი კვირით სტუმრობდა ლავრას, მაგრამ რა მიზეზით - ეს არ უთქვამს.

მოულოდნელად თავისი კელიიდან გამოვიდა მამა სვიმეონი და დაუძახა ანასტასიას აღსარებაზე, მაგრამ დედა ალექსანდრამ დაუწყო ხუცეს მტკიცება, რომ ანასტასია ახალი ჩასული იყო და აღსარებისთვის ჯერ არ იყო მზად. "მამაო, ჯერ აქვს დრო, არ ეჩქარება", - დაამატა მონაზონმა. მაგრამ ხუცესი დაჟინებით ითხოვდა და დაიწყო აღსარების მიღება. ქალი გამოვიდა მოძღვრისგან გაცისკროვნებული და გახარებული.

მეორე დღეს ანასტასია ეზიარა ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს და ამის შემდგომ გაემგზავრა. ყვეალფერი, რაც უთხრა მამა სვიმეონმა, ახდა. ოჯახში ის დაბრუნდა, როგორც მოსიყვარულე მეუღლე. მან უამბო ქმარს, რომ მოძღვარმა მასზე ბოროტი ადამიანების მიერ გაკეთებული ჯადო დაინახა, რომელიც სადღაც საკუჭნაოში ძნებში იყო დამალული. ცოლ-ქმარი ერთად წავიდა ჯადოს მოსაძენბად და იპოვეს კიდეც.

მოძღვრის კურთხევით, მათ გადაწყვიტეს მისი დაწვა, რა დროსაც მათ სახლში ყვირილით შეირბინა მეზობელმა ქალმა და ყვირილთვე იტაცა თავზე ხელი - არ დაწვათ! არ დაწვათ! - ყვიროდა ის. ამის შემხედვარე ქმარი მას დაემუქრა, რომ ჯადოსთან ერთად მასაც დაწვავდა ღუმელში, რის მერეც მეზობელი ქალი გაიქცა.

როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ჯადოქარი და შურის გამო მათ ოჯახში ასეთი განხეთქილება ჩამოაგდო - ქმარი აპირებდა თვითმკვლელობა, ანასტასია ასე მალე რომ არ დაბრუნებულიყო მასთან. აი, თურმე რატომ ითხოვდა მოძღვარი დაუყოვნებლივ აღსარებას და ქალის ქმართან დაბრუნებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2024, 02:03 PM

"კვირაში რამოდენიმეჯერ [კიევ-პეჩორის] ლავრაში ტარდება პარაკლისი, რომლის დროსაც ავადმყოფს მარკოზ მესაფლავის ქუდს ახურავენ, ეს ქუდი არამარტო თავის ტკვილებს კურნავს, არამედ ისეთი უარყოფითი ენერგიებისგანაც ათავისფულებს, როგორიცაა ჯადო"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)