დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
ნათია |
Feb 23 2008, 01:31 PM
პოსტი
#41
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გიორგი
ციტატა არა, სასულიერო პირმა აღსარება არ უნდა გაამხილოს, მაგრამ უნდა მოუწოდოს დამნაშავეს მართლმსაჯულებაში გამოცხადებისკენ მოწოდება ერთია და შესრულება მეორე... P.S. მოცემულ მომენტში ვინ როგორ მოვიქცევით არ ვიცით -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ქავთარაძე |
Feb 23 2008, 02:15 PM
პოსტი
#42
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა გიორგი, ცოტა თავი შეიკავე. მე მაგალითად ის მრცხვენია სტიქაროსანი ძველბიჭური აზროვნებიდან რომ ვერ გამოსულხარ, მაგრამ რა ვქნა?! უიჰ ძველბიჭურ აზროვნებას რას ეძახი შენ? სკოლაში რო მიტყეპავდნენ ზოგიერთებს და მერე რომ უნდა ჩაეშვა დირექტორთან თუ როგორ?! შენ ნუ მომიწოდებ თავშეკავებისკენ ძალიან გთხოვ რა. მე მასეთ აზროვნებაზე ვერ გადავალ ვერასდროს... უფალმა განსაჯოს... და შენ კიდევ სტიქაროსანი ვინ გგონია ნეტავ? დამსმენი? აჰა ესეიგი ახლობელი რაიმე საიდუმლოს რომ გაგანდობს ის უნდა გათქვა და ეგ ცოდვა არ იქნება და როცა არ გათქვამ ის კი ხო? ციტატა არა, სასულიერო პირმა აღსარება არ უნდა გაამხილოს, მაგრამ უნდა მოუწოდოს დამნაშავეს მართლმსაჯულებაში გამოცხადებისკენ. სხვა ყველა შემთხვევაში დანაშაულის დაფარვა ანუ ე.წ. "არ ჩაშვება" თვითონ არის დანაშაულიც და ცოდვაც. და რატო შე კაცო , თუ მას არააქ უფლება ამის გაკეთებისა მე ვინ მომცა ვინმეს მიერ გამხელილი საიდუმლო გავთქვა? ციტატა სამწუხაროა, რომ ქურდული მენტალიტეტის გადმონაშთები, ე.წ. "კაი ბიჭობა", ქუჩის გაგების ელემენტები და ა.შ. ზოგიერთისათვის უფრო მაღლა დგას ვიდრე სჯულის კანონი და წმინდა ბასილი დიდის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. სირცხვილი ეს უფრო არის. ქუჩის კანონი რა შუაშია ერთი მითხარი? უბრალოდ ისაა შუაში კაცს დედა როგორ გაზრდის და არა ქურდული მენტალიტეტი ისე ქუჩაშიც ბევრია შენნაირი აზროვნების ადამიანი და კიდევ ერთი, ციტატა ანუ, შენ რომ რომ საშუალება გქონოდა წმინდა ბასილი დიდს შენი სიტყვებისამებრ 2-3 წლით ჩააყუდებდი ციხეში, რადგან ის დანაშაულის გაცხადებას ქადაგებს და არა "არ ჩაშვებას", ე.ი. შენი აზრით თურმე "ნასედკა" ყოფილა... ცოტა დაწყნარდი შენ, და მართლა თავს ნუ გადახვალ, უფროსი რო ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველაფერს მოგითმენ . მე ვარ პირველ რიგში ქრისტეანი და ამასთან ერთად ვაჟკაცი ,ქართველი კაცი. ისე ჩემს საახლობლოში კაცის მკვლელები არ არიან და მაგის მთქმელიც არავინაა. ხოდა ამ კომუნისტურ გადმონაშთებს რო აძაგებ და ასე და ისეო რო იძახი, ეგ შენი არაკომუნისტური მთავრობის დამსახურებაა რომ ქურდული მენტალიტეტი ციხეს გამოცდა და თავისუფალ ხალხში გავრცელდა. ისე სტალინი იმითიც იყო გენიალური პიროვნება რომ მაგხელა ამბავი გააკეთა მაგ ქურდული მენტალიტეტით. ეხლა ციხეები სავსეა ქურდებით ოღონდ მიშიკოს ქურდებით. იგივეს აკეთებენ რასაც ადრე "პატიოსანი" ქურდები აკეთებდნენ , მხოლოდ ეხლა ყველაფერი მიაქვთ მიშასთან და ადრეც იყო ის 1 ქურდი რომელსაც მიქონდა საჭირო ინფორმაცია იქ სადაც საჭირო იყო. ეხლა სამწუხაროდ ქართველი კაცი ცოტა თუ დარჩა ქვეყანაზე... ადრე მტერს რომ კაცი მოკლავდა და მეორე მოღალატე ქართველი რომ დაასმენდა იმას კლავდნენ და ეხლა კიდე სულ დაკარგეთ ვაჟკაცობა რომ ენას კბილი დააჭიროთ და იმ ადამიანს ადამიანური რჩევა მისცეთ. ციხეში გამომწყვდევით ადამიანი იღუპება დღეს და იგივე ადამიანი თქვენი რჩევით შეიძლება გამოსწორდეს და სინანულში ჩავარდეს. ხოლო თქვენ მილაყუნდებით მილიციაში , ჩაუკაკლავთ ყველაფერს და ეგაა გიორგი შენმა ძმამ რომ რამე დააშავოს შენ არსადაც არ მიხვალ ეგ უეჭველია !!! და სიტყვების სროლა არაა ყველაფერი. როგორც მამა შიომ თქვა: ჯერ უნდა იყო ქრისტიანი და ვაჟკაცი კაცი, ქართველი და მერე ყველაფერი დანარჩენიო... ვაჟკაცობა დღეს თურმე დასმენაში მდგომარეობს... ხოდა ბასილი დიდის დროს მართლაც საჭირო იყო იმისი გაკეთება რასაც ის გვეუბნება და დღეს ეს პირიქით ადამიანს ანადგურებს... უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო? |
ქავთარაძე |
Feb 23 2008, 02:29 PM
პოსტი
#43
|
დაურეგისტრირებელი |
და საერთოდ ლაპარაკს არ აქვს აზრი აქ და წაშალეთ ჩემი პოსტები ყველა, ძლიან გთხოვთ.
თუ კანონისტია მოდერი აქ სიამოვნებით იზამს მაი ამბავს |
კანონისტი |
Feb 23 2008, 04:33 PM
პოსტი
#44
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ქავთარაძე
ციტატა აჰა ესეიგი ახლობელი რაიმე საიდუმლოს რომ გაგანდობს ის უნდა გათქვა და ეგ ცოდვა არ იქნება და როცა არ გათქვამ ის კი ხო? ახლობლის საიდუმლოზე ვსაუბრობთ ჩვენ თუ მძიმე და საშიში დამნაშავისთვის ხელის დაფარებაზე???? საიდუმლო არ უნდა გასცე, ცხადია.... ციტატა რატო შე კაცო , თუ მას არააქ უფლება ამის გაკეთებისა მე ვინ მომცა ვინმეს მიერ გამხელილი საიდუმლო გავთქვა? იმიტომ, რომ ასე ამბობს საეკლესიო კანონი. აღსარებას ადამიანი აბარებს უფალს და არა მღვდელს, შესაბამისად, ის ინანიებს უფლის წინაშე. ხოლო შენ თვალწინ რომ მოხდა დანაშაული და შენ არხეინად ზიხარ და ხელს უწყობ დამნაშავეს, ხარ დანაშაულის თანამონაწილე. ციტატა ადრე მტერს რომ კაცი მოკლავდა და მეორე მოღალატე ქართველი რომ დაასმენდა იმას კლავდნენ ეს საიდან მოიტანე? ეგეთი რამე არ არსებობდა. მეტიც, დავით აღმაშენებლის სააჯო კარი (რომელიც შემდეგ ბევრ დიდ მეფეს ჰქონდა) სწორედ რომ დასმენას ემსახურებოდა, გლეხკაცები აზნაურების და თავადების ჩადენილ დანაშაულს აცნობებდნენ იქ მეფეს ციტატა ცოტა დაწყნარდი შენ, და მართლა თავს ნუ გადახვალ, უფროსი რო ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველაფერს მოგითმენ . გიორგი, ნუ იმისთვის, რაც ჩემ ძმას დაუწერე (მრცხვენია ასეთი ქართველები რომ არსებობდნენო) რამდენიმე დღიანი ბანი გეკუთვნოდა მაგრამ ჩემი ძმის გამო მიკერძოებაში რომ არ დავედანაშაულებინე ვინმეს, თავი შევიკავე. აწი მოუხმე ცოტა ჭკუას ადამიანი გასწავლიდეს და არ იღებდე, იშვიათია. "გონიერსა მწვრთნელი უყვარსო...", რუსთაველს უბრძანებია ციტატა როგორც მამა შიომ თქვა: ჯერ უნდა იყო ქრისტიანი და ვაჟკაცი კაცი, ქართველი და მერე ყველაფერი დანარჩენიო... ვაჟკაცობა დღეს თურმე დასმენაში მდგომარეობს... ქრისტიანი არის ის ვინც ემორჩილება ეკლესიის კანონებს და არა ის, ვინც დიდი ყანწით სვამს ეკლესიის სადღეგრძელოს. თუმცა, ჩანს ბასილი დიდის კანონი შენთვის არ არის ავტორიტეტი.... ციტატა ხოდა ბასილი დიდის დროს მართლაც საჭირო იყო იმისი გაკეთება რასაც ის გვეუბნება და დღეს ეს პირიქით ადამიანს ანადგურებს... შენ ბასილი დიდის კანონები საქართველოს პარლამენტის მიღებული კანონები ხომ არ გგონია, ყოველ მეორე დღეს რომ ცვლიან??? საეკლესიო მოძღვრება რომ უცვლელია, ახლა გავიგეთ? ციტატა უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო? ცინიზმს მოეშვი. ამის გამო კანუდოსელმა ერთკვირიანი ბანი მიიღო და ისეც, ზრდილობა არ გაწყენდა და მთავარი, მე თუ ცოდვილი ვარ ეგ არ ნიშნავს, რომ ცოდვაზე უნდა ვთქვა კარგია-მეთქი ციტატა საერთოდ ლაპარაკს არ აქვს აზრი აქ და წაშალეთ ჩემი პოსტები ყველა, ძლიან გთხოვთ წაშლით არაფერი არ წაიშლება. თუ გრცხვენია შენი აზრის, შეგიძლია ბოდიში მოიხადო. აქ წასაშლელი არაფერია ბოლო სიტყვიერი გაფრთხილება -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნათია |
Feb 23 2008, 05:34 PM
პოსტი
#45
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ქავთარაძე
ციტატა უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო? გთხოვ გიო, არ გვინდა ეს ცინიზმი... P.S. ყველაზე ცუდი რა არის იცით, როცა ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა ეგრევე შეურაცყოფაზე და ცინიზმზე გადავდივართ... სამწუხაროა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
გიორგი |
Feb 23 2008, 07:08 PM
პოსტი
#46
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ქავთარაძე
ციტატა ცოტა დაწყნარდი შენ, და მართლა თავს ნუ გადახვალ, უფროსი რომ ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველაფერს მოგითმენ. ციტატა უბრალოდ ისაა შუაში კაცს დედა როგორ გაზრდის ციტატა ქუჩაშიც ბევრია შენნაირი აზროვნების ადამიანი ციტატა უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო? უზრდელი და მეტიჩარა ბავშვივით ნუ იქცევი... შენ არავინ არ გეკითხება ვინ როგორ გაზარდა დედამ და არც არავის არ მოუყენებია შენთვის შეურაცხყოფა პირადულში რომ გადმოდიხარ და საცინად აგდებით მიხსენიებ. ისწავლე უფროსის პატივისცემა და ისწავლე სჯულისკანონი. შენი არ იცი - არ იცი, სხვისი არ გინდა გაიგო - კაი, ეგეც გასაგებია, მაგრამ იმის მაგივრად რომ რაღაც ისწავლო შეურაცხყოფაზე და ცინიზმზე რატომ გადმოდიხარ?! ახლა, კიდევ თუ შეწყვიტავ ამ უაზრო კამათს და შეურაცხყოფებს, აგისხნი, როგორიც უნდა იყოს ქრისტეანის ხედვა: ციტატა ჰოდა ბასილი დიდის დროს მართლაც საჭირო იყო იმისი გაკეთება რასაც ის გვეუბნება წმინდა ბასილი დიდის მიერ დაწერილი ზემოთ მოყვანილი სიტყვები არის სჯულისკანონის ნაწილი, რომელიც გადმოსცემს ქრისტეანობის სწავლებას და დროში არ იცვლება საეკლესიო კრების გარეშე, საეკლესიო კრებას კი არ შეუცვლია. რაც შენ დაწერე თავიდან ბოლომდე მოდის წინააღმდეგობაში მართლმადიდებელი ეკლესიის ხედვასთან. ხომ გასაგებად ვწერ? მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ე.წ. "არ ჩაშვებას" განიხილავს დანაშაულის დამალვად და უწოდებს ცოდვას, შენ რაც ვაჟკაცობად მიგაჩნია ეგ წმინდანთა განმარტებით არის ცოდვა, შეიძლება მომაკვდინებელი ცოდვაც - გააჩნია რა დანაშაულს ვაფარებთ ხელს. გამონაკლისს წარმოადგენს სასულიერო პირისთვის განდობილი აღსარების საიდუმლო, როდესაც მოძღვარს არა აქვს უფლება მისი გათქმის, დანარჩენ სხვა შემთხვევაში ადამიანი, რომელიც დაინახავს სხვის ჩადენილ დანაშაულს, არ გააცხადებს და ხელს აფარებს მას, თანამონაწილე ხდება ჩადენილი დანაშაულისა და ცოდვისა და მართლმადიდებელი ეკლესია იმავე ეპიტიმიით სჯის მას, რითაც თვითონ ამ ბოროტმოქმედების ჩამდენი დაისჯებოდა. ეს ჩემი აზრი არ არის, არც რომელიმე სასულიერო პირის, არამედ ეს არის სჯულისკანონისმიერი ხედვა. თუ ჩემი არ გჯერა შე დალოცვილო რას ბრაზდები და ცინიკურად რატომ მელაპარაკები, ადექი გადაშალე წიგნი, წაიკითხე რა წერია სჯულისკანონში, რას ამბობს წმ. ბასილი დიდი ამის შესახებ. ამის შემდეგ მიდი და გადაიკითხე რას ნიშნავს ეკლესიის სწავლება და არის თუ არა შესაძლებელი, რომ დღეს შეიცვალოს სჯულისკანონი და ა.შ. ეს ყველაფერი გაარკვიე და თუ არ ეთანხმები შესაბამისად მის ავტორებს ედავე... P.S. კანონისტი ციტატა ნუ იმისთვის, რაც ჩემ ძმას დაუწერე (მრცხვენია ასეთი ქართველები რომ არსებობდნენო) რამდენიმე დღიანი ბანი გეკუთვნოდა სხვაც ბევრი დაწერა ჩემი შეურაცხმყოფელი მეორე პოსტში, მაგრამ არა უშავს... ჯერ პატარაა, უმცროსია და ეპატიება, არავითარი ბანი, ვორნი ან თუნდაც გაფრთხილება არაა საჭირო, უბრალოდ იქნებ როგორმე დიალოგი და კონსესუსის მიღწევა ვისწავლოთ ყველამ ურთიერთშეურაცხყოფის გარეშე. ასევე კარგი იქნებოდა არგუმენტირებული დისკუსია შევძლოთ წმინდა მამების, სჯულისკანონის თუ დოგმატური სწავლების დამოწმებით და რაც მთავარია: კამათის საგანი იყოს პრობლემატური საკითხები და არა მოკამათე პიროვნებების განკითხვა-სამარცხვინოობაზე საუბარი... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
Feb 23 2008, 10:16 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ნუ ჰყვედრით ერთმანეთს, ბიჭებო, მოუსმინოთ ერთმანეთს და შევეცადოთ ისე მივიტანოთ ერთმანეთის აზრი ერთიმეორემდე.
ყველა პოსტი არ წამიკითხია, მხოლოდ სატაური და ეს ბოლო პოსტი წავიკითხე. ჩემი აზრი კი ასეთია: ჩაშვება გრეხია, მიხმარება გამოსწორებაში კი მადლი, მაგრამ თუ ისეთ დანაშაულებებთან გვაქვს საქმე, რომ ეს სხვებს ემუქრება ბევრ ცუდ რამეს უპირებს,მაშინ რათქმაუნდა ვერაფერს გავხდებით გარე ჩარევის გარეშე, თუმცა ახლობლის და მეგობრის შემთხვევაში ამ დროსაც ბევრი სხვა ფაქტორია, ძნელია ასე ზოგადი საუბარი. რაც შეეხება პატიმრების მონახულებას, ეჭვიც არ მეპარება რომ თქვენ სამივენი ამას მოყვასის დიდი სიყვარულით გააკეთებთ და ილოცებთ კიდეც მათთვის, ვისი ცხოვრებაც არასასიამოვნოდ წარიმართა. ღმერთი შეეწიოს ყველას და მათ შორის ჩვენც, პატიმრებშიც არის უდიდესი სინანული და უფალი არ დატოვებს მათ შესმენის გარეშე. პ.ს. მე მსგავსი შინაარსის კითხვა დავუსვი მამა ანდრიას და პასუხი გამცა, მოვძებნი ლინკს და დავდებ, მგონი საიტერესო იქნება თქვენთვის. პ.სს. http://church.ge/index.php?showtopic=3423 უფრო მოძღვრებს ეხება,მაგრამ პრიციპი გასათვალისწინებელია. |
გიორგი |
Feb 23 2008, 10:22 PM
პოსტი
#48
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
ციტატა უფრო მოძღვრებს ეხება, მაგრამ პრიციპი გასათვალისწინებელია. უფრო - არა. ეს მთლიანად მოძღვრებს ეხება და აღსარების საიდუმლოს. აღსარების საიდუმლოს გაცემა დაუშვებელია, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში (განსაკუთრებით კი მძიმე დანაშაულებისას) დამნაშავისთვის ხელის დაფარება ანუ ე.წ. "არ ჩაშვება" არის ცოდვა, ეწინააღმდეგება სჯულს და ითვალისწინებს დაახლოებით იგივე ეპიტიმიას (სასჯელს), რასაც ეკლესია აძლევს იმ დამნაშავეს, რომელიც არ ჩაუშვეს. ზედა პოსტებიც წაიკითხე, საინტერესოა... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
Feb 23 2008, 10:25 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
წავიკითხავ, გიორგი, მოვრჩები რაღაც პატარა სახლის საქმე მაქვს და წავიკითხავ.
მოძღვრებს ეხება,კი, თვით კითხვაც როგორ დამებადა იმის ისტორიაც წერია. წავიკითხავ თქვენს ნაწერებს და შეგეხმიანებით ისე, მე და შენ 12 გვერდი ვპოსტეთ განსხვავებული აზრებით სამხედროების თემაში ,მაგრამ 0 სიტყვა იყო იქ ერთმანეთის მიმართ შეუფერებლად გამოყენებული |
გიორგი |
Feb 23 2008, 10:33 PM
პოსტი
#50
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
ციტატა ისე, მე და შენ 12 გვერდი ვპოსტეთ განსხვავებული აზრებით სამხედროების თემაში, მაგრამ 0 სიტყვა იყო იქ ერთმანეთის მიმართ შეუფერებლად გამოყენებული დასტურ როდესაც საუბარი მიდის არგუმენტების გაცვლა-გამოცვლით და ფოკუსირებულია რაიმე საკითზე იქ ურთიერთშეურაცხყოფა რა საკადრისია... თვისთავად არ მოხდება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
Feb 23 2008, 10:36 PM
პოსტი
#51
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
staywhite
მართალია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Feb 23 2008, 10:48 PM
პოსტი
#52
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ერთი ისტორია მინდა მოკლედ მოგითხროთ, "დასმენას" რაც შეეხება.
ადრე სხვა სახლში ვცხოვრობდი, იქ ზედა სართულზე ერთი არალეგალი ხორვატი ცანცარა ქალი ცხოვრობდა (მაშინ არ ქონდა ხორვატიას მოხსნილი სავიზო რეჟიმი), ჩემთან მოდიოდა ხშირად ტვ-ს საყურებლად,სადილზეც ვეძახდი ხშირად,მეცოდებოდა რაღაცნაირად. ამ ქალმა გაიცნო ვიღაც ახალგაზრდა ციგანი ბიჭი,იუგოსლავიელი ბოშა, მაგრამ სასწაულად არაკაცი, მოკლედ, იყო წივილი და ტირილი ყოველ ღამეს, ჩხუბობდნენ სულ, ერთ საღამოს მესმის სადარბაზოდან ყვრილი ამ ქალის "მიშველეეეეეეეეეთ", გავედი და რას ვხედავ, ვერ ვიცანი, ცხვირპირი დაჯეხილი, სისხლით მოთხვრილი მოგორავს კიბეებზე, ნუ იასნი იყო რაც მოხდა, ავაყენე და შემოვათრიე ჩემთან, რაც შემეძლო მოვწმინდე ეს სისხლი, ჩრილობები, წავუსვი მალამოები, დავამშვიდე. არ გასულა დიდი ხანი და ის დეგენერატი ახლა ჩემს კარებზე არახუნებს, ეძახის ამ ქალს გამოდი თორემ მოგკლავო, ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ, ამიტომ ვეღარ მოვითმინე რომ ჩამოიღო კარები, გავაღე კარი და არ დამძრახოთ ამ ციგანს მოხვდა ერთი (მხოლოდ ერთი) მარცხენა ყბის ქვეშ და ვნახა აბა ერთი რა მკვლელი ხარ თქვა, აქ მეორედ აღარ მოუახლოვდე, ამ კარებს თქვა, მოკლედ დავემუქრე რა. წავიდა ცხადია, მოსცილდა იქაურობას. არ გასულა რამდენიმე დღე და ამ სულელმა ქალმა ისევ გააგრძელა იმასთან ურთიერთობა, 2 დღე კი იყვნენ წესიერად და მესამე ღამეს კი 3 საათი იქნებოდა, ისმის კიდევ წიოკი, რტყმის ხმაც კი ისმოდა ისე უმოწყალოდ ურტყამდა (მეტირება ხოლმე ამას რომ ვიხსენებ რა დაუცველია ქალი ) , რა მექნა ახლა გეკითხებით თქვენ: ავსულიყავი და დამელეწა ის უპატრონო? იცით რა მოყვებოდა ამას? სროკს თუ არა სხეულის დაზიანებისთვის (რადგანაც ეს თავდაცვა არ იქნებოდა) პირობითს და ფულად სასჯელს მაინც მივიღებდი, ამიტომაც უკვე იძულებული ვიყავი პოლიციისთვის დამერეკა, რომ ეშველათ იმ ქალისთვის. მართლაც მოვიდნენ 3 წუთში და ის არაკაცი გაკოჭეს. ეს ისტორია იმიტომ დავწერე, რომ არის შემთხვევები აუცილებელი ხდება დასმენა, როცა საკუთარი ძალებით დანასაულის ხელისშეშლას ვერ ვახერხებთ. ბოდიში დიდი პოსტისთვის |
Amuza |
Feb 23 2008, 10:53 PM
პოსტი
#53
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
დამსმენი დაისაჯოს ენის მოჭრით და საჩვენებელი თითის მოჭრით.
საერთოდ ვინც ვაჟკაცია იმან დანაშაულის აღიარებაც უნდა შეძლოს. მხილება სხვა არის და დასმენა სხვა არის. მხილებასაც ვაჟკაცობა უნდა, ყველას არ შეუძლია ამხილოს. მე დამსმენად მიმაჩნია ე.წ. "ანონიმკები" ერთი ისტორია მინდა მოკლედ მოგითხროთ, "დასმენას" რაც შეეხება. ადრე სხვა სახლში ვცხოვრობდი, იქ ზედა სართულზე ერთი არალეგალი ხორვატი ცანცარა ქალი ცხოვრობდა (მაშინ არ ქონდა ხორვატიას მოხსნილი სავიზო რეჟიმი), ჩემთან მოდიოდა ხშირად ტვ-ს საყურებლად,სადილზეც ვეძახდი ხშირად,მეცოდებოდა რაღაცნაირად. ამ ქალმა გაიცნო ვიღაც ახალგაზრდა ციგანი ბიჭი,იუგოსლავიელი ბოშა, მაგრამ სასწაულად არაკაცი, მოკლედ, იყო წივილი და ტირილი ყოველ ღამეს, ჩხუბობდნენ სულ, ერთ საღამოს მესმის სადარბაზოდან ყვრილი ამ ქალის "მიშველეეეეეეეეეთ", გავედი და რას ვხედავ, ვერ ვიცანი, ცხვირპირი დაჯეხილი, სისხლით მოთხვრილი მოგორავს კიბეებზე, ნუ იასნი იყო რაც მოხდა, ავაყენე და შემოვათრიე ჩემთან, რაც შემეძლო მოვწმინდე ეს სისხლი, ჩრილობები, წავუსვი მალამოები, დავამშვიდე. არ გასულა დიდი ხანი და ის დეგენერატი ახლა ჩემს კარებზე არახუნებს, ეძახის ამ ქალს გამოდი თორემ მოგკლავო, ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ, ამიტომ ვეღარ მოვითმინე რომ ჩამოიღო კარები, გავაღე კარი და არ დამძრახოთ ამ ციგანს მოხვდა ერთი (მხოლოდ ერთი) მარცხენა ყბის ქვეშ და ვნახა აბა ერთი რა მკვლელი ხარ თქვა, აქ მეორედ აღარ მოუახლოვდე, ამ კარებს თქვა, მოკლედ დავემუქრე რა. წავიდა ცხადია, მოსცილდა იქაურობას. არ გასულა რამდენიმე დღე და ამ სულელმა ქალმა ისევ გააგრძელა იმასთან ურთიერთობა, 2 დღე კი იყვნენ წესიერად და მესამე ღამეს კი 3 საათი იქნებოდა, ისმის კიდევ წიოკი, რტყმის ხმაც კი ისმოდა ისე უმოწყალოდ ურტყამდა (მეტირება ხოლმე ამას რომ ვიხსენებ რა დაუცველია ქალი ) , რა მექნა ახლა გეკითხებით თქვენ: ავსულიყავი და დამელეწა ის უპატრონო? იცით რა მოყვებოდა ამას? სროკს თუ არა სხეულის დაზიანებისთვის (რადგანაც ეს თავდაცვა არ იქნებოდა) პირობითს და ფულად სასჯელს მაინც მივიღებდი, ამიტომაც უკვე იძულებული ვიყავი პოლიციისთვის დამერეკა, რომ ეშველათ იმ ქალისთვის. მართლაც მოვიდნენ 3 წუთში და ის არაკაცი გაკოჭეს. ეს ისტორია იმიტომ დავწერე, რომ არის შემთხვევები აუცილებელი ხდება დასმენა, როცა საკუთარი ძალებით დანასაულის ხელისშეშლას ვერ ვახერხებთ. ბოდიში დიდი პოსტისთვის მე თუ მკითხავ ის ქალი ღირსი იყო. რადგან ვერ შეიგნო ეგრძნო წიხლები ფერდებში. ეს სულ სხვა მომენტია. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Floyd |
Feb 23 2008, 10:53 PM
პოსტი
#54
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
დასმენა ცოდვაა , რა აზრი აქვს ვის ასმენ .
მასე მძიმე დამნაშავე რომ მოკლა ესეც არააა ცოდვა? -------------------- And the times , they are all changin' ...
|
guest |
Feb 23 2008, 10:53 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
პ.ს. მაგრამ ცუდად ჟღერს დასმენა იმ მაგალითში რაც მე მოვიყვანე, უფრო დახმარებისთვის თხოვნა გამოდის, დასმენა და მხილება სხვა რამე მგონია მეც, ამუზა. ანონიმები კი მაგარი ლაჩარი ხალხია.
|
გიორგი |
Feb 23 2008, 11:06 PM
პოსტი
#56
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
ციტატა ამიტომაც უკვე იძულებული ვიყავი პოლიციისთვის დამერეკა, რომ ეშველათ იმ ქალისთვის. მართლაც მოვიდნენ 3 წუთში და ის არაკაცი გაკოჭეს. სხვანაირად რომ მოქცეულიყავი სწორედ ის იქნებოდა ცოდვა. დამნაშავის დამალვა მართლმსაჯულებისგან არაფრით არ შეიძლება. ეს ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას. (ამაზე უკვე ბევრი დაიწერა) რაც შეეხება ტერმინებს: "ჩაშვება", "დასმენა" და ა.შ. გააჩნია რა კონკრეტულ ქმედებას რას დაარქმევ... თუ არა: დაინახე ვიღაც ქალს უმოწყალოდ ცემს არაკაცი... აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენაა ცოდვა! დაინახე ვიღაც გოგოს აუპატიურებს ვინმე ქუჩაში... აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენა ცოდვაა! დაინახე ვიღაც კაცს ქუჩაში აყაჩაღებს ვინმე... აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენა ცოდვაა! დაინახე საკუთარ გზაზე მიმავალ ადამიანს მოძრაობის წესების დარღვევით მანქანა დაეჯახა და მძღოლი მიიმალა... თუ ნომერი იცი აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენა ცოდვაა! და ა.შ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
Feb 23 2008, 11:11 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მე თუ მკითხავ ის ქალი ღირსი იყო. რადგან ვერ შეიგნო ეგრძნო წიხლები ფერდებში. ეს სულ სხვა მომენტია. ეგ სხვა საკითხია ხო, ავსულიყავი და იმ გაბრაზებულზე ის ციგანი მეხეთქებია, მე დავრჩებოდი მერე გაღიმებული "პოვალჩი ვ ჩიტირიოხ სტენახ" თვითონ კი ესევ მოესიყვარულებოდა იმ დეგენერატს. |
Rozoma |
Feb 23 2008, 11:13 PM
პოსტი
#58
|
levan ჯგუფი: Members პოსტები: 408 რეგისტრ.: 15-February 08 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 3,940 |
მაინტერესებს, ბერები რომ იფარავდნენ და მალავდნენ დამნაშავეებს ეგეც ცოდვაა?
-------------------- საქართველოს მონასტრების სამი კანონი:
1) არ განიკითხო! 2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი! 3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!! |
guest |
Feb 23 2008, 11:17 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მაინტერესებს, ბერები რომ იფარავდნენ და მალავდნენ დამნაშავეებს ეგეც ცოდვაა? ამაზე პასუხობს ჩემს მიერ ზემო პოსტში დადებული ლინკი და ნახე: http://church.ge/index.php?showtopic=3423 |
კანონისტი |
Feb 23 2008, 11:20 PM
პოსტი
#60
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
დიდი სჯულისკანონი
კანონი წმიდისა ბასილისი, ო~ა რომელი თანამეცნიერ იყოს თითოეულთა ამათ ზემოთქუმულთა ცოდვათა და არა თჳთ აღიაროს, არამედ სხუათა მიერ ემხილოს თანამეცნიერ-ყოფაჲ ამათი, ეგოდენსავე ჟამსა განიკანონოს იგიცა, რაოდენსა თჳთ მოქმედი ბოროტთაჲ განიკანონების. წმიდა ბასილი დიდის 71-ე კანონი რომელმაც იცოდეს ზემომოყვანილი დანაშაულების შესახებ და თვითონ არ გააცხადოს, არამედ სხვების მიერ ემხილოს აღნიშნულის ცოდვა, იმავე დროით დაისაჯოს ისიც, რამდენითაც დაისჯება ბოროტმოქმედი. ზემოთ საუბარიამძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა: ქრთამით ხელდასხმა, ბავშვის მოხრჩობა, ყაჩაღობა, ნებსით და უნებლიეთ მკვლელობა, სიძვა, მრუშება, მამათმავლობა, ცრუ ფიცი, სისხლის აღრევა ნათესავთა შორის და სხვა. სულ 20 კანონი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი