ერთარსება - სამება "განუყოფლად განყოფილია", ღმერთი არის სიყვარული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერთარსება - სამება "განუყოფლად განყოფილია", ღმერთი არის სიყვარული |
ნათია |
Jun 6 2007, 01:03 AM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
სამების პირები განირჩევიან პირისეული თვისებებით: მამა ღმერთი არის უშობელი, - არც იშობა და არც გამომდინარეობს არავისგან. იგი თავადაა მშობელი და გამომავლინებელი; ძე ღმერთი არის შობილი; სულიწმიდა კი - გამომავალი. ამ უკანაკსნელი დოგმის შესახებ გვაუწყებს "მრწამსის" მე-8 წევრი: "... რომელი მამისაგან გამოვალს". დასავლეთ ეკლესიაში, რომის საპატრიარქოში, ეს აზრი თითქმის დააზუსტეს და გააფორმეს ასე: "... რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს", ე.ი. რომის კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით, სულიწმიდა გამომდინარეობს როგორც მამისაგან, ისე ძისაგან, რაც არ შეიწყნარა აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. სამების არსებას ვიზუალურად მზის, სითბოს და სინათლის ურთიერთმიმართება ასაჩინოებს. არ არსებობს მზე სითბოსა და სინათლის გარეშე, როგორც უკანასკნელნი პირველწყაროს, მზის დისკოს გარეშე: სადაცაა მზე, არის სითბოც და სინათლეც. ასევე: სადაც მამაა, არის ძე, არის სულიწმიდა და - პირუკუ. ღმერთი ყველგანაა. მაშასადამე, წმიდა სამება მადლითა და დიდებით სუფევს ყველგან და ყოველთვის. ღმერთი არის სამპიროვანი, სამსახოვანი. მაინტერესებს თავდაპირველად მრწამში თუ ეწერა "...რომელი მამისაგან გამოვალს" რატომ შეიტანეს კათოლიკებმა შესწორება ანუ გააფორმეს "... რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს"? ქრისტიანული რელიგიის სხვა განშტოებებში ღმერთი როგორც სამება არ განიხილება? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
shota1 |
Jun 11 2007, 09:51 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
მე უფრო მარტივი კითხვა მაქვს და პასუხს ვერსად ვერ წავაწყდი, რა არსებითი სხვაობაა გამომავლობასა და შობას შორის?
|
izo |
Jun 11 2007, 06:50 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
როგორც მე ვიცი, ერთხელ ჩემმა მამაო თქვა ქადაგებაზე, რომ კათოლიკეებმა შეცვალეს(როგორც ბევრი სხვა რამ!) და ჩაამატეს "და ძისაგან გამოვალს", ჩვენს მრწამსში ეს არ ეწერა, ჩვენმა მრწამსმა შეინარჩუნა პირვანდელი სახე.
|
shota1 |
Jun 12 2007, 03:52 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
ჰო, კათლიკებმა სტრუქტურული იერარქია ააგეს სამებაში, გამოვიდა რომ სულიწმინდა მამასა და ძეს ექვემდებარება...
|
ალექსანდრე |
Jun 12 2007, 10:24 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს [იოანე. 15; 26]
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ნათია |
Jul 5 2007, 06:59 PM
პოსტი
#6
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ მეორე ასეული 29. როცა უფალი ამბობს, რომ „ მე და მამა ერთი ვართ„, ამით ბუნების ერთობას აღნიშნავს; ხოლო, როცა ამბობს, რომ „მე მამაში ვარ და მამა ჩემშია„, მაშინ ჰიპოსტასის განუყოფლობას გვიჩვენებს. ამრიგად, ტრითეოტები (სამღმერთიანელები), გამიყოფენ რა ძეს მამისაგან, ორივე მხრიდან უფსკრულში ცვივდებიან: ან ძეს აღიარებენ მამის თანაარსად, მაგრამ მას მამისაგან გამოყოფენ და იძულებულნი არიან, თქვან, რომ ძე მამისაგან არ შობილა და ამგვარად ერესში ცვივდებიან, აღიარებენ სამ ღმერთსა და სამ საწყისს; ანდა აღიარებენ, რომ ძე მამისაგანაა შობილი, ძის მამისაგან გამოყოფით , აუცილებლობიდან გამომდინარე უშვებენ, რომ ძე მამის თანაარსი არაა და ჟამთა მეუფეს ჟამიერებას უქვემდებარებენ. გრიგოლი დიდის სწავლებით , გვმართებს, ვაღიაროთ ერთარსება ღმერთი და სამი ჰიპოსტასი, თითოეული თავისი კუთვნილი თვისებების მიხედვით, რამეთუ მისივე სწავლებით, სამება იყოფა, მაგრამ განუყოფელია, ერთდება, მაგრამ ცალ-ცალკია. საოცარი დაყოფა და ერთობაა! მაგრამ რაღა საოცრება იქნებოდა, თუ მამა ღმერთი ძე ღმერთს ისე შეუერთდებოდა და გამოეყოფოდა, როგორც ადამიანი უერთდება და გამოეყოფა ადამიანს? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ეკუმენისტი |
Jul 5 2007, 07:01 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 |
გადაიტანეთ ეს თემა ღვთისმეტყველებაში!
|
izo |
Aug 13 2007, 09:32 PM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
მე უფრო მარტივი კითხვა მაქვს და პასუხს ვერსად ვერ წავაწყდი, რა არსებითი სხვაობაა გამომავლობასა და შობას შორის? აქ ნახე: http://www.orthodoxy.ge/apologetika/filioque1.htm |
shota1 |
Aug 13 2007, 11:13 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
თვალი გადავავლე და ჩემთვის ძალიან ძნელია შევეცდები რამრე გავიგი
არადა სინამდვილეში როგორი მარტივი უნდა იყოს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2024 - 08:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი