საეკლესიო კრებები, ის რაც ყველას აინტერესებს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო კრებები, ის რაც ყველას აინტერესებს |
მნათე |
Jul 1 2007, 09:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
რამდენიმე საკითხში მსურს გარკვევა
ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება შეუმცდარია, მაშასადამე მისი დადგენილება საყოველთაოა და სავალდებულო ყველა ქრისტეანისთვის, ის არის სულიწმიდის ნების - დოგმატური გამმჟღავნებელი, ე.წ კრებითი ცნობიერების მატარებელი კრების მოწვევის მიზანი, არასდროს ყოფილა თავისთავადი, იგი უკავშირდებოდა და უპირისპირდებოდა ეკლესიაში გაჩენილ უცხო სწავლებას, უფრო სწორედ იკრიბებოდა სიმართლის გასარკვევად რა უნდა ქნას მრევლმა, როდესაც ეკლესიის მაღალიერარქიული ნაწილი, ორ ან მეტ, ბანაკად იხლიჩება და ერთმანეთს უპირისპირდება სწავლების დონეზე? ასეთი შემთხვევები უხვად იყო ადრე, შესაბამისად მაინტერესებს; 1. ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც საეკლესიო კრების განაწესს ადგენდა. 2. იმართებოდა თუ არა დებატები? 3. ვინ ადგენდა საეკლესიო კრებაში მონაწილეთა რაოდენობას? 4. იყო თუ არა აუცილებელი, კრებაზე დასწრებოა ყველა თვითმწყემსობის წარმომადგენელისთვის? 5. ვინ მეთაურობდა კრებას, რომის პაპი? 6. გადაწყვეტილება მიიღებოდა უმრავლესობის პრინციპით? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Jul 1 2007, 10:30 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე |
Jul 1 2007, 10:32 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა პასუხს ჯერ არ გეტყვი, იმიტომ რომ ალბათ გეწყინება არ გამომრჩენია, ვიცოდი და ვიღრენდი ფრიად -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დავით ივერიელი |
Jul 1 2007, 10:39 PM
პოსტი
#4
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
მნათე
მე რამდენადაც ვიცი დებატები იმრათებოდა და ცნობილია როგო გააწნა წმინდა ნიკოლოზმა სილა ერთ ერთ მღვდელთმთავარს.. ოღონდ ნიკოლოზი კრებაში მონაწილეობდა? -------------------- მერე რა რომ . . .
|
მნათე |
Jul 1 2007, 10:40 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მე რამდენადაც ვიცი დებატები იმრათებოდა და ცნობილია როგო გააწნა წმინდა ნიკოლოზმა სილა ერთ ერთ მღვდელთმთავარს.. ეგ არიოზი იყო ციტატა ოღონდ ნიკოლოზი კრებაში მონაწილეობდა? მღვდელმთავარი იყო შეკაცო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მეხელი |
Jul 2 2007, 01:36 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 |
მნათე, ძალიან საინტერესო კითხვები დასვი.
იმთავითვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება წარმოაჩენს ეკლესიის სხეულს როგორც ერთ მთლიანობას; იგი არის, როგორც მამა გიორგი ფლოროვსკი განსაზღვრავს, ეკლესიის ხატი. მისი მოწვევის და მასზე განჩინებების მიღების არავითარი მკაცრად განსაზღვრული წესები არ არსებობს, რადგან მასზე გამოითქმის არა ცალკეულ ადამიანთა, არამედ მთელი ეკლესიის აზრი, რომელიც, რა თქმა უნდა, მარტოდენ ადამიანთა აზრი კი არა, არამედ მასში დამკვიდრებული სულიწმინდის აზრი არის. გავიხსენოთ საქმე მოციქულთაში იერუსალიმში გამართული მოციქულთა კრების დროს პეტრეს მიერ წარმოთქმული სიტყვები: "სათნო უჩნდა სულიწმინდას და ჩვენ". ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კრება სულიწმინდის მადლისმიერ მოვლენაა, _ ამასაც მამა გიორგი ფლოროვსკი აღნიშნავს. ამიტომ, არცერთი მსოფლიო კრების დადგენილების აღიარება ეკლესიის მიერ არ ხდებოდა ავტომატურად, არამედ მას მოსდევდა ხანგრძლივი, ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული, საღვთისმეტყველო დებატები და მსჯელობა: განჩინებებს უნდა გაევლო მთელი ეკლესიის სხეული და შემოწმებულიყო, იყო თუ არა ის კრება ნამდვილად სულიწმინდის მიერ ნაწინამძღვრები, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში მოხდებოდა მისი განჩინებების მიღება, "რეცეპცია". მაგალითად, ვიცით კრება, რომელიც ფორმალურად თითქოს მსოფლიო კრების ყველა ნიშანს ატარებდა: იმპერატორის მიერ იყო მოწვეული, მას საკმაოდ მრავალი ეპისკოპოსი და რომის პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ, მაგრამ შემდგომში იგი არათუ მსოფლიო კრებად, არამედ ავაზაკთა კრებად იქნა აღიარებული (ვგულისხმობ 449 წ. ეფესოში გამართულ კრებას). ისტორიულად მართალია, მსოფლიო კრებას იმპერატორი იწვევდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროის ვითარებას ესადაგებოდა და არსად არ არის ნათქვამი, რომ მხოლოდ ის უნდა იწვევდეს კრებას. "პროტოკოლიც" ყველა კრებაზე სხვადასხვა შეიძლებოდა ყოფილიყო. კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა რაოდენობასაც გარემო პირობები განსაზღვრავდა (ზოგი ვერ მოდიოდა ამა თუ იმ საქმის, ავადმყოფობის ან უსახსრობის გამო, და ხშირ შემთხვევაში ისინი თავის ხმის უფლებას წამსვლელ ეპისკოპოსს გადასცემდნენ). რაც შეეხება კრების მეთაურს, მას ის არ გააჩნდა, ყველა ეპისკოპოსი თანასწორი უფლებით სარგებლობდა, მაგრამ მას ყავდა თავმჯდომარე, ერთგვარი "სპიკერი". რომის პაპი არცერთ მსოფლიო კრებას არ დასწრებია, ის მხოლოდ თავის წარმომადგენლებს გზავნიდა. |
მნათე |
Jul 2 2007, 01:45 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მეხელი
დიდი მადლობა პასუხისთვის, შევეცდები ცოტა გავშალო ჩემი კითხვები ციტატა ამიტომ, არცერთი მსოფლიო კრების დადგენილების აღიარება ეკლესიის მიერ არ ხდებოდა ავტომატურად, არამედ მას მოსდევდა ხანგრძლივი, ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული, საღვთისმეტყველო დებატები და მსჯელობა: განჩინებებს უნდა გაევლო მთელი ეკლესიის სხეული და შემოწმებულიყო, იყო თუ არა ის კრება ნამდვილად სულიწმინდის მიერ ნაწინამძღვრები, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში მოხდებოდა მისი განჩინებების მიღება, "რეცეპცია". აი ეს ცოტა უცნაურია, უკვე არსებულ დადგენილებაზე მიმდინარეობდა დებატები? რა ფორმით ხდებოდა "დათანხმება" ან "არ დათანხმება"? ანუ, თუ კრება იტევს თავის თავში, სულიწმიდისმიერ უცდომელობას, რატომ სჭირდება მას დამატებითი აღიარება - ან თუნდაც დებატები? ციტატა რომის პაპი არცერთ მსოფლიო კრებას არ დასწრებია, ის მხოლოდ თავის წარმომადგენლებს გზავნიდა. საინტერესოა, ოდესმე თუ უარყოფილა პაპის აზრი.. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Jul 2 2007, 04:59 PM
პოსტი
#8
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მნათე
ციტატა აი ეს ცოტა უცნაურია, უკვე არსებულ დადგენილებაზე მიმდინარეობდა დებატები? არა, მნათე, მე როგორც მივხვდი, მანამდე მიდიოდა საკითხების შესწავლა და დებატები. აბა, ამხელა კრებაზე მოუმზადებლები ხომ არ მივიდოდნენ. ისინი ძალიან ღმრმად სწავლობდნენ განსახილველ საკითხს, ხოლოდ შემდეგ კრებაზე ხდებოდა უკვე მათი თავმოყრა და ერთ აზრად ჩამოყალიბება. |
მნათე |
Jul 2 2007, 05:05 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა არა, მნათე, მე როგორც მივხვდი, მანამდე მიდიოდა საკითხების შესწავლა და დებატები. აბა, ამხელა კრებაზე მოუმზადებლები ხომ არ მივიდოდნენ. ისინი ძალიან ღმრმად სწავლობდნენ განსახილველ საკითხს, ხოლოდ შემდეგ კრებაზე ხდებოდა უკვე მათი თავმოყრა და ერთ აზრად ჩამოყალიბება. ახლა გასაგებია და ის ადამიანი ვინც სწავლებას ეწინააღმდეგებოდა, ავტომატიურად ინანებდა და ემორჩილებოდა დადგენილებას, არა? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Jul 2 2007, 05:21 PM
პოსტი
#10
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მნათე
ციტატა ახლა გასაგებია და ის ადამიანი ვინც სწავლებას ეწინააღმდეგებოდა, ავტომატიურად ინანებდა და ემორჩილებოდა დადგენილებას, არა? კი. თუ ის უკუაგდებდა თავის სწავლებას და შეინანებდა, მაშინ რჩებოდა ეკლესიის წევრად, ხოლო თუ არაა, მაშინ ...... |
მნათე |
Jul 2 2007, 09:43 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა კი. თუ ის უკუაგდებდა თავის სწავლებას და შეინანებდა, მაშინ რჩებოდა ეკლესიის წევრად, ხოლო თუ არაა, მაშინ ...... ხოო, და მაინც მაინტერესებს პროტოკოლი გასაგებია რომ ერთი დამკვიდრებული და დეკლარირებული არ იყო ყველა კრებისთვის, მაგრამ როგორი იყო ისტორიულად თუ გვაწვდის ისტორია ცნობებს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Lenus |
Jul 3 2007, 09:28 AM
პოსტი
#12
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ციტატა პროტოკოლი მნათე, პროტოკოლი როგორც სხდომის ოქმი? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
მნათე |
Jul 3 2007, 09:30 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მნათე, პროტოკოლი როგორც სხდომის ოქმი? აჰა, და როგორც განაწესი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Lenus |
Jul 3 2007, 11:12 AM
პოსტი
#14
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
უჰ, მქონდა ეგენი სადღაც, მაგრამ რუსულად. გაწყობს?
თუმცა როგორც განაწესი არაა, უფრო როგორც დასკვნები. თუმცა განაწესის გამოანგარიშება შეიძლება იქიდან გამომდინარე. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კანონისტი |
Jul 3 2007, 11:51 AM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ციტატა ხოო, და მაინც მაინტერესებს პროტოკოლი მეც მაქვს ნანახი რუსულად..... ДЕЯНИЕ ВСЕЛЕНСКИХ СОБОРОВ ამ სახელწოდებითაა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Lenus |
Jul 3 2007, 12:35 PM
პოსტი
#16
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
დათიკო |
Jul 6 2007, 03:42 PM
პოსტი
#17
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მეტად საინტერესო ნაშრომი აღნიშნულ საკითხზე სერგეი ბულგაკოვისა
http://www.krotov.info/libr_min/b/bulgakovs/put_02_47.html |
მნათე |
Jul 29 2007, 02:41 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ძალიან დამაფიქრებელია, 7 მსოფლიო საეკლესიო კრებას ვაღიარებთ იმ პრინციპით რომ ისინი მსოფლიოები იყვნენ, მაგრამ დანარჩენებს არა რადგან ისინი მსოფლიოობის ყველა თვისებით კი გამოირჩეოდნენ მაგრამ უბრალოდ არ არიან ჭეშმარიტები
ძალიან უცნაურია, ჭეშმარიტების მსაზღვრელი კრებაა და ჭეშმარიტი კრების მსაზღვრელი? სულიწმიდა? და როგორ ავლენს ის თავს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
abo |
Jul 29 2007, 03:19 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
მნათე
QUOTE სულიწმიდა? და როგორ ავლენს ის თავს? დებატებში ჭეშმარიტების გამოვლინებით . რაც სხვა კრებებზე არ დაფიქსირდა ალბათ და იმიტომ არ იქნა ჩათვლილი ლეგიტიმურად. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მნათე |
Jul 29 2007, 03:26 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რაც სხვა კრებებზე არ დაფიქსირდა ალბათ და იმიტომ არ იქნა ჩათვლილი ლეგიტიმურად. რავიცი, ცოტა უცნაურია... იგივე ფერარა-ფლორენციის კრებას სრული ნიშან-თვისებები ქონდა მსოფლიო კრების... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2024 - 03:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი