რიცხვი 144 000 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რიცხვი 144 000 |
izo |
Aug 6 2007, 12:02 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
რას ნიშნავს რიცხვი 144 000, რომელიც მოცემულია იოანეს გამოცხადებაში? შეუძლია ვინმეს ამიხსნას და დამეხმაროს ამის გაგებაში?
|
Ismail |
Aug 7 2007, 06:46 PM
პოსტი
#2
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
საინტერესოა...
-------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
izo |
Aug 8 2007, 05:16 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
მეც მაინტერესებს, მხოლოდ ეს რიცხვი მოხვდება სამოთხეში აპოკალიფსის შემდეგ? რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს?
|
გიორგი |
Aug 8 2007, 05:26 PM
პოსტი
#4
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მეც მაინტერესებს, მხოლოდ ეს რიცხვი მოხვდება სამოთხეში აპოკალიფსის შემდეგ? რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს? ეს რიცხვი არის ამოღებული აპოკალიფსისიდან. "1. და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა. 2. და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაჲთ, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისა და ზღჳსაჲ, ვითარმედ: 3. ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა. 4. და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ: ას ორმეოცდაოთხი ათასი დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათა: 5. თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი, 6. თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი, 7. თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი, 8. თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ." ღვთის მიერ დაბეჭდილთა რიცხვზეა ლაპარაკი ტომების მიხედვით, ჯამში 144 000. ზოგი ვარაუდობს, რომ ეს არის ჭეშმარიტებაში მოქცეულ ებრაელთა რიცხვი, ზოგი განაზოგადებს ისრაელს, როგორც მთელ საქრისტეანოს და ზოგიც ბუკვალურად არც იგებს ამ რიცხვის მნიშვნელობას. ეს არის 12 ტომი და თითოეულ ტომში 12 000 ადამიანი, მათი ნამრავლი ტოლია 12 X 12 000 = 144 000, მაგრამ რეალურად რა იგულისხმეა ამ რიცხვში ზუსტად ალბათ არავინ იცის. ეს კითხვებიც აპოკალიფსთან დაკავშირებულ თემაში გადაიტანეთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნოდარიკო |
Aug 15 2007, 12:11 AM
პოსტი
#5
|
Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 |
144 000 ალბათ144 000 ნიშნავს
|
alex_b |
Sep 4 2007, 11:06 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას ძვირფასო ფორუმელებო.
izo ციტატა რას ნიშნავს რიცხვი 144 000, რომელიც მოცემულია იოანეს გამოცხადებაში? შეუძლია ვინმეს ამიხსნას და დამეხმაროს ამის გაგებაში? ციტატა მეც მაინტერესებს, მხოლოდ ეს რიცხვი მოხვდება სამოთხეში აპოკალიფსის შემდეგ? რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს? აპოკალიფსური წერილების განმარტებას თავისი სპეციფიკა გააჩნია. თუ იმას ვირწმუნებთ, რომ აქ ზუსტად არც მეტი არც ნაკლები 144 000 ზეა ლაპარაკი, მაშინ ისიც სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ, რომ ისინი ისრაელის თითო ტომიდან 12 000 ნი არიან. თუ კარგად გადავიკითხავთ იოანეს გამოცხადების მე-7 თავს შემდეგ დასკვნას გავაკეთებთ: აქ საუბარია ადამიანთა ორ ჯგუფზე 1. 144 000 ისრაელის ყველა ტომიდან (4) 2. უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო. (9) მე როგორც ვკითხულობ 144 000 არიან იმ წინასწარმეტყველური დროისათვის სხეულში ცოცხლად მყოფი ებრაელი ქრისტიანები, ხოლო დანარჩენი უამრავი იყვნენ ქრისტეში გარდაცვლილი ქრისტიანები. ვინაიდან როგორც ჩანს 144 000 სს სჭირდებოდა ბეჭედდასმა, ხოლო ბეჭედდასმა შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანზე, რომელიც ცოცხალია ხორციელად. და როგორც ჩანს ასევე, მათ სჭირდებოდათ ბეჭედდასმა, რათა დაცულნი ყოფილიყვნენ დაზიანებისაგან (3). ხოლო ამის საპირისპიროდ "უამრავი ხალხი" იდგნენ ტახტის წინაშე და კრავის წინაშე (9), მათ ეცვათ თეთრი სამოსი (13 მუხლი, შეადარეთ 6:10-11), ისინი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები (14). ანუ დასკვნას ასეთს ვაკეთებ, რომ იმ დროისათვის, როდესაც გამოცხადების მე-7 თავის ახდენა დაიწყება, ღმერთი კვლავ აღადგენს თავის აღთქმას ისრაელის მიმართ და ის ბეჭედს დაუსვამს 144 000 ებრაელს, რომელიც მოემსახურება მას ამ განსაცდელის დღეებში, ხოლო დანარჩენი ქრისტიანები კი უფალთან იქნებიან იმ დროისათვის. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2024 - 05:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი